IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> შეკითხვა
GIO26
პოსტი Jan 7 2008, 01:53 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 2
რეგისტრ.: 7-January 08
წევრი № 3,564



დამლოცე მამა.
ნაკურთხი ჯვარი დავკარგე, მირჩიეთ როგორ მოვიქცე ძალიან განვიცდი.

გილოცავთ შობას.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zik_i
პოსტი Jan 7 2008, 09:01 PM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 3
რეგისტრ.: 7-January 08
წევრი № 3,565



დამლოცეთ მამო.
არ ვარ ღვთის მოსაწონი შვილი, უამრავი ცოდვა მაქვს ჩადენილი დავივიწყე ღვთის სახლიც დიდი ხანია რაც ეკლესიასში არ ვყოფილივარ, როდესაც დავაპირებ
ეკლესიასში წასვლას ყოველთვის რაღაც მიშლის ხელს, და თუ მივედი, დიდი ხანი ვერ ვძლებ. მონასტერში ვიყავი ასული ღვთაებაში მამაომ პარაკლისი გადამიხადა,
ამდროს თურმე ცუდათ გამხდარვარ, იქაც ვერ გავძელი და წამოვედი, როგორ მოვიქცე ეს შებრძოლებები როგორ გადავლახო.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ანდრია
პოსტი Jan 8 2008, 11:00 PM
პოსტი #3


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



GIO26
შეიძინეთ ახალი ჯვარი, გიკურთხევთ მოძღვარი და ატარეთ პატივით. დაკარგვისათვის კი, თუ ეს დაუდევრობით მოხდა, ეპიტემიის ტვირთვა მოგიწევთ. ამის თაობაზე შეგიძლიათ გაესაუბროთ იმ მოძღვარს, რომელიც ჯვარს გიკურთხევთ.
------------------------------

zik_i
როცა ადამიანი ინათლება, მას ეწოდება „ახალი მხედარი ქრისტეს ღმრთისა”. სულიერი ცხოვრება – სულიერი ბრძოლაა უკეთურებასთან, ვნებასთან, ცოდვასთან, თვით ეშმაკთან. არ უნდა გვეგონოს, რომ ეს ადვილია. დროდადრო შეიძლება წავაგოთ ცალკეული ბრძოლა, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს ომის წაგებას. ეკლესიური ცხოვრებით ადამიანი ეკარგება დემონურ სამყაროს და, ბუნებრივია, რომ ბოროტი ყველანაირად ცდილობს აგვარიდოს ეკლესიას. მაცხოვნებელი ღმრთის მადლია და არა ჩვენი ადამიანური ძალები. მაგრამ ჩვენ უნდა ვეცადოთ უერთგულოთ ღმერთს, ეკლესიას. თხოვეთ უფალს თქვენივე სიტყვებით, რომ შეგაძლებინოთ ეკლესიური ცხოვრება. გადახედეთ განვლილ გზას და ეცადეთ არ ჩატოვოთ გულში მოუნანიებლად თუნდაც უმცირესი ცოდვა. არ შეურიგდეთ ნაკლოვანებას, ნუ იტყვით, რომ ადამიანი ხართ და არა ანგელოზი და გეპატიებათ. ჩვენი მცდელობა – საქმით აღვლენილი ლოცვაა. როცა ძვალსა და რბილში გაგიჯდებათ ადამინური ძალების უსუსურობის განცდა, მოგხედავთ უფალი და შეგაძლებინებთ. მთავარია არ დაკარგოთ იმედი და არ დაყაროთ ფარ-ხმალი.


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th June 2024 - 12:56 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი