IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> რწმენა, გონებაში შემოსული ეჭვები
llaasshhaa
პოსტი Dec 27 2007, 02:00 AM
პოსტი #1


ლაშა ქებაძე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,929
რეგისტრ.: 18-November 07
მდებარ.: საქართველო
წევრი № 3,209



დამლოცეთ მამო.

დავიწყე ეკლესიური ცხოვრება ყველფერს ვაკეთებ რაც საჭიროა, მაგრამ ძალიანხშირად გონებაში მომდის ეჭვები ვაი თუ უფალი არ არსებობს და ტყუილა ვწვალობ მაგრამ ამ აზრს უცებ ვივიწყებ და ვდევნი ჩემი გონებიდან და იესოს ლოცვაზე გდამაქ ხოლმე ყურადღება და ასე სულ გამიგრძელდება თუ უფრო და უფრო გამიძლიერდება რწმენა? სულით და გულით მინდა რო ძან მწამდეს და მწამს კიდეც და უფალს ვთხოვ ხოლმე რო ეს რწმენა გამიძლიეროს და ცოდვაში ხომ არ ვარდები ასეთი ზრი რო მომდის ხოლმე? ვცდილობ არ მომივიდეს მარა ზოგჯერ მერევა . ეშმაკის ბრძოლას ვაბრალებ sad.gif


--------------------
ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ანდრია
პოსტი Dec 27 2007, 02:53 AM
პოსტი #2


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



სარწმუნოებრივი ეჭვები თავისთავად ჯერ კიდევ არ არის ცოდვა, არამედ სულიწმიდის მადლით განუმტკიცებელი გონების თვისებაა. უფრო მნიშვნელოვანია, რას ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეჭვებმა არ გვძლიონ. რწმენა სარწმუნოებირვი საქმეებით იზრდება. როცა რაღაც გაურკვეველია ეკლესიის სწავლებაში, უნდა ვიკითხოთ. უპირველესად ვკითხოთ ჩვენს მოძღვარს. მისი კურთხევით, რამდენადაც შეგვეძლება ვეცადოთ წიგნებითაც შევიძინოთ ცოდნა. ეჭვებს ხშირად აღძრავს ბოროტი. მამათა ცხოვრებიდან ცნობილია ისეთი შემთხვევებიც, როცა ეჭვებში წლების მანძილზე ასკეტური შრომით ნაღვაწი ადამიანები ჩავარდნილან. არასდროს ვიცით, როდის დაგვესხმის თავს ეშმაკი. მაგრამ ყოველთვის, როგორც მაშველ წრეს უნდა ჩავებღაუჭოთ ეკლესიას, არ მოვშორდეთ საიდუმლოებებს – სინანულსა და ევქარისტიას, არ დავუტევოთ ლოცვა, არ შევასუსტოთ ბრძოლა ცოდვებთან და ნაკლოვანებებთან. მამა პაისის აქვს აღწერილი, თუ როგორ ჩააგდო იგი ბავშვობის ჟამს ეჭვებში ბოროტმა ბიოლოგიის მასწავლებლის პირით. ეჭვებში ჩავარდნილი, დიდხანს იტნაჯებოდა და ბოლოს ასე თქვა: „როგორც არ უნდა იყოს, ქრისტეზე უკეთესი ხომ არავინ დაბადებულა. მეც მივყვები მას და მივბაძავ”. ამის თქმა იყო და მყისვე განეშორა მას ეჭვიანობა. ადამიანის გონება ვერასდროს ჩაწვდება ღმრთის განგებულების სიღრმესა და სიდიადეს. ეშმაკი კი, როგორც ბოროტი გენია, ყოველთვის ცდილობს ისარგებლოს კაცობრივი გონების უსუსურობით. ამიტომაც ვამბობთ, რომ ეჭვიანობისაგან ხსნა არის არა გონებისმიერ შერკინებასა და კამათში ეჭვებთან, არამედ ღმრთის მცნებებითა და ეკლესიის სწავლებით ცხოვრებაში.


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 11:14 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი