IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> რა მოხდა 1089 წელს, დავით მეფის გამეფების ტარიღი
LOVEGAME
პოსტი Dec 18 2007, 06:22 AM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 30
რეგისტრ.: 11-July 07
წევრი № 2,438



რა მოხდა 1089 წელს,როდესაც დავით უფლისწული ადის ტახტზე, იყო შეთქმულება მეფის წინააღმდეგ,თუ გიორგი II-ის პირადი ნება.
ჩემი აზრით შეიძლება მივიღოთ რამოდენიმე ვარიანტი
1დავით უფლისწულისა და გიორგი ჭყონდიდელის მიერ მოწყობილი შეთქმულება

2 უბრალოდ გიორგი მეფის კეთილი ნება

ზემოთ ჩამოთვლილი ვარიანტის როგორც გამამყარებელი ისე საწინააღმდეგო არგუმენტების მოყვანა შეიძლება.
არგუმენტი :
1 საქართველოს კანომდებლობით მეფე გარდაცვალებამდე იყო ტახტის მპყრობელი და ის რომ გიორგი მეორე უარს ამბობს ტახტზე, თავისთავად იწვევს ეჭვს, რომ ეს ნაბიჯი მან ზეწოლის ქვეშ გადადგა.

2 გიორგი მეფე არ იქნა მოკვდინებული რაც შიძლება იყოს გამოყენებული იმის არგუმენტად რომ შეთქმულებას ადგილი არ ჰქონდა.

3 ის რომ წყაროები არაფერს იძახიან შეთქმულების შესახებ შეიძლება მივიღოთ იმის დასტურად რომ ეს იყო გიორგი მეფის კეთილი ნება.


ეს ასე ვთქვათ ძირითადი არგუმენტებია რომლებსაც კიდევ გამყარება სჭირდება. ძალზედ მწირეა ისტორიული მასალა ამ ფაქტის შესახებ, ამიტომ გთხოვთ ლოგიკურად ამოვხსნათ ის რაც ისტორიას ჩვენთვის არ შემოუნახავს.





--------------------



მე მძულს თქვენი აზრები, მაგრამ იძულებული ვარ პატივი გცეთ თქვენ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
ნაინა
პოსტი Jan 9 2008, 11:26 AM
პოსტი #2


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



LOVEGAME
ციტატა
ჩემი აზრით გიორგიზე ზეწოლას ჰქონდა ადგილი. ამ საკითხზე მხოლოდ ლოგიკა ვერ გვიშველის მაგრამ მთლად გვერძე გადასადებიც არ არის იმიტომ ,რომ როგორც ზემოთ ავღნიშნე ძალზედ მწირია ცნობები დავითის გამეფების შესახებ.
უბრალოდ დავითის გამეფებამდე და გამეფების შემდეგ განვითარებული მოვლენების ანალიზი მაძლევს საფუძველს ,რომ ვივარაუდო შეთქმულება თუ არა უდიდესი ზეწოლა გიორგიზე.
მე თქვენი აზრი მაინტერერსებს და თუ მოიყვანთ ამ აზრის გამამყარებელ საბუთებს უდიდესი მადლობელი დაგრჩებით.

გიორგიზე ზეწოლას ადგილი რომ ჰქონდა ისტორიის წიგნებიდან მაგის გაგება არაა ძნელი, მაგრამ ჯანყება და მსგავსი რამ არ მოჰყოლია, რადგან გიორგი II თავადვე ხედავდა რომ არ შეეძლო ქვეყნის მართვა სათანადოდ.
ვერ უმკლავდებოდა ვერც შინაურ და ვერც გარეშე მტრებს.
როგორც წიგნებიდან ცნობილია, სიმამაცე და რაინდული სიქველე არ აკლდა, მაგრამ ნებისყოფით იყო რბილი და მერყევი. მისი სტიქია ნადირობა და ნადიმობა იყო, მაშინ, როცა ქვეყანას უმძიმესი განსაცდელი აწვა. 1073 წელს მეფეს განუდგნენ ნიანია ქვაბულის ძე, ივანე ლიპარიტის ძე ბაღვაში და ვარდან სვანთა ერისთავი.
1089 წელს გიორგი მიხვდა, რომ უმძიმეს კრიზისში ჩავარდნილ ქვეყანას ვერ უვლიდა და მეფობა თავის ძეს, 16 წლის დავითს გადაულოცა. გიორგი II გარდაიცვალა 1112 წელს.

ეს ერთი, მაგრამ ასევე ვკითხულობთ, რომ 1089 წელს საქართველოს სამეფო კარზე პოლიტიკური გადატრიალება მოხდა. ქვეყნის მომავლით დაინტერესებულმა პირებმა, გიორგი II აიძულეს გადამდგარიყო და მეფობა თავისი 16 წლის ვაჟის დავითისათვის დაეთმო. დავით აღმაშენებელმა საქართველო ჩაიბარა კატასტროფულ მდგომარეობაში მყოფი. – თურქ-სელჩუკთაგან სრულიად დაქცეული და ამოწყვეტილი, ფეოდალურად დაქუცმაცებული და დაკნინებული.

გიორგი II თავად იცოდა, რომ ქვეყანას ვერაფერს შველოდა, ასევე ფიქრობდნენ დიდი ფეოდალებიც და სავარაუდოა დავითისთვის ტახტის გადაცემა საერთო შეთანხმებით მოხდა და არანაირი ზედმეტი სისხლისღვრა და გართულება არ მოჰყოლია, მით უმეტეს რომ ამ ცვლილებას ქვეყნისთვის სარგებლობის მოტანა შეეძლო და გიორგი II კარგად ხვდებოდა რა უფრო უკეთესი იქნებოდა.


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Jan 14 2008, 03:35 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(nini_1 @ Jan 9 2008, 12:26 PM) *

LOVEGAME

გიორგიზე ზეწოლას ადგილი რომ ჰქონდა ისტორიის წიგნებიდან მაგის გაგება არაა ძნელი, მაგრამ ჯანყება და მსგავსი რამ არ მოჰყოლია, რადგან გიორგი II თავადვე ხედავდა რომ არ შეეძლო ქვეყნის მართვა სათანადოდ.
ვერ უმკლავდებოდა ვერც შინაურ და ვერც გარეშე მტრებს.


რას ამბობ კაცო გიორგი II თუ ვერ უმკლავდებოდა ქვეყნის მართვას 16 წლის ბავშვი უკეტ გაართმევდა საქმეს?

ციტატა(nini_1 @ Jan 9 2008, 12:26 PM) *


როგორც წიგნებიდან ცნობილია, სიმამაცე და რაინდული სიქველე არ აკლდა, მაგრამ ნებისყოფით იყო რბილი და მერყევი. მისი სტიქია ნადირობა და ნადიმობა იყო, მაშინ, როცა ქვეყანას უმძიმესი განსაცდელი აწვა.


ნადიმოდა და ნადირობა ყველა მეფეს უყვარდა რადგან ეგ საუკეთესო გასარტობი იყო იმ დროს.

ციტატა(nini_1 @ Jan 9 2008, 12:26 PM) *


1073 წელს მეფეს განუდგნენ ნიანია ქვაბულის ძე, ივანე ლიპარიტის ძე ბაღვაში და ვარდან სვანთა ერისთავი.


აჯანყების დრო იყო კარგად შერჩეული


ციტატა(nini_1 @ Jan 9 2008, 12:26 PM) *


1089 წელს გიორგი მიხვდა, რომ უმძიმეს კრიზისში ჩავარდნილ ქვეყანას ვერ უვლიდა და მეფობა თავის ძეს, 16 წლის დავითს გადაულოცა. გიორგი II გარდაიცვალა 1112 წელს.

მეფობის გადალოცვაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია რადგან გიორგი II 1089 წ. შემდეგაც მეფედ იწოდება ,

საქმე ის არის რომ დავითი ჯერ კიდევ 1089 წლამდე იწოდება მეფედ სხვადასხვა ანდერძ-მინაწერებში და სულის
მოსახსენიებლებში, რაც იმას ნიშნავს რომ გიორგიმ ის ჯერ კიდევ 1089 წლამდე აკურთხა თანა-მოსაყდრედ.

ხოლო 1089 წელს კი ხდება მისი მეფედ კურთხევა ანუ დავითი მამის თანასწორი მეფე ხდება და არა თანამოსაყდრე.

1089-1112 წლებში ადგილი ორმეფობას ააქვს და არა დავითის ერთმეფობას.


ციტატა(nini_1 @ Jan 9 2008, 12:26 PM) *

ეს ერთი, მაგრამ ასევე ვკითხულობთ, რომ 1089 წელს საქართველოს სამეფო კარზე პოლიტიკური გადატრიალება
მოხდა. ქვეყნის მომავლით დაინტერესებულმა პირებმა, გიორგი II აიძულეს გადამდგარიყო და მეფობა თავისი 16
წლის ვაჟის დავითისათვის დაეთმო. დავით აღმაშენებელმა საქართველო ჩაიბარა კატასტროფულ მდგომარეობაში
მყოფი. – თურქ-სელჩუკთაგან სრულიად დაქცეული და ამოწყვეტილი, ფეოდალურად დაქუცმაცებული და
დაკნინებული.
გიორგი II თავად იცოდა, რომ ქვეყანას ვერაფერს შველოდა, ასევე ფიქრობდნენ დიდი ფეოდალებიც და
სავარაუდოა დავითისთვის ტახტის გადაცემა საერთო შეთანხმებით მოხდა და არანაირი ზედმეტი სისხლისღვრა და
გართულება არ მოჰყოლია, მით უმეტეს რომ ამ ცვლილებას ქვეყნისთვის სარგებლობის მოტანა შეეძლო და გიორგი
II კარგად ხვდებოდა რა უფრო უკეთესი იქნებოდა.



ძნელია იმის მტკიცება რა მოხდა 1089 წელს. დავითის ისტორიკოსის ფაქტობრივად აგდებული

დამოკიდებულება გიორგი II- სადმი, მისი სიკვდილის გამოტოვება, დავითის უზომო განდიდება და მისი

მამის დამცრობა, ძალიან იშვიათია ქართულ ისტორიოგრაფიაში. ეს მიუთითებს იმას რომ მამა-შვილს შორის იყო

დაპირისპირებამ, ხოლო დავითის მეფედ კურთხევა ბოლომდე რომ გიორგის ნებით მიღებულ გადაწვეტილებას

არ გავს ეს ფაქტია. უფრო მეტიც აქ ინიციატივა სხვა მხრიდან არის წამოსული, და ეს სხვა ნამდვილად არ არის გიორგი II

ან თუნდაც მხოლოდ გიორგი ჭყონდიდელი აქ ინტერესთ უფრო ფართო ჯგუფთან უნდა გვქონდეს საქმე, რაც

წყაროებში ბოლომდე არ არის ასახული (იმათში რაც დღეს ხელთ გვაქვს) .


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd May 2024 - 11:52 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი