იესოს ლოცვის შესახებ, წმ. მამათა დარიგებები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
იესოს ლოცვის შესახებ, წმ. მამათა დარიგებები |
orthodox-georgia |
Jun 30 2008, 04:08 PM
პოსტი
#1
|
---- ჯგუფი: Members პოსტები: 2,373 რეგისტრ.: 13-May 08 მდებარ.: იქ წევრი № 4,815 |
იესოს ლოცვა:
უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. რა არის იესოს ლოცვის არსი? (ზოგადად) ეს არის ერთ-ერთი სიტყვიერი მოკლე ლოცვა, რომელიც სხვა მოკლე ლოცვების მსგავსად შთაგვაგონებს, რომ გონებით მხოლოდ ღმერთზე ვიფიქროთ. ნუ შევიძღუდებით იესოს ლოცვის სიტყვების მექანიკური გამეორებით. უნდა გვახსოვდეს, რომ უმთავრესია-ლოცვა შიშით, რწმენით და სიყვარულით. მთავარია ღვთის წინაშე გულის სიღრმიდან გამომავალი ვედრებით დგომა. ჩვენი გულისყური მთიანად უფალს უნდა მივუპყრათ და მოვუხმოთ ყველგან მყოფ ღმერთს. თუ ლოცვისას არ იშრომებთ, ოფლს არ დაღვრით იმისთვის, რომ ყოველი სიტყვა ჩაიბეჭდოს გულსა და გონებაში, მაშინ ამაოა მდუმარება, გლოვა, მარხვა და სიფხიზლე. ის ვინც თავს ანებებს სულიერ ღვაწლსა და იესოს ლოცვას, თვითონვე ხდება მიზეზი იმისა, რომ მისი შრომა უნაყოფოა-ამაოა მისი ოფლის ღვრა, რადგან ის მალე სრულიად გულგრილი ხდება და ამით ყველაფერი მთავრდება. იესოს ლოცვას უნდა აღავლენდეს არა მხოლოდ ბერი, არამედ ერისკაციც. იესოს ლოცვა თავისთავად არ არის სასწაულმოქმედი. ის ისეთივეა, როგორცსხვა ნებისმიერი მოკლე ლოცვა სიტყვიერად და შესაბამისად გარეგნულადაც; მაგრამ მაინც შეიძლება იქცეს ის ჩვენთვის ყველაზე აღმატებულად. გავაგრძელებ მერე პ.ს. ჩემს მიერ ამ თემაში დაპოსტილი მასალა აღებულია (და მერეც იქნება აქედან) საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტის მიერ გამოცემული წმ. მღვდელმთავარ თეოფანე დაყუდებულის სწავლებანი იესოს ლოცვის შესახებ (შემდგენელი იღუმენი თეოფანე კრიუკოვი) თბილისი 2003წელი. პ.პ.ს. უმორჩილესი თხოვნაა არ გააოფტოპიკოთ და არ გააჩატოთ. პოსტეთ მხოლოდ წმ მამათა სწავლებანი ამ კონკრეტულ თემაზე -------------------- ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)
ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან. ღმერთს ებარებოდეთ! პატივისცემით თქვენი orthodox-georgia 20.01.2012 |
orthodox-georgia |
Jul 1 2008, 11:45 AM
პოსტი
#2
|
---- ჯგუფი: Members პოსტები: 2,373 რეგისტრ.: 13-May 08 მდებარ.: იქ წევრი № 4,815 |
არსებობს ლოცვის აღვლენის საფეხურები. პირველი საფეხური ხორციელი ლოცვაა, რომელიც უმეტესად კითხვასა, დგომასა და მეტანიების კეთებაში მდგომარეობს. ამ დროს ყურადღება იფანტება, გული უგრძნობელია, სურვილი არ არის(ლოცვის):აქ მთავარია-მოთმინება, შრომა და ოფლის ღვრა...მეორე საფეხურია-ყურადღებიანი ლოცვა: ლოცვის დროს ადამიანი თანდათანობით გონებას იკრებს, ლოცულობს ცნობიერად, გარეშე აზრებით გატაცების გარეშე. ყურადღება ერწყმის და ლოცვის სიტყვას ითვისებს როგორც საკუთარს. მესამე საფეხური-გრძნობისმიერი ლოცვა: ყურადღების შედეგად გული თბება და ის, რაც გონებაშია, იქცევა ნებად. აი რას გვირჩევენ წმ. მამები: არ დატოვოთ ეს უყურადღებოდ, ანუ, როცა გაჩნდება ნება შევწყვიტოთ სხვა ქმედება(კითხვა, აზროვნება) და მასში ჩავღრმავდეთ. ლოცვის ასეთი გამოვლინების ყურადღებისას ყალიბდება (ნამდვილი) ლოცვა, ხოლო უყურადღებობისას ნადგურდება...
იესოს ლოცვა დავიწყოთ ქმედითი ლოცვით, მასთან ერთად უნდა იყოს გონიერი და შემდეგ გაჩნდება გულისმიერი ლოცვაც. განუწყვეტელი ლოცვის მიღწევის გზაა იესის ლოცვის ჩვევის მიღწევა და მისი ჩვენში დამკვიდრება. გაგრძელდება -------------------- ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)
ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან. ღმერთს ებარებოდეთ! პატივისცემით თქვენი orthodox-georgia 20.01.2012 |
orthodox-georgia |
Jul 2 2008, 07:08 PM
პოსტი
#3
|
---- ჯგუფი: Members პოსტები: 2,373 რეგისტრ.: 13-May 08 მდებარ.: იქ წევრი № 4,815 |
გაგრძელება
იესოს ლოცვა შეიძლება მიუდგეს ყველა ამ საფეხურს, მაგრამ მისი მთავარი ადგილი განუწყვეტელ ლოცვაშია. იმისათვის, რომ ლოცვა წარმატებული იყოს, საჭიროა გულის გაწმენდა ვნებებისა, ყოველგვარი მიდრეკილებებისა და ხორციელი სიტკბოებებისგან. ამის გარეშე იესოს ლოცვა დარჩება პირველ, ანუ კითხვით საფეხურზე. რაც უფრო იწმინდება გული კითხვით, მით უფრო ლოცვა ხდება გულისმიერი გონიერი და როცა გული სავსებით იწმინდება, მაშინ აღევლინება განუწყვეტელი ლოცვაც to be continiued -------------------- ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)
ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან. ღმერთს ებარებოდეთ! პატივისცემით თქვენი orthodox-georgia 20.01.2012 |
xatia19 |
Jul 3 2008, 07:01 PM
პოსტი
#4
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 102 რეგისტრ.: 23-May 08 მდებარ.: saberdzneti წევრი № 4,891 |
გავაგრძელებ თუ ნებას დამრთავ..
იესოს ლოცვა ისეთივეა, როგორც ნებისმიერი სხვა ლოცვა, მაგრამ ეს ლოცვა იესოს, უფლის და მაცხოვრის ყოვლადძლიერი სახელით სხვაზე უფრო ძლიერი მაშინ არის, როცა ვუხმობთ ღრმა, გულითადი და ურყევი რწმენით, გვჯერა, რომ უფალი ახლოსაა, ყოველივეს ხედავს და ისმენს, ყოვლის მიმართ გულისხმიერია, მზადაა შეგვისრულოს და გვიბოძოს რასაც ვითხოვთ. ასეთი სასოება არ გვავნებს. თუ ბრკოლდება ზოგჯერ თხოვნის შესრულება, ეს დამოკიდებულია მთხოვნელის მოუმზადებლობაზე მიიღოს ის, რაც ითხოვა............... -------------------- ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყოველივე სასარგებლო როდია, ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ მე არაფერს დავემონები. პავლე მოციქული [1 კორინთელთა]
"ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრე სურის სულსა ჩემსა შენდამი ღმერთო!" (ფს 41) |
Iona |
Jul 3 2008, 09:37 PM
პოსტი
#5
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 943 რეგისტრ.: 6-February 07 წევრი № 1,025 |
ღმერთმა აკურთხოს თქვენი გონებრივი შრომა ღმერთთან მისაახლებლად ეძიებდეთ და ჰპოვოთ. ესსა შEუცვლელი კანონი ყველასათვის ვისაც სურს წარემართოს სულიერ მოღვაწეობაში უშრომელად არავის არაფერი ეძლევა. ღმერთი შეჭევნისათვის ყოველთვის მზადაა და ყოველთვის ახლოა მაგრამ ის მძებნელებისა და მშრომელებისაგან განზე დგეა და ელის როცა მაძიებელები ყოველგვარ საშუალებას ამოწურავენ... და მთელი გულით შეჰღაღადებენ ღმერთს: ღმერთო შემეწიე! და თუ ჯერ კიდევ გრჩებათ მცირეოდენი საშუალება საკუთარი ძალით გარჯისათვის, ღმერთი არ ჩაერევა, თითქოსდა გვეუბნება : ცდილობ შენ თვითონ მიაღწიო მაშ დაელოდე.
მაგრამ რამდენიც არ უნდა ელოდო მაინც არ გამოგივა. ღმერთმა მოგმადლოს სული შემუსვრილი გული შემუსვრილი და დამდაბლებული. -------------------- ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
|
orthodox-georgia |
Jul 3 2008, 10:05 PM
პოსტი
#6
|
---- ჯგუფი: Members პოსტები: 2,373 რეგისტრ.: 13-May 08 მდებარ.: იქ წევრი № 4,815 |
Iona
წყაროც მიუთითე ხოლმე. საიდანაც წერ -------------------- ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)
ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან. ღმერთს ებარებოდეთ! პატივისცემით თქვენი orthodox-georgia 20.01.2012 |
Iona |
Jul 4 2008, 01:42 PM
პოსტი
#7
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 943 რეგისტრ.: 6-February 07 წევრი № 1,025 |
orthodox-georgia
ციტატა Iona წყაროც მიუთითე ხოლმე. საიდანაც წერ წიგნი ვიყიდე იესოს ლოცვის შესახებ და ბევრი ამონაწერებია შიგნით , მითითებული საუბედუროდ ყველას არა აქვს ვისი გამონათქვამია -------------------- ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
|
orthodox-georgia |
Jul 4 2008, 03:36 PM
პოსტი
#8
|
---- ჯგუფი: Members პოსტები: 2,373 რეგისტრ.: 13-May 08 მდებარ.: იქ წევრი № 4,815 |
orthodox-georgia წიგნი ვიყიდე იესოს ლოცვის შესახებ და ბევრი ამონაწერებია შიგნით , მითითებული საუბედუროდ ყველას არა აქვს ვისი გამონათქვამია მაშინ წიგნის სახელი და ვისი კურთხევითაა -------------------- ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)
ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან. ღმერთს ებარებოდეთ! პატივისცემით თქვენი orthodox-georgia 20.01.2012 |
Iona |
Jul 4 2008, 05:05 PM
პოსტი
#9
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 943 რეგისტრ.: 6-February 07 წევრი № 1,025 |
ციტატა მაშინ წიგნის სახელი და ვისი კურთხევითაა კეთილი და პატიოსანი. Gონებრივი ღვაწლი იესოს ლოცვის შEსახებ წმინდა მამათ სწავლებათა კრებული შედგენილი იღუმენ ხარიტონის მიერ მეორე შEსწორებული გამოცემა გურჯაანის ყოვლადწმიდის მონასტერი 2007 წელი დაიბეჭდა გურჯაანის და ველისციხის ეპისკოპოსის ექვთიმეს (ლეჟავას) ლოცვა კურთხევით -------------------- ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
|
mak |
Jul 9 2008, 10:12 AM
პოსტი
#10
|
M A R I A M ჯგუფი: Members პოსტები: 668 რეგისტრ.: 31-March 08 მდებარ.: TBILISI. წევრი № 4,377 |
იესოს ლოცვისკენ იყოს მიმართული მთელი შენი ყურადღება.დადიხარ თუ ზიხარ,საქმეს აკეთებ თუ გამოდიხარ იქიდან,ეს სიტყვები გქონდეს ყოველთვის გულშიც და ბაგეეებზეც,ამგვარად,უფლის სახელის ხსენებაში ჰპოვებ მშვიდობას,მიაღწევ სულიერსა და ხორციელ სიწმინდეს და შენში დაიმკვიდრებს სული წმინდა,წყარო ყოველი სიკეთისა, რომელიც წარგიმართავს გზას ღმრთის სათნო ცხოვრებისკენ. (ღირსი სერაფიმ საროველი)
გადაეჩვიეთ კამათს,იგი აფორიაქებს რა გულს,სულიერ სიმშვიდეს გვართმევს.ყოველგვარ უაზრო ფიქრს იესოს ლოცვა დაუპირისპირეთ(ს.ა.ნილუსი) ''უფალო იესუ ქრისტე,ძეო ღმრთისაო,შემიწყალე მე ც ო დ ვ ი ლ ი''';( -------------------- უფალო,კაცი ვარ მე ცოდვილი და ვერ გულისხმა-ვჰყოფ, რაი ჯერ-არს ქმნად ჩემდა, გარნა შენ,მოწყალეო,გულიხმიერ მყავ მე, რაითა ჯერისაებრ ვიქმოდი ყოველსა.ამინ.
|
orthodox-georgia |
Jul 17 2008, 12:57 PM
პოსტი
#11
|
---- ჯგუფი: Members პოსტები: 2,373 რეგისტრ.: 13-May 08 მდებარ.: იქ წევრი № 4,815 |
როცა იესოს ლოცვა გულში ჩაინერგება, იგი მუდმივად იქ იარსებებს... მორწმუნე ამჩნევს ამას, მაგრამ ვერ ხვდება, როგორ მოხდა ეს. ცხადია, ეს შრომის ნაყოფია. ღირებული სრომა ეს არის გამუდმებით უფალთან ყოფნა და იესოს ლოცვის გამეორება რაც შეიძლება ხშირად.
იცოდეთ, რომ გულისხმიერ, გონიერ ლოცვას ზოგიერთი მალე მიაღწევს, ზოგი კი უფრო გვიან. მე ვიცნობ სამ პიროვნებას-ერთი დაეუფლა მაშინვე, როგორც კი ლოცვა დაიწყო, მეორე-6 თვის შემდეგ; მესამე 10 თვის შემდეგ, ხოლო ერთმა დიდმა ბერმა ეს შეძლო 2 წლის შემდეგ. რატომ ხდება ასე არავინ უწყის. -------------------- ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)
ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან. ღმერთს ებარებოდეთ! პატივისცემით თქვენი orthodox-georgia 20.01.2012 |
orthodox-georgia |
Jul 18 2008, 07:13 PM
პოსტი
#12
|
---- ჯგუფი: Members პოსტები: 2,373 რეგისტრ.: 13-May 08 მდებარ.: იქ წევრი № 4,815 |
ნუ განსაზღვრავთ დროს, რომელიც საჭიროა იესოს ლოცვაში წარმატების მისაღწევად, არამედ მიზნად დაისახე შრომა. გავა თვე, წელიწადი, სანამ წარმატების სუსტი ნიშნები გამოჩნდება. ერთი ათონელი ბერი თავის თავზე ამბობდა, რომ ორმა წელმა განვლო, სანამ მას გული გაუთბებოდა, მეორემ ეს შეიგრძნო რვა თვის შემდეგ. ეს თითოეული ჩვენგანის შემთხვევაში დამოკიდებულია ჩვენს ძალისხმევაზე
გავაგრძელებ -------------------- ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)
ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან. ღმერთს ებარებოდეთ! პატივისცემით თქვენი orthodox-georgia 20.01.2012 |
orthodox-georgia |
Jul 20 2008, 05:20 PM
პოსტი
#13
|
---- ჯგუფი: Members პოსტები: 2,373 რეგისტრ.: 13-May 08 მდებარ.: იქ წევრი № 4,815 |
გაგრძელება
დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანე. დროდადრო შრომა შედეგს არ გამოიღებს. როცა გსურს წყლის დაგუბება და მიწის მხოლოდ 1 ბელტს ჩაუშვებ წყლის გასასვლელში და მიატოვებ საქმეს, გამდინარე წყალი ამ ბელტს დაშლის.......იგივე შეიძლება ითქვას სულიერ განწყობილებაზე; გულისთქმები, როგორც მდინარე მოედინება გონებიდან და გულიდან. უცბად ჩნდება ამ გულისთქმების შეკავების აუცილებლობა, მაგრამ თუ ოდნავ შევაკავებთ ამ გულისთქმებს და ისევ გავუშვებთ, ვერაფერს მივაღწევთ. ეს იგივეა რაც ააშენო და ანადგურო. -------------------- ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)
ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან. ღმერთს ებარებოდეთ! პატივისცემით თქვენი orthodox-georgia 20.01.2012 |
neo |
Jul 21 2008, 02:39 PM
პოსტი
#14
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
ივარჯიშე იესოს ლოცვა დღეში მინიმუმ 20 წუთი, არ გამოტოვო არცეთი დღე და 2 თვის მერე თვითონ გასწავლის როგორ უნდა მოიქცე...
ნეო -------------------- www.cordesign.ge
|
orthodox-georgia |
Jul 21 2008, 07:54 PM
პოსტი
#15
|
---- ჯგუფი: Members პოსტები: 2,373 რეგისტრ.: 13-May 08 მდებარ.: იქ წევრი № 4,815 |
გაგრძელება
თუ ლოცვას დაუდევრად მოვექცევით, ვერასოდეს მივაღწევთ წარმატებას. გვახსოვდეს, რომ ლოცვა სრულყოფილი არაა, თუ მასთან ერთად სხვა სათნოებებიც არ გაგვაჩნია. ნებისმიერი სათნოების დახვეწასთან ერთად ლოცვაც სრულყოფილი ხდება -------------------- ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)
ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან. ღმერთს ებარებოდეთ! პატივისცემით თქვენი orthodox-georgia 20.01.2012 |
.:Lela:. |
Jul 23 2008, 12:47 PM
პოსტი
#16
|
.:Sheecie urcmunoebasa chemsa:. ჯგუფი: Members პოსტები: 4,825 რეგისტრ.: 7-January 08 წევრი № 3,568 |
საინტერესო იყო და არც თუ ისე ადვილია მისი ყურადღებით წარმოთქმა, ამას დრო უნდა, რომ გულიდან ამოდიოდეს ლოცვა
-------------------- შეიძლება ბევრი რამ ისე არ აეწყოს როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ მთავარი, - ''სულის გადარჩენის იდეა'', მიზანი არ უნდა დაგვეკარგოს და მას დავუმორჩილოთ ყველაფერი.
მეორე მეგრელი ხარ ვინც მაგრად მ ი ყ ვ ა რ ს :D Разве любят за чтото? Вот дети как люят, маленькие. Oни любят проста так не нарошно :) Kings Of Convenience - Cayman Islands |
წახწახა |
Jul 23 2008, 01:12 PM
პოსტი
#17
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 162 რეგისტრ.: 17-July 08 წევრი № 5,351 |
გულით კითხვა რაარის არ ვიცი მაგრამ მმ ლოცვის კითხვის დროს ხანდახან ვერ ვახერხებ აზრების მოკრებას მარა როცა ვახერხებ ცრემლები მომდის ხოლმე ხანდახან თითქოს ბედნიერებისგან თუ არ ვიცი რა არის და მერე ვფიქრობ რა მჭირს მეთქი ხო არ გავგიჟდიი... კიდევ თავს რაღაც ძალიან კარგად ვგრძნობ ასევე ლოცვის დროს თუ ვუკვირდები სიტყვებს...
|
.:Lela:. |
Jul 23 2008, 01:24 PM
პოსტი
#18
|
.:Sheecie urcmunoebasa chemsa:. ჯგუფი: Members პოსტები: 4,825 რეგისტრ.: 7-January 08 წევრი № 3,568 |
გულით კითხვა რაარის არ ვიცი მაგრამ მმ ლოცვის კითხვის დროს ხანდახან ვერ ვახერხებ აზრების მოკრებას მარა როცა ვახერხებ ცრემლები მომდის ხოლმე ხანდახან თითქოს ბედნიერებისგან თუ არ ვიცი რა არის და მერე ვფიქრობ რა მჭირს მეთქი ხო არ გავგიჟდიი... კიდევ თავს რაღაც ძალიან კარგად ვგრძნობ ასევე ლოცვის დროს თუ ვუკვირდები სიტყვებს... თავდაპირველად ისე კაია სიტყვებს თუ ვაკვირდებით მერე ნელ-ნელა ,ისინი გულამდეც მივა ,მაგრამ ამ ყველაფერს დრო და დიდი მონდომება უნდა და ღმერთი აუცილებლად შეგვეწევა ჩვენს მონდომებას თუ დაინახავს -------------------- შეიძლება ბევრი რამ ისე არ აეწყოს როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ მთავარი, - ''სულის გადარჩენის იდეა'', მიზანი არ უნდა დაგვეკარგოს და მას დავუმორჩილოთ ყველაფერი.
მეორე მეგრელი ხარ ვინც მაგრად მ ი ყ ვ ა რ ს :D Разве любят за чтото? Вот дети как люят, маленькие. Oни любят проста так не нарошно :) Kings Of Convenience - Cayman Islands |
kent5 |
Jan 30 2009, 12:27 AM
პოსტი
#19
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 166 რეგისტრ.: 3-February 08 წევრი № 3,836 |
იესოს ლოცვა მე როგორც ვიცი ყველაზე უზენაესი ლოცვაა და ყველას არ შეუძლია. მე პირადად ამ ლოცვისადმი სიყვარულს ენით ვერ გადმოვცემ. ღმერთმა ამ ლოცვის ძალა და მადლი მოგვცეს და არ მოგვიშალოს.
-------------------- დედა ხვთისმშობელი გვფარავდეს. ა მ ი ნ ,,შეიყვარეთ სიყვარული''. მამა ვიტალი /სიდორენკო/.[i][i][color=#000066]
|
giorgi gvasalia |
Jan 30 2009, 08:35 PM
პოსტი
#20
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 10 რეგისტრ.: 29-January 09 მდებარ.: tbilisi წევრი № 6,414 |
ლოცვით ადამიანი განდევნის ეშმაკს სულისგან ლოცვით უფალს უფრო ვუახლოვდებით მის სიძლიერეს შევიგრძნობთ და მარადიული სასუფევლისკენ მივიკვლევთ
გზას -------------------- გ.გვასალია
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th May 2024 - 04:34 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი