![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#501
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,651 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"...უფლის ნათესავნი და ფარნავაზიან ქართველ მეფეთა ღირსეული შთამომავალნი, აი, ის ორი საკრალური მახასიათებელი ქართველ ბაგრატიონთა, რამაც შესაძლოა საფუძველშივე განსაზღვრა მათი წარმატებულობა სამეფო სარბიელზე.
ჩვენამდე შემორჩენილია წმ. მამა შიო მღვიმელის დალოცვა მეფე ფარსმანის დროის საქართველოსი, თუმცა აქ უფრო სამეფო ილოცება. მე-9 საუკუნის უდიდესი მეუდაბნოე წმ. მამა გრიგოლ ხანძთელი კი ამგვარად ლოცავს აშოტ კურაპალატს - დიდ სტრატეგს, შორსმჭვრეტელ პოლიტიკოსს და შემდგომ მოწამებრივად აღსრულებულ პირველ წმინდანს ბაგრატიონთა გვარიდან: "არა მოაკლდეს მთავრობა შვილთა შენთა და ნათესავთა მათთა ქვეყანათა ამათ უკუნისამდე ჟამთა, არამედ იყვნენ იგინი მტკიცედ უფროის კლდეთა მყართა და მთათა საუკუნეთა და დიდებულ იყვნენ უკუნისამდე". გრიგოლ ხანძთელის დალოცვაში უკვე აშკარად ჩანს, რომ საქართველოს უკუნითი უკუნისამდე აღარ ეყოლება სხვა გვარის მეფე, თუ არა ბაგრატიონი"... „ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ 12 ბაგრატიონი შერაცხა წმინდანად. მათ შორის სამი მონაზონია, ხოლო მონაზონთაგან ორი - კათოლიკოს-პატრიარქი“ /"ბაგრატიონი წმინდანები" ჟურნალი "გვარიშვილობა" N3,2012, გვ. 10/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#502
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,651 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ქვეყანაში პოლიტიკური არეულობა რომ დაიწყო, მამა კახაბერმა [ღაჟონია] მითხრა, - ვფიქრობ, ჩვენ მონარქიის აღდგენა თუ გადაგვარჩენს. აუცილებელია ეკლესიისა და მონარქიის სიმბიოზი.
დავით აღმაშენებელს ბევრი სასულიერო პირი ჰყავდა სახელმწიფო საქმიანობაში ჩართული. მარტო ოთხი ეპისკოპოსი ვეზირებად დანიშნა. მათ შორის იყო მისი აღმზრდელი, მოძღვარი და მასწავლებელი, წმინდანად შერაცხილი გიორგი ჭყონდიდელიც. ჩვენს ხელისუფლებას კი არავის მოსმენა სურს და ქვეყანა საით მიჰყავთ, არავინ უწყისო" /"კარიბჭე" N9, 2015, გვ. 63-64/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#503
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,651 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ყველამ წაიკითხეთ...
„მოწყალების გაცემას ქრისტიანული სულით აღზრდილი მეფეებიც საკუთარ მოვალეობად მიიჩნევდნენ. მათთვის ქველმოქმედება „წინასაარჩევნო“ ფანდი არ ყოფილა. გულისხმიერებასა და შეჭირვებულთან დახმარებას ჭეშმარიტად უანგარო ქრისტიანული სიყვარული ედო საფუძვლად და ადამიანის ერთ-ერთ უდიდეს ღირსებად ითვლებოდა. ამიტომაც საგანგებოდ იხსენიებდნენ მემატიანენი თავიანთი ეპოქის მოღვაწეებზე თხრობისას ამ კეთილშობილურ თვისებას. საქართველოს ისტორიას ბევრი ახსოვს უპოვართა გამკითხავი გვირგვინოსანი. გულმოწყალების განსაკუთრებით ბევრი მაგალითი ქვეყნის გაერთიანებისა და აღმავლობის ხანის მატიანემ შემოინახა: „იყო პირველად ღვთის-მოყვარე, გლახაკთ მოწყალე, მდაბალი, მშვიდი და ძვირ-უხსენებელი, ტკბილი, უხვი და კაცთ-მოყვარე“, - ამგვარად ამკობს მემატიანე დიდ დავით კურაპალატს. „გლახაკთა მოწყალე და სამართლის მომქმედი ყოველთა კაცთათვის“ გახლდათ ერთიანი საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ III, რომელმაც გაჭირვებულთა და უძლურთა სასარგებლოდ განსაკუთრებული გადასახადი - „გლახაკთა ნაწილი“ - დააწესა. „არავინ გამოჩენილიყო მსგავსი მისი მამათა შორის მისთა ახოვანებითა, ჭაბუკობითა და სიქუელითა... მოწყალე შეცოდებულთათვის, უხვი გლახაკთა ზედა“, - ამბობს მემატიანე მთელი თავისი ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე ბიზანტიასთან მებრძოლ გიორგი I -ზე. “მოწყალე და გამკითხველი გლახაკთა“ ყოფილა ბაგრატ IV, რომელმაც დიდგვაროვან ფეოდალთა თვითნებობასთან ბრძოლაში გალია დღენი. „უუხვესი ყოველთა მეფეთა აფხაზეთისათა“ - ეს ხასიათით მერყევ და არაერთ ომში გაწბილებულ გიორგი II-ზეა თქმული. „აღავსებდის დრაჰკნითა ხელითა თვისითა“ მოწყალებისთვის განკუთვნილ ქისას დავით აღმაშენებელი და საღამოს „ცარიელი მოაქუნდის იგი მხიარულსა სულითა და პირითა“. თუ ბოლომდე ვერ დაცლიდა ქისას, შეწუხებული იტყოდა თურმე: „დღეს ვერ მივეც ქრისტესა მარცხებითა ჩემთა ცოდვათაო“. „მშვიდი, უხვი, მოწყალე, ქურივ-ობოლთა შემწყნარე“ კაცი ყოფილა შიანურ თუ გარეშე მტერთან ბრძოლაში ძლევამოსილი გიორგი III. „მე ვარ მამა ობოლთა და მსაჯული ქურივთა“, - ამბობდა თურმე თამარ მეფე. მისი მოწყალების წყარო იყო „ღამე-ყოველივე ხესაქმარი, რომელი გლახაკთა მიეცემოდა“. მეფე მსახურებს გასაყიდად ატანდა საკუთარ ნახელავს და აღებული ფულიდან ყოველდღიურად იმდენს გასცემდა, რამდენიც მისი დღიური სმა-ჭამა ჯდებოდა. „ხოლო ესე დიმიტრი მეფე... მლოცავი და მოწყალე, რამეთუ ღამე თვით მვლელი ხელითა თვისითა მისცემდა საკმაროდ გლახაკთა“ - ღამღამობით სასხლიდან ქალაქში გამოდიოდა თურმე მონღოლთა ბატონობის წლებში გაწყვეტილი ქვეყნის ახალგაზრდა მეფე და ბნელ ქუჩაში შეყრილ მათხოვრებს განიკითხავდა. საქართველოში ეჭვმიუტანელ ჭეშმარიტებად იყო მიჩნეული, რომ ოდენ ღვთივსათნო გზით შეძენლი ქონება შეიძლებოდა ყოფილიყო უპოვარი თანამოძმეების დახმარების წყარო. ეს შეხედულება იმდენად შეესისხლხორცებინა ქართველობას, რომ მას ერთნაირად იზიდავდა დიდი თუ პატარა, ერი თუ ბერი. მემატიანენი საგანგებოდ აღნიშნავდნენ, რომ ქველმოქმედებას უბრწყინვალესნი გვირგვინოსანნი არა სახელმწიფო ხაზინიდან, არამედ პირადი ქონებიდან თუ საკუთარი შრომით მიღებული შემოსავლიდან ეწეოდნენ". /“საქართველოს იმედი II“ წიგნი 16, გვ.194-196/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#504
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,651 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"...ერმა ჯერ უნდა გაიგოს უფლის ნება და შემდეგ უნდა შეძლოს კიდეც მისთვის მსხვერპლის გაღებით სიკეთის მომუშაკება. მთელი ერის სახელით გამორჩეული პიროვნებები აიღებენ ხოლმე საკუთარ თავზე მსხვერპლის სიმძიმეს (და შესაბამისად ღირსეულ ჯილდოსაც იღებენ ხოლმე ამისათვის ღვთისაგან).
და გამოჩნდა ასეთი პიროვნება, დიდებული პიროვნება, მომავალი დიდი ("ნიკოფსიიდან დარუბანდამდე" საქართველოს) ქვეყნის ბალავარში რომ ჩააწვეთა საკუთარი სისხლი დუღაბად. ეს იყო ქართლის ერისმთავარი - წმ. აშოტ კურაპალატი. აშოტი გაექცა არაბებს ქართლიდან - განგების ნებამ იგი წაიყვანა იქ, სადაც დიდი აღორძინება უნდა დაწყებულიყო. ამით მან თავი გაწირა. მოგეხსენებათ, იგი საკურთხეველში მოკლეს, რაც ერთგვარი წმინდა სიმბოლოა". /„საეკლესიო კალენდარი ყოველდღიური საკითხავებით“ 2012, გვ.310-311/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#505
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,651 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"სწორედ სარწმუნოებაში არამყარი მეფეების დროს საქართველოში არ იყო კეთილდღეობა და მეფე რომელიც მართლმადიდებელი არ იყო, ქვეყანას ვერ მართავდა. ღმერთი სწორედ მის მსასოებელ მეფეებს ეხმარებოდა".
/დეკ. დავით (ქვლივიძე) "ქვაკუთხედი" N5, 2015, გვ. 13/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
G_saxva |
![]()
პოსტი
#506
|
![]() I n t e r n e t ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 ![]() |
marine
გიორგი მეორე, იგივე ავ-გიორგი - კახეთის მეფე, რომელიც 1511-1513 წლებში მეფობდა. მისი მამა ალექსანდრე პირველი, ჭკვიანი მეფე და კარგი პოლიტიკოსი გახლდათ, თუმცა ალექსანდრე პირველს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ოჯახში. ავ-გიორგის მამასთან და უმცროს ძმასთან, დიმიტრისთან, რომელსაც თავის მეტოქედ თვლიდა, უთანხმოება ჯერ კიდევ გამეფებამდე ჰქონდა. 1511 წელს თავს დაესხა საფურცლიის ჭალაში მყოფ ალექსანდრე I-სა და დიმიტრის. მამა მოკლა, ძმას კი თვალები დასთხარა და ოჯახთან ერთად კახეთიდან გააძევა. ამის გამო მას ავ-გიორგი უწოდეს და საქართველოს ისტორიაში სწორედ ამ სახელით არის ცნობილი. -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
marine |
![]()
პოსტი
#507
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,651 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
marine გიორგი მეორე, იგივე ავ-გიორგი - კახეთის მეფე, რომელიც 1511-1513 წლებში მეფობდა. მისი მამა ალექსანდრე პირველი, ჭკვიანი მეფე და კარგი პოლიტიკოსი გახლდათ, თუმცა ალექსანდრე პირველს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ოჯახში. ავ-გიორგის მამასთან და უმცროს ძმასთან, დიმიტრისთან, რომელსაც თავის მეტოქედ თვლიდა, უთანხმოება ჯერ კიდევ გამეფებამდე ჰქონდა. 1511 წელს თავს დაესხა საფურცლიის ჭალაში მყოფ ალექსანდრე I-სა და დიმიტრის. მამა მოკლა, ძმას კი თვალები დასთხარა და ოჯახთან ერთად კახეთიდან გააძევა. ამის გამო მას ავ-გიორგი უწოდეს და საქართველოს ისტორიაში სწორედ ამ სახელით არის ცნობილი. რათქმაუნდა, გიორგი, ცუდი რომ არ არსებობდეს, კარგს ვერ დავაფასებთ. ისტორია თავის სიტყვას ყოველთვის ამბობს იმათ შესხებაც, ვინც სამარცხვინონი იყვნენ და თუკი რაიმე კარგი იყო მათში, არც ამაზე ხუჭავს თვალს. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
G_saxva |
![]()
პოსტი
#508
|
![]() I n t e r n e t ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 ![]() |
marine
საქართველოს ისტორიაში სასტიკი ქმედებით ასახელებენ დავით აღმაშენებლის ვაჟს, დემეტრე პირველს, რომელმაც ზოგიერთ ისტორიკოსს თუ დავუჯერებთ, საკუთარი შვილი მოაწამვლინა. დემეტრე პირველს საკუთარი შვილი, დავით მეხუთე აუჯანყდა, ამიტომ დემეტრეს სამეფო ტახტის დავითისთვის დათმობა მოუწია. კერძოდ, 1130 წელს დემეტრე I-ის უფროსმა შვილმა დავითმა იმის შიშით, რომ დემეტრე I-ს უმცროსი შვილი გიორგი არ გაემეფებინა, შეთქმულება მოაწყო მეფის წინააღმდეგ. მეფემ შეიპყრო შეთქმულების მოთავეები დავით დემეტრეს ძე და იოანე აბულეთისძე. შემდგომში დემეტრე I-მა ივანე აბულეთისძე მოაკვლევინა, ხოლო მისი შვილი საპყრობილეში დაამწყვდია. 1154 წელს, დავითმა კვლავ მოაწყო შეთქმულება, თავისი ერთგული და მეფის მოწინააღმდეგე დიდებულების შემწეობით დემეტრე I იძულებით ბერად შეაყენა და სამეფო ტახტი თვითონ დაიკავა. დავითის გარდაცვალების შემდეგ (იგი მხოლოდ 6 თვეს მეფობდა და ისტორიკოსები ფიქრობენ, რომ მამამ შვილი მოაწამვლინა) დემეტრე პირველი ბერობიდან გადადგა და ტახტი დაიბრუნა. ამის შემდეგ ტახტი ეკუთვნოდა დავით მეხუთის შვილს, დემნა ბატონიშვილს, მაგრამ ტახტზე დემეტრე პირველმა თავისი უმცროსი ვაჟი გიორგი მესამე გაამეფა, რომელსაც ყველასათვის ცნობილი ერთადერთი ასული თამარი ჰყავდა. გიორგი მესამის წინააღმდეგ დემნა უფლისწულის სიმამრი, იოანე ორბელი გამოვიდა. მეფემ აჯანყება ჩაახშო, თავად დემნა უფლისწული დაასაჭურისეს, რის გამოც ის დაიღუპა. -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
marine |
![]()
პოსტი
#509
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,651 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
G_saxva
"ჟამთააღმწერელი, რომელსაც კარგად ახსოვს შეგონება მოსე წინასწარმეტყველისა: "მთავარსა ერისა შენისასა არა ჰრქვა ბოროტი", "განსაკრთომელი" ამბის მოსათხრობად დუმილს მაინც არღვევს, რადგან სჯერა, რომ "ჟამთააღმწერლობა ჭეშმარიტის მეტყველება არს და არა თუალახმა ვისთვისმე". /"ქრისტიანული ეკლესიის ისტორია" გვ 527/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
G_saxva |
![]()
პოსტი
#510
|
![]() I n t e r n e t ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 ![]() |
marine
ციტატა "მთავარსა ერისა შენისასა არა ჰრქვა ბოროტი" რამდენი ეგრეა დაფარული? მეფე გვჭირდება მეფე! -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
marine |
![]()
პოსტი
#511
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,651 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
marine რამდენი ეგრეა დაფარული? მეფე გვჭირდება მეფე! და რამდენია ცხადი, თუნდაც ის რომ 12 წმინდანი მეფე გვყავს და ამის გააზრების სურვილი ბევრ ვაი-ქართველს არ აქვს სამწუხაროდ. ჭეშმარიტებას ღაღადებ, რომ მეფე გვჭირდება, გისმინოს უფალმა! -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
G_saxva |
![]()
პოსტი
#512
|
![]() I n t e r n e t ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 ![]() |
marine
12წმინდანი გვყავდა მაგრამ რამდენი არ იყო წმინდანი და ამ არა წმინდანს შორის რამდენი ზემოთ მოყვანილი მაგალითის მსგავსი? გარანტია საიდან რომ ზემოთ მოყვანილ მაგალითს არ გაიმეორებს? -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
marine |
![]()
პოსტი
#513
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,651 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
marine 12წმინდანი გვყავდა მაგრამ რამდენი არ იყო წმინდანი და ამ არა წმინდანს შორის რამდენი ზემოთ მოყვანილი მაგალითის მსგავსი? გარანტია საიდან რომ ზემოთ მოყვანილ მაგალითს არ გაიმეორებს? პირველ რიგში მადლობა უფალს, რომ მრავალი სახელოვანი მეფე გვყავდა და მათი რაოდენობა ბევრად აჭარბებს ცუდს. საქართველოს ისტორიაში მხოლოდ და მხოლოდ დავითი და თამარი რომ გვყოლოდა ესეც იქნებოდა დიდი გარანტი და იმედი იმისა, რომ უფალი კვლავ გადმოგვხედავს წყალობის თვალით. რაც შეგეხება შენ, ვფიქრობ რატომ ხარ ასე სკეპტიკურად განწყობილი... შეიძლება შენშია უიმედობა უფლისა... ალბათ არ ცხოვრობ რწმენით... არ ვიცი, რას დავაბრალო შენი ასეთი განწყობა... ცუდი მაგალითი მხოლოდ იმ შემთხვავში განმეორდება, თუკი ერი ისევ ცოდვებში იქნება ჩაფლული... თუკი შენ და მე ისევ ცოდვებში ვიცხოვრებთ, მეფე კი არა, ტერიტორიის რა ნაგლეჯებიც დაგვრჩა, მაგასაც მიიტაცებს მტერი... იმედი არ დაკარგო, გიორგი, ილოცე, წმინდა ცხოვრებით იცხოვრე და უფალი ისეთ მეფეს მოგვმადლებს, როგორსაც შენ დაიმსახურებ... -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
G_saxva |
![]()
პოსტი
#514
|
![]() I n t e r n e t ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 ![]() |
marine
ციტატა პირველ რიგში მადლობა უფალს, რომ მრავალი სახელოვანი მეფე გვყავდა და მათი რაოდენობა ბევრად აჭარბებს ცუდს. ნუ დამთვლევინებ ახლა პროცენტულად მეფეთა რაოდენობას რომელთა შორის აშკარად არაფრით გამორჩეული მეფეები ჭარბობდენენ. ციტატა საქართველოს ისტორიაში მხოლოდ და მხოლოდ დავითი და თამარი რომ გვყოლოდა ესეც იქნებოდა დიდი გარანტი და იმედი იმისა, რომ უფალი კვლავ გადმოგვხედავს წყალობის თვალით. არ მესმის ასეთი ლოგიკის, არ მესმის ასეთი თვალდახუჭული ნდობის აზრი. ზუსტად ამ ცრუ იმედმა მიგვიყვანა ჯერ მიშას დიქტატურამდე ახლა კი ივანეს მშვენიერ სახელმწიფომდე. ნუ დაიჯერებ ზღაპრებს იაზროვნე ლოგიკურად. ციტატა რაც შეგეხება შენ, ვფიქრობ რატომ ხარ ასე სკეპტიკურად განწყობილი... შეიძლება შენშია უიმედობა უფლისა... ალბათ არ ცხოვრობ რწმენით... არ ვიცი, რას დავაბრალო შენი ასეთი განწყობა... ეს უბრალოდ რეალობაა მარინე. მოდი მაგალითს მოვიყვან ჩემი თანამშრომელი ჯერ მიშას ასხავდა ხოტბას ესაა ჩვენი იმედი და გადმრჩენიო აქტიურად დადიოდა აქცეიბზე და რევულუციის დროს მისი მხარდამჭერი იყო. რამოდენიმე წელი მისი იდიდ გულშემატკივარი იყო თუ რამდენად კარგი რეფორემბი ქონდა ბოლოს მიხვდა რომ არასწორედ მართავდნენ და მისი მაგინებელი გახდა, ახლა ივანეთია აღფრთოვანებული მსგავსად ამართლებს მის რეფორმებს და ვფიქობ იგივე დაემართება. შენი საუბარიც ამ სიტუაციას მაგონებს. რაღაც ისეთის გჯერა რაც არასწორი და არარეალურია. ციტატა ცუდი მაგალითი მხოლოდ იმ შემთხვავში განმეორდება, თუკი ერი ისევ ცოდვებში იქნება ჩაფლული... თუკი შენ და მე ისევ ცოდვებში ვიცხოვრებთ, მეფე კი არა, ტერიტორიის რა ნაგლეჯებიც დაგვრჩა, მაგასაც მიიტაცებს მტერი.. რითი ვიმსახურებთ ერი ღვთის წყალობას? რამეს კარგს ვაკეთებთ რამე სულიერი წინსვლა გვაქვს თუ? ციტატა იმედი არ დაკარგო, გიორგი, ილოცე, წმინდა ცხოვრებით იცხოვრე და უფალი ისეთ მეფეს მოგვმადლებს, როგორსაც შენ დაიმსახურებ... მადლობა მარინე მარა არ მინდა მეფე არანაირად. -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
G_saxva |
![]()
პოსტი
#515
|
![]() I n t e r n e t ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 ![]() |
marine
ციტატა თუ მეფე არ გინდა მაშინ ღმერთმა შეგარგოს "ბიძინა მარგველაშვილები" და მათი გაძღოლილი საქართველო... ვისაც ქვეყნის გადარჩენა გვინდა, გაგვატარე ზუსტად მაგიტომ ვართ ამ მდგომარეობაში, ასე რო გავატარე გამოვაარეთ ვისაც ქვეყნის გადარჩენო უნდადა და ეგონა. -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
marine |
![]()
პოსტი
#516
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,651 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
marine ზუსტად მაგიტომ ვართ ამ მდგომარეობაში, ასე რო გავატარე გამოვაარეთ ვისაც ქვეყნის გადარჩენო უნდადა და ეგონა. გიორგი, ბიბლია იმედი მაქვს წაკითხული გაქვს... იქ მხოლოდ ერთ ჭეშმარიტებაზეა ლაპარაკი: როცა ერი სცოდავდა, უფალი სჯიდა, განსაცდელებს უვლენდა და როცა უფლისკენ მოტრიალდებოდა და ცოდვებს ინანიებდა, მადლს ანიჭებდა... დღეს რომ საქართველო ამ გაუსაძლის მდგომარეობაშია თოთოეული ქართველის ბრალია... თუკი ერი სწორ გზას დაადგება, ყოველი ქართველი სიწმინდით იცხოვრებს, უფალი მადლს მოგვცემს და გვეყოლება ღირსეული მეფე... თუ არადა საქართველოს ისიც წაერთმევა რაც აქვს... პატრიარქმა თქვა, რომ არცერით მთავრობის წარმომადგენელი არ მისულა მასთან რჩევის საკითხად (!!!!)... მე არ მინდა ასეთი მთავრობის წარმომადგენლები მართავდეს ჩემს სამშობლოს, რომლებიც უფლის მცნებებს არ იცავენ, სულიერი მამის რჩევებს უგულვებელყოფენ და ზოგადად, არაქრისტიანულად მართავენ ქვეყანას... ამიტომაა უფალი განრისხებული ჩვენზე... როცა უკანონობა და გარყვნილება კანონდება, რათქმაუნდა ეს უფალს განარისხებს... შენი პოზიცია გასაგებია, რომ არ გინდა მეფე გვყავდეს, ჩემი პოზიციაც იცი და ტყვილა ვკამათობთ... ის რაც ჭეშმარიტია აზრს ვერ შემაცვლევინებ, რადგან დიდი ცოდვაა თეთრზე შავი ვიძახო... შენ რაც შეგეხება, იცხოვრე დიდი სიწმინდით, ამჯერად ახალი დაქორწინებული ხარ და უბიწოდ შეინახე სარეცელი, იცხოვრე უფლის მცნებებით და გაგეხსნება გონება, რომ დაინახო სად არის ჭეშმარიტება და სად სიცრუე... ყველაზე მეტად გული მწყდება, რომ პატრიოტიზმის განცდა ახალ თაობაში დაქვეითებულია... უფლება რომ მოგცე განუწყვეტლივ ილაპარაკებ ცუდს ისტორიიდან, ცუდს მეფეებზე და როგორც ახლა, გვერდს აუვლი რაც კარგია და მისაბაძი, ვინც კარგნი არიან და მისაბაძნი... ეს მტკენს გულს, რომ ასეთ ახალგაზრდობას გადავაწყდები ხოლმე ![]() სამწუხაროდ შენ არ აფასებ საქართველოს ისტორიას და ვერც მე, ისტორიის განყოფილების მოდერატორი, დაგაფასებ შენ... -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
G_saxva |
![]()
პოსტი
#517
|
![]() I n t e r n e t ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 ![]() |
marine
ციტატა თუკი ერი სწორ გზას დაადგება, ყოველი ქართველი სიწმინდით იცხოვრებს, უფალი მადლს მოგვცემს და გვეყოლება ღირსეული მეფე. რატომ მეფე? აიმეხსნეი მაინცდამიანც რატომ მეფე? იქნება ღმერთს არ უნდა ჩვენთვის მეფე და სხვა ვინმე მოგვივლინოს მხსნელად? პრემიერ მინისტრი პარლამენტი პრეზიდენტი ან რაიცი კანცლერი? შენ სადინ იცი რომ მეფეს მოგვივლენს? ციტატა პატრიარქმა თქვა, რომ არცერით მთავრობის წარმომადგენელი არ მისულა მასთან რჩევის საკითხად (!!!!)... მე არ მინდა ასეთი მთავრობის წარმომადგენლები მართავდეს ჩემს სამშობლოს, რომლებიც უფლის მცნებებს არ იცავენ, სულიერი მამის რჩევებს უგულვებელყოფენ და ზოგადად, არაქრისტიანულად მართავენ ქვეყანას... ამიტომაა უფალი განრისხებული ჩვენზე... როცა უკანონობა და გარყვნილება კანონდება, რათქმაუნდა ეს უფალს განარისხებს... შენ გგონია მეფეები პატრიარქთან დადიოდნენ რაიმე გადაწყვეტილებს მიღების დროს? ციტატა ის რაც ჭეშმარიტია აზრს ვერ შემაცვლევინებ, რადგან დიდი ცოდვაა თეთრზე შავი ვიძახო... შენ რაც შეგეხება, იცხოვრე დიდი სიწმინდით, ამჯერად ახალი დაქორწინებული ხარ და უბიწოდ შეინახე სარეცელი, იცხოვრე უფლის მცნებებით და გაგეხსნება გონება, რომ დაინახო სად არის ჭეშმარიტება და სად სიცრუე... საქმე იმაშია რომმ ძალიან ჯიუტი ხარ. ორ რამეზე ვერ ვთანხმდებით ერთი რომ მამიდან შვილზე ცოდვა არ გადადის მერე რომ მეფე არ გვარგია. ორივეში ტავი მართალი გგონია სამწუხარდ და შენ აზრს ჯიუტად იცავ. აქ არაერთხელ და არაერთმა საკმაოდ სასულიერო საკითხებში ღრმადჩახედული დაწერე ცოდვა არ გადადისო ეკლესია არ აღარებს ამასო. შენ კი ისევ იმის გჯერა რისიც გინდა გჯეროდეს. ასეა ამ შემთხვევაშიც. ციტატა ყველაზე მეტად გული მწყდება, რომ პატრიოტიზმის განცდა ახალ თაობაში დაქვეითებულია... უფლება რომ მოგცე განუწყვეტლივ ილაპარაკებ ცუდს ისტორიიდან, ცუდს მეფეებზე და როგორც ახლა, გვერდს აუვლი რაც კარგია და მისაბაძი, ვინც კარგნი არიან და მისაბაძნი... ეს მტკენს გულს, რომ ასეთ ახალგაზრდობას გადავაწყდები ხოლმე ეჰ ჩემო მარინე ილიას დავესესხები და ვიტყვი "თქვენ რა იცით ამ სიზულვილში რაოდენი სივყარულია" ასე რომ იმს აფიშირება არ მიყვარს ქვყანა და არფერს ვაკეთებ არასწორია. მეეჭვბა ჩემზე მეტად გტკიოდეს და გინდოდეს ამ ქვეყნის შველა. ციტატა სამწუხაროდ შენ არ აფასებ საქართველოს ისტორიას და ვერც მე, ისტორიის განყოფილების მოდერატორი, დაგაფასებ შენ... მარინე ქართველებს მარტო ის შეგვიძლია წარსულით ვიტრაბახოთ და იმის მესადეი რომ არ ვართ დარჩენილი არ გვინდა დავინახოთ. წარსულში ცქერა არაფერს გვარგებს, ის რომ დიდი და გმირი წინაპრები გვყავდა ვიცი მაგრამ ახლა რა? მე ან შენ რას ვაკეთებთ იმისთვის რომ იმათ შევედაროთ ან მოვიხსენოთ? ბიზანტია რომი ალექსანდრია უდიდესი სახემწიფოები იყო მაგრამ დღეს არცერთი აღარა. წარსულს ნუ მივსტირით და ნუ ვეკიდებით აწმყოთი ვიცხოვროთ. ნუ გავიჭედეთ ერთ ადგილას და ნუ ვცხოვრობთ მარტო ისტორიით აწმყოთი ცხოვრებაა საჭირო, მოვვეშვეთ მეფე დედოფლებს და რეალურად გავაკეთოთ საქმე. -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
marine |
![]()
პოსტი
#518
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,651 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
marine შენ გგონია მეფეები პატრიარქთან დადიოდნენ რაიმე გადაწყვეტილებს მიღების დროს? მხოლოდ ამ სიტყვებს გამოვეხმაურები, რადგან საქართველოს ისტორია საერთოდ არ გცოდნია(!!!!) და სხვა რაღა გიპასუხო, დამამუნჯე... არ იცი მართლმორწმუნე მეფეებს რა დამოკიდებულება ჰქონდათ სასულიერო პირებთან?... რატომღაც მეგონა, გიო, რომ ისტორია კარგად იცოდი ![]() მარტო დავით აღმაშნებელის ცხოვრება რომ წაიკითხო, ბევრი რამეზე შეგეცვლება შეხედულება, მარტო ის რომ გაიგებ როგორი მორწმუნე იყო, როგორი ეკლესიური და როგორ მართავდა ქვეყანას უფლის მცნებებით და არა ისე ანტიქრისტიანულად, რაც დღეს ხდება საქართველოში შენგან შეყვარებული მთავრობის მიერ... ისტორია უფრო აწმყოსთვის იწერება, რომ ადამიანმა წინაპართა შეცდომებზე ისწავლოს და მათი წარმატებები კი გაკვეთილად გამოიყენოს... ისევ წმინდა გაბრიელის სიტყვებს დავესესხები, რომ ოდნავ მაინც გამიგო რაზე გელაპარაკები და იმედი მაქვს მის სიტყვებს არ უარყოფ და მკრეხელობას არ ჩაიდენ - ლიტონად არ ჩათვლი: "მეფეს სხვა მადლი აქვს; სანამ ბაგრატოვანი მეფე არ დაუბრუნდება,საქართველოს არაფერი ეშველება! მეფის მოსვლამდე კი ტახტი აღადგინეთ! კარგ პრეზიდენტს ცუდი მეფე გერჩივნოთ, რადგან მთავარია ღვთის მადლი გადმოვიდეს ერზე" "სანამ მეფე არ იქნება, საქართველოს არაფერი ეშველება. როგორ? სკიპტრა არ უნდა ჰქონდეს ერს? ამოვთხაროთ საფლავიდან თამარ მეფე, დავით აღმაშენებელი - მაშინ არ ყოფილან ისინი საჭირო!” ამის მეტი სათქმელი მე აღარ მაქვს შენთან და მოვრჩეთ კამათს... დრო აჩვენებს ჩვენ შორის ვინ არის მართალი ![]() -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
G_saxva |
![]()
პოსტი
#519
|
![]() I n t e r n e t ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 ![]() |
marine
ციტატა მხოლოდ ამ სიტყვებს გამოვეხმაურები, რადგან საქართველოს ისტორია საერთოდ არ გცოდნია(!!!!) და სხვა რაღა გიპასუხო, დამამუნჯე... არ იცი მართლმორწმუნე მეფეებს რა დამოკიდებულება ჰქონდათ სასულიერო პირებთან?... რატომღაც მეგონა, გიო, რომ ისტორია კარგად იცოდი ამიტომ აზრი არ აქვს კამათს... სამწუხარო ყოველთვის ის არის მარინე რომ შენ მხოლოდ ცალმხრივად იცი ნებისმიერი კამათისა და სიტუაციის განსაზღვრა, ის რომ არ იცი არ მარტო შენი არმაედ სხვისი აზრის გაზიარება. ის რომ ცალმხრივად გაქვს აღმაშენებლის საქმეები წაკითხულ გაგებული ესეც ცხადია შენი ზემოთ დაწერილი პოსტიდან. ელემენტარული ცოდნაა საჭირო იმისა თუ რა გააკეთა აღმაშენებელმა რუის ურბნისის კრებაზე რომ მიხვდე რამდენად ეთანხმებოდა და ერეოდა მაშინდელი იკლესიის და პატრიარქის უფლებებში. ციტატა მარტო დავით აღმაშნებელის ცხოვრება რომ წაიკითხო, ბევრი რამეზე შეგეცვლება შეხედულება, მარტო ის რომ გაიგებ როგორი მორწმუნე იყო, როგორი ეკლესიური და როგორ მართავდა ქვეყანას უფლის მცნებებით და არა ისე ანტიქრისტიანულად, რაც დღეს ხდება საქართველოში შენგან შეყვარებული მთავრობის მიერ... ისტორია უფრო აწმყოსთვის იწერება, რომ ადამიანმა წინაპართა შეცდომებზე ისწავლოს და მათი წარმატებები კი გაკვეთილად გამოიყენოს... რუის-ურბნისის საეკლესიო კრება — მოიწვია დავით აღმაშენებელმა რუისისა და ურბნისის მახლობლად (ახლანდელი ქარელის მუნიციპალიტეტი). კრების მოწვევას ბევრი მიზეზი ედო საფუძვლად: სამეფოს წინაშე იდგა ამოცანა — ცენტრალიზებული სახელმწიფოს გაძლიერებისა და განმტკიცების სამსახურში ჩაეყენებინა ეკლესია, აღმოეფხვრა ის დარღვევები, რასაც ქართულ ეკლესიაში ჰქონდა ადგილი (ხელდასხმის წესის დარღვევა, საეკლესიო ქონების განიავება, მცირეწლოვანთა ქორწინება და სხვა). კრების მუშაობაში აქტიურად მონაწილეობდა დავით აღმაშენებლის ერთგული მოხელე გიორგი, შემდგომში ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი. შემოიკრიბა რა გიორგი მთაწმიდლის იდეურ მემკვიდრეთა ძლიერი დასი, საქართველოს სამეფო ხელისუფლებამ რუის-ურბნისის საეკლესიო კრებაზე მკაცრად შეუტია ეკლესიის მაშინდელ მესვეურებს. კრებამ დავით აღმაშენებლის მომხრეთა ხაზი გაატარა და მიიღო მეტად მნიშვნელოვანი დადგენილებები ე. წ. ძეგლისწერა (რუის-ურბნისის ძეგლისწერა), რომლის ძალითაც გადააყენა უღირსი მღვდელმთავრები; მათი ადგილი სამეფო ხელისუფლების ერთგულმა პირებმა დაიკავეს. მოწესრიგდა ხელდასხმის წესი და მოგვარდა საეკლესიო ცხოვრების ბევრი სხვა საკითხი. ეს ადგილები რომლებიც მარინე მე მუქად გამოვყავი ცხადყოფს თუ როგორი დამოკიდებულება იყო და რამდნად უსმენდა აღმაშენებელი იმ დროის ღვდელმთავრებს. ის რომ აღმაშენებელი უდიდესი მეფე იყო და ჩვენთვის დღემდე სანატრელია, არ ნიშნავს იმას ეკლესიას და მის მესვეურებს ყველაფერში ეთანხმებოად და გადაწყვეტილებებს პატრიარქის დაუხმარებლად ვერ იღებდა. მარინე მოდი ერთ კითხვას დაგისვავ, შენ გგონია ყველა წმინდანი რომელსაც თავისი აზრი და მოსაზრება გააჩნდა მართალი იყო და რაც თქვა ყველაფერი ახდა? ასევე მინდა ავღნიშნო მარინე ცილს ნუ დამწამებ სხვა დროს. ამ სიტყვებს ვგულისხმობ ![]() ციტატა შენგან შეყვარებული მთავრობის მიერ. -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
marine |
![]()
პოსტი
#520
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,651 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
marine სამწუხარო ყოველთვის ის არის მარინე რომ შენ მხოლოდ ცალმხრივად იცი ნებისმიერი კამათისა და სიტუაციის განსაზღვრა, ის რომ არ იცი არ მარტო შენი არმაედ სხვისი აზრის გაზიარება. ის რომ ცალმხრივად გაქვს აღმაშენებლის საქმეები წაკითხულ გაგებული ესეც ცხადია შენი ზემოთ დაწერილი პოსტიდან. ელემენტარული ცოდნაა საჭირო იმისა თუ რა გააკეთა აღმაშენებელმა რუის ურბნისის კრებაზე რომ მიხვდე რამდენად ეთანხმებოდა და ერეოდა მაშინდელი იკლესიის და პატრიარქის უფლებებში. რუის-ურბნისის საეკლესიო კრება — მოიწვია დავით აღმაშენებელმა რუისისა და ურბნისის მახლობლად (ახლანდელი ქარელის მუნიციპალიტეტი). კრების მოწვევას ბევრი მიზეზი ედო საფუძვლად: სამეფოს წინაშე იდგა ამოცანა — ცენტრალიზებული სახელმწიფოს გაძლიერებისა და განმტკიცების სამსახურში ჩაეყენებინა ეკლესია, აღმოეფხვრა ის დარღვევები, რასაც ქართულ ეკლესიაში ჰქონდა ადგილი (ხელდასხმის წესის დარღვევა, საეკლესიო ქონების განიავება, მცირეწლოვანთა ქორწინება და სხვა). კრების მუშაობაში აქტიურად მონაწილეობდა დავით აღმაშენებლის ერთგული მოხელე გიორგი, შემდგომში ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი. შემოიკრიბა რა გიორგი მთაწმიდლის იდეურ მემკვიდრეთა ძლიერი დასი, საქართველოს სამეფო ხელისუფლებამ რუის-ურბნისის საეკლესიო კრებაზე მკაცრად შეუტია ეკლესიის მაშინდელ მესვეურებს. კრებამ დავით აღმაშენებლის მომხრეთა ხაზი გაატარა და მიიღო მეტად მნიშვნელოვანი დადგენილებები ე. წ. ძეგლისწერა (რუის-ურბნისის ძეგლისწერა), რომლის ძალითაც გადააყენა უღირსი მღვდელმთავრები; მათი ადგილი სამეფო ხელისუფლების ერთგულმა პირებმა დაიკავეს. მოწესრიგდა ხელდასხმის წესი და მოგვარდა საეკლესიო ცხოვრების ბევრი სხვა საკითხი. ეს ადგილები რომლებიც მარინე მე მუქად გამოვყავი ცხადყოფს თუ როგორი დამოკიდებულება იყო და რამდნად უსმენდა აღმაშენებელი იმ დროის ღვდელმთავრებს. ის რომ აღმაშენებელი უდიდესი მეფე იყო და ჩვენთვის დღემდე სანატრელია, არ ნიშნავს იმას ეკლესიას და მის მესვეურებს ყველაფერში ეთანხმებოად და გადაწყვეტილებებს პატრიარქის დაუხმარებლად ვერ იღებდა. მარინე მოდი ერთ კითხვას დაგისვავ, შენ გგონია ყველა წმინდანი რომელსაც თავისი აზრი და მოსაზრება გააჩნდა მართალი იყო და რაც თქვა ყველაფერი ახდა? ასევე მინდა ავღნიშნო მარინე ცილს ნუ დამწამებ სხვა დროს. ამ სიტყვებს ვგულისხმობ ![]() გიორგი, უღირსს რათქმაუნდა მეფე არ მოუსმენდა, მე ღირსეულ სასულიერო პირებზე ვლაპარკობ, როგორიცაა მაგალითად დღეს ჩვენი პატრიარქი. რასაც ილია მეორე ქადაგებს და ითხოვს მთავრობისგან იმისი ნაწილიც რომ გაითვალისწინონ და ისე წარმართონ ქვეყნის ბედი, საქართველო ფეხზე დადგება და ეს გაუსაძისი სიღარიბე და შიმშილი აღარ იქნება. (გუშინ სრულიად ჩვეულებრივად ჩაცმული კაცი, ვერავინ რომ ვერ იეჭვებდა მის მდგომარეობას, ნაგვის ბუნკერში იყურებოდა, რომ რაღაც მოეძია ![]() რაც შეეხება შენ შეკითხვას, ცდომილება ყველა ადამიანშია, "არა არს კაცი,რომელ ცხონდეს და არა სცოდოს", ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს მცდარი შეხედულება. ამისგან დაზღვეული არავინაა. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 05:49 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი