სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| tamara |
Dec 15 2007, 01:43 AM
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
აქ ვისაუბროთ წარმართული ხანის საქართველოზე,
თუ რა კულტები და მითური პერსინაჟები, რა ადათ წესები იყო ძველ საქართველოში, რა სახით შემორჩა ისინი ქრისტიანულ საქართველოში, და რა სახით გადმოვიდა მათი ნაწილი ქრისტიანობაში. ეს ძალიან საინტერესო და ღრმა თემაა... და ალბათ არა ერთ გვერდს მოიცავს... ანტიკური ხანის ქართული წარმართული პანთეონი ქართველი ტომების უძველეს რწმენათა მიმოხილვისას გაირკვა, რომ ბუნების ძალებისა და მოვლენებისადმი თაყვანისცემისა თუ მათი გაღმერთების მხრივ ქართველებშიც სხვა ტომთათვის დამახასიათებელ სურათს ვხვდებით. როგორც ირკვევა, “თავისი წილი” ღმერთები ჰყავდათ ცალკე თემებსა და საგვარეულოებს, მთას, ხევს, მინდორს, ადგილს, ხეებს, სახლს, ფუძესა და ა. შ. ამასთანავე, ხალხური გადმოცემები და მდიდარი ეთნოგრაფიული მასალები გვიჩვენებენ, რომ ქართველებს ჰყავდათ საერთო დიდი (უფროსი) ღმერთებიცა და სატომო ან სატომთაშორისო ღვთაებებიც ასე მაგალითად ადრე კლასობრივი საზოგადოების დროსაც ქართველთა წინაპრები ყველაზე დიდ პატივსა და თაყვანს ცის მნათობებს სცემდნენ – მთვარეს, მზესა და ვარსკვლავებს – ვითარცა საერთო ქართულ ღვთაებებს. ახლა, შეიძლება ითქვას, კარგად არის გამორკვეული, რომ იმ დროის ქართულ ასტრალურ პანთეონს სამეული მეთაურობდა. პირველი მათგანი უფროსად მიჩნეული უზენაესი ღმერთი იყო; მეორე – ქალღმერთი მზე ან მზექალი, ხოლო მესამე – კვირია. უზენაესი ღმერთი ან მორიგე ღმერთი პანთეონსაც ედგა სათავეში და ცხადია – სამეულსაც. იერარქიის მომდევნო საფეხურზე იდგნენ შესაბამისად: ჯვარი ან ხატი, ღვთისშვილები (ღვთისსანახი, ღვთისნაბადები) და ა. შ. უკვე იმ დროისათვის ქართველთა ყველა ღვთაება ანთროპომორფულ არსებებად არის წარმოდგენილი. ამასთანავე ირკვევა, რომ უზენაესი ღმერთი – მთვარე-ღმერთია, ე. ი. მამა-ღმერთია. ისიც კარგად არის გამორკვეული, რომ ოდესღაც ქართველ ტომებს სათავისთავო სათემო ღვთაების გარდა ყველასათვის საერთო რწმენა ჰქონიათ და საერთო ქართული წარმართობაც ყოფილა. ივ. ჯავახიშვილმა კარგა ხანია გამოარკვია, რომ მაგალითად, კვირიას თაყვანისცემასთან დაკავშირებულ სვანურ წესებს წმინდა ქართული წარმართული რწმენის ანარეკლი აქვთ დაცული და თვით სათანადო ფერხულის სიტყვებს მეფერხულე სვანები ქართულად წარმოთქვამენ. ამ წესების ძველქართულ სახელებთან ერთად ფერხულის ქართულად წარმოთქმის ჩვეულება უეჭველია თავდაპირველი, საერთო ქართული წესის ნაშთი უნდა იყოს. ივ. ჯავახიშვილს სათანადოდ დამტკიცებული აქვს, რომ ახალწლის დღესასწაულის ჩვეულებების თანახმად, მეგრელი მეკვლეც თავის წარმოსათქმელ სიტყვებს მეგრულად კი არა, სწორედ ქართულად ამბობს ხოლმე, მითითებული და კიდევ ბევრი სხვა მონაცემი საფუძველს აძლევდა ავტორს დაესკვნა შემდეგი: “ცხადი ხდება, რომ არამც თუ საზოგადო ქართული, ყველა ქართველ ტომთათვის, მათ შორის მეგრელთა და სვანთათვისაც, საერთო წარმართობა არსებობდა, არამედ რომ წარმართობას საერთო ტერმინოლოგიაც, საერთო ენაც ქართული ჰქონდა” ჯერ ჯერობოთ ამაზე გავჩერდები, ვინაიდან ბევრი რამ მაქვს ამ აბზაცისათვის დასამატებელი |
tamara წარმართული საქართველო Dec 15 2007, 01:43 AM
tamuna m გულის შელოცვა
(თუშ... Jun 4 2008, 11:20 AM
tamuna m ჭვალის შელოცვა
დღ... Jun 4 2008, 12:27 PM
Satevari ეხლა მივდივარ ლეჩ... Jun 5 2008, 11:04 AM
falestra თქმულება დედამოკა... Jun 5 2008, 11:37 AM
tamuna m თიაქრის ლოცვა
ძაღ... Jun 9 2008, 07:44 PM
orthodox-georgia ეს ლექსი-შელოცვები... Jun 10 2008, 07:29 PM
tamuna m
ეს ლექსი-შელოცვებ... Jun 10 2008, 08:14 PM
syd წარმართული საქართ... Jun 10 2008, 07:58 PM
falestra "გვჯერა" რა შუაშ... Jun 11 2008, 12:50 AM
syd falestra
მერე რაც ჩვენი ... Jun 11 2008, 09:35 AM
tamuna m syd
კარგი, რა სისულელ... Jun 11 2008, 11:46 AM
tamara ქრისტიანობამდე სა... Jun 11 2008, 12:50 PM
syd Floyd
tamara
tamuna m
ჩემთვის წა... Jun 11 2008, 05:40 PM
orthodox-georgia
Floyd
tamara
tamuna m
ჩემთვის წ... Jun 11 2008, 07:15 PM
tamara
მერე და რიტუალებს ... Jun 11 2008, 06:14 PM
syd რიტუალებს რომ არავ... Jun 11 2008, 06:19 PM
syd orthodox-georgia
რა არის შეუფ... Jun 11 2008, 07:17 PM
orthodox-georgia
orthodox-georgia
რა არის შეუფ... Jun 11 2008, 07:22 PM
syd orthodox-georgia
მომწონს ამ კ... Jun 11 2008, 07:44 PM
tamuna m კარგით, რა დაგემარ... Jun 11 2008, 09:00 PM
tamara კარგით რა ხალხო
:o
უ... Jun 11 2008, 09:01 PM
syd
მე ის უფრო მაინტერ... Jun 11 2008, 09:01 PM
tamuna m
მე ის უფრო მაინტერ... Jun 11 2008, 09:05 PM
tamara syd
თემას ჰქვია
"წა... Jun 11 2008, 09:05 PM
syd tamara
tamuna m
კაი ბატონო, წ... Jun 11 2008, 09:09 PM
tamuna m tamara
ხალხი ეჭვებშია :... Jun 11 2008, 09:13 PM
kmunebi ვერაფერი გავიგე... :( Jun 11 2008, 10:15 PM
tamara
განაგრძე რა.... Jun 11 2008, 10:15 PM
georgianeli ჩემო syd (და არა მარტო... Jun 12 2008, 08:27 PM
orthodox-georgia
(და არა მარტო),
მე მ... Jun 12 2008, 09:19 PM
georgianeli
მე მიგულისხმე? :D
აღ... Jun 13 2008, 07:57 AM
falestra syd
განსხვავებას უნ... Jun 13 2008, 01:51 PM
syd falestra
გასაგებია მუხბ... Jun 13 2008, 02:29 PM
tamara
სიბნელეში დაბრუნე... Jun 13 2008, 02:47 PM
syd tamara
მეცნიერება და რ... Jun 13 2008, 02:50 PM
orthodox-georgia
tamara
მეცნიერება და რ... Jun 14 2008, 12:47 AM
tamara
რაიო?
:lol: :lol: :lol: Jun 13 2008, 03:02 PM
tamuna m syd
უბრალოდ, თავს ნუ ... Jun 13 2008, 06:41 PM
georgianeli რწმენა ზე-გონებრივ... Jun 13 2008, 08:51 PM
falestra syd
ჯერ ერთი, მუხვბე ... Jun 14 2008, 12:05 AM
tamara
ეგრე რა!
100% Jun 14 2008, 01:09 AM
afxazi მე მგონი ცოტა აცდა ... Jun 14 2008, 12:05 PM
tamuna m ე. ი. მეც ვაგრძელებ ;) Jun 14 2008, 01:54 PM
tamara ლომისა, წინაქრისტი... Jun 19 2008, 05:26 PM
tamuna m უფალანი
"არხოტში... Jul 4 2008, 06:15 PM
tamuna m საკვირაო
"საკვირ... Jul 5 2008, 12:01 PM
tamuna m [b]ხევსურთა რწმენა (... Jul 7 2008, 07:52 PM
georgianeli ძველი აღთქმის ერთ ... Jul 10 2008, 08:29 AM
tamuna m ხევსურთა რწმენა (ს... Jul 10 2008, 12:06 PM
tamuna m ხევსურეთის რწმენა ... Jul 14 2008, 12:14 PM
k@the
ხევსურთა რწმენა (ს... Jul 14 2008, 12:28 PM
Giorgi- tamuna m
ეგ გამსახურდი... Jul 14 2008, 12:34 PM
tamuna m Giorgi-
რომელ ნაწარმოე... Jul 14 2008, 08:46 PM
georgianeli წინა გვერდებზე ცოტ... Oct 21 2008, 09:40 AM
georgianeli ტუკ-ტუკ... Oct 29 2008, 08:14 PM
KAIROS ოქტომბრის ამ ტუკ-ტ... Jun 3 2009, 12:40 PM
ეკატო
ახლოვდება უკვე ლო... Jun 3 2009, 10:08 PM
tamara აი კიდევ ცნობა ბარ... Jul 2 2009, 09:20 PM
syd საინტერესო თემაა Jul 4 2012, 08:04 PM
marine "ქართველთა ღმერთ... Jul 14 2017, 10:12 AM
marine "ტრადიციულად სოფ... Sep 30 2018, 02:08 PM
marine "ხალხური ქრისტია... Nov 18 2018, 08:36 PM
marine "ქართული წარმართ... Apr 29 2020, 05:33 PM
marine "მოძიებული ეთნოგ... May 1 2020, 07:25 PM
marine "ქართული მითოლოგ... Feb 12 2022, 02:19 PM
marine "ქართველებს ჰყავ... Feb 12 2022, 02:38 PM
marine "მზე ხომ ძველ ქარ... Mar 7 2022, 01:11 PM
marine "ქვედა პალეოლითი... Mar 8 2022, 03:06 PM
marine "თუ უმაღლეს ქალღვ... Mar 8 2022, 03:21 PM
marine "უაღრესად მრავალ... Apr 20 2022, 08:17 PM
marine "ძველი რწმენით, ბ... Apr 24 2022, 01:30 PM
marine "სწამდათ, რომ ყვე... May 1 2022, 05:14 PM
marine "სწამდათ ბოროტი ს... May 2 2022, 02:06 PM
marine "ქართულ მითებში ღ... May 2 2022, 02:52 PM
marine "მზის სიმბოლოდ მი... May 2 2022, 07:43 PM
marine "ჩვენს მეთევზეებ... Jun 2 2022, 09:18 PM
marine "ქართული წარმართ... May 1 2026, 08:51 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th June 2026 - 11:55 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი