![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
შოთაძე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() შოთა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,169 რეგისტრ.: 26-April 07 მდებარ.: სევდიან ფიქრებში წევრი № 1,766 ![]() |
დამლოცეთ მამაო
მამაო მაინტერესებს მთასვლელ ადამიანებთან რა დამოკიდებულება აქვს ეკლესიას ანუ მთასვლელი მთაში რომ მიდის რაც არ უნდა ძლიერი იყოს მაინც არის რისკი დაღუპვის და ჩემის აზრით ერთადერთი სპორტია სადაც შურისძიება არ არსებობს ანუ ფეხბურთში ყოველთვის ადამიანების ბრძოლა იმართება და მთასვლელი მთაში მხოლოდ ბუნებას ებრძვის და მეგობრის გადასარჩენად იბრძვის და კიდევ მთასვლელობაში გამიგია რამოდენიმე ფაქტი რომ ხშირად როდესაც გუნდი გასაჭირში ვარდება და ერთ თოკზე რამოდენიმე ადამიანი კიდია და თოკი ვერ უძლებს ერთერთს გადაუჭრია თოკი და თავი მოუკლია მისი მეგობარი რომ გადარჩენილიყო და ცოდვა არის თუ არა ეგრე რო თავს მოიკლავს? მემგონი კარგად ჩამოვაყალიბე ![]() წინასწარ დიდი მადლობა -------------------- „მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“
მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი |
m16 |
![]()
პოსტი
#2
|
![]() .......... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,739 რეგისტრ.: 2-July 07 მდებარ.: Rustavii წევრი № 2,365 ![]() |
ციტატა ერთ თოკზე რამოდენიმე ადამიანი კიდია და თოკი ვერ უძლებს ერთერთს გადაუჭრია თოკი და თავი მოუკლია მისი მეგობარი რომ გადარჩენილიყო და ცოდვა არის თუ არა ეგრე რო თავს მოიკლავს? ეგ მეც განსაკუთრებულათ მაინტერესებს -------------------- :)
|
დეკ. ანდრია |
![]()
პოსტი
#3
|
* * * ![]() ![]() ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 500 რეგისტრ.: 20-October 06 მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია წევრი № 296 ![]() |
ხიფათი მუდმივი თანმდევია ადამიანის მიწიერი ცხოვრებისა. მაგრამ არის ხიფათი, რომელშიც უნებლიეთ ვვარდებით, არის ხიფათი, რომლელსაც ვერ ავიცდენთ, და არის ხიფათი, რომელშიც ნებით ვიგდებთ თავს პრაქტიკული საჭიროების გარეშე. ამ უკანასკნელ შემთხვევას ღმრთის გამოცდა ეწოდება და მის გამო დაღუპული ადამიანი ცოტატი თუ ჯობია თვითმკვლელს. მთამსვლელობა სერიოზულ ხიფათს უკავშირდება. არის შემთხვევები, როცა მთამსვლელური გამოცდილება აუცილებელია სამხედრო, სამაშველო ან სხვა პრაქტიკული საქმიანობისათვის. ასეთი შემთხვევისათვის უნდა იწვრთნებოდეს ადამიანი და ეს არ არის ღმრთის გამოცდა. მაგრამ არის სხვა შემთხვევაც, როცა
ციტატა მთასვლელი მთაში მხოლოდ ბუნებას ებრძვის. სინამდვილეში ეს არა ბუნებასთან ჭიდილია (რომელიც თავისთავად უკვე უზრობაა), არამედ ადამიანური ამპარტავნების გამოვლინება. ასეთი მოტივაციით ხიფათში თავის ჩაგდება ღმრთის გამოცდაა. ადამიანი ღმერთმა შექმნა მეფედ ქმნილებისა და ბუნება ემორჩილებოდა მას. მაგრამ დაცემით კაცმა დაკარგა ეს მდგომარეობა. მისი უღმერთოდ დაბრუნების მცდელობა მხოლოდ იმიტაციაა ბუნებაზე მეფობის. აბა რა მოაკლდება მთას იმით, რომ ჩვენ დავლაშქრავთ? ბუნებაზე ჭეშმარიტი მთავრობის გზას მაცხოვარი ცოცხალი რწმენის მოპოვებაში გვისახავს. „ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ გაქუნდეს სარწმუნოებაჲ და არა შეორგულდეთ, არა ხოლო ლეღჳსაჲ ამის ჰყოთ, არამედ ჰრქუათ თუ მთასა ამას: აღიფხუერ ამიერ და შთავარდი ზღუასა! _ იყოს ეგრე” (მთ.17,20). ვინ უფროა მძლეველი ბუნებისა: ლეგენდად ცნობილი მთამსვლელი, თუ ის წმიდა მამა, რომელიც მარკოზ ეფესელის ცხოვრებაშია მოხსენებული, რომელის სიტყვას მთა დაემორჩილა და დაძრა? არის სხვა მიდგომაც, როცა ადამიანი ფიქრობს, რომ საკუთარ თავს ძლევს. მაგრამ საკმარისია მოინდომოს ერთი პატარა ცოდვის დაძლევა საკუთარ გულში, და მყისვე ხედავს ადამიანურ უსურობას. გმირობის სარბიელი უფრო ჩვენი გულია, ვიდრე გარემო.რაც შეეხება შეკითხვის მეორე ნაწილს, მოყვასის გადარჩენისათვის თავის გაწირვა თავდადებაა და არა თვითმკვლელობა. მაგრამ ვაი მას, ვინც საჭიროების გარეშე ჩაიგდო თავი ისეთ ხიფათში, რომლიდან მის დახსნას ძმის სიკვდილი დასჭირდა. სულაც არ მინდა იმის თქმა, რომ ალპინიამი დასაძრახია. პირიქით, ის ნამდვილ ვაჟკაცობას მოითხოვს. საუბარია მხოლოდ მოტივაციაზე და არა ქმედებაზე. -------------------- პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 01:58 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი