IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

15 გვერდი V « < 4 5 6 7 8 > »   
Reply to this topicStart new topic
> ღვთისმეტყველება და ეკლესიოლოგია
KAIROS
პოსტი Nov 22 2006, 10:12 PM
პოსტი #101


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
[კანონი 7. მწვალებელთა შეწყნარების წესი]

მნათე, ჩვენი კამათის აზრიც ეგაა, საქმე იმაშია, რომ ეგ კანონია და როგორც ყველა კანონი, სხვადასხვა დროს იცვლებოდა და სხვადასხვა ეკლესია თანადროულად სხვდასხვა გვარად უდგებოდა ამ საკითხს, ამას გარდა, დაისვა კითხვა, რატომ იწყნარებს მათ ვინც
ციტატა
ნათლისცემით ისინი არ განსხვავდებიან მართლმადიდებლებისაგან
, ე.ი. მადლია მათთან და ა.შ. რაც აქამდე ვილაპარაკეთ smile.gif


ციტატა
კონსტანტინოპოლის 1789 წლის ადგილობრივმა კრებამ მიიღო კანონი კათოლიკეთა სრული ნათლობით მიღების შესახებ



დღეს იგივე კონსტანტიპოლის ეკლესია კი უნათლავად ღებულობს, მოკლედ დიდად ჩახლართული ამბავია smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 22 2006, 10:33 PM
პოსტი #102


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ეს მეორე მსოფლიო კრების (კონსტანტინეპოლი) კანონია. . . ალბათ მართალი ხარ. . . მაგრამ მადლი მაინც ხმამარალია biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Nov 22 2006, 10:39 PM
პოსტი #103


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



KAIROS
ციტატა
დღეს იგივე კონსტანტიპოლის ეკლესია კი უნათლავად ღებულობს, მოკლედ დიდად ჩახლართული ამბავია

მართლა ასეა? blink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Nov 23 2006, 12:45 AM
პოსტი #104


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
მართლა ასეა


მერწმუნე smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Nov 29 2006, 05:48 PM
პოსტი #105


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(mnate @ Nov 22 2006, 11:33 PM) *

ეს მეორე მსოფლიო კრების (კონსტანტინეპოლი) კანონია. . . ალბათ მართალი ხარ. . . მაგრამ მადლი მაინც ხმამარალია biggrin.gif



მართალი ხარ, ხმადაბლა უნდა თქვა, ფანატებმა არ გაიგონ biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 29 2006, 05:53 PM
პოსტი #106


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
მართალი ხარ, ხმადაბლა უნდა თქვა, ფანატებმა არ გაიგონ


უი ერთმა გაიგონა laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Nov 29 2006, 06:00 PM
პოსტი #107


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(მნათე @ Nov 29 2006, 06:53 PM) *

უი ერთმა გაიგონა laugh.gif


თვითკრიტიკა კარგია biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 29 2006, 06:02 PM
პოსტი #108


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა

თვითკრიტიკა კარგია


შენი მხრიდან მართლაც გასაოცარი იყო laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Nov 29 2006, 06:48 PM
პოსტი #109


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(mnate @ Nov 22 2006, 02:16 PM) *

[კანონი 7. მწვალებელთა შეწყნარების წესი]
მწვალებლებს, რომელთაც სურთ გახდნენ მართლმადიდებელნი, ეკლესია შეიწყნარებს სხვადასხვა წესით:

არიანელნი, მაკედონიანელნი, სავატიანელნი, ნავატიანელნი 5, მეთოთხმეტიანელნი 6, აპოლინარელნი შეიწყნარებიან წერილობითი მოწმობით, ლიველონით (ქარტა სიმტკიცისა). ამ მოწმობაში ანუ ქარტაში ისინი შეაჩვენებენ თავის შეხედულებებს და ყოველნაირ მწვალებლობას. შემდეგ მათ სცხებენ მირონს შუბლზე, თვალებზე, ცხვირზე, პირსა და ყურებზე. მათ ეკლესია არ ნათლავს ხელახლა, რადგანაც ნათლისცემით ისინი არ განსხვავდებიან მართლმადიდებლებისაგან.

რაც შეეხებათ სხვა მწვალებლებს, როგორიც არიან ევნომიანელნი, წყალში ერთხელ ჩაყოფით ნათელღებულნი, მონტანელნი, ანუ ფრიგიელნი 7, საბელიანელნი, რომელნიც ძე-მამობას ასწავლიან და სხვა ბევრ სისაძაგლეს ჩადიან, და სხვა მწვალებელნი, რომელთა უმრავლესობა გალატელთა სოფლიდან მომდინარეობს, თუ მოისურვებენ მართლმადიდებლობის აღსარებას, ისინი მიიღებიან როგორც წარმართნი, ე.ი. მათ ნათლავენ კიდეც და მირონსაც სცხებენ. პირველ დღეს ისინი ქრისტიანები ხდებიან, ხოლო მეორე დღეს - კათაკმეველნი, მესამე დღეს დააფიცებენ სამჯერ შებერვით პირსა და ყურებში. ისინი წიგნის კითხვის მსმენელები არიან ეკლესიაში მრავალი დღის განმავლობაში და მხოლოდ შემდეგ ხდება მათი ნათლისცემა.


მნათე, ფანატებიც მოვიდნენ biggrin.gif ჯერ არსენ იყალთოელის მიერ ნათარგმნ სჯულისკანონში ჩაგეხედა:

რომელნი მართლმადიდებლობასა შესძენდენ თავთა თჳსთა და ნაწილსა ცხოვნებულთასა მოუჴდებოდინ ნაწილისაგან მწვალებელთაჲსა, შევიწყნარებთ აქა მოჴსენებულისაებრ წესისა და ჩუეულებისა, რამეთუ არიანოზთა ვიდრემე და მაკედონიანოზთა და სავატიანოზთა და ნავატიანოზთა, რომელნი სახელ-სდებენ თავთა თჳსთა წმიდად, და მარცხენეთა და მეათოთხმეტეთა, რომელ არიან მემეოთხეენი, და აპოლინარელთა შევიწყნარებთ ესრეთ: მოვსთხოვთ ლიველლონსა, რომელ არს ქარტაჲ სიმტკიცისაჲ და შეჩუენებად უბრძანებთ ყოველსა წვალებასა არა აღმსაარებელსა ესრეთ, ვითარ აღიარებს წმიდაჲ კათოლიკე და სამოციქულოჲ ეკლესიაჲ ღმრთისაჲ და ესრეთ დავჰბეჭდავთ, ესე იგი არს ვსცხებთ წმიდასა მიჰრონსა შუბლსა და თუალთა და ცხჳრთა და პირსა და ყურთა და დავჰბეჭდვიდეთ რაჲ მათ, ვიტყჳთ: საბეჭდავი ნიჭთა სულისა წმიდისათაჲ.

ხოლო ევნომიანოზთა ერთითა შთაყოფითა ნათელღებულთა და მუნტანელთა, რომელნი აქა ფრიგუელად სახელ-იდებიან, და საბელიანოზთა, რომელნი ძე-მამობასა ასწავებენ და სხუათაცა რათმე უშუერებათა იქმან, და სხუათა ყოველთა წვალებათა, ვინაჲთგან მრავალნი არიან აქა, უფროჲსღა გალატელთა სოფლით მომავალნი, ყოველთავე მათგანთა, რომელთა ენებოს მართლმადიდებლობისა აღსაარებაჲ, ვითარცა ელენთაგან მოსრულთა შევიწყნარებთ და პირველსა დღესა ვჰყოფთ მათ ქრისტეანე, ხოლო მეორესა -- კათაკუმეველ და მესამესა შევაფუცებთ მათ სამგზისისა თანაშებერვითა პირსა და ყურთა და ესრეთ განვსწავლით მათ და დაყოვნებად ვსცემთ ეკლესიასა შინა მრავალ დღე და წიგნთა მსმენელყოფასა უბრძანებთ და მაშინღა ნათელ-ვსცემთ.


როგორც ხედავ აქ არ არის სიტყვები "მათ ეკლესია არ ნათლავს ხელახლა, რადგანაც ნათლისცემით ისინი არ განსხვავდებიან მართლმადიდებლებისაგან". ახლა ბერძნული სჯულისკანონი არ მაქვს თან, მაგრამ ისედაც ცხადია, რომ მაგ კანონის ტექსტოლოგია ასე მარტივი არ არის. არც ნიკოდიმოს მილაშის მიერ კომენტირებულ ტექსტშია ეგ ფრაზა. მეორეც ერთი, "მათ ეკლესია არ ნათლავს ხელახლა, რადგანაც ნათლისცემით ისინი არ განსხვავდებიან მართლმადიდებლებისაგან" ჩემი გაგებით შეიძლება მიუთითებდეს მხოლოდ ნათლისღების ფორმაზე (წყალში სამგზის შთაყოფით ნათლობა) და მის დროს გამოყენებულ ფორმულაზე (წმ. სამების სახელით). სწორედ ამიტომ არიან დაპირისპირებული ერთის მხრივ იგივე არიოზელები, ხოლო მეორეს მხრივ ევნომიოსის მიმდევარნი (ერთგზის შთაყოფით ნათლავდნენ), მონტანისტები (სულიწმიდის გაიგივებას ახდენდნენ მათს ლიდერ მონტანთან) და საბელიოსის მომხრეები.

მგონი ასეა.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 29 2006, 07:22 PM
პოსტი #110


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
მნათე, ფანატებიც მოვიდნენ ჯერ არსენ იყალთოელის მიერ ნათარგმნ სჯულისკანონში ჩაგეხედა:


biggrin.gif არა უბრალოდ ეს ადვილი დასადებია, დააკოპირებ და ეგაა, არსენ იყალთოელი რომც მქონდეს რა ამაკრეფინებს biggrin.gif



ნათლავდნენ სამების სახელით, მათთან ხომ არ გაიგება სამება ისე როგორც ჩვენთან? არიოზი ძეს ქმნილებას უწოდებს და სუბორდინაციას უქვემდებარებს huh.gif ხოოოდა ახლა სამჯერ გაჭყუმპალავების გამო ვღებულობთ გამარტივებული წესით? huh.gif

პრაქტიკუმი სხვანაირია, ფაქტია რომ ამ მოტივით იღებენ. .

პ.ს .ფანატიო რომ ვთქვი კანუდოსელს გავეხუმრე laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Nov 29 2006, 07:49 PM
პოსტი #111


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(მნათე @ Nov 29 2006, 07:22 PM) *

ნათლავდნენ სამების სახელით, მათთან ხომ არ გაიგება სამება ისე როგორც ჩვენთან?


არც ლათინებთან გაიგება ისე და არც პროტესტანტებთან biggrin.gif არიოზს სამების მესამე იპოსტასად არ შემოუყვანია მონტანი, როგორც მონტანისტებმა გააკეთეს. ამიტომ იკონომიის რაღაც საფუძველი არსებობდა.

ციტატა(მნათე @ Nov 29 2006, 07:22 PM) *

ხოოოდა ახლა სამჯერ გაჭყუმპალავების გამო ვღებულობთ გამარტივებული წესით? huh.gif


მაშინ არიოზელები მთელს ქვეყანას იყვნენ მოდებული და იკონომიას იყენებდნენ მამები, რომ არ დაეფრთხოთ.

ციტატა(მნათე @ Nov 29 2006, 07:22 PM) *

პრაქტიკუმი სხვანაირია, ფაქტია რომ ამ მოტივით იღებენ.


ვერ გავიგე?


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 29 2006, 07:55 PM
პოსტი #112


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ვერ გავიგე?


ანუ დღეს ხომ იღებს ეკლესია (რომელიმე) ზოგიერთს (მეტ-ნაკლებად მწვალებელს) ეკლესიაში უნათლავად? ან თუნდაც გამარტივებული წესით. . .


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Nov 29 2006, 07:58 PM
პოსტი #113


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(მნათე @ Nov 29 2006, 07:55 PM) *

ანუ დღეს ხომ იღებს ეკლესია (რომელიმე) ზოგიერთს (მეტ-ნაკლებად მწვალებელს) ეკლესიაში უნათლავად? ან თუნდაც გამარტივებული წესით. . .


ნამდვილად. ოღონდ ეგ იკონომიის ამბავია, როგორც ნიკოდიმოს მთაწმიდელი გვიხსნის.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 29 2006, 08:11 PM
პოსტი #114


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა


ნამდვილად. ოღონდ ეგ იკონომიის ამბავია, როგორც ნიკოდიმოს მთაწმიდელი გვიხსნის.


ანუ რაიმე სახის მადლი არის??? blink.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Nov 29 2006, 08:29 PM
პოსტი #115


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(Sotiris @ Nov 29 2006, 08:49 PM) *

მაშინ არიოზელები მთელს ქვეყანას იყვნენ მოდებული და იკონომიას იყენებდნენ მამები, რომ არ დაეფრთხოთ.
ვერ გავიგე?



და უნათლავებს ისევ უნათლავებად ტოვებდნენ? blink.gif ოღონდ მათ სინდისს უფრთხილდებოდნენ, თქვენ არ ინერვიულოთო და მეტი არაფერი? blink.gif

როდის ერთია გაუქმდა სიტყვები: "ვინც არ ნათელიღოს..."?

წმ. ფილარეტ მოსკოველი
"Разговоры между испытующим и уверенным о Православии Восточной Грекороссийской Церкви"-
Испытующий: Так разве я должен почитать истинной, например, и Римскую Церковь? -

Уверенный: Ты непременно хочешь заставить меня судить. Знай же, что держась слов Писания, никакую Церковь, верующую яко Иисус есть Христос, не дерзну я назвать ложной. Христианская Церковь может быть только либо “чисто истинная”, исповедующая истинное и спасительное Божественное учение без примешения ложных и вредных мнений человеческих, либо “не чисто истинная”, примешивающая к истинному и спасительному веры Христовой учению ложные и вредные мнения человеческие... Что до Церкви восточной, я доказал еще прежде, что ее Символ Веры содержит чистое учение (св. Филарет Московский. Разговоры между испытующим и уверенным о Православии Восточной Грекороссийской Церкви//Филарета, митрополита Московского и Коломенского Творения. М., 1994, сс. 408-409)


Испытующий: По сему признаку (1 Ин. 4,3) и Восточная, и Западная Церковь равно суть от Бога?

Уверенный: Да, поскольку и та, и другая исповедуют Иисуса Христа во плоти пришедша, то в этом отношении они имеют общий Дух, который от Бога есть. Испытующий: Однако ж, это две Церкви, разномыслящие между собою. Уверенный: Да, каждая из них имеет и особенный свой дух, или особливое отношение к духу Божию.


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 29 2006, 08:46 PM
პოსტი #116


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



კანუდოსელი

ოოო ეს რუსული ტექსტი რა biggrin.gif დღევანდელი რუსული ფუნდამენტალიზმის ფონზე ვერაა კარგი ტონი laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Nov 29 2006, 09:33 PM
პოსტი #117


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(მნათე @ Nov 29 2006, 08:11 PM) *

ანუ რაიმე სახის მადლი არის??? blink.gif


ვინ გითხრა?

მადლს ეკლესიასთან შეერთებისას ღებულობენო, ასე ამბობს ნიკოდიმოსი პრინციპში.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 29 2006, 09:39 PM
პოსტი #118


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა

ვინ გითხრა?

მადლს ეკლესიასთან შეერთებისას ღებულობენო, ასე ამბობს ნიკოდიმოსი პრინციპში.


აუფ blink.gif

ახლა უყურე, ფაქტიურად ეკლესია ერეტიკოსთა ნათლობის ცერემონიის ნაწილს ცნობს blink.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Nov 29 2006, 09:56 PM
პოსტი #119


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(კანუდოსელი @ Nov 29 2006, 08:29 PM) *

და უნათლავებს ისევ უნათლავებად ტოვებდნენ? blink.gif


ჰო, რა თქმა უნდა, გარდა ამისა უკვე მონათლულებს კიდევ მეორედ ნათლავდნენ და ამით მრწამსს არღვევდნენ (მაგალითები: სომხების მიღება ნათლობით, ლათინების მიღება ნათლობით). აი ასეთები ვართ ეს მართლმადიდებლები, ერთი ის იმედიღა დარჩა თანამედროვე პატრისტიკული აღორძინების მოღვაწეები გვიშველიან.

ნათლობა როგორც საიდუმლო ორი ასპექტისგან შედგება, ერთი გარეგნულია და ხილული, წყალში სამგზის შთაფლვა, მეორე შინაგანი და უხილავი, მადლის მიღება, სულიერად ხელახლა შობა. წმ. კვიპრიანე და მისი მიმყოლი მამები ამბობენ ეს მეორე მწვალებლებს არა აქვთო. მადლით აღვსება კი ეკლესიასთან შეერთებით ხდებაო. მე მაგალითად ვერ წარმომიდგენია მწვალებლების ევქარისტია ევქარისტია იყოს, ისე გამოდის მაცხოვარმა თავისი სისხლი და ხორცი ქურდ-ბაცაცებს ჩაუგდო ხელში. წმ. ავგუსტინე სხვანაირად ფიქრობდა, მაგრამ დონატისტებთან კამათში აშკარად გადააჭარბა და ასეთ რამესაც ამბობს მაგალითად, მართლმადიდებელს საჭიროების შემთხვევაში შეუძლია სქიზმატებისგან ეზიაროს, მთავარია მათ არ ეთანხმებოდეს და ეს ჭეშმარიტი ზიარება იქნებაო. აი თქვენ რომ აროშვილებთან ეზიაროთ "აუცილებლობის შემთხვევაში"...

ციტატა(კანუდოსელი @ Nov 29 2006, 08:29 PM) *

წმ. ფილარეტ მოსკოველი


აუ, არ გადაგვაყოლეს ამ ერთ ტექსტს. მაგი არის საუბარი მართლმადიდებლობაში დაეჭვებულ კაცთან, რომელსაც ფილარეტი ფრთხილად უდგება. მასე ბასილი დიდს სამების შესახებ ჰომილიაში სულიწმიდის შესახებ თითქმის არაფერი არ უწერია, მაგრამ რა, არ აღიარებდა ღმერთად? აღიარებდა ცხადია, უბრალოდ ჯერ კიდევ გონებით დაუმტკიცებლების დაფრთხობა არ უნდოდა.

ციტატა(მნათე @ Nov 29 2006, 09:39 PM) *

აუფ blink.gif

ახლა უყურე, ფაქტიურად ეკლესია ერეტიკოსთა ნათლობის ცერემონიის ნაწილს ცნობს blink.gif


ჰო, ფორმას ცნობს იკონომიის ხარჯზე. ესაა წმ. ნიკოდიმოს მთაწმიდელის და სხვა კოლივადი მამების პოზიცია.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Nov 30 2006, 12:53 AM
პოსტი #120


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



კანუდოსელი
ციტატა
როდის ერთია გაუქმდა სიტყვები: "ვინც არ ნათელიღოს..."?

ასეთ დროს ყოველთვის მახსენდება სიტყვები - ”ღმერთი სიყვარული არს”.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

15 გვერდი V « < 4 5 6 7 8 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th June 2025 - 08:46 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი