IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

38 გვერდი V « < 29 30 31 32 33 > »   
Reply to this topicStart new topic
> "მეფე განსულიერებული ხატია ზეციური მეუფისა", საქართველო და მონარქია
marine
პოსტი Sep 27 2016, 02:20 PM
პოსტი #601


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბედნიერად ჩავთვლიდით მეფეს, რომელიც სამართლიანად მართავს. არ გააამპარტავნებს მისდამი შესხმული ხოტბა და პირმოთნეთა თაყვანისცემა. მარად ემახსოვრება, რომ ისიც ადამიანია; თუ თავის ძალას ღვთისადმი თაყვანისცემად მოიხმარს, და ამით თავის ძალაუფლებას ღვთის დიდებას დაუმორჩილებს; ღვთის მოშიში, მორწმუნე და მორჩილი იქნება; თუ თავისაზე მეტად ეყვარება ის სამეფო, რომელშიც მოწინააღმდეგე ვეღარ შეაკრთობს, თუ დასჯის ნაცვლად უბრალოდ შეუნდობს; თუ სასჯელს მხოლოდ სახელმწიფოს საჭიროებისამებრ და სახელმწიფოს დასაცავად გამოიყენებს და არ - სიძულვილისა და მოშუღლეობის გრძნობათა დასაკმაყოფილებლად; თუ შემწყნარებლობით გამოსწორების იმედს დასთესს და არა - დაუსჯელობას; თუ იმ მკაცრი ზომების ნაცვლად, რომელთაც ხშირად იძულებულია მიმართოს, აღივსება თანაგრძნობით და სათნოებით; თუ ვნებათა დაკმაყოფილებისას თავს იმგვარად შეიკავებს, როგორი სილაღითაც მიეცემოდა მათ; თუ ხალხთა დაპყრობის ნაცვლად ბოროტ მისწრაფებებს დათრგუნავს; თუ ყოველივე ამას მარადი ნეტარების სურვილით ჩაიდენს და არა - ფუჭი დიდების წყურვილით".

/ნეტარი ავგუსტინე
"კარიბჭე" N19, 2016, გვ.59-60/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 9 2016, 08:02 PM
პოსტი #602


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ყველა გამარჯვებაში ვახტანგის [გორგასალი] მიზანი იყო არა პირადი განდიდება, არამედ ქვეყნის, რწმენის ერთგულება. იერუსალიმის გამოხსნისას მან თქვა: "არა მიქნია მოსვლა ამა ქვეყანასა დიდებისათვის ამა სოფლისა, არცა მსახურებისათვის სპარსთა მეფისა, არამედ მსახურებისათვის ღმრთისა დაუსაბამოსა, სამებისა ერთარსებისა, დიდებისათვის მერმისა საუკუნოისა დაუსრულებელისა", - ეუბნება იგი სინდთა მეფეს და კვლავ: "ამისთვის მიქმნიეს ესე, რათა ღმერთმან დამბადებელმან შეიწიროს მსახურება ესე ჩემი და აღმისუბუქნეს ცოდვანი ჩემნი"-ო".

/"კარიბჭე" N20, 2016, გვ.59/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 27 2016, 02:45 PM
პოსტი #603


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"რწმენა ბაგრატიონთა ბიბლიური წარმომავლობისა, ისე შეეზარდა ქართველი ერის ცნობიერებას, რომ არასოდეს, უმძიმესი გასაჭირის ჟამსაც კი, სამეფო დინასტიის შეცვლაზე სიტყვაც არავის დასცდენია. ბაგრატიონთა ხელმწიფობაში ღვთაებრივი ნების გაცხადებას ხედავდა ქართული ეკლესიაც".

/"თვენი 3" 21 იანვარი - 31 იანვარი, გვ. 271/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 16 2016, 10:17 PM
პოსტი #604


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



" - მეფეო, მეფეთა გულებიც ღვთის ხელშია, რასაც საჭიროდ ჩათვლი, ის გააკეთე".

/"თვენი" წიგნი 4, 1 თებერვალი - 10 თებერვალი, გვ. 95/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 2 2016, 12:12 PM
პოსტი #605


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როდესაც ძალაუფლება არაჯანსაღი ადამიანის ხელში გადადის, ამ ადამიანის გამო უდიდესი საზოგადოებრივი პრობლემები წარმოიქმნება".

/მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი)
"კარიბჭე" N24, 2016, გვ.39/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 7 2016, 12:55 PM
პოსტი #606


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ადამიანის სიკვდილით დასჯა მხოლოდ მეფეს შეუძლია, ოღონდ, სინოდის გადაწყვეტილებით და მხოლოდ ისეთი ცოდვის გამო, რომელიც კაცს არ ეპატიება, არ სწორდება და სულებს ღუპავს".

/წმ. გაბრიელ ბერი
"ქვაკუთხედი" N11, 2016, გვ.4/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 8 2016, 01:09 PM
პოსტი #607


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"აგიოგრაფიულ ლიტერატურაში მარადისობის ჭრილში განიხილება პოლიტიკაც. მეფე არის მიწიერი და ზეციური სამყაროს შემაერთებელი. მიწიერი ძალაუფლება სიმბოლურად ასახავს ზეციურ ძალაუფლებას. იკონოგრაფიულია მეფის მმართველობა: როგორც ხატზე გამოსახული წმინდანი ასახავს არქეტიპს, მეფეც თითქოს ცოცხალი ხატია მაცხოვრისა. მთელი სამყაროს გამგებლის, იესო ქრისტეს მმართველობას მეფე გამოხატავს პოლიტიკურ სივრცეში. ე.ი. პოლიტიკაც დამუხტულია მარადისობით.

ადამიანის მონაწილეობა პოლიტიკურ სივრცეში არ არის გამიჯნული მის მარადიულ დანიშნულებასთან. დღეს სახელმწიფოს მოქალაქეს არავინ, არც კონსტიტუცია სთხოვს, ზეციურ სრულყოფაზე იზრუნოს. ძველ დროში კი ასე იყო დამკვიდრებული: ვინც მეფეს ემსახურებოდა, ღმერთს ემსახურებოდა. "ვინც მოკვდეს მეფეთათვის, სულნი მათნი ზეცას რბიან". პოლიტიკური სივრცე და სულიერი სივრცე ერთმანეთისგან მკაფიოდ გამიჯნული არ იყო. თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ხედავდნენ, რომ მარადისობა არ დაიყვანებოდა პოლიტიკაზე. ამიტომ ტოვებდნენ ამქვეყნიურ სამყაროს და მიაშურებდნენ მონასტერს".

/"კარიბჭე" N24, 2007, გვ. 16/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 5 2017, 09:30 PM
პოსტი #608


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმიდათა დასში შეირაცხნენ იღუმენია ნინო ამილახვარი, სქიმიღუმენია თამარ მარჯანიშვილი, საქართველოს მეფე ბაგრატ მესამე, იმერეთის მეფე სოლომონ პირველი და კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე".

/"ქვაკუთხედი" N1, 2017, გვ.6/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 23 2017, 08:12 PM
პოსტი #609


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"V საუკუნეში აღმობრწყინდა დიდი მეფე ვახტანგ გორგასალი, რომელსაც აქვს საოცარი ანდერძი: "ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილს".

მეფეს კი არა, უბრალო ადამიანსაც არ უთქვამს მსგავსი რამ. ის კი არ არის ნათქვამი, რომ მტკიცედ შეხვდით ქრისტესთვის სიკვდილსო, თქვენ თვითონ ეძიებდით ქრისტესთვის სიკვდილსო, მან იცოდა, რომ ქრისტესთვის სიკვდილი იყო სასუფევლის დამკვიდრება, უმაღლესი მადლი".

/ილია II
"კარიბჭე" N1, 2017, გვ.25/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 29 2017, 01:09 PM
პოსტი #610


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მუხლისდრეკა ეხმარება ადამიანს სხეული დაუმორჩილოს სულს. ცნობილია, რომ მეფე თეიმურაზი ყოველ დილით 1200 მეტანიას აღასრულებდა, რათა უფლისათვის მიწამდე ეცა თაყვანი და თავისი მოწიწება და კრძალვა გამოეხატა".

/"ფუძნარი" N3, 2013, გვ.11/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 1 2017, 03:15 PM
პოსტი #611


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ახალი წელი სამეფო კარზე

საქართველოს სამეფო კარის საახალწლო ეტიკეტი გამორჩეული იყო: მეფის საზეიმო შემოსვლა, მეკვლე, მილოცვები. ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე, მეჯინიბეთუხუცესი მეფეს სამ ცხენს მიართმევდა, ორი სამეფო ცხენი იყო, ერთი კი - ჯაგლაგი. ჯაგლაგს კლავდნენ და ხორცს სანადიროდ შეგულებულ ადგილას ყრიდნენ, რათა სუნით ნადირი მიეტყუებინათ. ცისკრის ლოცვის წინ სამეფო ოჯახში ჭყონდიდელი ჯვრითა და ხატით შემოდიოდა და ის უკვლევდა. ცისრკის ლოცვის შემდეგ კი ნადირობა იმართებოდა. ამ დღეს ნადირისთვის არ უნდა აეცდინათ და ვისაც მიზანი უმტყუნებდა, იმას წელი ცუდად წაუვიდოდა.

/"საპატრიარქოს უწყებანი" N1, 2017, გვ.10/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 1 2017, 05:11 PM
პოსტი #612


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მეფე ოსვინი [წმ. მოწამე მეფე ოსვინ დეირელი] მფარველობდა მოციქულთასწორ წმინდა აიდანს, რომელმაც მასზე იწინასწარმეტყველა: "მე ვიცი, რომ მეფე დიდხანს ვერ იცოცხლებს, რადგან არასოდეს მინახავს ასეთი თავმდაბალი ხელმწიფე. ეს ხალხი ასეთი მეფის ღირსი არ არის, ამიტომაც მალე წარიტაცება ამ ცხოვრებიდან".

/"თვენი" წიგნი 8, 11 მარტი - 20 აპრილი, გვ. 30/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 1 2017, 05:25 PM
პოსტი #613


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მოწყალების გარდა მარხვაც უყვარდა მეფეს [წმ. მეფე დემეტრე თავდადებული], ლოცვა და მრავალგზის მუხლის დრეკა. როგორც მისი მემატიანე მოგვითხრობს, ათასხუთასჯერ მოიდრეკდა მუხლს და ღვთისგან წყალობას გამოითხოვდა თავისი ქვეყნისთვის“.

/"თვენი" წიგნი 8, 11 მარტი - 20 აპრილი, გვ. 42/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 3 2017, 07:22 PM
პოსტი #614


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"არ არსებობს ხელმწიფობა, თუ არა ღვთისაგან" (რომ. 13,1) - შეგვაგონებს პავლე მოციქული. "ღმრთისა გეშინოდეთ, მეფეს პატივი ეცით" (I პეტრე, 2,17) - გვმოძღვრავს მოციქული პეტრე.

საქართველოს ისტორიაში - ქრისტიანობამდელ ეპოქაშიც და ქრისტეს აქეთაც - სამშობლოსადმი გაწეული საკეთილდღეო ღვაწლით თავისი წარუშლელი კვალი დატოვეს მეფეებმა, რომელთა სახელებსაც კრძალვით იხსენიებს შთამომავლობა. მარტო ქრისტესათვის წამებული წმინდანი მეფეების ჩამოთვლა რად ღირს: მეფე მირიანი, მეფე მირდატი, ვახტანგ გორგასალი, არჩილ მეფე, აშოტ კურაპალატი, დავით აღმაშენებელი, დემეტრე დავითის-ძე, თამარ მეფე, დემეტრე თავდადებული, ლუარსაბ მეორე, ქეთევან დედოფალი..."

/"ჩემო კარგო ქვეყანავ" (ნორჩი მართლმადიდებლის ბიბლიოთეკა) გვ. 16/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 8 2017, 08:48 PM
პოსტი #615


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საჭიროა, საერთო სინანული, რათა გვყავდეს ახალი მეფე, სინანულის გარეშე მეფე არ მოვა"

/"ქვაკუთხედი" N2, 2017, გვ.14/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 13 2017, 09:56 PM
პოსტი #616


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"განსხვავებით მრავალი ქვეყნის გვირგვინოსნებისაგან, ვინც განცხრომით და ფუფუნებით ატარებდნენ მშვიდობიან ყოფას, ხოლო ომის დროს ტახტზე მორჭმულად მსხდომნი იღებდნენ გადაწყვეტილებებს, ბრძოლის ველისაგან მოშორებით, ქართველი მეფეები ომის დროს მუდამ შუაგულ ასპარეზზე, ხელჩართულ ბრძოლაში, თუ ცხენდაცხენ იბრძოდნენ ლაშქრის მოწინავე რაზმში - და, აი, ასეთ, მათთვის ჩვეულ ვითარებაში უეცრად მეფეს მტრის მეომრები უკლავდნენ ცხენს; ხოლო ერთგული თანამებრძოლნი საკუთარ ცხენს სთავაზობდნენ მათ, თანაც დასძენდნენ: - მეფეო, შენი სიკვდილი და საქართველოს უმეფოდ დარჩენა არ შეიძლება. ინებე ჩემი ცხენი! ასე ერთნაირად თავდადებით პასუხობდნენ სრულიად სხვადასხვა საუკუნეებში თავიანთ მეფეებს დემეტრესა და ერეკლეს ერთგული ქვეშევრდომნი: აბაშ ყიფიანი და გლეხი ბოსტაშვილი. ხოლო თავგანწირვის შედეგია - ცხენზე ამხედრებული მეფე და მტრის წინააღმდეგ შემართული განმხნევებული და შეგულიანებული ქართველობა.

მეფისთვის სიკვდილი ისევე სანატრელი იყო ქართველი კაცისთვის, როგორც ქრისტესა და სამშობლოსათვის, რაც კარგად გამოხატა რუსთაველმა:

"ვინცა მოკვდეს მეფეთათვის, სულნი მათნი ზეცას რბიან".

/"ჩემო კარგო ქვეყანავ" (ნორჩი მართლმადიდებლის ბიბლიოთეკა) გვ. 36/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 22 2017, 10:17 PM
პოსტი #617


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



IPB-ს სურათი


წმ.მეფე ბაგრატ ( მესამე)


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 26 2017, 07:10 PM
პოსტი #618


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"არ არის ხელმწიფება ღვთის გარეშეო"

/"კარიბჭე" N4, 2008, გვ.38/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 3 2017, 10:41 AM
პოსტი #619


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მეფე თეიმურაზი და მისი მოძღვარი

თავიდან ის ქართველი მეფე და მისი მოძღვარი ვახსენოთ - კაცთაგან სათანადოდ პატივმიუგებელნი, რომლებიც ღმერთმა განადიდა. მეფემ მტკიცედ დაიცვა მართლმადიდებლობა. არ მოერიდა ანტონ კათალიკოსის სახელს და იგი რჯულის ღალატისთვის კათალიკოსობიდან განაყენა. ზოგი ფიქრობს, რომ ამ აქტს პოლიტიკური სარჩული ედო. მაგრამ ფაქტია, კათალიკოსმა "მტკიცედ აღიარა ქართველთა სარწმუნოებისგან განსვლა და ლათინთა მიმართ მიდრეკა". მისმა წარმომადგენელმა ხუთმა სამღვდელო პირმა უფრო თამამად აღიარა მართლმადიდებლობის ღალატი. თუნდაც მხოლოდ ეს საქციელი თეიმურაზისა განსადიდებელია ქართველთაგან, რამეთუ კათალიკოსის ლათინობა ერსაც ადვილად მიდრეკდა სარწმუნოებისაგან. "რა მშვიდი, რა მართალი, რა მორწმუნე, რა ტკბილი, რა ღვთისმოყვარე", - ამბობს მეფეზე მღვდელმთავარი ამბროსი.

რუსეთში იმპერატორთან დახმარების სათხოვნელად წასული თეიმურაზი პეტერბურგში გარდაიცვალა. სიკვდილის წინ ღვთისმშობელს ტირილით შეავედრა თავისი ქვეყანა, - საქართველოს ერს შენი წილხვდომილება განუახლეო. პეტერბურგში მეფის ცხედარი დააბალზამეს და საქართველოში წამოასვენეს. გზაში ცხედარმა გახრწნა დაიწყო, ამიტომ ასტრახანის საკათედრო ტაძარში ვახტანგ VI-ის გვერდით დაკრძალეს. ეს მოხდა 1762 წელს.

გავიდა ორასი წელი. 1973 წელს, ასტრახანის საკათედრო ტაძრის რესტავრაციის დროს, ქართველთა მეფის სამარხის გამოსაკვლევად საქართველოდან მეცნიერთა ჯგუფი გაემგზავრა. ვახტანგ VI-ის სამარხში მხოლოდ ძვლები აღმოაჩინეს. თეიმურაზის აკლდამა გახსნეს. განუხრწნელი დახვდათ როგორც მეფის ცხედარი, ისე მისი შესამოსელი. კეთილსურნელება იფრქვეოდა მეფის სხეულიდან. საღმრთო განგებულებით, ხრწნა შეჩერებულიყო და ვერც ასტრახანის ნესტიან ჰავას დაეკლო მისთვის რამე. საუკუნოდ იყოს ხსენება მეფე თეიმურაზისა.

/"კარიბჭე" N7, 2009, გვ.12/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 7 2017, 01:52 PM
პოსტი #620


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



- ალბათ სწორედ მთავრობისმოყვარეობის ცოდვაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური მდგომარეობა არცთუ სახარბიელოა. სიტუაციის დაბალანსების თვალსაზრისით, ბოლო დროს ბევრს საუბრობენ კონსტიტუციურ მონარქიაზე, როგორც სახელმწიფო მმართველობის ფორმაზე. თქვენ რას გვეტყოდით ამის შესახებ?

- მე პოლიტიკოსი არ ვარ და ვერ ვიტყვი, რა ჯობია და რა - არა. ბიბლია მოგვითხრობს, რომ იყო დრო, როცა ხალხმა მოითხოვა მეფე. ეს ერის სურვილი იყო და უფალმა შეისმინა ის - მოუვლინა ისრაელს პირველი მეფე - საული... არის კი დღეს ხალხის ცნობიერება ისეთი, რომ მეფე ითხოვოს? არის ჩვენი საზოგადოება მონარქისტულად განწყობილი? ჩვენ საუკუნოვანი რღვევა გვაქვს მონარქიისა, ხალხის ცნობიერება ახალ პირობებში ჩამოყალიბდა, როცა იმდენად გაშარჟებული იყო მეფის ხელისუფლება, იმდენად ცილისმწამებლური ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ ჯერ კიდევ ვერ ირწმუნა მონარქიის აუცილებლობა. მაგრამ უფალი სასწაულთმოქმედია. თუ ჩვენი ერისთვის ეს უკეთესია, ღმერთი განაგებს და ეს ასეც მოხდება. მე ვერ გავკადნიერდები და ამაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი.

მეუფე იოანე (გამრეკელი)

/"კარიბჭე" N7, 2008, გვ. 6/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

38 გვერდი V « < 29 30 31 32 33 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2025 - 09:51 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი