![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#361
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
devnili
ციტატა "ბანი" არასამართლიანად მქონდა დადებული მოდერატორისაგან. სამართლიანი იყო თუ არა, ამ ეტაპზე ჩემი თხოვნით მოგიხსენს. შეეცადე შეინარჩუნო კორექტული ტონი და უკიდურესად განსხვავებული აზრის გამოც კი არავინ განგდევნის აქედან. კარგია, რომ მოიყვანე ეგ კანონები. ისე ქართულად ჯობდა. მე ბერძნული ორიგინალიც მაქვს და მინდა გითხრა, რომ არცერთგან არ არის ახალი წლის აღნიშვნა აკრძალული. თუ იმას ამბობ, რომ გადამეტებული ზეიმი არ ეგების მარხვაში, კი ბატონო, მაგრამ გადამეტებული ხსნილშიც არ არის მთლად კურთხეული, მინდა გითხრათ. ველოდები კონკრეტულ კანონს ან ამგვარ განმარტებას, რომელიც გვიკრძალავს ახალი წლის აღნიშვნას, ან თქვენგან იმის დადასტურებას, რომ შეგეშალათ. სხვა შემთხვევაში, დიალოგს აზრი არ აქვს -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#362
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
ციტატა საქართველოს ეკუმენისტი პატრიარქი ილია II იუდეველ რაბინ მიხელაშვილთან ხანუკას დღესასწაულზე და რომის პაპ იოანე -პავლე II _სთან მენორას სანთლები ანუ "ხოხმა" აბა აბა! ეს რას ჰგავს? სად კალენდარი და სად ხანუქა? იმას მოვრჩით, ამაზე რომ გადმოდი? ჯერ იმაზე მიპასუხე, და მერე მენორა!! რა ხალხია კაცო, ვაჰ!.... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
devnili |
![]()
პოსტი
#363
|
ირაკლი ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 47 რეგისტრ.: 1-January 09 წევრი № 6,202 ![]() |
უკაცრავად მოდერატორო, ეკუმენისტობა სალანძღავ სიტყვებში გადის?
ბართოლომეოსი თავის თავს ეკუმენისტს ეძახის და ევროპაში ეკუმენისტობა პროგრესულობას ნიშნავს. ამას წინათ ზუგდიდის ეპარქიიდანაც იყო ერთი საპატრიარქოს მღვდელი ეკუმენისტებთან ჩამოსული და ერთობლივ დოკუმენტზეც მოაწერა ხელი. Об осуждении за религиозное общение христиан с иудеями уже достаточно сказано в толкованиях 7-го, 64-го и 70-го Ап. правил. Если христианин не смеет иметь никакого религиозного общения с иудеями, которые, во всяком случае, почитают Моисея и пророков и которые являются членами ветхозаветной церкви, то тем более он не должен иметь ни малейшего общения с язычниками, не знающими Бога. არავითარი რელიგიური ურთიერთობაო! გასაგებია?! რა ვიცი კანონისტო კანონის მიხედვით საერთოდ აკრძალულია და ეხლა შენ გეცოდინება როგორ უნდა განმარტო უკუღმა ეს კანონი! ხანუკობაზე მისვლა და სანთლების დანთება რელიგიურ ურთიერთობას არ ნიშნავს? никакого религиозного общения с иудеями |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#364
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
devnili
საქართველოს პატრიარქი ეკუმენისტი არ არის, რამდენადაც საქართველოს საპატრიარქო გამოსულია ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდან და ეკუმენური მოძრაობიდან. ამასთან, ის ეკუმენისტია თუ არა, უპირველესად ის "უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქია", რომელ ტიტულსაც თქვენ უარყოფთ. და კიდევ, მიპასუხებთ ახალ წელზე რამეს, თუ ჩავთვალო, რომ პასუხი არ გაქვთ? ოღონდ მერე არ მინდა დიდგორზე ჩემი "სამხილებელი" ეპისტოლეების მოძღვნები!.... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
devnili |
![]()
პოსტი
#365
|
ირაკლი ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 47 რეგისტრ.: 1-January 09 წევრი № 6,202 ![]() |
"კანონისტო" რადგან ადრე უკვე შემაქე კანონების გამიქვეყნებისთვის კვლავ კანონებზე მოგწერ ჯერ-ჯერობით. ეს უფრო მნიშვნელოვანია.
მოციქულთა 45-ე კანონი: „თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებელთან ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდლობა. თუ ნებას მისცემს მათ (ერეტიკოსებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, როგორც მღვდლებმა, განიკვეთოს“. ეს ეკლესიათა მსოფლოო საბჭოდან გამოსვლის შემდგომი კომპრომატია და თქვენ კითხვაზე პასუხიც მანდ არის. http://didgori.wordpress.com/2008/10/01/%e...83%ae%e1%83%94/ დიდი სჯულისკანონი, ნაწილი IX: ,,ეპისკოპოსთა და სხვა სასულიერო პირთა ცოდვებისა და მსჯავრის შესახებ…”; თავი XXXIII: „სამღვდელო დასის წარმომადგენელთა ცოდვა თუ იცის ვინმემ და არ განაცხადოს: ბასილი დიდის კანონი 71: „ვინც მოწმე იყოს ყველა ზემოჩამოთვლილი ცოდვისა და თვითონ კი არ აღიაროს, არამედ სხვამ ამხილოს, რომ იცის ცოდვის შესახებ, იმდენ ხანს იყოს დასჯილი ისიც, რამდენ ხანსაც განკანონებული იქნება თვითონ ცოდვის ჩამდენი”. პ.ს. დიდგორზე მე არავინ მეკითხება სამხილებელ ეპისტოლეებს. პირადად თქვენზე არავითარი სამხელი არა მაქვს და არც მსურს ვინმესთან კონფლიქტი, როდესაც შეიძლება საკამათო საკითხები ცივილური გზებით გაირკვეს. თქვენ არ გამეცით კითხვაზე პასუხი: ეკუმენისტობა მწვალებლობაა თუ არა? რატომ თვლის ზოგიერთი ამ სიტყვის ვინმეს მიმართ წარმოთქმას შეურაცხყოფად? პატ. "დევნილი" |
guest |
![]()
პოსტი
#366
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
devnili და "თქვენი პატრიარქი" ვინაა? გყავთ ვინმე "პატრონი"? |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#367
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
devnili
მომისმინე, მეგობარო. ყველა ფორუმს აქვს თავისი წესი და ამაში ცუდი, არაფერია. ეს თემა ეხება კალენდარულ საკითხს და არა მისი უწმიდესობის მიერ შესრულებული ქმედებების ანალიზს. შესაბამისად, ამ თემაში მე ვერ გიპასუხებთ მაგაზე, რადგან ამით აირევა მსჯელობის ერთიანი ხაზი. კალენდარს რაც შეეხება, სამწუხაროდ, ვერ ვნახე (იქნებ თქვენ დამიძებნოთ ან მიმითითოთ), სად წერია, რომ ახალი წლის აღნიშვნას კრძალავს რომელიმე კანონი. თქვენს მიერ მოხმობილი და მათ მიერ მითითებული კანონები, ამას არ კრძალავს. ახლა ველოდები თქვენ პასუხს (რადგან მეეჭვება სხილაძემ შეძლოს აქ დაპოსტვა), არის თუ არა აკრძალული 1 იანვრის (ახ.სტ.) მილოცვა? თუ არის ვის მიერ და რომელი კანონის განმარტებით დასტურდება ეს? თუ შეგეშალათ, არაფერია ![]() "გასაკვირი ის კი არ არის, ადამიანს რომ ეშლება და ცოდვით ეცემა, გასაკვირი ისაა, ამის შემდეგ წამოდგომა რომ არ უნდა" - წმ. იოანე ოქროპირი ციტატა ეკუმენისტობა მწვალებლობაა თუ არა? მოკლედ გიპასუხებთ. კითხვა უკვე არასწორად არის დასმული, რადგან არ აზუსტებთ, ამ ტერმინში რას მოიაზრებთ. მართლმადიდებელი ეკლესია თავად არის ეკუმენური, რადგან იგი უფლის მიერ მოწოდებულია, რომ ყოველ ერსა და ენას უქადაგოს ჭეშმარიტება. შესაბამისად, ამ მიმართულებით მოღვაწეობა არათუ მწვალებლობა, საღვთო საქმეცაა. თუ ეკუმენურში თქვენ მწვალებლებთან თანალოცვას გულისხმობთ, ეს ჩემამდე ბევრად ადრე განსაზღვრა ეკლესიამ, როგორც მწვალებლობა. თუმცა აქ პატარა პრობლემაა, რადგან თავად უკვე ტერმინი მწვალებლობა არის დასაზუსტებელი, რამეთუ დოგმატიკიდან გადახვევა ავტომატურად არ არის მწვალებლობა. ამის დამტკიცებას და დადასტურებას კომპეტენტური საეკლესიო ორგანო ჭირდება და მე და თქვენ არავინ მოგვცა უფლება, ესა თუ ის პირი თუ ეკლესია მწვალებლად გამოვაცხადოთ..... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
devnili |
![]()
პოსტი
#368
|
ირაკლი ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 47 რეგისტრ.: 1-January 09 წევრი № 6,202 ![]() |
საინტერესოდ გაცემული პასუხია და შეკითხვაც საინტერესოდ შემომიბრუნეთ. ამ კონტრშეკითხვაზეც გიპასუხებთ შემდეგ პოსტში. ახლა კი ძველ დიალოგს მივუბრუნდეთ.
ადრეც მოგახსენეთ, რომ დიდგორის გულშემატკივარი ვარ მეთქი და მათი საიტი მომწონს. მათი მსჯელობა უფრო დამაჯერებლად მიმაჩნია ვიდრე სხვებისა, ვინაიდან სჯულისკანონიდან გამომდინარეობენ. თქვენს შეკითხვას პასუხობს ამჯერად ბ-ნი ნიკა გვარამია: ბ-ნო კანონისტო, წმინდა ეკლესია წარმოადგენს ყველა ერის და ყველა ჩვენთაგანის მასწავლებელს და განმმაარტებელს თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ, როდის ვიდღესასწაულოთ, როგორ ვიდღესასწაულოთ, რათა დავიმკვიდროთ ზეციური სასუფეველი. და ვინც ეკლესიის სწავლებას არ იცავს ის ღვთისმბრძოლობს, მეტი როგორღა აგიხსნათ და რანაირად აგიხსნათ რომ ყველა ერისათვის დადგენილი ახალი წელი ეკლესიის სწავლებით არის 1/14 სექტემბერს, ხოლო თქვენ აღიარებთ ადამიანთა დადგენილ ახალ წელს 1 იანვარს (ახ.სტ.) და არ აღიარებთ წმინდა ეკლესიის მიერ დადგენილ ახალ წელს; ეკლესიის მიერ არ დაწესებულ წელთაღრიცხვას აღიარებთ და თან ამ სიცრუის მილოც-მოლოცვაში ხართ! ჩვენ გთხოვეთ, რომ ნუ ეწევით დემაგოგიას და ახლა უკვე არა მხოლოდ ეწევით გაუკუღმართებულ ბრძნობას, არამედ რაღაც ბასილ კობახიძე ზაზა თევზაძისეულ მოდერნიზმს ქადაგებთ! თქვენ ვერ წარმოადგინეთ კონტრარგუმენტი ერებში ამ ცრუ ახალ წლის მკრეხელური ვაკანალიის ორი კანონის დარღვევის შესახებ და ვერც წარმოადგენთ, რადგან მარხვაში საკლავთა კვლა, ქეიფი, ცეკვა-თამაში, ღრეობა და შემდეგ ამ ღვთისმბრძოლობის მილოცვ-დალოცვაც გმობაა უფლის, რადგან ამ დროს ერი უნდა იყოს მმარხველი და პირიქით ახსნილებს და მართავს საყოველთაო ორგიებს. და თუ ადამიანს მარხვაში დაბადებულს ასე განუწესა ეკლესიამ, რომ „მარხვაში არ უნდა გადავიხადოთ დაბადების დღე და ქორწილი" (ლაოდეკიის კრების 53 კანონი), [b]მაშინ როგორ შეიძლება ეს საყოველთაო სადღესასწაულო ვაკხანალია, რაც მთელს ერში ხდება, რაღაც გამოგონილი დღესასწაულის გამო, რითაც წმიდა მარხვის კანონი ირღვევა? გიმეორებთ რომ ეკლესიის მიერ დაწესებული ახალი წელი 1/14 სექტემბერია, ხოლო 1 იანვარს (ახ.სტ.) არანაირი ახალი წელი არ არსებობს და არ იდღესასწაულება ის რაც არ არსებობს. ხოლო თქვენ იუდეველებთან, ლათინო-პაპისტებთან, ბაბტისტებთან და სხვა ერეტიკოსებთან თუ გსურთ გამოგონილი თქვენს მიერ დაწესებული დღესასწაულებით იცხოვროთ და არა მართლმადიდებელი ეკლესიის დადგენილი კანონებით, ეს თქვენი არჩევანია და არა უფლის წმიდა ეკლესიის მიერ დაწესებული კანონი და დღესასწაული. ამით ვამთავრებთ ჩვენ ამ თემას, რადგან ვთვლით, რომ ამ ტემაზე ამომწურავად გიპასუხეთ! „დიდგორის" პრესსამსახურის წევრი ნიკა გვარამია პ.ს. კანონისტო, ქართულ ისტორიულ წყაროებში თუ არის სადმე მოხსენიებული ახალი წლის აღნიშვნის შესახებ 1/14 იანვარს? მართლა მაინტერესებს. თუ არის და როდიდან? ე.ი. როდის დაიწყო ქართველობამ ახალი წლის აღმიშვნა 1/14 იანვარს? პატ. "დევნილი" |
KAIROS |
![]()
პოსტი
#369
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
აჰა, შემოვიდნენ მეორე კატეგორია, საერთოდ რომ უარყოფენ საერო ახალ წელს
![]() აგე კანონისტის არ იყოს ერთი სქიზმატების დამცველი: ციტატა Geogeorgia გვიმტკიცებს, რომ თურმე იმდენად დიდი ქრისტიანული დღესასწაული ყოფილა, რომ მისი აღნიშვნა აუცილებლად კალენდრით გათვალისწინებულ დროს უნდა მოხდესო" ახლა ამტკიცებენ არც წარმართულიაო, არამედ საეროო, რადგან პასუხი გაეცა, თუ წარმართულზეა პრობლემა, არანაირი წარმართული რიტუალი არ ხდება: ციტატა რომელი ჩვენგანი იყო ახალ წელს ებრაულ სინაგოგაში ან რომელი ჩვენგანი ნახეთ არტემიდას ტაძარში ჯგუფურ სქესობრივ კავშირში წარმართებთან ერთად? ახლა საწყალი ახალი წლის ბრალდებებს დარჩა მესამე, ანუ ის რომ ის საერო გამონაგონია ![]() აქაც ვერ არიან კარგად ჩვენი მეგობრები, რადგან მაშინ არც დამოუკიდებლობის დღე უნდა აღნიშნონ, არც 9 აპრილი, და რაღათქმაუნდა არც საკუთარი დაბადების დღე ![]() და აი ბოლო ხავსი, რასაც სქიზმატების დამცველები და პატრიარქის მაგინებელები ებღაუჭებიან: ესაა ის ფაქტი, რომ ჩვენს, რუსეთის, სერბეთის და ბულგარეთის ეკლესიებში, შობა აღინიშნება 7 იანვარს ( სხვა დანარჩენ და უმრავლეს, ანუ ბერძნული გავლენის ეკლესიებში 25 დეკემბერს) და შესაბამისად ახალი წელი 1 იანავარი, უწევს მარხვაში, აი ესაა ამათი პრობლემა და ამიტომ ლანძღავენ პატრიარქს. ახლა იბადება კითხვა, ეკლესიას არ უთქვამს ვაკხანალია მოაწყვეთ, საკლავები დაკალითო და მარხვა დაარღვიეთო, არამედ რადგან ეს საერო დღესასწაული ემთხვევა მარხვაში ვულოცავთ ერთმანეთს მარხვაში და აღვნიშნავთ მორწმუნები მარხვულად ( და არა დიდი დღესასწაულით, რაც არ შეიძლება, როგორც დაწერეს, ამისთვისაა რომ მოვიტოვეთ მეორე ახალი წელი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() და ღირს კი ამად ეკლესიის, მისი მწყემსმთავარის უკანასკნელი სიტყვებით ლანძღვა? იხარეთ; კაიროსი! პ.ს. ...ეს ნიკა გვარამია კანონისტ შემთხვევით ხომ გეკოლეგება ან გეპარტიელება? ![]() -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Geogeorgia |
![]() ![]()
პოსტი
#370
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 48 რეგისტრ.: 6-February 08 წევრი № 3,879 ![]() |
საინტერესოდ გაცემული პასუხია და შეკითხვაც საინტერესოდ შემომიბრუნეთ. ამ კონტრშეკითხვაზეც გიპასუხებთ შემდეგ პოსტში. ახლა კი ძველ დიალოგს მივუბრუნდეთ. ადრეც მოგახსენეთ, რომ დიდგორის გულშემატკივარი ვარ მეთქი და მათი საიტი მომწონს. მათი მსჯელობა უფრო დამაჯერებლად მიმაჩნია ვიდრე სხვებისა, ვინაიდან სჯულისკანონიდან გამომდინარეობენ. თქვენს შეკითხვას პასუხობს ამჯერად ბ-ნი ნიკა გვარამია: ბ-ნო კანონისტო, წმინდა ეკლესია წარმოადგენს ყველა ერის და ყველა ჩვენთაგანის მასწავლებელს და განმმაარტებელს თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ, როდის ვიდღესასწაულოთ, როგორ ვიდღესასწაულოთ, რათა დავიმკვიდროთ ზეციური სასუფეველი. და ვინც ეკლესიის სწავლებას არ იცავს ის ღვთისმბრძოლობს, მეტი როგორღა აგიხსნათ და რანაირად აგიხსნათ რომ ყველა ერისათვის დადგენილი ახალი წელი ეკლესიის სწავლებით არის 1/14 სექტემბერს, ხოლო თქვენ აღიარებთ ადამიანთა დადგენილ ახალ წელს 1 იანვარს (ახ.სტ.) და არ აღიარებთ წმინდა ეკლესიის მიერ დადგენილ ახალ წელს; ეკლესიის მიერ არ დაწესებულ წელთაღრიცხვას აღიარებთ და თან ამ სიცრუის მილოც-მოლოცვაში ხართ! ჩვენ გთხოვეთ, რომ ნუ ეწევით დემაგოგიას და ახლა უკვე არა მხოლოდ ეწევით გაუკუღმართებულ ბრძნობას, არამედ რაღაც ბასილ კობახიძე ზაზა თევზაძისეულ მოდერნიზმს ქადაგებთ! თქვენ ვერ წარმოადგინეთ კონტრარგუმენტი ერებში ამ ცრუ ახალ წლის მკრეხელური ვაკანალიის ორი კანონის დარღვევის შესახებ და ვერც წარმოადგენთ, რადგან მარხვაში საკლავთა კვლა, ქეიფი, ცეკვა-თამაში, ღრეობა და შემდეგ ამ ღვთისმბრძოლობის მილოცვ-დალოცვაც გმობაა უფლის, რადგან ამ დროს ერი უნდა იყოს მმარხველი და პირიქით ახსნილებს და მართავს საყოველთაო ორგიებს. და თუ ადამიანს მარხვაში დაბადებულს ასე განუწესა ეკლესიამ, რომ „მარხვაში არ უნდა გადავიხადოთ დაბადების დღე და ქორწილი" (ლაოდეკიის კრების 53 კანონი), მაშინ როგორ შეიძლება ეს საყოველთაო სადღესასწაულო ვაკხანალია, რაც მთელს ერში ხდება, რაღაც გამოგონილი დღესასწაულის გამო, რითაც წმიდა მარხვის კანონი ირღვევა? გიმეორებთ რომ ეკლესიის მიერ დაწესებული ახალი წელი 1/14 სექტემბერია, ხოლო 1 იანვარს (ახ.სტ.) არანაირი ახალი წელი არ არსებობს და არ იდღესასწაულება ის რაც არ არსებობს. ხოლო თქვენ იუდეველებთან, ლათინო-პაპისტებთან, ბაბტისტებთან და სხვა ერეტიკოსებთან თუ გსურთ გამოგონილი თქვენს მიერ დაწესებული დღესასწაულებით იცხოვროთ და არა მართლმადიდებელი ეკლესიის დადგენილი კანონებით, ეს თქვენი არჩევანია და არა უფლის წმიდა ეკლესიის მიერ დაწესებული კანონი და დღესასწაული. ამით ვამთავრებთ ჩვენ ამ თემას, რადგან ვთვლით, რომ ამ ტემაზე ამომწურავად გიპასუხეთ! „დიდგორის" პრესსამსახურის წევრი ნიკა გვარამია პ.ს. კანონისტო, ქართულ ისტორიულ წყაროებში თუ არის სადმე მოხსენიებული ახალი წლის აღნიშვნის შესახებ 1/14 იანვარს? მართლა მაინტერესებს. თუ არის და როდიდან? ე.ი. როდის დაიწყო ქართველობამ ახალი წლის აღმიშვნა 1/14 იანვარს? პატ. "დევნილი" ძალზედ რთულია ერთი და იგივეზე ასჯერ საუბარი..... ![]() ხალხნო არის საგალობლები, არის ჟამთაღნუსხვის უტყუარი გადმოცემა, ანუ უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ არ არის ე. წ. პაპისტური გრიგორის კალენდარული სტილი და დღეს ჩვეულებრივად, როგორც საუკუნეების განმავლობაში 23 დეკემბერია, ზეგ ქრისტეშობაა, მოიმარჯვებ საგალობელს 25-სა დეკემბერსა შობა ახალ წელიწადი თეთრად გათენებულაო.... დაიწყებ ჩიჩილაკის მომზადებას და სხვა მამა-პაპათა გადმოცემის შესრულებას... ახლა ზოგიერთი ურწმუნო იმასაც იტყვის სახარებასი სად წერია ან კვერცხუ უნდა შეღებოო ან პასკა გამოაცხოო, ან სანთელი დაანთოო ან მიცვალებულის სახელზე სუფრა გააწყვეო... როგორც წმიდა მამები იტყოდნენ ჩვენი ლოცვა ღმერთს კი არ სჭირდება, არამედ ჩვენ გვჭირდება... ანუ ყოველივე ეს ლამაზი ქრისტიანული ტრადიციაა, რომელიც მრავალ თაობებს ასაზრდოებს და უყალიბებს სწორ ხედვას სამყაროზე... არ შეიძლება მთელი ერი მონასტერში შეყარო... ღმერთმა მეფე აკურთხა, მაშასადამე აკურტხა ყველა მეფის და სახელმწიფოსთვის აუცილებელი უწყება თუ ორგანიზმი... სადაც ჯარია იქ ცივი იარაღია, იქ ვაჯკაცობაა და შესაბამისი სისასტიკე, სადაც მეფეა იქ ჟამდარმერიაა, იქ ციხესიც ჩასვამენ და ხელსაც მოკვეთავენ, ხანდახან სეიძლება უსამართლოდაც, ან ცოლის წარტმევის მიზნით ომსი გაგაგზავნონ და ასე შემდეგ... ანუ ამით მე იმის თქმა მინდა, რომ არ შეიძლება ყველაფრის ასე უარყოფა... გასაგებია როცა მარხვაში რაცხას ზეიმობენ, თავადაც რომ არ იციან რას ზეიმობენ, ან ხარის წელს, ან ბაირამობას, ან ჰარი კრიშნას, ან კიდე უბრალოდ ახირებულ ახალ შემოღებული კალენდრის წლის დასარულს.... მაგრამ, როცა არსებობს საუკუნოვანი ტრადიცია შობა - ახალი წლის აღნიშნვისა, დალოცვისა, კურთხევისა, მადლისა და ბარაქისა.... მე ამათ ვედავები, რომ არ შეიძლება მართლმადიდებელ პატრიარქად წოდებული პიროვნება ასე ხელაღებით მოუწოდებდეს უწმიდეს მარხვაში, მაშინ, როცა ჯერ არ დადგა ქრისტეს შობა, ამ მარხვის დრღვევისაკენ და რაცხა გაურკვეველის დღესასწაულობა... ახლა აქ კანონისტმა იკითხა, რომ შობა - ახლი წელი ეს ქრისტიანულია თუ წარმართულიო... წარმართობა არის ის, რაც ეწინააღმდეგება ქრისტიანობას, სხვა გაგება აქ არ არსებობს.... ახლა ხვალ ვინმე პრეზიდენტი რომ დააწესებს რომელიმე კერპის ახალ წელს, და ეს იქნება უდიდესი დღესასწაულის წინ, ქრისტეშობის წინ, უნდა მიულოცოს პატრიარქმა ერს ეს მოვლენა და აგალობოს სამებაში მრავალჟამიერი თუ ერს მარხვის არ გატეხვისკენ მოუწოდოს?!!! აი ეს არი წარმართობა, თორემ დამოუკიდებლობის დღეს ვინ ჩივის..... [b]თორემ, ქრისტიანულ სამყაროში ახალი წელი ქრისტეს შობას უკავშირდება, რადგან მხსნელი დაბადებიტ დაიწყო ახალი ერა, ახალი საუკუნე, იხსნილება და იდღესასწაულება ყოველივე დასაწყისი, გამრავლება, ხვავი და ბარაქა.... აბა ყველას გილოცავთ უკვე კარს მომდგარი შობა ახალ წელიწადი.... დღეს ხომ 23 დეკემბერია.... -------------------- საქართველო - წმიდა ივერია ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!
..." გარნა არათუ უბიწოებასა ქართველთა სარწმუნოებისასა ბიწი რაიმე შეჰხებოდა, ნუ იყოფინ ესე! არა გეცრუვნეთ შენ, სიწმიდით მშობელო ჩვენო კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო მართლმადიდებლობაო, რომლისა არცა განმცემელქმნილ ვართ, ვინაითგან შემეცნებასა შენსა ღირსქმნილ ვართ - მოწამე არს ჭეშმარიტებაი". |
KAIROS |
![]()
პოსტი
#371
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა პრეზიდენტი რომ დააწესებს რომელიმე კერპის ახალ წელს ![]() რა კერპი რის კერპი ![]() კაცო შენ მაპატიე და ჩიჩილაკების იქით არგუმენტიციას ცოტა უნდა გაცდე ხოლმე, ხომ დაგიწერეთ, რომ 1/14 იანვარი არის საერო დღესასწაული, უბრალო და ჩვეულებრივი, მარხვაში ( 1.ში ) მარხვით, ხსნილში (14) ხსნილით აღსანიშნავი ![]() მრავალ ახალ წელს და დამდეგ შობას ![]() იხარე; კაიროსი! ციტატა ქრისტიანულ სამყაროში ახალი წელი ქრისტეს შობას უკავშირდება, რადგან მხსნელი დაბადებიტ დაიწყო ახალი ერა, ახალი საუკუნე, იხსნილება და იდღესასწაულება ყოველივე დასაწყისი, გამრავლება, ხვავი და ბარაქა.... კითხვასთან ავად ხარ? ![]() ![]() ![]() ![]() მოდი ისევ გეორგეორგია ( და ძმანი მისნი, ან სხვა დაჯგუფების ძმები ![]() ციტატა 1. 1/14 იანვარი, რომელი სტილითაც არ იყოს, ახალი წელი არის საერო დღესასწაული ( თუმცა არაა წარმართული, არამედ საერო როგორც დამოუკიდებლობის დღე ან დაბადების დღე და ა.შ. smile.gif) და იგი არ აღინიშნება არცერთ საეკლესიო ხსენებაში და არ შეადგენს ქრისტიანული ლიტურგიკის ნაწილს 2. 1/14 იანვარი არის რა საერო დღესასწაული, არ რა გააჩნია რაიმე საეკლესიო დატვირთვა, შესაბამისად მისი რომელიმე სტილით დღესასწაულობა არ ნიშნავს არანაირი საეკლესიო კანონის დარღვევას, რადგან უბრალოდ ასეთი კანონი არც არსებობს 3. 1/14 იანვარი არის საკმაოდ მოკლე ისტორიის მქონე დღესასწაული, როგორც ზემოთ გამოჩნდა, მთელი მსოფლიო საქრისიტიანოს მაშტაბით, სრულიად განსხვავებულ თარიღებში ხდებოდა მისი დღესასწაულობა, ხან ხარებას, ხან აღდგომას, ხან შობას(უნდა ვიცოდეთ, რომ ადრე შობა და ნათლისღება ერთად 6/19 იანვარს აღინიშნებოდა და შესაბამისად არ არსებობდა რაიმე "წმინდა 1/14 იანვარი ) , ხან 1 მარტს ან სხვა დღეს, შესაბამისად ახალი წელი არ უკავშირდებოდა ქრისტიანულ აზროვნებაში უცილობლად და განუყოფლად მხოლოდ შობას, არამედ ასევე ყველაზე დიდ დღესასწაულს დღესასწაულთა შორის - აღდგომას, ასევე ხსნის დასაწაყისს ხარებას ან უბრალოდ გაზაფხულის დადგომას-სიცოცხლის გაღვიძებას-1 მარტს, ასე რომ ნებისმიერი მცდელობა 1/14 იანვარის ქრისტიანულ დღესასწაულად წარმოჩენისა არის სიცრუე და არაისტორიული. 4. 1/14 იანვარი შესაბამისად არასოდეს ყოფილა საეკლესიო წელთაღრიცხვის ათვლის წერტილი, არამედ სულ სხვა დღე, 1/14 სექტემბერი, რომელსაც დღესაც აღნიშნავს წმიდა ეკლესია, მოიხსენიებს რა ამ დღეს :"გვირგვინი წელიწადისა და დაწყება ინდიქტიონისა", მსგავსი არაფერი არ გვხდება არც 1-ელ არც 14 იანვარის საეკლესიო კალენდარში. 5. ასე რომ შეგვიძლია დავასკვნათ არც ისტორიული, არც ლიტურგიკული, არც პატრისტიკული არგუმენტაციით ნებისმიერი კამათის და მით უმეტეს იერარქის შეურაცხყოფის ან სქიზმის მცდელობის დაწყება რაიმე საერო დღესასწაულის გამო არის აბსურდი, უცოდინარობა და ფანატიზმი. ნებისმიერი შემდეგ მოკამათეს ვთხოვ: 1. არ მიაყენოს შეურაცხყოფა ჩვენი ეკლესიის მწყემსმთავარს 2. არ მიაყენოს შეურაცხყოფა ჩვენი ფორუმის ნებისმიერ იუზერს 3. შეკამათებისას იყოს არგუმენტირებული და არა მხოლოდ პირადი ემოციებით მოტივირებული. -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
devnili |
![]()
პოსტი
#372
|
ირაკლი ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 47 რეგისტრ.: 1-January 09 წევრი № 6,202 ![]() |
დიდგორელებმა მთხოვეს Geogeorgia-ს მოსაზრებებთან დაკავშირებით გამოვუქვეყნო შემდეგი ჩანაწერი.
--------------------------------------- „გთხოვთ, ნუ გვაიგივებთ "გეოგეორგიას" შეხედულებებთან "დიდგორის" რედაქციას, ისე როგორც თქვენ დაიწესეთ ანტიეკლესიური ახალი წელი 1 იანვარს (ახ. სტ.), ისე დაიწესა მანაც 1/14 იანვარს ახალი წელი, კონსერვატორთა ფორუმზე მას ჩვენ გავეცით ამის შესახებ პასუხი, და აქაც ვაქვეყნებთ; " დიდგორის" რედაქცია მხოლოდ საკუთარი რედაქციისა და პრესსამსახურის წერილებზე აგებს პასუხს: " პასუხი "Geoივერია"-ს "Geoივერია" ბრძანებს: „სამწუხაროდ საბჭოთა პატრიარქს ამოფარებული ეკუმენიზმის ძალები ზუსტად სექტემბრის ახალი წლით მანიპულირებენ, როდესაც კამათი ქრისტეშობა-ახალი წლის საკითხს შეეხება ხოლმე... არა ბატონებო, ვინც ამას ამტკიცებს ძალაუნებურად, ნებსით თუ უნებლიედ იმ მასონური "ბრძენკაცთა" მიერ გავრცელებული სიცრუის - გამავრცელებელია!!!" როგორც ვიცით გიორგი კალატოზიშვილი იყო გლდანის ეპარქიის მრევლი და დღესაც საბერძნეთის ანტიეკუმენისტური სინოდის (მიტროპოლიტი კვიპრიანე) მრევლის წარმომადგენლად თვლის თავს, რადგანაც იგი ისე მკრეხელურად გაამპარტავნდა, რომ მამა გიორგი სხილაძე მოიხსენია ბნელი ძალებიდან მართულ მასონად, რომლის წარმოდგენილ საეკლესიო უტყუარ ჭეშმარიტებასაც მისთვის ავტორიტეტი თურმე არ გააჩნია, ამიტომ ჩვენ შევეკითხეთ საბერძნეთში მიტროპოლიტ კვიპრიანეს მოადგილეს ეპისკოპოს ამბროსი ბაირდს ნამდვილი ახალი წლის შესახებ და ვაქვეყნებთ მის გზავნილს; იმედია, გ. კალატოზიშვილი ისე არ გაკადნიერდება, რომ თავის ეპისკოპოსსაც უწოდებს ბნელი ძალებიდან მართულ მასონს და მის შეგონებას მაინც მიიღებს: „Tserkovnii novii god nachinayet 1/14 September, Eto vsem izvestno. +Amvrosii" ასევე შევეკითხეთ რუსული ემიგრაციული ეკლესიის მიტროპოლიტს დამასკინ ბალაბანოვს და ვაქვეყნებთ მის პასუხსაც: „Мир Вам! Дорогой, Георгий! На Ваш вопрос имею сказать следующее: Первое сентября по старому стилю есть Церковное Новолетие. Оно проистекает из константинопольской традиции, введённой ещё Св. Равноапостольным Константином Великим... Оставайтесь с Богом! + Митрополитъ Дамаскинъ." პ.ს. აი, დიდგორზეც არის პრესსამსახურის განცხადებაც: იხ. კომენტარებში http://didgori.wordpress.com/2008/12/29/%e...a1/#comment-198 |
იოანა |
![]()
პოსტი
#373
|
![]() აკურთხევს სული ჩემი უფალსა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 ![]() |
მენორას სანთლები ანუ "ხოხმა" საქართველოს საპატრიარქოს განცხადება (აუცილებელი განმარტება) 2005 წლის 29 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიიღო ლუბოვიჩის რებეს წარმომადგენელი, რაბინი აბრაამ მიხელაშვილი. შეხვედრამ გულთბილ ატმოსფეროში ჩაიარა, რასაც გავრცელებული ინფორმაციაც იუწყება. სამწუხაროდ, ამ ინფორმაციაში დაშვებულია სხვა რამდენიმე სერიოზული შეცდომა, რაც გაუგებრობის და არასწორი ინტერპრეტაციის მიზეზი ხდება. კერძოდ: 1) ნათქვამია, რომ რაბინ აბრაამ მიხელაშვილთან შეხვედრა კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივით მოხდა. სინამდვილეში ინიციატივა იყო რაბინ მიხელაშვილის და შეხვედრა მარხვის და მისი უწმინდესობის მოუცლელობის გამო წინა 12 დღის განმავლობაში ვერ განხორციელდა. 2) ასევე ნათქვამია, რომ "ილია II-მ ხანუკის დღესასწაული მიულოცა ებრაელ ხალხს და რაბინ მიხელაშვილის მიერ საჩუქრად გადაცემული ხანუკის სანთლები დაანთო". სინამდვილეში შეხვედრაზე რაბინმა აღნიშნა, რომ მათ ქონდათ ხანუკის დღესასწაული, განმარტა ამის მნიშვნელობა და პატრიარქს წიგნებთან ერთად საჩუქრად შანდალი გადასცა; ამ შანდალზე, საუბრის ბოლოს, სტუმრის პატივისცემის ნიშნად, მისმა უწმინდესობამ არა ხანუკის, არამედ საპატრიარქოში დამზადებული სანთლები დაანთო. 3) გავრცელებული ტექსტის მიხედვით, იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს კათოლიოს-პატრიარქმა და რაბინმა ერთად ილოცეს და იგალობეს ფსალმუნი, რაც რეალობას არ შეესაბამება. მის უწმინდესობას საერთოდ აინტერესებს მელოდია ფსალმუნის ებრაულად კითხვისა და ამ მიზნით სთხოვა რაბინ აბრაამს ეგალობა პირველი ფსალმუნი, შემდეგ კი თვითონ იგალობა იგივე ფსალმუნი, რომ მისთვის ქართული მელოდია ეჩვენებინა; ამას კი, რა თქმა უნდა, არანაირი ლოცვითი დატვირთვა არ ქონდა. ვიმედოვნებთ მომავალში ასეთ უზუსტობებს და გაუგებრობას ადგილი აღარ ექნება. P.S. აღნიშნული ტექსტს გაეცნო და მის სისწორეს ადასტურებს რაბინი აბრაამ მიხელაშვილი გიმეორებთ რომ ეკლესიის მიერ დაწესებული ახალი წელი 1/14 სექტემბერია, ხოლო 1 იანვარს (ახ.სტ.) არანაირი ახალი წელი არ არსებობს და არ იდღესასწაულება ის რაც არ არსებობს. საერო და საეკლესიო დღესასწაულების აღრევის აბსურდულობის სიღრმეს ვერ ჩავწვდი. მე ამათ ვედავები, რომ არ შეიძლება მართლმადიდებელ პატრიარქად წოდებული პიროვნება ასე ხელაღებით მოუწოდებდეს უწმიდეს მარხვაში, მაშინ, როცა ჯერ არ დადგა ქრისტეს შობა, ამ მარხვის დრღვევისაკენ და რაცხა გაურკვეველის დღესასწაულობა... და ის თუ შეიძლება, რომ ასე ხელაღებით მართლმადიდებელ პატრიარქს ცილი დასწამო და აუგად მოიხსენიო? ![]() პ.ს იმედი მაქვს პატრიარქის შეურაცხმყოფელი ყველა პოსტი ჩასწორდება... -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
გიორგი |
![]()
პოსტი
#374
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
devnili
დღესასწაულობ თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს? დღესასწაულობ თუ არა დედის დღეს? თუ მარტო საეკლესიო დღესასწაულების აღნიშვნა შეიძლება? -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
გიორგი |
![]()
პოსტი
#375
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
devnili
ციტატა ჩემთის დედის დღე ღვთისმშობლის დღესასწაულია და რაღა საჭიროა ახლის მოგონება? განა უფლის დედაზე ძვირფასი დედა არსებობს? დამოუკიდებლობის დღე? ![]() ერთ კონკრეტულ დღესასწაულზე რატომ გადაიტანე აქცენტი...? ![]() ანდა რაიმე საერო ტიპის დღესასწაულს დღესასწაულობ ხოლმე? ციტატა დაბადების დღეს თუ მარხვაში მოუწია გადავიტან. შენც სამარხვო სუფრით აღნიშნე... ![]() (რაც შენ თქვი, ეგ დაბადების დღის არ აღნიშვნის მიზეზი არ არის) მაგალითად ბზობა ერთ-ერთი 12 დღესასწაულთაგანია, საზეიმო შინაარსის, მას დიდ მარხვაში დღესასწაულობენ. ![]() (შესაბამისი სუფრით) თუმცა ასე სხვაგან წავალთ. პრინციპული კითხვა მდგომარეობს შემდეგში: დღესასწაულობ თუ არა საერო დღესასწაულებს? -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
.ნინო |
![]()
პოსტი
#376
|
![]() ნინო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,842 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 765 ![]() |
ციტატა დღეს ხომ 23 დეკემბერია.... მაპატიეთ, მაგრამ საერო კალენდრით დღეს 4 იანვარია. და სულაც არ მინდა რომ მთელი მსოფლიოსან განსხვავებით საართველო სხვა დროში აღმოჩნდეს. თუ ეკლესია არ გადავიდა ახალ კალენდარზე გარკვეული მოსაზრებების გამო, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ საერო კალენდარიც უნდა შეიცვალოს. შეიძლება ორი კალენდარი ჩემთვის, როგორც ერთი მორწმუნე ადმაიანისათვის დისკომფორტია, მაგრამ არც ისეთი, რომ ამის გამო ვინმე ვლანძღო. საეკლესიო დღესასწაულებს ავღნიშნავ მაშინ, როდესაც ეს საეკლესიო კალენდრითაა მისაღები, მაგრამ ჩემთვის ღვთისმშობლობა არის 28 აგვისტოს, შობა 7 იანვარს და ა.შ. მესმის ისიც რატო საგალობელში სხვაგვარად, მაგრამ ნამდვილად არ ვთვლი, რომ კალენდარი ის საკითხია, რაშიც უნდა დავიცვათ ტრადიციები. ძალიან ბევრი კარგი ტრადიცია იკარგება და მაინდამაინც ახალ წელს საკლავის დაკვლის ტრადიციას ნუ გამოვეტირებით... ჯერ სხვები აღვადგინოთ. საკლავის დაკვლის ტრაიციას კი თუ საშობაოდ გადავიტანთ, მგონი ამით არაფერი დაშავდება... -------------------- აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
საქართველო იქნება მთლიანი! ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია... |
მნათე |
![]()
პოსტი
#377
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა ჰო, მერე? რა არის აქ სასაცილო? შენ არასოდეს არაფერში შეგპარვია ეჭვი? უკვე მაგ სიმაღლეზე ხარ? ეჭვსაც რომ გემოვნება სჭირდებოდეს, რა ვულგარულები ვიქნებოდით ჩემო იოანა ![]() ![]() რავიცი, ჯერ რომელიმე ორღობის ეკლესიის კანცელარისტთან, კანონიკასთან დაკავშირებულ თემებთან ჭიდეობამდე ღვთის ვინაობისა და რაობის შესწავლა უფრო მაინტერესებს, ნუ ალბათ უახლოეს მომავალში ისიც შემაწუხებს მღვდელმა გიორგი სხირტლაძემ გაიყოლა თუ არა ეკლესიიდან მადლი და რა ნიშნულზეა მასში სულიწმიდის კონცენტრაციის დონე ![]() ![]() თუ წიგნიერების ეპოქაში ადამიანს ასეთი ეჭვები აწუხებს, მე ვფიქრობ, რომ ეს განყოფილება მისთვის მისწრებაა: http://forum.ge/?showforum=15 -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
devnili |
![]()
პოსტი
#378
|
ირაკლი ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 47 რეგისტრ.: 1-January 09 წევრი № 6,202 ![]() |
დამოუკიდებლობის დღე უნდა აღინიშნოს მაშინ როდესაც არის, თუ მარხვას დაემთხვა რაიმე საერო დღესასწაული, მაშინ მარხვაში არ შეიძლება მისი დღესასწაულობა, ისე როგორც „მარხვაში არ უნდა გადავიხადოთ დაბადების დღე და ქორწილი“ (ლაოდეკიის 52 კანონი)
ჩვენ ვამბობთ, რომ როდესაც ეკლესიას დაწესებული აქვს ახალი წელი 1/14 სექტემბერს, რატომ უნდა ვიდღესასწაულოთ იგი სხვა დროს? ასევე მნათეუსს მოვუწოდებთ თუკი მოინანიებს იმ უამრავ ანეკდოტურ გმობას, რასაც თბილისის ფორუმზე ეწევა, და მოხსნიან ამ მკრეხელობებს თავიანთი ფორუმიდან, მოიხსნება მათი სურათებიც „დიდგორის“ საითიდან და აღარ იქნება ასე გაღიზიანებული და სიძულვილით აღვსილი ჩვენდამი! |
მნათე |
![]()
პოსტი
#379
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა ასევე მნათეუსს მოვუწოდებთ თუკი მოინანიებს იმ უამრავ ანეკდოტურ გმობას, რასაც თბილისის ფორუმზე ეწევა, და მოხსნიან ამ მკრეხელობებს თავიანთი ფორუმიდან, მოიხსნება მათი სურათებიც „დიდგორის“ საითიდან და აღარ იქნება ასე გაღიზიანებული და სიძულვილით აღვსილი ჩვენდამი! აჰაჰაჰა, თქვენ ფიქრობთ, რომ ჩემთვის რაიმეგვარი მნიშვნელობა გააჩნია რომელიმე სქიზმატის მიერ კათალიკოს-პატრიარქის ლანძღვისთვის, ნებისმიერი მომენტის შერჩევას - რომელშიც უნებლიედ მეც აღმოვჩნდი? ![]() მგმობელები, მკრეხელები და წარმართები თავად ხართ - კიდევ ბნელები, ფანატიკოსები, ფუნდამენტალისტები და გონებაზომბირებულები. თქვენს ტვინში ერთი ნეირონიც კი არ მუშაობს სწორედ ![]() ფსიქოლოგიურ დარღვევებზე რომ აღარაფერი ვთქვა, წარმომიდგენია როგორ იტანჯებით... ![]() ძალიან მეცოდებით.. -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
იოანა |
![]()
პოსტი
#380
|
![]() აკურთხევს სული ჩემი უფალსა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 ![]() |
ეჭვსაც რომ გემოვნება სჭირდებოდეს, რა ვულგარულები ვიქნებოდით ჩემო იოანა ![]() ![]() რავიცი, ჯერ რომელიმე ორღობის ეკლესიის კანცელარისტთან, კანონიკასთან დაკავშირებულ თემებთან ჭიდეობამდე ღვთის ვინაობისა და რაობის შესწავლა უფრო მაინტერესებს, ნუ ალბათ უახლოეს მომავალში ისიც შემაწუხებს მღვდელმა გიორგი სხირტლაძემ გაიყოლა თუ არა ეკლესიიდან მადლი და რა ნიშნულზეა მასში სულიწმიდის კონცენტრაციის დონე ![]() ![]() თუ წიგნიერების ეპოქაში ადამიანს ასეთი ეჭვები აწუხებს, მე ვფიქრობ, რომ ეს განყოფილება მისთვის მისწრებაა: http://forum.ge/?showforum=15 ღვთის შეცნობის საკითხში და მის აღმატებულობაზე უდაოდ გეთანხმები. ნებისმიერ კატეგორიასთან პასუხის გაცემისას ზომებს და საზღვრებს საკუთარი საზომით განვსაზღვრავ და შენსას ვერ და არ გავითვალისწინებ ![]() შენ შენსას უბერავ, მე - ჩემსას (ეჭვებს ეხება) გატარებ და გამატარე ![]() -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 09:29 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი