![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#961
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
კანუდოსელი
ციტატა 1. ის ყველგანაა და 2. ყოველივეს აღავსებს მადლით კანუდოს ძმაო, საქმეც იმაშია, რომ "ყოველივეს არ აღავსებს მადლით". თუმცა ყველგანმყოფია თავისი ღვთაებრივი ბუნებით. წარმოვიდგინოთ, მზე (მივბაძავ წმ. მამებს, რომლებიც ღვთისმეტყველებაში ხშირად მიმართავენ მზის მაგალითს), რომელიც ყველგან ანათებს თავისი ბუნებით, ის ყველგანაა, მაგრამ მისი სითბო არის მხოლოდ იქ, სადაც არის ამის პირობა. წარმოვიდგინოთ, მაგალითად, მზეს რომ შესძლებოდა თავისი სითბოს გამოვლენა იქ, სადაც ამისი ღირსნი არიან და იქ, სადაც მისი სითბო არ უნდა ათბობდეს უღირსთ, არ მოევლინა... აი, ეს შეუძლია სულიწმიდას, ღმერთს, რომელიც მადლს ყველას როდი აძლევს. ის, რომ სულიწმიდა აძლევს მას ვინც ღირსია, არის სწორედ მისი ყოვლადძლიერების გამოხატულება. სადაც უნდა (უფრო ზუსტად, სადაც ღირსად ჩათვლის) იქ "ათბობს" სულიწმიდა. შეიძლება ვიმსჯელოთ სხვა მხრივაც. მწვალებელთა საიდუმლოებებს გააჩნიათ თუ არა მადლი? შენ მეტყვი რომ არა (იმედია ასე მეტყვი) და თუ კი "სულიწმიდა ყოველივეს აღავსებს მადლით" ამ ყოველივეში მწვალებელთა საზოგადოებები არ შედიან? თუ არ შედიან, რა იგულისხმება "ყოველივეში"? მე არ მინდა დავა ამ საკითხზე. სიტყვამ მოიტანა ეს თემა. კაცურად მინდა გითხრა, რომ პატივს გცემთ შენც და აფხაზსაც, თუმცა აფხაზი ხშირად მაბრაზებს ![]() afxazi ციტატა გაჩერდი თორემ ანათემას გადაგვცემენ. თუ შენ უკვე ხარ გადაცემული? მე ბასილ მკალავიშვილი კი არ ვარ.... ![]() afxazi ციტატა ის მეუბნება მადლით მყოფობსო, ანუ ბუნებით არაო, ნუ ეს ჩანსო ამ სიტყვებშიო. ანუ გასაგებად რომ ვთქვათ იესო ქრისტეს ადამიანური ბუნება ყოველგან მყოფია, მაგრამ არა ბუნებით, არამედ ღვთის სიტყვასთან შეერთების გამო გამდიდრებითად. წმინდა სამება კი ყოველგან მყოფია არსით და არა მადლით. ![]() ასე იყო ნათქვამი აფხაზ ზემოთ და რატომ მიმახინჯებ სიტყვებს? afxazi ციტატა წინადედაბა ხომ სულიწმინდის მოქმედებაზე მიანიშნებს და არა მის არსობრივ მყოფობაზე. მადლი არის ღმრთის ენერგია, ის ვლინდება იქ სადაც, მარტივად რომ ვთქვათ, ამისი ღირსნი არიან. მადლი არის იქ სადაც ეკლესიაა, სადაც მართლმადიდებლობაა... არსობრივად, ბუნებითად კი სულიწმიდა ყველგანაა... მგონი გაუგებრად არც მე ვლაპარაკობ და არც ნეტვორკი. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
netvorc |
![]()
პოსტი
#962
|
![]() ზეზვა ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 154 რეგისტრ.: 14-June 10 მდებარ.: თბილისი წევრი № 9,007 ![]() |
კიდევ ერთი საინტერესო ფილმი
Пандемии лжи (2010) ლინკი: http://video.yandex.ru/users/arni-raj/view/1187/ |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#963
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
მწვალებელთა საიდუმლოებებს გააჩნიათ თუ არა მადლი? შენ მეტყვი რომ არა (იმედია ასე მეტყვი) მწვალებელთა, ანუ ჰეტეროდოქსების საკრებულოში არის მადლი პრობლემა სხვაგანაა - ამ მადლის არმიმღეობა სიყვარულის არქონის გამო (მე ავგუსტინელი ვარ, ნეტარი ავგუსტინეს თეოლოგიის მიმდევარი). წინაღმდეგ შემთხვევაში ჩვენ უნათლავად არ მივიღებდით უამრავ ჰეტეროდოქსს...მაგრამ ეს ცალკე თემაა და ამაზე იმდენი ვწერე ოდესღაც, რომ ახლა ნაღდად არ მაქვს ნერვი...არის თემა "ღვთისმეტყველება და ეკლესიოლოგია" და იქ ვწერე ესენი... -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
afxazi |
![]()
პოსტი
#964
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
dzvelmartlmadidebeli
კარგი მეგობარო, არ მინდა შენთან დავა აბსოლუტურად შეუსაბამოდ, რადგან წარმოდგენა წმინდა სამებაზე ერთი გვაქვს. თუმცა იმს სიტყვებთან დაკავშირებით მაინც ავღნიშნავ მცირედს. პირველ რიგში საქმედან მოვიტან ციტატას: ორმოცდაათობის დღე რომ სრულდებოდა, ყველანი ერთად იყვნენ. ანაზდად იგრგვინა ზეცით, თითქოს გრიგალი აგუგუნდაო, და აავსო მთელი სახლი, სადაც ისინი ისხდნენ. და მოევლინა მათ ენები, თითქოს ალისანი, და სათითაოდ მოეფინა ყოველ მათგანს. ყველანი აღივსნენ სულით წმიდით და სხვადასხვა ენებზე ალაპარაკდნენ, როგორც სული ამეტყველებდა მათ. (საქმე 2, 1-4). შემდეგ ჩემი თხოვნა იქნება, რომ ესენი წაიკითხოთ: http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/markoz_dzgveni.htm http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/pa...ultmofenoba.htm http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/no...ultmofenoba.htm http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/ma...sulitsminda.htm ციტატა ის ყოველივეს აღავსებს, მაგრამ არა მადლით, არამედ ბუნებით. ბუნებით არის სულიწმიდა ყველგანმყოფი. მეგობარო ლოცვის პირველ წინადადებაში წერია სულიწმინდის ბუნებით მყოფობაზე, მეორე ნაწილში კი სულიწმინდის მოქმედებაზეა საუბარი, ანუ მისი მადლი მოქმედებას ადამიანებში. აქ ამაზეა საუბარი. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
netvorc |
![]()
პოსტი
#965
|
![]() ზეზვა ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 154 რეგისტრ.: 14-June 10 მდებარ.: თბილისი წევრი № 9,007 ![]() |
ესეც ძალიან საინტერესო ფილმი
Престол для антихриста (2001) ლინკი: http://video.yandex.ru/users/bukvar1/view/337/ |
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#966
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
კანუდოსელი
ციტატა მწვალებელთა, ანუ ჰეტეროდოქსების საკრებულოში არის მადლი პრობლემა სხვაგანაა - ამ მადლის არმიმღეობა სიყვარულის არქონის გამო (მე ავგუსტინელი ვარ, ნეტარი ავგუსტინეს თეოლოგიის მიმდევარი). წინაღმდეგ შემთხვევაში ჩვენ უნათლავად არ მივიღებდით უამრავ ჰეტეროდოქსს...მაგრამ ეს ცალკე თემაა და ამაზე იმდენი ვწერე ოდესღაც, რომ ახლა ნაღდად არ მაქვს ნერვი...არის თემა "ღვთისმეტყველება და ეკლესიოლოგია" და იქ ვწერე ესენი... გეთანხმები, რომ ეს დიდი თემაა და არცთუ მარტივი. შენს სტატიებს ამ საკითხზე აუცილებლად წავიკითხავ. და აქვე შეგახსენებ, რომ უნათლავად ეკელსიაში ღებულებოდნენ მრავალ სხვა მწვალებლებსაც... ნეტარი ავგუსტიენს შეხედულებას მწვალებლებში აღსრულებულ საიდუმლოებებთან დაკავშირებით და მათ ამოქმედებაზე მართლმადიდებლობაში გადმოსვლის შემთხვევაში, მეც ვიზიარებ... მწვალებლებთან მადლის არსებობის საკითხი კი მეტად რთულია... -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
netvorc |
![]()
პოსტი
#967
|
![]() ზეზვა ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 154 რეგისტრ.: 14-June 10 მდებარ.: თბილისი წევრი № 9,007 ![]() |
ამასაც უყურეთ
Яд от элиты. Биологическое оружие (2010) ლინკი: http://video.yandex.ru/users/kefir4iq/view/59/ |
afxazi |
![]()
პოსტი
#968
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
netvorc
შენ მე მგონი გეკუთვნის ერთი თემა, სადაც ფილმების შესახებ იქნება საუბარი ![]() ![]() თუმცა მე მგონი არის ასეთი თემა. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#969
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
afxazi
ციტატა ორმოცდაათობის დღე რომ სრულდებოდა, ყველანი ერთად იყვნენ. ანაზდად იგრგვინა ზეცით, თითქოს გრიგალი აგუგუნდაო, და აავსო მთელი სახლი, სადაც ისინი ისხდნენ. და მოევლინა მათ ენები, თითქოს ალისანი, და სათითაოდ მოეფინა ყოველ მათგანს. ყველანი აღივსნენ სულით წმიდით და სხვადასხვა ენებზე ალაპარაკდნენ, როგორც სული ამეტყველებდა მათ. (საქმე 2, 1-4). კეთილი, დავამთავროთ დავა. არა სადავოდ ვამბობ: ეს ადგილი მოცემული საკითხისთვის შეუსაბამოა. აქ სულიწმიდა გადმოდის მოციქულებზე... ეს სადავო არ არის. ციტატა მეგობარო ლოცვის პირველ წინადადებაში წერია სულიწმინდის ბუნებით მყოფობაზე, მეორე ნაწილში კი სულიწმინდის მოქმედებაზეა საუბარი, ანუ მისი მადლი მოქმედებას ადამიანებში. აქ ამაზეა საუბარი. რაც შეეხება მეორე წინადადებას, ანუ იმას, რომ სულიწმიდა "ყველგან არის თავისი მადლით", მარტო ადამიანები არ იგულისხმება. თანაც ადამიანებიც არიან და ადამიანებიც... მრავალი მათგანი საერთოდ ურწმუნოა, მრავალიც მწვალებელია, ასე, რომ არც ყველა ადამიანშია სულიწმიდის მადლი... მე ამით დავამთავრე. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
afxazi |
![]()
პოსტი
#970
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
dzvelmartlmadidebeli
ციტატა რაც შეეხება მეორე წინადადებას, ანუ იმას, რომ სულიწმიდა "ყველგან არის თავისი მადლით", მარტო ადამიანები არ იგულისხმება. თანაც ადამიანებიც არიან და ადამიანებიც... მრავალი მათგანი საერთოდ ურწმუნოა, მრავალიც მწვალებელია, ასე, რომ არც ყველა ადამიანშია სულიწმიდის მადლი... ერთს დავამატებ. მე არ ვამბობ იმას, რომ ყველა ადამიანი ფლობს სულიწმინდის მადლს. სულიწმინდა ყველგანაა და ყველაფერს აღავსებს, მაგრამ ყველა და ყველაფერი არ არის სულიწმინდაში. ღმერთი ყველგანაა, მაგრამ ყველაფერი არ არის ღმერთში. იმედია მიხვდი რასაც ვამბობ. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
netvorc |
![]()
პოსტი
#971
|
![]() ზეზვა ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 154 რეგისტრ.: 14-June 10 მდებარ.: თბილისი წევრი № 9,007 ![]() |
საინტერესო დოკ ფილმი
Растление. Необъявленный террор против наших детей Жанр: Документальный Год выпуска: 2007 Продолжительность: 02:50:00 Режиссер: Г. Царёва Описание: В фильме рассказано и показано о необъявленном терроре против наших детей. Об этом необходимо узнать родителям и в первую очередь, православным педагогам и медицинским работникам, которые несут ответственность перед Богом и людьми за тот грех, который официально внедряется через исполнительные органы власти. ლინკი: http://video.yandex.ru/users/blagoda-com/view/83/ |
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#972
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
afxazi
ციტატა ერთს დავამატებ. მე არ ვამბობ იმას, რომ ყველა ადამიანი ფლობს სულიწმინდის მადლს. სულიწმინდა ყველგანაა და ყველაფერს აღავსებს, მაგრამ ყველა და ყველაფერი არ არის სულიწმინდაში. ღმერთი ყველგანაა, მაგრამ ყველაფერი არ არის ღმერთში. იმედია მიხვდი რასაც ვამბობ. დიახ. მეც მაგას ვამბობ. ეს ბოლო ფორმულირება სრულიად მისაღებია ჩემთვის. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#973
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
dzvelmartlmadidebeli
აი ლინკი იმ თემისა, რომ არ ეძებო ბევრი http://church.ge/index.php?showtopic=323&st=0 -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
netvorc |
![]()
პოსტი
#974
|
![]() ზეზვა ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 154 რეგისტრ.: 14-June 10 მდებარ.: თბილისი წევრი № 9,007 ![]() |
Стук в золотые врата
Год выпуска: 1999 Жанр: Документальный Страна: Россия Продолжительность: 02:38:21 Перевод: Не требуется Режиссер: А. Александров Описание: В конце времен антихрист, подражая Спасителю, войдет в золотые врата Иерусалима. Его стук уже слышен. ლინკი: http://video.yandex.ru/users/redrussia/view/42/ ------------------------------------------------ Капли мира на злые сердца Год выпуска: 2002 Жанр: Документальный Продолжительность: 01:47:00 Режиссер: Ю. Воробьевский Описание: Окончилось время охоты на ведьм, теперь ведьмы охотятся на нас. В том числе и с помощью новейшей инженерии. Однако и магия 21 века отступает перед Крестом Животворящим... ლინკი: http://video.yandex.ru/users/tosharikoff/view/153/ |
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#975
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
კანუდოსელი
ციტატა აი ლინკი იმ თემისა, რომ არ ეძებო ბევრი გაიხარე, მადლობა. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
Atman |
![]()
პოსტი
#976
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
მოღალატე ხელისუფლება
ალბათ უცნაურად არ მოგეჩვენებათ, რომ ჩვენი მთავრობის თავებში არსებული მისწრაფება სულაც არ ემთხვევა ჩვენს ინტერესებს. მაგრამ ბევრმა ჩვენგანმა არ იცის გამყიდველობის ის მასშტაბები, რომლებსაც ჩვენი „კეთილისმსურველი“ მთავრობის წევრები სჩადიან. ჭეშმარიტება, რომელიც რაღაც პერიოდის მერე გაიხსნება, ბევრად უფრო დამანგრეველია, ვიდრე მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით გაჟონილი ინფორმაციაა. შეტყობინებების და სტატიების მეშვეობით ჩვენ გავიგეთ, რომ მრავალი ჩვენი ხელისუფლებიდან, ჩვენი ლიდერებიდან პოლიტიკის და განათლების სფეროში, მოღალატე და გამყიდველია. ისინი ჩართულნი არიან ტყუილში, ფულის გათეთრებაში, მანიპულაციებში და ბევრ სხვა ბინძურ საქმეში. და ეს აისბერგის მხოლოდ მწვერვალია. იმის ნაცვლად, რომ ხალხთა ინტერესები დაიცვან, ბევრი ცდილობს, რომ უფრო მეტი ხალხი მოაქციოს ექსპლუატაციის ქვეშ. ბევრს გაგვაკვირვებს, რომ საქმე ეხება არა განვითარებად ქვეყნებს, რომელთა მთავრობის ბოროტმოქმედებაც მალევე ხდება ხოლმე საზოგადოებისთვის ცნობილი. მე ვსაუფრობ სხვა ფარულ ძალებზე, რომლებიც ცნობილი პოლიტიკოსებისგან და ლიდერებისგან შედგებიან და რომელთა ძალისხმევაც მსოფლიო ეკონომიკის ნგრევაზე და მონათმფლობელური ტექნოლოგიის შემოღებაზეა გათვლილი. ყველაფერი ეს – გულდასმით შემუშავებული სტრატეგიაა, რომელიც დემონური გეგმის ელემენტს შეადგენს. საიდუმლო საზოგადოებები კონფლიქტების და გაუგებრობების მთავარი მიზეზი იმაში მდგომარეობს, რასაც მე „დიდ ტყუილს“ ვეძახი. ტყუილის ერთ-ერთი თავხედური სახე იმალება დევიზის ქვეშ „ღებულობ იმას, რასაც ხედავ“. რეალურად ყველაფერი სხვაგვარად ხდება. ესაა ტყუილის ყველა სხვა გამოვლინების საფუძველი. მრავალი წლის განმავლობაში ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ სფეროებში უამრავი ტყუილი და აფიორა ხდება, რომელთა მეშვეობითაც დაინტერესებული ძალები ჩვეულებრივ ადამიანებს ასულელებენ. სინამდვილეში პრაქტიკულად არაფერი თავისი არსით არაა ისეთი, როგორსაც ვხედავთ. ძველ ხელნაწერებში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ ჩვენი მსოფლიო საიდუმლო საზოგადოებების ხელში აღმოჩნდება, რომელიც კონტროლს და ხელმძღვანელობას „უჩინარი მმართველობის“ მეშვეობით განახორციელებს. პრაქტიკულად ადამიანის ცხოვრების ყველა ასპექტზე ახდენენ გავლენას სხვადასხვა ჯგუფები, კავშირები და საძმოები, რომლებიც გარკვეულ გეგმებს და პროგრამებს ანხორციელებენ. საიდუმლო საზოგადოებები გავრცელებულია არა მხოლოდ ევროპასა და ამერიკაში, არამედ ფაქტიურად მთელს მსოფლიოში. და ამომრჩეველთა მიერ არჩეული ლიდერები იშვიათად წარმოადგენენ მოვლენათა თეატრის უშუალო ხელმძღვანელებს. არსებობს მოსაზრება, რომ აშშ-ს განვითარების ადრეულ ეტაპებზე საიდუმლო ორგანიზაციები შექმნილ იქნა კაცობრიობისთვის სიკეთისმომტანი ცოდნის და ინფორმაციის შესანახად და დასაცავად. მოწინააღმდეგეთა შეურიგებელი წინააღმდეგობის გამო ეს ორგანიზაციები იძულებულნი გახდნენ იატაკქვეშეთში დამალულიყვნენ უძველესი ბრძენების მემკვიდრეობის – უმაღლესი მეტაფიზიკური ხასიათის ფასდაუდებელი ცოდნის და ინფორმაციის შენახვის და გადაცემის მიზნით, რათა მომავალში სიკეთე მოეტანა კაცობრიობისთვის. სამწუხაროდ, მიუხედავად კეთილი განზრახვისა, ბევრ ასეთ ორგანიზაცის უსინდისო და ბოროტი ადამიანებიც შეუერთდნენ. დემონების დავალებით ისინი თვალყურს ადევნებდნენ ამ საზოგადოების წევრებს, თვითონვე ხდებოდნენ წევრები, იღებდნენ ცოდნას და გამოცდილებას, რის შემდეგაც ამას მასების დამორჩილებისთვის იყენებდნენ. სამწუხაროა, მაგრამ ბევრი საიდუმლო საზოგადოება, რომელსაც ადამიანის, კოსმოსის და მთლიანად სამყაროს შესახებ შეუფასებელი ცოდნა ჰქონდა, საერთოდ გაქრა. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა საიდუმლო ორგანიზაციაა, ან ელიტას ეგოცენტრული და დამანგრეველი მიდგომა აქვს თავის საქმიანობაში, თუმცა თავისი არსებობით გვახსენებენ, რომ სიფრთხილე უნდა შევინარჩუნოთ, რათა მათი ინტრიგების და შეთქმულებების მსხვერპლნი არ გავხდეთ, რომლებსაც ხშირად კეთილ განზრახვებად ასაღებენ. ყველა ძალაუფლების და სიმდიდრის მქონე ადამიანში არის მიდრეკილება, რომ თავადვე დაიტოვოს ეს ძალაუფლება, შეასუსტოს მოწინააღმდეგის გავლენა და წაგვართვას ყველაფერი, რაც გაგვაჩნია. „უჩინარი მმართველობა“ ეს საიდუმლო ორგანიზაციები უშუალო გავლენას ახდენენ „უჩინარ მმართველობაზე“, რომელიც მიმართულებას აძლევს მსოფლიო ისტორიის განვითარებას. თუ ყურადღებით გავაანალიზებთ გლობალური ხასიათის მოვლენებს და მათთან დაკავშირებულ მიზეზებს, მაშინ შევძლებთ აღმოვაჩინოთ რამდენიმე ადამიანის და ორგანიზაციის შეუმჩნეველი არსებობა, რომლებიც „თამაშის წესებს“ გვკარნახობენ. პოლიტიკური ელიტა და ტრანსნაციონალური ბანკირები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მიმდინარე მოვლენების დირიჟორები არიან. ყველა მხრიდან მოდის მოწმობები, რომლებიც მსოფლიოს მაკონტროლებელი „უჩინარი მმართველობის“ არსებობას ადასტურებენ, ასევე მის შესაძლო კავშირს ისეთ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა „საერთაშორისო ურთიერთობების საბჭო“, „საერთაშორისო სავალუტო ფონდი“ და „სამ-მხაროვანი კომისია“. საიდუმლო მთავრობის წევრები კურსში არიან ყველაფრისა, რაც მსოფლიოში ხდება. მათ ისეთი ინფორმაციაც აქვთ, რაც საგულდაგოლოდ არის დამალული თუნდაც ამავე საზოგადოების დაბალი ეშელონებისთვის. ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ზოგიერთი მათგანი კონტაქტში იმყოფებიან ძლევამოსილ არსებებთან, რომლებიც სხვა განზომილებებში არსებობენ და დედამიწის განადგურება უნდათ. ზოგიერთი მნიშვნელოვანი საკითხი შეიძლება გაჩნდეს კითხვა, რატომ დაუშვა ყოვლადმოწყალე ღმერთმა, რომ დედამიწაზე მსგავსი რამ ხდებოდეს? რატომაა ჩვენს გარშემო ამდენი დემონური ძალა და არსება?რატომ ვიმყოფებით მათი ზეგავლენის ქვეშ? ნიშნავს ეს, რომ დემონური ძალები უპირატესობას ფლობენ ღვთაებრივ ძალებთან შედარებით? შეუძლია სამართალს, რომ ბოროტებაზე გაიმარჯვოს? ეს კითხვები ბუნებრივად ჩნდება, რადგანაც შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ თავად ჩვენი საზოგადოების ფუნდამენტალური სტრუქტურა სულ სხვა, დამანგრეველ საწყისზეა დაფუძნებული. ხალხმა ცხოვრების ცოდვილი წესი მიიღო და ბუნებრივად ჩათვალა ჯანსაღი ცხოვრების წესის გადაგდება. მაგრამ რა მოჰყვება ამ ნაბიჯს? ნუთუ სამართლიანობის გზაზე დამდგარნი დამარცხდებიან? ნუთუ ისინიც მანიპულაციას და კონტროლს დაექვემდებარნენ? უნდა გვახსოვდეს, რომ ეს სამყარო ორმაგობაზეა დამყარებული. წმინდა წერილები; ბიბლია, ყურანი, თორა და ვედები – აღწერენ არსებებს სხვა სამყაროებიდან, როგორებიცაა ანგელოზები და არქანგელოზები. მაგრამ თუ არსებობს რაღაც ძალა, მაშინ უნდა არსებობდეს მისი საწინააღმდეგო ძალაც. ბალანსს ამ ძალებს შორის ჩინურ ფილოსოფიაში ინი და იანი, ანუ ქალური და მამაკაცური საწყისები ეწოდება. სამყაროში არსებული სიკეთე ბოროტებით არის გაწონასწორებული. ჩვენ ვართ მოწმეები იმისა, თუ როგორ ვითარდება დედამიწაზე სიკეთის და ბოროტების, სამართლიანობის და უსამართლობის დაპირისპირება. ასეთია მატერიალური არსებობის მარადიული წესრიგი, და პრინციპული მიზეზი ამ დაპირისპირებისა მდგომარეობს დემონების სურვილში – დაიპყრონ ჩვენი ცნობიერება და შებილწონ იგი, რათა უპირატესობის სასწორი თავის მხარეს გადახარონ. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
Atman |
![]()
პოსტი
#977
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
netvorc
ლუდის შესახებ: Жданов о массонах -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#978
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
![]() -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#979
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
dzvelmartlmadidebeli
ციტატა სულიწმიდაზე გამახსენე, თქვენ სულიწმიდის ლოცვაც დამახინჯებული გაქვთ და ასე ლოცულობთ: მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა"... და შემდგ. ძველმართლმადიდებლური რა შუაშია? არც ბერძნულ და არც სლავურ ვერსიებში "მადლითა შენითა" არ წერია. ![]() მაგრამ მე სხვა კითხვა მაქვს "ყოველგან ხარ" - ამაზე შენი პოზიცია გასაგებია. მაგრამ "ყოველსავე აღავსებ" - ამაზე მაინტერესებს: თუ მადლით არა, მაშ რითი აღავსებ სულიწმიდა ყოველივეს? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#980
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
კანონისტი
ძმაო, შენ ის კაცი არ ხარ, ხვალ, რომ ჯვარს იწერს? რა კაბალისტიკა აგიტყდა ![]() -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 11:31 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი