IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> კითხვა მამა ანდრიას
ana-bana
პოსტი Jan 3 2008, 03:34 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 401
რეგისტრ.: 24-August 07
წევრი № 2,639



დამლოცეთ მამა ანდია
თქვენ ბრძანეთ: " მაგრამ ადამიანები, რომელთაც იციან ჭეშმარიტება და ნებით ეწინააღმდეგებიან მას, ვერ იქნებიან მოხსენიებულნი ლოცვაში." მაპატიეთ ალბათ ჩემი უმეცრების გამო გამიჩნდა ეს კითხვა,მაგრამ ვერ მივხვდი რატომ არ შეიძლება ვილოცოთ მათთვის,ვინც იცის ჭეშმარიტება და ნებით ეწინააღმდეგება,ისინი ხომ ეშმაკს ყავს შეცდენილი და რატომ ვერ ვთხოვთ უფალს მათ გამოხსნას? მაშ რა უნდა ვქნათ,ვუყუროთ როგორ იღუპებიან? თუ არსებობს კიდევ სხვა გამოსავალი?
კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს..


--------------------
უფალო შემიწყალე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ანდრია
პოსტი Jan 7 2008, 09:12 PM
პოსტი #2


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



ღმერთმა დაგლოცოთ, ანა.

აი, რას ბრძანებს ღირსი მამა იუსტინე (პოპოვიჩი) (იხ. Архимандрит Иустин (Попович). "Толкование на первое соборное послание святого апостола Иоанна Богослова"
სახარების შესაბამისად იქცევა ის, ვისაც სურს ყველას გადარჩენა და იღვწის ამისთვის. ეს არის ქრისტეს სურვილი ჩვენს მიმართ და უნდა იქცეს ჩვენს სურვილად. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არავის ვუსურვებთ ყოფნას ცოდვაში და რამე ცოდვისმიერში, არამედ გვწადია ყველა იყოს სიკეთესა და ყოველივე ღმრთისსათნოში.

ჩვენ არავის ვუსურვებთ სიკვდილს და რაიმე მომაკვდინებელს, არამედ ყოველთვის ვუსურვებთ უკვდავებას და იმას, რასაც მიჰყავს მისკენ. ჩვენ არავის ვუსურვებთ იყოს ეშმაკთან და რაიმე ეშმაკისმიერთან, არამედ ვუსურვებთ ყველას იყოს ქრისტესთან. ადამიანები, რომელთაც უყვართ ცოდვა, სიკვდილს უსურვებენ საკუთარ თავს. თუ ვინმემ შეუქცეველად შეიყვარა ცოდვა, ასეთი უკვე მკვდარია, იგი თვითმკვლელია.

თუ ვინმეს სურს ცოდვა სხვისთვის, იგი უსურვებს მას სიკვდილს, რადგან "და ცოდვაჲ იგი სრულ იქმნის და შვის სიკუდილი" (იაკ. 1,15).

არსებობს ორის სახეობა ცოდვისა: არასასიკვდინე ცოდვა და სასიკვდინე ცოდვა. არასასიკვდინე არის ის ცოდვა, რომლელსაც ინანიებს ადამიანი. ყოველ ცოდვას მიჰყავს სული პატარა სიკვდილამდე. სინანულით ადამიანი განაძევებს ცოდვას საკუთარი თავიდან, განაძევებს სიკვდილს და მკვდრეთით აღადგენს სულს. სინანული არის არა მხოლოდ მეორე ნათლობა, არამედ პირველი აღდგომაც, მკვდრეთით აღდგომა. სინანული განაქარვებს სულის სიკვდილს, მიყავს რა ადამიანი მარადიული ცხოვრებისაკენ. ასე რომ, თუ ადამიანმა შესცოდა და ინანიებს, ხდება მისი მკვდრეთით აღდგინება, "მომკუდარ იყო და განცოცხლდა, წარწყმედულ იყო და იპოვა (ლკ. 15,32). ამრიგად, ყოველი ცოდვა, რომლელიც მოინანია ადამაინმა არის არასასიკვდინე ცოდვა, რადგან ბრძანებს უფალი: "დაღათუ შჳდ-გზის დღესა შინა შეგცოდოს და შჳდ-გზის მოაქციოს და გრქუას შენ: შევინანე, მიუტევე მას” (ლკ. 17,4). სასიკვდინე ცოდვა – ეს არის ყოველი მოუნანიებელი ცოდვა. ეს ნიშნავს იმას, რომ ცოდვა, რომელშიც ადამიანი რჩება ნებით, მადლიერებით და უდრეკად არის სასიკდვდინე ცოდვა.

ასეთი ცოდვა იწვევს სულის სიკვდილს, და სიკვდილი არა არის რა, თუ არა სულის განშორება ღმრთისაგან, სულის მიერ ღმრთისა და მისი ყოვლადწმიდა ნიჭებისა და ძალების დაკარგვა.

წმიდა იოანე ღმრთისმეტყველი გვმოძღვრავს: "უკუეთუ ვინმე იხილოს ძმაჲ თჳსი, რომელი ცოდვიდეს ცოდვასა არა სასიკუდინესა, ითხოვოს და მოსცეს მას ცხორებაჲ, რომელნი-იგი ცოდვიდენ არა სასიკუდინედ; არს ცოდვაჲ სასიკუდინე, არა მისთჳს ვიტყჳ, რაჲთა ითხოოს". ითხოვს და ღმერთი მისცემს მას ცხოვრებას. სცოდა და ამიტომ თვითონვე მოიკლა თავი. თუ ითხოვს, მიეცემა მას სინანული და სინანულთან ერთად მკვდრეთით აღდგომა, ცხოვრება. ამგვარად, სინანულის ლოცვა არის სიკვდილის მძლეველი, არის მკვდრეთით აღმადგინებელი. და ეს ხდება, როცა ვინმე ლოცულობს გულწრფელად და ნანობს გულწრფელად. სასიკვდინედ მცოდველზე კი ნურავინ ითხოვს. რატომ? იმიტომ, რომ ადამიანი მთელი თავის არსით, მთელი სულით, მთელი ძალით, მთელი ნებით შეერწყმის ცოდვას რჩება მასში ნებაყოფლობით და მადლიერებით. მას არ უნდა არც უარყოს იგი, არც კი შეიძულოს იგი. და ეს უკვე არის მეორე სიკვდილი, რომლიდანაც იგი ვერ აღდგება. ღმერთს არ სურს "ძალით" მისცეს ასეთ ადამიანს სინანული. არ სურს, არ უნდა და არც ძალუძს, რადგან "ღმერთი სიყვარული არს", და სიყვარული განაღმრთობს, ცოცხლოხლობს და არსებობს. ღმერთმა სიყვარულით შექმა ღმრთივმიმსგავსებული სიყვარულის მქონე ადამიანი. ღმერთს რომ ძალით მიეცა ადამიანისათვის თავისი ნება, თავისი სახარება, თავისი ცხოვნება, თავისი სასუფეველი, მაშინ ამით ის განაქარვებდა ადამიანურ თავისუფლებას, ადამიანის დამოუკიდებლობას (თავისთავადობას). მაშინ ადამიანი არ იქნებოდა ადამიანი და იქცეოდა მარიონეტად, მანქანად, რობოტად. ღმერთს კი, რადგანა იგი არის სიყვარული, არა შეუძლია გააკეთოს რაიმე მსგავსი, რადგან ეს უბრალოდ არ ახასიათებს სიყვარულს. თუ ღმერთი გააკეთებდა ამას, იგი უკვე არ იქნებოდა სიყვრული. და თუ არ იქნებოდა სიყვარული, არ იქნებოდა ღმერთი. ამ მიზეზის გამო საიდუმლოთა მჭვრეტელი გვირჩევს, რომ უჯეროა ლოცვა სასიკვდინედ მცოდველისათვის. ამგვარად იგი გვაძლევს მითითებას, რა არის ჯეროვანი ვითხოვოთ ღმრთისაგან ლოცვაში და რა არა."


არის განსხვავება შეცდენილსა და ნებსით მცოდველს შორის. შეცდომილმა არ იცის, ვის უსმენს. მაგრამ როცა ადმიანმა იცის, რომ მისი დგომარეობა, ქმედება და აზრი ეწინააღმდეგება სახარებისეულს სწავლებას და არც სურვილს იჩენს და არც მცდელობას გადარჩენისა, არამედ მედგრად რჩება თავის აზრზე, თავის ცოდვაში, ასეთ ადამიანს ვერ შევეწევით ლოცვით. მივანდოთ ასეთი ღმერთს, რომელსაც ჩვენზე მეტად უყვარს თავისი ქმნილება და ნუ ვთხოვთ იყოს მოძალადე ადამიანის სულზე, ადამიანი თავისუფლებაზე. რამდენადაც შეგვეძლება პირადი ცხოვრებით ვაჩენოთ ასეთ ადამიანს, რა არის ქრისტეანობა. და ისევ და ისევ, მივანდოთ ღმრთის ნებას.


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th May 2024 - 04:32 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი