IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

15 გვერდი V « < 9 10 11 12 13 > »   
Reply to this topicStart new topic
> ღვთისმეტყველება და ეკლესიოლოგია
athos
პოსტი Mar 5 2008, 02:59 PM
პოსტი #201


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



ციტატა
გირჩევ დაკვირვებით წაიკითხო კანონი, თან განმარტებითურთ.

რაც VI მსოფლიოს საეკლესიო კრების 96 კანონში დეტალურადაა წარმოჩენილი.







რომელი 96-ე?

დიდი მადლობა, ლინკსაც ხომ არ მომიყვანთ? smile.gif


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Mar 5 2008, 03:01 PM
პოსტი #202


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



მოგვიანებით შემოვალ...
ეს ლინკია VI მსოფლიო კრების დადგენილებებისა განმარტებებითურთ: http://agioskanon.ru/vsobor/006.htm


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Mar 5 2008, 03:03 PM
პოსტი #203


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



ციტატა
არა მგონია, თუმცა ეგრეც რომ იყოს, პრინციპული სხვაა და ეს თემაც ამას ეხება: რადგან არსებობს პრაქტიკა ნათლობის გარეშე მიღებისა, გასარკვევია რა იმალება ამის უკან



ზაზა, მერამდენე წრეზე უნდა წახვიდე? არ დაიღალე?

სოტირისთან არ იკამათე ამის შესახებ ზუსტად ამავე თემაში?





ციტატა
მოგვიანებით შემოვალ...
ეს ლინკია VI მსოფლიო კრების დადგენილებებისა განმარტებებითურთ: http://agioskanon.ru/vsobor/006.htm

ჩემო კარგო, მე ძალიან კარგად ვიცი სადაც არის კანონები, უბრალოდ ზოგიერთმა ისიც არ იცის მერამდენე კანონზეა ლაპარაკი


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Mar 5 2008, 03:06 PM
პოსტი #204


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ეკატერინე
კამათს ამ თემაზე აპირებ თუ იმაზე, რამდენად ზუსტია ის თარიღები?

ციტატა(ეკატერინე @ Mar 5 2008, 04:03 PM) *

ჩემო კარგო, მე ძალიან კარგად ვიცი სადაც არის კანონები, უბრალოდ ზოგიერთმა ისიც არ იცის მერამდენე კანონზეა ლაპარაკი


მერე ასწავლე, ოღონდ მშვიდად biggrin.gif
პ.ს.
და ხანდახან იმის გატარება ღირს 96-ია თუ 95


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Mar 5 2008, 03:06 PM
პოსტი #205


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



მე მაგალითად წრეზე სიარულით ვიღლები.

შენსა და სოტირსს შორი კამათზეც ვერ ვიტყვი რომ შენი არგუმენტები ისე ბასრი იყო რომ მოწინააღმდეგის არგუმენტები გაანადგურა.

ასე რომ ეგ თემა თუ გაინტერესებს, წინა გვერდებს გადახედე smile.gif


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Mar 5 2008, 03:08 PM
პოსტი #206


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ციტატა
რადგან არსებობს პრაქტიკა ნათლობის გარეშე მიღებისა, გასარკვევია რა იმალება ამის უკან

პანაიოტის ბუმისი ამაზე ასეთ რამეს ამბობს:

[ციტატა მომყავს ჩემი სიტყვებით]
იმ ეკლესიების მიერ მონათლული პირების მიღების დროს, რომელთა სამოციქულო მემკვიდრეობა ეჭვს არ იწვევს, დასაშვებია, რომ ნათლობა აღარ შესრულდეს, რადგანაც მართლმადიდებლურ ეკლესიას ძალუძს თავისი მადლმოქმედებით აღავსოს მათ მიერ შესრულებული ნათლობა....


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Mar 5 2008, 03:11 PM
პოსტი #207


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



ციტატა
და ხანდახან იმის გატარება ღირს 96-ია თუ 95


კი, ღირს, ოღონდ თუ

გირჩევ დაკვირვებით წაიკითხო კანონი, თან განმარტებითურთ.

ამას არ გიწერენ biggrin.gif

ციტატა
იმ ეკლესიების მიერ მონათლული პირების მიღების დროს, რომელთა სამოციქულო მემკვიდრეობა ეჭვს არ იწვევს, დასაშვებია, რომ ნათლობა აღარ შესრულდეს, რადგანაც მართლმადიდებლურ ეკლესიას ძალუძს თავისი მადლმოქმედებით აღავსოს მათ მიერ შესრულებული ნათლობა....

გაიხარე დავით 2kiss.gif


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Mar 5 2008, 03:15 PM
პოსტი #208


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ეკატერინე
ციტატა
ჩემო კარგო, მე ძალიან კარგად ვიცი სადაც არის კანონები, უბრალოდ ზოგიერთმა ისიც არ იცის მერამდენე კანონზეა ლაპარაკი

smile.gif (თუმცა ზოგიერთად ნამდვილად არ მივიჩნევ თავს)

ეს მეორე მსოფიო კრების მეშვიდე კანონია (ამჯერად არ მეშლება).

[კანონი 7. მწვალებელთა შეწყნარების წესი]
მწვალებლებს, რომელთაც სურთ გახდნენ მართლმადიდებელნი, ეკლესია შეიწყნარებს სხვადასხვა წესით:

არიანელნი, მაკედონიანელნი, სავატიანელნი, ნავატიანელნი 5, მეთოთხმეტიანელნი 6, აპოლინარელნი შეიწყნარებიან წერილობითი მოწმობით, ლიველონით (ქარტა სიმტკიცისა). ამ მოწმობაში ანუ ქარტაში ისინი შეაჩვენებენ თავის შეხედულებებს და ყოველნაირ მწვალებლობას. შემდეგ მათ სცხებენ მირონს შუბლზე, თვალებზე, ცხვირზე, პირსა და ყურებზე. მათ ეკლესია არ ნათლავს ხელახლა, რადგანაც ნათლისცემით ისინი არ განსხვავდებიან მართლმადიდებლებისაგან.

რაც შეეხებათ სხვა მწვალებლებს, როგორიც არიან ევნომიანელნი, წყალში ერთხელ ჩაყოფით ნათელღებულნი, მონტანელნი, ანუ ფრიგიელნი 7, საბელიანელნი, რომელნიც ძე-მამობას ასწავლიან და სხვა ბევრ სისაძაგლეს ჩადიან, და სხვა მწვალებელნი, რომელთა უმრავლესობა გალატელთა სოფლიდან მომდინარეობს, თუ მოისურვებენ მართლმადიდებლობის აღსარებას, ისინი მიიღებიან როგორც წარმართნი, ე.ი. მათ ნათლავენ კიდეც და მირონსაც სცხებენ. პირველ დღეს ისინი ქრისტიანები ხდებიან, ხოლო მეორე დღეს - კათაკმეველნი, მესამე დღეს დააფიცებენ სამჯერ შებერვით პირსა და ყურებში. ისინი წიგნის კითხვის მსმენელები არიან ეკლესიაში მრავალი დღის განმავლობაში და მხოლოდ შემდეგ ხდება მათი ნათლისცემა.




ეკატერინე
ციტატა
კი, ღირს, ოღონდ თუ

გირჩევ დაკვირვებით წაიკითხო კანონი, თან განმარტებითურთ.

ამას არ გიწერენ

smile.gif


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Mar 5 2008, 03:17 PM
პოსტი #209


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



ამ საუბრის (თუ კამათის) ძირითადი აზრი იყო არის თუ არა მადლი სხვა ეკლესიებში.

რაც თქვენ მოგყავთ, ეგ არის კანონები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იღებდნენ სხვადასხვა ერეტიკოსებს ადრე.
აქედან არანაირად არ გამომდინარეობს რომ რომელიმე მათგანში მადლია.

აგერ რას წერს ბუმისი:
ციტატა
იმ ეკლესიების მიერ მონათლული პირების მიღების დროს, რომელთა სამოციქულო მემკვიდრეობა ეჭვს არ იწვევს, დასაშვებია, რომ ნათლობა აღარ შესრულდეს, რადგანაც მართლმადიდებლურ ეკლესიას ძალუძს თავისი მადლმოქმედებით აღავსოს მათ მიერ შესრულებული ნათლობა....



afxazi
smile.gif


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Mar 5 2008, 03:46 PM
პოსტი #210


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ეკატერინე
მე ცოტა კანონიკურად ვიტყვი

ნათლობის საიდუმლოს, თეოლოგიური თვალსაზრისით, აქვს ცოდვათა მიტევების, ადამისეული ცოდვის წარხოცვის და ახალი ადამიანის სულიერი შობის მნიშვნელობა.

რაც შეეხება კანონიკას, კანონიკურად ნათლობის მნიშვნელობა არის შეერთება ქრისტეს წმინდა ეკლესიასთან. რამდენადაც არამართლმადიდებლური კონფესიის მიერ აღსრულებული ნათლობა ვერ იწვევს ამ შედეგების დადგომას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ნათლობები ანულირებულია, ანუ იგი არავითარ კანონიკურ შედეგს არ იწვევს. სხვა საკითხია, ჩვენი ეკლესია უშუალოდ სამების სახელით წყალში შთაფვლას აღასრულებს თუ არა, რადგან ეს ღვთისმსახურების ნაწილია. ფაქტი არის ის, რომ კათოლიკური ან სომხური ეკლესიის მიერ შესრულებული ნათლობა არავითარ შედეგს იწვევს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Mar 5 2008, 03:49 PM
პოსტი #211


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



კანონისტი
ციტატა
რაც შეეხება კანონიკას, კანონიკურად ნათლობის მნიშვნელობა არის შეერთება ქრისტეს წმინდა ეკლესიასთან. რამდენადაც არამართლმადიდებლური კონფესიის მიერ აღსრულებული ნათლობა ვერ იწვევს ამ შედეგების დადგომას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ნათლობები ანულირებულია, ანუ იგი არავითარ კანონიკურ შედეგს არ იწვევს. სხვა საკითხია, ჩვენი ეკლესია უშუალოდ სამების სახელით წყალში შთაფვლას აღასრულებს თუ არა, რადგან ეს ღვთისმსახურების ნაწილია. ფაქტი არის ის, რომ კათოლიკური ან სომხური ეკლესიის მიერ შესრულებული ნათლობა არავითარ შედეგს იწვევს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის

ცხადია ამაში არავინ გეწინააღმდეგება და შესაბამისი ლექცია დავდე ამ საკითხის შესახებ. მადლი გადმოდის ადამიანზე, მაგრამ მასში არ აღწევს ეს მადლი.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.:Lela:.
პოსტი Mar 5 2008, 04:05 PM
პოსტი #212


.:Sheecie urcmunoebasa chemsa:.
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,825
რეგისტრ.: 7-January 08
წევრი № 3,568



ყველა პოსტი არ წამიკითხავს
იქნებ მიპასუხოთ wink.gif
რატომ ასრულებენ ეკლესიაში მოკლე რიტუალს მაშინ როდესაც ადამიანი სხვა სარწმუნოებიდან გადმოდის მართმადიდებლობაზე და არა სრულს?
მადლობთ


--------------------
შეიძლება ბევრი რამ ისე არ აეწყოს როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ მთავარი, - ''სულის გადარჩენის იდეა'', მიზანი არ უნდა დაგვეკარგოს და მას დავუმორჩილოთ ყველაფერი.


მეორე მეგრელი ხარ ვინც მაგრად მ ი ყ ვ ა რ ს :D

Разве любят за чтото? Вот дети как люят, маленькие. Oни любят проста так не нарошно :)

Kings Of Convenience - Cayman Islands
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Mar 5 2008, 04:07 PM
პოსტი #213


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



ციტატა
მადლი გადმოდის ადამიანზე, მაგრამ მასში არ აღწევს ეს მადლი.

მაშინ რა მნიშვნელობა აქვს მადლის ქონა-არქონას


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Mar 5 2008, 04:18 PM
პოსტი #214


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ეკატერინე
ციტატა
მაშინ რა მნიშვნელობა აქვს მადლის ქონა-არქონას

არ ვიცი წაიკითხეთ თუ არა ზემოთ დაწერილი ლექცია, სადაც კარგადაა ეს ჩამოყალიბებული.

მადლი ყველგანაა, ამას ვერ უარვყოფთ, მაგრამ ყველგანა არაა მადლმოქმედება. სულიწმინდა ყველგანაა, მაგრამ ყველაფერი არაა სულიწმინდაში.

მადლის გარდამოვლენა ადამიანზე არაა დამოკიდებული. საქმე მოციქულთაში არსი ერთი მეტად საინტერესო ეპიზოდი, როდესაც პეტრე მოციქული წარმართების მოსანათლად გაემართება ღვთის მოწოდებით და ის იხილავს სულიწმინდას გარდამომავალს წარმართებზე, მანამდე სანამ ნათლობას აღასრულებდა.

მადლი შეიძლება გარდამოვიდეს ადამიანზე, მაგრამ ეს მადლი რეალურ მოქმედებას იძენს, მაშინ როდესაც პიროვნების მიერ ხდება ჭეშმარიტების გაცნობიერებულად და მთელი არსებით აღიარების შემთხვევაში.

როგორც ამ ლექციაშია მაგალითი მოტანილი, რომ მინდორში დაგდებული ქვა, რომელსაც მზე ენათება, ამ მზის მიმღები არაა, მისი ბუნებიდან გამომდინარე, საპირისპირონ მინისა, რომელშიც აღწევს მზე.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Mar 5 2008, 04:25 PM
პოსტი #215


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



ციტატა
არ ვიცი წაიკითხეთ თუ არა ზემოთ დაწერილი ლექცია, სადაც კარგადაა ეს ჩამოყალიბებული.

მადლი ყველგანაა, ამას ვერ უარვყოფთ, მაგრამ ყველგანა არაა მადლმოქმედება. სულიწმინდა ყველგანაა, მაგრამ ყველაფერი არაა სულიწმინდაში.

ჩვენ აქ ეკლესიის გარეთ არსებულ მაცხოვნებელ მადლზე ვლაპარაკობთ, თორემ ღმერთი რომ ყველგანაა, ყველამ იცის.

ის რომ ეკლესიის გარეთ მადლი არ არის, ამის შესახებ მე ედიშერის ლექციაზე არანაკლებ დამაჯერებელი სტატიები წამიკითხავს და რატომ უნდა ვენდო მაინდამაინც ედიშერს?






--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Mar 5 2008, 04:27 PM
პოსტი #216


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ეკატერინე

ციტატა
ის რომ ეკლესიის გარეთ მადლი არ არის, ამის შესახებ მე ედიშერის ლექციაზე არანაკლებ დამაჯერებელი სტატიები წამიკითხავს და რატომ უნდა ვენდო მაინდამაინც ედიშერს?

ეს აბსოლუტურად შენი ნებაა, ამაში ვერავინ ვერ შეგზღუდავს. მაგრამ სწორად გაიგეთ, აქ არ არის ნათქვამი ეკლესიის გარეთ მადლის მოქმედების შესახებ.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Mar 5 2008, 04:45 PM
პოსტი #217


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



ციტატა
მაგრამ სწორად გაიგეთ, აქ არ არის ნათქვამი ეკლესიის გარეთ მადლის მოქმედების შესახებ.

ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, არის თუ არა მადლი მართლმადიდებლობის გარეთ აღსრულებულ საიდუმლოებებში.

და რა აზრი აქვს მადლს, თუ ის უმოქმედოა? ყველაფერი საიდუმლოს გარეგნულობაზე ხომ არ დაგვყავს?




--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Mar 5 2008, 04:48 PM
პოსტი #218


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ეკატერინე


ციტატა
და რა აზრი აქვს მადლს, თუ ის უმოქმედოა? ყველაფერი საიდუმლოს გარეგნულობაზე ხომ არ დაგვყავს?

პირიქით? კითხვას შეგიბრუნებ: რატომ უთითებდა მსოფლიოს საეკლესიო კრების კანონი იმაზე რომ ზოგიერთი ერესიდან მოსული აღარ უნდა მონათლულიყო.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Mar 5 2008, 04:56 PM
პოსტი #219


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816





ციტატა
რატომ უთითებდა მსოფლიოს საეკლესიო კრების კანონი იმაზე რომ ზოგიერთი ერესიდან მოსული აღარ უნდა მონათლულიყო.


დავით, ამ საკითხზე და კიდევ ბევრ საკითხზე უკვე იყო ზუსტად ამ თემაში ლაპარაკი.

ერთიდაიგივე ბევრჯერ რომ არ გავიმეოროთ, გადახედე თემას, და რა კითხვებიც დაგრჩება, მერე ვეცდები პასუხს


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Mar 5 2008, 05:09 PM
პოსტი #220


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



afxazi
დათო, აქ მგონი კითხვა ჯერ ასე უნდა დაისვას: რა მნიშვნელობა აქვს ნათლისღებას დამოუკიდებლად?

როდის უერთდება ადამიანი ქრისტეს ეკლესიას?

ნათლისღების აღსრულება არამართლმადიდებლის მიერ, თუკი ნათლობის ფორმულა სწორადაა წარმოთქმული შეიწყნარება ეკლესიის მიერ, მაგრამ არა მგონია იმიტომ, რომ იქ რაიმე მადლმოქმედებას აქვს ადგილი. ეკლესია იკონომიით იწყნარებს მათ მიერ შესრულებულ მსახურებას, თუმცა ამოწმებს მას სულიწმიდის ბეჭდით, ანუ მირონცხებით.

ხომ ფაქტია, რომ მირონცხების გარეშე ნათლობის საიდუმლო არ აღესრულება სრული ძალმოსილებით. მაგალითად, ბალსამონი კონსტ. მე-7 კანონის კომენტარში ამბობს, რომ ეკლესია მწვალებლებს ორ ნაწილად ჰყოფსო - ერთნი არიან ისინი, ვინც მირონცხებით შეიძლება მიღებულ იქნენო, ხოლო მეორენი - რომლებიც სწორად უნდა მოინათლონო. დაუკვირდი "სწორად უნდა მოინათლონო". ანუ ეს ბერძენი კანონისტი სულაც არ მიიჩნევს, რომ რომელიმე მწვალებელს მადლმოქმედება აქვს შერჩენილი (საუბარია პირველ ჯგუფზე), უბრალოდ, მათ მიერ შესრულებული ნათლისღება სწორად არის შესრულებული.

ამ კონტექსტში ერთი საინტერესო მოვლენაა განსახილველი. კერძოდ, ერისკაცის მიერ საგანგებო სიტუაციაში აღსრულებული ნათლობა და მისი კანონიკური შედეგები.
1. აქვს თუ არა ამ დროს ერისკაცს მღვდელმოქმედების მადლი?
ა) თუ დიახ, რითი ენიჭება მას ეს?
ბ) თუ არა, მაშ როგორღა ასრულებს ის საღვთო საიდუმლოს?
2. მის მიერ აღსრულებული ნათლისღება არის თუ არა კანონიკურად მღვდლის მიერ შესრულებულის ტოლფასი?
ა) თუ დიახ, მაშ რატომ არის საჭირო მისი გადარჩენის შემთხვევაში ერთი მხრივ ნათლისღების საიდუმლოს დასრულება, ხოლო მეორე მხრივ - მირონცხების ცალკე შესრულება?
ბ) თუ არა, მაშინ რატომ უთანაბრდება ასეთი ნათლობით გარდაცვლილი ადამიანი მღვდლის მიერ კანონიკურად მონათლულს და როგორ ხდება ის ეკლესიის წევრი?

ამ კითხვებს თუ ჩავუღრმავდებით, ალბათ, დავასკვნით, რომ მღვდელმოქმედებას ერისკაცი არ ასრულებს. უბრალოდ, იკონომიით არის დაშვებული მის მიერ შესრულებული ნათლისღების კანონიერად მიჩნევა. შეიძლება მსგავსი ლოგიკის განვითარება არამართლმადიდებლური, მაგრამ სამოციქულო ეკლესიის მიერ შესრულებული ნათლისღების შემთხვევაშიც


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

15 გვერდი V « < 9 10 11 12 13 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th June 2025 - 10:46 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი