![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1001
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
არ შეიძლება მართლმადიდებლური სწავლებითო თუ სასურველი არ არისო? ამას დიდი მნიშვნელობა აქვს . . . მართლმადიდებლური სწავლებით - პირდაპირ ვერც იტყვის, მაგრამ მართლმადიდებლურ ტრადიციას ვეწინააღმდეგებითო - ასე გამოსდის,რასაც სწორედ ენის მისტიფიცირებამდე მივყავართ. მე დარწმუნებული ვარ იმან სხვა თვალსაზრისით დაიცვა ძველი ქართული ენა. აი უკვე დავწერე რატომაც და თან შენი შედარება, რომ წმინდა ნივთი და ენა - ცუდი პარალელია- ნივთი ადამიანს "გვახსენებს", ენაზე კი ვლოცულობთ...თან გასგებზე, აბა მაშ რატომ ვედავებით დულოსს და ალექსს? განა არა იმიტომ, რომ ლოცვა გასაგებ ენაზე უნდა წარმოთქვა? და განა კათოლიკებთან მრავალსაუკუნოვანი დაპირისპირების ერთი არგუმენტი მათი ლათინური წირვა არ იყო, სადაც ჩვენ სწორედ ამ არგუემნტზე მივუთითებდით, რომ ლათინური უკვე არ ესმოდა მრევლს კარგად? მოკლედ ორმაგი სტანდარტი არაა კარგი...თან ლიტურგიკა არის ლიტურგიკა-ლოცვა და არა ელიტარულთა შეხვედრა. რუმინეთის ეკლესიაში არის წესი: ყოველ 4 წელიწადში მთელი ლიტურგიკული ტექსტები გადაიხედება ხოლმე და ადაპტირდება "უახლეს" ენაზე გაგიმარჯოს! ანუ საუბარია სულ რაღაც რამდენიმე ათეული სიტყვის შეცვლაზე და არა წირვის ძველიდან ახალქართულზე გადმოწერაზე.... ასეა? ანუ რამეთუ არღარა იყო სახლსა შინა მისსა, ნამდვილად ჯობია მის სახლში აღარ იყო-ს..... რამდენიმე ასეულზე სინამდვილეში და თან შენ რომ ცვლი, შენ არც მთაწმინდელი ხარ და არც ფილოლოგ-ლიტურგისტი.... -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
გიორგი |
![]()
პოსტი
#1002
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
შენ რასაც ამტკიცებ:
1. თითქმის წარმოუდგენელია, რომ არქ. რაფაელ კარელინს მაგ გაგებით ეთქვა ორი მიზეზით: ჯერ ერთი ეგ ელემენტარულზე ელემენტარულია რომ მართლმადიდებლობას არ ეწინააღმრდეგება, მეორე კიდევ დასაკონკრეტებელია რომელი სიტყვათა ჯგუფია ახალი ქართულის და რომელი ძველის, უამრავი გარდამავალი ფორმაა და მაინც, რომელი სიტყვებია და ფორმები, რომელთა ამოღება მართლმადიდებლობას ეწინააღდეგებაო?! ასეთ რაიმეს არ იტყოდა. 2. თუ ასეთი რაიმე თქვა (რაც თითქმის გამორიცხულია) რარაც წარმოუდგენელ უნიკალურ შემთხვევასთან გვქონია საქმე და მისი განზოგადება დაუშვებელია და მისი ფსევდომართლმადიდებლობად გამოცხადება. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1003
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
2. თუ ასეთი რაიმე თქვა (რაც თითქმის გამორიცხულია) რარაც წარმოუდგენელ უნიკალურ შემთხვევასთან გვქონია საქმე და მისი განზოგადება დაუშვებელია და მისი ფსევდომართლმადიდებლობად გამოცხადება. მე დავწერე რაც თქვა, ანუ თქვა, რომ საჭიროა შენარჩუნება აუცილებლად, რადგან ამ ენით წმინდანები საუბრობდნენო...ეს კი ენის საკრალიზაციას უწყობს ხელს რითაც ლიტურგიკის საკრალიზაცია საერთოდ მეორე პლანზე გადადის- ამისი მაგალითი ლიტურგიკული ცნობიერების თემაში გამოკვეთილი პრობლემებია და კიდევ ლიტურგიაზე წასვლის მიზანის თემაში... -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
გიორგი |
![]()
პოსტი
#1004
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
მართლმადიდებლური სწავლებით - პირდაპირ ვერც იტყვის, მაგრამ მართლმადიდებლურ ტრადიციას ვეწინააღმდეგებითო - ასე გამოსდის,რასაც სწორედ ენის მისტიფიცირებამდე მივყავართ. მართლმადიდებლური ტრადიცია სულ სხვა რამეა და ფსევდომართლმადიდებლობა აღარ გამოდის. საერთოდ მართლმადიდებლურ ტრადიციას უყვარს კონსერვატიზმი ტერმინოლოგიაში: მაგ. "კონსტანტინოპოლის პატრიარქი", "ივერიის ღვთისმშობელი", ასევე პატრიარქების ტიტულებში არ არსებული ან სახეშეცვლილი ქვეყნების თუ ქალაქების მოხსენიება და ა.შ. მართლმადიდებლური ტრადიცია სხვა რამეა და სწავლება სხვა რამე. ეს შენსც ძალიან კარგად იცი, და ბოლოსდაბოლოს რა გახდა ერთი მოძღვარი, რომელმაც თქვა ეს და თურმე ისიც ტრადიციიდან გამომდინარეო, რაც არც თუ უსაფუძვლოა. ციტატა ეს კი ენის საკრალიზაციას უწყობს ხელს რითაც ლიტურგიკის საკრალიზაცია საერთოდ მეორე პლანზე გადადის ეს სულ სხვა საკითხია, შესაძლოა არქ. რაფაელი ცდება კიდეც, რასაც ამბობს იმაში . . . ფორმებიც მოსაძებნია რა შეიცვალოს და რა დარჩეს, ტექნიკური საკითხიც ბევრია, მაგრამ ეს ყველაფერი მართლმადიდებლობად არ ცხადდება და თავის მხრივ ტყუილია ის რომ მართლმადიდებლური ტრადიცია კონსერვატიულია?! რუსებიც არ წირავენ თანამედროვე ენით. მე ახალი ქართულის შემოღება კი არ მიმაჩნია წარმოუდგენლად, მაგრამ არც იმ კაცს უთქვამს ფსევდომართლმადიდებლობა და ფსევდომართლმადიდებლური დამოკიდებულება საერთოდ არ არსებობს ამ საკითხის ირგვლივ. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1005
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
რა გახდა ერთი მოძღვარი, რომელმაც თქვა ეს და თურმე ისიც ტრადიციიდან გამომდინარეო, რაც არც თუ უსაფუძვლოა. უსაფუძვლოა, რადგან: 1. საქრთველოს ეკლესიაში ლიტურგიკის ტექსტები გამუდმებით იცვლებოდა და 2. იგივე ითქმის ნებისმიერ ადგილობრივ ეკლესიაზე და ამ ერთ მოძღვარს აქვს "მხარდაჭერა" უამრავი ადამიანისგან იგივე რუსეთში, სადაც ქვას აგდებენ და თავს უშვერენ, როდესაც იქ ნამდვილად დგას ეგ პრობლემა სერიოზულად - ქართულში ცხადია ძველი ქართული არც ისე შორსაა და ამიტომაც აქ ეს რეფორმა უმტკივნეულოდ მოხდება, აი რუსეთში სლავური საკმაოდ შორს არის ამას გარდა მე ვწერ კერძო პრობლემებზე, მაგრამ საერთო გადასახედიდან - ეს სერიოზულად დგას სხვა ეკლესიებშიც და ენის საკრალიზაციას უწყობს ხელს -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
გიორგი |
![]()
პოსტი
#1006
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
მე დავწერე რაც თქვა, ანუ თქვა, რომ საჭიროა შენარჩუნება აუცილებლად, რადგან ამ ენით წმინდანები საუბრობდნენო...ეს კი ენის საკრალიზაციას უწყობს ხელს რითაც ლიტურგიკის საკრალიზაცია საერთოდ მეორე პლანზე გადადის- ამისი მაგალითი ლიტურგიკული ცნობიერების თემაში გამოკვეთილი პრობლემებია და კიდევ ლიტურგიაზე წასვლის მიზანის თემაში... მე-20 პუნქტი ამოსაშლელების სიაში არ შემიტანია, მაგრამ რაღაც შესაცვლელია. ამ პუნქტიდან ჩანს, რომ საქართველოში გარკვეულ ჯგუფს აქვს მიმართულება, რომელიც ახალი ქართულით წირვას ღვთისგმობად ან მართლმადიდებლური სწავლების საწინააღმრდეგ აცხადებს. ეს ასე ნამდვილად არაა. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1007
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
მე-20 პუნქტი ამოსაშლელების სიაში არ შემიტანია, მაგრამ რაღაც შესაცვლელია. ამ პუნქტიდან ჩანს, რომ საქართველოში გარკვეულ ჯგუფს აქვს მიმართულება, რომელიც ახალი ქართულით წირვას ღვთისგმობად ან მართლმადიდებლური სწავლების საწინააღმრდეგ აცხადებს. ეს ასე ნამდვილად არაა. ღვთისგმობა არაა აუცილებელი: აუცილებელია ისეთი სწავლება რაც მართლმადიდებლობის ნაწილად ცხადდება...: როცა იტყვი რომ უნდა იყოს გინდა თუ არა ძველი, რა თქმა უნდა ხაზს უსვამ ენის კონსერვაციას და მას მართლმადიდებლობის ნაწილად აქცევ -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#1008
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
კანუდოსელი
ციტატა და თან შენ რომ ცვლი, შენ არც მთაწმინდელი ხარ და არც ფილოლოგ-ლიტურგისტი.... ეს მაგარი არგუმენტი გაქვთ შენ და გუჯას..... ![]() მე მთელი ლიტურგიკული ტექსტების გადმოტანა არ დამიწყია, შენიშვნა რომ მომცეთ, რამდენი დავწერ ახალქართულზე რაიმე ცნობილ ლოცვას, არ ვიცი ყურში ცუდად გხვდებათ თუ რა მიზეზით, მაშინვე დაიწყებ/თ (გუჯაზეცაა საუბარი), შენ ფილოლოგი და ლიტურგისტი არ ხარო.... ამას ჯობია, თუკი რამე არ მოგწონს ის მიმითითო... იქნებ მართლა მეშლება ![]() ისე, მაგ ლოგიკით მალე მიხვალ იქამდე, რომ წირვა-ლოცვა არათუ მეგრულად და სვანურად, იმერულად და კახურადაც კი უნდა იყოს.... ის ხალხი ამ ენაზე საუბრობს და.... ![]() P.S. ღმერთო რაც მინდა ქი იცი და აბა შენ იცი.... (გურული ლოცვიდან ![]() -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1009
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ისე, მაგ ლოგიკით მალე მიხვალ იქამდე, რომ წირვა-ლოცვა არათუ მეგრულად და სვანურად, იმერულად და კახურადაც კი უნდა იყოს.... ის ხალხი ამ ენაზე საუბრობს და.... ![]() სვანური ენა გამიგია, მეგრულიც გამიგია და კახური ენა თუ იყო ნამდვილად არ გამიგია ![]() დაახეთქებ ხოლმე რაღაცეებს რა ![]() გუჯა რას ამბობს არ ვიცი და ძალიან გთხოვ რასაც ვწერ წაიკითხო.... თან მაგალითად იგივე რუსულად არის ლიტურგიკის თარგმანი უსპენსკის-საკმაოდ კარგად შესრულებული და არა ისე, როგორც შენ ქართულად "თარგმნი"...ლიტურგია პოეტურიც უნდა იყოს...თუმცა ერთიცაა: მირჩევნია არაპოეტური,მაგრამ გასაგები ენა, ვიდრე პოეტური და გაუგებარი, ვინაიდან საკითხი ლოცვას ეხება, სადაც მე არ ვარ პასიური მლოცველი არამედ ორგანული ნაწილი მრევლისა, რომელმაც ამინი უნდა თქვას. -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
გიორგი |
![]()
პოსტი
#1010
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
ციტატა 1. საქრთველოს ეკლესიაში ლიტურგიკის ტექსტები გამუდმებით იცვლებოდა და 2. იგივე ითქმის ნებისმიერ ადგილობრივ ეკლესიაზე გასაგებია, მაგრამ ისიც უნდა გაითვალისწინო, რომ ნებისმიერ ეკლესიაში ლიტურგიკის ენის ცვლილება გარკვეული დროით ჩამორჩებოდა სალაპარაკო ენის ცვლილებას. ზუსტად თანამედროვე ენაზე წირვა არასოდეს არ ყოფილა, ის ყოველთვის რამდენადმე ძველი იყო სალაპარაკო ენასთან. ასევე გამოიყენებოდა და გამოიყენება ძველებური ტიტულატურა. გარკვეული კონსერვატიზმი ნამდვილად ახასიათებს "მართლმადიდებლურ ენას". ციტატა ამას გარდა მე ვწერ კერძო პრობლემებზე, მაგრამ საერთო გადასახედიდან - ეს სერიოზულად დგას სხვა ეკლესიებშიც და ენის საკრალიზაციას უწყობს ხელს მითუმეტეს. ეს საერთოდ არ ჩანს შენს ნაწერში. ბოლოსდაბოლოს რუსეთში იქნებ და მართლა ჰგონია სლავურენაზე წირვა დოგმატიკის განუყოფელი ნაწილი . . . მოკლედ რაღაც სხვანაირად უნდა დაწერო. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1011
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
გასაგებია, მაგრამ ისიც უნდა გაითვალისწინო, რომ ნებისმიერ ეკლესიაში ლიტურგიკის ენის ცვლილება გარკვეული დროით ჩამორჩებოდა სალაპარაკო ენის ცვლილებას. არც იმდენად რომ ენა გაუგებარი იყოს და თან აგერ რუმინული ეკლესიის მაგალითი დავწერე, რატომ არ კითხულობ? იქ ზუსტად თანამედროვე ენაზეა ლოცვა მითუმეტეს. ეს საერთოდ არ ჩანს შენს ნაწერში. ბოლოსდაბოლოს რუსეთში იქნებ და მართლა ჰგონია სლავურენაზე წირვა დოგმატიკის განუყოფელი ნაწილი . . . მოკლედ რაღაც სხვანაირად უნდა დაწერო. არც რუსეთში დაწერენ პირდაპირ, რომ ეგ დოგმატიის სფეროა, მაგრამ საუბარია საკრალიზაციაზე -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#1012
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
კანუდოსელი
ციტატა კახური ენა მიწერია კახური ენა სადმე? ![]() ![]() ციტატა საქრთველოს ეკლესიაში ლიტურგიკის ტექსტები გამუდმებით იცვლებოდა ???? აბა გიორგი მთაწმინდლის თარგმანის გამოყენება რას ნიშნავს? ![]() ციტატა იგივე ითქმის ნებისმიერ ადგილობრივ ეკლესიაზე საბერძნეთში მაგალითად ვიცი, რომ დიდი წინააღმდეგობა იყო და აღარ შეცვალეს -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
გიორგი |
![]()
პოსტი
#1013
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
მირჩევნია არაპოეტური,მაგრამ გასაგები ენა, ვიდრე პოეტური და გაუგებარი, ვინაიდან საკითხი ლოცვას ეხება, სადაც მე არ ვარ პასიური მლოცველი არამედ ორგანული ნაწილი მრევლისა, რომელმაც ამინი უნდა თქვას. ეს სხვა საკითხია. თუმცა ძველი ქართულის შეჩვევაც შეიძლება, არც ეგაა დიდად განსხვავებული, მაგრამ ამზე არ გედავები. ძალიან ცუდად ჩანს მე-20 პუნქტი. არავინ არ უარყოფს ახალ ქართულს მართლმადიდებლური სწავლების მოტივებით. და თვითონ პრობლემა რაც საქრთველოშია ან თუნდაც რუსეთში ენასთან დაკავშირებით არ მომდინარეობს მართლმადიდებლური სწავლების დამახინჯების ან თავისებურად გაგების გამო. რომელიმე მოძღვარი, რომ ფიქრობდეს, რომ მღვდელს volkswagen უნდა ჰყავდეს აუცილებლად საქართველოს გზებიდან გამომდინარე და ეს რომ მტკნარი სიცრუე იყოს, ამიტომ ფსევდომართლმადიდებლობებში უნდა ჩაწერო: "volkswagen-ის არ ყოლის შიში?!" მოკლედ ენაზე კამათი შეიძლება, მაგრამ ეს ფსევომართლმადიდებლობეში არ უნდა ეწეროს ან სხვა ფორმით უნდა ეწეროს. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1014
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
რომელიმე მოძღვარი, რომ ფიქრობდეს, რომ მღვდელს volkswagen უნდა ჰყავდეს აუცილებლად საქართველოს გზებიდან გამომდინარე და ეს რომ მტკნარი სიცრუე იყოს, ამიტომ ფსევდომართლმადიდებლობებში უნდა ჩაწერო: "volkswagen-ის არ ყოლის შიში?!" ხანდახან მეჩვენება რო არ გესმის რას ვწერ... სად მანქანა და მთ უმეტეს ერთი მოძღვარი და სად სერიოზული პრობლემა ენის საკრალიზაციისა, რასაც ადგილი აქვს: ქართულ, რუსულ, ბერძნულ დ.ა.შ. რეალობაში? -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
გიორგი |
![]()
პოსტი
#1015
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
აუცილებელია ისეთი სწავლება რაც მართლმადიდებლობის ნაწილად ცხადდება...: როცა იტყვი რომ უნდა იყოს გინდა თუ არა ძველი, რა თქმა უნდა ხაზს უსვამ ენის კონსერვაციას და მას მართლმადიდებლობის ნაწილად აქცევ არ ხდება მისი მართლმადიდებლობის ნაწილად გამოცხადება. ეს არის მისი დამოკიდებულება. მე, როგორც კონსტრუქტორი არა ვარ თანახმა ახალი არქიტექტურით აშენდეს ეკლესიები, ლითონით, მინის ვიტრაჟებით და თანამედროვე კონსტრუქციული ელემენტების შემოტანით. თუმცა თუ ეკლესიის შიგნით განლაგება კანონიკური იქნება, მაშინ ასეთი თანამედროვე ტექნოლოგიებით აშენებული ტაძარი არ იქნება მართლმადიდებლობის სწავლების საწინააღმრდეგო. მე მას გარკვეული მოსაზრებებით არ ვეთანხმები და ამიტომ ფსევდომართლმადიდებელი ვარ? ცხადია, არა იმიტომ, რომ ამ დამოკიდებულებას უკან არ ვაბამ მართლმადიდებლური სწავლებიდან განუყოფლობის იარლიყს. ასეა არქ. რაფაელიც. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1016
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
აბა გიორგი მთაწმინდლის თარგმანის გამოყენება რას ნიშნავს? მთაწმინდელისეულლი წმინდა წერილის თარგმანი მაგალითად ისეთი გამოთმებით არ გამოითქმის, როგორც მაშინ, მაგალითად ხორხისებური (ვერ ვსვამ შესაბამის სიმბოლოებს) "კხ"-ს ანალოგიის მაგალითად...ანუ ამისი მოდიფიკაცია მაინც მოხდა დროში მიუხედავად იმისა, რომ რედაქცია უცვლელია. არ ხდება მისი მართლმადიდებლობის ნაწილად გამოცხადება. ეს არის მისი დამოკიდებულება. მე, როგორც კონსტრუქტორი არა ვარ თანახმა ახალი არქიტექტურით აშენდეს ეკლესიები, ლითონით, მინის ვიტრაჟებით და თანამედროვე კონსტრუქციული ელემენტების შემოტანით. თუმცა თუ ეკლესიის შიგნით განლაგება კანონიკური იქნება, მაშინ ასეთი თანამედროვე ტექნოლოგიებით აშენებული ტაძარი არ იქნება მართლმადიდებლობის სწავლების საწინააღმრდეგო. მე მას გარკვეული მოსაზრებებით არ ვეთანხმები და ამიტომ ფსევდომართლმადიდებელი ვარ? ცხადია, არა იმიტომ, რომ ამ დამოკიდებულებას უკან არ ვაბამ მართლმადიდებლური სწავლებიდან განუყოფლობის იარლიყს. ასეა არქ. რაფაელიც. ლოცვა უნდა იყოს გასაგებ ენაზე და პარალელი ტაძართან - უადგილოა, სხვადასხვა საკითხებია -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
გიორგი |
![]()
პოსტი
#1017
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
ხანდახან მეჩვენება რო არ გესმის რას ვწერ... სად მანქანა და მთ უმეტეს ერთი მოძღვარი და სად სერიოზული პრობლემა ენის საკრალიზაციისა, რასაც ადგილი აქვს: ქართულ, რუსულ, ბერძნულ დ.ა.შ. რეალობაში? მესმის, მაგრამ დიდ განსხავებას ვერ ვხედავ იმიტომ, რომ ის ხალხი თავის დამოკიდებულებას არ აკრავს მართლმადიდებლური სწავლების იარლიყს. ეს შეიძლება მიიჩნიო მცდარ აზრად, ისევე როგორც შენობის ფორმის საკრალიზაცია, მაგრამ არ უნდა მიიჩნიო ფსევდომართლმადიდებლობად. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1018
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
მესმის, მაგრამ დიდ განსხავებას ვერ ვხედავ განსხვავებას მანქანასა და ლოცვის ენას შორის თუ ვერ ხედავ აბა რაზე ვდაობთ? მოკლედ, სია მცირე ცვლილებით ასე გამოიყურება: 1. შტრიხ კოდების 2. მსოფლიო საიდუმლო შეთქმულების 3. საიდენტიფიკაციო ნომრების 4. შელოცვების 5. კათოლიკურ ტაძრებში შესვლის 6. ტელევიზორის 7. კომპიუტერის 8. ზღვაზე სიარულის, "სიშიშვლის" გამოჩენის საბაბით 9. ცეკვის 10. სპორტის 11. პირველ იანვარს ახალი წლის აღნიშვნის 12. მუსიკის მოსმენის, კონცერტებზე, ბალეტზე, ოპერაში და სხვ. სიარულის 13. მოძღვართან შეუთანხმებელი ფიქრის 14. ახალი სტილის კალენდრის 15. დენ ბრაუნის კრეტინობის ყურების 16. ჰარი პოტერის კითხვის 17. საერო წიგნების კითხვის 18. ინსტრუმენტზე დაკვრის 19. სუნამოს დასხმის, თანამედროვე ჩაცმულობის და გალამაზების შიში, განსაკუთრებით გოგონებში 20. თანამედროვე ქართულ ენაზე აღვლენილი წირვა-ლოცვის "შიში", იკვეთება ენის საკრალიზაციის ნიშნები 21. პამპერსების გამოყენების (ერთ ერთი მოძღვრის, ამბიონიდან ქადაგების თემა) 22. (ნებისმიერი ტიპის) იუმორის, ანეკდოტების თქმის ან მოსმენის 23. გოგონებში შარვლის ჩაცმის (მკვიდრდება აზრი, რომ შარვლის არჩაცმა მართლმადიდებლობაა) აი უფრო გასაგებად დავწერე -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
გიორგი |
![]()
პოსტი
#1019
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
ლოცვა უნდა იყოს გასაგებ ენაზე და პარალელი ტაძართან - უადგილოა, სხვადასხვა საკითხებია მე მგონია შენ ვერ იგებ . . . კარგი, არ გედავები, დავუშვათ უდიდესი შეცდომაა ძველ ქართულზე წირვა, მაგრამ ეს უდიდესი და არნახული შეცდომა არ მომდინარეობს მისი მართლმადიდებლურ სწავლებასთან გაიგივების გამო. სხვა მიზეზბია, რომლებიც "აიხსნება" ტრადიციებით, კონსერვატიზმით და ა.შ., მაგრამ არა მართლმადიდებლური სწავლების ნაწილად გასაღებით. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1020
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
მე მგონია შენ ვერ იგებ . . . კარგი, არ გედავები, დავუშვათ უდიდესი შეცდომაა ძველ ქართულზე წირვა, მაგრამ ეს უდიდესი და არნახული შეცდომა არ მომდინარეობს მისი მართლმადიდებლურ სწავლებასთან გაიგივების გამო. სხვა მიზეზბია, რომლებიც "აიხსნება" ტრადიციებით, კონსერვატიზმით და ა.შ., მაგრამ არა მართლმადიდებლური სწავლების ნაწილად გასაღებით. სწორედ მაგაზე ვწერ: ტრადიცია ხომ არის სწავლების ნაწილიც, ხოდა ლოცვის ენას ტრადიციის ნაწილად მოიაზრებენ, ე.ი. სწავლების ნაწილიც გამოდის -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 05:14 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი