IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> კაბალისტიკა, მასონები და ესქატოლოგია., მითი თუ რეალობა?
გიორგი
პოსტი Dec 20 2007, 06:48 PM
პოსტი #1


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



კაბალისტიკა - ძვ. ებრ. qabbālah გადმოცემა, თქმულება – 1. შუა საუკუნეებში: ებრაელთა მისტიკურ-რელიგიური მოძღვრება და მასთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებანი. 2. ისეთი რამ, რასაც თითქოს მაგიური ძალა აქვს; ბუნდოვანი, საიდუმლოებით მოცული, ძნელად გასარკვევი რამ.

მასონი - ფრანგულად maçon ქვაზე მომუშავე - 1. საძმო ორგანიზაციის წევრი, რომელიც წარმოიშვა გაურკვეველ საწყისებზე. (არის თეორია, რომ დაახლოებით სოლომონის ტაძრის მშენებლობის პერიოდიდან, 1600-იანი წლები). მასონები არსებობენ სხვადასხვა ფორმით და ლოჟების სახით თითქმის მთელს მსოფლიოში. მათ მილიონობით წევრი ჰყავთ და გააჩნიათ მორალური თუ მეტაფიზიკური იდეალები და ღირებულებები.

ესქატოლოგია - ბერძნულად Εσχατολογία ბოლო - 1. ღვთისმეტყველების (თეოლოგიის ნაწილი), რომელიც მოიცავს სწავლებას მსოფლიოს ისტორიის ბოლო დროის ნიშნების, უკანასკნელი ჟამის და კაცობრიობის (სამყაროს) აღსასრულის შესახებ.

ცხადია დამოუკიდებლად სამივე ტერმინის უკან მდგომი საზოგადოებები თუ სწავლებები და მათი მიმდევარი პიროვნებები ნამდვილად არსებობენ. საინტერესოა რამდენად და რა დონეზე შეიძლება ამ ტერმინების, მათ უკან მდგომი საზოგადოებების ან პროცესების ერთმანეთთან დაკავშირება?

დიდი ხანია საქართველოში (და არა მარტო საქართველოში) ვრცელდება ლიტერატურა, რომელიც გვამცნობს სამყაროს აღსასრულის მოახლოებას. ყველა ამ ლიტერატურის ზოგადი კონცეფციები ასეთია:

- მასონებმა უკვე პრაქტიკულად ჩაიგდეს ხელში მსოფლიოს მართვა
- მასონები უკვე არიან პრაქტიკულად ყველა სახელმწიფოს სათავეში (ჰყავთ რამოდენიმე წარმომადგენელი მაინც)
- მასონები აკონტროლებენ მსოფლიოს თითქმის ყველა უდიდეს ბანკს, კომპანიას და ეკონომიკის წამყვან დარგებს
- მასონები მოქმედებენ ფარულად, საიდუმლო ორგანიზაციების და ლოჟების მეშვეობით, არსებობს ე.წ. "მსოფლიოს შეთქმულების თეორიები" და რაც მთავარია უკვე ამზადებენ ანტი-ქრისტეს გაბატონებას.
- ეს ყველაფერი დასტურდება კაბალისტიკის მეშვეობით
- სხვადასხვა საკრალური, ანტი-ქრისტესთან დაკავშირებული სახელების, ტერმინების და სიმბოლიკის "გაშიფვრაც" ხდება კაბალისტიკის მეშვეობით.
- გარდა ამისა კაბალისტიკაში ოდითგანვე იყო ჩადებული მთელი ინფორმაცია მასონების, მათი საქმიანობის და ანტი-ქრისტეს გაბატონების შესახებ.
- კაბალისტიკის საფუძველზე იკვეთება "ანტი-ქრისტეს ბეჭედის" კონტურები და სხვადასხვა მასთან დაკავშირებული თუ მისი წინამორბედი ნივთების, ხელსაწყოების და საშუალებების სახელწოდებები.

რა არის ეს ლიტერატურა? რამდენად სარწმუნოა კაბალისტიკა? რამდენად რეალურადაა მსოფლიოს მართვის ძალაუფლება მასონთა ხელში თავმოყრილი?

გარდა ზოგადი საუბრებისა ეს ლიტერატურა ასახელებს კონკრეტულ პიროვნებებსაც თუ ვინები არიან და იყვნენ მასონები. სხვადასხვა ცნობებით მასონთა შორის ვხედავთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის (NATO) გენერალურ მდივანს იაპ დე ჰოპ სჰეფერს, დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ მინისტრს მარგარეტ ტეტჩერს და ა.შ. გარდა მსოფლიოს წამყვანი პოლიტიკოსებისა და მნიშვნელოვანი ორგანიზაციების ლიდერებისა მასონთა სიებში ხვდებიან ქართველებიც, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე...

გარდა ამისა სახელდება მსოფლიო პოლიტიკაში არსებული თითქმის ყველა კონფლიქტის თუ მოვლენის "ალტერნატიული ვერსიები", მაგალითად დასავლეთის ზეწოლის შედეგად ყოფილი სოციალისტური იუგოსლავიის დაშლა შიგნით შემავალ რესპუბლიკებად (სლოვენია, ხორვატია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, სერბია, მაკედონია, ჩერნოგორია/მონტენეგრო) განიხილება, როგორც მასონთა მიერ მართლმადიდებლური სახელმწიფოს ანექსია. (მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ამ ქვეყანას მართავდა ტოტალიტარული რეჟიმი და თანაც შემავალი ქვეყნების საკმაოდ დიდი ნაწილი ტრადიციულად კათოლიკურია და ზოგიც საერთოდ მუსულმანური).

"ვარდების რევოლუცია" წარმოჩინდება, როგორც მასონთა მიერ დადგმული სპექტაკლი (რიტუალი) მართლამდიდებლური საქართველოს დასაპყრობად და მართლმადიდებლობის საბოლოოდ გასანადგურებლად ჩვენს ქვეყანაში. (თუმცა იგივე "მასონ" შევარდნაძესაც შეეძლო)

რა არის ყოველივე ეს?

ღვთისმეტყველების ესქატოლოგიური ნაწილის შეცნობა, რომელიც რჩეულთა ხვედრია 003.gif თუ ფანატიკოსთა არანორმალური თვალთახედვით დანახული მსოფლიო, რაც ფანტომური აზროვნების შედეგია. ohmy.gif yes.gif

ძალიან მაინტერესებს ადამიანი, რომელსაც ყოველივე ზემოთ ხსენებულის სჯერა არის ჭეშმარიტი მართლმადიდებლური იდეოლოგიით მცხოვრები fiqri.gif თუ იმყოფება მართლმადიდებლური "ბლოქბასტერის"(კანუდოსელი©copyright) ფანტასტიკური პერსონაჟების ტყვეობაში? rolleyes.gif a075.gif

ძალიან საინტერესო, ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური თემაა და ვისაუბროთ ამ თეორიების და მიდგომების შესახებ...

P.S. <<მართლმადიდებლური "ბლოქბასტერის" ფანტასტიკური პერსონაჟები>> (გიორგი©copyright) kitxva.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
გიორგი   კაბალისტიკა, მასონები და ესქატოლოგია.   Dec 20 2007, 06:48 PM
cxz   abo გეტანხმები ბატონ...   Dec 6 2009, 07:15 PM
lamara   თუ ვინმეს შეგიძლია...   Dec 6 2009, 08:13 PM
cxz   lamara საინტერესოა და ...   Dec 6 2009, 10:59 PM
lamara   cxz ეს ინფორმაცია გა...   Dec 7 2009, 06:07 PM
cxz   spinoza საერტოდ არ მესმ...   Dec 7 2009, 11:13 PM
abo   spinoza თანაფორუმელო ჩ...   Dec 8 2009, 01:09 AM
abo   ფანატიკურად მიყვა...   Dec 8 2009, 01:23 AM
lamara   გაეცანით ამ მასალა...   Dec 8 2009, 05:35 PM
თამარ   lamara მე მგონი, პასუხი...   Dec 10 2009, 04:14 PM
lamara   თამარ ქვაკუთხედი #11...   Dec 10 2009, 07:41 PM
Atman   lamara ლამარა ნუ შფოთა...   Dec 10 2009, 07:44 PM
KAIROS   ლამარა, მოსკოვის ს...   Dec 10 2009, 07:49 PM
KAIROS   ამიტომ რადგან აქ წ...   Dec 10 2009, 08:15 PM
lamara   KAIROS მე ჩიპების შიში ...   Dec 11 2009, 02:08 AM
ლეონტი   , თუ არა და ეს ფორუმ...   Feb 9 2010, 01:55 PM
lamara   KAIROS მე ჩიპების შიში ...   Dec 11 2009, 02:08 AM
KAIROS   მაჩვენე ეგ სად დავ...   Dec 11 2009, 05:04 AM
lamara   KAIROS ადრე, სასაუბროშ...   Dec 11 2009, 12:15 PM
cxz   გაუმარჯოს ყველას :) ...   Feb 8 2010, 10:03 PM
KAIROS   :D საიდან მოიგონებე...   Feb 9 2010, 03:59 AM
ალექსანდრე   ეს ჟურნალი კიდე გა...   Feb 9 2010, 04:17 AM
cxz   ესეგი ეს სტატია ჯუ...   Feb 9 2010, 05:22 AM
KAIROS   ცუხუზიშ, მასეთ იდი...   Feb 9 2010, 10:08 AM
მხევალი ნინო   KAIROS ამიხსენით ეს წ...   Feb 9 2010, 12:57 PM
ქევანა   cxz ხოხოხო რა ზღაპარ...   Feb 9 2010, 05:11 PM
cxz   KAIROS დავიტ მეფე მართ...   Feb 9 2010, 05:19 PM
cxz   პ.ს. მგონი აქ "ბოქს...   Feb 9 2010, 06:37 PM
ქევანა   დაწერილია და ლინკ...   Feb 9 2010, 07:27 PM
cxz   ქევანა რა წავიკითხ...   Feb 9 2010, 07:59 PM
cxz   ეხლა ისიც ტქვით რო...   Feb 9 2010, 08:19 PM
sable   ეხლა ისიც ტქვით რო...   Feb 15 2010, 02:42 PM
cxz   ვა რა ვიდეო გავაძვ...   Feb 10 2010, 07:30 PM
თამარ   cxz ფრთხილად იყავი, ...   Feb 11 2010, 03:52 PM
cxz   თამარ :) მართალი ხარ...   Feb 11 2010, 04:25 PM
თამარ   cxz :D :D :D გამოთქმა მომე...   Feb 12 2010, 10:22 AM
KAIROS   რა ვიცი მე მეჩვენე...   Feb 15 2010, 05:58 AM
ქევანა   KAIROS გაუშვი კაიროს, წ...   Feb 15 2010, 03:29 PM
abo   როზენკროიცერი ვინ...   Feb 15 2010, 09:18 PM
cxz   KAIROS ქევანა მე შეურა...   Feb 16 2010, 01:02 AM
sable   sable არა მე არ ვამახი...   Feb 16 2010, 12:23 PM
cxz   [b]*არა არს დაფარული* ...   Feb 16 2010, 02:59 AM
KAIROS   ლაფსუსი ცუხუზ შეუ...   Feb 16 2010, 03:39 AM
cxz   sable ნუ ხო აქ მემკვიდ...   Feb 16 2010, 06:23 PM
neo   სტენფორდის უნივერ...   Feb 16 2010, 07:18 PM
cxz   neo მაშინ ერთი გამაგ...   Feb 16 2010, 07:32 PM
abo   [img]http://s005.radikal.ru/i209/1002/91/dcf3148...   Feb 17 2010, 03:40 AM
cxz   abo გაუმარჯოს აბოს! ...   Feb 17 2010, 04:19 AM
abo   cxz დიახ, მასე ეძახია...   Feb 17 2010, 04:41 AM
elusia   ურწმუნოებს უფალმა ...   Mar 20 2010, 08:39 PM
cxz   Иеродиакон Авель в фильме П...   Apr 22 2010, 03:03 AM
Atman   მასონებზე თუ გაინტ...   Apr 22 2010, 07:18 AM
elusia   ამ ხალხის უნდა გვე...   Apr 22 2010, 11:47 AM
თამარ   elusia "შიში ვერ იხს...   Apr 23 2010, 03:10 PM
Atman   მასონების ერთ-ერთი...   Apr 23 2010, 03:17 PM
elusia   Atman ისევ ვსვამ კითხვ...   Apr 23 2010, 03:25 PM
თამარ   :D კარგია. ცოტა კბილ...   Apr 23 2010, 03:27 PM
Atman   elusia ქრისტეს დროს...   Apr 23 2010, 03:29 PM
elusia   ,,მე მიგავლენთ თქვე...   Apr 23 2010, 03:36 PM
Atman   elusia შეიძლება შვილი...   Apr 23 2010, 03:40 PM
elusia   Atman იმ დროის განსწავ...   Apr 23 2010, 03:40 PM
Atman   elusia ყველაზე განათლ...   Apr 23 2010, 03:41 PM
elusia   Atman იმ დროის განსწავ...   Apr 23 2010, 03:45 PM
თამარ   Atman elusia სახარებაში ყვ...   Apr 27 2010, 01:15 PM
Atman   ეს ჩანაცვლება 20 სა...   Apr 27 2010, 01:19 PM
თამარ   Atman მანამდეც მგონი :D...   Apr 27 2010, 01:32 PM
Atman   თამარ სხვათა შორი...   Apr 27 2010, 01:40 PM
elusia   Atman ყველაზე განათლე...   Apr 27 2010, 04:49 PM
Atman   elusia რა უნდა ვიცოდე? ...   Apr 27 2010, 04:50 PM
elusia   Atman :კი1:   Apr 27 2010, 04:59 PM
Atman   elusia რო ვიცოდი იმიტო ...   Apr 27 2010, 05:00 PM
Atman   ვითხოვ აღადგინონ თ...   Apr 27 2010, 05:34 PM
elusia   Atman უნდა დაგვაჯერო ჩ...   Apr 27 2010, 07:22 PM
abo   elusia ვერ ვგებულობ სა...   Apr 27 2010, 10:43 PM
elusia   ამბობენ ეშმაკის სა...   Apr 28 2010, 04:29 PM
abo   elusia რომ შეიხედო ეშმ...   Apr 29 2010, 03:42 AM
ნონა   რომ შეიხედო ეშმაკ...   Apr 30 2010, 03:50 PM
elusia   abo სამზარეულო აქ ჭა...   Apr 29 2010, 02:49 PM
abo   abo სამზარეულო აქ ჭა...   Apr 29 2010, 06:36 PM
elusia   ამბობენ ანტიქრისტ...   Apr 29 2010, 03:11 PM
elusia   abo მაინც რას მიირთმ...   Apr 29 2010, 07:16 PM
abo   elusia ვატყობ რომ კითხ...   Apr 29 2010, 08:07 PM
elusia   ეშმაკმა თქვა ჩირგვ...   Apr 30 2010, 12:19 PM
Atman   ისე ეშმაკს რომ ჯვრ...   Apr 30 2010, 12:27 PM
elusia   Atman ნუ ეხლა 21 -ე საუკუ...   Apr 30 2010, 12:30 PM
ნონა   შეცდომაა: ნეტაი შე...   Apr 30 2010, 12:32 PM
Atman   შეუსაბამო პასუხი: ...   Apr 30 2010, 12:36 PM
elusia   Atman შენ რომ ხან ინდუ...   Apr 30 2010, 12:42 PM
ნონა   არა არასოდეს გითქ...   Apr 30 2010, 12:43 PM
თამარ   elusia abo ალბათ ადამიან...   Apr 30 2010, 03:46 PM
თამარ   Atman ეგ ჰო, მაგრამ ჩუმ...   Apr 30 2010, 03:50 PM
elusia   თამარ გეთანხმები ,, ...   Apr 30 2010, 03:58 PM
Atman   მამა თეოდორემ ერთი...   Apr 30 2010, 04:52 PM
მხევალი ნინო   Atman ღვთის მსახურებ...   Apr 30 2010, 05:02 PM
elusia   საქმე იმაშიცაა, რო...   Apr 30 2010, 05:40 PM
თამარ   elusia ჰოდა სუფთა გული ...   Apr 30 2010, 06:11 PM
elusia   თამარ სუფთა გული მ...   Apr 30 2010, 06:22 PM
abo   თამარ ისინი ყოველ...   Apr 30 2010, 06:40 PM
elusia   abo რატომ არ არის აღს...   Apr 30 2010, 06:46 PM
abo   ძალადობაა და ბარბ...   Apr 30 2010, 07:31 PM
12 გვერდი V « < 4 5 6 7 8 > » 


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th February 2026 - 01:38 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი