![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
nana_007 |
![]()
პოსტი
#121
|
![]() I need a hero... ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 642 რეგისტრ.: 9-April 08 წევრი № 4,509 ![]() |
ნუ განვსჯით და არ განვისჯებით..... მოძღვარიც ცოდვილია და ამან არ უნდა დაგვაბრკოლოს........ რა თქმა უნდა.. ციტატა არ უნდა დაგვაბრკოლოს მარტივი ნათქვამია,ეგ ყველამ იცის,მაგრამ რთულია, ახალი დაწყებული რომ აქვს ადამიანს ეკლესიაში სიარული მისთვის მასეტი რაღაცების "ყურს იქით გატარება" nino_ni, მართალია ეგეც, მაგრამ არც თუ ისე ახლებიც "ბრკოლდებიან" , ცუდი ის არის, რომ თითქოს ეძებენ რაღაცას სასულიერო პირებში, რომ მერე რამე თქვან, მე ბევრჯერ მქონია ასეთი ტენდენციის ხალხთან საუბარი და შევცდილვარ ამეხსნა წყნარად, რომ თუ ვინმე "ცუდად იქცევა" არ ნიშნავს, რომ ყველა ასე მოიქცევა... ძირითადად უშედეგოდ,მაგრამ მაინც. საერთოდ სასულიერო პირებზე განსაკუთრებულად თავი უნდა შევიკავოთ. მე მწყენს პირადად, რომც სიმართლეს ამბობდნენ მაშინაც, მაგრამ რა ვიცი... ამას წინათ , ერთმა ისეთი უაზრო რაღაც თქვა ,მაგალითად ასეთი : "მღვდელი გვატყუებს, რომ მკვდრები აღსდგებიან,არავინ დაბრუნებულა იქიდან ან რაიმე შემოუთვლია, რომ ვინმემ იცოდეს სიკვდილის მერე რა ხდება..." მოკლედ, ჩავერიე, რამეთუ ეს მღვდლის შეურაცხყოფა კი არა, არამედ მთელი ქრისტიანობის არსის არცოდნაა და ასე "დააბრალა" მისი ჭკუით მღვდელს... თან შემთხვევით ჩემი მოძღვრის სამრევლოდან იყო, თორემ ხმასაც არ ამოვიღებდი და ჩემს მამა მარკოზე ასეთ სულელურ გამოხტომას უპასუხოდ ნამდვილად ვერ დავტოვებდი. ღმერთმა მიუტევოს ყველას და მათ შორის მეც. -------------------- Мне, как сказку, приговор читал судья,
А за окнами вовсю апрель свистел, Говорили, что эта та статья Мне начертит номерочек на кресте... Am I pretty -then cut me in the face... Am I stronger -break my neck in disgrace... Am I smarter - kill me and eat my brain...Am I braver- kill me and eat my heart... Geadelt ist, wer Schmerzen kennt Vom Feuer das in Lust verbrennt , Ein Funkenstoss in ihren Schoss, Ein heisser Schrei : "Feuer frei"! Когда счастье моё мусорами разбито... |
sandro40 |
![]()
პოსტი
#122
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 539 რეგისტრ.: 7-February 08 წევრი № 3,881 ![]() |
ასეთ მომენტში მე შევექცევი ხოლმე არასამარხო საკვებს, სიყვარული და არ დაბრკოლება ყველაზე მაღლა დგას ![]() კარგი მიზეზია იმისთვის რომ მარხვაში გემრიელი ნუგბარი მიირთვა ![]() სიყვარულის გამო მარხვის დარღვევა ოთხმაგად მომგებიანია ადამიანისთვის, 1. ჯერესერთი ნაყრდები გემოზე ![]() 2. სიყვარულისთვის მიდიხარ ასეთ მსხვერპლზე და მოყვასის სიყვარულის გამო ცოდვას ჩადიხარ ![]() 3. რომელიც გეტევება და კიდევ უფრო გიფასდება 4. თავს იმდაბლებ ![]() |
nino_ni |
![]()
პოსტი
#123
|
![]() nino ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,653 რეგისტრ.: 22-March 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 4,293 ![]() |
nana_007
ციტატა მართალია ეგეც, მაგრამ არც თუ ისე ახლებიც "ბრკოლდებიან" , ცუდი ის არის, რომ თითქოს ეძებენ რაღაცას სასულიერო პირებში, რომ მერე რამე თქვან, მე ბევრჯერ მქონია ასეთი ტენდენციის ხალხთან საუბარი და შევცდილვარ ამეხსნა წყნარად, რომ თუ ვინმე "ცუდად იქცევა" არ ნიშნავს, რომ ყველა ასე მოიქცევა... ძირითადად უშედეგოდ,მაგრამ მაინც. საერთოდ სასულიერო პირებზე განსაკუთრებულად თავი უნდა შევიკავოთ. მე მწყენს პირადად, რომც სიმართლეს ამბობდნენ მაშინაც, მაგრამ რა ვიცი... გეთანხმები .არიან მასეთებიც,რომლებიც მართლა მიზეზს ეძებენ.... ღმერთმა გააძლიეროს ყველა ეგეთი ადამიანი -------------------- სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/
შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/ |
argani |
![]()
პოსტი
#124
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 333 რეგისტრ.: 15-January 07 წევრი № 859 ![]() |
მამა ირაკლი
ციტატა ,ეს ყველაფერი იმიტომ დავწერე,რომ დღეს ზოგიერთი სასულიერო პირი თვითონ გვარცხვენს,თუ კი ამას ადრე უშიშროების მუშაკები დავალებით ასრულებდნენ! ეს შეიძლება გამოყენებულ იქნეს და ამით შეიძლება ხალხში სასულიერო პირთა მიმართ უნდობლობა დათესონ! რამდენად დამაბრკოლებელი აღმოჩნდება ეს ერისათვის? ამ საფრთხის ასაცილებლად მარტივი გამოსავალი მღვდელი გაუბრალოება, მისი რიგით მსახურად მიჩნევა, რაც მის მიმართ არსებულ ზარს და გაკერპების ტენდენციენბს შეამცირებს. მაშინ, როცა უღირსი მღვდელი უმსგავსოდ მოიქცევა, მის დაცვას კი არა დავიწყებთ არამედ განვაგდებთ როგორც ჯერკუალ ასოს. |
ზვარე |
![]()
პოსტი
#125
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 286 რეგისტრ.: 15-February 08 წევრი № 3,936 ![]() |
ნებისმიერი ცოდვილი მოძღვარი მაინც გზაა ხსნისაკენ ( გააჩნია ადამიანი როგორი რწმენით მიდის ) ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავიგოთ რომ ჩვენ ღმერთთან მივდივართ იმ შემთხვევაში და არა რომელიმე კონკრეტულ პირთან. გეთანხმები ზურაბ (ფლოიდ ![]() ისე ჩემი აზრით, მოძღვარი ჩვეულებრივი ადამიანია და მას სავსებით შესაძლებელია ჩვეულებრივი ცოდვილი მიდრეკილებები ჰქონდეს და ეს ალბათ გასაკვირი არც უნდა იყოს. ყველა საკუთარ ცოდვებზე ვაგებთ პასუხს. თუმცა მგონია ჩვეულებრივი ცოდვა მადლის შეფარდებისაგან განსხვავებით მოძღვარზე ალბათ სხვა დამატებითი პირობაც მოქმედებს. ჩემი აზრით მოძღვრის პირად ცოდვებსაც გადაფარავს და მისთვის დიდი მადლია ყოველი მოქცეული და ქრისტესკენ შემობრუნებული ადამიანი, მაგრამ საშინელი ტვირთია როცა მისი მიზეზით დაბრკოლდება ან სწორი გზიდან გადაუხვევს მორწმუნე. გავიმეორებ, რომ მოძღვარი ჩვეულებრივი ადამიანია და უამრავი პირადი ცოდვა შეიძლება ჰქონდეს, ეს გასაკვირი არცაა, მაგრამ იგი ყველანაირად უნდა ეცადოს არ გახდეს საცთური და არ დააბრკოლოს მორწმუნე (ბოლოსდაბოლოს დამალოს და შეფაროს თავისი ცოდვითი მიდრეკილება). ჩვენც არ დავბრკოლდეთ, რათა მისი სული ჩვენი დაბრკოლების ცოდვით არ დავამძიმოთ, ნუ მოვყვებით ასეთ რამეს რათა სხვების დაბრკოლება არ გამოვიწვიოთ და ჩვენი და ასეთი მოძღვრის სული არ დავამძიმოთ. ძალიან ხმამაღლა გამომივიდა საკუთარი აზრების აფიშირება და შენდობას ვითხოვ -------------------- მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
|
leluka |
![]()
პოსტი
#126
|
![]() ♥-ლელუკა-♥ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,677 რეგისტრ.: 24-January 07 წევრი № 907 ![]() |
ციტატა ჩემი აზრით მოძღვრის პირად ცოდვებსაც გადაფარავს და მისთვის დიდი მადლია ყოველი მოქცეული და ქრისტესკენ შემობრუნებული ადამიანი, მაგრამ საშინელი ტვირთია როცა მისი მიზეზით დაბრკოლდება ან სწორი გზიდან გადაუხვევს მორწმუნე. ![]() ციტატა მოძღვარი ჩვეულებრივი ადამიანია და უამრავი პირადი ცოდვა შეიძლება ჰქონდეს ![]() -------------------- ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
|
veriko7 |
![]()
პოსტი
#127
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 887 რეგისტრ.: 30-April 08 წევრი № 4,695 ![]() |
veriko7 არ უნდა დაგვაბრკოლოს მარტივი ნათქვამია,ეგ ყველამ იცის,მაგრამ რთულია, ახალი დაწყებული რომ აქვს ადამიანს ეკლესიაში სიარული მისთვის მასეტი რაღაცების "ყურს იქით გატარება" თუ რწმენით მიდიხარ ტაძარში არ დაგაბრკოლებს... მეც შემიმჩბევია ბევრი ისეთი რამ მოძღვრებში რაც ძალიან არ მომწონებია, მაგრამ მას არ დავუბრკოლებივარ... ნანა_007 ![]() |
geoatak |
![]()
პოსტი
#128
|
geoatak ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 119 რეგისტრ.: 18-June 07 წევრი № 2,231 ![]() |
მე მაგალითად მიკვირს როგორ შეიძლება მოუწოდებდე მრევლს მოწყალებისკენ, თვითონ კი ავტომობილისთვის ფულს აგროვებდე, ავტომობილსაც გააჩნია ხომ... მე ეს არ მაბრკოლებს, ლამაზ ქადაგებას ვუსმენ და არა მათ საქციელს, მაგრამ ბევრი მოუნათლავი ამით ბრკოლდება, ასე იყო ჩემი ძმაც, ერთი მღვდელი ძალიან მაგარი ავტომობილით დადიოდა წირვაზე (შეზღუდული სერიით რომ გამოდის ისეთით), ვფიქრობდი არ შეიძლება ცოტა ურო მოკრძალებული მანქნით დადიოდეს, ვთქვათ ვოლგით... ჩემი ძმა მაშინ მოქცეული არ იყო ქრისტეს რჯულზე და ერთხელაც ამ თემაზე საუბრისას ასეთი პრეტენზია მითხრა: როგორ უნდა დავიჯერო ამ მღვდელის, რა "ფორდ სკორპიო" რო ყავდეს არ შეიძლება, რა ამბავია ასეთი ძვირფასი მანქანაო. მდა, ვიფიქრე გულში, მე მამაოსთვის ვოლგა ძლივს გავიმეტე ჩემი ურწუნო ძმა კი "ფორდს" იმეტებს... ღვთის წყალობით იგი დღეს უკვე ქრისტიანია, ისე კი ჩერნიგოველის წინასწარმეტყველება ზუსტად ახდა მღვდლებზე... სამწუხაროა, ჩვენს დროში (საერთოდაც, მაგრამ ახლა უმეტესად) მღვდლობა ნამდვილი თავგანწირვაა, ეჰ რამდენი საცდურია...
|
leluka |
![]()
პოსტი
#129
|
![]() ♥-ლელუკა-♥ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,677 რეგისტრ.: 24-January 07 წევრი № 907 ![]() |
geoatak გეთანხმები
-------------------- ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
|
tuchlik2 |
![]()
პოსტი
#130
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 168 რეგისტრ.: 27-March 08 წევრი № 4,334 ![]() |
დამლოცეთ მამაო
ჩემი აზრით მორწმუნეს მოძღვარში არაფერი არ დააბრკოლებს, ხოლო თუ ადამიანი ეს ესაა იწყებს ამ გზით სიარულს, მოძღვარს შეუძლია როგორც შეაყვაროს ისე შეაძულოს და შეაშინოს ეს ადამიანი, სწორედ კომუნისტების დროს, როცა ელემენტარულად ეკლესიაში სანთლის დასანთებად შესულ ახალგაზრდას საშინელი აგრესია და განკითხვა ელოდა თუ სკოლაში, თუ ინსტიტუტში, ძალიან ძნელი იყო ღიად და გაბედულად შესულიყავი ეკლესიაში, იმ დროს 20-22 წლის ახალგაზრდები ვიყავით როცა ჩემმა ძალიან ახლობელმა ადამიანმა რომელმაც მარხვა დაიცვა და უნდოდა ცხოვრებაში პირველად მოძღვარი მოეძებნა და აღსარება ჩაებარებინა, მთხოვა ეკლესიაში გავყოლოდი, რათა ერთად დაგვეძლია ის შიში რასაც განიცდიდა, ის ხომ პირველად უნდა დამდგარიყო მოძღვრის წინაშე და ეღიარებინა ყველაფერი რაც მის გულს და სულს ამძიმებდა... წავედით ქაშუეთში, მოწიწებით მივიდა ჩემი მეგობარი მოძღვართან და დიდი რიდით ეუბნება: "მამაო გთხოვთ ჩემგან აღსარება ჩაიბაროთ"- ო, მოძღვარმა (სახელს შეგნებულად არ ვასახელებ) ახედ-დახედა ჩემს მეგობარს (მინდა ვაღიარო რომ ჩემი მეგობარი ცოტა გადამეტებულად ხმარობდა კოსმეტიკას) და უთხრა: "წადი გოგო ეგ დათხუპნული პირი დაიბანე და მერე მომთხოვე აღსარების ჩაბარება" ჩემი მეგობარი ადგილზე დაქვავდა... შემდეგ ისევ დაუსვა კითხვა: გათხოვილი ხარ? "არა" - შეშინებულმა უპასუხა ჩემმა მეგობარმა და სწორედ აქ დაიწყო რაც დაიწყო, რომ "ალბათ გზას ხარ აცდენილი და ოჯახი იმიტომ არ გაქვს და შენს ასაკში უნაყოფო ქალს ებრაელები მდინარეში აგდებდნენ და სწორი გზით რომ დადიოდე აქამდე ოჯახი გექნებოდა" და ასე შემდეგ... ამ ყველაფერს მე შევესწარი და იმის მომსწრეც ვარ რომ ამ შემთხვევის შემდეგ ჩემი მეგობარი ეკლესიას აღარ გაკარებია 19-20 წელი, მადლობა ღმერთს შემდეგ დაძლია ეს დაბრკოლება და დღეს ერთ ერთი მორწმუნე ადამიანია |
nino_ni |
![]()
პოსტი
#131
|
![]() nino ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,653 რეგისტრ.: 22-March 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 4,293 ![]() |
ციტატა ჩემი აზრით მორწმუნეს მოძღვარში არაფერი არ დააბრკოლებს, ხოლო თუ ადამიანი ეს ესაა იწყებს ამ გზით სიარულს, მოძღვარს შეუძლია როგორც შეაყვაროს ისე შეაძულოს და შეაშინოს ეს ადამიანი, მაგას ვამბობ მეც ![]() -------------------- სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/
შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/ |
tinka |
![]()
პოსტი
#132
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,549 რეგისტრ.: 20-December 06 მდებარ.: უკვე თბილისი :)) წევრი № 718 ![]() |
---------
|
nino_ni |
![]()
პოსტი
#133
|
![]() nino ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,653 რეგისტრ.: 22-March 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 4,293 ![]() |
veriko7
მესმის შენი პოზიციაც ![]() ეხლა მეც მასე ვფიქრობ,რომ ვერანაირი მოძღვრის საქციელი ვერ დამაბრკოლებს,მაგრამ როცა მცირე რწმენით მიდიხარ ეკლესიაში,რომ დაიწყო ეკლესიური ცხოვრება,მაგ დროს შესაძლოა იქონიოს გავლენა.ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა -------------------- სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/
შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/ |
veriko7 |
![]()
პოსტი
#134
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 887 რეგისტრ.: 30-April 08 წევრი № 4,695 ![]() |
veriko7 მესმის შენი პოზიციაც ![]() ეხლა მეც მასე ვფიქრობ,რომ ვერანაირი მოძღვრის საქციელი ვერ დამაბრკოლებს,მაგრამ როცა მცირე რწმენით მიდიხარ ეკლესიაში,რომ დაიწყო ეკლესიური ცხოვრება,მაგ დროს შესაძლოა იქონიოს გავლენა.ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა ეგეც მართალია.. ![]() ![]() |
nino_ni |
![]()
პოსტი
#135
|
![]() nino ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,653 რეგისტრ.: 22-March 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 4,293 ![]() |
ციტატა გმერთმა გაგვაძლიეროს შენც გაგაძლიეროს უფალმა ![]() -------------------- სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/
შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/ |
კავკასიელი |
![]()
პოსტი
#136
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 147 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 677 ![]() |
მღვდელს აქვს დიდი პასუხისმგებლობა აღებული იგი ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს ეკლესიაში.
მრევლს აბრკოლებს ის საქციელი როდესაც მღვდელი იმას თხოვს მრევლს რასაც თვითონ არ ასრულებს -------------------- "უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარი ჩემდა; ვისა მეშინოდის?" (ფსალმუნი 26;1)
|
joriko86 |
![]()
პოსტი
#137
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 25 რეგისტრ.: 9-May 08 მდებარ.: saqartvelo. tiflisi წევრი № 4,774 ![]() |
დამლოცე მამაო! პირადად მე , დღევანდელ დღეს აღარაფერი მიკვირს და არც მაბრკოლებს მღვდლის მოქმედება! დამაბრკოლებელი არც არაფერია, ადამიანი რომელიც მრევლია, განა სახელით, არამედ ქცევით და ცხოვრებით, მისთვის არარი პრობლემა ესა თუ ის გაგონილი-ნათქვამი-ნანახი... მარა ის ცალკე თემაა, მოძღვარი ცხოვრებით, მაგალითი უნდა იყოს და "ეტალონი".
|
makiki |
![]()
პოსტი
#138
|
![]() makiki ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,779 რეგისტრ.: 29-January 08 მდებარ.: Tbilisiii წევრი № 3,797 ![]() |
ადრე მოძღვარს ისე ვუყურებდი თითქოს ის ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანი არ ყოფილიყო.მახსოვს ერთხელ მოძღვარი ვნახე რომელიც თავის შვილებს ციგით ასრიალებდა და ისე გამიკვირდა რომ პირდაღებული დავრჩი. არ ვიცი რატომ ვიყავი ასე ,მაგრამ ეხლა მივხვდი რომ მოძღვარიც ჩვეულებრივი ადამიანია და მასაც ყავს ოჯახი. ![]() -------------------- წიგნი,რომლის მეორედ და მესამედ წაკითხვა არ ღირს არ უნდა წაიკითხო არცერთხელ.
ლამაზი ცრემლები წამწამებს ეხება პატარა ცრემლები ბაგეზე ეშვება ღმერთო მოუსმინე მის ლამაზ ვედრებას გოგონა ხატის წინ მუხლებზე ეცემა... |
დათიკო |
![]()
პოსტი
#139
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 ![]() |
ციტატა რა აბრკოლებს მორწმუნეს მოძღვარში ეს ხომ არა? ![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#140
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
გარანტია რამდენ წლიანია?
![]() ვიცი ერთმა ფოთში გემი აკურთხა, გადმოვიდა თუ არა გემი ჩაიძირა ![]() -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th August 2025 - 08:03 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი