IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> როკ მუსიკა, გთხოვთ გამეცით პასუხი
მიხეილი
პოსტი Dec 27 2007, 07:57 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 11
რეგისტრ.: 27-December 07
წევრი № 3,496



გამარჯობათ!

გთხოვთ თუ შეგიძლიათ გამცეთ პასუხი ამ კითხვაზე:

არის თუ არა ჩემი სულისთვის საზიანო როკ მუსიკის მოსმენა?

ყველგან წერია რომ ეს საზიანოა.

მაგრამ მე მოვისმინე მართმადიდებლურ რადიოში რომ მამაო ამბობდა იგი როკს უსმენდა. მინდა გითხრათ რომ ახლანდელი როკერები როკერებად არ ითვლებიან. ამ შემთხვევაში მინდა გავამახვილოთ ყურადღება 70 წლიან როკზე. ისინი სულ სიყვარულზე მღერიან და არ მესმის რატომ უნდა იყოს ჩემი სულისთვის საზიანო.

დიდი მადლობა წინასწარ ვინც გამცემს პასუხს და ადმინებს ბოდიში თუ ეს თემა უკვე არსებობს.


--------------------
გახსოვდეს ღმერთი, რომ მას ყოველთვის ახსოვდე შენ.

წმ. ისააკ ასური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ანდრია
პოსტი Dec 28 2007, 02:51 AM
პოსტი #2


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



როკმუსიკის შეფასება მართლმადიდებლური ცნობიერების მიერ არაერთ საიტზე, წიგნისა თუ გაზეთის ფურცლებზე გაკეთებულა. ამ ფორუმზეც იყო საუბარი როკზე. ეკლესიის კონკრეტული შეხედულება შეგიძლიათ იხილოთ „საპატრიარქოს უწყებანში” დაბეჭდილი სტატიაში, რომელიც orthodoxy. ge-ზეა განთავსებული. არ ღირს განმეორება იმისა, რაც შეგვიძლია სხვაგანაც წავიკითხოთ. უფრო სხვა მომენტებზე ღირს ყურადღების გამახვილება.

როცა სასულიერო პირის ბაგეებიდან გვესმის იმის გამართლება, რაც ზოგადად უცხოა მართლმადიდებლობისათვის, უნდა დავფიქრდეთ, რა აძლევს კონკრეტულ ადამიანს კადნიერებას იმისა, რომ საჯაროთ „გამოფინოს” საკუთარი მოსაზრება, როგორც მართლმადიდებლური. ცალკეული ადამიანის აზრი მაშინ ფასობს მართლმადიდებელ კრებულში, როცა მისი (ადამიანის) აზრი განმტკიცებულია მისივე წმიდა ცხოვრებით, მოღვაწეობით, ეკლესიის მიერ მისდამი ნდობით. განათლება, ერუდიცია საღმრთისმეტყელო საკითხებში, პოპულარობა ხალხში, აზროვნების ორიგინალობა თავისთავად ჯერ კიდევ ვერ წარმოადგენს ნდობის საფუძველს. შეიძლება სასულიერო პირმა დადებითად შეაფასოს მუსიკის რომელიმე მიმდინარეობა, მაგრამ ეს მისი კერძო აზრია, უფრო კი სულის განუკურნებლობა. 70-იანი წლები მართლაც იყო როკმუსიკის გაზაფხული. მაგრამ სიყვარული ყოველთვის როდი იყო სიმღერების თემა. თან აღსანიშნავია ისიც, რომ სიყვრულს უწოდებენ სიძვის გულისთქმასაც, ჰომოსექსუალისტთა ურთიერთობასაც და მრავალ სხვა ზნეობრივ მანკიერებას. არ უნდა დაგვაბნიოს სიტყვამ და არ უნდა აგვერიოს ხორციელი ნდომა მოყვასის მიმართ თავდადებულ სილყვარულში.

და, კიდევ ერთი რამ: შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რომელიმე წმიდანი როკმომღერალის ამპლუაში? ეკლესია კი იმისათვის ახდენს მოღვაწეთა კანონიზაციას, რომ ისინი ზნეობრივ მაგალითებად დაგვისახოს.


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th June 2025 - 02:01 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი