![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
ქეთუ |
![]()
პოსტი
#101
|
![]() ცრემლისფერი... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,898 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: USA წევრი № 698 ![]() |
ციტატა მომავალ ცუდ დედებად და კარიერისტ ქალებად ნუ მოგვნათლავთ, თუ ზოგ-ზოგიერთები ამ ეტაპზე, უბრალოდ არ გრძობს თავს დედობისთვის მზად! და საერთოდ რატომ არსებობს ასეთი სულელური სტერეოტიპები ჩემთვის გაუგებარია, ასეიგი კარიერისტი----->ცუდი დედა, ერთმანეთის სინონიმებია? ![]() ![]() ასეთი მიდგომა არის სრული მარაზმი. რატომ? არ შეიძლება რომ ერთდროულად კარგი დედა და ცოლიც იყო და წარმატებული კარიერაც გქონდეს? "ან კარგი დედა ან კარიერისტი" "ან ოჯახი ან კარიერა" ვინ ჩამოაყალიბა ასე და დაუპირისპირა ეს ორი ერთმანეთს? ![]() ეს სუსტი ადამიანების ფსიქიკით განსაზღვრული "თეორიებია", ძლიერი ფსიქოლოგიისა და ბუნების ადამიანი ამას არასოდეს ფიქრობს... ქალს, რომელსაც "ძლიერი ქალის იმიჯზე" პრეტენზია აქვს, იმდენიც უნდა შეეძლოს კარგი დედაც იყოს , კარგი ცოლიც და ძლიერი პროფესიონალიც... დარწმუნებული ვარ ეს არანაერად არაა შეუძლებელი, უბრალოდ ყველაფერს თავისი დრო აქვს და თუ ამ დროს სწორად გადაანაწილებ, ეს სავსებით შესაძლებელია... ხო კიდევ დაბალანსება უნდა შეგეძლოს ადამიანს და ეს ბალანსი არ დაარღვიო! -------------------- "ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი... მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი, სული მაინც მუხლმოყრილია..." "Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!" |
ელესარი |
![]()
პოსტი
#102
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 79 რეგისტრ.: 18-January 08 წევრი № 3,669 ![]() |
გილოცავთ უფლის ნათლისღებას!
საკითხი საკმაოდ რთულია და რთულია ზუსტი პასუხის მონახვა. სამწუხაროდ ბევრი წყაროც არ იყო მოყვანილი ამასთან დაკავშირებით. რამოდენიმე პუნქტზე მინდა გავამახვილო ყურადღება: 1. ამ საკითხში პირველ რიგში უნდა მოვუსმინოთ და მართლა მოვუსმინოთ ქალებს, უფრო სწორედ დედებს. მათზე გადის შვილიერების მთელი ტვირთი. მოდი მამაკაცებმა ეგ ვაღიაროთ ჯეროვნად. ჩვენ "თეორიულად" შეგვიძლია ვისაუბროთ, მაშინ როცა ჩვენს მეორე ნახევარს ეს "ექსპერიმენტულად" აქვს დაცდილი. 2. თუ როგორ უყურებს ეკლესია ოჯახს ამაზე უკვე ზემოთ იყო დაწერილი. ამის ფესვები მოდის შესაქმისიდანაც, ოღონდ როგორც აღნიშნული იყო, ძველად ეს საკითხი სხვანაირად იყო განხილული. მეც ვერ ვუყურებ ქალს როგორც "რეპროდუქციის მანქანას”, ეს მისთვის დამამცირებელია და ვფიქრობ რომ ქალის როლს აკნინებს. ცხადია შვილთა სხმით და მათი სწორი აღზრდით ქალი ცხონდება (იხ. ეპისტოლეები), მაგრამ ისევ და ისევ ოჯახი ქრისტიანობაში უპირველეს ყოვლისა არის პატარა ეკლესია, ეს არის სიყვარულის კერა და ეს არის ის გარემო სადაც ადამი ხდება სრული ევას საშუალებით და პირიქით. ანუ კაცის (მამაკაცი და დედაკაცი) სისავსე აქ აღესრულება. 3. ფიზიკური და ფსიკიკური მხარე ფეხმძიმობისა: ცხადია ეს ინდივიდუალურია, თუმცა მეცნიერულად ცნობილია (ამაზე კამათი სასაცილოა) რომ ამ დროს ქალის ორგანიზმი და ფსიკიკა განიცდის დიდ ცვლილებას. ასევე დიდი სტრესია მშობიარობა (ისე ამ ფორუმის მამაკაცებს ვკითხავდი თუ რამდენი დასწრებია მეუღლის მშობიარობას?). ცხადია ამის გვირგვინი არის შვილი რაც უფლის წყალობაა, დალოცვაა, საჩუქარია და დიდი ბედნიერებაა. ოღონდ მოდით ნუ ვიტყვით რომ ეს გზა ადვილია, ეგ საკმაოდ და საკმაოდ რთულია! და მართლაც რომ გმირობის ტოლფასია. 4. მიტროპოლიტ ანტონ სუროჟელმა ლამაზი სიტყვები თქვა, რომ მამები და ეკლესია ფრთხილად ეკიდებოდნენ და ეკიდებიან თითოეულ ადამიანს, ითვალისწინებენ რა მის სისუსტეს და ცდილობენ რომ არ დაანგრიონ მისი ფაქიზი და ხშირად მსხვრევადი ბუნება. ცხადია რომ მისი დამოკიდებულება ამ თემისადმი შეიძლება იყოს საკამათო, ამიტომ კარგი იქნება სხვა წყაროების მოშველიება, უფრო სწორედ კი ეკლესიის ტრადიციისა და გამოცდილებისა ამ საკითხში. 5 რაც შეეხება "ბიოლოგიურ" კალენდარს. მის ავ-კარგიანობაზე ახლა არ ვსაუბრობ. მოდით ასეთი შეკითხვა დავსვათ. თუ ამ კალენდრის დაცვა "თანაონანიზმის" ტოლფასია, მაშინ ხომ არ ჯობია რომ "პირიქით" დავიცვათ ეს კალენდარი? ანუ ცოლ-ქმრული ურთიერთობა იყოს მხოლოდ და მხოლოდ იმ დღეებში, როდესაც ჩასახვის ალბათობა დიდია, ხოლო დანარჩენ დღეებში კი "თანაონანიზმის" შიშით თავი შეიკავონ წყილებმა? ![]() 6. და ბოლოს: ოჯახის მთავარი მიზანი რომ ყოფილიყო გამრავლება, მაშინ ”ცოლ-ქმრული მარხვები” (გარდა ზიარების წინა ღამე და ვნების შვიდეული, ალბათ) საერთოდ ამოსაღები იქნებოდა, ვინაიდან ეწინააღმდეგება ოჯახის მთავარ მიზანს. და თუ გამრავლება მეორეხარისხოვანია, მაშინ, როგორც კანუდოსელმა სამართლიანად შენიშნა, მთელი ეს საკითხიც ალბათ შეიძლება განვიხილოთ როგორც მეორეხარისხოვანი. სიყვარულით, ელესარი -------------------- «Так, товарищи, по вопросу о плюрализме двух мнений быть не может».
------ “ხოლო აწ ესერა ჰგიეს სარწმუნოებაჲ, სასოებაჲ და სიყუარული, სამი ესე; ხოლო უფროჲს ამათსა სიყუარული არს” (1 კორ. 13:13) |
KAIROS |
![]()
პოსტი
#103
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ელესარ,
კეთილი იყოს შენი მოსვლა ჩვენ შორის ![]() კარგი პოსტია, პრობლემის განხილვაა საჭირო, ფიქრი და წყაროების ცოდნა,თითების ქნევა და ლოზუნგებით ლაპარაკი ადვილია, მაგრამ უნაყოფო... მოკლედ, ამ თემაში სათქმელი ვთქვი, უბრალოდ მომეწონა პოსტი,იმედია იაქტიურებ. იხარე, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
k@the |
![]()
პოსტი
#104
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
ცნობისათვის,როცა ამდენი შვილები ყავდათ ,იმ დროში ქალებს დიპლომები არ ჰქონდათ! საქმიანობა კი ყველასი ერთი იყო მიწადმოქმედება და ხელსაქმე!(დიდებულებზე და თავადებზე არ არის საუბარი) დღეს თუ მანდილოსანი ამდენს ასწრებს ეს ძაან გასახარია(სამსახური და ოჯახი)!ზოგ შემთხვევაში კი პირადი კარიერის გამო შვილები არსწორად ვითარდებიან და ყალიბდებიან! ისე კი რა თქმა უნდა იმას რომ ,ადამიანი მხოლოდ გამრავლებისთვის არ არის შექმნილი! ისე არ ვიცი, რით უფრო ბედნიერი არის დედა სტაჟით თუ შვილებით? დამლოცეთ მამა ირაკლი, იმ დროს როცა ქალებს დიპლომები არ ქონდათ, მაშინ მამაკაცებიც მიწაზე მუშაობდნენ. მიწაზე მუშაობაც დიდი მადლია, მითუმეტეს დღევანდელ პირობებში, როცა საკვები პროდუქტები ათასი კონცენტრატებითაა გაჯერებული და ხილ-ბოსტნეული პესტიციდებით. ამიტომ ჯანსაღი კვება, ბავშვის ჯანსაღი განვითარების წინაპირობაა. მაშინ მოვთხოვოთ მამაკაცებსაც, დაუბრუნდნენ მიწას და ოჯახი მოამარაგონ ჯანსაღი პროდუქციით. ისეთ მამაკაცებს მოვთხოვოთ, ვინც ქალაქშია გაზრდილი, უმაღლესი განათლებაც მიუღია და სამსახურიც აქვს. მაინტერესებს რამდენი მამაკაცი იტყვის უარს თავის კარიერაზე, იმისათვის რომ საკუთარ შვილებს საკუთარი ბაღ-ბოსტნის კიტრი და პამიდორი აჭამოს? და ეს კიდევ არაფერი თავდადებაა მამაკაცის მხრიდან, იმსათან შედარებით რასაც ქალი, 12 შვილის დედა აკეთებს. მამაო, მე ხომ არ ვამბობ არ გავაჩენ შვილსო, ღმერთმა მომცეს და 5საც ვიყოლიებ, 5-ს შევძლებ რომ კიდეც აღვზარდო სწორად და ჩემ საქმესაც მივხედო, მაგრამ 12-ს ვერა. რა ვქნა, ვერ ვიფარისევლებ და ვაღიარებ, მე ვერ ვიტყვი ჩემს პროფესიაზე უარს და ვერ დავჯდები მთელი ცხოვრება სახლში. შვილები დიდი ბედნიერებაა და დიდი სიხარულით ვიცხოვრებდი ჩემი თითოეული შვილისათვის, მაგრამ როცა შესაძლებელია შეთავსება საქმის და ოჯახის, რატომ უნდა ვთქვა უარი ჩემს საქმეზე? მამაო, შეიძლება ერთი შვილი გყავდეს ქალს, დაისახლისიც იყო მთელი ცხოვრება, მაგრამ ბავშვი სწორად მაინც ვერ აღზარდო. შვილების რაოდენობა არაა მთავარი, მე არ ვამბობ ქალი 12 საათი უნდა მუშაობდეს დღეშიო, მაგრამ ჩვეულებრივი სამუშაო დღე შესაძლებელია. ცხადია, დედაჩემი თავისი შვილებითაა ბედნიერი და მე უაღრესად მადლიერი ვარ მისი, რადგან მიუხედავად ყველა სირთულისა ასეთები გაგვზარდა სამივე, მიუხედავად იმისა რომ 90-იან წლებში რაღაც პერიოდი მამაჩემი უმუშევარი იყო და მთელი ოჯახის სიმძიმე დედამ იკისრა, მაშინაც კი არ მიგვრძნია თავი დედის ყურადღება მოკლებულად. დედაჩემს რომ თავისი სპეცილობა არ ქონოდა, ჩვენ ვიშიმშილებდით. ქალი მამაკაცის მეგობარია და მეუღლეები ჭირშიც და ლხინშიც ერთად უნდა სწევდნენ ჭაპანს. ნუ დაგვაყენებთ განათლებულ ქალებს არჩევანის წინაშე მაშინ, როცა არჩევანის გაკეთება არაა აუცილებელი. ![]() დამლოცეთ მამაო, ქეთევანი -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
Lenus |
![]()
პოსტი
#105
|
![]() ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 ![]() |
...........
-------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
Lenus |
![]()
პოსტი
#106
|
![]() ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 ![]() |
...........
-------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
k@the |
![]()
პოსტი
#107
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
k@the ქეთი, მგონი შენ თავად იყენებ თავს ასეთი არჩევანის წინაშე. არავინ ითხოვს არჩევას, თუ შესაძლებელია რომ დედამ შვილებიც აღზარდოს და არც სამსახურ დაჰკარგოს. მაგრამ! თუ დედის ეს "ძვირფასი" კარიერა იმის საშუალებასაც არ იძლვა რომ შინა მოსამსახურე ან დამხმარე დაიქირავოს, და ბავშვებიც უპატრონოდ უნდა იყვნენ დატოვებულები, რა ფასი აქვს ასეთ მუშაობას, მე არ მესმის. ეს უფრო გართობაა, ვიდრე მუშაობა. უკაცრავად? ![]() მაშ მამაკაცი რომ მუშაობს, მისი ხელფასი თუ ცოლისაზე მეტია, ესეიგი მას შეუძლია ცოლი დასვას სახლში და შინამოსამსახურის მოვალეობებიც შეუფარდოს, დედისაც, დიასახლისისაც, მზარეულისაც?! რას ქვია ქალის მუშაობა გართობაა და მამაკაცის მუშაობა ოჯახის რჩენა? ძალიან შესაძლებელია მე მეტი ხელფასი მქონდეს ჩემს მეუღლეზე. ეხლავე მაქვს საკმაოდ დიდი ხელსაფი ჩემი პროფესიიდან გამომდინარე! თქვენ ამ პოსტით შეურაწყოფა მიაყენეთ ყველა პროფესიისა და სამსახურის მქონე ქალს! მე არ ვაყენებ ჩემ თავს არჩევანის წინაშე! ჩემი არჩევანია 5 შვილი - თუ ღმერთმა ინება და აი თუ ინება ის 5, მერე მოვიფიქრებ როგორმე, რომ უდიდესი ცოდვა (აბორტი) არასოდეს ჩავიდინო! აი ესაა ჩემი არჩევანი, მე არ მინდა ეკლესიის წიაღს მოვშორდე, მაგრამ აღმოჩნდა რომ ჩემი ასეთი აზროვნება ყოვლად არამათლმადიდებლური ყოფილა, და ეს აღმოჩნდა თქვენი სიტყვებიდან, და ამის დასამტკიცებლად ვერცერთი რელიგიური დოგმა ვერ მოგყავთ. და კიდევ, მე ავღნიშნე რომ დედაჩემს 30 წლის სტაჟი აქვს სამშობიაროში პედიატრად მუშაობის, ღამეც გაუტეხია იქ როცა მძიმე ბავშვი დაბადებულა და მერე მშობლების მადლობებიც უსმენია, თუმცა ყოველთვის მიზერული (!!!) ხელფასი ქონდა, მაგრამ ჩვენ მისი სამი შვილი უპატრონოდ არ გავზრდილვართ! პ.ს. მომიტევეთ ძახილის ნიშანთა სიმრავლე, აღშფოთების გამოხატვის ფორმად ავირჩიე. -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
likka |
![]()
პოსტი
#108
|
![]() გენა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,044 რეგისტრ.: 5-April 07 მდებარ.: Strawberry fields... წევრი № 1,578 ![]() |
ქეთი.
თუ არ დაგეზაროს ერთხელ კიდე გადაიკითხე ჩემი პოსტი და მერე გამკიცხე! და პოლემიკაა არაა საჭირო იმიტო დავწერე, რომ ზუსტად ის არ თქმულიყო რაც შემ დაწერე! და ისიც ვთქვი რომ მართალი ხართ ყველა ვინც ამას დაწერთთქო, რაც იმაზე მიუთითებს რომ ჩემი მომავალი შვილებისადმი დამოკიდებულება ნამდვილად არაა ისეთი როგორადაც შენ დაახასითე შენს პოსტში!!! ცოტა დაკვირვებულად თუ მოიდგები სხის ნათქვამს და დაფიქრდე4ბი ხოლმე სანამ რამეს დაწერ, დარწმუნებული ვარ მიხვდები ამ შემთხვევაში რასაც ვგულისხმობდი!! შენ რასაც წერ, ეგ ყველაფერი კარგია, და მართალიცაა და ღმერთმა ყველას შეაძლებინოს ბედნიერი და ღირსეული დედობა, მე უბრალოდ იმას გავუსვი ხაზი, რაც თეორიაში კი არა პრაქტიკაში ხდება უმრავლეს შემთხვევაში! და სულაც არ მგონია რომ კარიერისთი ქალი ცუდი დედის სინონიმია, უბრალოდ ეს მხოლოდ ერთერულთა ხვედრია, იყო კრგი დედა და თან 12 შვილის პირობებში შენი საქმის პროფესიონალიც! ასე რომ ნუ ვიკამათეთ, მე ჩემი აზრი გამოვთქვი,ძალიან გთხოვ შეფასებების გაკეთებას თავი დავანებოთ, ვინ უფრო კარგი დედა იქნება მომავალში! შემინდოას უფალმა, ამას რომ გეკითხები, მაგრამ, ვიცი რომ წარმატებულად მოღავაწეობ მანდ, სამშობლოსგან შორს და რომ ძალიანაც გიყვარს შენი საქმე მაგრამ, დაფიქრდი აბა, თუ უახლოეს მომავალში დაოჯახდი და შვილი გეყოლა. მართლა მზად ხარ შენი ცხოვრების უმეტესი ნაწილი ოჯახს დაუთმო და შენი ასე საყვარელი პროფესია წარსულს ჩააბარო??? რისთვისღა იღწვოდი მაშინ ამდენხანს???? მაზე მქონდა მე აქცენტი, მაშინ რაღა საჟიროა დავშვრეთ იმ მიზმისთვის, რომელსაც შუა გზაში მოვატოვებთ???? მე მგონი არც ისე ადვილია ამ ნაბიჯის გადადგმა არა??? მე მაგის თქმა მინდოდა,მეტი არაფრის! k@the მგონი მე და შენ , აქ ერთ ბანაკში ვართ... ![]() -------------------- ეჰ...
|
k@the |
![]()
პოსტი
#109
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
likka
კი ლიკა, ჩვენ ყველანი ერთ გუნდში ვართ და ერთი ეკლესიის წიაღში კიდევ ![]() ჩვენი აზრები რაღაცეებში დაემთხვა. მაგრამ, აქ მთავარი არაა ვის რა კერძო აზრი გააჩნია. გუნდებად დაყოფა და დაშლა ძირს უთხრის ეკლესიას. ამიტომ ეკლესიის წიაღში მყოფი ადამიანი, არ უნდა იყოს კატეგორიული პოზიციის ისეთ საკითხებში, რაც ეკლესიის დოგმატიკა არაა და მხოლოდ ადამიანის ზნეობრივი შეხედულებით განისაზღვრება. მე ვაღიარებ, რომ დედა რომელიც 12 შვილს გააჩენს და მხოლოდ მათთვის იცხოვრებს, ის ჩემზე მეტად მადლმოსილია, ის გმირი დედაა. მაგრამ მე ყველა ქალს ვერ მოვთხოვ ამის გაკეთებას. და ნურც სხვა მოსთხოვს, აი ამას ვამბობ მე. ერთი გუნდის, განსხვავუბული, თუმცა არა კატეგორიული პოზიციის მქონე ![]() -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
დათიკო |
![]()
პოსტი
#110
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 ![]() |
ქეთი.
ციტატა და საერთოდ რატომ არსებობს ასეთი სულელური სტერეოტიპები ჩემთვის გაუგებარია, ასეიგი კარიერისტი----->ცუდი დედა, ერთმანეთის სინონიმებია? ნინო ანანიაშვილს ჰყავ ბავშვიც და ოჯახიც, ასევე პლისეცკაიას, ჭანკვეტაძეს და ძალიან ბევრ ისეთ ადამიანს, რომლებიც 24 საათი შრომაში არიან. არ არის ეს პრობლემა, დამიჯერეთ. თუკი ადამიანს სურს შვილი მას არ ექნება პრობლემა კარიერასთან დაკავშირებით. |
Lenus |
![]()
პოსტი
#111
|
![]() ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 ![]() |
...........ვ
-------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
გიორგი |
![]()
პოსტი
#112
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
ქეთი.
ციტატა თუკი საკუთარ შვილზე შემიძლია ვთქვა რომ ის "სხვაა" მაშინ ჩემიც საერთოდ არაფერი ყოფილა... აი, როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ამ საკითხის მიმართ. ![]() ციტატა ქალს, რომელსაც "ძლიერი ქალის იმიჯზე" პრეტენზია აქვს, იმდენიც უნდა შეეძლოს კარგი დედაც იყოს , კარგი ცოლიც და ძლიერი პროფესიონალიც... რა საკვირველია... რა თქმა უნდა ეს ასეა. ![]() ციტატა საერთოდ რატომ არსებობს ასეთი სულელური სტერეოტიპები ჩემთვის გაუგებარია, ესე იგი კარიერისტი -----> ცუდი დედა, ერთმანეთის სინონიმებია? არა, რა თქმა უნდა ესენი სინონიმები არ არის (ყოველ შემთხვევაში არ უნდა იყოს), მაგრამ ამის მიზეზი არის აზიურ-კავკასიურ მსოფლმხედველბის ნარევზე დაფუძნებული ე.წ. "გრუზინული" მენტალიტეტი, რომელიც მრავალ უარყოფით მიდგომას გულისხმობს. ჩამოყალიბებულია სტერეოტიპი, რომ თითქოს ქალი (გოგო) უნდა იყოს სახლში, რომ მისი საქმე მხოლოდ საჭმლის კეთება და რეცხვაა, თანაც ითვლება რომ საოჯახო საქმე და საერთოდ დედობა შეუძლებელია პროფესიონალიზმთან და პროფესიულ სამსახურთან შეთავსებით. ამის მიზეზი ერთის მხრივ არის აღმოსავლური გავლენა, სადაც ქალი "დაჩაგრულად" გრძნობს თავს და ვალდებულია უპირობოდ, უსიტყვოდ და თითქმის გაუაზრებლად დაემორჩილოს კაცის სურვილებს, (ეს არც თუ ისე ახლოს დგას ქრისტეანული სიყვარულით ცხოვრებასთან), მეორეს მხრივ ეს არის სოციალურ-ტექნიკური ჩამორჩენილობის შედეგი, ძველ დროში უნოდა თუ არ უნდოდა ქალის ადგილი რეალურად მართლაც სახლის გარეთ არ იყო, რადგან მაშინ არ არსებობდა პროფესიული განათლება, საზოგადოებაში ადგილი და ა.შ. ცხოვრება ნაკლებად დინამიკური იყო, დიდად დამოკიდებული ფიზიკურ ძალაზე, ქალს მიწაზე მუშაობა გაუჭირდებოდა, ბრძოლაში თითქმის გამოუსადეგარი იყო, გარდა უმცირესი გამონაკლისებისა, გამომდინარე აქედან იმ დროისათვის მართლაც ოპტიმალური იყო ქალი მჯდარიყო სახლში, მთლიანად დაკავებულიყო საოჯახო საქმით, კაცს კი ემუშავა ფიზიკურად, ემუშავა მიწაზე და საჭიროებისას ებრძოლა ხმლით ხელში. იმ დროისათვის ფუნქციები იდეალურად იყო განაწილებული. დღეს აბსოლუტურად სხვა დროა, მომავალი კი ძალიან სწრაფი ტემპით იცვლება, თანამედროვე სიტუაციაში არავითარი მნიშვნელობა არა აქვს პროფესიული, ეკონომიკური და სოციალური წარმატებისათვის ადამიანის ფიზიკურ ძალას, შესაბამისად სქესსაც, ქალსაც და კაცსაც თანაბრად შეუძლია დეუფლოს საინტერესო პროფესიას, აიწყოს კარიერა და მიაღწიოს ინტელექტუალურ წარმატებას, რაც ცხოვრების მატერიალური მხარით უზურუნველყოფის საწინდარია, ამისთვის ბრძოლა კი ზუსტად კაცის თანასწორად ქალსაც შეუძლია, და სრული უფლება აქვს შეეცადოს მეტ-ნაკლებად მოიწყოს საკუთარი ცხოვრება, ამას ემატება ისიც რომ ქალის ის საოჯახო საქმე, რომლის აუცილებლობის გამო თითქოს შეუძლებელია პროფესიული ცხოვრება, საგრძნობლად შემსუბუქებულია საოჯახო ტექნიკის საშუალებით, რომელიც მომავალში კიდევ უფრო დაიხვეწება. არაა სავალდებულო ქალი საათობით იდგეს სააბაზანო ოთახში და რეცხავდეს ტანსაცმელს, მაშინ როდესაც სარეცხი მანქანა არსებობს, თუ ნორმალური შემოსავალი აქვს შეუძლია ყოველდღიურად გაუთავებელი, საათობით დროის დამკარგავი საჭმელის კეთებით არ დაკავდეს და საჭიროების შემთხვევაში იყიდოს და ა.შ. ერთი სიტყვით შინამოსამსახურისგან "ოდნავ" მაინც განსხვავდებოდეს. სამაგიეროდ დაკავდეს იმ საქმით, რაც მას აინტერესებს და ინტელექტუალურად იზიდავს. ეს არანაირად არ გამორიცხავს ბავშვების გაზრდას, მითუმეტეს გოგოს თუ შესაბამისი აზროვნების ქმარიც შეხვდა. პირიქით ნაკლებშვილიანობის ნომერ პირველი მიზეზი მაინც ეკონომიკური პრობლემებია (არის სხვაც, მაგრამ ეკონომიკური გაჭირვება ყველაზე სერიოზულია), რომლებიც მაშინ უფრო კარგად გადაიჭრება, რაც უფრო მონდომებული და დახვეწილი პროფესიონალები იქნებიან ოჯახში, განურჩევლად ქალისა და კაცისა. ცხადია მართლა 10-12 ბავშვის გაჩენა ძალიან ძნელია, მაგრამ თუნდაც 4-5 ბავშვის გაჩენა (ან არა აქვს მნიშვნელობა რამდენის) გაზრდა მაშინ უფრო იოლია, როცა შესაბამისი პირობები არსებობს, ეს პირობები კი მზა მდგომარეობაში ციდან არ ვარდება. ყველა ქალს უნდა გახდეს დედა, სურს ყავდეს საკუთარი ბავშვები და ამის მერე იყოს პროფესიონალი, აბა ისე ამ ყველაფერს ფასი არა აქვს. აქვე მინდა ამ პრობლემას სხვა კუთხითაც შევხედო. არ ვიცი მეშლება თუ არა, მაგრამ ვხედავ რომ კაცების გარკვეული ნაწილი არც თუ მთლად ახლოსაა საკუთარი ცოლის ადამიანურ სიყვარულთან და ყოველივე ზემოთხსენებულს საკუთარი "ფსევდო-მე"-ს დასაკმაყოფილებლად აკეთებს. "იჯდები სახლში!", "ქალო, რა გინდა სამსახურში?!", "ქალო რაში მჭირდება შენი ნასწავლი, ადექი და ჩაი აადუღე!"...და მსგავსი მრავალი ტერმინი და გამოთქმა, რაც ქალს ბოჭავს. ერთი ფაქტია, რომ ძალიან ძნელია იყო კარგი პროფესიონალი და კარგი დედაც, მაგრამ ამას შესაბამისი ხელშეწყობა უნდა. როგორ? გოგომ რომ გთხოვოს, რომ მე რაღაც მაინტერესებდა და ვისწავლე, ახლა ჩემი პროფესიით სამსახური ვიშოვეო და იქ არ გაუშვა ან ხელი არ შეუწყო არის სრული მარაზმი და სიყვარულისგან განძარცვულობა. განა გოგო ჩვეულებრივი ადამიანი არ არის?! განა მასაც არ აინტერესებს რაღაც როგორც კაცს?! იქნებადა როგორ სიხარულით ელოდებოდა თავისი ნიჭის რეალიზაციას?! განა მასაც არ შეიძლება ჰქონდეს ხელფასი ან არ უნდა საზოგადოებასთან ურთიერთობა?! ცოლი, ხომ კაცისთვის საუკეთესო მეგობარი უნდა იყოს, ყველაზე ახლობელი ადამიანი ამ ქვეყანაზე და ეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი აკრძალვები რა უბედურებაა?! უბრალოდ რა უბედურებაა?! ეგ კი არა ამაყობის, ამპარტავნობის და ზემოდან ყურების დრო არ არის, ძალიან კარგად შეიძლება კაცს გარეცხვაშიც მიეხმაროს ქმარი, სახლის დახვეტაშიც, მტვერსასრუტით დალაგებაშიც და ნებისმიერ საოჯახო საქმეში, თუ ეს გოგოს ხელს შეუწყობს პროფესიულ წინსვლას. ეს სასაცილო არაა. საკუთარი ცოლი ყველაზე მეტად უნდა გვიყვარდეს და როგორ შეიძლება ფუნქციების მექანიკურად გაყოფა?! სადაც გაყოფაა იქ ერთობა არ არის. ცხადია ეს არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც ფუნქციები უნდა შეიცვალოს, აირიოს და რაღაც ქაოსურ სისულელემდე მივიდეთ, მაგრამ ოჯახში, სადაც ურთიერთგაგება ყველაფერზე წინ დგას, ეს ყვლაფერი ოპტიმალური და საღი მსჯელობის საფუძველზე წყდება, არსებულ სიტუაციაში რა ჯობია, ვინ რითი დაკავდეს და ვინ ვის მიეხმაროს და რაში. ესაა ნამდვილი, თანამედროვე ოჯახისადმი ქრისტეანული დამოკიდებულება, ყველა დანარჩენი წარმოადგენს იმ სტერეოტიპებს, რომელიც დროულად უნდა დაიმსხვრეს ![]() -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
Lenus |
![]()
პოსტი
#113
|
![]() ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 ![]() |
...........
-------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
გიორგი |
![]()
პოსტი
#114
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
Lenus
ციტატა ეგრე ვინ ვის ელაპარაკება? ჯერ ერთი საკმაოდ ბევრი მართლა ელაპარაკება, ზოგი კი სიტყვებით ეგრე არ ელაპარაკება, მაგრამ იმათი ქმედება და დამოკიდებულება არაპირდაპირად ეგრე ლაპარაკს ნიშნავს. ![]() სასაცილო მე მგონი არაფერი არ მითქვამს, არის ასეთ დამოკიდებულება და მის გარშემო ვმსჯელობთ... საკუთარ აზრებს ვამბობთ... -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
k@the |
![]()
პოსტი
#115
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
![]() დააკვირდი რა ვთქვი: ქალი არის მამაკაცის თანაშემწე ოჯახის საქმეებში. თუ რაღაც არნახული პროფესია აქვს ქალს, მაშინ კიდევ გასაგებია, მაგრამ თუ მისი პროფესია მოითხოვს რომ მუშაობდეს და ბავშვებს ვერ უთმობდეს დროს, მაშინ შინამოსამსახურეც შეიძლება აიყვანოს-თქო. და თუ ამის საშუალებასაც არ აძლევს ასეთი კარიერა, რისიღა მაქნისია ასეთი მუშაობა?? რა არის აქ შეურაცხმყოფელი? ![]() რატომღაც ისე მივიღე ეს ხოვთ რომ ხვალიდანვე შედგნენ 12 შვილის გაჩენას. არა, საუბარა იდეაზე, იდეალზე, მისწრაფებაზე. და თუ მისწრაფებაც არ გაქვს ადამიანს, აღსრულებაზე საუბარიც არაა ქეთი. პირდად კი ნუ იღებთ, ზოგადად ისუბრეთ, ზოგადად! მინდა გითხრათ, რომ კანუდოსელზე ნაკლებად არ გეხერხებად საკუთარი ნაწერის თქვენი შეხედულებისამებრ ინტერპრეტირება ![]() მე მეგონა ზოგადად არ წერდით, რადგან მე მომიხსენიეთ პოსტში. გიორგის პოსტს რა წაიკითხავს ![]() დამოკიდებულება, '' მოითხოვე მაქსიმალური, რათა მიიღო იმდენი რამდენიც საჭიროა'', თქვენ როგორც თანამდებობის პირს ნამდვილად გჭირდებათ. ![]() მაგრამ, როცა რელიგიასთან გვაქვს საქმე, მოთხოვნა და კატეგორიულობა ჩემთვის ყოვლად მიუღებელია. საკითხზე, რომელზეც ჩვენ ვმსჯელობთ, თვით წმინდა მამებიც კი დიდი სიფრთხილით წერდნენ. მაშ რა უფლება გვაქვს ჩვენ დღეს მოვითხოვოთ ერთმანეთისაგან იდეალები ვიყოთ? მე ზოგადად ვერ ვისაუბრებ ასეთ საკითხზე, რადგან ზოგადი აკრძალვა ან დაშვება არ არსებობს. მე მხოლოდ ჩემი პოზიცია შემიძლია დავაფიქსირო. ვერც თქვენ მოგახვევთ ჩემ აზრს თავზე და ვერც თქვენგან მივიღებ კატეგორიულ მოთხოვნად, რომელი იდეალისაკენ უნდა ვისწრაფოდე. ამიტომ, თქვენ გაგიმარჯოთ თქვენს ოჯახთან ერთად და თქვენი შეხედულებებით : ''ქალის როლი მამაკაცისა და მისი შვილების ცხოვრებაში''. ![]() პატივისცემით, -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
Lenus |
![]()
პოსტი
#116
|
![]() ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 ![]() |
...........
-------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
ქეთუ |
![]()
პოსტი
#117
|
![]() ცრემლისფერი... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,898 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: USA წევრი № 698 ![]() |
ქეთი. თუ არ დაგეზაროს ერთხელ კიდე გადაიკითხე ჩემი პოსტი და მერე გამკიცხე! ლიკა სად დაინახე გაკიცხვა ჩემ პოსტში? ციტატა ცოტა დაკვირვებულად თუ მოიდგები სხის ნათქვამს და დაფიქრდე4ბი ხოლმე სანამ რამეს დაწერ, დარწმუნებული ვარ მიხვდები ამ შემთხვევაში რასაც ვგულისხმობდი!! ზუსტად ამავე წინადადებით ახლა შენვე მოგმართავ ![]() ციტატა ასე რომ ნუ ვიკამათეთ, მე ჩემი აზრი გამოვთქვი,ძალიან გთხოვ შეფასებების გაკეთებას თავი დავანებოთ, ვინ უფრო კარგი დედა იქნება მომავალში! ახლა კარგად გამეცინება, იმიტომ რომ. ჩემს პოსტში არ ყოფილა არანაერი შეფასება და არანაერად არ მიხსენებია ის თუ ვინ უფრო კარგი დედა იქნება მომავალში... მე ვთქვი, ჩემთვის მიუღებელია ასეთი მიდგომა, თუმცა არსად დამიწერია რომ სწორედ მე ვარ მართალი და სწორედ საკითხის ჩემეული აღქმაა სწორი მეთქი, რა არის აქ გაუგებარი და რთული, შენ გაქვს შენი პოზიცია,რაზეც მე დავაფიქსირე ჩემი აზრი, ჩემთვის მიუღებელია ასეთი პოზიცია სხვისთვის შეიძლება იყოს მისაღები... მაგრამ შეფასებები შენვე გააკეთე შემდეგ პოსტში... და კიდევ ერთხელ შენივე სიტყვები შენ მიმართ ![]() ციტატა ცოტა დაკვირვებულად თუ მოიდგები სხის ნათქვამს და დაფიქრდე4ბი ხოლმე სანამ რამეს დაწერ, დარწმუნებული ვარ მიხვდები ამ შემთხვევაში რასაც ვგულისხმობდი!! ციტატა შემინდოას უფალმა, ამას რომ გეკითხები, მაგრამ, ვიცი რომ წარმატებულად მოღავაწეობ მანდ, სამშობლოსგან შორს და რომ ძალიანაც გიყვარს შენი საქმე მაგრამ, დაფიქრდი აბა, თუ უახლოეს მომავალში დაოჯახდი და შვილი გეყოლა. მართლა მზად ხარ შენი ცხოვრების უმეტესი ნაწილი ოჯახს დაუთმო და შენი ასე საყვარელი პროფესია წარსულს ჩააბარო??? რისთვისღა იღწვოდი მაშინ ამდენხანს???? მაზე მქონდა მე აქცენტი, მაშინ რაღა საჟიროა დავშვრეთ იმ მიზმისთვის, რომელსაც შუა გზაში მოვატოვებთ???? მე მგონი არც ისე ადვილია ამ ნაბიჯის გადადგმა არა??? მე მაგის თქმა მინდოდა,მეტი არაფრის! ამაზე დავწერე უკვე, და ვიმეორებ: უბრალოდ ყველაფერს თავისი დრო აქვს და თუ ამ დროს სწორად გადაანაწილებ, ეს სავსებით შესაძლებელია... ხო კიდევ დაბალანსება უნდა შეგეძლოს ადამიანს და ეს ბალანსი არ დაარღვიო! ხოდა თუ მაინ ც და მაინც კონკრეტულად ჩემი სიტუაციიდან გამომდინარე მეკითხები,გეტყვი რომ მე ძლიერი ქალის იმიჯზე მაქვს პრეტენზიები ![]() [b]ქეთი. ნინო ანანიაშვილს ჰყავ ბავშვიც და ოჯახიც, ასევე პლისეცკაიას, ჭანკვეტაძეს და ძალიან ბევრ ისეთ ადამიანს, რომლებიც 24 საათი შრომაში არიან. არ არის ეს პრობლემა, დამიჯერეთ. თუკი ადამიანს სურს შვილი მას არ ექნება პრობლემა კარიერასთან დაკავშირებით. +++ რათქმაუნდა -------------------- "ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი... მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი, სული მაინც მუხლმოყრილია..." "Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!" |
Lenus |
![]()
პოსტი
#118
|
![]() ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 ![]() |
...........
-------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
გიორგი |
![]()
პოსტი
#119
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
Lenus
ციტატა ძალიან ცდები, იმაში რაც წერე. თითქოს დაწერისთვის დაწერე და არაა აზრის გამოსახატად. მაინც რაში? ეგეთი დამოკიდებულება არ არსებობს თუ ნაწილობრივ არსებობს და მისაღებია? ციტატა შეიძლება შენ ოჯახის უფროსის უფროსობა ავტომატურად ასე გესმოდეს, მაგრამ ეგ იმ კაცის და იმ ოჯახის ბრალი ნამდვილად არაა. ოჯახის უფროსობა მე ზუსტადაც, რომ ასე არ მესმის. ციტატა აქ არა ვართ ამ საზოგადოების წარმომადგენლები? ვთქვათ ხმამაღლა, ასე ვკადრულობთ მეუღლეებთან ალაპარაკს?? უადგილო კითხვა იყო ძალიან. ჯერ ერთი აქ ძალიან ცოტაა დაოჯახებული, მეორეც ნაკლებ სავარაუდოა ეკლესიური ადამიანი ამ სიტყვებით ლაპარაკობდეს (მე ზოგადად ქართული საზოგადოება ვიგულისხმე, სადაც 20%-ც არაა ეკლესიური) და მესამეც თუ ვინმე ეგრე ლაპარაკობს ან მსგავსი დამოკიდებულება აქვს აქ ეგრე არ გიპასუხებს. ციტატა რატომ ვებრძვით ქარის წისქვილებს? სულ სხვაგანაა წარსამართი ბრძოლის სურვლიც და ენერგიაც ამ დროს... რა შუაშია ქარის ქისქვილები?! მოკლედ რაიმე ტრადიციულ ქართულისგან ოდნავ განსხვავებული თუ თქვა ვინმემ იმწამსვე ეწინააღმდეგები... მე, რაც ვთქვი მაგნაირი დამოკიდებულება საკმაოდ ხშირია, ეგეთი სიტყვებით ლაპარაკიც მინახავს, ზოგი ეგეთი სიტყვებით არ ლაპარაკობს, მაგრამ საბოლოო ჯამში საქმით იგივე გამოსდის და ბოლოს რას ჩააცივდი მაიცდამაინც იმ სამ სიტყვას?! გარდა მაგისა იქ უამრავი რამ ეწერა ზოგადად ეგეთი დამოკიდებულების, ქალის შედარებით უკანა პლანზე გადაწევის, მისი პროფესიონალიზმის ცუდად ყურების შესახებ და ა.შ. განხილული იყო მიზეზები და გამოვეხმაურე დასმულ კითხვას თუ რატომაა კარიერა ცუდი დედის სინონიმი... შენ აქ ცოლის მოყვნას ხომ არ ჩალიჩობ? ![]() ზედმეტები მოგდის მეგობარო! თანაც აშკარად! ![]() რაც არ გეკითხება იმაზე შაყირობ... არ არის ეს მოსაწონი. შენთვის არც კითხვა დამისვამს, არც შენს პოსტს გამოვხმაურებივარ და ძალიან გთხოვ თავი შეიკავო ასეთი კომენტარებისგან. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
Lenus |
![]()
პოსტი
#120
|
![]() ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 ![]() |
...........
-------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 11:37 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი