IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

17 გვერდი V « < 9 10 11 12 13 > »   
Reply to this topicStart new topic
> ქართული კანონიკური საგალობლები
ნანინა
პოსტი Mar 13 2010, 05:12 PM
პოსტი #201


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



ციტატა(tamuna_lo @ Mar 13 2010, 01:41 PM) *

თუ ვინმეს გაქვთ იქნებ დადოთ იავნანა ბერ გაბრიელს რომ უმღერდნენ დედები

მე არ მაქვს, მაგრამ ისე ამავე განყოფილების კითხვები და თხოვნების თემაში დაწერე და იქნებ ქონდეთ smile.gif

პ.ს. OFF-ები არ დავინახო tongue.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna_lo
პოსტი Mar 14 2010, 09:47 PM
პოსტი #202


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 10
რეგისტრ.: 21-January 10
წევრი № 8,017



ვინმეს იქნებ გქონდეთ წირვისას სახარების კითხვის წინ რომ იგალობება ალილუია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.v.B
პოსტი Mar 15 2010, 12:25 AM
პოსტი #203


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 427
რეგისტრ.: 8-March 10
წევრი № 8,338



ერთი მაინტერესებს რა ... ვინ რას გალობს... ეს ვისი გასარჩევია ???
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
arali?
პოსტი Mar 15 2010, 12:41 AM
პოსტი #204


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 93
რეგისტრ.: 24-August 09
წევრი № 7,405



ციტატა
ვინმეს იქნებ გქონდეთ წირვისას სახარების კითხვის წინ რომ იგალობება ალილუია


ალილუია არსებობს ხმის მიხედვით და ყოველ კვირას,წირვაზე იგალობება იმ ხმის ალილუია რომელ ხმაშიც ვიმყოფებით,ანუ თუ ვართ 1(ა) ხმაში,შესაბამისად ვგალობთ 1(ა) ხმის ალილუიას smile.gif სულ 8 ხმაა
მე როგორც ვიცი მათი აუდიო ჩანაწერი არ არსებობს,ელექტრონული ნოტები კი შეიძლება იყოს,არ ვიცი,მე არ მაქვს

ციტატა
ერთხმიანში უგალობენ


მეტია a075.gif


--------------------
'' დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! ''
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Mar 15 2010, 12:44 AM
პოსტი #205


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ციტატა(A.v.B @ Mar 15 2010, 12:25 AM) *

ერთი მაინტერესებს რა ... ვინ რას გალობს... ეს ვისი გასარჩევია ???

როდესაც ეკლესიაში გალობას ეხება პატრიარქისა და წმიდა სინოდის

arali?
ციტატა
მეტია

ნუ ხო წამყვანი და ბანი biggrin.gif


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Mar 15 2010, 12:49 AM
პოსტი #206


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



A.v.B
ციტატა
ერთი მაინტერესებს რა ... ვინ რას გალობს... ეს ვისი გასარჩევია ???

წმიდა სინოდის, რომლის დადგენილება ზოგიერთ მოძღვარს ფეხებზე კიდია:

საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის
2003 წლის 18 აგვისტოს კრების განჩინება

2003 წლის 18 აგვისტოს, ურბნისისა და რუისის ეპარქიაში შესდგა წმ. სინოდის კრება, რომელიც მიეძღვნა დავით აღმაშენებლის მიერ მოწვეულ რუის-ურბნისის საეკლესიო კრების 900 წლისთავს.

წმ. სინოდის კრებას თავმჯდომარეობდა მისი უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, რომელმაც წმ.სინოდის მღვდელმთავრებს მიულოცა ეს მნიშვნელოვანი თარიღი და მიმოიხილა რუის-ურბნისის საეკლესიო კრების მნიშვნელობა.

წმიდა სინოდმა იმსჯელა ქართული საეკლესიო გალობის შესახებ.

აღნიშნა, რომ ქართულ საეკლესიო გალობას მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აქვს, რომ ჩვენამდე მოღწეული პირველი ქართული ლიტურგიკულ-ჰიმნოგრაფიული კრებულები VI-VII საუკუნეებს განეკუთვნება (ხანმეტი ლექციონარი, უძველესი იადგარი), ხოლო ნევმირებული ნიმუშები - X საუკუნის პირველ ნახევარს. საგულისხმოა, რომ ამ კრებულებში მოცემული ქართული სამუსიკო დამწერლობა და მათი პრინციპები განსხვავდება იმდროინდელი ბიზანტიური სამუსიკო დამწერლობისაგან.


რაც შეეხება შემდგომ პერიოდს, მაგ. გიორგი მთაწმინდელის მიერ თარგმნილი და მისი ხელით გადაწერილი პარაკლიტონის მინაწერში საუბარია ბერძნულიდან ნათარგმნ შუაღამის გალობათა ძლისპირების „ქართულ ავაჯზე“ ანუ ქართულ ჰანგზე.

სხვაგან, - მარხვანის კრებულში, - გიორგი მთაწმინდელი შუაღამის დასდებლების შესახებ საუბრისას განასხვავებს ამ საგალობლებისბერძნულ ჰანგს და ქართულ რვა ხმათა ძლისპირთა ჰანგს, რომელსაც იგი 400 წელზე მეტი ხნისად მიიჩნევს („...რომელი ძველთაგან ვიცით, იგი ეგრეთვე ითქუმოდის... რვათამცა ხმათა შინა არს და კმა არს ჩუენდა თუ არა, ამას გუერდსა ოთხასი წელი უფრო ახსოვს“).

ცნობილია, ასევე, იოანე პეტრიწის მსჯელობა, სადაც იგი მიუთითებს, რომ სამუსიკო ქმნილებებში სწორედ სამი ფთონგის, სამი ხმის მეშვეობით ხორციელდება სიმებისა და ხმების ნებისმიერი შეწყობა („სამთა მიერ ფთონგთა... შეინაწევრების... რანივე მრთველობანი ძალთა და ხმათანი...“); ამასთან, იგი სამი ხმის ერთობის საღვთისმეტყველო გააზრებას გვთავაზობს და აღნიშნავს, რომ ხმათა ეს ჰარმონია სულიწმიდის მიერია („... ყოვლითურთ სამოსო არს ჩუენი ესე სამოყუსოი მორთული წმიდისა მიერ სულისა, და ესეცა სამთა მიერ ფრონგთა, ვიტყუი სამთა დაბამვათა...“).

ქართული საეკლესიო გალობის ტრადიციის უწყვეტობას ადასტურებს XIX საუკუნის ნევმირებული ხელნაწერები, საუკუნეთა განმავლობაში ქართული სამუსიკო დამწერლობის პრინციპები არ შეცვლილა. დღეს მეცნიერულად არის დამტკიცებული გვიანდელი ნევმური ნოტაციის პირდაპირი, გენეტიკური კავშირი X-XI საუკუნეების სამუსიკო დამწერლობასთან.

ცნობილია, რომ ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, განსაკუთრებით კი ათეისტურ პერიოდში, მორწმუნენი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მრავალი სასულიერო პირი მგალობელი და მრევლი ეკლესიას იძულებით ჩამოაშორეს. ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშე მდგარ ეკლესიაში, ბუნებრივია, რომ კანონიკური გალობაც დაიჩაგრა და იგი თანდათანობით შეცვალა ახლადშეთხზულმა არაქართულმა (რუსული, ევროპული და სხვა) ჰანგებმა, რისი გამოვლინებებიც დღესაც გვაქვს სხვადასხვა ტაძრებში.

ბოლო ხანებში კი ზოგიერთი სასულიერო პირი პატრიარქისა და წმ. სინოდის ლოცვა-კურთხევის გარეშე ცდილობს დანერგოს ბიზანტიური გალობის კილო და მას მიუსადაგოს საგალობლის ქართული სიტყვები, რითაც მახინჯდება და არაბუნებრივი ხდება როგორც ბერძნული საგალობელი, ისე ჩვენი ეკლესიის ტრადიცია.

ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ საქართველოს ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე არავის შეჰპარვია ეჭვი ქართული მრავალხმიანი გალობის კანონიკურობაში. ეს ტრადიცია ჩვენამდე ცოცხლად მოიტანეს წმიდა მღვდელმთავრებმა გაბრიელმა (ქიქოძე) და ალექსანდრემ (ოქროპირიძე). სასულიერო პირებმა: გრიგოლ, ვასილ (სტეფანე), პოლიევქტოს და ფილიმონ კარბელაშვილებმა, რაჟდენ ხუნდაძემ, ექვთიმე კერესელიძემ; საერო მოღვაწეებმა: წმიდა ილია მართალმა, ფილიმონ ქორიძემ, ანტონ დუმბაძემ, არტემ ერქომაიშვილმა და სხვებმა.

ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებმა: წმიდა მღვდელმოწამე კირიონ II დაწყებული ვიდრე დავით მეხუთემდე. ქართველმა ბერ-მონაზვნებმა, მათ შორის არქიმანდრიტმა იოანე მაისურაძემ, რომელიც 17 წელი მოღვაწეობდა ათონის მთაზე, შემდეგ მოუწია საქართველოში დაბრუნება და ბეთანიაში მსახურება.

დღეს, როდესაც საქართველოს ეკლესიაში მრავალ კეთილ საქმეს დაედო სათავე, აუცილებელია გალობის საეკლესიო ტრადიციის სრულად აღდგენა და დაცვა.

წმიდა სინოდმა განაჩინა: ქართულ საეკლესიო გალობას ერისა და ეკლესიის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია და განაპირობებს მის სულიერ, ზნეობრივ და კულტურულ განვითარებას. ამა თუ იმ ხალხისათვის გალობა, ისევე როგორც ენა, წარმოადგენს თვითმყოფადობის გამომხატველ უმნიშვნელოვანეს საშუალებას. აქედან გამომდინარე, ისტორიულ ტრადიციებზე დაყრდნობით ვაცხადებთ, რომ [u]საქართველოს მართმადიდებელ ეკლესიაში კანონიკური გალობა იყო და არის მრავალხმიანი ქართული ტრადიციული გალობა. მისი აღსრულება სავალდებულოა ყოველ ქართულ ტაძარში და ყველგან, ქართულ ენაზე აღვლენილი ღვთისმსახურების დროს. მგალობელთა გუნდებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რათა ე.წ. რუსული, ევროპული და ბიზანტიური გალობა ნახევარი წლის განმავლობაში შეცვალონ ქართული კანონიკური მრავალხმიანი გალობით. საგალობლების თანდათანობით შეცვლას ზედამხედველობა გაეწევა საპატრიარქოს სამგალობლო ცენტრის მიერ. იმ მოძღვრის მიმართ კი, რომელიც დაარღვევს წმიდა სინოდის დადგენილებას, მიღებულ იქნება საეკლესიო სამართლით გათვალისწინებული ზომები.

http://www.orthodoxy.ge/galoba/ganchineba_galobaze.htm


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.v.B
პოსტი Mar 15 2010, 01:13 AM
პოსტი #207


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 427
რეგისტრ.: 8-March 10
წევრი № 8,338



საინტერესოა და მაინტერესებს .... კი წავიკითხე... ეხლა უნდა ვისწავლო რომელია ევროპული...რუსული... ქართული და ბიზანტიური... მაგათი გარჩევა წესიერად...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.v.B
პოსტი Mar 15 2010, 01:27 AM
პოსტი #208


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 427
რეგისტრ.: 8-March 10
წევრი № 8,338



მადლობელი დაგრჩებით თუ მიმასწავლით კარგ წიგნებს smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Mar 15 2010, 05:13 PM
პოსტი #209


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



A.v.B
ინტერნეტში რა მიგასწავლო აბა? არც ისე ბევრი ინფორმაციაა smile.gif ისე ქართული გალობის თემაში თუ შეიხედები იქ დავდე რაღაც სტატიები ქართული გალობის შესახებ და შეგიძლია ნახო smile.gif ლინკიც მაქვს მითითებული.. რუსულზე და ბერძნულზე მე არ ვიცი, იქნებ ვეშაპომ იცოდეს. ნეტში საერთოდ გალოაბზე არ არის დიდი ინფორმაცია


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tatia.gabidzashvili
პოსტი Mar 20 2010, 01:39 PM
პოსტი #210


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 9
რეგისტრ.: 20-March 10
წევრი № 8,448



სამწუხაროდ ვერცერთი გადმოვწერე sad.gif არცერთს არ პოულობს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mak
პოსტი Apr 19 2010, 01:25 PM
პოსტი #211


M A R I A M
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 668
რეგისტრ.: 31-March 08
მდებარ.: TBILISI.
წევრი № 4,377



უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II-ს შექმნილი საგალობელი ''ავე მარია'' თბილისის ფილარმონიის სახ.საკონცერტო დარბაზი.(ვიდეო ვერსია)


http://www.bin.ge/file/142147/ave-maria.zip.html



ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის შესრულებული ”მოდი ჩემთან უფალო”


http://www.bin.ge/file/142128/modi-Cemtan-ufalo.zip.html


--------------------
უფალო,კაცი ვარ მე ცოდვილი და ვერ გულისხმა-ვჰყოფ, რაი ჯერ-არს ქმნად ჩემდა, გარნა შენ,მოწყალეო,გულიხმიერ მყავ მე, რაითა ჯერისაებრ ვიქმოდი ყოველსა.ამინ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Apr 19 2010, 04:23 PM
პოსტი #212


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



mak

ავე მარია ძნელად სათქმელია, რომ საგალობელია, მით უმეტეს ტექსტი კანონიკური არაა smile.gif ის არის უწმინდესის ნაწარმოები smile.gif

იგივეს ვიტყოდი "დავიღალეზეც", უწმინდესისადმი ჩემი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად wub.gif

ესეც იმიტომ, რომ ამ თემაში დევს ლინკები smile.gif არც ერთი არაა კანონიკური smile.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
arali?
პოსტი Apr 20 2010, 01:48 PM
პოსტი #213


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 93
რეგისტრ.: 24-August 09
წევრი № 7,405



No Coment ...

http://www.myvideo.ge/?video_id=863737

P.S ბოდიშით,არ ვიცოდი საანა დამედო,არადა უნდა დამედო და ვინაიდან აქ უკვე მსგავსი ვიდეო იყო,ამიტომაც გავრისკე ... rolleyes.gif
თუ წასაშლელია,წაშალეთ!


--------------------
'' დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! ''
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Apr 20 2010, 01:54 PM
პოსტი #214


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



arali?

უმიზეზოდ არავინ არაფერს შლის smile.gif უნდა მიაწერო, რომ ეს არ არის კანონიკური საგალობელი, ისინი არღვევენ სინოდის განჩინებას და შენ არ ეთანხმები მათ )

ან რა საჭიროა ამ საგალობლების ასე დადება და მერე მათი გაკიცხვა? ვიცით ბატონო ვინც არიან. არაა მათი "ნამოქმედარი" ქართულ ეკლესიაში ახალი smile.gif
რა ვქნათ ახლა? სინოდმა ვერ უშველა და ჩვენ რა ვქნათ?
ვიდოეს დადების მიზეზი მითხარი და არ წავშილი smile.gif მე მიზეზს ვერ ვხედავ smile.gif მათი გაპოპილარულება უფრო გამოგდით ას ეsmile.gif

პ.ს. რა მკაცრი მოდერი ვარ biggrin.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
arali?
პოსტი Apr 20 2010, 02:10 PM
პოსტი #215


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 93
რეგისტრ.: 24-August 09
წევრი № 7,405



1) ''წაშლაში'' თვითონ ვიდეოს ავტორი ვიგულისხმე...ანუ წინა ვიდეო აღარ დევს myvideo.ge-ზე
2) არაკანონიკური რომ არის და არ ვეთანხმები ეს ჩემგან ''არ ახალია ძველია''...
3) მათი გაკიცხვა რა შუაშია,უბრალოდ ''თვალსაჩინოებისათვის''.თან შენ შეიძლება იცი მაგრამ ბევრვმა არ იცის,იმიტომაცაა ამდენი მოთხოვნა არაკანონიკურ ''საგალობლებზე'' თუნდაც ''კითხვები და თხოვნები''-ს განყოფილებაში...
4)წაშლაზე მივაწერე როგორც გინდათ ისე მოიქეცით თქო smile.gif

P.S მკაცრი ხარ,მაგრამ სამართლიანი biggrin.gif (მართლა)


--------------------
'' დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! ''
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Apr 20 2010, 04:51 PM
პოსტი #216


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



arali?

ხო რა ვიცი შენი ნებაა smile.gif მე მაინც გირჩევ რომ დაანებო ტავი მაგ ვიდეოებს biggrin.gif
მოსმენის სურვილიც არ გამჩენია, თუნდაც კრიტიკის მიზნით biggrin.gif
მე რაც მოდერი გავხდი "არაკანონიკურია მაგი"-ს მეტი არაფერი მაკერია პირზე biggrin.gif
ვეშაპო კიდე სამი წელია მაგას გაიძახის და მაინც არაფერი ეშველათ და რა ვუყო?
ბევრი განაწყენდა, ბევრმა პირად შეურაცხყოფად მიიღო, მაგრამ რა ვქნათ.. წმინდა სინოდის გადაწყვეტილება გვაქვს და ვისაც არ უნდა ნუ დაემორჩილება smile.gif
ციტატა
მკაცრი ხარ,მაგრამ სამართლიანი (მართლა)

არ შემიძლია არ დაგეთანხმო (მართლა biggrin.gif )

კანუდოსელი
ციტატა
99%-ში კი ვიცი რატომაც: კურთხევაა ასეთი და რომ კურთხევა გასცე, ზოგი ისეთი შტერი და ფილთაქვაა, ქაქსაც შეჭამს და შემდგომში ამის სულიერი მხარის შესახებაც გაშლის "აზროვნების" აფრებს

თქვენ არ გესმით სიტყვა "მორჩილების" არსი biggrin.gif

ეს ხუმრობით რა თქმა უნდა, მაგრამ მანდ მეორე მომენტიცაა smile.gif კი რა თქმა უნდა მე ვემორჩილები ჩემს სულიერ მოძღვარს (ამას არავინ კრძალავს), მაგრამ თუკი ის არ ემორჩილება მის იერარქს, ანუ კათოლიკოს პატრიარქს და არღვევს წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას? მაშინ მე მაქვს უფლება მგონი არ დავემორჩილო მოძღვარს და დავემორჩილო მასზე უპირატესს. smile.gif
ცუდაი, რომ ხშირ შემთვხევაში საპატრიარქოს ოფიციალური ოპზიცია და კონკრეტული მოძღვრის ესა თუ ის სწავლება რომ არ ემთხვევა ერთმანეთს... მე არ განვიკითხავ მათ, უბრალოდ გულდასაწყვეტია


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
arali?
პოსტი Apr 20 2010, 10:48 PM
პოსტი #217


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 93
რეგისტრ.: 24-August 09
წევრი № 7,405



პირველ რიგში ეს ვიდეო მნიშვნელობით ყველაზე მეორეხარისხოვანია,ისიც იმიტომ დავდე რომ წინა ვიდეო ინტერნეტიდან გაქრა,არადა თვალსაჩინოებისთვის მართლა კარგია.ტკბილის გემოს ვერ დააფასებ,თუ მწარე არ გასინჯე... a075.gif



--------------------
'' დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! ''
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
noone__90
პოსტი Apr 23 2010, 01:52 PM
პოსტი #218


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 112
რეგისტრ.: 13-January 10
წევრი № 7,951



წმინდა გიორგის ტროპრის ჩანაწერი ხო არ გაქვთ?გელათურის
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna_lo
პოსტი May 16 2010, 07:03 PM
პოსტი #219


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 10
რეგისტრ.: 21-January 10
წევრი № 8,017



ვინმეს ხომ არ აქვს შემთხვევით ჯვარისმტვირთველო ქართველი ერის, პატრიარქზე რომაა გალობა, რაც იდო ყველა ლინკი ვნახე მაგრამ აღარ დევს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
valeridzia
პოსტი Jun 20 2010, 01:40 AM
პოსტი #220


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 14
რეგისტრ.: 6-October 09
წევრი № 7,584



ციტატა(tamuna_lo @ May 16 2010, 07:03 PM) *

ვინმეს ხომ არ აქვს შემთხვევით ჯვარისმტვირთველო ქართველი ერის, პატრიარქზე რომაა გალობა, რაც იდო ყველა ლინკი ვნახე მაგრამ აღარ დევს



--------------------
იყავნ უფალო წყალობა შენი ჩვენზედა ვითარცა ჩვენ შენ გესავთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

17 გვერდი V « < 9 10 11 12 13 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2025 - 01:44 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი