![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1271
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ოდნავ დავხვეწავ სიას იმისა, თუ რისი "შიში" წარმოუდგენია ზოგიერთ მართლმადიდებელს მართლმადიდებლობის ნორმად:
1. შტრიხ კოდების 2. მსოფლიო საიდუმლო შეთქმულების 3. საიდენტიფიკაციო ნომრების 4. შელოცვების 5. კათოლიკურ ტაძრებში შესვლის 6. ტელევიზორის (აპელირება რომელიღაც "სტარეცის " "გამოცხადებაზე") 7. კომპიუტერის (მასში ვითომდა 666-ის არსებობის გამო) 8. ზღვაზე სიარულის, "სიშიშვლის" გამოჩენის საბაბით 9. ცეკვის (წარმართული გადმონაშთის) 10. სპორტის (წარმართული გადმონაშთის) 11. ახალი სტილის კალენდრის და პირველ იანვარს ახალი წლის აღნიშვნის 12. მუსიკის მოსმენის (შესრულების), კონცერტებზე, ბალეტზე, ოპერაში და სხვ. სიარულის 13. მოძღვართან შეუთანხმებელი ფიქრის (მონასტრული ტიპიკონის ხისტად გადმოტანის მოტივით) 14. დენ ბრაუნის კრეტინობის კითხვის და ეკრანიზაციის ყურების 15. ჰარი პოტერის კითხვის 16. საერო წიგნების კითხვის აუცილებელი კურთხევის გარეშე 17. სუნამოს დასხმის, თანამედროვე ჩაცმულობის და გალამაზების შიში (წარმართული გადმონაშთის მოტივით) 18. ღვთისმსახურების ენის მიზანშეწონილი რეფორმის მიმართ "შიში", (იკვეთება ენის საკრალიზაციის ნიშნებიც) 19. (ნებისმიერი ტიპის) იუმორის, ანეკდოტების თქმის ან მოსმენის 20. გოგონებში შარვლის ჩაცმის (მკვიდრდება აზრი, რომ შარვლის არჩაცმა მართლმადიდებლობაა) 21. ეკლესიაში სკამების დადგმის - მსახურებისას ერისკაცთათვის ჯდომის 22. ეროვნული კუთვნილების ქრისტიანობასთან შეუსაბამობის შიში -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
k@the |
![]()
პოსტი
#1272
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
ეს კურაევი რა ლუმინალივითაა, ნა ვსე სლუჩაი ჟიზნი ![]() ![]() გაიხარე! ჩავიკითხე ორივე თემა და გასაოცარია, ზუსტად იმავე ადგილებზე მეცინებოდა სადაც სიცილაკი გქონდა ჩასმული ![]() განსაკუთრებით ეს ბოლო ნაწილი მომეწონა. კარგად უწერია! ციტატა Вот мы и есть эти бомжи. Подобрали меня на Курском вокзале, обмыли, приодели, привели в царские палаты. Сижу я и млею: «Скажи кому из наших, где я сегодня оказался – не поверят! Подумать только: вот я - а вот царь... вот царь - а вот он я!». И вдруг нить этих моих сладких рефлексий прерывается. Входит новый гость. Так имею ли я право сказать на таком пиру при виде очередного гостя: «Да хтой-то там приперся! Государь, да ты глянь! Тут же только порядочные люди: ты да я, да мы с тобой! Это же Гришка с Павелецкого вокзала! Да он мне вчера бычок не оставил! И вообще он павелецкий, их в нашу приличную компанию брать нельзя, тут все только с Курского!». Так что не надо в Церкви хозяйничать и изгонять из нее тех, кого позвал сам Владыка. -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
თათარაშვილი |
![]()
პოსტი
#1273
|
![]() გამვლელი მემბერი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 ![]() |
ციტატა 15. ჰარი პოტერის კითხვის ![]() კარგად გამეცინა ![]() |
G_I_O_R_G_I_ |
![]()
პოსტი
#1274
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 ![]() |
ციტატა 21. ეკლესიაში სკამების დადგმის - მსახურებისას ერისკაცთათვის ჯდომის ჩემი საყვარელი თემა ![]() ვერ ვიგებ ამ თემას (შიშს) 1)მე არ ვიცი ეკლესია დღეს საქართველოში სადაც ზოგადად სკამი არ დგას. 2)რაც შეეხება სკამების დიდი რაოდენობით დადგმას ეკლესიაში.ეს პრაქტიკულად შეუძლებელია რადგანაც ეკლესიებში მოსიარულე მრევლის რაოდენობისა და ჩვენი ტაძრების არქიტექტურული წყობიდან გამომდინარე შეუძლებელია.არც ბევრი სკამი დაეტევა და მრევლის ნახევარს გარეთ მოუწევს ყურყუტი იმის გამო რომ ტაძრის ცენტრში ვიღაცას კომფორტულად უნდა სკამზე ჯდომა. ციტატა 14. დენ ბრაუნის კრეტინობის კითხვის და ეკრანიზაციის ყურების 15. ჰარი პოტერის კითხვის რაც შეეხება ამ თემას (შიშს) იგი შეგვიძლია უსასრულოდ განვავრცოთ რადგანაც არსებობს მსგავსი შინაარსის მრავალი გადაღებული ფილმი და დაწერილი წიგნი უბრალოდ ნაკლებადაა ცნობილი ჩვენთან. ისე ერთ მაგალითს ვიტყვი რომელიც ჩემს დამოკიდებულებას გამოხატავს ამ თემის მიმართ.ერთი ჭადრაკის მასწავლებელი ამბობს რომ მოჭადრაკემ არ უნდა დაიბინძუროს თავი ზედმეტი სულელური ინფორმაციით რაც შემდგომში მას ხელს შეუშლის ჭადრაკის თამაშში.აქედან გამომდინარე ადამიანმა არ უნდა დაიბინძუროს თავი ყველა მსგავსი რელიგიურ თემაზე შექმნილი სისულელით რათა საცთურად და დაბრკოლებად არ ექცეს ადამიანს თავისი სულიერი ცხოვრების გზაზე. |
Misha Songulashvili |
![]()
პოსტი
#1275
|
![]() ეკუმენისტი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,524 რეგისტრ.: 21-October 07 წევრი № 3,010 ![]() |
ციტატა ოდნავ დავხვეწავ სიას იმისა, თუ რისი "შიში" წარმოუდგენია ზოგიერთ მართლმადიდებელს მართლმადიდებლობის ნორმად: 1. შტრიხ კოდების 2. მსოფლიო საიდუმლო შეთქმულების 3. საიდენტიფიკაციო ნომრების 4. შელოცვების 5. კათოლიკურ ტაძრებში შესვლის 6. ტელევიზორის (აპელირება რომელიღაც "სტარეცის " "გამოცხადებაზე") 7. კომპიუტერის (მასში ვითომდა 666-ის არსებობის გამო) 8. ზღვაზე სიარულის, "სიშიშვლის" გამოჩენის საბაბით 9. ცეკვის (წარმართული გადმონაშთის) 10. სპორტის (წარმართული გადმონაშთის) 11. ახალი სტილის კალენდრის და პირველ იანვარს ახალი წლის აღნიშვნის 12. მუსიკის მოსმენის (შესრულების), კონცერტებზე, ბალეტზე, ოპერაში და სხვ. სიარულის 13. მოძღვართან შეუთანხმებელი ფიქრის (მონასტრული ტიპიკონის ხისტად გადმოტანის მოტივით) 14. დენ ბრაუნის კრეტინობის კითხვის და ეკრანიზაციის ყურების 15. ჰარი პოტერის კითხვის 16. საერო წიგნების კითხვის აუცილებელი კურთხევის გარეშე 17. სუნამოს დასხმის, თანამედროვე ჩაცმულობის და გალამაზების შიში (წარმართული გადმონაშთის მოტივით) 18. ღვთისმსახურების ენის მიზანშეწონილი რეფორმის მიმართ "შიში", (იკვეთება ენის საკრალიზაციის ნიშნებიც) 19. (ნებისმიერი ტიპის) იუმორის, ანეკდოტების თქმის ან მოსმენის 20. გოგონებში შარვლის ჩაცმის (მკვიდრდება აზრი, რომ შარვლის არჩაცმა მართლმადიდებლობაა) 21. ეკლესიაში სკამების დადგმის - მსახურებისას ერისკაცთათვის ჯდომის 22. ეროვნული კუთვნილების ქრისტიანობასთან შეუსაბამობის შიში მოვითხოვ დაუყოვნებლივ იქნას ამოღებული მე-19 მუხლი. ეს მეტის მეტია ![]() -------------------- "ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!' ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _ ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!" |
leluka |
![]()
პოსტი
#1276
|
![]() ♥-ლელუკა-♥ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,677 რეგისტრ.: 24-January 07 წევრი № 907 ![]() |
არც ერთი მანდ ჩამოთვლილთაგან არ მეშინია....უბრალოდ მაშინებენ
![]() -------------------- ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
|
geoatak |
![]()
პოსტი
#1277
|
geoatak ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 119 რეგისტრ.: 18-June 07 წევრი № 2,231 ![]() |
ზოგიერთი მართლმადიდებელი ადამიანის ცნობიერებაში შემოვიდა ისეთი სუროგატები, რაც თავისი არსით მართლმადიდებლობასთან ან ნაკლებ კავშირშია ან არანაირი კავშირი არ გააჩნია მასთან...მაგალითები ბევრია, ერთ ერთი ამათგანი ქვემოთ არის მოცემული, კერძოდ რატომ ეშინია ზოგ მართლმადიდებელ ადამიანს: 1. შტრიხ კოდების... კანდუსელ, შევეცდბი ყველა შენს მიერ დასმულ საკითხზე ჩემი აზრი გამოვთქვა. მაშ ასე, შენ წერ რომ: ...შტრიხ-კოდი არის კომპიუტერისთვის წასაკითხი და არა ადამიანისთვის... ამ საკითხში ბოლომდე ვერ დაგეთანხმები, შტრიხ კოდი სწორედ ადამიანისთვისაა (ვაჭრობის სტიმულირებისთვისაა გამოგონებული) და კომპიუტერი, როგორც ყოველთვის, საქმეს უსუბუქებს ადამიანს ამ შემთხვევაშიც. ლაზერული სკანერი გადის მასზე და შავ ხაზზე გასვლისას იძლევა 0-ს და თეთრზე იძლევა 1-ს, ანუ კოდის შიფრი სინამდვილეში შედგება არა 6-ების კრებულიდან, არამედ 0 და 1-ების კომბინაციით. მაგრამ კომპიუტერი ხომ ადამიანი არაა, მისთვის საჭირო იყო სპეციალური ენის დაწერა, ანუ ადამიანისათვის გასაგები ასო-ციფრული ინფორმაცია უნდა გადასულიყო ე.წ ორობით სისტემაში - ნულებში და ერთებში. ხოლო შტრიხ კოდი რომ ადამიანსაც შეუძლია წაიკითხოს ეს ყველა EAN-13/1/PC ტიპის შტრიხ-კოდზეც ჩანს, ხაზების ბოლოში ციფრებია, რომლებიც სწორედ ამ ხაზებს შეესაბამება თავისი მნიშვნელობით. ... ჯერ ერთი იქ ყოველთვის არ არის სამი ექვსიანი, არამედ 2... დიახ, მართალი ხარ, შტრიხ-კოდებში ყოველთვის არაა სამი 6, ზოგჯერ საერთოდ არაა (ან არაა აღმოჩენილი), მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ყველაზე უფრო პოპულარულ EAN-13/1/PC ტიპის კოდებზე, რომლებსაც თავში ბოლოში და შუაში აქვს სამი დამცავი ზოლი (სხვებთან შედარებით ოდნავ გრძელი). სწორედ ამ ზოლებს უწოდებენ "666"-ს. შტრიხ-კოდი ორ თანაბარ ნაწილადაა გაყოფილი, დააკვირდით მეორე სეტის ციფრებს (მარჯვენა მხარეს), თუ იქ ექვსიანს აღმოაჩენთ იგი ტყუპის ცალივით გავს დამცავ ზოლებს; რადგანაც შტრიხ-კოდი აგებულია "სარკის ეფექტზე", ამიტომ მხოლოდ და მხოლოდ მეორე სეტის ექვსიანები ჰგავს (როგორც შტრიხ კოდების შემქმნელი ამბობს) "666"-ს. ...6-ების გარდა არის სხვა ციფრებიც, მაგალითად 6498689456 ეს ციფრი შეიცავს სამ ექვსიანს მაგრამ რა შუაშია აქ 666? ნაწილობრივ გეთანხმები, თუმცა იმსი თქმა რომ შტრიხ-კოდი უწყინარი ზოლებია არ შეიძლება. აი, საიტი სადაც საკმაოდ ობიექტურადაა ეს საკითხი განხილული; ვფიქრობ, რომ დღეს არსებული შტრიხ-კოდი (რომელიც შორსაა ხელისგან და შუბლისგან) არ წარმოადგენს ანტიქრისტეს ბეჭედს, თუმცა არის მოსამზადებელი ეტაპი მის მისაღებად. http://www.av1611.org/666/barcode.html ...საქმე იმაშია რომ წმინდა წერილი დაწერილია სიტყვებით და შესაბამისი რიცხვებიც სიტყვებითაა გადმოცემული,ანუ 666 ქართულად პირდაპირი ტრადიციით რომ გვეთარგმნა იქმებოდა: ექვს-ას-სამოც-და-ექვსი თავად ქართულშიც კი არ გვაქვს სამი გამეორება და მითუმეტეს ასეთი სიტუაციაა ბერძნულ ორიგინალში. შენი ლოგიკით გამოდის, რომ "მხეცის რიცხვი" ყოფილა არა 666, არამედ ექვს-ას-სამოც-და-ექვსი, ანუ 6-100-60-6 ანუ 6100606, რაც იმდენად პირადული აზრია, რომ მასზე კამათი არ მიმაჩნია მართებულად. ...to be continued... ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#1278
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა არსებული შტრიხ-კოდი რომელიც შორსაა ხელისგან და შუბლისგან ![]() იმის გამო , რომ ჯეოტაკს მე იგნორი გამოვუცხადე (სანამ სიტვებს უკანა რ წაიღებს და ბოდიშს არ მოიხდის) უზრდელობისათვის, ჩემი პირადად და ემიგრანტების ზოგადად, გამიზნული თუ უნებლიე შეურაცხყოფისათვის ( რაზეც უცნაური სიჩუმეა მოდერების მხრიდან...), მე კანუდოსას ვუთმობ ამ კამათს, მისი თოფიქია და მისი პოსტია... ასე რომ როგორც მაყურებელი, ვისურვებდი რომ 1) დამტკიცდეს რომ ის ორი გრძელი პარალელური ხაზი = 6 ს ( არის სხვადასხვა აზრები ) თუ არის უბრალო მსგავსება 2 ) დაიწეროს ყველა აზრი სიტყვა " ციტატა ექვს-ას-სამოც-და-ექვსი " ებრაული თარგმანი არის თუ არა იგი რიცხვი ( ჩემი ინფორმაციით ეს არის ასოთა კომბინაცია, რომლიც რიცხვითი მნიშვნელობა უდრის 666-ს, მაგრამ ნიშნავს "მეუფე იუდეველთა"-ს...), ასევე არის სხვადასხვა აზრები ამ 666-ის ბერძნული დაწერის სტილის შესახებ... არ დავზუსტდები, თქვენ გააგრძელეთ3) უნდა დაზუსტდეს, ის რომ "შუბლზე და ხელზე" მართლა პირდაპირი გაგებით, შუბლს და ხელს ნიშნავს და არა იმას, როგორც ეფრემ ასური ამბობს "შუბლი-გონია და ხელი-ქმედებაო" ... დანარჩენს თქვენგან ველი, იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
geoatak |
![]()
პოსტი
#1279
|
geoatak ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 119 რეგისტრ.: 18-June 07 წევრი № 2,231 ![]() |
![]() იმის გამო , რომ ჯეოტაკს მე იგნორი გამოვუცხადე (სანამ სიტვებს უკანა რ წაიღებს და ბოდიშს არ მოიხდის) უზრდელობისათვის, ჩემი პირადად და ემიგრანტების ზოგადად, გამიზნული თუ უნებლიე შეურაცხყოფისათვის ( რაზეც უცნაური სიჩუმეა მოდერების მხრიდან...), მე კანუდოსას ვუთმობ ამ კამათს, მისი თოფიქია და მისი პოსტია... თავად თქვი რომ ჩემთან კამათს არ გააგრძელებდი და რომ თემას გიფუჭებდი, მე არა ვარ კომფლიქტური და თუ რამე აგრესიული ტონით ვთქვი, ეს გამოწვეული იყო პირველ რიგში შენგან. რას აღწევ არ მესმის, ყველგან გინდა რომ ცილი დამწამო?! მახსოვს ერთ ფორუმელს უთხარი რომ ეკონომისტთან შედარებით ღვთისმეტყველებაში უკეთესად ვერკვევიო (თქვი უფრო რბილად და გასაგებად, თუმცა ეხლა ზუსტ ციტირებას არ ვაპირებ). მე ეკონომიკასთან შენზე მეტი შეხება მაქვს და მინდა გითხრა, რომ არსებობს ტერმინი: "ტვინების გადინება." მართლა არსებობს, ხუმრობის გარეშე. ტვინების გადინება გამოწვეულია... ეს ისეთი საკითხია რაზეც ახლა მსჯელობას არ ვაპირებ, მე სწორედ ამას ვგულისხმობდი, რაც შენ როგორც მთელი ემიგრაციის შეურაცხოფა ისე გაიგე, თუმცა მე ვთვლი რომ შენ ხარ პიროვნება რომელიც... აღარ მინდა, ხომ თქვი რომ არ შემეკამათებოდი, არ გამოგვდის ჩვენ კამათი, მე არასოდეს არ ვეყრდნობი მარტო ჩემს ლოგიკას, შენი გამონათქვამები კი (ალბათ ჩემი გაუნათლებლობის თუ რა ვიცი რატომ) მე ყოველთვის მხოლოდ შენს კერძო, უარგუმენტო დასკვნებად მეჩვენება, აი ახლა მეკითხები: დამტკიცდეს რომ ის ორი გრძელი პარალელური ხაზი = 6 ს ( არის სხვადასხვა აზრები ) თუ არის უბრალო მსგავსება მაშინ როცა მე მიუთითე ლინკი სადაც მეცნიერულად ნაწილ-ნაწილ "დაშლილია და აწყობილია" შტრიხ-კოდი. რუსული ბრწყინვალედ იცი, მაგრამ თუ ინგლისურთან გაქვს პრობლემა არსებობს პროგრამა promt. უკანასკნელი ვერსიის ლინკები შემიძლია მოგაწოდო, თარგმენე ის სტატია და მერე თუ კიდევ გექნება მსგავსი შეკითხვები, მე ვეღარ გიპასუხებ, იმაზე უფრო გაშიფრულად მე საუბარი მიჭირს. სამწუხაროდ არ მაქვს სურათის აქაჩვის საშუალება (რაღაც უფლება ყოფილა ამისთვის საჭირო) თორემ უფრო დეტალურად ავხსნიდი. შენ ხომ მთლიანად წაიკითხე ჩემი სტატია, გაიხსენე შტრიხ კოდების ის სურათები . თუმცა შენი აზროვნების სტილი ჩემთვის ცნობილია: ქვეტექსტებს არ კითხულობ, მხოლოდ იმის გჯერა რასაც ხედავ (ეს სხვათა შორის შეურაცხოფა კი არა ჩემი აზრია შენს შესახებ და მეტი არაფერი)... მე არ მითქვამს შენთან საუბარზე უარი ეს შენ თქვი და შენვე დაარღვიე. რაც გინდა ის თქვი, მე ამ ფორუმში იმიჯის შესაქმნელად არ ვარ შემოსული ჩემი ინფორმაციით ეს არის ასოთა კომბინაცია, რომლიც რიცხვითი მნიშვნელობა უდრის 666-ს, მაგრამ ნიშნავს "მეუფე იუდეველთა"-ს ჩემი ინფორმაციითაც ასეა: http://www.orthodoxy.ge/skhva/antiqriste_1.htm P.S. მთლად ასეთი ბოროტიც არ ვარ და "ყველაფერს" ვხედავ, თუმცა არ მიყვარს პირში ქება, რა ვქნა ასეთი ვარ ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#1280
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა თუმცა მე ვთვლი რომ შენ ხარ პიროვნება რომელიც ციტატა შენი გამონათქვამები კი (ალბათ ჩემი გაუნათლებლობის თუ რა ვიცი რატომ) მე ყოველთვის მხოლოდ შენს კერძო, უარგუმენტო დასკვნებად მეჩვენება, ციტატა შენი აზროვნების სტილი ჩემთვის ცნობილია: ქვეტექსტებს არ კითხულობ, მხოლოდ იმის გჯერა რასაც ხედავ სამწუხაროა... ახლა კი მართლა დავარღვევ დუმილს 1) ის პოსტი შენდამი არ ყოფილა დაწერილი , არამედ წერია როგორც მაყურებელმა გამოვთქვი აზრი 2) საოცარი გამონათქვამია, საუკეთესო თავდაცვა თავდასხმააო, ასეა მე გამლანძღე და მევე დამადანაშაულე, ყოჩაღ! "ხელისჩაქნევის " სიცილაკი ვუცდი კანუდოსელის პასუხს, ასე, რომ სანამ არ დავწერ "ჯეოტაკ" , ნიშნავს, რომ არ ეხება მ ხ ო ლ ო დ ჯეოტაკს... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
geoatak |
![]()
პოსტი
#1281
|
geoatak ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 119 რეგისტრ.: 18-June 07 წევრი № 2,231 ![]() |
ასე, რომ სანამ არ დავწერ "ჯეოტაკ" , ნიშნავს, რომ არ ეხება მ ხ ო ლ ო დ ჯეოტაკს... რა აფსურდის თეატრია, ეხლა მე რომ გვარი და სახელი არ დავასახელო და ისე გითხრათ ძვირფასო ფორუმელებო, რომ ერთმა უდაოდ ღვთისმეტყველებაში ღრმად განსწავლულმა ადამიანმა განაცხადა კი არა და ერთ ფორუმელს უთხრა: მაგრამ საიდან იცით რომ 7 წელი იბატონებს ანტიქრისტე? გამოცხადებაში წერია, კაი წიგნია გადაიკითხე უნდა აღშფოთდეს თუ არა ამის დამწერი? არ ვიცი რომელ გამოცხადებაში წერია ეს, მაგრამ ნამდვილად არა იოანესი ![]() P.S. სანამ KAIROS არ დავწერ, KAIROS-ს არ ეხება |
guest |
![]()
პოსტი
#1282
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
მოვითხოვ დაუყოვნებლივ იქნას ამოღებული მე-19 მუხლი. ეს მეტის მეტია ![]() რაცხა ეს მეც ძალიან ... რა ვიცი აბა ... დაწყებული ჩემი მოძღვრით და ბევრი სხვა სასულიერო პისრით ვისაც ვიცნობ, იუმორის უმაღლესი შუგრძნება გააჩნიათ. ქართველებიც, მე მათ ბევრს არ ვიცნობ,მაგრამ მამა მარკო რომ იყო საქართველოში და დაბრუნდა, მერე იხსენებდა მეუფე სერგის ფრთიან გამონათქვამებს და მხიარული იყო სულ მაგითი. თვით მარკოს რაც შეეხება, პრიკოლია ![]() ალბათ უხამსი ანეკდოტები და მსგავსები იგულისხმება ვითომ? მარა მუხლი 19-ის მიხედვით არაო და ![]() 17.სუნამოს დასხმის, თანამედროვე ჩაცმულობის და გალამაზების შიში (წარმართული გადმონაშთის მოტივით) მე პირიქით ვიცი, რომ ტაძარში სწორედ ლამაზი ტანსაცმელი რაც გაქვს ის უნდა გეცვას , უნდა იყო მოწესრიგებული, რამდენადაც ვის შეუძლია, ახლა პომადიანი ტუჩებით რომ ხატს არ და ვერ უნდა ემთხვიოს ქალი ეს ისეც გასაგებია, მაგრამ უშნოდ რატომ უნდა იყოს? ![]() |
geoatak |
![]()
პოსტი
#1283
|
geoatak ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 119 რეგისტრ.: 18-June 07 წევრი № 2,231 ![]() |
...ზოგიერთი მართლმადიდებელი ადამიანის ცნობიერებაში შემოვიდა ისეთი სუროგატები, რაც თავისი არსით მართლმადიდებლობასთან ან ნაკლებ კავშირშია ან არანაირი კავშირი არ გააჩნია მასთან...მაგალითები ბევრია, ერთ ერთი ამათგანი ქვემოთ არის მოცემული, კერძოდ... ...მსოფლიო საიდუმლო შეთქმულების... არსებობს მოსაზრება, რომ მსოფლიოს ბნელი ძალები მართავენ კულისებიდან. მათი მიზანია რეალური ძალაუფლების მქონე მსოფლიო მთავრობის ჩამოყალიბება, რასაც თუ ეს სიმართლეა, საბოოლო ჯამში ანტიქრისტეს, როგორც მსოფლიოს მმართველის გამოჩენამდე მივყავართ. ამ ფორუმის მონაწილეებს უამრავი წიგნი ექნებათ წაკითხული მასონებსა, ილუმინატებსა თუ სხვა მრავალ საიდუმლო ორგანიზაციებზე. ამ ორგანიზაციებს "საიდუმლოს" იმიტომ უწოდებენ, რომ რომი ისინი ჩრდილიდან აკონტროლებენ ყველაფერს და უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ თუ ასეთი საიდუმლო ორგანიზაცია მართლაც არსებობს მის შესახებ ინფორმაცია ძალიან მწირი იქნება და ეს არ უნდა იყოს ბევრი განსჯის საგანი. ღვთის წყალობით მცირე ინფორმაცია საიდულო ორგანიზაციების შესახებ მაინც ჟონავს, ერთ-ერთ თემაში დავწერე და გავიმეორებ: 1987წ, დიდი ბრიტანეთი - დემოკრატიის "სინონიმი", BBC - უპოპულარულესი ტელე-რადიო კორპორაცია მსოფლიოში აპირებს გადასცეს 6 სერიანი დოკუმენტური ფილმი, რომელიც ეძღვნება საიდუმლო მთავრობას (Secret Society), და მოგვითხრობს იმაზე რომ ბრიტანეთის მთავრობის უმრავლესობამ ამ საიდულო მთავრობის შესახებ არაფერი იცის, არა და სწორედ ამ X-მთავრობას მიუღია გადაწყვეტილება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცა ატომური წყალქვეშა ნავის გაშვება, ხოლო 400 მილიონ ფუნტად შეფასებული შპიონი თანამგზავრის შექმნაზე ბრიტანეთის პარლამენტმა საერთოდ არაფერი იცოდა... მაგრამ ვინ აცალა ჟურნალისტებს ამ ფილმის გაშვება; შეუვარდნენ, წაართვეს, დააპატიმრეს (ხედავთ, ვისგან უსწავლიათ ჩვენს "დემოკრატებს" ![]() http://www.razym.com/news/new_41.html http://query.nytimes.com/gst/fullpage.html...752C1A961948260 ...to be continued... ![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1284
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
შტრიხ კოდი სწორედ ადამიანისთვისაა (ვაჭრობის სტიმულირებისთვისაა გამოგონებული) და კომპიუტერი, როგორც ყოველთვის, საქმეს უსუბუქებს ადამიანს ამ შემთხვევაშიც. შტრიხ-კოდი, ანუ ციფრები წერია იმის შემთხვევაში, თუ მოხდა სისტემის ე.წ. სბოი, მაშინ მოლარე ხელით კრეფს იმ ციფრებს. მაგრამ ჯერ ერთი ეს ეხება შემთხვევას, რომელიც არ არის ნორმალური თავისი არსით, და მეორეც...თუმცა მოდი ეს მეორე ოდნავ მოგვიანებით... დიახ, მართალი ხარ, შტრიხ-კოდებში ყოველთვის არაა სამი 6, ზოგჯერ საერთოდ არაა (ან არაა აღმოჩენილი), მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ყველაზე უფრო პოპულარულ EAN-13/1/PC ტიპის კოდებზე, პოპულარული ალბატ იმიტომაა, რომ იქ 666-წერია?, მაგრამ ეს პოპულარულია შენთვის ჩემთვის არაა პოპულარული ![]() ნაწილობრივ გეთანხმები, თუმცა იმსი თქმა რომ შტრიხ-კოდი უწყინარი ზოლებია არ შეიძლება. აი, საიტი სადაც საკმაოდ ობიექტურადაა ეს საკითხი განხილული; მე იმდენი დავწერე და შენ მხოლოდ მაგზავნი სადღაც შორს? ![]() ჯერ ერთი ვინ არის ავტორი მაგ სისულელის? 1. მართლმადიდებელი? თუ 2. არა მართლმადიდებელი? მოდი ამას გაეცი პასუხი და დანარჩენი მერე გავაგრძელოთ შენი ლოგიკით გამოდის, რომ "მხეცის რიცხვი" ყოფილა არა 666, არამედ ექვს-ას-სამოც-და-ექვსი, ანუ 6-100-60-6 ანუ 6100606, რაც იმდენად პირადული აზრია, რომ მასზე კამათი არ მიმაჩნია მართებულად. ჩემი ლოგიკით გამოდის, რომ იქ 1. სამი ექვსიანის გამეორება არ გვხვდება, ხოლო მაგ სისულელეებში სწორედ გამეორებად ეფექტებზე ხდება აპელირება.გიმეორებ: წმინდა წერილი არ იცნობს რიცხვების დაწერის ჩვენეულ პრაქტიკას, ამიტომ თუ გინდა იყო კორექტული, სწორედ ისე უნდა დაწერო, როგორც იქ წერია, და თუ ასე იზამ, გამოვა: ექვს-ას-სამოც-და-ექვსი. ეს ნიშნავს არა იმას, რომ მხეცის ნიშანი 6100606-ია, არამედ რომ მხეცის ნიშანი ექვს-ას-სამოც-და-ექვსი-ა ანუ ჩაწერილი ტრადიციულ ფორმით და თან ეს ნიშანი საიდუმლოა, რასაც მხოლოდ პროტესტანტული ტვინი თუ ამოხსნის, ჩვენ მართლმადიდებლებს მაგდენი ვინ მოგვცა კაცო ![]() 2. რომც გხვდებოდეს, საქმე გამოიყურება ასე: 6453976342516 - ახლა შენ თუ არითმეტიკა არ იცი ეს ჩემი ბრალი არაა, მარა ამ რიცხვის გასაღება 666-ად არის ან დიდი პრემიის ტოლფასი მათემატიკაში, ან ... ![]() პ.ს. ისე შენი ლოგიკით გამოდის რომ მხეცის ნიშანი 666-ია, მაგრამ იქ წერია: 6453976342516 - ჩამოყალიბდი, რომელია მხეცის ნიშანი? ![]() ხო და აქვე, საერთოდ 6-ების რაოდენობა შენეული ლოგიკით მეტიც გამოდის (იხ. შენივე საიტი) მაგალითად ასეთი: 649346623986 მაგრამ შენივე ლოგიკით 6666-ს კი არა 666-ს ხედავ ![]() ვფიქრობ, რომ დღეს არსებული შტრიხ-კოდი (რომელიც შორსაა ხელისგან და შუბლისგან) არ წარმოადგენს ანტიქრისტეს ბეჭედს, თუმცა არის მოსამზადებელი ეტაპი მის მისაღებად. ეს ვინ თქვა? შენ? მე შენი არ მწამს, მე ეკლესიის მწამს და ეკლესია იცი რას ამბობს? ვგონებ იცი, რადგან განზრახ არ მოიყვანე ჩემი მოტანილი ტექსტები ალექსი II-ს და მოსკოვის საპატრიარქოს სინოდის დადგენილებებისა...ხოდა თუ იცი და მაინც შენსას უბერავ, მე ჩემი მეზობელი ჭაზოც მეყოფა - რომელიც ანტიქრისტეს გამეფებას ელოდება ყოველ ახალ კვარტალში ![]() პ.ს. ადამიანს უნდა გეშინოდეს მხოლოდ ცოდვის და ყურადღებაც მასზე უნდა იყოს გადატანილი, და არა ამ სისულელეებზე -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1285
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
geoatak
ის შენი ფავორიტი საიტი მაინც ვნახე... ნუ ვინ დაწერა არ ვიცი და აი რა წერია: Notice the three "guard bars" (colored RED) at the beginning, middle and end. შენიშნედ სამი დამცავი ზოლიო - თავში, შუაში და ბოლოშიო Now, notice the same bar pattern ("bar-space-bar" or "101") for the number 6 (colored BLUE). ახლა შენიშნეთ ლურჯი ზოლებიო, რომლის ქვემოთაც წერია 6 - მერე აიგივებს (არაცალსახაა,მაგრამ ჯერ გავატაროთ ![]() და ტაშიიიი, უახრია მას და გიხარია შენც, იპოვე 666 ![]() თვლა იცი? აბა დაითვალე რამდენი 6-ანი წერია ჯამში ![]() -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1286
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
დოკუმენტური ფილმი, რომელიც ეძღვნება საიდუმლო მთავრობას (Secret Society), და მოგვითხრობს იმაზე რომ ბრიტანეთის მთავრობის უმრავლესობამ ამ საიდულო მთავრობის შესახებ არაფერი იცის, ბი-ბი-სი-მ იცის და ბრიტანეთის მთავრობამ - არა ![]() პ.ს. ლოგიკა, ხოც' ტაპორ ვეშაი ![]() მოკლედ შტრიხ კოდებით დაინტერესებულებს რამდენიმე დიდი პრობლემა აწუხებთ: 1. თვლა არ იციან ![]() 2. რომც იცოდნენ, ლოგიკაში ჭედავენ 3. რომც არ ჭედავდნენ, თვლა მაინც არ იციან ![]() -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
k@the |
![]()
პოსტი
#1287
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
![]() ორ გვერდიგვერდ მყოფ ხაზს, შეესაბამება 101, ანუ შეესაბამება 6 იანიო(???). ეგ არისო სამი გაწითლებული ხაზთა წყვილი, + 5 იანის გვერძე ხაზთა წყვილი ლურჯად ეგეც 6-იანიაო ამბობენ, მეტსაც გეტყვით, თურმე გამორჩათ! აი 3-სა და 4-ს შორისაც ხაზთა წყვილი უნდა გაეყვითლებინათ, ეგეც 6!!! ჰოდა მანდ, კაკ მინიმუმ 5 ცალი 6 იანი ამოიკითხება მაგათი პრინციპით. რა საწყენია, 6 ცალი 6-იანი რო ყოფილიყო, უფრო ეფექტური იქნებოდა ![]() ![]() ![]() ![]() -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#1288
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
geoatak
ციტატა 1987წ, დიდი ბრიტანეთი - დემოკრატიის "სინონიმი", BBC - უპოპულარულესი ტელე-რადიო კორპორაცია მსოფლიოში აპირებს გადასცეს 6 სერიანი დოკუმენტური ფილმი, რომელიც ეძღვნება საიდუმლო მთავრობას (Secret Society), და მოგვითხრობს იმაზე რომ ბრიტანეთის მთავრობის უმრავლესობამ ამ საიდულო მთავრობის შესახებ არაფერი იცის, არა და სწორედ ამ X-მთავრობას მიუღია გადაწყვეტილება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცა ატომური წყალქვეშა ნავის გაშვება, ხოლო 400 მილიონ ფუნტად შეფასებული შპიონი თანამგზავრის შექმნაზე ბრიტანეთის პარლამენტმა საერთოდ არაფერი იცოდა... მაგრამ ვინ აცალა ჟურნალისტებს ამ ფილმის გაშვება; შეუვარდნენ, წაართვეს, დააპატიმრეს (ხედავთ, ვისგან უსწავლიათ ჩვენს "დემოკრატებს" ). ამ თემაზე მცირე კომენტარი "ნიუ-იორკ თაიმზმაც" გააკეთა. თავად ნახეთ ლინკები და შეაფასეთ: ბიბისი დიდი ფულს იშოვნის ამ ფილმით, ხალხს მოსწონს ყველაფერი საიდუმლო, ხოდა რაც მოსწონთ ფილმიც იმაზე იქნება, ისე არ მესმის რა საჭიროა რაიმეს საიდუმლოდ მართვა, ღიად, რომ მმართოს, მოწინავე ქვეყნებმა რაიმე დაბრკოლება ექნებათ, ან აქვთ? ძალიან ზღაპარია ეს ყველაფერი. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1289
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
რუსულ ვარიანტში კარგი ტრანსკრიფცია გამოდის
![]() შტრიხ კოდის მოყვარულებს ინენისტებს (ი-ენ-ენ იდენტიFიკაციონნი ნალოგოვი ნომერ) ეძახიან ![]() ხოდა ეს ახალი სექტაა რომალსაც აქვს პრეტენზია იყოს მართლმადიდებობის წიაღში. -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
geoatak |
![]()
პოსტი
#1290
|
geoatak ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 119 რეგისტრ.: 18-June 07 წევრი № 2,231 ![]() |
![]() ორ გვერდიგვერდ მყოფ ხაზს, შეესაბამება 101, ანუ შეესაბამება 6 იანიო(???). ეგ არისო სამი გაწითლებული ხაზთა წყვილი რა გიკვირს?! დიახ ამ ხაზებს შეესაბამება 101, ოღონთ ორობით სისტემაში (კომპიუტერის ენაზე), ამ ტექსტს რომ კრეფდი, როგორ გგონია რა სახით ღებულობდა პროცესორი ინფორმაციას? სულ 0-ებით და 1-ებით. მატრიცაა მოკლედ. ![]() 5 იანის გვერძე ხაზთა წყვილი ლურჯად ეგეც 6-იანიაო ამბობენ, მეტსაც გეტყვით, თურმე გამორჩათ! აი 3-სა და 4-ს შორისაც ხაზთა წყვილი უნდა გაეყვითლებინათ, ეგეც 6!!! ჰოდა მანდ, კაკ მინიმუმ 5 ცალი 6 იანი ამოიკითხება მაგათი პრინციპით. ყურადღებით , რომ წაგეკითხა ის ვებ-გვერდი მიხვდებოდი რომ სკანერი მხოლდ შავ ზოლებს კი არ კითხულობს არამედ - თეთრებსაც (შავ ზოლებს შორის), დააკვირდი აბა, სად დაინახე 5 ექვსიანი? 3-იანს შეესაბამება: ვიწრო თეთრი ზოლი-ფართე შავი-ვიწრო თეთრი-ვიწრო შავი. 4-იანს შეესაბამება: ვიწრო თეთრი-ვიწრო შავი-ფართე თეთრი-ოდნავ ფართე შავი. თანაც მარცხენა მხოარეს ციფრების კოდირება სხვანაირად ხდება, მარჯვენა მხარეს კი - საპირისპიროდ (სარკისებურად) და მხოლდ მეორე სეტის ექვსიანებს ადარებენ დამცავ ზოლებს. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th June 2025 - 10:54 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი