IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

5 გვერდი V « < 2 3 4 5 >  
Reply to this topicStart new topic
> ტერენტი გრანელი, XX საუკუნის პოეზია
iisperiTOVLI
პოსტი May 6 2008, 06:37 AM
პოსტი #61


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,989
რეგისტრ.: 25-April 08
წევრი № 4,650



ტერენტი გრანელი (კვირკველია) (1897-1934) (ბიოგრაფიული ცნობები) ტერენტი გრანელი (კვირკველია) დაიბადა 1898 წლის 3 ივნისს (ძვ. სტ.) წალენჯიხაში, ღარიბი გლეხის სამსონ კვირკველიას ოჯახში. ხუთი წლისაც არ იყო, რომ დედა გარდაეცვალა. სამსონმა ცოლად შეირთო დარია მებონიას ქალი, რომელიც საბედნიეროდ, მეტად სათნო დედინაცვალი გამოდგა. ტერენტის ორი და ჰყავდა - მაშო და ზოზია. დედინაცვალს განსაკუთრებით ტერენტი ჰყვარებია. მორწმუნე დარიას ხშირად დაჰყავდა პატარა ტერენტი წალენჯიხის მაცხოვრის ეკლესიაში, კვირის წირვებზე. ამ თბილი დედაშვილური დამოკიდებულების ნიშნად პოეტმა სონეტი უძღვნა დედინაცვალს. მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, მშობლებმა შვიდი წლის ტერენტი წალენჯიხის სოფლის სასწავლებელში მიაბარეს. სკოლაში „მოწაფეთა მეფეს“ ეძახდნენ. წიგნების სიყვარული ტერენტის გაუღვივა ზუგდიდის მაზრაში საყოველთაოდ ცნობილმა მწიგნობარმა იაკობ შანავამ. პირველად მის ბიბლიოთეკაში ეზიარა მომავალი პოეტი კლასიკური ლიტერატურის შედევრებს. ტერენტი სწავლასთან ერთად საოჯახო საქმიანობაშიც სიბეჯითეს იჩენდა: სკოლიდან მობრუნებული გვიან ღამემდე იჯდა მამის სახელოსნოში და წაღებს კერავდა.

გავიდა ხანი. უბედურმა შემთხვევამ (სახლი დაეწვათ) ტერენტი მეექვსე კლასიდან მოსწყვიტა სწავლას. მიუხედავად ამისა, იგი უფრო მეტი მონდომებით ეწაფება შანავას ბიბლიოთეკის წიგნებს. უღარიბესი გლეხის შვილმა ბავშვობიდანვე გამოსცადა ცხოვრების სიმკაცრე. გახდა გულჩათხრობილი, სევდიანი. სინამდვილე, რომელშიც ტერენტი გრანელს უხდებოდა პირველი ნაბიჯების გადადგმა, აღსავსე იყო წინააღმდეგობებით. იგი გაიტაცა ეროვნული თავისუფლების იდეამ. ტერენტი, როგორც თავისი ქვეყნისა და ხალხის მხურვალე მოტრფიალე, მტკიცედ დადგა იმ ინტელიგენციის მხარეზე, რომლის უპირველესი მიზანი რუსეთის თვითმპყრობელური რეჟიმისაგან განთავისუფლება იყო. იგი წერდა: „ეროვნული თავისუფლება ეს უდიდესი პრობლემაა ამა თუ იმ ერის ცხოვრებაში... დეე ყველამ გაიგოს, რომ ჩვენ გვწყურია თავისუფალი ცხოვრება, და არავის ნებას არ მივცემთ აბუჩად აიგდოს ჩვენი უზენაესი უფლებები“ (გაზ. „ია“, 1919 წ.).

ოცი წლის ტერენტი მთელი სერიოზულობით მსჯელობს ეროვნულ პრობლემაზე:

„ამ დაბაში (იგულისხმება ოჩამჩირე) იშვიათად ნახავთ ქართულის მცოდნე პირებს... ნუთუ ამ ხალხს არ შეუგნია ქართული ენის სიდიადე, ნუთუ მათ არ აინტერესებთ სამშობლო ენა. თვითმპყრობელობის დროს ქართული ენის უცოდინარობას ნიკოლოზის მთავრობას ვაბრალებდით, დღეს ვის უნდა დავაბრალოთ?! თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველა ეს ჩვენს გულგრილობას და გადაგვარებას ადასტურებს. გახსოვდეთ, რომ თქვენ სამშობლო გავალებთ თქვენი მშობლიური ენის შესწავლას. ამისათვის, ჩემი აზრით, წერაც ზედმეტია“ („სახალხო საქმე“, №202, 1918 წ.).

ტერენტის სწყუროდა სწავლა. იაკობ შანავას დახმარებით დაითანხმა მამა და, უფროს დასთან მაშოსთან ერთად, 1918 წელს თბილისს გაემგზავრა. ამავე წელს გარდაეცვალა მამა. უსახსროდ დარჩენილი ტერენტი მუშაობას იწყებს თბილისის რკინიგზის სადგურზე ჯერ ვაგონების გადამბმელად, ხოლო შემდეგ კონდუქტორად. მაგრამ აქ დიდხანს ვერ ჩერდება. რამდენიმე თვის შემდეგ იგი მუშაობას იწყებს გაზეთ „სახალხო საქმის“ რედაქციაში, შიკრიკად. ტერენტის თავისი პირველი ლექსი ამავე გაზეთში დაუბეჭდავს. პოეტმა ფსევდონიმი „გრანელი“ 1919 წელს დაირქვა. ამ ფსევდონიმის არჩევას, ტერენტის დების მაშო და ზოზია კვირვკელიების გადმოცემით, საფუძვლად დაედო ლათინური სიტყვა „granum“, რაც მარცვალს ნიშნავს. პოეტს ეს სიტყვა გადატანითი მნიშვნელობით აურჩევია: „მეც პატარა, ობოლი მარცვალი, სამყაროს უმცირესი ნაწილი ვარო“.

ამ დროს ქართულ პოეზიაში მომძლავრებული იყო სიმბოლისტური მიმდინარეობა. ვერც ტერენტი ასცდა მოდერნიზმს და, სიმბოლისტური პოეზიით გატაცებულმა, 1919 წელს გამოსცა სამხატვრო-სალიტერატურო გაზეთი „ია“ და ჟურნალი „კრონოსის სარკე“. ჟურნალში დაბეჭდილ მის სონეტებსა და რეცენზიას, სადაც ვალერიან გაფრინდაშვილის „დაისები“ არის შეფასებული, აშკარად ატყვია სიმბოლისტური ესთეტიკის კვალი.

1919 წელს გალაკტიონი სცემს „არტისტულ ყვავილებს“. ტერენტი გრანელმა მაშინვე იგრძნო და აღიარა გალაკტიონ ტაბიძის პოეტური სიდიადე, მისი სიახლე. თავის მხრივ, გალაკტიონიც არანაკლებ აფასებდა ტერენტი გრანელის პოეტურ ტალანტს.

1920 და 1921 წლებში ტერენტი გრანელმა გამოსცა ლექსების ორი პატარა წიგნაკი: „პანაშვიდები“ (რომელშიც გობრონ აგარელის ლექსებიც არის დაბეჭდილი) და „სამგლოვიარო ხაზები“. საკუთარმა ხელწერამ და მომწიფებულმა შემოქმედებითმა ხმამ მკაფიოდ იჩინა თავი მის პირველსავე ლექსებში. პირველი წარმატებებით აღფრთოვანებულმა პოეტმა 1922 წელს გამოსცა ლექსების მოზრდილი წიგნი „სულიდან საფლავები“. ამ კრებულს შესანიშნავი რეცენზიები უძღვნეს ტრისტან მაჩაბელმა, პაატა ორბელიანმა და კონსტანტინე გამსახურდიამ. ჭაბუკი პოეტი მართავს ლიტერატურულ საღამოებს. პოეტს აღტაცებით ხვდებიან ყველგან.

...მარტის სუსხიანი ამინდია. რუსთაველზე გამვლელთა ყურადღებას იქცევს თეთრი სატინისხალათიანი ჭაბუკი, ია-იებით ხელში. გამვლელნი განცვიფრებით შეჰყურებენ მას. შუა ტანის, პროპორციულად, მკვიდრად ნაგები სხეული; საკმაოდ ლამაზ, შთაგონებულ სახეს უმშვენებს მაღალი შუბლი, უკან გადავარცხნილი ხვეული, წაბლისფერი თმა. მოცისფრო თვალების ჭკვიანი, აზრიანი გამომეტყველება თავისებურ იერს ანიჭებს ჭაბუკი პოეტის სევდიან სახეს. ქარიშხალგამოვლილს მიუგავს მზითა და წვიმით გარუჯული ნაწრთობი სახე, სპილენძისფერი რომ გადაჰკვრია.

ტერენტი გრანელი რუსთაველის გამზირზე ხშირად უნახავთ პოეზიის მოყვარულ ახალგაზრდებთან. პოეტი აღტაცებით ესაუბრებოდა მათ პოეზიისა და მუსიკის დანიშნულებაზე, ესთეტიკურ იდეალებზე: „ხელოვნების ცხოველმა შუქმა უნდა გაანათოს ჩვენი ცხოვრების ბნელი კუნჭულები, აამოძრაოს ადამიანის შემოქმედება და თვალწინ გადაუშალოს საუცხოო სურათები სილამაზისა, სიმშვენიერისა და ჭეშმარიტებისა, უნდა მძლავრად ამეტყველდეს ჭეშმარიტი ხელოვნება, თორემ ლამის ადამიანი მხეცად იქცეს უმაღლეს განცდათ მოკლებული და ბოროტების მორევში სავსებით გადავარდნილი“.

ტერენტი ბევრს კითხულობს, განსაკუთრებით პოეზიას. კარგად იცნობს მსოფლიო ლიტერატურის კორიფეებს, რუსულ მწერლობას, ფრანგ სიმბოლისტთა შემოქმედებას. ბაირონის, შელის, მიუსეს, ნოვალისის, ომარ ხაიამის პოეზიას, ნიცშეს ფილოსოფიას. მისი საყვარელი რუსი პოეტებია პუშკინი, ბლოკი, ტიუტჩევი, ფეტი, ნადსონი. მშვენივრად კითხულობს ბლოკისა და ესენინის ლექსებს, გრძნობს მათთან სულიერ ნათესაობას. მიუხედავად იმისა, რომ დოსტოევსკის აღმერთებს, უჭირს მისი რომანების კითხვა. თუ ზოგიერთ ზედმეტობას ჩამოვაცილებთ, დოსტოევსკის ხელოვნება და აზრები გენიალურიაო.

მეგბარი პოეტის გობრონ აგარელის რჩევით ხშირად ესწრება უნივერსიტეტში სერგი დანელიასა და გრიგოლ წერეთლის ლექციებს ანტიკურ პოეზიასა და ფილოსოფიაზე. მის განსაკუთრებულ აღფრთოვანებას თურმე ანაქსიმანდრესა და ანაქსაგორას კოსმოლოგიური შეხედულებები იწვევდა.

ნაზი ბუნების ტერენტი მეტად ზრდილი და თავაზიანი, საოცრად გულახდილი, უშუალო და თავმდაბალია. თავისებური ხასიათი აქვს: ხან ბავშვივით აზიზია, ხანაც უმიზეზოდ ჭირვეული და იჭვიანი, უფრო ხშირად კი სათნო და გულუბრყვილო. წყნარია. ხმამაღლა იშვიათად იცინის. ბილწსიტყვაობა სძაგს. მისი ყველაზე სალანძღავი სიტყვაა: შენ პოეზიისა რა გაგეგებაო. საერთოდ ძუნწი მოსაუბრეა. საკმარისია პოეზიაზე ჩამოვარდეს საუბარი, რომ მისი თვალები ელვარე ნაკვერცხლებს დაემსგავსოს. ამ დროს იგი დაუნდებელია და პირში მთქმელი.

დიდ ხელმოკლეობას განიცდის. არსად არ მსახურობს. საქმის გაკეთების ეშინია. თავად არ იცის, რითი უნდა ირჩინოს თავი, ან სად უნდა გაათიოს ღამე. ამაყია, არავის აგებინებს თავის გასაჭირს. არ უყვარს საუბარი პირად ცხოვრებაზე. ჰონორარს აიღებს თუ არა, მაშინვე ხელგაშლით ხარჯავს, უყვარს მეგობრების გამასპინძლება, თუმცა, ასეთი შემთხვევა მეტად იშვიათია.

ზაფხულის თბილ ღამეებს სამრეკლოებსა და სასაფლაოებზე ათევს. ხშირად დადის მთაწმინდასა და დიდუბის პანთეონში. უყვარს საღამოს ბინდ-ბუნდი, სასაფლაოს მდუმარება, მარტო ყოფნა თავის ფიქრებთან. გაიგონებს თუ არა ქუჩაში სამგლოვიარო მუსიკის ხმებს, მაშინვე აედევნება პროცესიას, დაიკრეფს გულზე ხელებს და მდუმარედ გაჰყვება სასაფლაომდე. არ იკითხავს, ვის ან სად ასაფლავებენ. ეს სულ ერთია. იცის, ვიღაცას გლოვობენ და თვითონაც ამ გლოვის ჩუმი მონაწილე ხდება.

ხშირად ესწრება წირვებს, უყვარს საეკლესიო გალობა, კათოლიკეთა ეკლესიის ორღანოს ხმა. განსაკუთრებით იტაცებს სააღდგომო ცერემონიალი, რაღაც შეუცნობელ ექსტაზს რომ განაცდევინებს. საოცრად განიცდის მუსიკას. შეუძლია დიდხანს, ძალიან დიდხანს იდგეს ქუჩაში და გარინდებულმა უსმინოს როიალის ხმას. უყვარს ეტლით სეირნობა, ყვავილები. უფრო ვარდი და ია. ცაციათი გულზე მიიხუტებს იის კონას და პირველსავე შემხვედრ მეგობარ ქალს მიართმევს. დროდადრო დებსაც ესტუმრება წალენჯიხაში, მაგრამ იქ დიდხანს ვერ ძლებს და უმალ თბილისს უბრუნდება. უყვარს თბილისი. გარიჟრაჟიდან შუაღამემდე მოჩვენებასავით დაეხეტება მის ქუჩებში, მუდამ ნერვიული და ფერმკრთალი, თმააწეწილი; ზამთარ-ზაფხულ დაფლეთილი სამოსი აცვია. თრთოლვით წერს ლექსებს, მისი ლექსების უმრავლესობა ღია ცის ქვეშაა შექმნილი.

ტერენტი გრანელის პოეზიამ 1924 წელს მიაღწია თავის მწვერვალს. მან გამოსცა ახალი ლექსების წიგნი „Memento mori“. ამ წიგნის გამოსვლად ცხოველი ინტერესი გამოიწვია. ამავე წელს რუსთაველის თეატრში ტერენტი გრანელს დიდი სალიტერატურო საღამო გაუმართეს და საგანგებო გაზეთიც მიუძღვნეს, სადაც ივანე გომართელი, გიორგი ნადირაძე, კონსტანტინე კაპანელი, ვასილ ბარნოვი, პლატონ კეშელავა და სხვები მაღალ შეფასებას აძლევენ ტერენტი გრანელის პოეზიას.

1926 წელს ტერენტი გრანელმა გამოსცა ლექსების უკანასკნელი წიგნი. 1928 წლიდან კი იწყება პოეტის მკვეთრი სულიერი დეპრესია. ამ პერიოდის წერილები, სადღიურო ჩანაწერები და ლირიკა მოწმობენ მის სულიერ მსხვრევას. რა თქმა უნდა, ტერენტი გრანელი კარგად გრძნობდა თავის ამ უდიდეს პიროვნულ-ადამიანურ ტრაგედიას და ეს უფრო ამძაფრებდა მის ტრაგიზმს. გოეთე წერდა: „ადამიანის ბუნებას... განსაზღვრულ მიჯნამდის თუ ძალუძს როგორც სიხარულის, ისე ტკივილის თუ ტანჯვის გადატანა; როცა იგი ამ მიჯნას გადასცდება, უთუოდ დაიღუპება“.

სწორედ ასევე დაემართა გრანელსაც. გამხდარი და დაუძლურებული ძლივსღა დააბიჯებდა. ჩაუქრა შთაგონებული თვალების ელვარება, მთლად მოეშვა. დადიოდა თბილისის ქუჩებში - ცოცხალი გლოვა და სევდა. უბით დაჰქონდა „სისხლიანი რვეული“ და მისი სახე სანთელივით დნებოდა.

უკანასკნელი ოთხი წელი პოეტმა თბილისისა და სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში გაატარა.

...ფიროსმანივით მიტოვებულმა და მივიწყებულმა, მძიმედ დაავადებულმა ტერენტი გრანელმა სამუდამ დახუჭა თვალები 1934 წლის 10 ოქტომბერს „არამიანცის“ საავადმყოფოში. რამდენიმე კაცისაგან შემდგარმა პროცესიამ პოეტის ცხედარი პეტრე-პავლეს სასაფლაოს მიაბარა.

*უიმედო სივრცეები *

მოვალ ქარში, წვიმაში,
როცა ოხვრა ვარდება.
მოვალ და შენს წინაშე
გავიშლები დარდებად.

მალე გლოვა მომელის,
ხმები სევდანარევი;
მოკვდა ფიქრი, რომელიც
მაწვალებდა ქარივით.

შენ სანთელი დაირქვი
და ეს აღარ იციან.
მე მივდივარ და ირგვლივ
უიმედო სივრცეა.

ბედმა ისევ ინათა,
როგორც მახსოვს, ასეა.
და ვიღაცამ მინასთან
თეთრი კუბო ასწია.

ფიქრთან ასე ვერთობი,
ფიქრი არის გალია.
ღამის სივრცემ წვეთობით
ჩემი სისხლი დალია.


*************** ვედრება უფალთან

ვერ გავარღვიე ბოროტების შავი რკალები,
მუდამ თან დამდევს მე უსაზღვრო მოწყენილობა,
მოვა საღამო და ოცნებით დავიღალები,
სულს უხარია თეთრი ღამე და უძილობა.

ჩემი ცხოვრება უცნაური ქრება ცრემლებით,
არავინ არ მყავს, არსაიდან შველას არ ველი.
ო, ჩემს გარშემო მკვლელებია და გამცემლები,
უფალი იყოს ამ ქალაქში ჩემი მფარველი...


--------------------
ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე..
და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება.


********************************************************************************
*

ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marselioza
პოსტი May 6 2008, 10:02 AM
პოსტი #62


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 5
რეგისტრ.: 1-May 08
წევრი № 4,702



ციტატა(თემო @ Feb 1 2008, 01:03 PM) *

გრანელის პოეზიას მაშინ შევხვდი როცა ჩემი ცხოვრების პერიოდი 16-17 წელი იყოsmile.gif, მაშინ და მის შემდგომაც გრანელი ერთ ერთი უსაყვარლესი პოეტია ჩემთვის.
ადამიანმა რომელმაც თითქმის მთელი სიზუსტით იწინასწარმეტყველა თუ როგორ გარდაიცვლებოდა, მისი დაკრძალვის მსვლელობა როგორ იქნებოდა და ა.შ.
გრანელის ფრაზები მართლაც განუმეორებელია ერთხელ მიდიოდა თბილისის ერთ ერთ ქუჩაზე და გაზაფხულის მზიანი დარი იდგა, ღია სარკმლიდან როიალზე აჟღერებული ულამაზესი მელოდია გარეთ იღვრებოდა, ტერენტი გაჩერდა, მელოდიას უსმენდა და ბოლოს თქვა "მხოლოდ მუსიკა არ ტყუის"

ეხლა დავწერე ის რაც მაშინელი წაკითხულიდან შემორჩა გონებას, თორემ უამრავი საციტატო ფრაზებია გრანელის ცხოვრებიდან დასამახსოვრებელი, რომლებიც დღესაც არ კარგავს აქტიურობას smile.gif

მეც 17 წლისა შევხვდი გრანელის პოეზიას და საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა.

,, არა სიცოცხლე, არა სიკვდილი, არამედ რაღაც სხვა...
ვამბობ, არ არიან სიტყვები გრძნობებისთვის.
გარეთ ისევ ქარიშხალია, წვიმის წვეთები ისევ ეცემიან მინას და ისევ სიშორეზე ტირის როიალი...

,,ჩაესვენა სურვილების გროვა,
როგორც შორი მირაჟების ერია,
ახლა უფრო დაფიქრების დროა,
ჩადენილი შეცდომები ბევრია.
ჩემი სახე რომ ყვითლდება ვხედავ,
შორეული ყვავილებიც ხმებიან...


--------------------
ყველა ადამიანში მზეა, ოღონდ აცალეთ, რომ ინათოს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kh@tia
პოსტი May 6 2008, 11:17 AM
პოსტი #63


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 123
რეგისტრ.: 28-March 08
წევრი № 4,349



...
სულს მარტოობა უნდა,
მარტო ვიქნები აწი...
სადღაც გაისმის მუდამ
ჩუმი შრიალი ნაძვის
და სანთლებივით დგახართ
თეთრი ჭადრების ბაღში,
ანდა ცუდია განა
დავრჩე ბოლომდე ბავშვი ?
ალექსანდროვის ბაღთან
ეს შორეული ქარი,
ჩემთვის ძვირფასი გახდა
ნელა ჩაივლის ქალი...
ვფიქრობ,სიცოცხლე არ ღირს,
ცისკენ მიფრინავს თვალი,
თეთრი აუზი ბაღის
უკვე აივსო წყალით.
სულს მარტოობა უნდა,
მარტო ვიქნები აწი,
სადღაც გაისმის მუდამ
ცუმი შრიალი ნაძვის.


--------------------
აღვსება ყოველთა კეთილთა შენ ხარ ქრისტე ღმერთო,
აღავსე სიხარულითა და მხიარულებითა გული ჩემი და
მაცხოვნე მე,რამეთუ შენ ხარ ღმერთი მრავალმოწყალე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი May 7 2008, 10:59 PM
პოსტი #64


დაურეგისტრირებელი









გენიოსი!
გენიოსი!
გენიოსი!
ისევ არ დავაფასეთ, ისევ ჩავაფურთხეთ სულში როგორც ყველა გენიოსს...

ტერენტი მუდამ ეჯიბრებოდა გალაკტიონს, მაგაზე ბლომად აქვს ლექსები დაწერილი. მაგარი ადამიანი იყო ...

მე და გალაკტიონი

ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი,
ახლა მიგონებს ალბათ ზოზია.
გალაკტიონში არის დემონი
და ჩემში უფრო ანგელოზია.

ყოველდღე ვიღებ ძვირფას ბარათებს,
ბაღში მივდივარ, ეს დღე ცივია.
გალაკტიონში მიწა ანათებს
და ჩემში უფრო ზეცის სხივია.

შორს ქარი კივის, ახლო მტერია,
ახლა ღამდება, შვიდია სული
გალაკტიონში ლურჯი ფერია
და ჩემშს ლექსიდან მოჩანს უფსკრული.

ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი
ახლა მიგონებს ალბათ ზოზია
გალაკტიონში არის დემონი
და ჩემში უფრო ანგელოზია.

ტერენტი.
Go to the top of the page
+Quote Post
T I K O
პოსტი May 13 2008, 07:37 PM
პოსტი #65


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,328
რეგისტრ.: 14-January 08
წევრი № 3,632



ეს ტერენტის დღიურიდანაა:

”3 თებერვალი

მთელი დღე წვიმდა. მე დავდიოდი ქუჩაში და ვეძებდი თავშესაფარს. დაღამდა. ახლა თოვლიანი ღამეა და ეზოდან ვგრძნობ საშინელ მდუმარებას. ახლა მინდა ჩემს ოთახში უკრავდნენ როიალს, მოვიდეს ვინმე ქალი და მომეფეროს, თმებზე გადამისვას მკრთალი ხელები.

ახლა, როდესაც თოვლით იმოსება მთელი ქალაქი, მე ვზივარ სრულიად მარტო და გულში ცეცხლი მიჩნდება, მწყურია სივრცე და გასაქანი... user.gif


18 თებერვალი

გათენდა დღე შაბათის, ისევ ყინავს; მე ადრე გავემგზავრე მამადავითისაკენ, შევედი ეკლესიაში და ჩუმად წარმოვსთქვი: ,,ღმერთო! მიშველე და შემეწიე". შემდეგ დავრეკე ზარები. შემხვდა ვიღაც ლამაზი ქალი და გამომეცნაურა. ვნახე აკაკის და ილიას საფლავი. ხანგრძლივი მწუხარების შემდეგ ისევ დავეშვი დაბლა და დიდხანს დავდიოდი ნიკოლოზის სასაფლაოზე.
შორიდან მიმზერდა ოთხი ადამიანი. და მე ვფიქრობდი ცისფერ სიშორეზე.”


--------------------
An eye for eye only ends up making the whole world blind.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Elke
პოსტი May 13 2008, 10:18 PM
პოსტი #66


Elke
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 34
რეგისტრ.: 27-October 07
წევრი № 3,065



ციტატა(მარიამი @ Feb 4 2008, 05:50 PM) *

ესეც ჯინორია (ერთი ნაწილი): http://www.link.ge/file/223760/Part-1.mp3.html
ოღონდ ხმა ამოვიღე მარტო, ვიდეო ძალიან დიდი იყო.


ასე დადებულია რამდენიმე ბმული, მაგრამ ვერ გადმომიწერია,
რა ვქნა ამისთვის?
ჩანაწერები ძალიან მაინტერესებს.


--------------------
ELKE
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T.L.
პოსტი May 16 2008, 01:18 AM
პოსტი #67


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



T I K O
ბარემ სრული ვერსია smile.gif


1 თებერვალი

ისევ პირველი თებერვლის მზიანი დღეა, ზამთარი ნელა მიდის, ჩემი სურვილები ბერდებიან. ქვეყანა სავსეა მზის სხივებით; ახლა ვზივარ სასახლის ბაღში და ვიგონებ იმ გედს, რომელიც ამასწინათ გარდაიცვალა, როგორც ძვირფასი ქალი. მზე ვერ ათბობს ჩემს სხეულს. მზე თითქოს გულია ზეცის.

დავტოვე სასახლის ბაღი. ავედი ფუნიკულიორის მთაზე, თბილისი გახვეულია კვამლში, მზეზე ელვარებენ გუმბათები, ძლივს მოსჩანს რადიოს ბოძი. ობლად დგას ირას სახლი. ქალაქი გაჩუმებულია, თითქოს ადამიანები გაქრნენ და დგანან ცარიელი სახლები.

2 თებერვალი

გათენდა. თოვს. მივდივარ შუა ქალაქისაკენ. ვხვდები ვარლამ რუხაძეს.30 ვარ თოვლით შემოსილი. დღეს ვნანობ გუშინდელ შემთხვევების გამო. შევდივარ სასახლის სამკითხველოში, დიასამიძის ქალს ვუტოვებ ერთ ლექსს... საღამოს უიმედო ვბრუნდები ოთახში; ახლა აქ ვზივარ, ღამეა და გული ჩემი დაფარულია შორეულ მოგონებებით. ახლა არ თოვს, თუმცა გათეთრებულია მიწა. ზაქარია31 იგინება უმოწყალოდ. მე გაჩუმებული ვარ, როგორც მიცვალებული...

3 თებერვალი

მთელი დღე წვიმდა. მე დავდიოდი ქუჩაში და ვეძებდი თავშესაფარს. დაღამდა. ახლა თოვლიანი ღამეა და ეზოდან ვგრძნობ საშინელ მდუმარებას. ახლა მინდა ჩემს ოთახში უკრავდნენ როიალს, მოვიდეს ვინმე ქალი და მომეფეროს, თმებზე გადამისვას მკრთალი ხელები.

ახლა, როდესაც თოვლით იმოსება მთელი ქალაქი, მე ვზივარ სრულიად მარტო და გულში ცეცხლი მიჩნდება, მწყურია სივრცე და გასაქანი...

4 თებერვალი

დღესაც თოვს, ვტოვებ ოთახს დილაადრიან, ცოტახნის ხეტიალის შემდეგ ვჩერდები ალექსანდროვის ბაღთან, ვიხედები ირგვლივ, ბაღი გავს უდაბნოს; გარშემო დგანან თოვლით დახონხილი ხეები, ქუჩაში მიდიან ქალები...

მთელი ქალაქი სავსეა თოვლით. ყველაფერი გადასხვაფერდა უცებ. შევდივარ სახელგამში. ნიკოლო მიწიშვილთან ზიან სანდრო აბაშელი და ტიციან ტაბიძე. აქედან მივდივარ ხელოვანთა სასახლეში.

საღამომდე კიდევ დიდი ხანია და მე არ ვიცი, საით წავიდე...

5 თებერვალი

კვირა დღეა, მივდივარ სიონში. არ თოვს. ვუსმენ ქართულ გალობას და ვიგონებ საქართველოს, როგორც უხილავს. იქიდან მივიწევ დიდუბისაკენ ნელა თოვს. შევდივარ პანთეონში, პირველად ვნახულობ ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავს. ვკითხულობ ასეთ წარწერას: "ქართველი ერი არ დაივიწყებს შენს უკვდავ სახელს”. ცოტა ხნის დაფიქრების შემდეგ ვინახულე ვაჟას ობოლი სამარე. ღრუბლიანი ზეცა და თოვლიანი დედამიწა ორივე თეთრია, მხოლოდ სითეთრეა გარშემო და დუმილი.

6 თებერვალი

ორშაბათი უფრო აღმართია; ადრე ვდგები, მზიანი დღეა, შევდივარ კათოლიკების საყდარში, ვუსმენ ფისგარმონიას და ჩემს წინ იხსნება უფსკრული, საიდანაც მოსჩანს მარადისობის შავი ყვავილები. თავდება წირვა. გავდივარ ქუჩაში, ვხვდები ჩემს მეგობარს... ვსაუბრობთ თოვლზე, გრძელ ღამეებზე, შორეულ ქალზე.

9 თებერვალი

დილა არის, ნელა მივდივარ საბურთალოსკენ, და გზაზე დაფრინავენ ყვავები; მზე ოდნავ მოსჩანს ღრუბლებიდან. თბილისი წევს, როგორც მორიელი. იქიდან ვბრუნდები, შევდივარ ამერიკულ სასადილოში, ვხვდები მეგობარ აკაკი ანდრიაშვილს; ვსაუბრობთ დროგამოშვებით, უფრო დუმილია ჩვენს შორის და გაგება. უკვე დაღამდა, ახლა სადღაც მატარებელი შორდება სადგურს, ვიღაც დაღონებული ადამიანი დარჩა. კივის ორთქლმავალი, ახლა სადღაც შორს კრთიან უზრუნველი ქალები. მე ვზივარ პატარა ოთახში, მივჩერებივარ გარინდებულ კედელს. ვიღიმები და ვამაყობ: ტერენტი გრანელი.

11 თებერვალი

მზიანი შაბათის თბილი დღეა, თითქოს გაზაფხულია. დავდივარ ალექსანდროვის ბაღში და ვფიქრობ. თოვლი დნება გზებზე. სულ მინდა ვიარო, სანამ არ დავიღლები და სანამ არ დავეცემი. გაზაფხულია. მხოლოდ არ ჩანან ფოთლები. ბაღში შემოდის გერონტი ქიქოძე და ხარიტონ ვარდოშვილი. მე და გერონტი ქიქოძე ვსაუბრობთ ლირიკაზე და განვლილ დღეებზე. ქუჩიდან მოგვესმა მუსიკის სამგლოვიარო ჰიმნი. ეს დღე სიზმარივით მიდის. დაღამდა, მე ვბრუნდები ოთახში. გავიარე მადათოვი. მტკვარი ღამიდან ნისლივით მოსჩანს. ცაზე ვარსკვლავები ანათებენ, მთვარე დამალულია, ღამეა და მინდა გათენებამდე ვიარო...

13 თებერვალი

გაქრა დღევანდელი ორშაბათი. მე მთელი დღე ვწუხდი; დაღამდა, დავტოვე საღამოს კვამლიანი ქუჩები, ახლა ოთახში ვზივარ და შორიდან მესმის ტრამვაის ძახილი. ახლა ვიგონებ ნინო გარსიაშვილს, იმ ჭლექიან ქალს, რომელსაც თანდათან უახლოვდება სიკვდილის საშინელი ლანდი. თანაც ვიგონებ იმ მზიანს და უზრუნველ დღეს, როდესაც მე პირველად მივდიოდი კახეთში.

ახლა ღამეა და მე არ ვიცი, რა ვქნა, მინდა ისევ ხეტიალი, მაგრამ არ შემიძლია, უკვე დაღლილი ვარ, საშინლად დაღლილი.

14 თებერვალი

საღამოს, დაბრუნებისას, ვნახე, ცაზე დაფრინავდნენ უამრავი ყვავები. თითქოს გაზაფხულის საღამოა. შევდივართ ოთახში, აქ სიჩუმეა; არ ვიცი, საიდან ისმის შორიდან როიალის დატეხილი ხმები. მგონია უკრავენ "თაო ჩემოს''. ახლა ვიგონებ ქალს, რომელიც ერთხელ ნახვის შემდეგ დაიკარგა. და დარჩა ლანდი შორეულ მოგონების.

ღამეა, მწყურია ძილი და მოსვენება...

15 თებერვალი

დილიდან ღრუბლიანია ზეცა, მივდივარ ხელოვანთა სასახლეში, ვესაუბრები ვარლამ რუხაძეს რაღაც უხილავზე.

გადის დრო. ქუჩაში ვხვდები ნიკო მაკალათიას, ჩემს ძვირფას მეგობარს. იგი მირჩევს, მოვშორდე თბილისს დროებით.

ცაზე ისევ ღრუბელია და სუფევს უიმედობა.

ვერევი ხალხში, ვიღაც მიცქერის დაჟინებით, მიცნობს ყველა. ავდივარ კოჯორის მთაზე. ზევიდან დავცქერი მთელ თბილისს და მიხარია. გარშემო დუმილია და უამინდობა; ვჯდები კლდეზე, ვხედავ ბოტანიკურ ბაღს. მიდის პატარა ღელე და მახლობლად დგანან კვიპაროსები.

საღამოს დაიწყო წვიმა, მე დავსველდი. ახლაც წვიმს და ქარია...

18 თებერვალი

გათენდა დღე შაბათის, ისევ ყინავს; მე ადრე გავემგზვრე მამადავითისაკენ, შევედი ეკლესიაში და ჩუმად წარმოვსთქვი: "ღმერთო! მიშველე და შემეწიე''. შემდეგ დავრეკე ზარები. შემხვდა ვიღაც ლამაზი ქალი და გამომეცნაურა. ვნახე აკაკის და ილიას საფლავი.

ხანგრძლივი მწუხარების შემდეგ ისევ დავეშვი დაბლა და დიდხანს დავდიოდი ნიკოლოზის სასაფლაოზე.

შორიდან მიმზერდა ოთხი ადამიანი. და მე ვფიქრობდი ცისფერ სიშორეზე.

19 თებერვალი

დილიდან ცას ფარავდა შავი ღრუბლები. ცხრა საათზე ცა გაიწმინდა ღრუბლებისაგან. დადგა მზიანი დღე, ოდნავ ქრის ქარი; მე წავედი ორთაჭალის ბაღში, ახლოს დავინახე ის ციხე, სადაც მე ვიყავი დამწყვდეული. მიხარია, რომ თავისუფალი ვუმზერ სატუსაღოს. ვზივარ ერთ პატარა ჯირკვზე და ვწერ ლექსს.

ირგვლივ ბაღი არის, აგრეთვე ყანა, დგანან ჩალის ღერები და კვიპაროსები.

ამ ეზოში არის ბავშვთა სახლი, ჩემთან მოდიან თეთრად შემოსილი მოსამსახურე ქალები, მთხოვენ ლექსს, მე უარს ვეუბნები. მესმის როიალის ხმა და ვგრძნობ საშინელ სინანულს.

შორს დაფრინავენ ყვავები. იქიდან ავდივარ ავლაბარში პეტრე-პავლეს სასაფლაოზე და ვკითხულობ წარწერებს. აგერ მარხია ვიღაც ამილახვარი.

ვბრუნდები საღამოს და შევდივარ ანიკო ღვინიაშვილთან. ვსაუბრობ საკუთარ თავზე და ღამდება...

20 თებერვალი

დილას დაიწყო თოვა. მე მივდივარ კუკიის სასალაოზე, ვნახულობ პოეტ გობრონ აგარელის მეგობარი ქალის კლავდია ზელინსკაიას საფლავს. იგი დამარხულია განმარტოებით და მის გარშემო სუფევს საშინელი მდუმარება. მე დიდხანს ვუმზერდი კლავდიას საფლავს. ასე მეგონა, თითქოს იგი აღსდგა საფლავიდან და თვალწინ დამიდგა მისი დაღონებული სახე.

შემეშინდა, დავტოვე საფლავი და წამოვედი. შევდივარ სახელგამში, დგანან ფუტურისტები და ლაყბობენ. შევხვდი ვასილ ბარნოვს, ტიციან ტაბიძეს და ვალერიან გაფრინდაშვილს, ვსაუბრობთ, ”არიფიონზე”.

ახლა არ თოვს, უკვე გამოიდარა და მე გავდივარ ქუჩაში...

21 თებერვალი

წუხელ მთელი ღამე თოვდა, გათენდა თოვლიანი დღე, თანაც ნისლია, თოვლი და ნისლი ტოვებს მთვარიანი ღამის შთაბეჭდილებას. დილა არის და მგონია ღამე. მივდივარ თოვლში, მიმაქვს მარადიული მწუხარებით შეპყრობილი გული. ისევ თოვს, თოვლში და ნისლში დაფრინავენ ყვავები.

შემთხევით ვხვდები ჩემს მეგობარს იაშა ნიკოლაძეს.

ჩვენ ვსაუბრობთ და ნელა თოვს.

თოვლიანია დღე, მწუხარეა მოგონების წამი. ასე თავდება თოვლიანი დილის აგონია...


--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 16 2008, 02:34 AM
პოსტი #68


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ჰმ, თავის დროზე სემინარიიდან პეტრე-პავლეს სასაფლაოზე რომ ავდიოდი, ხშირად შევუვლიდი ხოლმე გრანელს, ერთი პატარა , ძალიან უბრალო, ღატაკი ნასაფლავი ( გადაასვენეს) , იქ პატარა მარმარილო, ერთი სუსტი სახე, ღრმა თვალები, რომელიც შენ არ გიყურებს და სადღაც ზემოთ ააქვს ხედვა და ორი სტროფი, რომელიც მთელი მისი ბიოგრაფიაცაა და მთელი მისი შრომებიც:
"არა სიკვდილი, არა სიცოცხლე,
არამედ რაღაც სხვა..."
......
გენიოსების ენა ხშირად რაც უფრო ღრმაა, მით უფრო მარტივ ფორმებშია...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი May 17 2008, 10:14 PM
პოსტი #69


დაურეგისტრირებელი









სურათები გაქვთ ვინმეს? smile.gif
Go to the top of the page
+Quote Post
T.L.
პოსტი May 18 2008, 12:35 AM
პოსტი #70


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



გალაკტიონ ტაბიძის საღამოს გამო
აპრილის შვიდს სახელმწიფო თეატრში კიდევ იმართება საღამო ჩვენი მგოსნის გალაკტიონ ტაბიძისა. რასაკვირველია, ბევრს ვერაფერს ვიტყვით გალაკტიონის პოეზიაზე, განსაკუთრებით ამ წერილში. მაგრამ, ორიოდე სიტყვით მაინც გვინდა ხაზი გავუსვათ მის შემოქმედების ზოგიერთ თვისებებს. გალაკტიონს უმთავრესად თავისებურება ახასიათებს პოეზიაში და ეს გარემოება უეჭველია დადებითი მხარეა მისი შემოქმედებისა. საქართველოს პოეზიის რენესანსში გალაკტიონმა თავისი წვლილი შეიტანა.

აგრეთვე უნდა ითქვას, რომ გალაკტიონი მიმართულებით სიმბოლისტია, იგი ყოველთვის თავის განცდებს სიმბოლიურად გვიხატავს და მის ლექსებში უმთავრესად სიფაქიზის და სინაზის მისტიციზმი გამოსჭვივის. გალაკტიონი ინდივიდუალიზმის ცეცხლით არის გამსჭვალული, მას სწამს მხოლოდ "მე'', როგორც მსოფლიოს განუსაზღვრელი და განუყრელი ნაწილი. გალაკტიონის შემოქმედებაში არის თავისებური სამყარო, რომელიც ხილულ ქვეყნის ანარეკლია; იგი ყოველთვის საგნების გადაღმა ეძებს მსოფლიოში გაბნეულ ფერებს, და აქ არის გალაკტიონის გამართლება; მას უყვარს მუსიკის და განცდის ერთმანეთთან შეხამება, რომლის სინთეზში ადამიანს ძალუძს ემოციონალურ და ესთეტიურ გრძნობის დაკმაყოფილება. გალაკტიონმა ნახა თავისი სახე, სახე მეტად ძლიერი და პოეტური ბუნებით აღჭურვილი. სხვა ლექსებს თავი რომ დავანებოთ, "ლურჯა ცხენები” შედევრია, რომლის ვრცელი დინამიკა უმაღლეს წერტილს აღწევს. აგრეთვე ასონანსებს მის პოეზიაში თვალსაჩინო ადგილი უჭირავს, რომელსაც უმაღლესი პრეროგატივა ეძლევა ახალ პოეზიაში.

გალაკტიონი ვიწრო ყალიბებში არ თავსდება, იგი თავის შეუკავებელ სულით ლიცენციისაკენ მიისწრაფის და აქ იშლება მისი პოეტური სახის უზენაესი ატრიბუტები.

ჩვენ ამ წერილში ყოველივე პრეტენზიებს გვერდს ვუვლით და თამამად ვამბობთ, რომ შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში არ დავეთანხმოთ გალაკტიონს; მაგრამ რამდენიმე ლექსით ჩვენ მას ვღებულობთ, როგორც პოეტს. რასაკვირველია, აქ ვერ შევეხებით ჩვენს შეხედულებას თანამედროვე პოეზიაზე.

დასასრულ უნდა აღვნიშნოთ, რომ გალაკტიონმა დაიმსახურა პოეტის წმინდა სახელი; მან იცის თავისი დანიშნულება. და ჩვენ ვფიქრობთ, მომავალში იგი სავსებით დაიკავებს იმ ხაზს, რომლის წიაღში პოეზიის აბსოლუტური გამარჯვება აუცილებელი იქნება. წერილს აქ ვათავებთ და ჩვენ ვფიქრობთ, ვისთვისაც საინტერესოა პოეტის პატივისცემა, მან, უეჭველია, საღამოზე დასწრების სახით უნდა მოიხადოს თავისი მოვალეობა.


--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T.L.
პოსტი May 18 2008, 12:46 AM
პოსტი #71


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



ჩემო ძვირფასო დაო ზოზია!
მივიღე შენი წერილი და ვიგრძენი სინანული; რატომ მე ამდენ ხანს ვერ გნახე. ამის მიზეზები ბევრია. მაგრამ მაინც ეს არ მეპატიება. გავიგე, რომ გყოლიათ შვილი, სასიამოვნოა ძლიერ, ბავშვს, და - ბევრს, არაფერი ჯობია. სხვა ლუკა თუ კარგად არის. მაშოს გადაეცი ჩემი უდიდესი სალამი. ნუ გგონიათ, რომ დამავიწყდით, სრულიად არა, მხოლოდ წერა მეზარება. მე ზაფხულში ჩამოვალ უსათუოდ. მანამდე შენ თუ მინახულებ, კარგი იქნება. მრცხვენია, მაგრამ გეტყვი: ქვეშაგებელი სულ დახეული მაქვს, მჭირდება ლეიბი და ბალიში, საბანი მაქვს. თუ არ შეწუხდებით, გამომიგზავნეთ... ძალიან მადლობელი ვიქნები. სხვა როგორ ხარ. წერილი მომწერე ამ მისამართით: თბილისი, სამხედრო ქუჩა N 3, ახვლედიანს, ტერენტი გრანელის გადასაცემად. მშვიდობით, შენი ძმა ტერენტი გრანელი.

მე მინდა მაშოსთან და შენთან სურათის გადაღება და მერე შეიძლება წიგნები დავბეჭდო. ამას ზაფხულში ვიზამთ.

მაშოს დიდი მადლობა და ძმური მოკითხვა. მომიკითხე ერმინე.

შენი ტერენტი გრანელი.



--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T I K O
პოსტი May 19 2008, 03:20 PM
პოსტი #72


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,328
რეგისტრ.: 14-January 08
წევრი № 3,632



ციტატა(ქავთარაძე @ May 17 2008, 10:14 PM) *

სურათები გაქვთ ვინმეს? smile.gif

აჰა, შენ ტერენტის გვერდი თავის ლექსებიან-წერილებიან-დღიურებიან-ფოტოებიანად და ითამაშე biggrin.gif http://publish.dlf.ge/vaxtangvi/terentigraneli/


--------------------
An eye for eye only ends up making the whole world blind.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T.L.
პოსტი Jun 20 2008, 01:38 PM
პოსტი #73


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



" ნაზი ბუნების ტერენტი მეტად ზრდილია და თავაზიანი,საოცრად გულახდილი, უშუალო და თავმდაბალი. თავისებული ხასიათი აქვს: ხან ბავშვივით აზიზია, ხანაც უმიზეზოდ ჭირვეული, უფრო ხშირად კი სათნო და გულუბრყვილო. ხმამაღლა იშვიათად იცინის. ბილწსიტყვაობა სძაგს. მისი ყველაზე სალანძღავი სიტყვაა: " შენ პოეზიის რა გაგეგება". საერთოდ ძუნწი მოსაუბრეა"

ლერი ალიმონაკი




---------------------

ერთხელ ახსენდება, უკანასკნელი გროშები მეყვავილეს ჩაუთვალა, ვარდის დიდი თAიგული მკერდზე აიხუტა, ვერაზე ეტლი დაიქირავა და რუსთაველი ქუჩა ეტლში ფეხზე მდგომმა ჩაიროლა,თან ამაყად გაიახოდა: "მე ტერენტი ვარ გრანელი". ეტლი ქაშვეთთან შეაჩერებინა და ტაძრისკენ გაემართა.მეეტლემ ქირა მოსთხოვა. ტერენტიმ ქირის სანაცვლოდ თაიგულიდან ერთი ვარდი ამოაძრი და მრების შმუშვნით მეეტლეს გაუწოდა. ალბატ ეს იყო მისი სიმართლეც და ყველაზე დიდი დანაშაულიც. მეეტლემ "მაწანწალაო" და მათრახი მოუქნია.ტერენტიმ სილა გააწნა. ატყდა ჩოჩქოლი. მაშინ გამოერკვა საკანში რომ შეაბრძანეს. მერე კი ინანა მაგრამ გვიანი იყო. დატანჯა ციხის ყრუ კედლებმა,უთბილისობა.
"ცა ეხლავს და ჩემს წამებას ბოლო არ უჩანს
მგონი ციხიდან ორ დღეში გავალ
და ისევ დამღლის თბილისის ქუჩა..."
ძალიან უყვარდა თბილისი ხომ სარწმუნოება იყო მისთვის,თავად კი - მორწმუნე, სააღსარებოდ თავდახრილი, მის ბნელ ქუჩებში ცოდვილივით მოხეტიალე smile.gif

პ.ს. გაგარძელება იქნება


--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T.L.
პოსტი Jun 23 2008, 12:32 PM
პოსტი #74


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



" "7შაური მასესხე" - სთხოვდა ვინმე ნაცნობს მცირე ულუპის საფასურს და "მასესხე" ისე იყო ნათქვამი "მომეცის" უფრო ნიშნავდა და უარის თქმასაც კიდევაც რომ სდომნოდა ვერავინ ახერხებდა. ამაყი იყო,არავის აგებინებდა თავის გასაჭირს,თომა ჩიქვანაია წერდა: "ტერენტი გრანელი მშიერი მწყურვალი,დაგლეჯილ ტანისამისში გახვეული, უბინაო, საცოდავად დაეხეტეა ქუჩა ქუჩა და მე ყოველთვის მეშინია, რომ მას ხვალ სადმე თბილისის ქუჩაზე გადამთიელი მეეზოვე იპოვის სიცივისაგან და შიმშილისაგან სულამომძვრალს." ყველა იცნობდა თბილისში,ყველას რაღაც სმენია მის უცნაურ ცხოვრებაზე...

.......................................................
.......................................................


რუსთაველზე ჩქარი ნაბიჯით მოდიოდა,,დაკუჭული შარვლით,თითქოს ვიღაცას ეძებსო ისე იმზირებოდა,უეცრად ერთი ჭაბუკის წინ შედგა და მოულოდნელად კითხა: "ვინ ხართ?" -" ელიზბარ ზედგენიძე, პროლეტარი პოეტი!" უხმოდ გაშორდა. მეორე დღეს ისევ შეხვდა, მიესალმა, ხელი ჩამოართვა და მოულოდნელად უთხრა: "7 შაური მასესხე" - მოიქექა ჯიბეები და 9შაური მისცა. რამდენიმე დღის შემდეგ ისევ შეხვდა,ზუსტად 7 შაური სთხოვა. ელიზბარს აღარ აღმოაჩნდა ფული და შინ მიიპატიჟა. ტერენტი ცოტა შეყოყმანდა, როცა გაიგო მთაწმინდაზე ცხოვრობდა უყუყმანოდ დასთანხმდა.
სუფრა აივანზე გააწყვეს, ხელისგულივით მოჩანდა აივნიდან მთელი თბილისი, მისი საყვარელი ავლაბარი და პეტრე-პავლე, გარინდებულმა დიდხანს უზირა თბილისს,არავის დაურღვევია მისი დული იგრძნეს სადღაც შოსრს რომ დაჰქროდა მისი ფიქრები. უცებ შემობრუნდა და მასპინძელს მიმართა:
"ბედნიერი ყოფილხარ! მე რომ აქ ვცხოვრობდე იცი რას ვიზამდი? მე რომ აქ ვცხოვრობდე სულ სხვა ვიქნებოდი,სხვანაირ ლექსებს დავწერდი, სხვა ცხოვრება მექნებოდა!"
მას ხომ არასოდეს უგრძვნია მშობლიური სახლის სიმყუდროვე და სითბო"



ლერი ალიმონაკი


პ.ს. გაგარძელება იქნება


--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nuca_ge
პოსტი Jun 25 2008, 07:25 PM
პოსტი #75


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 852
რეგისტრ.: 10-October 07
წევრი № 2,937



სიცოცხლის გრადაცია
ტერენტი გრანელი

წითელი მზე აელვარდა მინებთან,
მოდის ჩუმი და ცისფერი ღამე.
უიმედო გულის ძგერა მინელდა,
შენ, წმინდაო მაცხოვარო, ამინ!

გამიარა ჟრუანტელის ალმა,
სადღაც ქარი გადაფრინდა ნაპირზე.
გული მიდის, არ ვიქნები ალბათ,
მწუხარეა ჩემი მკრთალი ნაბიჯი.

ჩაესვენა სურვილების გროვა,
როგორც შორი მირაჟების სერია.
ახლა უფრო დაფიქრების დროა,
ჩადენილი შეცდომები ბევრია.

ჩემი სახე რომ ყვითლდება, ვხედავ,
შორეული ყვავილებიც ხმებიან.
სამარისკენ აცილებენ ცხედარს
და მუსიკის მგლოვიარე ხმებია.

ო, ეს გული, ისევ გული მტკივა,
სიჩუმეა უსიცოცხლო ველების,
რანაირი ნაწამები მივალ,
მიმაქვს ჩემი დაკრეფილი ხელები.

წითელი მზე აელვარდა მინებთან,
მოდის ჩუმი და ცისფერი ღამე,
უიმედო გულის ძგერა მინელდა,
შენ, წმინდაო მაცხოვარო, ამინ!..


--------------------
ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T.L.
პოსტი Aug 20 2008, 04:49 PM
პოსტი #76


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



რადიო გადაცემის ჩანაწერი ტერენტი გრანელზე smile.gif

http://bin.ge/file/157852/TERENTI-GRANELI-...--mp3-.mp3.html


--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nuca_ge
პოსტი Sep 5 2008, 10:48 PM
პოსტი #77


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 852
რეგისტრ.: 10-October 07
წევრი № 2,937



ხსოვნის სიმაღლე

დამძიმდა ბედი, ხსოვნის ტარება,
არ მოსჩანს თეთრი მზე ლანდემინის.
და სიზმარივით თვალს ეფარება:
თბილისი, ცრემლი, დღე რამდენიმე.

ო, გაქრა ლოცვის ფარული სფერო,
და ვურიგდები სიკვდილზე ზამთარს.
მოვიდა რიცხვი საბედისწერო
და სულის ირგვლივ უცებ დაღამდა.

ახლოს არ დარჩა ვარდი არცერთი
და გლოვა კრთოდა ბედის წყაროდან.
ჩამქრალ თვალებით ნუგეშს ვეძებდი,
ვეძებდი ნუგეშს და მიხაროდა...

1921


--------------------
ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
milana
პოსტი Apr 30 2009, 01:58 AM
პოსტი #78


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 278
რეგისტრ.: 14-February 08
წევრი № 3,934



ციტატა(T.L. @ Aug 20 2008, 04:49 PM) *

რადიო გადაცემის ჩანაწერი ტერენტი გრანელზე smile.gif

http://bin.ge/file/157852/TERENTI-GRANELI-...--mp3-.mp3.html

აუუ ლინკი
ფაფუ..
თავიდან რო ატვირთო არ შეიძლება?
sad.gif

როგორი აქტუალურია მის შემოქმედებაშI ქარი...

"არა სიკვდილი,არა სიცოცხე,არამედ რაღაც სხვა.."


--------------------
”როგორც კი შენი სულის ძახილს აჰყვები ისეთი აღარ ხარ,როგორიც სხვებს უნდიხარ”(რ .ინანიშვილი ”ევა”)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბარბარე
პოსტი May 27 2009, 08:34 PM
პოსტი #79


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 113
რეგისტრ.: 11-June 08
წევრი № 5,054



ციტატა
აჰა, შენ ტერენტის გვერდი თავის ლექსებიან-წერილებიან-დღიურებიან-ფოტოებიანად და ითამაშე http://publish.dlf.ge/vaxtangvi/terentigraneli/



თიკო,ამას ვერ გადავიწერ?................
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი May 27 2009, 08:54 PM
პოსტი #80


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



......მე ამდენ დარდებს გულში რად ვაწყობ,
ანდა მიწაზე რა დამრჩენია.
დამამარცხებენ? დე დამამარცხონ,
ვგრძნობ მომავალი მაინც ჩემია.


ბარბარე
მანდედან მგონი ვერ გადაწერ, ბარბარე smile.gif


--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V « < 2 3 4 5 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th July 2025 - 04:27 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი