![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#381
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,680 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
კიდე მეფე უნდა ამ გასაცოდავებულ ხალხს? ![]() გასაცოდავებული რომაა ხალხი, სწორედ მაგიტომ გვინდა მეფე... -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
A.V.M |
![]()
პოსტი
#382
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
esec , dapireuli tema :
ისრაელისა და სამეფო ინსტიტუტის ურთიერთდამოკიდებულება ძველ აღთქმაში შინაარსი შესავალი I – რატომ მოითხოვა ისრაელმა მეფე II – ღმერთის დამოკიდებულება , მონარქიული მისწრაფებების მიმართ ა- ეგვიპტის , რომის და ბიზანტიის მონარქების შესახებ III – მონარქია – მსაჯულთა ხანის გაგრძლება IV- საუკეთესო მონარქია – მეფის მაგივრად , ,,უფალი მეფობს ‘’ V – ისრაელისა და სამეფო ინსტიტუციის ურთიერთდამოკიდებულება დასკვნა გამოყენებული ლიტერატურა და წყაროები შესავალი დღეს , ძალიან აქტუალურია და არ ცხრება საუბრები , მონარქიის შესახებ . განხილვებს თან ახლავს აზრთა სხვადასხვაობანი , დაპირისპირებები , გაურკვევლობები და სხვა უსიამოვნო მოვლენები . ჩვენ შევეცდებით ამ მცირე ნაშრომში მიმოვიხილოთ ის ასპექტები , რომლებიც თან სდევდა ისრაელის – როგორც ღვთის რჩეული ერისა და მონარქიის ურთიერთკავშირს . ჩვენი აზრით , საკითხთან დაკავშირებული პრობლემებისა და წინააღმდეგობების დანახვა-გაანალიზება , დაგვეხმარება იმ სირთულეების გადალახვაში , რომელი სირთულეები და გამოწვევებიც დღეს დგას ჩვენი ერის წინაშე . ნაშრომი დაყოფილია ხუთ თავად , თითოეულ მათგანში კი წარმოდგენილი და მიმოხილულია ის ფაქტები თუ მოსაზრებები , რომლებიც მეტნაკლებად ნათელს ჰფენენ , ქვეთავის სათაურში წარმოდგენილ საკთხებს . I – რატომ მოითხოვა ისრაელმა მეფე წმიდა წერილი გარკვევით გადმოგვცემს იმ არგუმენტებს , რომელთა გამოც ისრაელის ერმა მიიღო ზემოთხსენებული გადაწყვეტილება . ვნახოთ, თუ რას სთხოვს სალხი სამუელს : ,, უთხრეს: შენ მოხუცდი, შენი შვილები კი არ მიჰყვებიან შენს გზას. დაგვიდგინე ახლა მეფე, რომ სხვა ხალხების წესისამებრ განგვსჯიდეს. ‘’(1მეფ.8.5) უპირველესად , რაც თვალში გვხვდება , ესაა შვილების საკითხის წინ წამოწევა . ხალხი , მეფობის მოთხოვნის ერთ-ერთ მიზეზად , შვილების უკეთურებებს ასახელებს . მაგრამ , აქ თავს იჩენს მნიშვნელოვანი ფაქტი , კერძოდ, ის, რომ მსაჯულობის ინსტიტუტი , არანაირად გულისხმობდა მემკვიდრეობითობის პრინციპს , რის გამოც , სამუელის შვილები არ უნდა მოიაზრებოდნენ მსაჯულობის პოტენციურ კანდიდატებად . აქედან გამომდინარე , ეს არგუმენტი უსაფუძვლოა . საქმე იმაშია , რომ მონარქიულ სახელმწიფოში მოღვაწეობა , ეს უკვე ცხოვრების სტილია რჩეული ერისა ,მათი სურვილის გამოხატულებაა , ხოლო მიზეზად კი იყენებენ სამუელის შვილების უკეთურებას , რომლებიც სამართალს ამრუდებდნენ . გავაგრძელოთ მსჯელობა და გამოვყოთ სხვა საფუძველი , ხსენებული მოთხოვნისა . ესაა სურვილი იმისა , რომ დინასტიურად იტვირთოს ვინმემ პასუხისმგებლობა , ისრაელი ერისათვის , ღმერთის წინაშე და ვინ უნდა იყოს ეს , თუ არა მეფე . თუმცა აქაა ერთი ნიუანსი , ვნახოთ, თუ როგორი მონარქი სურთ ხალხს . პასუხი შემდეგნაირია – ისეთი , როგორიც ჰყავთ სხვა ხალხებს . ამ დეტალით შეიძლება ხაზგასმა იმისა , რომ ისრაელის ერში უკვე სერიოზულადაა შერყეული განცდა ღვთის რჩეულობისა , მათ სურთ რომ დაემსგავსონ სხვა ერებს , რაც, რა თქმა უნდა, უარყოფითი მოვლენაა . სამუელთან საუბრის განხილვის შემდეგ , სხვა მომენტზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას . ერთად ვნახოთ , ჰქონდათ თუ არა წმიდა იურიდიული საფუძველი ისრაელ ხალხს , რომ მოეთხოვათ მეფე . რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ჰქონდათ და ეს გახლავთ არც მეტი-არც ნაკლები , მოსეს სიტყვები : ,, 15. დაისვი მეფედ ის კაცი, ვისაც უფალი, შენი ღმერთი, ამოირჩევს; შენი მოძმეების წრიდან დაისვი მეფე. უფლება არა გაქვს დაისვა უცხო კაცი, რომელიც არ არის შენი მოძმე.16. ოღონდ არ იყოლიოს ბევრი ცხენი და არ დააბრუნოს ხალხი ეგვიპტისკენ ცხენების მოსამრავლებლად, უფალმა გიბრძანათ, რომ აღარ დაბრუნდეთ ამ გზით -17. არ იყოლიოს ბევრი ცოლი, რომ არ შეცდეს მისი გული, არ იქონიოს უზომოდ ბევრი ოქრო-ვერცხლი.18. როცა დაჯდება თავის სამეფო ტახტზე, წიგნში ჩაიწეროს ეს მეორე რჯული ლევიანი მღვდლებისაგან.19. თავისთან ჰქონდეს და იკითხოს მთელი სიცოცხლე, რათა ისწავლოს უფლის, თავისი ღმერთის შიში და იცავდეს ამ რჯულის ყოველ სიტყვას და ამ წესებს ასრულებდეს,20. რომ არ გაუმედიდურდეს თავის მოძმეებს, არ გადაუხვიოს ანდერძს არც მარჯვნივ და არც მარცხნივ, რათა მრავალი ხანი იმეფოს მან და მისმა შვილებმა ისრაელის წიაღიდან.’’(2რჯლ.17.15-20) მართალია, იურიდიული საფუძველი ჰქონდათ , თუმცა წმიდა წერილიდან ვრწმუნდებით , რომ მეფემ გადააჭარბა იმ უფლებებს რომელიც რჯულის წიგნის მიხედვით ეკუთვნოდა და სავარაუდოდ იმასაც , რაც სამუელმა დაუწერა მას : ,, გამოუცხადა სამუელმა ერს მეფობის უფლებანი, წიგნში ჩაწერა და უფლის წინაშე დადო. მერე დაითხოვა სამუელმა ხალხი და წავიდ-წამოვიდნენ თავ-თავის სახლებში. ‘’(1მეფ.10.25) II – ღმერთის დამოკიდებულება , მონარქიული მისწრაფებების მიმართ დღესდღეობით , საკმაოდ ხშირად , მონარქია გაიგება როგორც მმართველობის ერთადერთი ფორმა , რომელიც ესათნოვება ღმერთს . ვნახოთ , წმიდა წერილის მიხედვით , არის თუ არა ეს ამგვარად . უპირველესად დავაკვირდეთ , უფლის კურთხევისამებრ , რას ეუბნევა სამუელი ხალხს : ,, 11. უთხრა: აი, რა უფლებები ექნება მეფეს, რომელიც იმეფებს თქვენზე: წაიყვანს თქვენს შვილებს და თავის ეტლებთან და ცხენებთან დაიყენებს და ირბენენ მისი ეტლის წინ.12. დანიშნავს მათ ათასისთავებად და ორმოცდაათისთავებად, თავის ყანის მხვნელებად და თავისი სამკალის მოსამკელად, თავისი საბრძოლო საჭურველისა და ეტლების მკეთებლებად.13. აიყვანს თქვენს ასულებს მენელსაცხებლებად, მზარეულებად და პურის მცხობლებად.14. წაგართმევთ საუკეთესო ყანებს, ვენახებსა და ზეთისხილის ბაღებს და თავის მორჩილებს დაურიგებს.15. მეათედს აიღებს თქვენი ნათესებიდან და ვენახებიდან და თავის კარისკაცებსა და მორჩილებს უწყალობებს.16. წაგართმევთ საუკეთესო ყმებს, მხევლებს, მსახურ ბიჭებს, სახედრებს და თავის საქმეზე ამსახურებს.17. წაიღებს მეათედს თქვენი ფარიდან და თქვენც მისი ყმები გახდებით.18. მაშინ მოჰყვებით წუწუნს თქვენს არჩეულ მეფეზე, მაგრამ არ მოგისმენთ უფალი..’’ (1მეფ.11-18) თავშივე ვიტყვით , რომ სამეფო მმართველობის მოთხოვნა , წმიდა წერილის მიხედვით გაგებულია როგორც ღვთის უარყოფა : ,, ახლა უარყოფთ თქვენს ღმერთს, რომელმაც გიხსნათ ძნელბედობასა და გასაჭირში, რადგან ეუბნებით: მეფე დაგვიდგინეო. აბა, წარუდექით უფალს თქვენთქვენი ტომისა და გვარეულობის მიხედვით. ‘’(1მეფ.10.19) დებულება , უფრო მყარი რომ გამოგვივიდეს , ავტორიტეტულ ეგზეგეტსაც მოვუსმინოთ . აი რას წერს თეოდორიტე კვირელი : Потому что прошение сие было противно божественному закону. Владыка Бог был для них и Бог и Царь, а Пророк был Его первый служитель, как бы приставник, или военачальник, или народоправитель. Сие дал разуметь Бог, сказав Самуилу:«послушай гласа людей, яко не тебе уничижиша, но Мене уничижиша, еже не царствовати Ми над ними, по всем делом их, яже сотвориша Ми, от него же дне изведохь их от Египта до днешняго дне» и т. д. (1Цар.8:7, 8).’’ აღნიშნული ფაქტი , რა თქმა უნდა არ მოსწონს თავად ღმერთს , მაგრამ იგი , ამ შემთხვევაშიც არ ზღუდავს ხალხის თავისუფალ ნებას და უსრულებს მათ სურვილს . თუმცა , მაინც აკეთებს გარკვეულ კორექტირებას . შემოქმედი მართლაც დაუდენს მეფეს , თავის რჩეულ ერს , მაგრამ არა ისეთს , როგორიც ეს ჰყავდა სხვა ხალხებს , სხვადასხვა დროს . ა- ეგვიპტის , რომის და ბიზანტიის მონარქების შესახებ მსჯელობა რომ უფრო სრულყოფილი გამოგვივდეს , რამდენიმე კონკრეტული მაგალითი მოვიყვანოთ , ისეთი როგორიცაა ძველი ეგვიპტე და გავიხსენოთ ფარაონ ამონხოტეპ IV-ის რეფორმები : ,, ეს ( ამონხოტეპი გ.ლ.) იღებს ახალ სახელს – ეხნატონს ( ,,ატონის მსახური’’) , სახელს უცვლის ასევე თავის მშვენიერ მეუღლეს – ნეფერტიტს , რომელიც ამიერიდან ხდება ნეფერ-ნეფრუ-ატონი ( მშვენიერია ატონის მშვენიერება ) და უარყოფს ეგვიპტის ყველა ღვთაებას ,მათ შორის რას და ამონს , კრძალავს მათი სახელის ხსენებას და სადაც ხელი მიუწვდება შლის არა მარტო ძველი ღმერთების სახელებს , არამედ სიტყვა ,,ღმერთებს’’,რადგან მთელი ეგვიპტე ახალ და ერთადერთ მზის ღვთაებას – ატონს – უნდა ეთაყვანებოდეს .’’ ამ რეფორმით ეგვიპტეში კიდევ უფრო განმტკიცდა ფარაონის კულტი და უფრო მეტად გამყარდა მისი ავტორიტეტი . არა მხოლოდ როგორც სახელმწიფოს მმართველის , არამედ როგორც ,,უზენაესი ქურუმის’’. შევცვალოთ ეპოქა და გეოგრაფიული მდებარეობა , რათა ვნახოთ თუ რა ხდებოდა ამ კუთხით , რომის იმპერიაში . იქ , იმპერატორს ეწოდებოდა – ,, Pontifex maximus ‘’ ( დიდი ქურუმი ) , თუნდაც ამ ტერმინიდან საკმარისია იმის გაგება , თუ როგორი ტიპის მმართველად ითვლებოდა იგი . ნუ გვექნება ილუზია , რომ ,, მართლმადიდებლურ ბიზანტიაში’’ ყველაფერ რადიკალურად განსხვავებულად იყო , აი, რას წერდა ისააკ II ანგელი ( 1185-1195) : ,, იმპერატორისთვის ყველაფერია ნებადართული , რადგან დედამიწაზე მართვა-გამგეობის საკითხში ღმერთსა და იმპერატორს შორის არ არსებობს არანაირი განსხვავება . ის არ ექვემდებარება არც საერო და არც საეკლესიო კანონებს და შეუძლია აკეთოს ყველაფერი რასაც მოისურვებს როგორც სახელმწიფოში , ისევე ეკლესიაშიც . ‘’ ამ საკითხზე კიდევ შეიძლება მსჯელობის გაგრძელება , თუმცა თემას არ გადავუხვევთ და წმიდა წერილზე გავაგრძელებთ საუბარს . თუკი წარმართებში მეფე კანონმდებელია , თუკი ურწმუნოებში კანონზე მაღლაა , აკეთებს იმას, რაც სურს და გააჩნია აბსოლუტური ძალაუფლება , ისრაელში პირიქითაა . რაოდენ რთულად აღსაქმელადაც არ უნდა მოგეჩვენოთ , ღვთის რჩეულ ერში ისეთი მეფე უნდა იჯდეს , რომელიც არ იმეფებს და მის ტიტულში , არ უნდა მოხდეს საეროსა და სასულიერო იერარქიის გაერიანება . პირიქით , ეს ორის ინსტიტუტი , მკაცრად გამიჯნულია ისრაელში . თუკი წარმართებში თავად მეფე ადგენს რჯულს , აქ რჯულისა და ღმერთის წინაშეა ანგარიშვალდებული მეფე . ერთგვარი შეჯამება რომ მოვახდინოთ – ისრაელში მონარქიამ , მმართველობის ახალი სისტემა კი არ უნდა ჩამოაყალიბოს , არამედ წინა ფორმა – თეოკრატია უნდა გააგრძელოს . ისრაელში უნდა იმეფოს უფალმა და არა მეფემ . სწორედ ამას უსვამს ხაზს დავით მეფსალმუნე , როდესაც ამბობს : ,, უფალი სუფევს , განრისხნედ ერნი , რომელი ზის ზედა ქერობინთა , შეიძარნ ქუეყანა . ‘’ ( ფს.38-1) თანამედროვე ქართულით , შემდეგნაირად ჟღერს : ,, უფალი მეფობს – ათრთოლდნენ ხალხები : ქერუბიმებზე მჯდომო , შესძარ ქვეყანა . ‘’ ეს პრინციპი სხივად გასდევს დავითის ცხოვრებას და როდესაც ივიწყებს , მაშინვე დავინახავთ მის დაცემას , თუმცა იქამდე , მისი ერთგულია ფსალმმუნთმგალობელი . როდესაც აღნიშნული საკითხზე ვსაუბრობთ , არ შეიძლება მხედველობიდან გამოგვრჩეს ერთი , მეტად საგულისხმო ეპიზოდი . აი, რას ეუბნევა , აბესალომისგან ლტოლვილი დავითი , ცადოკ მღვდელს , რომელსაც აღთქქმის კიდობანი მოჰქონდა იერუსალიმიდან : ,, უთხრა მეფემ ცადოკს: დააბრუნე ქალაქში ღვთის კიდობანი. თუ მადლი მიპოვნია უფლის თვალში, მეც დამაბრუნებს და მახილვინებს მას და მის სამყოფელს. ‘’(2მეფ.15.25) საინტერესოა თუ რატომ განახორციელა აღნიშნული ქმედება დავითმა . პასუხი მარტივია – ეს ის პერიოდია , როდესაც გარკვეული წარმოდგენებით ,, ღმერთი ლოკალიზებულია კიდობანში’’ , სადაც კიდობანია , იქაა ღმერთი . ( გავიხსენოთ თუნდაც მწუხარე დავითის სიტყვები , რომელიც ამბობს რომ იძულებით იმყოფებოდა იქ , სადაც ღმერთი არ იყო) . იერუსალიმი შეიძლება დატოვოს დავითმა , მისმა ოჯახმა , სხვა მმართველებმა , მაგრამ დაუშვებელია რომ ქალაქი დატოვოს კიდობანმა , რადგან ,,მასშია უფალი’’ , რომელიც მეფობს ! არ შეიძლება იერუსალიმი მეფის გარეშე დარჩეს . მცირე ხნით დავურბუნდეთ თავში ნაჩვენებ მონაკვეთს , რომელიც საულის გამორჩევის შესახებ მოგვითხრობს და ვნახოთ იმ ხალხის შეფასება , ვისაც არ მოეწონათ საულის გამეფება : ,, უგვანი ხალხი ამბობდა: ეგ ჩვენ როგორ გვიხსნისო, და შეიძულეს იგი და ძღვენი არ მიართვეს. მას კი არაფერი უთქვამს. ‘’ (1მეფ.10.27) ჩვენ შევთანხდით , რომ წმიდა წერილის გააზრებით , მეფობა არის ღვთის უარყოფა . ამ ფონზე კი ის ხალხი , რომლებსაც არ მოსწონთ საულის გამეფება , უარყოფით კონტექსტსი არიან მოხსენიებულნი . რატომ ? პასუხი მარტივია , იმიტომ რომ , რადგან უფალმა უკვე დაადგინა ეს ინსტიტუტი , აღარ შეიძლება ამ ფორმით მისი შეწინააღმდეგება და თუკი ვინმე მაინც გააკეთებს ამას , ის შეფასდება როგორც უღირსი და უგვანო , ისევე როგორც მოხდა , აღნიშნულ შემთხვევაში . ვნახოთ, თუ როგორ გრძელდება ვითარება : ,, უთხრა სამუელმა ხალხს: ნუ გეშინიათ, უკვე ჩადენილი გაქვთ მთელი ეს ბოროტება. ოღონდ ნუღარ განუდგებით უფალს და მთელი გულით ემსახურეთ. ‘’ (1მეფ.12.20) სწორედ ამ სიტყვებს აგრძელებს და სრულყოფს პავლე მოციქული , როდესაც ამბობს : ,, 3. რამეთუ მთავარნი იგი არა არიან საშინელ კეთილის მოქმედთა, არამედ ბოროტის მოქმედთა. გნებავს თუ, რაჲთა არა გეშინოდის ჴელმწიფებისაგან? კეთილსა იქმოდე და მოიღო ქებაჲ მისგან, 4. რამეთუ ღმრთის მსახური არს შენდა კეთილისათჳს. ხოლო უკუეთუ ბოროტსა იქმოდი, გეშინოდენ, რამეთუ არა ცუდად ჴრმალ აბს; რამეთუ ღმრთის მსახურ არს შენდა, რისხვისათჳს შურის მეძიებელ ბოროტის მოქმედთათჳს .’’ (რომ.13.) შევაჯამოთ ნააზრევი და დასკვნის სახით ჩამოვაყალიბოთ , რომ ღვთივსათნო მონარქია ესაა როდესაც ,, მეფე მეფობს , მაგრამ არ მართავს . ‘’ ამგვარი მმართველობა სურდა უფალს ისრაელში და არა ისეთი , როგორებიც ჰქონდათ სხვა ერებს . III – მონარქია – მსაჯულთა ხანის გაგრძლება თავში ვახსენეთ, რომ მეფეთა ხანა , მსაჯულთა ხანის გაგრძელებაა და წარმოადგენდა მხოლოდ , სტრუქტურულ თუ ინსტიტუციონალურ განსხვავებებს . ახლა ვნახოთ , წმიდა წერილის კონკრეტულად რომელი მონაკვეთები გვაძლევენ , აღნიშნული მოსაზრებების გამოთქმის საშუალებებს . აი, რას ამბობს საული , როდესაც გაიგებს რომ მეფედაა გამორჩეული : ,, მიუგო საულმა და უთხრა: მე ხომ ბენიამინელი ვარ, ისრაელის უმცირესი ტომის კაცი; ჩემი საგვარეულოც ხომ მცირეა ბენიამინის ტომის საგვარეულოთა შორის? რისთვის მეუბნები ამას? ‘’(1მეფ.9.21) ახლა კი , ერთ კონკრეტულ ნიმუშს გავეცნოთ , მსაჯულთა ხანიდან : ,, უთხრა გედეონმა: ვაგლახ, ბატონო, მე როგორ უნდა ვიხსნა ისრაელი! ჩემი საგვარეულო ყველაზე მცირეა მენაშეში, მე კი მამაჩემის სახლში ყველაზე უმცროსი ვარ. ‘’(მსჯ.6.15) თითქმის იდენტურია საულისა და გედეონის სიტყვები , მაგრამ მიუხედავად ამისა ერთსაც გამოარჩევენ მეფედ და მეორესაც მსაჯულად . რატომ ? რატომ და კვლავ ზემოთხსენებული მოსაზრების გამო , ისრაელში უნდა იმეფოს ღმერთმა და არა მიწიერმა მეფემ . ახლა უშუალოდ , საულის მეფობის დაწყება ვნახოთ და დავაკვირდეთ , თუ როგორია იგი . ეს მოხდა ზუსტად ისე , როგორც სამუელმა უწინასწარმეტყველა : ,, ღვთის სული გადმოვა შენზე და მათთან ერთად აქადაგდები, სხვა კაცად გარდაიქმნები. .’’(1მეფ.10.6) წინასწარმეტყველების ასრულება კი ჩვენ ვნახეთ იაბეშ გალაადელთა ბრძოლის დაწყებამდე : ,, ამ სიტყვების გაგონებისას ღვთის სული გადმოვიდა საულზე და ძლიერ განრისხდა იგი.. ადგა და აკუწა ორივე ხარი და მოციქულების ხელით დაგზავნა მთელს ისრაელში, შეუთვალა: ვინც საულს და სამუელს არ გაჰყვება, ასე მოუვა მის ხარებს. უფლის შიში დაეცა ხალხს და გამოვიდნენ როგორც ერთი კაცი.’’(1მეფ.6-7) ახლა , როგორც მცირე ხნის წინ , პარალელი გავავლოთ მსაჯულთა ხანასთან და გავიხსენოთ თხრობა , სამფსონის შესახებ : ,, მოიცვა იგი უფლის სულმა და თიკანივით შუაზე გახლიჩა ლომი, ისე რომ ხელში არაფერი სჭერია. მამისთვის და დედისთვის არ უთქვამს, რაც ჩაიდინა. ‘’ (მსჯ.14.6) მგონი ყველაფერი ნათელია . ისიც უნდა აღვნიშნოთ , რომ მიუხედავად ამისა , საული შეეცდება მომავალში , მსაჯულთა ხანის , ,,სულის გაქრობას’’ თავის ეპოქაში , მაგრამ ვერ აისრულებს წადილს . IV- საუკეთესო მონარქია – მეფის მაგივრად , ,,უფალი მეფობს ‘’ მეტ-ნაკლებად უკვე შევეხეთ ამ საკითხს . მოდით , უფრო მეტად დავაზუსტოთ იგი . თავიდანვე აღვნიშნავთ , რომ ისრაელში , თეოკრატიის მსახური უნდა იყოს მონარქია . მსაჯულთა ხანისგან განსხვავება , მხოლოდ ინსტიტუციონალურ საკითხებშია . რეალურად კი მეფე ვერ აუქმებს მოსეს კანონებს . ისრაელის მონარქი , განსხვავებით სხვა ქვეყნების მმართველებისგან , კანონს ემორჩილება , არათუ თავად ხდება , კანონის შემოქმედი . გავიხსენოთ საულის ეპიზოდი , აი, რას ეუბნება მას სამუელი : ,, ნუ გადარდებს ვირები, სამი დღის წინ რომ დაკარგე, რადგან ნაპოვნია ისინი. ვის ეკუთვნის ისრაელის მთელი საუნჯე, თუ არა შენ და მამაშენის მთელს სახლს? .’’ (1მეფ.9.20) ყურადღება მიაქციეთ სხვა შემთხვევასაც . ვნახოთ თუ რას მოიმოქმედებს საული , იმ ხალხის წინააღმდეგ , რომლებიც იაბეშ გალაადელთან შებრძოლებამდე , სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი : ,, უთხრა საულმა: ერთი კაციც არ მოკვდება დღეს, რადგან ხსნა მოავლინა უფალმა დღეს ისრაელში. ‘’(1მფ.11.13) ამ ეპიზოდის ჩათვლით , შეიძლება ითქვას რომ აღფრთოვანებულია წმიდა წერილი საულით . ეს პერიოდი საულის მეფობისა , დადებითადაა შეფასებული უფლის მიერ , რასაც ვერ ვიტყვით მეორე ნაწილზე . მაშინ როდესაც იგი ცდილობს კონკურენტების მოცილებას , სამეფო ინსიტუციის გაძლიერებას , ღვთისმსახურებაში ჩარევას და.ა.შ. რატომ არის ასეთი მკაცრი წმიდა წერილის შეფასება ? პასუხი მარტივია , ისევ და ისევ ზემოთაღნიშნული თეზისის გამო . პირველ ნაწილში უფალი მეფობს , მეორეში კი საული იწყებს მეფობას . რაც შეეხება დავითს . მისი მმართველობის პერიოდიც ორ ნაწილად შეიძლება დავყოთ ამ კუთხით . ერთ შემთხვევაში , თუკი იერუსალიმიდან კიდობნის გამოტანის საშუალებას არ აძლევს ცადოკ მღვდელს , რადგან ჭეშმარიტმა მეფემ არ უნდა დატოვოს სამეფო , მეორე შემთხვევაში ხალხის საყოველთაო აღწერას იწყებს , რომელიც გახდება მისი კრახის ნათელი გამოვლინება , რადგან ამ დროს იგი საკუთარ თავზე და რესურსებზე ამყარებდა ძირითად იმედებს და არა ღმერთზე . მაგრამ განსხვავებული ვითარება გვაქვს დავითზე საუბრისას , როდესაც მის მიერ დაშვებულ შეცდომებზე ვმსჯელობთ . საულისა და სოლომონისგან განსხვავებით , მეფსალმუნეს სიცოცხლის ბოლომდე არ მოკლებია ცოდვილობის განცდა , წუხილი საკუთარ , ადამიანურ სისუსტეებზე და სინანულის სხვადასხვა ფორმით გამოვლინება . ანალოგიურად შეგვიძლია ვიმსჯელოთ სოლომონთან დაკავშირებითაც . გავიხსენოთ ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მომენტი , მისი მეფობისა და ვნახოთ თუ რას სთხოვს უფალს : ,, და მისცე მონასა შენსა გული გულისხმის-ყოფისა სმენად და სჯად ერისა შენისა სიმართლით, გულისხმის-ყოფად კეთილისა და ბოროტისა, რამეთუ ვინ არს შემძლებელ შჯად ერისა მის შენისა მძიმისა?’’(3მეფ.3.9(- ახალქართულ ტექსტში შემდეგნაირია : ,, მიანიჭე შენს მორჩილს გამგები გული, რათა განაგოს შენი ერი, რომ სიკეთე გაარჩიოს ბოროტებისგან; რადგან ვის შეუძლია განაგოს შენი ერი, ესოდენ მრავალრიცხოვანი?’’ ნათელია სოლომონის სიდიადე , იგი ითხოვს მხოლოდ სიბრძნეს , ღვთის რჩეული ერის სამართლიანად სამართავად და სხვა არაფერს . ამის გამო გულუხვად დაჯილდოვდება იგი უფლისგან : ,, აჰა, ვყავ მსგავსად სიტყჳსა შენისა და მიგცე შენ გული გონიერი და ბრძენი და შენებრ არა ვინ იყო უწინარეს შენსა, და შენსა შემდგომად არა აღდგეს მსგავსი შენსა.’’(3მეფ.3.12) მისი მეფობის მეორე ნაწილში , პირველისგან განსხვავებით , ,, უფალი ზეცაშია’’ ,მიწაზე კი სოლომონი მეფობს . სხვა მხრივ შეუძლებელი იქნებოდა , რომ აეშენებინა სასახლე და მიედგა იგი უფლის ტაძრისთვის . V – ისრაელისა და სამეფო ინსტიტუციის ურთიერთდამოკიდებულება მართალია , წინა თავებში არაერთ ადგილზე შევეხეთ აღნიშნულ საკითხს , მაგრამ კარგი იქნება თუ უფრო მეტ კონკრეტიკას მივცემთ , გარკვეულ ასპექტებს . უპირველესად გადავშალოთ ლევიანთა წიგნი და ვნახოთ , შესაწირის რა ნაწილს აძლევდა , ისრაელი მღვდელს : ,, მარჯვენა ბეჭი თქვენი სამადლობელი შესაწირავიდან მიეცი მღვდელს აღსამართავად. ‘’(ლევ.7.32) ახლა საულის შემთხვევასთან გადავშალოთ : ,, გამოიტანა მზარეულმა მთელი ბეჭი და წინ დაუდო საულს. უთხრა სამუელმა: ეს არის, რაც მორჩა. წინ დაიდე და ჭამე, რადგან იმ დროისთვის გადაგინახე, როცა ხალხის მოწვევა განვიზრახე. პურობდა საული იმ დღეს სამუელთან ერთად. ‘’(1მეფ.9.24) ციტირებები ვიხილეთ . მოდით, უფრო სიღრმისეულად დავუკვირდეთ , ზემოთმოყვანილ ეპიზოდებს . პირველი შემთხვევიდან ნათლად იკვეთება , რომ ისრაელის ერი , მარჯვენა ბეჭს აძლევდა უფალს , მარცხენას კი თავისთვის იტოვებდა . ახლა სამუელის შემთხვევა გავიხსენოთ , როდესაც ეს მეორე ბეჭიც , (რომელიც საკუთრივ ისრაელის კუთვნილება იყო) , ერმა მისცა მეფეს . შეიძლება იმის თქმაც , რომ თავისთვის აღარაფერი დაიტოვა ერმა . წმიდა წერილის გაცნობისას , იმასაც ნათლად ვხედავთ , რომ სამეფო ინსტიტუციის დაწესებას , პირველ ხანებში , არ მოუტანია შედეგად ქვეყნის გაერთიანება . ამის ნათელი მაგალითია ის , რომ გარკვეული პერიოდის მანძილზე , კიდობანი იუდეაში მყოფობდა , მეფე ბეთლემიდან განაგებდა ქვეყანას , ხოლო კარავი კი ეფრემში იდგა . ერთი შეხედვითაც ნათელია , თუ როგორი დაქსაქსულობა იყო ისრაელში . საკითხზე საუბრისას არ შეიძლება მხედველობიდან გამოგვრჩეს ერთი , მნიშვნელოვანი საკითხი – როგორ მეფეს ითხოვდა ხალხი და როგორი მეფე მიეცათ მათ . როგორც აღვნიშნეთ , ისრაელის მონარქი არ იყო ისეთი , როგორც სხვა ერებისა , როგორც ამას მოითხოვდა რჩეული ერი . ამის გამო , ისრაელმა , ,,თავად გამოზარდა’’ ამგვარი მეფეები . წმიდა წერილი ნათლად გვიჩვენებს , რომ მართლაც მიაღწევს საწადელს ისრაელი და ისეთ მეფეებს ,,გამოიყვანს’’ სამეფო ოჯახიდან , როგორებიც თავად სურდა , ხოლო თუ წინასწარმეტყველთა ეპოქას გადავავლებთ თვალს , ვნახავთ როგორი მონდომებით ცდილობდნენ ისინი ,მეფის გამოსწორებას , მეფისა რომელიც დაადგინა ხალხმა და არა უფალმა .მეფისა , რომელიც მეფობს ! დასკვნა განვიხილეთ წმიდა წერილიდან , როგორც სხვადასხვა და ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული მონაკვეთები , ასევე აბსოლუტურად იდენტური მომენტები , რაც, ჩვენი აზრით , საკმარისი უნდა იყოს , ზემოთმოყვანილ საკითხზე , ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად . როგორც ბიბლიის , ისე მისი განმმარტებლების მიხედვით ცალსახაა , რომ ისრაელის მიერ მეფობის მოთხოვნა , არის ღვთის უარყოფა ! მაგრამ რადგან დიდი იყო ამის სურვილი , უფალმა მაინც დაუშვა იგი . თუმცა , უდიდესი კაცთმოყვარეობის გამო , მის მიერ დადგინებული მეფე არ იყო ისეთი , როგორიც უნდოდა ხალხს , არ იყო ისეთი , როგორც ეს იყო სხვა ქვეყნებში . ისრაელში მეფე არ მეფობდა , არ იყო უმაღლესი კანონმდებელი , დიდი ქურუმი და.ა.შ. ისრაელში მეფობდა ღმერთი და არა კაცი . თუმცა , მონარქები ვერ გამოდგნენ მთლად ღირსეულები და ვერ შეინარჩუნეს ის უდიდესი წყალობა , რაც უფალმა დაუსვა მათზე . მათ მოინდომეს გამეფება და ერმაც აისრულა საკუთარი წადილი . ეყოლათ ისეთი მეფეები , როგორებიც უნდოდათ , როგორებიც ჰყავდათ სხვა ხალხებს . თუმცა ამ ფაქტორმა , მკვეთრად უარყოფითი გავლენა მოახდინა , ისრაელის მომავალზე . გამოყენებული წყაროები ა – წიგნები : ახალი აღთქმა ; რედაქტორი – ქეთევან მამასახლისი ;გამოცემაზე პასუხისმგებელია – ედიშერ ჭელიძე; თბილისი – 2009 წელი . ბიბლია ; რედაქტორი ზურაბ კიკნაძე ; თბილისი ; 1989 წელი . რელიგიების ისტორია ; დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი ; თბილისი – 2011 წელი . ფსალმუნნი -გამოცემა მოამზადა-ედიშერ ჭელიძემ; რედაქტორი – დეკანოზი მაქსიმე ჭანტურია ; თბილისი – 2006 წელი . ბ – ინტერნეტ რესურსები : http://www.azbyka.ru http://www.church.ge http://www.orthodoxy.ge/ http://www.orthodoxtheology.ge http://seminarieli.wordpress.com/2014/04/1...83%A1%E1%83%A2/ -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
marine |
![]()
პოსტი
#383
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,680 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"სწორედ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მფარველობის და მეოხების შედეგია ის, რომ წმიდა ნინოსა და ცამეტი ასურელი მამის შემდეგ მან საქართველოში განსაკუთრებული მისიით გამოაგზავნა თავისი ხორციელი ნათესავები - ბაგრატიონები.
ისინი წარმოდგებიან მართალი კლეოპას ძმისშვილებიდან, რომლებიც ღვთისმშობლის ნათესავები იყვნენ. ტახტი ბაგრატიონებისა არის ტახტი უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ისრაელში შეწყდა დავითის შტო და უფლით ნებით გაგრძელდა საქართველოში. თუმცა ჩვენი ერი თავის ცოდვების გამო დაისაჯა და დაკარგა ავტოკეფალია, სახელმწიფოებრიობა, სამეფო ტახტი. თუ არა საშინელი ცოდვები, არაფრით დაუშვებდა ღვთისმშობელი ამ ყველაფერს. მე-19 საუკუნის წმინდა მამა, ათონზე მოღვაწე ილარიონ ქართველი ამბობდა: მადლობა ღმერთო, რომ უდიდესი ცოდვების გამო არ ჩაგვაგდე თურქებისა და სპარსელების ხელში, არამედ დაგვადე მართლმადიდებელი რუსეთის უღელიო. არის ასეთი თქმულება, რომ სასუფეველში ქართველები ჩინელებზე მეტნი არიანო". /ნაწყვეტები მეუფე სპირიდონის (აბულაძე) ქადაგებიდან "ქვაკუთხედი" N3 2014/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
sanfol |
![]()
პოსტი
#384
|
![]() მშვიდობისმყოფელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,068 რეგისტრ.: 19-October 14 წევრი № 13,848 ![]() |
სახარებაში წერია დაემორჩილეთ თქვენს ხელმწიფებსო როგორ უნდა ვიცნოთ ჭეშმარიტი ღვთისგან დასმული ხელმწიფე? მითუმეტეს დღევანდელ დროში როცა არჩევითია ყველაფერი.
1 მაგალითს გავიხსენებ როცა კანონიერი მეფე დემნა უფლისწული არ დასვა ტახტზე თამარის მამამ და კიდევ უარესი სასჯელიც არგუნა, რასთან გვაქვს ამ შემთხვევაში საქმე? როგორ უნდა მივხვდეთ ვინაა ჭეშმარიტი ღვისაგან ბოძებული მმართველი? -------------------- მშვიდობა თქვენდა
|
marine |
![]()
პოსტი
#385
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,680 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
როგორ უნდა მივხვდეთ ვინაა ჭეშმარიტი ღვისაგან ბოძებული მმართველი? თუკი უფალი მოიღებს წყალობას და მოგვანიჭებს მირონცხებულ მეფეს, ის იქნება, შენი სიტყვებით რომ ვთქვათ "ჭეშმარიტი ღვთისაგან ბოძებული მმართველი". და თუ ის იქნება ზნეობრივად დახვეწილი და ერიც მიბაძავს მას, ან პირიქით, თუკი ქართველები ვიქნებით ზნეობრივნი, უფლით მეფეც მასეთი გვეყოლება და მე პირადად ერის ხსნას ამაში ვხედავ ![]() -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
sanfol |
![]()
პოსტი
#386
|
![]() მშვიდობისმყოფელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,068 რეგისტრ.: 19-October 14 წევრი № 13,848 ![]() |
თუკი უფალი მოიღებს წყალობას და მოგვანიჭებს მირონცხებულ მეფეს, ის იქნება, შენი სიტყვებით რომ ვთქვათ "ჭეშმარიტი ღვთისაგან ბოძებული მმართველი". და თუ ის იქნება ზნეობრივად დახვეწილი და ერიც მიბაძავს მას, ან პირიქით, თუკი ქართველები ვიქნებით ზნეობრივნი, უფლით მეფეც მასეთი გვეყოლება და მე პირადად ერის ხსნას ამაში ვხედავ ![]() ნამდვილად მირონცხებული მეფე ჭირდება საქართველოს, მაგრამ სანამ მეფე გვეყოლება მანამდე რა ვქნათ? დაუფიქრებლად დავემორჩილოთ სახელმწიფოს? -------------------- მშვიდობა თქვენდა
|
marine |
![]()
პოსტი
#387
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,680 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ნამდვილად მირონცხებული მეფე ჭირდება საქართველოს, მაგრამ სანამ მეფე გვეყოლება მანამდე რა ვქნათ? დაუფიქრებლად დავემორჩილოთ სახელმწიფოს? ჩვენი მთავრობა ჩვენი არჩეულია და ყველასთვის ცნობილია, რომ როგორებიც ვართ ხელისუფლებაც ისეთი გვყავს. ამიტომ, მათზე ვილოცოთ და შევავედროთ უფალს, რომ ქრისტიანულად წარმართონ ჩვენი ცხოვრება. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
sanfol |
![]()
პოსტი
#388
|
![]() მშვიდობისმყოფელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,068 რეგისტრ.: 19-October 14 წევრი № 13,848 ![]() |
ჩვენი მთავრობა ჩვენი არჩეულია და ყველასთვის ცნობილია, რომ როგორებიც ვართ ხელისუფლებაც ისეთი გვყავს. ამიტომ, მათზე ვილოცოთ და შევავედროთ უფალს, რომ ქრისტიანულად წარმართონ ჩვენი ცხოვრება. მე ვერაფერს დავამტკიცებ, რაც არ მინახავს პირად გამოცდილებას გეტყვით თუ გაინტერესებთ როცა სახელმწიფო გაძალებს აიდი ბარათის აღებას თან არც გაძალებს გიზღუდავს უფლებებს თუ ეს ბარათი არ გაქვს არ გაქვს სწავლის უფლებაც (სკოლის შემდეგ საფეხურებზე) და რა უნდა ქნა ამ დროს? ვეძებ საპატრიარქოს განცხადებას და სახელმწიფოსგან დაშინებული სინოდი დაფარული წერილებით მიმანიშნებს, რომ საჭირო არაა ალტერნატივა მისი, მაგრამ კარგი იქნება თუ მაინც იქნება სხვა ვარიანტიც. რატომ იქნება კარგი? თუ არ არსებობს მისი ალტერნატივა და კარგია აიდი ბარათი მისი ალტერნატივის შექმნა რატომ იქნება კარგი? ვერ ხვდებით, რომ მომავალში შეიძლება პურიც ვეღარ იყიდოთ მაღაზიაში და ამას დაფარულად კი არა უკვე გაცხადებულად გეტყვიან, რომ ანტიქრისტეს ბეჭედი მიიღო ხორცში რატომ უნდა ატარო ზედმეტი ბარათებიო მერე გეტყვიან კონტროლი მიდის ხალხის უკონტროლობა არავის აწყობს დაივიწყეთ მასონები თუ ამ სიტყვაზე გართულება გაქვთ, თქვენ გინდათ რომ ვინმემ გაგაკონტროლოთ? ამას სახელმწიფო ყოველთვის ეცდება და სამოქალაქო აჯანყება როდისაა გამართლებული თუ არა ამ დროს? ხო არ შეიძლება ყველაფერი მიიღო სახელმწიფოსგან დადგენილი? არ შეიძლება რაიმეს მოფიქრება? -------------------- მშვიდობა თქვენდა
|
G_saxva |
![]()
პოსტი
#389
|
![]() I n t e r n e t ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 ![]() |
sanfol
აიდი ბარათში ცუდი რა არის? -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
marine |
![]()
პოსტი
#390
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,680 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
sanfol
G_saxva მეუფე იობი (აქიაშვილი) თავის ქადაგებაში ამბობს: "ჩიპიან საბუთებზე უარის თქმის გამო ადამიანებს შეუწყდათ შემწეობები, არ ეძლევათ განათლების მიღების შესაძლებლობა, არ ეძლევათ ჯანმრთელობის დაცვის უფლება, გადაადგილების საშუალება და ხელისუფლება ამაზე საერთოდ არ ზრუნავს. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ მივმართოთ მართლმადიდებლურ და სხვა ქვეყნებს, სადაც არის უჩიპო საბუთები - უკრაინას, საბერძნეთს, პოლონეთს, რუსეთს და ა.შ. და ჩვენი რწმენიდან გამომდინარე ვთხოვოთ მათ მათი მოქალაქეობა და საბუთები, რადგან ჩვენთვის უმთავრესია გადავრჩეთ სულიერად. ჩვენ, რასაკვირველია, დავრჩებით ჩვენი ქვეყნის პატრიოტებად, მაგრამ ამასობაში ამ გზით სულს გადავირჩენთ". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
sanfol |
![]()
პოსტი
#391
|
![]() მშვიდობისმყოფელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,068 რეგისტრ.: 19-October 14 წევრი № 13,848 ![]() |
G_saxva
მოძღვარმა მითხრა შიგნით არის ანტიქრისტეს ბეჭედიო, მაგრამ შეგიძლია აიღოვო მთავარია ხორცში არ ჩაგიბეჭდონო marine ციტატა მეუფე იობი (აქიაშვილი) თავის ქადაგებაში ამბობს: "ჩიპიან საბუთებზე უარის თქმის გამო ადამიანებს შეუწყდათ შემწეობები, არ ეძლევათ განათლების მიღების შესაძლებლობა, არ ეძლევათ ჯანმრთელობის დაცვის უფლება, გადაადგილების საშუალება და ხელისუფლება ამაზე საერთოდ არ ზრუნავს. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ მივმართოთ მართლმადიდებლურ და სხვა ქვეყნებს, სადაც არის უჩიპო საბუთები - უკრაინას, საბერძნეთს, პოლონეთს, რუსეთს და ა.შ. და ჩვენი რწმენიდან გამომდინარე ვთხოვოთ მათ მათი მოქალაქეობა და საბუთები, რადგან ჩვენთვის უმთავრესია გადავრჩეთ სულიერად. ჩვენ, რასაკვირველია, დავრჩებით ჩვენი ქვეყნის პატრიოტებად, მაგრამ ამასობაში ამ გზით სულს გადავირჩენთ". საინტერესოა და მერე მანდაც, რომ მიიღონ მსგავსი რამე სად წავიდეთ? -------------------- მშვიდობა თქვენდა
|
marine |
![]()
პოსტი
#392
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,680 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
marine საინტერესოა და მერე მანდაც, რომ მიიღონ მსგავსი რამე სად წავიდეთ? ანტიქრისტეს მოსვლა ნაწინასწარმეტყველები და გარდაუვალია... მისი ბეჭედი არ უნდა მივიღოთ და ყოველგვარი ნაკლულევანება დავითმინოთ უფლის სიყვარულისთვის... ნაწინასწარმეტყველებია, რომ ამ დროს მორწმუნენი მიწას, ფოთოლს შეჭამენ და დანაყრდებიანო... -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
sanfol |
![]()
პოსტი
#393
|
![]() მშვიდობისმყოფელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,068 რეგისტრ.: 19-October 14 წევრი № 13,848 ![]() |
ანტიქრისტეს მოსვლა ნაწინასწარმეტყველები და გარდაუვალია... მისი ბეჭედი არ უნდა მივიღოთ და ყოველგვარი ნაკლულევანება დავითმინოთ უფლის სიყვარულისთვის... ნაწინასწარმეტყველებია, რომ ამ დროს მორწმუნენი მიწას, ფოთოლს შეჭამენ და დანაყრდებიანო... ვინ იწინასწარმეტყველა? ეს ჩავთვალოთ პრეტესტია აიდი ბარათი მალე ალბათ სხვა წესებსაც შემოიღებენ და სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ვერ გვიშველის თუ ყველგან გამეფდება ანტიქრისტე -------------------- მშვიდობა თქვენდა
|
marine |
![]()
პოსტი
#394
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,680 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ვინ იწინასწარმეტყველა? "იოანე მოციქულის გამოცხადება" წაიკითხე. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
sanfol |
![]()
პოსტი
#395
|
![]() მშვიდობისმყოფელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,068 რეგისტრ.: 19-October 14 წევრი № 13,848 ![]() |
"იოანე მოციქულის გამოცხადება" წაიკითხე. კარგი მაქამდე არ მივსულვარ ჯერ და ანუ ყოველგვარი პროტესტის გარეშე შევხვდეთ ამ მოვლენებს რაც უკვე ხდება? -------------------- მშვიდობა თქვენდა
|
marine |
![]()
პოსტი
#396
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,680 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
კარგი მაქამდე არ მივსულვარ ჯერ და ანუ ყოველგვარი პროტესტის გარეშე შევხვდეთ ამ მოვლენებს რაც უკვე ხდება? ჭეშმარიტი მორწმუნეების პროტესტი ის იქნება, რომ არ მივიღებთ ანტიქრისტეს ბეჭედს. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
ikanosi |
![]()
პოსტი
#397
|
![]() ირაკლი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 ![]() |
sanfol
ჩვეულებრივი პირადობის აღება არ იყო სავალდებულო?? ID იმით განსხვავდება რომ ჩიპი აქვს (რაც 90% შემხვევაში გამოუყენებელია შესაბამისი ტექსნიკა თუ არ იქნა) ჩიპი აქვს ასევე იმ ბარათს რომელიც ტელეფონში გიდევს, და ჩიპი აქვს იმ პლასტიკურ ბარათსაც რომელსაც ბანკში გაძლევენ. მათში არაა ვითომ "ეშმაკი' ? -------------------- ფარით ან ფარზე
|
sanfol |
![]()
პოსტი
#398
|
![]() მშვიდობისმყოფელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,068 რეგისტრ.: 19-October 14 წევრი № 13,848 ![]() |
sanfol ჩვეულებრივი პირადობის აღება არ იყო სავალდებულო?? ID იმით განსხვავდება რომ ჩიპი აქვს (რაც 90% შემხვევაში გამოუყენებელია შესაბამისი ტექსნიკა თუ არ იქნა) ჩიპი აქვს ასევე იმ ბარათს რომელიც ტელეფონში გიდევს, და ჩიპი აქვს იმ პლასტიკურ ბარათსაც რომელსაც ბანკში გაძლევენ. მათში არაა ვითომ "ეშმაკი' ? განსხვავება ისაა, რომ იმ ბარათშია და არა შენში თუ არადა მაშინ რა არის ეს ანტიქრისტეს მითიური ბეჭედი? -------------------- მშვიდობა თქვენდა
|
ikanosi |
![]()
პოსტი
#399
|
![]() ირაკლი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 ![]() |
ციტატა განსხვავება ისაა, რომ იმ ბარათშია და არა შენში თუ არადა მაშინ რა არის ეს ანტიქრისტეს მითიური ბეჭედი? ანტიქრისტეს მითიური ბეჭედის შესახებ დაიწერა საუკუნეების წინ და არავის უთქვამს რომ ეგ მიკროჩიპი უნდა იყოს და ა.შ და ვინ გითხრა რომ ID ბარათის რამე ჩიპი შენშია? -------------------- ფარით ან ფარზე
|
G_saxva |
![]()
პოსტი
#400
|
![]() I n t e r n e t ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 ![]() |
sanfol
ციტატა განსხვავება ისაა, რომ იმ ბარათშია და არა შენში თუ არადა მაშინ რა არის ეს ანტიქრისტეს მითიური ბეჭედი? ვინ დაამტკიცა რომ ბარათში რაიმე ატიქრისტეს ბეჭედია? -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th June 2025 - 08:41 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი