![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#521
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
თემას რომ არ ავცდეთ, კვლავ გავაგრძელებ ღირსეულ ქართველ მეფეებზე საუბარს:
"ფილოთეოს [მონასტერი ათონის მთაზე] სატრაპეზოს ერთ კედელზე გამოსახულია კახეთის მეფეები - ლევან მეორისა და ალექსანდრე მეორის ფრესკები... ბერმა გვითხრა, - ფილოთეოს მონასტერი დანგრევას ქართველმა მეფეებმა გადაარჩინეს. ლევან მეფეს დიდი თანხა შეუწირავს. შესაძლებლობა მომეცა, ფრესკები გადამეღო. ბედნიერებმა დავტოვეთ სატრაპეზო". /ფოტოჟურნალისტი გოგა ჩანადირი "კარიბჭე" N12, 2015, გვ. 25/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#522
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
გამიხარდა, როცა ამოვიკითხე, რომ ათონის მთაზე წმინდა ქეთევან წამებულს აუგია კოშკი და სამლოცველო
![]() ![]() "იქვე [ივერთა მონასტერში]არის კოშკი, სადაც თორნიკე ერისთავი მოღვაწეობდა, წმინდა ქეთევან წამებულის აგებული კოშკი და სამლოცველო" /ფოტოჟურნალისტი გოგა ჩანადირი "კარიბჭე" N12, 2015, გვ.26/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#523
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"თუკი რომელიმე ხალხი ან სახელმწიფო იტანჯება, ყველამ უნდა შეინანოს, და მაშინ ღვთის მიერ ყველაფერი გამოსწორდება"
/ბერი სილუან ათონელი "კარიბჭე" N13, 2015, გვ. 12/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#524
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ჯერ კიდევ როდის ამბობდა დეკანოზი ნესტორ ყუბანეიშვილი - „მანკიერება იბუდებს იქ, სადაც უმანკოებას დევნიან“. მის მიერ გამოკრეფილ მოთხრობებში ამჯერად ერთზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომელსაც „უმანკო ბიჭი“ ჰქვია, სადაც ასეთი რამ არის მოთხრობილი.
ბრანდენბურგის პრინცი მოგზაურობისას ჰააგაში ჩასულა. პრინცს პატივისცემით მიეგებნენ იქაური ახალგაზრდები და ვახშმათაც მიიპატიჟეს. პრინცის გარდა ყველამ კარგად დალია, შემდეგ კი შეზარხოშებულებს მსუბუქი ყოფაქცევის ქალებისთვისაც დაუწყიათ ალერსი. პრინცი უხერხულობისაგან დროდადრო სირცხვილისაგან წითლდებოდა, შემდეგ კი წასვლაც დააპირა, დაუწყეს ხვეწნა, დარჩენილიყო, არწმუნებდნენ, მხიარულება აწი იწყებაო“. აღელვებულმა პრინცმა კი ბოლოს და ბოლოს თავი ვეღარ შეიკავა და თქვა: „ჩემი პატიოსნების, ჩემი სამშობლოს, ჩემი მშობლების გამო, მე, ვალდებული ვარ, დავტოვო თქვენი საზოგადოება“. მეორე დილასვე ის ჰააგიდან გაემგზავრა. როცა ეს ამბავი მოძღვარს უამბო, მისგან პასუხად მოისმინა: „ჰააგიდან თქვენი გამოქცევა უფრო დიდ მხნეობას მოითხოვდა, ვიდრე ბრძოლის ველზე მტერზე გამარჯვება. ვისაც სიჭაბუკეში შეუძლია თავის დაცვა, მას დიდი საქმეების აღსრულებაც აღარ გაუჭირდებაო“. ახლა კი იმაზე დავფიქრდეთ, გაიქცევიან თუ არა ჩვენი შვილები ჰააგიდან? და თანაც ჩვენ გამო, საკუთარი პატიოსნების გამო, საქართველოს სიყვარულის გამო?! - კითხულობს დეკანოზი ნესტორი და თვითონვე პასუხობს: - არა! ჩვენ მათ არ ვასწავლით, თუ რა არის უბიწოება, ქალწულობა, უმანკოება, ერთგულება, სიწმინდე, არადა, ყველა ეს ნიჭი უფლისაგან გვაქვს მოცემული, მაგრამ ბევრმა ჩვენგანმა შეინარჩუნა ისინი? ჩვენმა ბავშვებმა, ჩვენმა გოგო-ბიჭებმა მაინც არ დაკარგონ ეს უდიდესი ნიჭნი, რომ სულიერად და ხორციელად ჯანმრთელნი გაიზარდონ, რომ ლამაზ და სპეტაკ სიყვარულზე აშენებული ოჯახები შექმნან, რომ არ ჩაეფლონ სიყრმიდანვე გარყვნილებაში. განა ეს ნორმალურ მშობელს არ უნდა სურდეს?“ ...იქ, სადაც გარყვნილება და უზნეობაა, ჯანმრთელობაც შერყეულია...“ /“კარიბჭე“ N13, 2015, გვ. 57/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#525
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ყველას ძალიან უჭირს და არავინ არის სულ დალხენილი, თვით მეფეებიც კი, რომლებსაც ხშირად გულდამძიმებულებს ღამეები არ სძინავთ"
/"ქვაკუთხედი" N7-8, 2015, გვ. 28/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#526
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"არ ყოფილა ისეთი მეფე, რომელიც არ იოცნებებდა თავისი ცხოვრების სიმშვიდეში გატარებაზე"
/ეპისკოპოსი ილია მინიატისი, "მე გიხმობთ დღეს! ქადაგებები", გვ. 481/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#527
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ქართველ მოლაშქრეთა მიერ ყოველი ბრძოლის წინ გულიდან აღმომსკდარ სიტყვებს: "ჩვენ თუნდ სულ ერთ დღეს დავიხოცებით, ოღონდ შენ იყავ, მეფევ, დღეგრძელი ", - ჭეშმარიტად სამშობლოს სიყვარული ედო იდუმალ საფუძვლად"
/ელგუჯა მაღრაძე, "გოდება", ტ. II, გვ. 306/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#528
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ხელმწიფე უნდა მართალი, ვით ბრძენთა დაუწერია,
ბრძენი, უხვი და მოწყალე, მრისხველი ზომიერია; სჯულმტკიცედ, სწორეს სამართლით იყოს და ყვანდეს ერია, მწყსიდეს, მწყემსობის ნიშანი - ხელთ სკიპტრა - მას უჭერია" დავით გურამიშვილი /ელგუჯა მაღრაძე, "გოდება" ტ. II, გვ. 333/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#529
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ჩვენი ღვთისმოსავი მეფეები ხშირად სამეფო - სახელმწიფოებრივ საქმეებს თავს ანებებდნენ და პოეზიის ღმერთს ეჭიდებოდნენ, სამეფო გვირგვინს, რუსთაველის გვირგვინს, პოეზიის გვირგვინს ამჯობინებდნენ ვეფხისტყაოსნის გრძნეული სტრიქონებით მონუსხულნი"
/ელგუჯა მაღრაძე, "გოდება" ტ. II, გვ. 364/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#530
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"განათლება ნათელს ჰფენს ადამიანის გონებას და წარმოადგენს საფუძველს იმ დაბრკოლებათა გადასალახავად, რომლებიც მას ცხოვრების გზაზე ეღობება.
განათლებული მეფე და განათლებული ხალხი არის საფუძველი სახელმწიფოსა და თვით ხალხის სწორი და მართებული მართვისა. მეცნიერების გავრცელება მეფის ერთ-ერთი ძირითადი საზრუნავია, ზრუნვა ამისთვის მეფის სიბრძნის ერთ-ერთი გამომხატველია" /ალექსანდრე ამილახვარი, პოლიტიკური მოღვაწე, მწერალი და მოაზროვნე 1750-1802 "საპატრიარქოს უწყებანი" N28, 2015, გვ.12/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#531
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"სხვათა შორის, საქართველოს საზღვრების დაცვის შესახებ "ქართლის ცხოვრებაში" ხაზგასმულია, რომ საქართველოს მეფეს უპირველესი მოვალეობა ქვეყნის საზღვრის დაცვა იყო; ყველაზე დიდი სატკივარი მეფეებისთვის საზღვრის დარღვევა და ტერიტორიების დაკარგვა იყო.
ხალხისა და მემატიანის მიერ მეფის ღირსება განიზომებოდა იმით, თუ რამდენად შეძლო მან სახელმწიფო საზღვრის დაცვა. აღწერილია შემთხვევები, როდესაც რომელიმე მეფის და მთელი მისი შთამომავლობის მიზანი არის საქართველოს საზღვრების იმ მონაკვეთით აღდგენა, რომელიც მათი წინაპრის დროს დაიკარგა" /მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე) "კრიალოსანი" N1, 2015, გვ. 7/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#532
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"სამეფო ხელისუფლება კანონიერი ხეილისუფლებაა, აქვს კანონები და კანონებს იცავს. კანონის დაცვა მისი ღირსებაა. ღირსება მისი სიმტკიცის საფუძველია. ზომიერებაც და სამართლიანობაც ღირსების შედეგია"
/"კრიალოსანი" N1, 2015, გვ.24/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#533
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ქართული ეკლესია და სამეფო ხელისუფლება ქართველი ხალხის უმაღლესი ტრადიციაა, ორივე ერთადაა, ერთად შემტკიცებული"
/"კრიალოსანი" N1, 2015, გვ.26/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#534
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"თავდაღწევის ერთ-ერთ ნათელ საშუალებად ისახება სწორედ სამეფო ხელისუფლების აღდგენა საქართველოში"
/"კრიალოსანი" N1, 2015, გვ. 25/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#535
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"უცებ ნურავინ შეშინდება და ნუ იფიქრებს, თითქოს ეს ფეოდალიზმის აღდგენას გულისხმობდეს "
/"კრიალოსანი" N1, 2015, გვ. 25/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#536
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"საქართველოს სამეფო ხელისუფლების - საპარლამენტო სამეფოსი - შესაძლებლობანი და უპირატესობანი სხვა სახელმწიფოს სისტემებთან შედარებით, ძირითადად ასე ისახება და ჩამოყალიბდება დასკვნის სახით:
ა - საქართველოს სახელმწიფოებრიობის დიდსა და საამაყო ტრადიციებს აღადგენს; ბ - დამოუკიდებლობისა და უშიშროების სამართლებრივ საფუძვლებს შექმნის; გ - ხალხს იმ წინააღმდეგობებისაგან გაათავისუფლებს, რაც შეიძლება მოყვეს მეფის სანაცვლო სახელისუფლო თანამდებობისთვის ბრძოლას; დ - ორასწლოვანი მონობისგან დაბეჩავებულ ადამიანებს სულიერად აღამაღლებს; ე - საერთაშორისო ასპარეზზე დროულად გამოიყვანს საქართველოს, როგორც დაწინაურებული ქვეყნების თანასწორუფლებიან პარტნიორს, პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული შესაძლებლობებით. არც ისე გულუბრყვილო უნდა ვიყოთ, რომ მეგონოს, თითქოს ამ მოსაზრებას ყველა ადვილად აჰყვება ". /ოთარ ჩხეიძე "კრიალოსანი" N1, 2015, გვ. 26/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#537
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"შენ ხარ, მეუფეო, ვინც მოუბოძე მათ ძალაუფლება მეფობისა შენი დიდმშვენიერი და გამოუთქმელი ძლიერებით.
რადგან შენ, ზეციერო ხელმწიფეო, საუკუნეთა მეუფეო, შენ, ვინც მიეცი ადამიანთა ძეებს დიდება, პატივი და ძალაუფლება ამქვეყნიურ საქმეებზე, შენ, უფალო, სწორად წარმართე მათი ნება, როგორც ეს მშვენიერი და სათნო იქნება შენ წინაშე, რომ მშვიდობითა და უდრტვინველობით, კეთილმორწმუნედ განაგონ მათ შენ მიერ მათთვის მიცემული ძალაუფლება და მოიპოვონ შენი წყალობა". /წმ. კლიმენტი რომაელი "კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლე" გვ. 72/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#538
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სამეფო გვირგვინის მცველია
"...მამა ვიტალიმ [ოდესელი მართლმადიდებელი მღვდელი] ბევრი საინტერესო რამ მოგვითხრო. ყველას გასაგონად აღნიშნა, ქართული ეკლესია ერთ-ერთი უძველესია, თუ ყველაზე ძველი არა. მან გვითხრა, რომ ჩახვალთ საქართველოში, დააკვირდით თქვენი პატრიარქის მიტრას, მასზე ასახულია ორი ხელისუფლების სიმბოლო, მეფისა და პატრიარქისა. ერთ-ერთი ტელეგადაცემის დროს უნახავს მამა ვიტალის ჩვენი პატრიარქის მიტრა და უკითხავს ერთ-ერთი ბერძენი ეპისკოპოსისთვის, რატომ არის ქართველი პატრიარქის მიტრა ასეთიო. ბერძენ ეპისკოპოსს უთქვამს, რომ ქართველი პატრიარქი არის ერთადერთი, რომელიც ატარებს ასეთ მიტრას და იგი არის სამეფო გვირგვინის მცველიო... პატრიაქრის მიტრა აერთიანებს მეფის გვირგვინს (გარეთა, ქვედა მხარე) და პატრიარქის, მღვდელმთავრის მიტრას (შიდა, ზედა მხარე), ანუ ეს არის მეფე-მღვდელმთავართა, მეფე-პატრიარქთა გვირგვინიო..." /გაიოზ მამალაძე "კრიალოსანი" N1, 2015, გვ. 27/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#539
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"კირილე ლავრიტიოსის მიხედვით, საქართველოს სამეფო ტახტზე ავა უფლისწული, რომელიც დიდი მისიისთვისა მოწოდებული. დინასტიის გვარი არ შეიცვლება, ანუ საქართველოს მომავალი მეფე იქნება ბაგრატიონი. შენიშვნებში ასტერიოს არგირიუ წერს: (კირილეს) "პოზიცია ნათელია, რადგან მომავალი გამათავისუფლებელი იქნება ქართველი სამეფო ოჯახის შთმომავალი"
/"კრიალოსანი" N1, 2015, გვ. 27/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#540
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"გარდა კირილეს ნაშრომებისა, თავად ასტერიოს არგირიუს საინტერესო მიგნებაცაა მის მოხსენებაში. ბერი კირილეს ნაშრომების კვლევამ იგი მიიყვანა საინტერესო დასკვნამდე. პანტაზეს ლარისელის, რომელმაც დაწერა ლეონ ბრძენის კონსტანტინოპოლის გაპარტახებისა და აღორძინების შესახებ წინასწარმეტყველების ეგზეგეზა, მტკიცებით, კონსტანოპოლის გამათავისუფლებელი იქნება ვინმე იურტიზი. ასტერიოს არგირიუს აზრით, კონსტანტინოპოლის გამათავისუფლებელ იურტზისში უნდა იგულისხმებოდეს საქართველოს დინასტიის წარმომადგენელი გიორგი, რადგან ეს სახელი 1014 წლიდან მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოს სამეფო დინასტიასთან".
/"კრიალოსანი" N1, 2015, გვ. 27/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 11:38 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი