IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

21 გვერდი V « < 9 10 11 12 13 > »   
Reply to this topicStart new topic
> ქართული საბრძოლო ხელოვნება
bakari
პოსტი Feb 14 2008, 12:32 AM
პოსტი #201


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 9
რეგისტრ.: 10-February 08
წევრი № 3,899



IPB-ს სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Satevari
პოსტი Feb 14 2008, 12:37 AM
პოსტი #202


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 594
რეგისტრ.: 28-January 08
წევრი № 3,777



ციტატა
თუ ეგეთი პრინციპით უდგებით სხვა იარაღსაც, მაშინ გამოდის რომ არანაირი სისტემა არ არსებობს და თქვენი შეხვედრებიც დადგმულ შოუს მაგონებს ამიტომ. ეს ჩემი პირადი აზრია მხოლოდ და მეტი არაფერი .

ზოგი დადგმულია, ზოგი კი პირდაპირ მიდის მრძოლები, ყოფილა შემთხვევები როცა დადგმის გარეშე გვიფარიკავია, ეგ შენი გადასახედიდან ჩანს შოუ, თორემ საჩვენებელი გამოსვლის მერე დაჩეხილი და სისხლიანი ხელის შემხედვარე მე შოუდ და გასართობად ნამდვილად არ მიმაჩნია ეს საქმე.
ციტატა
რაც შეეხება იარაღის მორგებას: ერთია ასწიო 50 კილოიანი ფქვილის ტომარა და სულ სხვაა ერთი ვაგონი ფქვილის დაცლა. პირველს შევძლებ მეორეს ორი დღე მოვუნდები

რამდენჯერ აწევ 50 კგ-ან ტომარას საქმეც მაგაშია

ციტატა
სწორედ ამიტომ მაინტერესებდა თქვენი აზრი, თუ რამდენი ხანი შესძლებდა მშვილდოსანი ზედიზედ ისრის სროლას. პასუხის არ არსებობა ნიშნავს რომ პასუხი სხვაგან უნდა ვეძებო სამწუხაროდ.

მშვილდს და კაცს გააჩნია, დამიჯერე ესე ზუსტად ვერ იტყვი მაგას, მოდი ჩვენთან, ისროლე მშვილდი და მიხვდები smile.gif


--------------------
სულელი მეომარი მეტად საშიშია ჭკვიანზე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
bekas
პოსტი Feb 14 2008, 01:31 AM
პოსტი #203


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 352
რეგისტრ.: 31-October 07
წევრი № 3,078



მე უბრალოდ ვცდილობ აღვადგინო ძველი ბრძოლები თავისი სრული ქრონომეტრაჟით.(როდის, ბრძოლის რომელ მონაკვეთზე, რა ხდებოდა და ასე შემდეგ) ჩემდა სამწუხაროდ ვერ ვახერხებ sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Satevari
პოსტი Feb 14 2008, 02:33 AM
პოსტი #204


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 594
რეგისტრ.: 28-January 08
წევრი № 3,777



bekas
ეჰ ჩემო მეგობარო, ძნელია ეგ საქმე, მწირია მასალები ძალიან


--------------------
სულელი მეომარი მეტად საშიშია ჭკვიანზე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 14 2008, 01:05 PM
პოსტი #205


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,126
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ერთ-ერთ სურათში დავინახე, რომ მოსწავლეს ჯაჭვის პერანგი აცვია და მუზარადი ახურავს.

შეიძლება ჩემი შეკითხვა შეუსაბამოა, მაგრამ დავინტერესდი, დღესდღეობით ამ საბრძოლო ხელოვნებისთვის ისევ მზადდება ჯაჭვის პერანგები და მუზარადები?


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Satevari
პოსტი Feb 14 2008, 01:16 PM
პოსტი #206


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 594
რეგისტრ.: 28-January 08
წევრი № 3,777



marine
კონკრეტულად ჩვენთვის არავინ ამზადებს smile.gif ძნელი სამუშაოა და თანაც ძვირი ჯდება. მაგრამ არიან მჭედლები რომლებიც მაინც არ კარგავენ ამას და აკეთებენ


--------------------
სულელი მეომარი მეტად საშიშია ჭკვიანზე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 14 2008, 01:30 PM
პოსტი #207


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,126
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(Satevari @ Feb 14 2008, 01:16 PM) *

marine
კონკრეტულად ჩვენთვის არავინ ამზადებს smile.gif ძნელი სამუშაოა და თანაც ძვირი ჯდება. მაგრამ არიან მჭედლები რომლებიც მაინც არ კარგავენ ამას და აკეთებენ


მადლობა, რატი, პასუხისათვის smile.gif

ძალიან გული მტკივა, როცა არიან ისეთი ქართველები, ვისაც საქართველო სამუზემო კულტურის ქვეყნად მიაჩნია.

მადლობა უფალს, არსებობენ თქვენნაირი ქართველები, არიან თუნდა ის მჭედლები, რომლებიც ცდილობენ წინაპრების დანატოვარი გააცოცხლონ.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Satevari
პოსტი Feb 14 2008, 05:52 PM
პოსტი #208


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 594
რეგისტრ.: 28-January 08
წევრი № 3,777



marine
ერთგვარი ჟინი, სხვანაირად რომ ვთქვა, მურამი აქვს ამ საქმეს, ინტერესი იმისა, თუ როგორ იქცეოდა შენი ფესვი. ბევრს არ აინტერესბს


--------------------
სულელი მეომარი მეტად საშიშია ჭკვიანზე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zura maxaradze
პოსტი Feb 14 2008, 11:23 PM
პოსტი #209


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 21
რეგისტრ.: 29-January 08
წევრი № 3,798



როდესაც ვამბობთ რომ შაბლონებით არ ვიზღუდებით ეს არ ნიშნავს რომ არ არსებობს სისტემა . სწორედ ეს არის განსხვავება საბრძოლო ხელოვნებასა და სპორტს შორის, თუ შეზღუდავ მოზიდვის წესს და მშვილდის კონსტრუქციას ეს იქნება სპორტი. ხოლო თუკი არ შეზღუდავ პირს და ერთადერთი მიზანი სროლის სიზუსტე და ეფექტურობა იქნება ეს არის საბრძოლო ხელოვნება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
bakari
პოსტი Feb 15 2008, 02:16 AM
პოსტი #210


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 9
რეგისტრ.: 10-February 08
წევრი № 3,899



IPB-ს სურათი

ეს მშვილდის მოზიდვის ერთ-ერთი პრინციპია, რომელიც უშუალოდ მებრძოლის მოხერხებულობაზეა დამოკიდებული...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 15 2008, 03:32 AM
პოსტი #211


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



უკაცრავად,

უკონტაქტო მასაჟი როგორია ? სადღაც გამიგონია,მაგრამ არასოდეს გამხსენებია მომეძებნა ან მეკითხა ვინმესთვის.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 15 2008, 06:16 PM
პოსტი #212


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,126
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ქართველი „მეომრული ღონისძიებების“ გარეშე ვერ
გაუძლებდა ყოველი მხრით მოწოლილი მტრის უზარმაზარ ურდოებს


ნუკრი მჭედლიშვილი


შემონახულია თელავში ჩატარებული ერთ-ერთი კრივობის ისტორია, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ თუ ბებუთიშვილის აღწერილი თბილისური კრივი სალდასტი კრივის წესებით გამართულა, თელავში იმ დღეს „მუშტიკრივის“ წესებით იბრძოდნენ. ეს აღწერილობა ეკუთვნის „შრომის“ კორესპონდენტს ალექსანდრე დოდაშვილს.

„პატარა ქალაქ თელავში ჩვენს დრომდის იმართებოდა კრივები ზამთრობით. კრივები იწყება ნოემბერში და თავდება იმ დროს, რომელსაც აღმოსავლეთ საქართველოში „ყეინობას“ უწოდებენ.

კრივის დროს მთელი თელავი ორ ბანაკად იყოფა: ერთს მხარეს შეადგენენ თელაველები, მეორეს ძველი გალავნები, რომლებიც რიცხვით ექვსჯერ მაინც მომეტებულნი არიან თელაველებზედ; მაგრამ თელაველების სიმამაცე, ხელოვნება, ერთობა და მუშაობისაგან შეძენილი ძალ-ღონე უფრო ხშირად სძლევენ ხოლმე მრავალრიცხოვან ძველგალავნელთ. ყოველთვის თელაველნი რჩებიან გამაჯრვებულნი, თუ თვითონ მოკრივეს სამი მოწინააღმდეგის მეტი არ ებრძვის, ე. ი. თუ ოც თელაველზე სამოცი ძველი გალავნელი მეტი მაინც არ არის.

ასე ცოტასაგან გამარჯვება ბევრზედ, მამაგონებს პატარა საქართველოსა, რომელიც ხშირად სძლევდა, ამარცხებდა და ჟლეტდა თავის მრავალრიცხოვან და უთვალავს მტრებსა: სპარსთა, ოსმალთა, თათართა და სხვათა.

კვირა დღეა. სამხრობა მოტანებულია. თელავის მაზრის უმთავრესი ქუჩა გასიპულა ყინვითა. დუქნები დაკეტილია, ტყვიასავით მოზუზუნებს ცივი და ძვლებამდის ჩამტანებელი, დიდი „ლეკის მთების“ იალბუზიდან წამოსული ნიავი, რომლის სუსხი ბევრს ქუჩებში მავალს მრავალს ცრემლებს აღვრევინებს თვალებიდან, ამ დროს ქუჩაში აქა-იქ პატარა გროვები გამოჩნდა ბიჭებისა, რომელნიც ერთმანეთს ეპოტინებიან და მუშტებს უქნევენ, ეგები გავხურდეთო.

ცოტა ხნის შემდეგ გუნდები ერთად შეგროვდნენ და უფროსები მათში რაღაც ფაციფუცში და მოძრაობაში არიან. ესენი ეძებენ ორ-ორ მოწინააღმდეგე პატარა ბიჭს საკრივოდ. აი, ერთმა მოზრდილმა ბიჭმა ხელში აიყვანა 7-8 წლის ბიჭი და მეორეს ეძახის: „აბა, ამის ტოლი მაიყვა.“ მეორე მხრიდანაც მოჰყავთ პატარავე ბიჭი ძახილით: „მოვიდეს, მოვიდეს!“

დაეტაკნენ პატარა გმირები. შეიქმნა ერთი ყიჟინა, ზედაგორა და ერთიმეორეზე მიხეთქება, ეგება, კარგად დავინახოთ მეომარნიო. ორი წამის შემდეგ მეომარნი გააშველს. ეს არის კრივის საძირკველის პირველი ქვა დაიდგა. ამის შემდეგ ორ-ორის ბრძოლა-კრივი შეუწყვეტლად გრძელდებოდა ისეთივე ყიჟინითა და დავიდარაბით, როგორც პირველებისა. ამასთანავე, რაც დრო გავიდა, ბრძოლაში უფრო მოზრდილები და დიდები იღებენ მონაწილეობას, ასე რომ, პირველად რომ „მოთამაშედ“ მოზრდილი ბიჭები იყვნენ, ახლა იგი ეკრივებიან ერთმანეთს და შემდეგ იმათი „მოთამაშენი“ ჩავლენ კრივში.

ხალხი თანდათან მოდის და გროვდება და იჭერს მაზრის ქუჩასა. მზის ჩასვლისას ქუჩა ისე გადატენილია ხალხითა, რომ ცხენისა და ეტლის გავლა აქ შეუძლებელი ხდება.

როდესაც ხალხი შეიკრიბა, ფალავანთ კრივი ცოტახნით შეჩერდა და ხმაურობაც იწყდა. ამის მიზეზი ის არის, რომ „თავის“ მოკრივენი თავის მოწინააღმდეგეთა ბანაკებში დაიარებიან და ჩუმად ათვალიერებენ, თუ რა ხალხია, ან როგორი მებრძოლნი არინ შეკრებილნი, რომ საქმეში შესაფერისად დაიჭირონ, ამგვარი მდგომარეობა მოკრივეთა ხშირად საათამდე გასტანს ხოლმე.

აი, შექუჩდნენ შუათანა მოკრივენი, მოისმა ყვირილი: „განი, განი, „აბა, ბიჭო“, „ნუ იჭერ“, „ყოჩაღ, ქართველო!“ („ქართველს“ თელავში სოფლელ გლეხებს ეძახიან) და სხვა ამგვარი ხმები მოისმის, როდესაც დიდის, საზოგადო კრივის დაწყებამდე წვრილ-წვრილი შეტაკება ხდება ხოლმე.

დაბინდდა, მოკრივე ხალხი მზად დგას ჩოხაგახდილი დასტა-დასტად, მხოლოდ „გაჭირვების ტალკვესებს“ (თავი მოკრივენი) ჯერ არ გაუხდიათ.

თელაველთა მხრიდან ჩავარდა „ქაქა“ (ახლო სოფლის შალაუბნელი გლეხია) მუშტის ქნევით, დაერივა ძველგალავნელი ყვირილით: „მოდი, მოდი, უჰ! ჰე! ამას მარჯვნივ; მარცხნივ რამოდენიმე მეზობელი მოწინააღმდეგენი დაუხვდნენ, მაგრამ დაიძალნენ და უკან დაიხიეს, „ქაქამ“ თავისი ჯარით 10-12 საჟ. მანძილზედ გარეკა კრივის ძველი ფალავნები.

ძველგალავნელთაგან გადმოხტა ერთი ჩასხმული ბიჭი და ახლა მან წამოიღო აქეთურები. ვიდრე კარგად დაბინდდებოდა, ამგვარი გაქცევა-გამოქცევა, აქეთ-იქით შეზავებული მუშტისა და სილის ბაგაბუგი, ტკაცატკუცითა.

ხშირი ბინდია. ათიოდე თელაველი ტალიკი ბიჭები დაესივნენ ძველგალავნელთ. შექმნა შეძახილი და სასტიკი კრივი. რამოდენიმე წამს ძველი გალავნელები გამაგრდნენ. ბოლოს შეწუხებული მუშტების ცემით დაიხიეს უკან. თელაველნი უფრო ცხარედ, მედგრად ეკვეთნენ ძველგალავნელთ და გაფანტეს, გააქციეს.

შეიქმნა ძველგალავნელთა ძახილი: „ბიჭი, ბიჭი, ბიჭი, მიაშველე ბიჭი“, მაგრამ არავინ მიაშველეს ამით, ვიდრე დამარცხებულნი არ მოვიდნენ მეორე დამზადებულ დასტასთან აქამდინ მოყვნენ გამარჯვებულნიც, და აქ კი შედგნენ, რაკი დიდს ძალას ახალის მოკრივეებისას ვეღარ გაატანეს და ვეღარ დასძრეს.

ძველგალავნელნი ეკვეთნენ დაღლილ თელაველთ. ახალი შეიქმნა საშინელი ბრძოლა. შევსებული ძალას ვეღარ გაუმაგრდა თელაველთა მოკრივე, დასცა და დაიწია უკან. მთელი ძველგალავნელი მოკრივე ხალხი დაედევნა ამათ. „ბიჭი მიაშველეთ!“ - ძახილმა თელაველთა ვერაფერი უშველა და მორიგეობით მოდიან უკან. ძველგალავნელთა ამოაცილეს თელაველნი იმ ადგილთან, სადაც პირველად დაიწყო კრივი. ერთი შეტევაც და თელაველნი გარეკილნი იქნებოდნენ.

სამ კაცს ჰგონია, ეს არის თელავის ხალხი დაიღუპაო. მაგრამ აქ დგას შვიდიოდე მარჯვე შესვენებული და ბრძოლის მწყრვალე ბიჭი. უეცრად დაჰკივლეს, როგორც მედგარი, ეკვეთნენ მრავალრიცხოვან ძველ გალავნელთ. ეს დაცემა ისეთი მოულოდნელი იყო, რომ ძველგალავნელთ თავზარი დაეცათ, ცუდი დღე დააყენეს ოცმა თელაველმა 60-80 ძველგალანელს. უკანასკნელნი გაიქცნენ, ამათ უკან მას მისდევნენ გამარჯვებულნი. თუმცა გამარჯებულთა ბევრი იყვირეს: „ბიჭო, ბიჭო“, მაგრამ ვეც ამათ გააწყვეს თელაველთა საშინელი მუშტების წინააღმდეგ, თელაველთ მისდიეს დამარცხებულთ რიგებამდინ და გამარჯვებულნი დაბრუნდნენ სიმღერით. დამარცხებულთაგან ისინიც კი მირბოდნენ, ვისაც ჯერ მუშტი არც კი გაექნია, ისე თავზარდაცემულნი იყვნენ.

საზოგადოდ, უნდა ვთქვათ, რომ მოკრივენი დიდ მოხერხებასა და გამჭრიახობას იჩენდნენ კრივში. თუ მხარეს მოხერხებული ადგილი უკავია, მოწინააღმდეგე თუნდაც სუსტი იყოს, მაინც არ დაეცემიან და ცდილობენ მოატყუონ იგინი სამი ოთხი კაცის ჩაგზავნით კრივში.

გარდა ამისა, მრავალგვარ ხერხს ხმარობენ კრივში, ასე რომ, შეიძლება დიდი დონის მქონე კაცი სულ პატარა უღონოებისაგან იცემოს და დამარცხდეს.

კრივი ბევრ თელაველს პურივით მოშვიდება ხოლმე და კრივის დროს ზოგიერთი მოხუცებული და პატიოსანი კაცები ათრთოლდებიან და აკანკალდებიან ხოლმე კრივის დანახვაზე.“

აი, ასე ჰქონდა ქართველობას სისხლში გამჯდარი სამხედრო ვარჯიშები და საომარი მზადყოფნა, სიბერის კართან მისულ ჩვენს პაპებს ისევ „აკანკალებდათ“ ხოლმე საომარი ყიჟინის გაგონებაზე, თუნდაც ეს ვარჯიშის დროს ყოფილიყო. სხვანაირად არც შეიძლებოდა, ქართველი ამ „მეომრული ღონისძიებების“ გარეშე ვერ იცხოვრებდა, ვერ გადარჩებოდა, ვერ გაუძლებდა ყოველი მხრით მოწოლილი მტრის უზარმაზარ ურდოებს. იმ მომენტშიც კი, მე-18 საუკუნის ბოლოს ქართლმა სახელმწიფოებრიობამ კატასტროფა განიცადა, ქართველობის დაკარგვა უფრო მეტად მარცხიანი საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის ბრალი იყო, ვიდრე ფიზიკური ენერგიის ამოწურვისა. აღმოსავლეთში მარტოდმარტო დარჩენილი ქრისტიანი ერი ბოლო მომენტამდე ხიფათს უქმნიდა თავის გარშემო არსებულ უდიდეს იმპერიებს
.


ციტატა(staywhite @ Feb 15 2008, 03:32 AM) *

უკონტაქტო მასაჟი როგორია ?


მეც მაინტერესებს rolleyes.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
bekas
პოსტი Feb 15 2008, 10:47 PM
პოსტი #213


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 352
რეგისტრ.: 31-October 07
წევრი № 3,078



ციტატა(zura maxaradze @ Feb 15 2008, 12:23 AM) *

როდესაც ვამბობთ რომ შაბლონებით არ ვიზღუდებით ეს არ ნიშნავს რომ არ არსებობს სისტემა . სწორედ ეს არის განსხვავება საბრძოლო ხელოვნებასა და სპორტს შორის, თუ შეზღუდავ მოზიდვის წესს და მშვილდის კონსტრუქციას ეს იქნება სპორტი. ხოლო თუკი არ შეზღუდავ პირს და ერთადერთი მიზანი სროლის სიზუსტე და ეფექტურობა იქნება ეს არის საბრძოლო ხელოვნება.

მაშინ სადაა აქ წინაპართა ტრადიციების დაცვა? შენ გგონია რომელიმე ხევსური ეგრე მოზიდავდა მშვილდს? მამა-პაპა ასწავლიდა შვილს და შვილიშვილს, უსწორებდა შეცდომას. ასე ხდება სისტემის ჩამოყალიბება. ის რომ მამა-პაპების ნასწავლი უნდა გააუმჯობესო და შენიც დაუმატო _ ეგ უკვე სხვა საკითხია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Kabo
პოსტი Feb 16 2008, 11:25 PM
პოსტი #214


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 33
რეგისტრ.: 30-January 08
წევრი № 3,805



ახალი გასახარებელი ამბავი მოვიტანე, გუშინ ქალაქ ბათუმში კავშირმა "ქართული საბრძოლო ხელოვნებამ" ჩაატარა საჩვენებელი და გახსნა ახალი კავშირის"ქართული საბრძოლო ხელოვნების"ფილიალი და სავარჯიშო დარბაზი. რითიც ვულოცავ !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zura maxaradze
პოსტი Feb 17 2008, 08:46 PM
პოსტი #215


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 21
რეგისტრ.: 29-January 08
წევრი № 3,798



ციტატა
მაშინ სადაა აქ წინაპართა ტრადიციების დაცვა?

წინაპართა ტრადიციის დაცვა იმავე ტექნოლოგიით დამზადებული იარაღის ისევე ეფექტურად თუ არა შეძლებისდაგვარად მაღალ დონეზე გამოყენებაში მდგომარეობს, რაც შეეხება ჭერის სტილს თუ მოგეპოვება რაიმე ინფორმაცია ქართული მშვილდის მოზიდვის წესის შესახებ დიდად მადლობელი ვიქნები თუ მოგვაწვდი ისე პირადად მე ეჭვიც არ მეპარება რომ ჩვენი წინაპრები იყენებდნენ არა ერთ რომელიმე კონკრეტულ სტილს არამედ მათი დიდი მრავალფეროვნება ქონდათ. რაც შეეხება სურათზე გამოსახულ მოზიდვის წესს მისი გამოყენებით ისარი ზუსტად ხვდება მიზანში და დიდ მანძილზე მიფრინავს და მხოლოდ ის ფაქტი რომ იგი სახელმძღვანელოებში არ არის აღწერილი მის ეფექტურობას არ ამცირებს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 18 2008, 11:03 AM
პოსტი #216


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,126
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(Kabo @ Feb 16 2008, 11:25 PM) *

ახალი გასახარებელი ამბავი მოვიტანე, გუშინ ქალაქ ბათუმში კავშირმა "ქართული საბრძოლო ხელოვნებამ" ჩაატარა საჩვენებელი და გახსნა ახალი კავშირის"ქართული საბრძოლო ხელოვნების"ფილიალი და სავარჯიშო დარბაზი. რითიც ვულოცავ !


მეც ვულოცავ "ქართული საბრძოლო ხელოვნების" წარმომადგენლებს ფილიალის გახსნას smile.gif

მართლაც სასიხარულო ამბავია.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Satevari
პოსტი Feb 19 2008, 02:52 PM
პოსტი #217


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 594
რეგისტრ.: 28-January 08
წევრი № 3,777



ოოო ბათუმში მართლა მაგარი იყო smile.gif ისე კაი სტუმართმოყვარე ხალხი ვართ ქართველები smile.gif
ე.ი.
ბათუმში გაიხსნა მეხუთე სკოლაში , უბანს ქვია გარადოკი smile.gif


--------------------
სულელი მეომარი მეტად საშიშია ჭკვიანზე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 19 2008, 03:02 PM
პოსტი #218


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,126
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(Satevari @ Feb 19 2008, 02:52 PM) *

ოოო ბათუმში მართლა მაგარი იყო smile.gif ისე კაი სტუმართმოყვარე ხალხი ვართ ქართველები smile.gif
ე.ი.
ბათუმში გაიხსნა მეხუთე სკოლაში , უბანს ქვია გარადოკი smile.gif


რატი, შემდგომში ფილიალის სურათები მოგვაწოდე, რომ ვნახოთ ბათუმელებიც როგორ ეუფლებიან საბრძოლო ხელოვნებას smile.gif

წარმატებებს მთელი გულით გისურვებთ smile.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Satevari
პოსტი Feb 21 2008, 03:36 PM
პოსტი #219


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 594
რეგისტრ.: 28-January 08
წევრი № 3,777



ციტატა
უკონტაქტო მასაჟი როგორია ? სადღაც გამიგონია,მაგრამ არასოდეს გამხსენებია მომეძებნა ან მეკითხა ვინმესთვის.


არსებობს წყაროები ამის შესახებ რომ საქართველოში არსებობდა უკონტაქტო მასაჟი, გურიაში წავაწყდიტ ამ ცნობებს.


--------------------
სულელი მეომარი მეტად საშიშია ჭკვიანზე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 21 2008, 03:37 PM
პოსტი #220


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,126
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(Satevari @ Feb 21 2008, 03:36 PM) *

არსებობს წყაროები ამის შესახებ რომ საქართველოში არსებობდა უკონტაქტო მასაჟი, გურიაში წავაწყდიტ ამ ცნობებს.


რატი, იქნებ რამდენიმე სიტყვით განგვიმარტო რას ნიშნავს.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

21 გვერდი V « < 9 10 11 12 13 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th May 2024 - 11:45 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი