IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> კაბალისტიკა, მასონები და ესქატოლოგია., მითი თუ რეალობა?
გიორგი
პოსტი Dec 20 2007, 06:48 PM
პოსტი #1


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



კაბალისტიკა - ძვ. ებრ. qabbālah გადმოცემა, თქმულება – 1. შუა საუკუნეებში: ებრაელთა მისტიკურ-რელიგიური მოძღვრება და მასთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებანი. 2. ისეთი რამ, რასაც თითქოს მაგიური ძალა აქვს; ბუნდოვანი, საიდუმლოებით მოცული, ძნელად გასარკვევი რამ.

მასონი - ფრანგულად maçon ქვაზე მომუშავე - 1. საძმო ორგანიზაციის წევრი, რომელიც წარმოიშვა გაურკვეველ საწყისებზე. (არის თეორია, რომ დაახლოებით სოლომონის ტაძრის მშენებლობის პერიოდიდან, 1600-იანი წლები). მასონები არსებობენ სხვადასხვა ფორმით და ლოჟების სახით თითქმის მთელს მსოფლიოში. მათ მილიონობით წევრი ჰყავთ და გააჩნიათ მორალური თუ მეტაფიზიკური იდეალები და ღირებულებები.

ესქატოლოგია - ბერძნულად Εσχατολογία ბოლო - 1. ღვთისმეტყველების (თეოლოგიის ნაწილი), რომელიც მოიცავს სწავლებას მსოფლიოს ისტორიის ბოლო დროის ნიშნების, უკანასკნელი ჟამის და კაცობრიობის (სამყაროს) აღსასრულის შესახებ.

ცხადია დამოუკიდებლად სამივე ტერმინის უკან მდგომი საზოგადოებები თუ სწავლებები და მათი მიმდევარი პიროვნებები ნამდვილად არსებობენ. საინტერესოა რამდენად და რა დონეზე შეიძლება ამ ტერმინების, მათ უკან მდგომი საზოგადოებების ან პროცესების ერთმანეთთან დაკავშირება?

დიდი ხანია საქართველოში (და არა მარტო საქართველოში) ვრცელდება ლიტერატურა, რომელიც გვამცნობს სამყაროს აღსასრულის მოახლოებას. ყველა ამ ლიტერატურის ზოგადი კონცეფციები ასეთია:

- მასონებმა უკვე პრაქტიკულად ჩაიგდეს ხელში მსოფლიოს მართვა
- მასონები უკვე არიან პრაქტიკულად ყველა სახელმწიფოს სათავეში (ჰყავთ რამოდენიმე წარმომადგენელი მაინც)
- მასონები აკონტროლებენ მსოფლიოს თითქმის ყველა უდიდეს ბანკს, კომპანიას და ეკონომიკის წამყვან დარგებს
- მასონები მოქმედებენ ფარულად, საიდუმლო ორგანიზაციების და ლოჟების მეშვეობით, არსებობს ე.წ. "მსოფლიოს შეთქმულების თეორიები" და რაც მთავარია უკვე ამზადებენ ანტი-ქრისტეს გაბატონებას.
- ეს ყველაფერი დასტურდება კაბალისტიკის მეშვეობით
- სხვადასხვა საკრალური, ანტი-ქრისტესთან დაკავშირებული სახელების, ტერმინების და სიმბოლიკის "გაშიფვრაც" ხდება კაბალისტიკის მეშვეობით.
- გარდა ამისა კაბალისტიკაში ოდითგანვე იყო ჩადებული მთელი ინფორმაცია მასონების, მათი საქმიანობის და ანტი-ქრისტეს გაბატონების შესახებ.
- კაბალისტიკის საფუძველზე იკვეთება "ანტი-ქრისტეს ბეჭედის" კონტურები და სხვადასხვა მასთან დაკავშირებული თუ მისი წინამორბედი ნივთების, ხელსაწყოების და საშუალებების სახელწოდებები.

რა არის ეს ლიტერატურა? რამდენად სარწმუნოა კაბალისტიკა? რამდენად რეალურადაა მსოფლიოს მართვის ძალაუფლება მასონთა ხელში თავმოყრილი?

გარდა ზოგადი საუბრებისა ეს ლიტერატურა ასახელებს კონკრეტულ პიროვნებებსაც თუ ვინები არიან და იყვნენ მასონები. სხვადასხვა ცნობებით მასონთა შორის ვხედავთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის (NATO) გენერალურ მდივანს იაპ დე ჰოპ სჰეფერს, დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ მინისტრს მარგარეტ ტეტჩერს და ა.შ. გარდა მსოფლიოს წამყვანი პოლიტიკოსებისა და მნიშვნელოვანი ორგანიზაციების ლიდერებისა მასონთა სიებში ხვდებიან ქართველებიც, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე...

გარდა ამისა სახელდება მსოფლიო პოლიტიკაში არსებული თითქმის ყველა კონფლიქტის თუ მოვლენის "ალტერნატიული ვერსიები", მაგალითად დასავლეთის ზეწოლის შედეგად ყოფილი სოციალისტური იუგოსლავიის დაშლა შიგნით შემავალ რესპუბლიკებად (სლოვენია, ხორვატია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, სერბია, მაკედონია, ჩერნოგორია/მონტენეგრო) განიხილება, როგორც მასონთა მიერ მართლმადიდებლური სახელმწიფოს ანექსია. (მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ამ ქვეყანას მართავდა ტოტალიტარული რეჟიმი და თანაც შემავალი ქვეყნების საკმაოდ დიდი ნაწილი ტრადიციულად კათოლიკურია და ზოგიც საერთოდ მუსულმანური).

"ვარდების რევოლუცია" წარმოჩინდება, როგორც მასონთა მიერ დადგმული სპექტაკლი (რიტუალი) მართლამდიდებლური საქართველოს დასაპყრობად და მართლმადიდებლობის საბოლოოდ გასანადგურებლად ჩვენს ქვეყანაში. (თუმცა იგივე "მასონ" შევარდნაძესაც შეეძლო)

რა არის ყოველივე ეს?

ღვთისმეტყველების ესქატოლოგიური ნაწილის შეცნობა, რომელიც რჩეულთა ხვედრია 003.gif თუ ფანატიკოსთა არანორმალური თვალთახედვით დანახული მსოფლიო, რაც ფანტომური აზროვნების შედეგია. ohmy.gif yes.gif

ძალიან მაინტერესებს ადამიანი, რომელსაც ყოველივე ზემოთ ხსენებულის სჯერა არის ჭეშმარიტი მართლმადიდებლური იდეოლოგიით მცხოვრები fiqri.gif თუ იმყოფება მართლმადიდებლური "ბლოქბასტერის"(კანუდოსელი©copyright) ფანტასტიკური პერსონაჟების ტყვეობაში? rolleyes.gif a075.gif

ძალიან საინტერესო, ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური თემაა და ვისაუბროთ ამ თეორიების და მიდგომების შესახებ...

P.S. <<მართლმადიდებლური "ბლოქბასტერის" ფანტასტიკური პერსონაჟები>> (გიორგი©copyright) kitxva.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
გიორგი   კაბალისტიკა, მასონები და ესქატოლოგია.   Dec 20 2007, 06:48 PM
staywhite   ასევე : შეამოწმეთ მ...   Jan 5 2008, 04:07 PM
staywhite   ზოგიც სხვამ დაწერო...   Jan 5 2008, 04:23 PM
Lenus   ----------   Jan 5 2008, 04:25 PM
მხევალი ნინო   იცით რა მაინტერესე...   Jan 5 2008, 06:06 PM
Lenus   ----------   Jan 5 2008, 07:08 PM
მართა   Lenus პირადად მე არ ვთ...   Jan 6 2008, 02:16 AM
staywhite   ჩემი პოსტი წავშალე...   Jan 6 2008, 10:14 AM
იოანა   სატანისტებთან საკ...   Jan 24 2008, 11:50 PM
KAIROS   ეგ წიგნი არის მხა...   Jan 25 2008, 03:40 AM
იოანა   ეგ წიგნი არის მხატ...   Jan 25 2008, 06:54 PM
KAIROS   მესმის იოანა, მე არ...   Jan 26 2008, 12:55 AM
იოანა   მესმის იოანა, მე არ...   Jan 26 2008, 01:02 AM
KAIROS   კაი ახლა იოანა, რა ...   Jan 26 2008, 01:06 AM
იოანა   კაი ახლა იოანა, რა ...   Jan 26 2008, 01:36 PM
Lenus   ----------   Jan 26 2008, 08:40 AM
KAIROS   იმიტომ, რომ არანაი...   Jan 26 2008, 07:03 PM
Lenus   ----------   Jan 26 2008, 07:38 PM
KAIROS   კი მაგრამ რომ არ ყო...   Jan 26 2008, 09:52 PM
Lenus   ----------   Jan 26 2008, 10:06 PM
rcmena   გტხოვტ დამეხმარეტ,...   Jan 30 2008, 05:39 AM
დათიკო   rcmena მე რამდენადაც ვ...   Jan 30 2008, 04:25 PM
rcmena   მეც მაგისი იმედი მ...   Jan 31 2008, 12:14 AM
დათიკო   Lenus კი, ცხადია უნდა :) ...   Jan 31 2008, 12:37 AM
m16   რატომღაც ხალხს მას...   Jan 31 2008, 12:50 AM
rcmena   საკმაოდ რეალურ თემ...   Jan 31 2008, 01:28 AM
დათიკო   rcmena რა თემებს?   Jan 31 2008, 01:47 AM
staywhite   საკმაოდ რეალურ თე...   Feb 11 2008, 08:11 AM
rcmena   მადლობა უფალს მიხვ...   Feb 23 2008, 04:19 AM
staywhite   მადლობა უფალს მიხ...   Feb 23 2008, 04:22 AM
rcmena   staywhite :D მადლობ ნანა (...   Feb 23 2008, 04:36 AM
geoatak   http://www.bbc.co.uk/heritage/in_depth/pressure/zi...   Apr 13 2008, 08:42 PM
cxz   მგონი მასონები ზგა...   May 13 2008, 12:15 AM
nana_007   დათიკო, მაპატიე ,მა...   May 13 2008, 12:17 AM
cxz   აი მასონების სიმბო...   May 13 2008, 12:23 AM
cxz   აი მასონური იერარქ...   May 13 2008, 04:32 PM
abo   კანუდოსელი 1773 წელს...   May 21 2008, 01:54 PM
კანუდოსელი   ნახე რომ თურმე სულ ...   May 21 2008, 02:07 PM
cxz   ისევ დაიჩემა არგუმ...   May 21 2008, 02:39 PM
კანუდოსელი   კანუდოსელი მასონი...   May 21 2008, 02:40 PM
cxz   კანუდოსელი შენ რაც...   May 21 2008, 02:49 PM
კანუდოსელი   კანუდოსელი შენ რა...   May 21 2008, 02:50 PM
cxz   რავი როცა მასონებზ...   May 21 2008, 02:53 PM
abo   კანუდოსელი მე ნათ...   May 21 2008, 03:17 PM
abo   თუნდაც გვიან მაგრა...   May 21 2008, 03:29 PM
კანუდოსელი   აი პასუხი ესაა, თავ...   May 21 2008, 03:39 PM
afxazi   cxz ჩემო კარგო მიმარ...   May 21 2008, 03:43 PM
სარდიონ   Семейство Ротшильдов. Бава...   May 21 2008, 03:47 PM
კანუდოსელი   Вплоть до 1901 года эти прото...   May 21 2008, 03:51 PM
cxz   ეს ოქმები დროდადრო...   May 21 2008, 03:50 PM
afxazi   cxz ძალიან კარგი თუ ა...   May 21 2008, 04:01 PM
abo   კანუდოსელი კანუდო...   May 21 2008, 04:17 PM
კანუდოსელი   რომ ამ ოქმებს საფუ...   May 21 2008, 04:18 PM
cxz   afxazi ეს არ მოგეცონათ ...   May 21 2008, 04:21 PM
abo   კანუდოსელი კანუდო...   May 21 2008, 04:30 PM
კანუდოსელი   კანუდოსელი კანუდ...   May 21 2008, 04:37 PM
abo   ახლა კი როტშილდებზ...   May 21 2008, 04:47 PM
კანუდოსელი   ამას კი მარა რა მნი...   May 21 2008, 04:50 PM
კანუდოსელი   აჯობებს ისევ იმ თე...   May 21 2008, 04:48 PM
სარდიონ   Норман Кон. Благословение н...   May 21 2008, 04:50 PM
abo   კაი დავიღალე სხვაგ...   May 21 2008, 04:50 PM
abo   კანუდოსელი კანუდ...   May 21 2008, 06:43 PM
კანუდოსელი   კანუდოს ჰეგელის დ...   May 22 2008, 10:57 AM
სარდიონ   აბა ესა ნავხოთ: http://ww...   May 21 2008, 07:10 PM
cxz   Откройте Microsoft Word и сделайт...   May 21 2008, 07:19 PM
cxz   http://img503.imageshack.us/img503/4285/bushisatan...   May 21 2008, 07:48 PM
cxz   http://img526.imageshack.us/img526/1539/benediqted...   May 21 2008, 08:08 PM
cxz   --------------------------------------------------...   May 21 2008, 08:23 PM
abo   აი მასონური აზროვნ...   May 22 2008, 01:46 AM
სარდიონ   Шеварднадзе Эдуард Амвроси...   May 22 2008, 09:21 AM
სარდიონ   http://www.youtube.com/watch?v=S_gwU4a1Gms Биб...   May 22 2008, 03:29 PM
abo   კანუდოსელი მაგაშ...   May 22 2008, 08:03 PM
cxz   abo,სარდიონ კარგია ბ...   May 22 2008, 09:00 PM
death   აბო არ გეწყისნოს ...   May 22 2008, 09:17 PM
cxz   არ გეწყისნოს მაგრ...   May 22 2008, 09:22 PM
abo   death ეს გადმოკოპირებ...   May 22 2008, 09:26 PM
nana_007   ფორუმის წესებში ე...   May 22 2008, 09:30 PM
cxz   death ერთი მითხარი შე...   May 22 2008, 09:31 PM
orthodox-georgia   death ერთი მითხარი შე...   May 22 2008, 09:34 PM
nana_007   რომც ქნა, არც გამი...   May 22 2008, 09:32 PM
cxz   სატანიზმი :angry: კი მ...   May 22 2008, 09:38 PM
nana_007   ჯორჯ ბუშის არჩევნე...   May 22 2008, 09:40 PM
cxz   http://img519.imageshack.us/img519/5338/666unitedn...   May 22 2008, 09:44 PM
cxz   death პასუხს რატომ არ ...   May 22 2008, 09:55 PM
abo   ძალიან ვერიდებოდი ...   May 22 2008, 09:55 PM
cxz   მგონი პრიმიტიულ შე...   May 22 2008, 09:58 PM
orthodox-georgia   მასონები დღეისთვი...   May 22 2008, 09:59 PM
cxz   მასონები დღეისთვი...   May 22 2008, 10:01 PM
orthodox-georgia   კი ეგრეა და კიდე შე...   May 22 2008, 10:05 PM
nana_007   აქ ერთი ცნობილი ექ...   May 22 2008, 10:03 PM
death   cxz კარგი რა რის დასა...   May 22 2008, 10:09 PM
abo   რას ვიტყვი და 3 რომ ...   May 22 2008, 10:13 PM
cxz   'orthodox-georgia' ისე ერტ...   May 22 2008, 10:13 PM
abo   death და შენ პირველად ...   May 22 2008, 10:16 PM
orthodox-georgia   მალტის ორდენის წევ...   May 22 2008, 10:19 PM
abo   death მე არ მაწყობს , მ...   May 22 2008, 10:20 PM
cxz   cxz კარგი რა რის დას...   May 22 2008, 10:26 PM
abo   ზვიადისტებში ბლომ...   May 22 2008, 10:26 PM
nana_007   ზვიადისტებს ახსე...   May 22 2008, 10:29 PM
orthodox-georgia   ერთ-ერთი ცნობილი მ...   May 22 2008, 10:31 PM
cxz   კი მახსოვს სადღაც ...   May 22 2008, 10:34 PM
12 გვერდი V < 1 2 3 4 > » 


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th February 2026 - 11:58 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი