![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
foti |
![]()
პოსტი
#161
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 9 რეგისტრ.: 6-August 09 წევრი № 7,349 ![]() |
დავით ჩიკვაიძეს - "კანონისტი",
- არ ვიცი რატომ გეჩვენებათ ჩემი ტონი მბრძანებლურად, თუ რაიმე გაწყენინეთ გთხოვთ შემინდოთ. რაც შეეხება საეკლესიო გალობას - არის კანონიკური საკითხი და გამომდინარე აქედან მოითხოვს საეკლესიო ერთხმიანი გალობის რვახმათა-ს /პარაკლიტონი/ კანონის ცოდნას. ვიცნობ რა ზემოთ აღნიშნულ კანონს თავს უფლება მივეცი დამეფიქსირებინა ჩემი პოზიცია საეკლესიო გალობის კანონზე დაყრდნობით. ამასთან ერთად როდესაც საეკლესიო კანონიკაზე ვსაუბრობთ აუცილებელია აღნიშნულ საკითხში ვიყოთ კომპეტენტურები და მხოლოდ ამის შემდეგ მივცეთ თავს უფლება ამა თუ იმ საკითხზე კომენტირებისა /ისიც ეკლესიის სწავლებაზე დაყრდნობით - ა.ზ./. ამასთანავე, ფორუმელების უმრავლესობა გამოირჩევა აშკარა არაკომპეტენტურობით და აღნიშნული საკითხისადმი არასერიოზული /ნელთბილი/ მიდგომით. რაც შეეხება თემის ერთ-ერთ ორგანიზატორი "ვეშაპო" - ეს ადამიანი არის: 1. ტენდენციური - იხილეთ მისი ერთპიროვნული "შეფასებები" 2. არაკომპეტენტური - საუბრობს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, რაც ცხადყოფს მის დილეტანტობას აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში 3. ზნეობრივად გაუწონასწორებელი - შეურაცხყოფს თემის მონაწილეებს და სასულიერო პირებს ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე კი თანამდებობისთვის (საპატრიარქოს გალობის ცენტრის თანამშრომელი) და მგალობლისთვის (როგორც იგი უწოდებს საკუთარ თავს, თუმცა კი მომღერალია) შეუფერებელი. გამომდინარე აქედან, ჯერ არს ზემოთ აღნიშნული მანკიერებების გამოსწორება, შემდეგ კი თუ ღმერთი ინებებს საეკლესიო გალობაშიც შევიტანთ ჩვენს წვლილს. ყოველივე ეს წარმოადგენს შეგონებას და არა განკითხვას. მე კი, ჩემის მხრივ გავეცანი რა ფორუმზე არსებულ და ზემოთ აღნიშნულ პრობლემებს, საჭიროდ მიმაჩნია შევწყვიტო "დაპოსტვა", რადგანაც აღნიშნული საკითხის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ ეკლესიაში კომპეტენტური პირების მიერ, რითაც მოცემული ფორუმი (კერძოდ ეს თემა) და მასში მონაწილე პირები ვერ დაიკვეხნიან. ქრისტესმიერი სიყვარულით, ავთანდილ ზუმბაძე -------------------- +უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო შემიწყალე მე ცოდვილი
|
ვეშაპო |
![]()
პოსტი
#162
|
![]() ბიზონებზე მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 ![]() |
foti
ციტატა 3. დადოს /მოგვაწოდოს/ რვა ხმათას კანონი სამ ხმიანი გალობისთვის; თითოეული ხმის დახასიათება /რითი განსხვავდება თითოეული ხმა ერთმანეთისგან/; თითოეული ხმის მიხედვით საღმრთისმსახურო საგალობლები /მწუხრი, ცისკარი, წირვა/. მიბრძანდით კონსერვატორიაში, იკითხეთ მაგდა სუხიაშვილი, ეკა ონიანი (თქვენი მოძღვრის მიერ გალობის საკითხების ცოდნის გამო და "შემდგომში მრევლი არ მომიწამლოს ამ უზნეომ"-ის შიშით სოფელ დიღმის ეკლესიიდან გაძევებული), დავით შუღლიაშვილი (სხვათაშორის, სწორედ ქართული რვა ხმის სისტემებზე დაიცვა დისერტაცია 2 თვის წინ), მანანა ანდრიაძე, მარიკა ოსიტაშვილი და ა.შ. ძალიან კარგად გაგარკვევენ. თუმცა მგონია, რომ გარკვევის გამო (და არა შემდეგ) მაინც უკმაყოფილო დარჩებით. ციტატა ქრისტესმიერი სიყვარულით, კაი რა. რაც მაგის თავზე გიწერიათ, აშკარად შეუსაბამოა მაგ ფრაზასთან. ![]() ციტატა საჭიროდ მიმაჩნია შევწყვიტო "დაპოსტვა" სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა (ალბათ), მაგრამ როგორც ვხედავ, მთლად ბოლომდე ვერ ელევით აქაურობას. ![]() გავიგეთ ბატონო, რომ უაღრესად განათლებული და განბრძნობილი ბრძანდებით, რომ საკუთარი 5 თითივით გაქვთ "შესწავლილი" რვა ხმის სისტემა და ა.შ., მაგრამ ისე მაინც ხომ ვერ მეტყვით, მე, არაკომპეტენტურს, ტენდენციურს, ჩლუნგს, ბოროტს, უზრდელს, ზნეობრივად გაუწონასწორებელს და თანამდებობისთვის შეუფერებელს, სად წერია და რომელ კანონში, რომ საქართველოში და მთელ მართლმადიდებლურ მსოფლიოში თქვენი სეხნიის (სავარაუდოდ) მიერ ვითომ ბერძნულისმაგვარ (და არა ბიზანტიურ) მელოდიებზე გაწყობილი ადგილობრივ ენებზე არსებული ლოცვითი ტექსტები უნდა იგალობებოდეს? ბოდიში შეწუხებისათვის, რამეთუ ასეთმა უბადრუკმა და უვიცმა არსებამ, თქვენს უგანათლებულესობას რთული შერწყმული წინადადებებისაგან შემდგარი ესოდენ მოგრძო კითხვა შევბედე, მაგრამ ძალიან გთხოვთ, იქნებ თქვენ მიერ დადებული ფორუმზე დაუპოსტაობის აღთქმა ცოტა ხნით გააუქმოთ და ქართული ეკლესიის ერთერთ რიგით მომღერალს უპასუხოთ, მით უმეტეს, როცა აღნიშნული აღთქმა ერთხელ (შეიძლება ორჯერაც) უკვე დაარღვიეთ. წინასწარ გმადლობთ ყურადღებისთვის. თანამდებობისთვის შეუფერებელი კაცის თანამდებობისადმი სიყვარულისმაგვარით, ლევან ვეშაპიძე ბოდიში, რომ ვარსებობ. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
gurulo |
![]()
პოსტი
#163
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 815 რეგისტრ.: 1-November 07 მდებარ.: tbilisi,vaja წევრი № 3,082 ![]() |
-------------------- წინაპართაგან წავიდა ყველა, სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული
|
mr.satadarigo |
![]()
პოსტი
#164
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 527 რეგისტრ.: 11-July 09 წევრი № 7,252 ![]() |
მამა დავითის მგალობლებმა რომ თქვეს კონცერტზე,"მსწრაფლ განუხვნენ" ვინმეს ხომ არ გაქვთ?
-------------------- მდგმურები ვართ
|
arali? |
![]()
პოსტი
#165
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 93 რეგისტრ.: 24-August 09 წევრი № 7,405 ![]() |
მამა დავითის მგალობლებმა რომ თქვეს კონცერტზე,"მსწრაფლ განუხვნენ" ვინმეს ხომ არ გაქვთ? არ ვიცი რომელი თქვეს..... მე გელათის ვარიანტი მაქ , ანჩისხატის შესრულებით , თუ გინდა დავდებ .... -------------------- '' დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! ''
|
mr.satadarigo |
![]()
პოსტი
#166
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 527 რეგისტრ.: 11-July 09 წევრი № 7,252 ![]() |
arali?
აბა დადეთ,თუ შეგიძლია,ის მაგრად მომეწონა,არ ვიცი გელათია თუ არა,უფრო გელათს გავდა -------------------- მდგმურები ვართ
|
ნანინა |
![]()
პოსტი
#167
|
![]() სოფო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 ![]() |
mr.satadarigo
ციტატა გელათია თუ არა,უფრო გელათს გავდა მე როგორც ვიცი გელათია. ![]() ![]() -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
ვეშაპო |
![]()
პოსტი
#168
|
![]() ბიზონებზე მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 ![]() |
მსწრაფლ განუხვენ სინანულისა ბჭენი - ხმაჲ ჱ - ანჩისხატის გუნდი
-------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
აკაკი |
![]()
პოსტი
#169
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 ![]() |
ვინმეს თU გაქვთ:
"ღირს არსი" პატრიარქმა რომ შეასრულა ისეთი ვერსიის, ოღOნდდაც პატრიარქის შესრულებით არა ანუ ეს ვერსია : http://www.myvideo.ge/?video_id=663356 თუ გაქვთ დადეთ რა, სასურველია დედების შესრულება |
ვეშაპო |
![]()
პოსტი
#170
|
![]() ბიზონებზე მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 ![]() |
აკაკი
მაგი კანონიკური არაა. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
აკაკი |
![]()
პოსტი
#171
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 ![]() |
ვეშაპო
რავი წირვისას, რომ გალობენ მოსმენილი მაქვს.... არ შეიძLება ? |
ვეშაპო |
![]()
პოსტი
#172
|
![]() ბიზონებზე მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 ![]() |
აკაკი
ციტატა რავი წირვისას, რომ გალობენ მოსმენილი მაქვს.... არ შეიძLება ? წესით აღარ (2003 წლის 18 აგვისტოს სინოდის დადგენილების მერე), მაგრამ ვინაა მომკითხავი. ![]() აგერ, ა: http://www.orthodoxy.ge/samartali/oqmi_18-08-03.htm ციტატა წმიდა სინოდმა იმსჯელა ქართული საეკლესიო გალობის შესახებ. აღინიშნა, რომ ქართულ საეკლესიო გალობას მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აქვს, რომ ჩვენამდე მოღწეული პირველი ქართული ლიტურგიკულ-ჰიმნოგრაფიული კრებულები VI-VII საუკუნეებს განეკუთვნება (ხანმეტი ლექციონარი, უძველესი იადგარი), ხოლო ნევმირებული ნიმუშები - X საუკუნის პირველ ნახევარს. საგულისხმოა, რომ ამ კრებულებში მოცემული ქართული სამუსიკო დამწერლობა და მისი პრინციპები განსხვავდება იმდროინდელი ბიზანტიური სამუსიკო დამწერლობისაგან. რაც შეეხება შემდგომ პერიოდს, მაგ. გიორგი მთაწმინდელის მიერ თარგმნილი და მისი ხელით გადაწერილი პარაკლიტონის მინაწერში საუბარია ბერძნულიდან ნათარგმნ შუაღამის გალობათა ძლისპირების „ქართულ ავაჯზე“ ანუ ქართულ ჰანგზე. სხვაგან, - მარხვანის კრებულში, გიორგი მთაწმინდელი შუაღამის-დასდებლების შესახებ საუბრისას განასხვავებს ამ საგალობლების ბერძნულ ჰანგს და ქართულ რვა ხმათა ძლისპირთა ჰანგს, რომელსაც იგი 400 წელზე მეტი ხნისად მიიჩნევს („...რომელი ძველთაგან ვიცით, იგი ეგრეთვე ითქუმოდის რვათამცა ხმათა შინა არს და კმა არს ჩუენდა თუ არა, ამას გუერდსა ოთხასი წელი უფრო ახსოვს....“). ცნობილია, ასევე, იოანე პეტრიწის მსჯელობა, სადაც იგი მიუთითებს, რომ სამუსიკო ქმნილებებში სწორედ სამი ფთონგის, სამი ხმის მეშვეობით ხორციელდება სიმებისა და ხმების ნებისმიერი შეწყობა („...სამთა მიერ ფთონგთა - შეინაწევრების... რანივე მრთველობანი ძალთა და ხმათანი...“). ამასთან, იგი სამი ხმის ერთობის საღვთისმეტყველო გააზრებას გვთავაზობს და აღნიშნავს, რომ ხმათა ეს ჰარმონია სულიწმიდისმიერია („...ყოვლითურთ სამოსოი არს ჩუენი ესუ სამოყუსოი მორთული წმიდისა მიერ სულისა, და ესეცა სამთა მიერ ფთონგთა, ვიტყვი სამთა დაბამვათა...“). ქართული გალობის შესახებ ცნობებს ვხვდებით ს. ბელოკუროვის წიგნში „Поездка старца Арсения Суханова в Грузию (1637-1640 г.г.)“. რუსეთიდან საქართველოში ჩამოსული სასულიერო პირები საგანგებოდ აღნიშნავენ საეკლესიო გუნდის მიერ საგალობლების სამ განსხვავებულ ხმაში შესრულების შესახებ („...ино и толсто тянет; а ино и средним гласом, а ино и тонко...“). ასევე იმას, რომ ქართული გალობა არც ბერძნულს ჰგავს და არც რუსულს („на греческое и на русское не походило“) და რომ ქართველებს საკუთარი სამუსიკო ნიშნები აქვთ („...свое у них знамя“). ტრადიციის უწყვეტობას ადასტურებს ქართული საეკლესიო გალობის XIX საუკუნის ნევმირებული ხელნაწერები, საუკუნეთა განმავლობაში ქართული სამუსიკო დამწერლობის პრინციპები არ შეცვლილა. დღეს მეცნიერულად არის დამტკიცებული გვიანდელი ნევმური ნოტაციის პირდაპირი, გენეტიკური კავშირი X-XI საუკუნეების სამუსიკო დამწერლობასთან. ცნობილია, რომ ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, განსაკუთრებით კი ათეისტურ პერიოდში, მორწმუნენი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მრავალი სასულიერო პირი, მგალობელი და მრევლი ეკლესიას იძულებით ჩამოაშორეს. ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშე მდგარ ეკლესიაში ბუნებრივია, რომ კანონიკური გალობაც დაიჩაგრა და იგი თანდათანობით შეცვალა ახლადშეთხზულმა არაქართულმა (რუსული, ევროპული და სხვა) ჰანგებმა, რისი გამოვლინებებიც დღესაც გვაქვს სხვადასხვა ტაძრებში. ბოლო ხანებში კი ზოგიერთი სასულიერო პირი პატრიარქისა და წმიდა სინოდის ლოცვა-კურთხევის გარეშე ცდილობს, დანერგოს ბიზანტიური გალობის კილო და მას მიუსადაგოს საგალობლის ქართული სიტყვები; რითაც მახინჯდება და არაბუნებრივი ხდება როგორც ბერძნული საგალობელი, ისე ჩვენი ეკლესიის ტრადიცია. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ საქართველოს ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე არავის შეჰპარვია ეჭვი ქართული მრავალხმიანი გალობის კანონიკურობაში. ეს ტრადიცია ჩვენამდე ცოცხლად მოიტანეს წმიდა მღვდელმთავრებმა გაბრიელმა (ქიქოძე) და ალექსანდრემ (ოქროპირიძე), სასულიერო პირებმა: გრიგოლ, ვასილ (სტეფანე), პოლიევქტოს და ფილიმონ კარბელაშვილებმა, რაჟდენ ხუნდაძემ, ექვთიმე კერესელიძემ, საერო მოღვაწეებმა: წმიდა ილია მართალმა, ფილიმონ ქორიძემ, ანტონ დუმბაძემ, არტემ ერქომაიშვილმა და სხვებმა. ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებმა: წმიდა მღვდელმოწამე კირიონ II-დან დაწყებული ვიდრე დავით V-მდე. ქართველმა ბერ-მონოზვნებმა, მათ შორის არქიმანდრიტმა იოანე მაისურაძემ, რომელიც 17 წელი მოღვაწეობღა ათონის მთაზე და შემდეგ მოუწია საქართველოში დაბრუნება და ბეთანიაში მსახურება. დღეს, როდესაც საქართველოს ეკლესიაში მრავალ კეთილ საქმეს დაედო სათავე, აუცილებელია გალობის საეკლესიო ტრადიციის სრულად აღდგენა და დაცვა. წმიდა სინოდმა განაჩინა: ქართულ საეკლესიო გალობას ერისა და ეკლესიის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია და განაპირობებს მის სულიერ, ზნეობრივ და კულტურულ განვითარებას. ამა თუ იმ ხალხისთვის გალობა, ისევე როგორც ენა, წარმოადგენს თვითმყოფადობის გამომხატველ უმნიშვნელოვანეს საშუალებას. აქედან გამომდინარე, ისტორიულ ტრადიციებზე დაყრდნობით, ვაცხადებთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში კანონიკური გალობა იყო და არის მრავალხმიანი ქართული ტრადიციული გალობა. მისი აღსრულება სავალდებულოა ყოველ ქართულ ტაძარში და ყველგან, ქართულ ენაზე აღვლენილი ღმრთისმსახურების დროს. მგალობელთა გუნდებს ეძლევათ ლოაცვა-კურთხევა, რათა ე.წ. რუსული, ევროპული და ბიზანტიური გალობა ნახევარი წლის განმავლობაში შეცვალონ ქართული კანონიკური, მრავალხმიანი გალობით. საგალობლების თანდათანობით შეცვლას ზედამხედველობა გაეწევა საპატრიარქოს სამგალობლო ცენტრის მიერ. იმ მოძღვრის მიმართ კი, რომელიც დაარღვევს წმიდა სინოდის დადგენილებას, მიღებულ იქნება საეკლესიო სამართლით გათვალისწინებული ზომები. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
A.v.B |
![]()
პოსტი
#173
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 427 რეგისტრ.: 8-March 10 წევრი № 8,338 ![]() |
რისი მიხედვით არჩევთ რომელია ქართლი კანონიკური და არაკანონიკური გალობა ???
|
ნანინა |
![]()
პოსტი
#174
|
![]() სოფო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 ![]() |
A.v.B
ქართული კანონიკური საგალობლები არის ჩვენი წინაპრების მიერ შექმნილი და XIX საუკუნეში ნოტებზე გადატანილი საგალობლები ![]() ![]() ამიტომაც ტაძრებში იგალობებოდა კომპოზიტორების დაწერილი ან სხვა საგალობლები.. მოკლედ ოღონდ ეგალობათ და რას დაეძებდნენ.. 80-იანი წლებიდან ანჩისხატის ტაძრის მგალობელთა გუნდის წყალობით აღდგა ქართული კანონიკური ანუ ტრადიციული გალობა ![]() დღეს საბედნიეროდ ბევრგან გალობენ კაანონიკურ საგალობლებს, თუმცა არაკანონიკურების გადმონაშთიცაა.. ზოგადად რაც შეეხება კანონიკურობა-არაკანონიკურობის გარჩევას, დღეს ძალიან რთულია ეს... ამიტომაც რაც კანონიკური და დადგენილი იყო, ძველი საგალობლები, წმინდა სინოდმა განაჩინა, რომ ის იგალობებოდეს და მადლობა ღმერთს ასეცაა ![]() საგალობლების კრებულები გამოიცემა დღეს საბედნიეროდ და მგალობლებს შეუძლიათ შეიუძინონ ისინი ![]() -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
A.v.B |
![]()
პოსტი
#175
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 427 რეგისტრ.: 8-March 10 წევრი № 8,338 ![]() |
A.v.B ქართული კანონიკური საგალობლები არის ჩვენი წინაპრების მიერ შექმნილი და XIX საუკუნეში ნოტებზე გადატანილი საგალობლები ![]() ![]() ამიტომაც ტაძრებში იგალობებოდა კომპოზიტორების დაწერილი ან სხვა საგალობლები.. მოკლედ ოღონდ ეგალობათ და რას დაეძებდნენ.. 80-იანი წლებიდან ანჩისხატის ტაძრის მგალობელთა გუნდის წყალობით აღდგა ქართული კანონიკური ანუ ტრადიციული გალობა ![]() დღეს საბედნიეროდ ბევრგან გალობენ კაანონიკურ საგალობლებს, თუმცა არაკანონიკურების გადმონაშთიცაა.. ზოგადად რაც შეეხება კანონიკურობა-არაკანონიკურობის გარჩევას, დღეს ძალიან რთულია ეს... ამიტომაც რაც კანონიკური და დადგენილი იყო, ძველი საგალობლები, წმინდა სინოდმა განაჩინა, რომ ის იგალობებოდეს და მადლობა ღმერთს ასეცაა ![]() საგალობლების კრებულები გამოიცემა დღეს საბედნიეროდ და მგალობლებს შეუძლიათ შეიუძინონ ისინი ![]() მადლობა ![]() |
mr.satadarigo |
![]()
პოსტი
#176
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 527 რეგისტრ.: 11-July 09 წევრი № 7,252 ![]() |
-------------------- მდგმურები ვართ
|
უჩა |
![]()
პოსტი
#177
|
![]() ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 ![]() |
მაგარია ძაან.
![]() ასე იდოს ჯობია. -------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
Rati_Van_Bakuradze |
![]()
პოსტი
#178
|
![]() რატი ბაკურაძე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 92 რეგისტრ.: 16-June 08 წევრი № 5,100 ![]() |
აუ როგორ გალობენ აქ? ერთი არტემის ხმაა?
-------------------- ადრე თუ გვიან ცერა თითი მაინც გახევდა წინდას... ამიტომ გადავწყვიტე წინდა აღარ ჩამეცვა - აღმოსავლური სიბრძნე
|
ნანინა |
![]()
პოსტი
#179
|
![]() სოფო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 ![]() |
Rati_Van_Bakuradze
კი ჩანაწერი ჩართეს და ხმა შეუწყეს ![]() -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
noone__90 |
![]()
პოსტი
#180
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 112 რეგისტრ.: 13-January 10 წევრი № 7,951 ![]() |
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 06:15 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი