![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
sandro40 |
![]()
პოსტი
#281
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 539 რეგისტრ.: 7-February 08 წევრი № 3,881 ![]() |
რა თქმა უნდა ტრადიცია კარგია მაგრამ აქ როგორც შენ აღნიშნე სწორედაც, რომ მის დამახინჯებულ მხარეზეა ლაპრაკი. იგივე არამართლმადიდებლებთან მიმართება აიღე, რაც ადრე უფრო ტოლერანტული იყო იგი ვიდრე დღესაა. ზემოთ სწორედაც, რომ ეს ჩაკეტილობა აღნიშნე, სადაც მხოლოდ ცუდს ვხედავთ და ჩველაფერს ამ ქვაბში ვხარშავთ, რაც გვაკარგვინების რეალობის გათვალისწინების და გადაფასების უნარს. დასავლეთთან დაახლოება ერთი მხრივ ცუდიცაა და კარგიც, მაგრამ ჩვენ უნდა შევძლოთ კარგის გაზიარება, მათთან საერთო ინტერესების გამონახვის ხარჯზე, რაც ჩვენში დადებითსაც შეიტანს სხვადასხვა კუთხით. ხოლო სრულ კონფრომტაციაში ყოფნა კი ჩვენთვის დამღუპველია (თუ რატომ ამაზე უკვე არაერთხელ ვისაუბრე). რა თქმა უნდა დასავლეთი არ უნდა აღვიქვათ ჩვენ მხოლოდ ნეგატიური კუთხით, სულაც ის რომ დღეს ინტერნეტით ვსარგებლობთ ეს დასავლური ცივილიზაციის დამსახურებაა, იცოდე და გესმოდეს სხვისი და შენი შეინარჩუნო და განავითარო, გაამდიდრო, ილია ჭავჭავაძემ გვიჩვენა ყველაზე ზომიერი, პრაგმატული და მომგებიანი, მის პატრიოტიზმში ხომ არავის ეპარება ეჭვი, სწორედ იგი წუხდა იმაზე რომ გაუნათლებლობის და კარჩაკეტილობის გამო ჩვენ ვიქეცით არაკონკურენტუნარიან ერად, რომელსაც არა ხმლით არამედ ცოდნით და უნარჩვევებით გვამარცხებენ. ვფირობ რომ სერიოზული ომი მიდის და ამ ომში ის გაიმარჯვებს ვინც უფრო გონიერი და შრომისმოყვარეა და ვინც შეძლება ამ გლობალურ პროცესებში იპოვოს ისეთი ადგილი რომ შეინარჩუნოს თვითმყოფადობა და არ იყოს მაჩანჩალა, ეთნოგრაფიული მუზეომის დანიშნულების ერი, რომელსაც როგორც ეგზოტიკას ისე აღიქვავენ |
G_I_O_R_G_I_ |
![]()
პოსტი
#282
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 ![]() |
ზოგადად რომ ვთქვა დღევანდელ მსოფლიოში გლობალიზაციის პირობებში მიდის პროცესი ქვეყნის ეროვნული კულტურისა და ტრადიციების დაკარგვისა და ევროპის ქვეყნებში უფრო მწვავედაც დგას ეს საკითხი და სახემწიფო ვერაფრით აჩერებს მას.თანამედროვე არასწორ ფასეულობებზე და ხედვებზე გაზრდილი ახალგაზრდობა უპირისპირდება უხუცეს თაობას და უფრო იზრდება მათ შორის გაუგებრობის უფსკრული.ჩვენთან ეს პროცესი შედარებით გაჩერებულია ჩვენი ეკლესიის დამსახურებით.რადგანაც ოციოდ წელია რაც გამოვედით კომუნისტური წნეხიდან საქართველოში მიმდინარეობს თვით გამორკვევის და ჩამოყალიბების პროცესი რათა ქართველმა ადამიანმა გაიგოს თუ ვინ ვართ,რაშია ჩვენი ღირსება და პასუხისმგებლობა.როგორც პატრიარქმაც თქვა ახალგაზრდები რომლებიც არ არიან განმტკიცებულნი ქართულ ფასეულობებსა და ღირებულებებში როცა მიდიან უცხოეთში ადვილად ექცევიან უცხოური კულტურის (ფასეულობათა და ღირებულებათა)გავლენის ქვეშ და კარგავენ ქართულს (და მე განვავრცობ) უკუღმა უყურებენ ყველაფერს.
|
სარდიონ |
![]()
პოსტი
#283
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 677 რეგისტრ.: 3-April 08 წევრი № 4,428 ![]() |
მე მგონია რომ დასავლეთს როცა ახსენებთ, და იმას რომ იქიდან კარგი უნდა ავიღოთ მხოლოდ, ცოტა არ იყოს მოძველებული პოზიციიდან უდგებით საკითხს.
დღეს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის სხვაობა დღეებში იშლება. და არა წლებში.სადღაც ჭიპი გამოიჩინეს გოგოებმა, დადაბლებული ჯინსები და მოკლე მაიკა. მთელ მსოფლიოში იგივე მოხდა 1 თვეში, გლობალური ინდუსტრიის , ტექნოლოგიების და მასკულტურის ხარჯზე. იქ დაიწყეს ნაკოლკები, მსოფლიოში წამებში გავრცელდა, თითქოს მანამდე არ არსებობდა. მობილური ტელეფონი წამებში გავრცელდა, ასევე ინტერნეტი. იმის თქმა მინდა რომ ჩვენნ რას ავიღებთ იქიდან და რას არა არავინ გვეკითხება, პირდაპირ გამზადებული მოდის და მთელი მსოფლიოც მშიერი მგელივით ნთქავს. გუშინ ქორწილში გახლდით და კიდევ ერთხელ გაძლებაზე ვიყავი. გამაყრუებელი მუსიკა, მთვრალი ახალგაზდების უმსგავსო ცეკვები და ასე შემდეგ. ამ ეტაპზე ჩვენ დასაკარგი აღარაფერი გვაქვს, ყველაფერი ისტორიას ჩაბარდა. აი თუ რამე უკვე მკვდარს გავაცოცხლებთ და დავნერგავთ ეგაა. მაგრამ რა ვიცი. -------------------- KILL YOUR TV !
|
besik |
![]()
პოსტი
#284
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 196 რეგისტრ.: 27-January 08 წევრი № 3,769 ![]() |
კანუდოსელი მოკლედ, მთელი მსოფლიო დარაზმულია სატანის მეთაურობით, რათა გაანადგუროს ჭეშმარიტების აღმსარებელი რუსი და ქართველი ერები. ყველა რელიგია და კონფესია უკვე სატანას ემორჩილება და მხოლოდ მართლმადიდებლები ეწინააღმდეგებიან მას. მეორედ მოსვლა, რომ დადგება ჩვენი პატრიარქი ყველას კავკასიონში გახიზვნისკენ მოგვიწოდეს ხოლო ჩრდილოეთიდან დაგვეხმარება "დიადი" რუსი მეფე. ივერია და რუსეთი გადარჩება. ივერია გაბრწყინდება! ურა! ![]() ეჰ, სანამ ჩვენი საზოგადოება არ გამოვა ამ კარჩაკეტილი, დაკომპლექსებული ნაცისტური აზროვნებიდან, მანამდე არაფერი გვეშველება. ამ სიტყვებში გამოიხატება შენი წმიდა მამათა გადმოცემათა და პატრიარქისადმი ''პატივისცემა'' და ''მოკრძალება''? ეს ''დაკომპლექსებური,ნაცისტური აზროვნება''როგორც მას უწოდებ ,სადაც ცინიკურად იხსენებ პატრიარქს,ივერიის გაბრწყინება კი შეთხზულ ზღაპრად მიგაჩნია,სწორედ წმიდა მამათა გადმოცემებშია. ადმიანი კი ვინც მათ პატივს მიაგებს,რასოდეს გახდის სალაზღანდაროდ მათ,არც თავისებურად ატრიალებს,აი,ამას ქვია სარწმუნოებისთვის ლაფის დასხმა,რომელიც ძალიან გაიკვირვე,მაგრამ ყველაფერი ცხადია და ღია.ყველა ყველაფერს ხედავს და გამოაქვს დასკვნა აქედან გამომდინარე.საკმარისია,მოეგეთ გონს,ნუ დაიტეხთ ღვთის რისხვას თავზე,ჩვენ გვყავს დღევანდელი ეპოქის უიშვიათესი ადამიანი,ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობელი პატრიარქი,რომელზე უკეთეს წინამძღოლსაც ბევრიც რომ ვეძებოთ,სხვაგან ვერ ვიპოვით,ხოლო თუკი რამ ვერ არის კარგად და გამოსასწორებელია,ჩვენზე მეტი სულიერება გააჩნია და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს. -------------------- გულგრილობა ჩვენი ეპოქის ყველაზე დიდი მტერია.გავუთბოთ ერთმანეთს გულები.
უფლის მოყვარული სულმაღალი ადამიანი მტერსაც კი დაიმოყვრებს სიკეტით და მოწყალე გულით.სულ და გულგაციებული კი მოყვარესაც მტრად მოიკიდებს როგორც არუნდა თვლიდეს თავის თავს უფლის მოყვარულათ. skype=besobesiki1 |
დათიკო |
![]()
პოსტი
#285
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 ![]() |
ციტატა კაბალისტიკა, მასონები მშვენიერი წიგნი დიაკვან ანდრეი კურაევისგან: http://library.church.ge/?p=217 |
death |
![]()
პოსტი
#286
|
![]() A P O L O G I S T ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 ![]() |
G_I_O_R_G_I_
ციტატა კარგში რას გულისხმობთ უფრო რომ დააკონკრეტოთ რომელ საკითხებს რაც დასავლეთში სწორედ და კარგად ესმით ჩვენთან კი ცუდად და არასწორად. ამაზე უკვე ხომ გაგეცი პასუხი სხვა თემაში? ![]() besik ციტატა ამ სიტყვებში გამოიხატება შენი წმიდა მამათა გადმოცემათა და პატრიარქისადმი ''პატივისცემა'' და ''მოკრძალება''? ეს ''დაკომპლექსებური,ნაცისტური აზროვნება''როგორც მას უწოდებ ,სადაც ცინიკურად იხსენებ პატრიარქს,ივერიის გაბრწყინება კი შეთხზულ ზღაპრად მიგაჩნია,სწორედ წმიდა მამათა გადმოცემებშია. ადმიანი კი ვინც მათ პატივს მიაგებს,რასოდეს გახდის სალაზღანდაროდ მათ,არც თავისებურად ატრიალებს,აი,ამას ქვია სარწმუნოებისთვის ლაფის დასხმა,რომელიც ძალიან გაიკვირვე,მაგრამ ყველაფერი ცხადია და ღია.ყველა ყველაფერს ხედავს და გამოაქვს დასკვნა აქედან გამომდინარე.საკმარისია,მოეგეთ გონს,ნუ დაიტეხთ ღვთის რისხვას თავზე,ჩვენ გვყავს დღევანდელი ეპოქის უიშვიათესი ადამიანი,ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობელი პატრიარქი,რომელზე უკეთეს წინამძღოლსაც ბევრიც რომ ვეძებოთ,სხვაგან ვერ ვიპოვით,ხოლო თუკი რამ ვერ არის კარგად და გამოსასწორებელია,ჩვენზე მეტი სულიერება გააჩნია და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს. ამ სიტყვებში გამოიხატება უპატივისცემლობა არა პატრიარქისადმი და წმინდა მამებისადმი არამედ იმ ხალხისადმი ვინც ფიქრობს, რომ საქართველო გადარჩება და პატრიარქი ყველა მათგან კავკასიონში "დამალავს". წმინდა მამები არ წერენ, რომ ივერია გაბრწყინდება! ივერია იმიტომ ვერ გაბრწყინდება და ვერ გადარჩება, პატრიარქი იმიტომ ვერ გადაარჩენს თავის ხახლს, რომ ყველა ინდივიდუალურად განიკითხება! ვერც კავკასიონში დავიმალებით მეორედ მოსვლის დროს და ვერც იუპიტერზე. იმის გამო, რომ ჩემი მეზობელი ჭეშმარიტი მართლმადიდებელია მე ვერ გადავრჩები, რადგან როგორც ბიბლიაში წერია დაშორდება ცოლი ქმარს, მეზობელი მეზობელს და ა.შ. არცერთი ქვეყანა არ გადარჩება! გადარჩება მხოლოდ ის ვინც ბოლომდე დაითმენს ამ განცდას. წაიკითხეთ ბიბლია... -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
sandro40 |
![]()
პოსტი
#287
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 539 რეგისტრ.: 7-February 08 წევრი № 3,881 ![]() |
G_I_O_R_G_I_ ამაზე უკვე ხომ გაგეცი პასუხი სხვა თემაში? ![]() besik ამ გულახდილად გეტყვი, რატომ ვარ მე ვალდებული პატივი ვცე სხვა რელიგიას, თუკი ადამიანი რელიგიურია რატომ უნდა ვიყო მის მიმართ პატივისემით განწყობილი თუკი იგივე პატივისცემა არ მომეთხოვება "ბნელი მართლმადიდებლის მიმართ" ![]() პატივისცემა არ შეიძლება თავს მოგახვიონ, ეს პატივისცემა კი არა პოლიტკორექტულობააა და ფარისევლური დამოკიდებულება, ანდა სიღრმეში არ წვდომა მოვლენების. თუ მე ვარ მართლმადიდებელი მე ვიცი რომ მხოლოდ ჩემი რწმენაა ჭეშმარიტი და სხვა სწავლებები ცრუ, თუკი მე ამის არ მჯერა მე არ ვარ მართლმადიდებელი. თუკი ჩემი მეზობელი, მართლმადიდებლურ გარემოში გაზრდილი ქართველი პროტესტანტი გახდება მე არ მექნება მის მიმართ პატივისცემა, არანაირად ![]() და კიდევ რაც მთავარია რას გულისხმობ პატივისცემაში და ფორმალურად არ გისვავ მაგ კითხვას |
death |
![]()
პოსტი
#288
|
![]() A P O L O G I S T ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 ![]() |
გულახდილად გეტყვი, რატომ ვარ მე ვალდებული პატივი ვცე სხვა რელიგიას, თუკი ადამიანი რელიგიურია რატომ უნდა ვიყო მის მიმართ პატივისემით განწყობილი თუკი იგივე პატივისცემა არ მომეთხოვება "ბნელი მართლმადიდებლის მიმართ" ![]() პატივისცემა არ შეიძლება თავს მოგახვიონ, ეს პატივისცემა კი არა პოლიტკორექტულობააა და ფარისევლური დამოკიდებულება, ანდა სიღრმეში არ წვდომა მოვლენების. თუ მე ვარ მართლმადიდებელი მე ვიცი რომ მხოლოდ ჩემი რწმენაა ჭეშმარიტი და სხვა სწავლებები ცრუ, თუკი მე ამის არ მჯერა მე არ ვარ მართლმადიდებელი. თუკი ჩემი მეზობელი, მართლმადიდებლურ გარემოში გაზრდილი ქართველი პროტესტანტი გახდება მე არ მექნება მის მიმართ პატივისცემა, არანაირად ![]() და კიდევ რაც მთავარია რას გულისხმობ პატივისცემაში და ფორმალურად არ გისვავ მაგ კითხვას ამ საკითხს ეხება ჩემს მიერ "ეკუმენიზმის" თემაში ატვირთული მეინდორფის სტატია. პასუხის მაგიერ იმის წაკითხვას გთავაზობ ![]() -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
orthodox-georgia |
![]()
პოსტი
#289
|
![]() ---- ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,373 რეგისტრ.: 13-May 08 მდებარ.: იქ წევრი № 4,815 ![]() |
ციტატა წმინდა მამები არ წერენ, რომ ივერია გაბრწყინდება! ხო, წმინდა მამები არ წერენ, ამას თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე პირდება მის ყოვლადწმინდა დედას! -------------------- ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)
ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან. ღმერთს ებარებოდეთ! პატივისცემით თქვენი orthodox-georgia 20.01.2012 |
KAIROS |
![]()
პოსტი
#290
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე პირდება მის ყოვლადწმინდა დედას! კაი ახლა, აქაა საუბარი, არა საქართველოს ეკლესიის შიგა ტრადიციაზე, არამედ ზოგადი ეკლესიის სწავლებაზე, თორემ ყველა ქრისტიანი და ქრისტიანული ქვეყანა გაბწყინდება ქრისტიანობის ერთგულებით და შენარჩუნებით... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
death |
![]()
პოსტი
#291
|
![]() A P O L O G I S T ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 ![]() |
ხო, წმინდა მამები არ წერენ, ამას თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე პირდება მის ყოვლადწმინდა დედას! იყო ეგ გაბრწყინება უკვე ![]() ![]() -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
guest |
![]()
პოსტი
#292
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
death
ციტატა ეხლა ერთი კარგი რუსი მოძღვარის (ოლეგ სტენიაევის) სიტყვები მახსენდება: ესეც "ვანიაა"? ეს რუსი? ![]() პ.ს. ეეჰ |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#293
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ზოგიერთის ფრთების ტყლაშუნი ზეცას წვდება უკვე
![]() -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
death |
![]()
პოსტი
#294
|
![]() A P O L O G I S T ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 ![]() |
death ესეც "ვანიაა"? ეს რუსი? ![]() პ.ს. ეეჰ შენ სხვისი ნაწერების დამახინჯებულად გაგება გენში გაქვს ![]() რუსი და სლავი როგრი შეიძლება იყოს შენზე არანაკლებ ვიცი. მე არსად ცუდი რუსებზე (როგორც ერზე) და მითუმეტეს სლავებზე არ მითქვამს. მართლია ქვეყანა XIX ს. აზროვნებაშია, ჩარჩენილი მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში ყველა მსგავსი აზროვნების იყოს. რუსეთმა ბევრი გენიალური ადამიანი აჩუქა მსოფლიოს და დღესაც არსებობს ბევრი ისეთი ადამიანი ვისაც დიდ პატივს ვცემ. საერთოდ მსგავს მართლაც რომ პრიმიტიულ პოსტზე კომენტარს არ უნდა ვაკეთებდე მაგრამ... ![]() -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
guest |
![]()
პოსტი
#295
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
ციტატა შენ სხვისი ნაწერების დამახინჯებულად გაგება გენში გაქვს smile.gif ასე რომ არც გამკვირვებია ეგ შენგან და რომელი ჩემი გენი? თქვენს აღმატებულ გენს ვერ შევედრებით ეგ ვიცი ![]() დამახინჯებული რატომ, სულ რუსების და რუსი ავტორების დაკნინებაზე გაქვს საუბარი , ათასი ეპიტეტი მოგყავს მაგის გამო, ულოგიკო თან: ზვიადაიზმი და რუსოფილია ერთად ![]() ![]() |
death |
![]()
პოსტი
#296
|
![]() A P O L O G I S T ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 ![]() |
და რომელი ჩემი გენი? თქვენს აღმატებულ გენს ვერ შევედრებით ეგ ვიცი ![]() დამახინჯებული რატომ, სულ რუსების და რუსი ავტორების დაკნინებაზე გაქვს საუბარი , ათასი ეპიტეტი მოგყავს მაგის გამო, ულოგიკო თან: ზვიადაიზმი და რუსოფილია ერთად ![]() ![]() ვაკნინებ იმ ავტორებს, რომლებიც დასაკნინებელია. ჩვენი ქვეყანა 200 წელი რუსეთის შემადგენლობაში იყო ამიტომაც ბევრი ჭირი ამ ქვეყნიდან შემოვიდა, შესაბამისად ამიტომაც ვაკნინებ მას უფრო ხშირად. ნუთუ ამის მიხვედრას კანტის ხელა ინტელექტი უნდა? ![]() -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
guest |
![]()
პოსტი
#297
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
ციტატა ვაკნინებ იმ ავტორებს, რომლებიც დასაკნინებელია. ჩვენი ქვეყანა 200 წელი რუსეთის შემადგენლობაში იყო ამიტომაც ბევრი ჭირი ამ ქვეყნიდან შემოვიდა, შესაბამისად ამიტომაც ვაკნინებ მას უფრო ხშირად. ნუთი ამის მიხვედრას კანტის ხელა ინტელექტი უნდა? smile.gif კაი, კანტის ინტელექტი არაა მაინცდამაინც ეტალონი ინტელექტისა, მარა კაი... მე მგონი შენც მიხვდი, რაზე მიგინიშნე : რუსოფილიის და ზვიადიზმის დაბრალებების ტენდენციურ ისრებზე, სხვა არაფერი ![]() ![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#298
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
death
staywhite თქვენი შემხედვარე "დაჟე" მეც კი მიკვირს ამდეს რომ უძლებთ ![]() -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
guest |
![]()
პოსტი
#299
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
ციტატა თქვენი შემხედვარე "დაჟე" მეც კი მიკვირს ამდეს რომ უძლებთ smile.gif ხო, აწი შევეცდებით "გატარებას" ![]() |
besik |
![]()
პოსტი
#300
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 196 რეგისტრ.: 27-January 08 წევრი № 3,769 ![]() |
besik ამ სიტყვებში გამოიხატება უპატივისცემლობა არა პატრიარქისადმი და წმინდა მამებისადმი არამედ იმ ხალხისადმი ვინც ფიქრობს, რომ საქართველო გადარჩება და პატრიარქი ყველა მათგან კავკასიონში "დამალავს". წმინდა მამები არ წერენ, რომ ივერია გაბრწყინდება! ივერია იმიტომ ვერ გაბრწყინდება და ვერ გადარჩება, პატრიარქი იმიტომ ვერ გადაარჩენს თავის ხახლს, რომ ყველა ინდივიდუალურად განიკითხება! ვერც კავკასიონში დავიმალებით მეორედ მოსვლის დროს და ვერც იუპიტერზე. იმის გამო, რომ ჩემი მეზობელი ჭეშმარიტი მართლმადიდებელია მე ვერ გადავრჩები, რადგან როგორც ბიბლიაში წერია დაშორდება ცოლი ქმარს, მეზობელი მეზობელს და ა.შ. არცერთი ქვეყანა არ გადარჩება! გადარჩება მხოლოდ ის ვინც ბოლომდე დაითმენს ამ განცდას. წაიკითხეთ ბიბლია... როგორ გეკადრება,სწორედაც რომ წმიდა მამათა გადმოცემებშია და და ისინი მარტო ბოლო საუკუნეების გადმოცემით არ შემოისაზღვრება,სადაც თქვენ უწოდებთ კომუნისტური წყობის უშიშროების მიერ ''შეთხზულს'', ეს მრავალი საუკუნეების წინ გამოუცხადა უფალმა წმიდა მამებს,მას შემდეგ კი თაობიდან თაობას გადაეცემოდა იგი.ხოლო საქართველოს გაბრწყინებაში კი წმიდა მამათა მიხედვით ის არის ნაგულისხმევი,რომ ბოლო ჟამს ეკლესიის წიაღს მოწყვეტილი ერი შემობრუნდება რწმენისკენ, დაუბრუნდება დედა ეკლესიას და სულიწმიდის მადლით გაბრწყინდება ქართველი ერი. [b]იმათზეა საუბარი, ვინც მართლმადიდებლურ დედა ეკლესიას დაუბრუნდება გასაგებია? ამისკენ იღწვის ჩვენი ეკლესია პატრიარქის თაოსნობით და მხოლოდ ამ გზით სიარული გადაარჩენს ადამიანებს ,რომლებიც სულის გადარჩენისკენ ისწრაფებენ. [i] აი,ეს გზა არის ქრისტეს გზა,ვიწრო,ეკლიანი,მაგრამ საბოლოოდ ჩვენი გადამრჩენი ,რომელიც ქრისტემ გაგვიკვალა და არა ის გზა,რომელსაც ''გვიქადაგებენ '' დღეს კეთილდღეობის, სხვადასხვა რელიგიათა შეწყნარების,(პატივისცემით კი ყოველთვის ეპყრობოდა ჩვენი ეკლესია სხვებს) დასავლური ''თავისუფალი ცხოვრებისა'' თუ სხვა მრავალი უცხო ''ღირებულებების'' სახით. -------------------- გულგრილობა ჩვენი ეპოქის ყველაზე დიდი მტერია.გავუთბოთ ერთმანეთს გულები.
უფლის მოყვარული სულმაღალი ადამიანი მტერსაც კი დაიმოყვრებს სიკეტით და მოწყალე გულით.სულ და გულგაციებული კი მოყვარესაც მტრად მოიკიდებს როგორც არუნდა თვლიდეს თავის თავს უფლის მოყვარულათ. skype=besobesiki1 |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th June 2025 - 12:18 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი