IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V  1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> "სინამდვილეში სინანულის არსი სულ სხვა რამეში, მდგომარეობს "დეკანოზი დიმიტრი სმირნოვი
ლილიანა
პოსტი Dec 27 2007, 11:14 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



"ადამიანს უჭირს სინანული, რადგან არ იცის, რა არის ეს. როგორც უკვე ვთქვით, ადამიანთა დიდი ნაწილი ცოდვად ცუდ საქციელს მიიჩნევს. თავის მიერ ჩადენილი რაიმე ცუდი საქციელის გახსენება კი ყველას შეუძლია. ასევე აღიქმება სინანულიც: ადამიანს სინანული ჰგონია აღსარებაში ჩამოთვლა იმისა, რაც მის სინდისს ქენჯნის. ადამიანი მიდის ტაძარში, უამბობს მოძღვარს, რა აწუხებს მის სინდისს, და მართლაც გრძნობს შვებას, მაგრამ მოხდა კი შეერთება ღმერთთან? არა, არ მოხდა. ანუ ადამიანი აღსარებაზე გარბის, როგორც რომელიღაც თერაპიულ, ფსიქოთერაპიულ სეანსზე, როგორც ფსიქოლოგთან საუბარზე: ვუამბე ჩემს შესახებ, ამიხსნეს, შვება ვიგრძენი. სინამდვილეში სინანულის არსი სულ სხვა რამეში მდგომარეობს"
ბევრს ალბათ გეცნოთ ზემოთ მოყვანილი შემთხვევა იმიტომ რო "ანუ ადამიანი აღსარებაზე გარბის, როგორც რომელიღაც თერაპიულ, ფსიქოთერაპიულ სეანსზე, როგორც ფსიქოლოგთან საუბარზე" ამ ფრაზით დეკანოზი დიმიტრი საუბრობს თანამედროვე მრევლში არსებულ პრობლემაზე და ხაზგასმით ამბობ რო "ნებისმიერი სამრევლოს მოძღვარი ეჯახება ასეთ პრობლემას: ადამიანს უჭირს სინანული, "
წერილი წავიკითხე და ლოგიკურად დამებადა კითხვა თუ სინანული ის არ არის რაც გვგონია მაშინ რა არის და როგორი გზით უნდა მივიდეთ იმ გზამდე რო ჭეშმარიტი სინანული მოვიხვეჭოთ ?
თემის გახსნის მიზანი ერთადერთია , მოვიყვანოთ ფრაზები წმინდა მამების რჩვებიდან , სახარებიდან , ქადაგებებიდან იმისათვის რო სინანულის რეალური არსის გამოძიება გაგვიადვილდეს


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
XAFRAN
პოსტი Dec 29 2007, 03:17 AM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 226
რეგისტრ.: 28-July 07
წევრი № 2,532



ლილიანა

ჭეშმარიტი სინანული ისაა, როცა ითხოვ არა მარტო საკუთარ ცოდვათა შენდობას არამედ მთელი ადამის მოდგმის ცოდვების შენდობას, რადგან კარგათ თუ დავფიქრდებით მივხვდებით, რომ შენ მიერ და სხვის მიერ ჩადენილი არაფერმა გაყო.... არ გაყო რადგან ჩვენ თავზე მეტად მოყვასზე უნდა ვფიქრობდეთ.

( მე ასე მგონია და მამათა მოსაზრებებზე ვერაფერს მოგახსენებთ.... არ ვარ განსწავლული)


--------------------
ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის. უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Dec 29 2007, 10:43 AM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



ციტატა
ჭეშმარიტი სინანული ისაა, როცა ითხოვ არა მარტო საკუთარ ცოდვათა შენდობას არამედ მთელი ადამის მოდგმის ცოდვების შენდობას

აქამდე რო მიხვიდეე გზა ხო უნდა გაიარო ? მე სწორედ ამ გზის შეცნობის ძიების პროცესში მყოფთათვის გავხსენი ეს თემა , მათვის ვისაც ერთხელ მაინც გაჩენია კითხვა არის კი ის სინანული რასაც ის კვირაში თუ თვეში ერთხელ მოძღვართან აღსარებაზე ამბობს . და ჩემი ღრმა რწმენით სინანულის გამოძიება მისი არსის გამოკვლევის ერთერთი გზა მამათა სწავლებებია , მხოლოდ მათი რჩევებში ამოკითხულმა სიღრმემ დამაფიქრა მე გამჩენოდა ეს კითხვა საკუთარ თავთან .
ვისითვის როგორ , ყველა ერთ გზით არ მივდივრთ მიზნამდე . smile.gif
თქვენი აქტიურობის მოლოდინით cool.gif
კაიროსი! biggrin.gif


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Dec 29 2007, 11:12 AM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



მე მქონია შემთხვევები, როცა წრფელი გულით მინანია, ანუ მხოლოდ აღსარების პროცესით არ დამთავრებულა, იმდენად მტკივნეულად დაჟე, რომ ბოლოს თავს ვაიძულებდი როგორმე დამევიწყებინა, თორემ შეუძლებელი ხდებოდა ჩვეულებრივი ყოფა (ჩვეულებრივი ამ შემთხვევაში ნიშნავს ბავშვებზე მიხედვა, მათზე ზრუნვა და ა.შ.). ხშირად კი ისეც ვყოფილვარ, რუსებს რომ აქვთ გამოთქმა: იზბავლენიე , ნო ნე პაკაიანიე - ანუ აღარ გამიმეორებია, მოვცილვებულვარ იმ ცოდვას , მაგრამ ვერ შემიძლია მისი წრფელი მონანიება, რაღაცით ხაფრანის განსაზღვრებას გავს ეს: მხოლოდ იმიტომ მოვცილებულვარ, რომ ვიცოდი ცუდია, სხვა არაფერი... ეს ძირითადად "თვალი თვალის წილ" პრინციპით როცა ვსარგებლობდი, იყო მომენტები, რომ სხვა გზას ვერ ვხედავდი, თუმცა ეს სხვა გზა არსებობს, და ყველამ ვიცით რა. sad.gif ბევრი მქონია აგრეთვე წინასწარ განზრახული ცოდვები, რომლებიც უნებლიე არ იყო, დაუგეგმავი. გამართლებას არ ვცდილობ, ვისთან ვიმართლო თორემ კი, იმან ხომ მაინც იცის, მაგრამ ხდებოდა იძულებითაც. არც ისე რთული საკითხია ცოდვის არსის ინტერპრეტირება, მარტივია, ნამდვილი სინანული კი ძნელი, ვიცით და მაინც... უგუნურია ადამიანი ხშირად-ზე მეტად...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Dec 29 2007, 12:41 PM
პოსტი #5


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ლილიანა
მაგ წერილში, საიდანაც ეგ ციტატა მოიყვანე, მარტო ეგ პრობლემა იყო დასმული და პასუხი არ იყო გაცემული კითხვაზე: თუ ეს არა, მაშინ რა არის სინანული და როგორ მოვიხვეჭოთ?
მე ახლა კარგად არ მახსოვს და, კარგი იქნება, თუ მისივე (დეკ. დიმიტრი სმირნოვის) პასუხს დავწერთ ამ კითხვაზე.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მიხეილი
პოსტი Dec 30 2007, 03:50 AM
პოსტი #6


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 11
რეგისტრ.: 27-December 07
წევრი № 3,496



მე იქამდე ჯერ არ მივსულვარ რომ ჩემი ცოდვები ისე მოვინანიო როგორც staywhite მ. ალბათ იქამდე გრძელი გზაა. მე 14წლის ვარ. როგორ ფიქრობთ, შემიძლია მოვინანიო ცოდვები ნამდვილი სინანულით?


--------------------
გახსოვდეს ღმერთი, რომ მას ყოველთვის ახსოვდე შენ.

წმ. ისააკ ასური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Dec 30 2007, 10:20 AM
პოსტი #7


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
თქვენი აქტიურობის მოლოდინით
კაიროსი!


უი biggrin.gif

სად ვყოფილვარ wink.gif, კარგი თემაა თუმცა ამას

ციტატა
მოვიყვანოთ ფრაზები წმინდა მამების რჩვებიდან , სახარებიდან , ქადაგებებიდან იმისათვის რო სინანულის რეალური არსის გამოძიება გაგვიადვილდეს


აქ ვერ ვხედავ,დავძებნი მერე, თუმცა ისეც არ იქცეს, რომ ციტატები იყოს მხოლოდ ლამის გაუაზრებლად smile.gif

აბა იაქტიურეთ-ი;

კაიროსი! smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Dec 30 2007, 01:18 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



ციტატა
რომ ციტატები იყოს მხოლოდ ლამის გაუაზრებლად

მხოლოდ წიტატების მოყვანით არ შემოვიფარგლოთ smile.gif

ციტატა
მაგ წერილში, საიდანაც ეგ ციტატა მოიყვანე, მარტო ეგ პრობლემა იყო დასმული და პასუხი არ იყო გაცემული კითხვაზე: თუ ეს არა, მაშინ რა არის სინანული და როგორ მოვიხვეჭოთ

მე სტატიის ( შემოკლებულ ) ვარიანტს გავეცანი , შესაძლოა სრული ვერსიაში უფრო მეტს საუბრობს დეკანოზი სმირნოვი სინანულის მოხვეჭის გზებზე .
ზემოთ აღნიშნულ სტატიაში კი დეკანოზი საუბრობს ადამიანის და უფლის გაუცხოებაზე , იმაზე რო თანამდეროვე ადამიანმა დაკარგა უნარი შეიცნოს ცოდვა და დაინახოს თუ სად იწყება უფალთან კავშირი და რა გვაშორებს უფალს !

"თანამედროვე ადამიანის ცნობიერებაში ცოდვა და მისი შედეგი აღრეულია, რაც პრობლემის ღრმად გააზრებას აძნელებს. "


არ ვიცი სტატია რომელ წლებშია დაწერილი თუმცა ეს ფრაზა "ბოლშევიკურ მონობას არა მარტო ტაძრების ნგრევა და სასულიერო პირთა ფიზიკური განადგურება მოჰყვა, არამედ საუკუნის წინ ადამიანისათვის სრულიად გასაგები მრავალი ცნების მივიწყებაც. " ცხადყოფს რო ის ბოლშევიკური მონობისგან ახლადგანთავისუფლებულ მრევლზე საუბრობს რომლიც ეკლესიაში მიუსვლელად იმყოფება ილუზიაში რო მას სწამთ ღმერთის ! smile.gif
ამიტომ მე მგონი ლოგიკურია რო სტატიაში არ ხდება ღრმა და ზედმიწევნითი გააზრება იმის თუ რა არის სინანული და როგორ უნდა მოვიხვეჭოთ ის ! ? თუმცაღა პრობლემაა ზუსტად არის დასმული და სწორედ ამ სიზუსტემ მიბიძგა გამეხსნაა თემა


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Dec 30 2007, 08:28 PM
პოსტი #9


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



ზოგჯერ აღსარებაზე ისე მივდივარ და ისე ვაბარებ,რომ იმ მომენტში შეიძლება არ განვიცდიდე ისეთ სინანულს,როგორიც სხვა დროს შეიძლება განვიცადო...

ციტატა
ჭეშმარიტი სინანული ისაა, როცა ითხოვ არა მარტო საკუთარ ცოდვათა შენდობას არამედ მთელი ადამის მოდგმის ცოდვების შენდობას, რადგან კარგათ თუ დავფიქრდებით მივხვდებით, რომ შენ მიერ და სხვის მიერ ჩადენილი არაფერმა გაყო.... არ გაყო რადგან ჩვენ თავზე მეტად მოყვასზე უნდა ვფიქრობდეთ.

არა,რაღაც ბოლომდე ვერ დაგეთანხმები.. არ ვიცი გამიგებ თუ არა, რისი თქმა მინდა,ან კარგად გადმოვცემ თუ არა.. რა თქმა უნდა,ჩვენ ჩვენს თავზე მეტად სხვაზე უნდა ვზრუნავდეთ და აუცილებლად უნდა შევავედროთ სხვისი თავი უფალს,ამიტომაც ხშირად ვიძახით: "უფალო შეგვიწყალენ",მაგრამ ასევე ვამბობთ: "უფალო, იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი". თავმდაბალ ქრისტიანს ხომ თავისი თავი ყველაზე ცოდვილად მიაჩნია.. ჩემი აზრით, არა აქვს მნიშვნელობა,საკუთარ თუ სხვის ცოდვებს შევავედრებთ უფალს,მთავარია ეს წრფელი გულით იყოს,მართლა განვიცდიდეთ ჩვენი ცოდვებით გამოწვეულ მწუხარებას,მართლა უღირსად ვთვლიდეთ თავს. ვფიქრობ,ესაა ჭეშმარიტი სინანული,ხოლო ის, რაც შენ დაწერე,ეს უფრო ჭეშმარიტი და დიდი სიყვარულია ადამიანისადმი,ეს ხომ მეორე,პირველის მსგავსი,მცნებაა: "შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვსი."


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Dec 31 2007, 06:21 AM
პოსტი #10


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ჭეშმარიტი სინანული ისაა, როცა ითხოვ არა მარტო საკუთარ ცოდვათა შენდობას არამედ მთელი ადამის მოდგმის ცოდვების შენდობას


ოპს, მაგ სიმაღლემდე მისვლამდის, სოფის არ იყოს, ჯერ საკუთარი უნდა გქონდეს კარგად შეგნებული... როგორც ვიცი,უფლება განსაკუთრებულ ლოცვაზე მსოფლიოსათვის მხოლოდ სქიიღუმენებს ეძლევათ...

საერთოდ კი "ცხონდი შენ და შენს ირგვლივ ათასები ცხონდებიან" საროველის ეს საოცარი ფრაზა, არიგებს ადამიანის სწრაფვას საკუთარი ცხონებისაკენ და მოყვასის სიყვარულს, სინანული ცოდვისადმი ორმაგია, რადგანაც ცოდვაც ორლესულია, ავნებს მცოდველს და ავნებს ყველას, ამიტომაც სინანულიც "საერთო" უნდა იყოს, მომცველი...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Jan 30 2008, 11:45 PM
პოსტი #11


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



ამას წინათ ერთ-ერთი მღვდლის ქადაგებას ვუსმინე - გულწრფელ,ჭეშმარიტ სინანულსა და ამპარტავნულ სინანულს შორის განსხვავებაზე.აქამდე ამაზე არასდროს მეფიქრა.ძალიან საინტერესოა,თუმცა ცოტა რთულად გადმოსაცემი,მაგრამ იმედია გამიგებთ რისი თქმა მინდა.

ე.ი. რაში მდგომარეობს ამპარტავნული სინანული.ადამიანს ჰგონია,რომ იგი კარგია,უნდა ეს სხვებს დაანახოს და მათ ეს აღიარონ,თვითონაც ამას აჯერებს თავის თავს. მაგრამ 'ვდრუგ' ხედავს,რომ სხვა მასზე უკეთესია,რაღაც ცოდვას ვიღაც ის არ იდენს,თვითონ კი იდენს( შეიძლება ეს მარტო ცოდვას არ შეეხებოდეს),ერთი სიტყვით,მას ადარებს თავს და იწყებს დარდს,რომ ვიღაცა რაღაცით,რაღაცაში მასზე უკეთესია, და იწყებს სინანულს,რომ ის ცუდია(მასთან შედარებით) და ამას ხშირად ახლავს ხოლმე სასოწარკვეთა,უხასიათობა,უიმე
დობა,მოკლედ,პაწა დეპრესია.
საქმე იმაშია,რომ ის გულით და სულით უნდა იყოს თავმდაბალი,ყველაზე უღირსი...



ეჰ,საოცარი თვისებაა თავმდაბლობა,რომელსაც ახლავს სიმშვიდე,თავშეკავებულობა,და რა ვიცი,კიდევ სხვა ბევრი კარგი თვისება.

ხოლო "თავშეკავება თვით აღასრულებს ყველა მცნებას".


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Jan 31 2008, 12:02 AM
პოსტი #12


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



სინანულზე


ბერი. მე ჩავვარდი მძიმე ცოდვაში და მინდა სამ წელიწადს ვიყო სინანულში,ეს დრო საკმაო არის იმისთვის,რომ განვიწმინდო ცოდვებისაგან?
წმ.პიმენ. ბევრია.
ბერი. მაშ ნება მომეცი,მამაო,ერთ წელიწადს ვიყო სინანულში.
წმ.პიმენ. ბევრია.
ბერი. მაშ საკმაოა ორმოცი დღე სინანულისთვის?
წმ.პიმენ. ბევრია. - მე ასე ვფიქრობ,თუ კაცი შეინანებს ყოვლითა გულითა და მტკიცედ გადაწყვეტს,რომ ცოდვას არ დაუბრუნდება,არ გაიმეორებს,ღმერთი სამი დღის სინანულსაც მიიღებს და შეიწყნარებს.

"უსჯულოება ჩემი მე უთხრა და ვზრუნვიდე მე ცოდვისა ჩემისათვის." (ფსალ. 37, 18)


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
llaasshhaa
პოსტი Jan 31 2008, 02:52 AM
პოსტი #13


ლაშა ქებაძე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,929
რეგისტრ.: 18-November 07
მდებარ.: საქართველო
წევრი № 3,209



ციტატა
ბერი. მე ჩავვარდი მძიმე ცოდვაში და მინდა სამ წელიწადს ვიყო სინანულში,ეს დრო საკმაო არის იმისთვის,რომ განვიწმინდო ცოდვებისაგან?
წმ.პიმენ. ბევრია.
ბერი. მაშ ნება მომეცი,მამაო,ერთ წელიწადს ვიყო სინანულში.
წმ.პიმენ. ბევრია.
ბერი. მაშ საკმაოა ორმოცი დღე სინანულისთვის?
წმ.პიმენ. ბევრია. - მე ასე ვფიქრობ,თუ კაცი შეინანებს ყოვლითა გულითა და მტკიცედ გადაწყვეტს,რომ ცოდვას არ დაუბრუნდება,არ გაიმეორებს,ღმერთი სამი დღის სინანულსაც მიიღებს და შეიწყნარებს.

"უსჯულოება ჩემი მე უთხრა და ვზრუნვიდე მე ცოდვისა ჩემისათვის." (ფსალ. 37, 18)

ძალიან მომეწონა და ცოტა დავწყნარდი . მადლობ სოფი :*


--------------------
ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დავით ივერიელი
პოსტი Jan 31 2008, 03:04 AM
პოსტი #14


Illuminatus
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,988
რეგისტრ.: 27-July 06
მდებარ.: L.o.r.i.e.n.
წევრი № 21



"მონანული ვაჭარი თავმდაბლობას ყიდულობს"
"სინანული არის თავის დამსჯელი ფიიქრი და არაფერზე ზრუნვა, გარდა საკუთარი სულისა"
"სინანული თავის დასჯაა არადამამცირებელი"
"სინანული ნებისა და უკეთურების უარმყოფელი ნუგეშის კარია"

წმ. იოანე სინელი

ამ უკანასკნელიდან რატომღაც ისეთი აზრი გამომაქვს, რომ ჭეშმარიტი სინანული მაშინ არის, როდესაც ცოდვა აღარ მეორდება, ანუ ქრისტეს სიყვარული და ძველი დაცემა იდენად გახსნებს თავს, ორმ იგივე ცოდვას ვეღარ იდენ smile.gif


--------------------
მერე რა რომ . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი Jan 31 2008, 03:57 AM
პოსტი #15


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



აუ მე ყველაზე ძალიან ის მაწუხებს რომ სი ჩემი ცოდვების გამო დიდი სინანული არ მაქვს.sad.gif და ძალიან მიჭირს რა.
სულიერად რაღაც მაგარი ცუდად ვარ და ვხვდები რომ ეს იმის ბრალია რომ სინანული არ მაქვს ჩემი ცოდვების.sad.gif
მეც მაგრად მაინტერესებს წმინდა მამების აზრი სინანულთან დაკავშირებით.


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Jan 31 2008, 11:01 AM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



არასწორი იქნება თქვა სინანული მაქვს ან არ მაქვს, სწორია თქვა რა დონის სინანული გაქვს...

მაღალი ხარისხის სინანული ადამიანის მეტამორფოზას, ანუ ფერისცვალებას იწვევს, ცვლის რა ადამიანის დამოკიდებულებებს სამყაროსთან, ტავის თავტან, ცოდვასთან თუ ღმერთთან დაკავშირებით ცვლის თვითონ ადამიანის სულიერ, და განსაკუთრებულ შემთხვევებში ფიზიკურ სტრუქტურასაც...

ახსარება თავის თავში ატარებს სინანულის ნაკვერცხალს, 1000 ახსარება ერთ 100%-იან სინანულს შეიძლება უდრიდეს... ზოგადად... ახსარება აღვივებს სინანულს, ამიტომ მრავალჯერადი ახსარებითაც მიიღწევა შედეგები... თუმცა არსებობს ახსარებები, რომლებიც სინანულს საერთოდ არ ატარებენ, - ეს ნამდვილი ტრაგედიაა...



--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Jan 31 2008, 01:51 PM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



წმინდა ეგნატე ბრიანჩინინოვი წერს რო სწორი ლოცვის საწინდარი სინანუილია რო თუ ლოცვის პირობად სინანული და სიმდაბლე არ ახლავს და თუ მხოლოდ ყალბი განცდებით , ლოცვაზე მაღალი წარმოდგენით თვითტკბობას ეძლევა ნაყოფიც შესაბამისად იქნება არა მადლისმიერი ლოცვა არამედ თვითწარმოდგენა იმიტაციია იმის რო ფლობ განსაკუთრებული ლოცვის უნარს .
მაგრამ აამასთან აღნიშნულ წიგნში რომლის კითხვაც დღეების წინ დავამთავრე წმინდა ეგნატე ერთ ერთ ნაწილში საუბრობს რო ადამიანი მლოცველი უნდა იხსენებდეს ჩადენილ ცოდვებს რო ისინი დავიწყებას არ მიეცნენ უმცირესი სინანულიც რო გამოვიწვიოთ ესეც შედეგია ჩემი აზრით
სინანული ხო ნაყოფია რომელიც შრომით მიიღწევა .....


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Apr 24 2008, 05:45 PM
პოსტი #18


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ციტატა(ლილიანა @ Dec 27 2007, 11:14 PM) *

"ადამიანს უჭირს სინანული, რადგან არ იცის, რა არის ეს. როგორც უკვე ვთქვით, ადამიანთა დიდი ნაწილი ცოდვად ცუდ საქციელს მიიჩნევს. თავის მიერ ჩადენილი რაიმე ცუდი საქციელის გახსენება კი ყველას შეუძლია. ასევე აღიქმება სინანულიც: ადამიანს სინანული ჰგონია აღსარებაში ჩამოთვლა იმისა, რაც მის სინდისს ქენჯნის. ადამიანი მიდის ტაძარში, უამბობს მოძღვარს, რა აწუხებს მის სინდისს, და მართლაც გრძნობს შვებას, მაგრამ მოხდა კი შეერთება ღმერთთან? არა, არ მოხდა. ანუ ადამიანი აღსარებაზე გარბის, როგორც რომელიღაც თერაპიულ, ფსიქოთერაპიულ სეანსზე, როგორც ფსიქოლოგთან საუბარზე: ვუამბე ჩემს შესახებ, ამიხსნეს, შვება ვიგრძენი. სინამდვილეში სინანულის არსი სულ სხვა რამეში მდგომარეობს"
ბევრს ალბათ გეცნოთ ზემოთ მოყვანილი შემთხვევა იმიტომ რო "ანუ ადამიანი აღსარებაზე გარბის, როგორც რომელიღაც თერაპიულ, ფსიქოთერაპიულ სეანსზე, როგორც ფსიქოლოგთან საუბარზე" ამ ფრაზით დეკანოზი დიმიტრი საუბრობს თანამედროვე მრევლში არსებულ პრობლემაზე და ხაზგასმით ამბობ რო "ნებისმიერი სამრევლოს მოძღვარი ეჯახება ასეთ პრობლემას: ადამიანს უჭირს სინანული, "
წერილი წავიკითხე და ლოგიკურად დამებადა კითხვა თუ სინანული ის არ არის რაც გვგონია მაშინ რა არის და როგორი გზით უნდა მივიდეთ იმ გზამდე რო ჭეშმარიტი სინანული მოვიხვეჭოთ ?
თემის გახსნის მიზანი ერთადერთია , მოვიყვანოთ ფრაზები წმინდა მამების რჩვებიდან , სახარებიდან , ქადაგებებიდან იმისათვის რო სინანულის რეალური არსის გამოძიება გაგვიადვილდეს
ეს საერთო პრობლემაა მართლაც. სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე თუ სინანულის (ან სინანულის სურვილის მაინც) გარეშე მივდივარ, შვებას არ ვგრძნობ. ნამდვილი სინანული იშვიათი სტუმარია. თუ ამისკენ მიისწრაფვი, პირველ ეტაპზე ესეც საკმარისია. მერე მოგცემს უფალი, უმისოდ ხომ ჩვენ ვერაფერს მოვიპოვებთ. როგორ ვეცადოთ და რავიცი, უნდა ვიიქროთ ალბათ ცვენს ცოდვებზე და იმაზე, როგორისზაგელნიი არიან ისინი უფლისათვის, და რა უმადურობაა ჩევენი მხრიდან ასეთი საქციელი მისი უსაზღვრო წყალობის სანაცვლოდ.


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
- თეკლა -
პოსტი Apr 24 2008, 09:46 PM
პოსტი #19


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 19-March 08
წევრი № 4,245




გამარჯობათ, ჩემო კარგებო -
გავბედავ და ვიტყვი, რომ ძალიან დიდი სინანული ვიგრძენი პირველი აღსარების ჩაბარებისას, ცრემლები მახრჩობდა და გული კი ხარობდა - ნამდვილად შეიცვალა ჩემი აზროვნება, ჩემი გრძნობები და ვისურვებდი, რომ ეს ყოველდღიურად შემეგრძნოს, არა მარტო მე, არამედ ყველა ჩვენთაგანს და ჩვენი ცოდვები მართლაც მთელი შემეცნებით გვეღიარებინოს, რათა უფრო დავუახლოვდეთ უფალს.

"ჩვენმა სინანულმა უნდა შეაღწიოს ჩვენი სულის სიღრმეში, შეძრას და სრულებით შეცვალოს იგი – აზრებით, გრძნობებითა და მისწრაფებებით.

როგორ ვისწავლოთ სულისათვის სასარგებლო გლოვა? – ვისაც თვალწინ ახლობელი მიცვალებული ჰყავს, მას განა დასჭირდება ტირილის სწავლა? შენს წინ ცოდვებით მომკვდარი შენი სული ასვენია, იგი შენთვის მთელს ქვეყანაზე ძვირფასია. ნუთუ არ იტირებ მისთვის?

საკუთარი არარაობის შეცნობა - ამაზე უნდა ვიფიქროთ არა თვეში ერთხელ ან კვირაში ერთხელ, არამედ ყოვლდღიურად, ყოველწუთიერად, სანამ სინანულის გრძნობა არ შეერწყმება ჩვენს არსებას, არ გაგვიჯდება ძვალსა და რბილში, არ გახდება ჩვენი სულის განუყოფელი ნაწილი; და როდესაც შევიძენთ ამ უხრწნელ საგანძურს, სიცოცხლის ბოლომდე თვალისჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ მას."
სქემიღუმენი საბა

გაგვაძლიეროს უფალმა

თიკო


--------------------
არ შეიძლება ითქვას - ჩვენ გვიყვარს ღმერთი, მაგრამ არ გვიყვარდეს ადამიანი...
უსიყვარულოდ შეუძლებელია ცხოვრება, უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი.
გვიყვარდეს მოყვასი ჩვენი;
გვიყვარდეს, თუ გვინდა ვიპოვოთ ღმერთთან მისასვლელი გზა...
თუ გვინდა, ვიყოთ ბედნიერნი.
მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიპოვებს ადამიანი მადლსა ღვთისასა,
როცა სულიერად გაძლიერდება და ამაღლდება.

ილია II
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino_ni
პოსტი Apr 24 2008, 10:26 PM
პოსტი #20


nino
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,653
რეგისტრ.: 22-March 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,293



ციტატა
როგორ ვისწავლოთ სულისათვის სასარგებლო გლოვა? – ვისაც თვალწინ ახლობელი მიცვალებული ჰყავს, მას განა დასჭირდება ტირილის სწავლა? შენს წინ ცოდვებით მომკვდარი შენი სული ასვენია, იგი შენთვის მთელს ქვეყანაზე ძვირფასია. ნუთუ არ იტირებ მისთვის?

ნამდვილად ძლიერი სიტყვებია yes.gif
სხვისი არ ვიცი მაგრამ,მე პირადად ვიცი,ყველა ცოდვა რომელიც აღსარებაში მაქვს ნათქვამი არ მომტევებია.მიზეზი?მე ყველაზე კარგად ვიცი,რომელი ცოდვა ვინანე წრფელი გულით და რომელი "ისე რა"გულით.ვაღიარებ,ს ცუდია,მგრამ რეალურად ესეა,არა მარტო ჩემ შემთხვევაში,ალბათ ყველამ რომ ჩავიხედოთ ჩვენ გულებში იგივეს აღმოაჩენთ (თუ ვერ აღმოაჩენთ ამაზე კაი რა არის smile.gif )


--------------------
სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/

შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V  1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th April 2021 - 08:03 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი