IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

41 გვერდი V « < 18 19 20 21 22 > »   
Reply to this topicStart new topic
> კალენდარული საკითხი
გიორგი
პოსტი Jan 5 2009, 02:45 AM
პოსტი #381


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



devnili
ციტატა
ჩვენ ვამბობთ, რომ როდესაც ეკლესიას დაწესებული აქვს ახალი წელი 1/14 სექტემბერს, რატომ უნდა ვიდღესასწაულოთ იგი სხვა დროს?

იმიტომ რომ ჩვენს სახელმწიფოში მოქმედებს გრიგორიანული კალენდარი და რეალურად პირველი თვე არის ი ა ნ ვ ა რ ი და არა ს ე ქ ტ ე მ ბ ე რ ი.

ასევე ეკლესიაშიც მოქმედებს კალენდარი, რომლის მიხედვითაც იანვარი პირველი თვეა. საეკლესიო დღესასწაულები იანგარიშება იულიანური კალენდრის წესით და გადაყვანის ფორმულებით გადადის გრიგორიანულ კალენდარში. yes.gif

რას ნიშნავს ფაქტი, რომ შობას ვდღესასწაულობთ 7 იანვარს?

ეს ნიშნავს იმას, რომ ის დღე არის 7 ი ა ნ ვ ა რ ი და არა 25 დ ე კ ე მ ბ ე რ ი ანუ ეკლესიაც აღიარებს რომ დღე 7 ი ა ნ ვ ა რ ი ა, რასაც ადასტურებს დოკუმენტაციის დათარიღებით, მაგრამ აქვე აღნიშნავს რომ ეს რიცხვი შეესაბამება ძვ. სტ. 25 დეკემბერს.

აბსოლუტურად ყველა მართლმადიდებელ ეკლესიაში მოქმედებს გრიგორიანული კალენდარი.(დასტურდება იურიდიული დათარიღებით) უბრალოდ ზოგიერთ მათგანს დღესასწაულები გამოყავს იულიანური კალენდრის პრინციპით და ზოგიერთს შერეული კალენდრის პრინციპით.

ისე, გრიგორიანული კალენდარი გაცილებით ზუსტია. yes.gif

ძალიან მარტივი სიტყვებით, რომ ვთქვათ:

1 იანვარი, არის ჩვეულებრივი საერო დღესასწაული, რომელიც ნიშნავს ახალი წლის დადგომას იმ კალენდრის მიხედვით, რომელსაც იყენებს, როგორც ეკლესია ასევე სახელმწიფო. (იმედია მიხვდი დღესასწაულების გადაყვანა რას ნიშნავს...)


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jan 5 2009, 02:51 AM
პოსტი #382


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა

ღვთის შეცნობის საკითხში და მის აღმატებულობაზე უდაოდ გეთანხმები.
ნებისმიერ კატეგორიასთან პასუხის გაცემისას ზომებს და საზღვრებს საკუთარი საზომით განვსაზღვრავ და შენსას ვერ და არ გავითვალისწინებ
შენ შენსას უბერავ, მე - ჩემსას (ეჭვებს ეხება)
გატარებ და გამატარე


გზა ყველას ერთი არ აქვს - ამაში გეთანხმები.
მაგრამ აქ უკვე მსოფლმხედველობითი მომენტიც აღარ არის... აკვიატებაზეა საქმე...

ხომ იცი ნებისმიერ განხეთქილებას რა ქმნის? smile.gif
უვიცი ამპარტავნება.
იმხელა ღირსება ნამდვილად არ მაქვს
ამათ განუზომელ უვიცობას ვებრძოლო განუზომელ ამპარტავნებასთან პროპორციულობაში.

ათეისტებთან და სხვა ქრისტიანულ კონფესიებთან საუბარი გაცილებით იოლია
რამდენადაც ამათგან განსხვავებით გახსნილები არიან და არ გონიათ რომ ცეცხლში დაიწვები, თუ მათი გონების ნაყოფით არ გამოიკვებები biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jan 5 2009, 02:59 AM
პოსტი #383


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



devnili

ციტატა
„მარხვაში არ უნდა გადავიხადოთ დაბადების დღე და ქორწილი“ (ლაოდეკიის 52 კანონი)

ამ კანონს ახალ წელთან არანაირი კავშირი არ აქვს. no.gif

ეს კანონი გულისხმობს, რომ მარხვაში არ უნდა მივეცეთ ვნებებს, ანუ საზეიმო სუფრები და მოჭარბებული ემოცია მიუღებელია.

თუ მარხვას იმხელა სულიერი სინანულის (და არა ფარისევლური... no.gif) განცდით ვხვდებით, რომ არ გვაქვს დაბადების დღის საზეიმო აღნიშვნის სურვილი, ეს ძალიან მისაღები და დადებითი ფაქტია, მაგრამ დაბადების დღის თარიღზე არანაირად არ მოქმედებს. no.gif

ვთქვათ ადამიანის დაბადების დღე არის 10 აპრილს. 2009 წელს მას დაბადების დღე მარხვაში მოუწევს. თუ სურვილი არ აქვს შეუძლია არ აღნიშნოს ის ზეიმით, მაგრამ ხომ აბსურდია იმის მტკიცება, რომ მისი დაბადების დღე 10 აპრილს კი არა თურმე 3 მაისს - ხსნილში ყოფილა....? 003.gif

კარგია თუ 1 იანვარს დიდი ზეიმით არ ხვდები მარხვით გამოწვეული ჭეშმარიტი სინანულის გამო, მაგრამ იმის მტკიცება, რომ ეს ახალი წელი არ არის უბრალოდ აბსურდია... ki.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
devnili
პოსტი Jan 5 2009, 03:03 AM
პოსტი #384


ირაკლი
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 47
რეგისტრ.: 1-January 09
წევრი № 6,202



ციტატა( გიორგი @ Jan 5 2009, 02:23 AM) *

devnili

დამოუკიდებლობის დღე? rolleyes.gif
ერთ კონკრეტულ დღესასწაულზე რატომ გადაიტანე აქცენტი...? unsure.gif

ანდა რაიმე საერო ტიპის დღესასწაულს დღესასწაულობ ხოლმე?

შენც სამარხვო სუფრით აღნიშნე... yes.gif
(რაც შენ თქვი, ეგ დაბადების დღის არ აღნიშვნის მიზეზი არ არის)

მაგალითად ბზობა ერთ-ერთი 12 დღესასწაულთაგანია, საზეიმო შინაარსის, მას დიდ მარხვაში დღესასწაულობენ. yes.gif
(შესაბამისი სუფრით)

თუმცა ასე სხვაგან წავალთ. პრინციპული კითხვა მდგომარეობს შემდეგში:

დღესასწაულობ თუ არა საერო დღესასწაულებს?


მილოცვა და აღნიშვნა შეიძლება და არა დღესასწაულობა.

საკუთარ დაბადის დღეს კი თუ მოგვიანებით აღვნიშნავ ან ცოტა ადრე ეს პირადი საქმეა. აღნიშვნაც შეიძლება ალბათ სამარხულო სუფრით. ყოველ შემთხვევაში ვეცდები უფლის წესების დაცვა უფრო წინ დავაყენო, ვიდრე საკუთარი სურვილის დაკმაყოფილება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იოანა
პოსტი Jan 5 2009, 03:04 AM
პოსტი #385


აკურთხევს სული ჩემი უფალსა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,554
რეგისტრ.: 23-July 06
წევრი № 5



ციტატა(მნათე @ Jan 5 2009, 12:51 AM) *

იმხელა ღირსება ნამდვილად არ მაქვს
ამათ განუზომელ უვიცობას ვებრძოლო განუზომელ ამპარტავნებასთან პროპორციულობაში.


საფლავის კარამდე ჩაყოლას არც მე ვაპირებ.
უბრალოდ ვთვლი, რომ გარკვეულ მომენტებში რაღაც უნდა დაფიქსირდეს.
არც პირველიერარქის აუგად მოხსენიება მიმაჩნია დასაშვებად და ჩემი მხრიდან ძალისხმევას არ დავაკლებ, რომ ამ ფორუმზე ეს აღიკვეთოს.
ეს ხმალამოღებულ ბრძოლად თუ გესახება, გესახებოდეს, აბა მე რა გიყო smile.gif

პ.ს ჩემი მოქმედების ამ განმარტებების წერა წესით არ უნდა მიწევდეს ...


--------------------
თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი...
------------------------------------------------------
აზროვნება სულის თვისებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jan 5 2009, 03:05 AM
პოსტი #386


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



devnili
ციტატა
აღნიშვნაც შეიძლება ალბათ სამარხულო სუფრით.

შეიძლება, რა თქმა უნდა შეიძლება...

ზუსტად ასევე შეიძლება 1 იანვრის აღნიშვნა სამარხვო სუფრით. yes.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jan 5 2009, 03:08 AM
პოსტი #387


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა

საფლავის კარამდე ჩაყოლას არც მე ვაპირებ.
უბრალოდ ვთვლი, რომ გარკვეულ მომენტებში რაღაც უნდა დაფიქსირდეს.
არც პირველიერარქის აუგად მოხსენიება მიმაჩნია დასაშვებად და ჩემი მხრიდან ძალისხმევას არ დავაკლებ, რომ ამ ფორუმზე ეს აღიკვეთოს.
ეს ხმალამოღებულ ბრძოლად თუ გესახება, გესახებოდეს, აბა მე რა გიყო


სხვა მომენტია - კამათი ჭეშმარიტების ეჭვ ქვეშ დაყენებით იწყება, ნებისმიერი მიმოცვლა, რომელიც ძიება არ არის - რაღაც ქვეტექსტით ნასაზრდოებია (ეს ჩემი აღმოჩენაა, რომელიც შემდეგ ფსიქოლოგიას დავუკავშირე) ასეთი ტონალობის ადამიანებთან - რაიმეგვარი ძიება აბსურდულია და ჩემი აზრით საკუთარ პოზიციებს შეურაცხყოფს.


ციტატა
პ.ს ჩემი მოქმედების ამ განმარტებების წერა არ უნდა მიწევდეს წესით...


თუმცა ორივეს მოგვიწია, იმიტომ რომ პლურალიზმი გარკვეული მსხვერპლია ამ მსხვერპლის გააზრებულთათვის, უკანასკნელი პიროვნება კი მხოლოდ ახირებული, ნახევრადმცოდნე ზომბია - რომელთანაც მე მარგალიტების ფრიალს არ ვაპირებ.

შენი გადასაწყვეტია რას მიიჩნევ ტალახად და რას მარგალიტად, მე ეს არჩევანი უკვე გავაკეთე და მოგახსენეთ კიდეც მისი რეზიუმე smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
devnili
პოსტი Jan 5 2009, 03:28 AM
პოსტი #388


ირაკლი
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 47
რეგისტრ.: 1-January 09
წევრი № 6,202



ყველამ იცის როგორც ხვდებიან 1 იანვარს და არ გინდა რა დემაგოგია. იმის მაგივრად რომ მარხვისკენ მოუწოდებდე მრევლს რას აღარ კადრულობ. მასხრობ, აბუჩად იგდებ, დასცინი და ა.შ. მოკლრდ მასხარასავით იქცევით. საპატრიარქოში ამას გასწავლიან?

ძილი ნებისა.



User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jan 5 2009, 03:43 AM
პოსტი #389


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ყველამ იცის როგორც ხვდებიან 1 იანვარს და არ გინდა რა დემაგოგია. იმის მაგივრად რომ მარხვისკენ მოუწოდებდე მრევლს რას აღარ კადრულობ. მასხრობ, აბუჩად იგდებ, დასცინი და ა.შ. მოკლრდ მასხარასავით იქცევით. საპატრიარქოში ამას გასწავლიან?


ვოტ, აი ეს უკვე სიმართლეა... ფაქტია, რომ გაბღენძილი ღიპოსნების უმრავლესობას მაგარი კიდია მარხვა და ურჩევნია გამოძღეს...






--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jan 5 2009, 04:03 AM
პოსტი #390


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
საპატრიარქოში ამას გასწავლიან?

ტკბილო, კალენდარის ირგვლივ რომ ისაუბრო არ შეგიძლია? smile.gif შეეშვი ოპერებს და მღვდელმთავრებს,
ციტატა

მილოცვა და აღნიშვნა შეიძლება და არა დღესასწაულობა.

ვაა დევნილიი? ყოჩაღ გიორგიმ მიგიყვანა რაღაც კონსესუამდე, მილოცვაც, აღნიშვნაც და მარხული სუფრაც რომ დაუშვი smile.gif
ციტატა
devnili

ციტატა
აღნიშვნაც შეიძლება ალბათ სამარხულო სუფრით.

შეიძლება, რა თქმა უნდა შეიძლება...

ზუსტად ასევე შეიძლება 1 იანვრის აღნიშვნა სამარხვო სუფრით

წინსვლაა, მიხარია...
მაგრამ აი შენი მეგობრები, რომ ხელებს ასავსავებენ? smile.gif
ციტატა
მილოცვ-დალოცვაც გმობაა უფლის

მოკლედ ალბათ შენ შენს პოზიციაზე ხარ ის ორი ჯგუფი:
ციტატა
1. "ანტი1იანვარი"-ს ფანატიკური მოძრაობა
2. და საერთოდ "ანტისაეროახალიწელი"-ს უფრო ფანატიკური მოძრაობა

სხვაა...
უჰ... არადა დგება უკვე შობა smile.gif
გილოცავთ მოიცა ჩამოვთვალო ვის რას და როდის biggrin.gif

ახალ წელს ვულოცავ ყველა ფორუმელს, დამდეგ შობას ისევ ყველას იმ დაჯგუფებებიდანაც ვინც არიან მათთაც, მალე დასადგომ ახალ წელს გეოგეორგიას biggrin.gif , აი იმ ულტრაფუნდამენტალისტებს სექტემბერში მივულოცავ მაგათთან ჯერ კიდევ 2008 წელია ან 2009 მთავრდება , მისალოცი მაინც სექტემბერშია biggrin.gif

იხარეთ;
კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Jan 5 2009, 04:43 AM
პოსტი #391


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



მნათე
ციტატა
ვოტ, აი ეს უკვე სიმართლეა... ფაქტია, რომ გაბღენძილი ღიპოსნების უმრავლესობას მაგარი კიდია მარხვა და ურჩევნია გამოძღეს...


მართლა მასეა, ლევან smile.gif მაგრამ რა არის იცი, ვინც მარხულობს და მარხვა სურს, მას არ აფერხებს სხვისი ან თუნდაც საკუთარ ოჯახში სტუმრისთვის გაშლილი სუფრები (ვგულისხმობ ახალ წელს). ჩემი მეგობრები არ მარხულობდნენ , მაგრამ ვიცოდი, რომ მოვიდოდნენ და სუფრას ვამზადებდი ისეთს, რომ მმარხველიც კმაყოფილი იქნებოდა და არა მმარხველიც smile.gif ახლა იმას აღარ ვამბობ მათთან რომ მეძახდნენ სუფრების გასამზადებლად biggrin.gif

პ.ს. ისე მე ახალი წელი მაგრად მკიდია biggrin.gif ახალი წელი აგერ პასაუს მისადგომებთან შემომეგება მანქანაში და მეც ბენზინი ჩავასხი კაკრას მაშინ biggrin.gif

პ.ს.ს. ისე აქ დევნილების ლოგიკა ანუ დღესასწაულის მარხვაში არზეიმი სერბებს მაგრად გაუტყდებოდათ, მათი "სლავები" და "ზავეტინები" ძირითადად მარხვაში უწევს და სიკვდილიც კი ვერ შეუშლის ხელს, რომ არ აღნიშნონ smile.gif მიწერია ეს "ქრისტიანობასთან დაკავშირებული ტრადიციები" თემაში.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jan 5 2009, 04:54 AM
პოსტი #392


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა

მართლა მასეა, ლევან მაგრამ რა არის იცი, ვინც მარხულობს და მარხვა სურს, მას არ აფერხებს სხვისი ან თუნდაც საკუთარ ოჯახში სტუმრისთვის გაშლილი სუფრები (ვგულისხმობ ახალ წელს). ჩემი მეგობრები არ მარხულობდნენ , მაგრამ ვიცოდი, რომ მოვიდოდნენ და სუფრას ვამზადებდი ისეთს, რომ მმარხველიც კმაყოფილი იქნებოდა და არა მმარხველიც ახლა იმას აღარ ვამბობ მათთან რომ მეძახდნენ სუფრების გასამზადებლად


მეც არ ვმარხულობ, ახალ წელს შამპანური ვსვი შუა რუსთაველზე და ყინულზე ვიცეკვე... ახლა რომ ვთქვა ეს ნორმაა თქო მართალი ვიქნები? არა... უბრალოდ არ გაწვდდა ჩემი დამოკიდებულება ამდენს, ხოდა მეც გამოვიჩინე თანმიმდევრულობა და გასტრონომიულ მარხვას ვარჩიე მეზეიმა გულიანად და არც პროფანაცია მომეხდინა და არც ნორმად გამომეცხადებინა...

აგია ჩემო ნანა რა 2kiss.gif


პ.ს ახალი წელი ყველაზე გაბღენძილი და ყურითმოთრეული დღესასწაულია, ამ ორბიტაზე გორიალს რატომ უნდა ვზეიმობდე ვერ ვხვდები biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jan 5 2009, 09:15 AM
პოსტი #393


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Geogeorgia
devnili
კაცთმოყვარებას ვიჩენ და ამ ეტაპზე მხოლოდ გაფრთხილებთ. მომდევნოზე იცოდეთ რომ დიდი ხნით აგეკრძალებათ ფორუმზე შემოსვლა. პატრიარქზე სიტყვა აღარ გავიგო არასწორ კონტექსტში, თორემ სერიოზული პრობლემები შეგექმნებათ.

თემას არ ვხურავ თხოვნის საფუძველზე. კი ბატონო გაგრძელდეს დისკუსია, მხოლოდ და მხოლოდ მათთვის რომელთაც აღნიშნულ საკითხში ცოდნა არ გაჩნიათ.

ყველას ვთხოვ ლოგიკურობასთან და ჭეშმარიტებასთან მიახლოებული არგუმენტები მოიყვანოს და არა საკუთარი ინტერპრეტაციით განმარტებული რჯულის კანონის ესა თუ ის მუხლი.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jan 5 2009, 11:53 AM
პოსტი #394


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



devnili
ციტატა
თქვენს შეკითხვას პასუხობს ამჯერად ბ-ნი ნიკა გვარამია:
ბ-ნო კანონისტო, წმინდა ეკლესია წარმოადგენს ყველა ერის და ყველა ჩვენთაგანის მასწავლებელს და განმმაარტებელს თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ, როდის ვიდღესასწაულოთ, როგორ ვიდღესასწაულოთ, რათა დავიმკვიდროთ ზეციური სასუფეველი. და ვინც ეკლესიის სწავლებას არ იცავს ის ღვთისმბრძოლობს, მეტი როგორღა აგიხსნათ და რანაირად აგიხსნათ რომ ყველა ერისათვის დადგენილი ახალი წელი ეკლესიის სწავლებით არის 1/14 სექტემბერს, ხოლო თქვენ აღიარებთ ადამიანთა დადგენილ ახალ წელს 1 იანვარს (ახ.სტ.) და არ აღიარებთ წმინდა ეკლესიის მიერ დადგენილ ახალ წელს; ეკლესიის მიერ არ დაწესებულ წელთაღრიცხვას აღიარებთ და თან ამ სიცრუის მილოც-მოლოცვაში ხართ! ჩვენ გთხოვეთ, რომ ნუ ეწევით დემაგოგიას და ახლა უკვე არა მხოლოდ ეწევით გაუკუღმართებულ ბრძნობას, არამედ რაღაც ბასილ კობახიძე ზაზა თევზაძისეულ მოდერნიზმს ქადაგებთ! თქვენ ვერ წარმოადგინეთ კონტრარგუმენტი ერებში ამ ცრუ ახალ წლის მკრეხელური ვაკანალიის ორი კანონის დარღვევის შესახებ და ვერც წარმოადგენთ, რადგან მარხვაში საკლავთა კვლა, ქეიფი, ცეკვა-თამაში, ღრეობა და შემდეგ ამ ღვთისმბრძოლობის მილოცვ-დალოცვაც გმობაა უფლის, რადგან ამ დროს ერი უნდა იყოს მმარხველი და პირიქით ახსნილებს და მართავს საყოველთაო ორგიებს. და თუ ადამიანს მარხვაში დაბადებულს ასე განუწესა ეკლესიამ, რომ „მარხვაში არ უნდა გადავიხადოთ დაბადების დღე და ქორწილი" (ლაოდეკიის კრების 53 კანონი), მაშინ როგორ შეიძლება ეს საყოველთაო სადღესასწაულო ვაკხანალია, რაც მთელს ერში ხდება, რაღაც გამოგონილი დღესასწაულის გამო, რითაც წმიდა მარხვის კანონი ირღვევა? გიმეორებთ რომ ეკლესიის მიერ დაწესებული ახალი წელი 1/14 სექტემბერია, ხოლო 1 იანვარს (ახ.სტ.) არანაირი ახალი წელი არ არსებობს და არ იდღესასწაულება ის რაც არ არსებობს. ხოლო თქვენ იუდეველებთან, ლათინო-პაპისტებთან, ბაბტისტებთან და სხვა ერეტიკოსებთან თუ გსურთ გამოგონილი თქვენს მიერ დაწესებული დღესასწაულებით იცხოვროთ და არა მართლმადიდებელი ეკლესიის დადგენილი კანონებით, ეს თქვენი არჩევანია და არა უფლის წმიდა ეკლესიის მიერ დაწესებული კანონი და დღესასწაული. ამით ვამთავრებთ ჩვენ ამ თემას, რადგან ვთვლით, რომ ამ ტემაზე ამომწურავად გიპასუხეთ!


გვარამიას !

მე არ ვიცი თქვენ ამ ბუნდოვან პასუხს რატომ უწოდებთ "ამომწურავს", მაგრამ მესამე პირთათვის საჭიროდ მიმაჩნია, გიპასუხოთ.

ფაქტია, რომ ამხელა ტექსტში ვერ მოიყვანეთ პირველი იანვრის აღნიშვნის აკრძალვის შესახებ კანონი. მართლმადიდებლობა არ გულისხმობს საკუთარი წესების და კანონების გამოგონებას. მსოფლიო თუ ადგილობრივი კრებები როდესაც იღებდნენ კანონებს, მათ წმინდა მამები განმარტავდნენ. ლაოდიკიის 39-ე კანონი და მოციქულთა 70-ე და 71-ე კანონები, მგონი გითხრეს, რასაც ნიშნავს და გულისხმობს, კერძოდ, იუდეური და წარმართული დღესასწაულების აღნიშვნას. ახალი წელი კი არის საერო და არა წარმართული დღესასწაული, ხოლო ვინმე თუ ღრეობით და ბაკქანალიით აღნიშნავს მას, ეს მისი პირადი პრობლემაა და არა მართლმადიდებელი ეკლესიის. საერო ხელისუფლების მიერ დადგენილი წესების მორჩილებას კი, თუკი ის არ ეწინააღმდეგება ეკლესიის სწავლებას, გვასწავლის თავად უფალი (მთ. 22; 21) და მოციქულთა კანონები (იხ. 84-ე კანონი).

ამიტომ, ან დამიმოწმეთ წმინდა კანონი, რომელიც მშვიდად, წყნარად და ქრისტიანისთვის შესაფერადაც კი მიკრძალავს საერო დღესასწაულების აღნიშვნას ან აღიარეთ, რომ ცდომილებაში ხართ.

1/14 სექტემბერს იწყება ინდიკტიონი და ეს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის კალენდარშიც გარკვევით არის მითითებული. არც 1/14 იანვარს ჰქვია ახალი წელი ეკლესიაში. მაგრამ რამდენადაც საქართველოს სახელმწიფოში მოქმედებს გრიგორიანული კალენდარი, რომელიც იწყება 1 იანვარს, ამ დღეს აღვნიშნავთ ახალ წელს და ვულოცავთ ერთმანეთს.

ამიტომ, კატეგორიულად მოვითხოვ, ან შეწყვიტეთ ცილისმწამებლური განცხადებები, ან კიდევ დამიმოწმეთ საეკლესიო კანონი თავისი განმარტებებით, რომელიც ამას კრძალავს.

ჩვენ ვართ მართლმადიდებელი ქრისტიანები, მაცხოვრის სამწყსო და სამღვდელო ერი და ჩვენთვის არსებითია ეკლესიის წმინდა კანონები, წმინდა მამათა განმარტებები და არა სხილაძე-აროშვილების პირადი მოსაზრებები და შეხედულებები. ამიტომ, კეთილი ინებეთ და დაადასტურეთ თქვენი აზრი, ან ბოდიში მოიხადეთ. ან კიდევ გვითხარით, რომ არ ხართ მართლმადიდებლები, ჰქადაგებთ რაღაც ახალ რწმენას და მაშინ სხვანაირად გაგესაუბრებით. აპოლოგეტიკაშიც ვერკვევით, ასე თუ ისე.

დევნილს კიდევ მივმართავ საქებარი სიტყვებით, რახან ჭეშმარიტების ძიებაში ყოფილხართ. იქნებ დაანებოთ თავი დიდგორის სქიზმატურ და წარმწყმედელ გმობას და მტკიცედ შეუერთდეთ ერთ, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიას. შეგიძლიათ PM მომწეროთ და ყველა თქვენთვის საინტერესო კითხვაზე გაგცემთ პასუხს.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
egri3
პოსტი Jan 5 2009, 01:56 PM
პოსტი #395


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 409
რეგისტრ.: 27-January 08
წევრი № 3,768



გიორგი
ციტატა
ეს კანონი გულისხმობს, რომ მარხვაში არ უნდა მივეცეთ ვნებებს, ანუ საზეიმო სუფრები და მოჭარბებული ემოცია მიუღებელია.

ალბათ სამარხვო ნამცხვარიც, არა? smile.gif

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Jan 5 2009, 02:06 PM
პოსტი #396


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



egri3
ციტატა
ალბათ სამარხვო ნამცხვარიც, არა?

ამაზე იყო ადრე საუბარი. სამარხვო ნამცხვარი და სამარხო კერძების მრავალფეროვნება სუფრებზე არ არის დასაგმობი დღესასწაულებზე, რამდენადაც სტუმართმოყვარეობა, მოყვასის სიყვარული, გაცემა, გულთბილი მიღება და მსგავსები უდიდესი სათნოებაა. მარხვაში რომ ვინმე გესტუმრება რა ახლა პურს და წყალს მიართმევ სადილზე მხოლოდ? ასე რომ ზედმედია ეგ კვესი შენგან...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jan 5 2009, 02:08 PM
პოსტი #397


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



egri3
ციტატა
ალბათ სამარხვო ნამცხვარიც, არა?

გასტრონომიულ საკითხებზე სხვა თემაში, გენც....


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზვარე
პოსტი Jan 5 2009, 02:16 PM
პოსტი #398


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 286
რეგისტრ.: 15-February 08
წევრი № 3,936



QUOTE(staywhite @ Jan 4 2009, 10:21 PM) *

devnili

და "თქვენი პატრიარქი" ვინაა? გყავთ ვინმე "პატრონი"?


+1


--------------------
მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
egri3
პოსტი Jan 5 2009, 02:18 PM
პოსტი #399


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 409
რეგისტრ.: 27-January 08
წევრი № 3,768



staywhite
ციტატა
ამაზე იყო ადრე საუბარი. სამარხვო ნამცხვარი და სამარხო კერძების მრავალფეროვნება სუფრებზე არ არის დასაგმობი დღესასწაულებზე, რამდენადაც სტუმართმოყვარეობა, მოყვასის სიყვარული, გაცემა, გულთბილი მიღება და მსგავსები უდიდესი სათნოებაა. მარხვაში რომ ვინმე გესტუმრება რა ახლა პურს და წყალს მიართმევ სადილზე მხოლოდ? ასე რომ ზედმედია ეგ კვესი შენგან...

სამარხვო კერძების მრავალფეროვნება და სამარხვო ნამცხვარი განსხვავდება, არა?


კანონისტი
ციტატა
გასტრონომიულ საკითხებზე სხვა თემაში, გენც....

გასტრონომიული საკითხი არაა. (ამ შემთხვევაში) smile.gif
ვინაიდან ახალი წელი მარხვაში უწევს, ხალხი ამზადებს და მიირთმევს სამარხვო ნამცხვრებს, კატლეტებს, სოსისებს და ა.შ. (მადლობა ღმერთს biggrin.gif სოიო ყველაფრის საშუალებას იძლევა).
მე კი ვფიქრობ, რომ მარხვა გონებაში უნდა ხდებოდეს და არა სტომაქში.
თუკი სუფრაზე სამარხვო ნამცხვარს დადებ ზნაჩიტ არ მარხულობ - თავს აჩვენებ.

თუკი ჩემნაირი სტუმრის პატივისცემა გინდა სულაც არ მევასება სამარხვო ნამცხვრები. biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზვარე
პოსტი Jan 5 2009, 02:21 PM
პოსტი #400


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 286
რეგისტრ.: 15-February 08
წევრი № 3,936



Geogeorgia
devnili


"თქვენი პატრიარქი" ვინაა?


ვინაა თქვენი "პატრონი "?


--------------------
მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

41 გვერდი V « < 18 19 20 21 22 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th June 2025 - 12:07 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი