IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> კაბალისტიკა, მასონები და ესქატოლოგია., მითი თუ რეალობა?
გიორგი
პოსტი Dec 20 2007, 06:48 PM
პოსტი #1


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



კაბალისტიკა - ძვ. ებრ. qabbālah გადმოცემა, თქმულება – 1. შუა საუკუნეებში: ებრაელთა მისტიკურ-რელიგიური მოძღვრება და მასთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებანი. 2. ისეთი რამ, რასაც თითქოს მაგიური ძალა აქვს; ბუნდოვანი, საიდუმლოებით მოცული, ძნელად გასარკვევი რამ.

მასონი - ფრანგულად maçon ქვაზე მომუშავე - 1. საძმო ორგანიზაციის წევრი, რომელიც წარმოიშვა გაურკვეველ საწყისებზე. (არის თეორია, რომ დაახლოებით სოლომონის ტაძრის მშენებლობის პერიოდიდან, 1600-იანი წლები). მასონები არსებობენ სხვადასხვა ფორმით და ლოჟების სახით თითქმის მთელს მსოფლიოში. მათ მილიონობით წევრი ჰყავთ და გააჩნიათ მორალური თუ მეტაფიზიკური იდეალები და ღირებულებები.

ესქატოლოგია - ბერძნულად Εσχατολογία ბოლო - 1. ღვთისმეტყველების (თეოლოგიის ნაწილი), რომელიც მოიცავს სწავლებას მსოფლიოს ისტორიის ბოლო დროის ნიშნების, უკანასკნელი ჟამის და კაცობრიობის (სამყაროს) აღსასრულის შესახებ.

ცხადია დამოუკიდებლად სამივე ტერმინის უკან მდგომი საზოგადოებები თუ სწავლებები და მათი მიმდევარი პიროვნებები ნამდვილად არსებობენ. საინტერესოა რამდენად და რა დონეზე შეიძლება ამ ტერმინების, მათ უკან მდგომი საზოგადოებების ან პროცესების ერთმანეთთან დაკავშირება?

დიდი ხანია საქართველოში (და არა მარტო საქართველოში) ვრცელდება ლიტერატურა, რომელიც გვამცნობს სამყაროს აღსასრულის მოახლოებას. ყველა ამ ლიტერატურის ზოგადი კონცეფციები ასეთია:

- მასონებმა უკვე პრაქტიკულად ჩაიგდეს ხელში მსოფლიოს მართვა
- მასონები უკვე არიან პრაქტიკულად ყველა სახელმწიფოს სათავეში (ჰყავთ რამოდენიმე წარმომადგენელი მაინც)
- მასონები აკონტროლებენ მსოფლიოს თითქმის ყველა უდიდეს ბანკს, კომპანიას და ეკონომიკის წამყვან დარგებს
- მასონები მოქმედებენ ფარულად, საიდუმლო ორგანიზაციების და ლოჟების მეშვეობით, არსებობს ე.წ. "მსოფლიოს შეთქმულების თეორიები" და რაც მთავარია უკვე ამზადებენ ანტი-ქრისტეს გაბატონებას.
- ეს ყველაფერი დასტურდება კაბალისტიკის მეშვეობით
- სხვადასხვა საკრალური, ანტი-ქრისტესთან დაკავშირებული სახელების, ტერმინების და სიმბოლიკის "გაშიფვრაც" ხდება კაბალისტიკის მეშვეობით.
- გარდა ამისა კაბალისტიკაში ოდითგანვე იყო ჩადებული მთელი ინფორმაცია მასონების, მათი საქმიანობის და ანტი-ქრისტეს გაბატონების შესახებ.
- კაბალისტიკის საფუძველზე იკვეთება "ანტი-ქრისტეს ბეჭედის" კონტურები და სხვადასხვა მასთან დაკავშირებული თუ მისი წინამორბედი ნივთების, ხელსაწყოების და საშუალებების სახელწოდებები.

რა არის ეს ლიტერატურა? რამდენად სარწმუნოა კაბალისტიკა? რამდენად რეალურადაა მსოფლიოს მართვის ძალაუფლება მასონთა ხელში თავმოყრილი?

გარდა ზოგადი საუბრებისა ეს ლიტერატურა ასახელებს კონკრეტულ პიროვნებებსაც თუ ვინები არიან და იყვნენ მასონები. სხვადასხვა ცნობებით მასონთა შორის ვხედავთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის (NATO) გენერალურ მდივანს იაპ დე ჰოპ სჰეფერს, დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ მინისტრს მარგარეტ ტეტჩერს და ა.შ. გარდა მსოფლიოს წამყვანი პოლიტიკოსებისა და მნიშვნელოვანი ორგანიზაციების ლიდერებისა მასონთა სიებში ხვდებიან ქართველებიც, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე...

გარდა ამისა სახელდება მსოფლიო პოლიტიკაში არსებული თითქმის ყველა კონფლიქტის თუ მოვლენის "ალტერნატიული ვერსიები", მაგალითად დასავლეთის ზეწოლის შედეგად ყოფილი სოციალისტური იუგოსლავიის დაშლა შიგნით შემავალ რესპუბლიკებად (სლოვენია, ხორვატია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, სერბია, მაკედონია, ჩერნოგორია/მონტენეგრო) განიხილება, როგორც მასონთა მიერ მართლმადიდებლური სახელმწიფოს ანექსია. (მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ამ ქვეყანას მართავდა ტოტალიტარული რეჟიმი და თანაც შემავალი ქვეყნების საკმაოდ დიდი ნაწილი ტრადიციულად კათოლიკურია და ზოგიც საერთოდ მუსულმანური).

"ვარდების რევოლუცია" წარმოჩინდება, როგორც მასონთა მიერ დადგმული სპექტაკლი (რიტუალი) მართლამდიდებლური საქართველოს დასაპყრობად და მართლმადიდებლობის საბოლოოდ გასანადგურებლად ჩვენს ქვეყანაში. (თუმცა იგივე "მასონ" შევარდნაძესაც შეეძლო)

რა არის ყოველივე ეს?

ღვთისმეტყველების ესქატოლოგიური ნაწილის შეცნობა, რომელიც რჩეულთა ხვედრია 003.gif თუ ფანატიკოსთა არანორმალური თვალთახედვით დანახული მსოფლიო, რაც ფანტომური აზროვნების შედეგია. ohmy.gif yes.gif

ძალიან მაინტერესებს ადამიანი, რომელსაც ყოველივე ზემოთ ხსენებულის სჯერა არის ჭეშმარიტი მართლმადიდებლური იდეოლოგიით მცხოვრები fiqri.gif თუ იმყოფება მართლმადიდებლური "ბლოქბასტერის"(კანუდოსელი©copyright) ფანტასტიკური პერსონაჟების ტყვეობაში? rolleyes.gif a075.gif

ძალიან საინტერესო, ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური თემაა და ვისაუბროთ ამ თეორიების და მიდგომების შესახებ...

P.S. <<მართლმადიდებლური "ბლოქბასტერის" ფანტასტიკური პერსონაჟები>> (გიორგი©copyright) kitxva.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
12 გვერდი V « < 10 11 12


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th February 2026 - 10:37 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი