![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
guest |
![]()
პოსტი
#381
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
ერთი საინტერესო სტატია ვნახე ამ თემაზე, იქნებ მითხრათ, თუ გსმენიათ რაიმე დეკანოზი Глеб Каледа-ს შესახებ? მე მომეწონა მისი ნაშრომები.
ამ თემას ეხება: http://lib.eparhia-saratov.ru/books/10k/ka...echurch/29.html |
ელესარი |
![]()
პოსტი
#382
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 79 რეგისტრ.: 18-January 08 წევრი № 3,669 ![]() |
ქეთი,
ციტატა გთხოვდი, მე უღირსის გულისთვის, გულში რისხვას ნუ გაივლებ არც გამივლია ![]() უბრალოდ, შთაბეჭდილება დამრჩა რომ ერთდაიგივეს ვლაპარაკობთ უკვე მერამდენეჯერ. ციტატა თანაც დასაკონკრეტებელია ეს "დანარჩენი" მეთოდები. ნამდვილად. პირველი ამ მეთოდებში, ჩემი აზრით, ალბათ იქნება ბიოლოგიური კალენდარი, სხვა დანარჩენი - ალბათ ისევ უნდა მოძღვარს გავესაუბროთ. ციტატა მე იმას ვამბობ, რომ არსებობენ ლმობიერი და მკაცრი მოძღვრები. არსებობენ სუსტი და ძლიერი ადამიანები. ხოლო მკაცრ მოძღვრებს, ყავთ სუსტიც და ძლიერიც მრევლში. მე ვუშვებ, რომ მკაცრი მოძღვრები თანაბრად მკაცრად მიუდგებიან მაგ საკითხს. რაც თურმე, არა მხოლოდ მოძღვრის, არამედ მეუღლეების გადასაწყვეტიცაა. თუმცა რეალობაში, მოძღვარი რომ დიდი ავტორიტეტია, მგონი არ შემეკამათებით. ასევე ჩემთვისაა მოძღვარი ავტორიტეტი და გამიჭირდება შევეპასუხო, იცით, მე სუსტი ვარ და ... მოკლედ, მგონია, რომ დალაგებულად და გარკვეულად ვწერ. როცა მოძღვარი რამეს მიგითითებს, მერე მე პირადად არ ვეწუწუნები და არ ვეპასუხები, მიჭირს და ვერ შევასრულებო. სამაგიეროდ, ასეთი რამე, მართლაც რო მიჭირდეს, ვერ შევეპასუხები, წავალ სახლში და გულში დავიწყებ ტანჯვას(ტანჯვას სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით), ასევე ალბათ უნებურად მოძღვრის განკითხვასაც, ვიფიქრებ ისეთი რამ რატომ მითხრათქო. ამან შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ უბრალოდ ეკლესიაში სიარულს მოვუკლო, ან საერთოდ დავანებო თავი. მე ყოველთვის პირველ პირში ვწერ და მიყვარს კონკრეტიკა. აბსტრაქტული და ზოგადი საუბრები არ მხიბლავს, არის პრობლემა და არაა ამომწურავად გადაჭრილი. ამიტომ ვამბობ რომ, სასურველია, თუკი იარსებებს ასეთ პრობლემატურ საკითხზე, კარგად ჩამოყალიბებული ეკლესიის აზრი, სადაც მიუხედევად მოძღვრის ლმობიერება/სიმკაცრისა მრევლი არ დაზარალდება სულიერად. კარგად ჩამოაყალიბეთ დღევანდელი პრობლემა - უნდა იყოს სიყვარულზე დაფუძნებული (და არა შიშზე) ღია საუბარი მოძღვართან. ჩვენს მშობლებთან ხომ არ გვერიდება ამა თუ იმ თემაზე საუბარი? მოძღვარი კი ჩვენი სულიერი მრჩეველია. მასთან უნდა ვიყოთ გახსნილები ბოლომდე, რომ სწორე რჩევა მივიღოთ და, ამავე დროს, მოძღვარზეც ბევრია დამოკიდებული - უპირველეს ყოვლისა ის, რომ ადამიანი კი არ დააბრკოლოს არამედ მიიყვანოს ქრისტესთან. ციტატა იმედია საკმაოდ არგუმენტირებულად დავწერე, რასაც ვერ ვეთანხმები მე მაგ პოზიციაში. რადგან პოზიცია, არაა გარკვევით და ამომწურავად ჩამოყალიბებული ჩემთვის. მსურს ისევ ხაზი გავუსვა - არგუმენტებში იგულისხმება არა პირადი აზრი, რაც თავისთავად საინტერესოა, არამედ რაიმე წყარო, ვინაიდან ჩვენ ვსაუბრობთ სწორედ იმაზე თუ რას გვასწავლის და რა პოზიცია აქვს ჩვენს ეკლესიას ამა თუ იმ რთულ საკითხზე. ციტატა შენდობას ვითხოვ ჩემი პირდაპირობისათვის... ასევე, გთხოვთ მეც შემინდოთ... ![]() Staywhite ციტატა ერთი საინტერესო სტატია ვნახე ამ თემაზე, იქნებ მითხრათ, თუ გსმენიათ რაიმე დეკანოზი Глеб Каледа-ს შესახებ? მე მომეწონა მისი ნაშრომები. ამ თემას ეხება: http://lib.eparhia-saratov.ru/books/10k/ka...echurch/29.html აი ციტატა მაგ სტატიიდან: "В брачной жизни важнейшим элементом поста является супружеское воздержание. Нарушение его требует покаяния и часто приводит к неблагоприятным беременностям и родам, к болезни зачатого в пост ребенка и т.д."." ფორუმზე ამაზე უკვე არაერთხელ ითქვა და წმინდა წერილიც იყო მოყვანილი: შვილი არ აგებს პასუხს მშობლების ცოდვებზე. ისიც იყო ნახსენები ფორუმზე, რომ მარხვაში ცოლ-ქმრული ურთიერთობა ცოდვას არ წარმოადგენს... -------------------- «Так, товарищи, по вопросу о плюрализме двух мнений быть не может».
------ “ხოლო აწ ესერა ჰგიეს სარწმუნოებაჲ, სასოებაჲ და სიყუარული, სამი ესე; ხოლო უფროჲს ამათსა სიყუარული არს” (1 კორ. 13:13) |
guest |
![]()
პოსტი
#383
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
ელესარი,
ნამდვილად მასეა, ან ბავშვის რა ბრალია, როდის ჩაისახა, გარდა ამისა, სტატიაც ძალიან კატეგორიულია და "შეუწყნარებელი", ძალიან მკაცრად უდგება საკითხს, წავიკითხე სხვა სტატიებიც და ბევრი იქნება სასოწარკვეთილებაშიც ჩავარდეს მათი წაკითხვის მერე, იმედი დაკარგოს. მტავარია ის რას ფიქრობს , ის - მაღლა ![]() |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 05:34 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი