IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

162 გვერდი V « < 71 72 73 74 75 > »   
Reply to this topicStart new topic
> მართლმადიდებლობა თუ ფსევდო მართლმადიდებლობა
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jan 24 2008, 02:06 PM
პოსტი #1441


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(კანუდოსელი @ Jan 24 2008, 02:24 PM) *

მართლა რა კარგად უწერია.......
პ.ს.
ცქნაფუშ - გაიხარე ჭირიმე smile.gif

მეც ეგ ადგილები მომეწონა biggrin.gif


აი, რას ვთარგმნიდი გუშინ biggrin.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jan 24 2008, 02:08 PM
პოსტი #1442


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Jan 24 2008, 03:06 PM) *

მეც ეგ ადგილები მომეწონა biggrin.gif
აი, რას ვთარგმნიდი გუშინ biggrin.gif



მაგგარია.....


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jan 24 2008, 02:13 PM
პოსტი #1443


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



კანუდოსელი
თარგმნაზე გამახსენდა....

მეც უნდა ვთარგმნო ის, ჩვენ რომ ვიცით

ძალიან მომწონს ვლასტაროსის ეგ შრომა smile.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jan 24 2008, 02:33 PM
პოსტი #1444


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ამ ეტაპისთვის ასე გამოიყურება სია იმისა, თუ რისი "შიში" წარმოუდგენია ზოგიერთ მართლმადიდებელს მართლმადიდებლობის ნორმად:

1. შტრიხ კოდების
2. მსოფლიო საიდუმლო შეთქმულების
3. საიდენტიფიკაციო ნომრების
4. შელოცვების
5. კათოლიკურ ტაძრებში შესვლის
6. ტელევიზორის (აპელირება რომელიღაც "სტარეცის " "გამოცხადებაზე")
7. კომპიუტერის (მასში ვითომდა 666-ის არსებობის გამო)
8. ზღვაზე სიარულის, "სიშიშვლის" გამოჩენის საბაბით
9. ცეკვის (წარმართული გადმონაშთის)
10. სპორტის (წარმართული გადმონაშთის)
11. ახალი სტილის კალენდრის და პირველ იანვარს ახალი წლის აღნიშვნის
12. მუსიკის მოსმენის (შესრულების), კონცერტებზე, ბალეტზე, ოპერაში და სხვ. სიარულის
13. მოძღვრის კურთხევისადმი გააზრებული მორჩილების (მონასტრული ტიპიკონის ხისტად გადმოტანის მოტივით)
14. დენ ბრაუნის კრეტინობის კითხვის და ეკრანიზაციის ყურების
15. ჰარი პოტერის კითხვის
16. საერო წიგნების კითხვის აუცილებელი კურთხევის გარეშე
17. სუნამოს დასხმის, თანამედროვე ჩაცმულობის და გალამაზების შიში (წარმართული გადმონაშთის მოტივით)
18. ღვთისმსახურების ენის მიზანშეწონილი რეფორმის მიმართ "შიში", (იკვეთება ენის საკრალიზაციის ნიშნებიც)
19. (ნებისმიერი ტიპის) იუმორის, ანეკდოტების თქმის ან მოსმენის
20. გოგონებში შარვლის ჩაცმის (მკვიდრდება აზრი, რომ შარვლის არჩაცმა მართლმადიდებლობაა)
21. ეკლესიაში სკამების დადგმის - მსახურებისას ერისკაცთათვის ჯდომის
22. ეროვნული (ერთი ნაწილისთვის) და არაეროვნული (მეორე ნაწილისთვის) კუთვნილების ქრისტიანობასთან შეუსაბამობის შიში
23. მარხვის პერიოდში ცოლ-ქმრული ურთიერთობის - ანუ ითვლება, რომ ამგვარი ურთიერთობა უპირობოდ უარსაყოფია და ეწინააღმდეგება მართლმადიდებლობას
24. ნებისმიერი წყობის, გარდა მონარქიისა (ეს პუნქტი არ შევიდოდა, რომ არა ამ უკანასკნელის ნორმად წარმოჩენის მცდელობა)

და მთლად ცინცხალი:
25. ბეჭდების მბრძანებლის შესანიშნავი წიგნის



არასახარბიელო სიტუაციაა ნამდვილად...
ადგილი აღარ რჩება ქრისტესთვის ამდენი სუროგატის ადგილზე


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 24 2008, 02:54 PM
პოსტი #1445


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,703
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(კანუდოსელი @ Jan 24 2008, 02:33 PM) *

24. ნებისმიერი წყობის, გარდა მონარქიისა (ეს პუნქტი არ შევიდოდა, რომ არა ამ უკანასკნელის ნორმად წარმოჩენის მცდელობა)


“საპრეზიდენტო პოსტი ამართლებს ისეთ ქვეყნებში, სადაც გეპოლიტიკური ბაგირები აქეთ-იქით არ არის გადასაწევი, სადაც ხალხის ეროვნულ-ეთნიკური თავისუფლება სრულია ან არ არის საჭირო. სადაც სახელმწიფო რესურსი არ გამოიყენება არჩევნების გაყალბებისათვის, სადაც უცხო ქვეყნების სპეცსამსხურებს გავლენა არ აქვთ, და ა. შ. და ა. შ. ასეთი ქვეყანა კი თითქმის ერთადერთია - ამერიკის შეერთებული შტატები.

თუ დავაკვირდებით ყველაზე წარმატებულ და სტაბილურ ქვეყნებს, იქ ძირითადად კონსტიტუციური მონარქია ან საპარლამენტო რესპუბლიკებია.

საპრეზიდენტო ქვეყნებში, ძირითადად ერთი კაცის არჩევა წყევტს ყველაფერს: საგარეო, საშინაო, სოციალურ, ეთნიკურ, კულტურულ, და რაც მთავარია, გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ კურსს. ამიტომ, მსოფლიოს ძლიერი ქვეყნები ცდილობენ, ზემოქმედება მოახდინონ ამ გადამწყვეტი პოსტის ერთ-ერთ კანდიდატზე და გაიყვანონ იგი პრეზიდენტად.

გარედან ზემოქმედება პრეზიდენტზე (გაყვანილზე) უფრო ადვილია, ვიდრე პარლამენტზე და განსაკუთრებით მეფეზე. მეფე ისედაც დაბადებულია მეფედ, პირველ კაცად და არ სჭირდება ფული და პიარი, უცხოელების დახმარება ხელისუფლებაში მოსასვლელად. იგი ტრადიციულ წრეებში (სამეფო ოჯახი, ეკლესია, ეროვნული უნივერსიტეტი, ეროვნული სამხედრო აკადემია) იზრდება და, ამგვარად, სისხლში მოსდგამს ეთნიკურ-კულტურული ინტერესების დაცვა ნაციისა, ღიად თუ ფარულად. თან მისი ხელისუფლება შეზღუდულია, კონსტიტუციურია.“

„უცხოეთის სპეცსამსახურებს ერთ კაცზე და ერთ გუნდზე უადვილდებათ ზემოქმედება, ხოლო პარლამენტზე და მეფეზე ზემოქმედება ძნელია. განსაკუთრებით ეს ითქმის მეფეზე, რომელსაც არავითარი ვალდებულებები არ აქვს უცხოური სპეცსამსახურების წინაშე.“

„თუ გვინდა, ჩვენი მოსახლეობა კვლავ არ გაიყოს ორად, ისევე როგორც ადრე ჩვენთან და ახლა უკრაინაში; თუ გვინდა, უცხო ქვეყენების სპეცსამსახურებს ნაკლები გავლენა ჰქონდეთ საქართველოზე; თუ გვინდა ქართველი ხალხის დიდი ერთიანობა, უნდა დავიწყოთ ზრუნვა პრეზიდენტის სახიფათო ინსტიტუტის გაუქმებაზე და ფიქრი საქართველოში სამეფოს აღდგენასა და მის დამკვიდრებაზე კონსტიტუციური, სახალხო მონარქიის სახით.“

გაიოზ მამალაძე

ეს წერილი დაწერილია „ნარინჯისფერი რევოლუციის“ დროს.

ჟურნალი „ქვაკუთხედი“ (N1, 2008)


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jan 24 2008, 03:14 PM
პოსტი #1446


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



marine
ციტატა
ეს წერილი დაწერილია „ნარინჯისფერი რევოლუციის“ დროს.

ჟურნალი „ქვაკუთხედი“ (N1, 2008)



მერე რა?




--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 24 2008, 03:18 PM
პოსტი #1447


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,703
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(მხევალი ნინო @ Jan 24 2008, 03:14 PM) *

marine
მერე რა?


რა მერე?


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jan 24 2008, 03:19 PM
პოსტი #1448


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



მარინე შესაძლებელია მოგწონდეს მონარქია მრავალი მიზეზით, მაგრამ ის გამოაცხადო მართლმადიდებლობის ნორმად ესაა შეცდომა.

და მაინც ვნახოთ რას წერს ამის თაობაზე ყველაზე ავტორიტეტული წიგნი და არა რაღაც ქვაკუთხედიbiggrin.gif

საქმე ეხება ხალხის მიერ მეფის მოთხოვნას და მსაჯულთა ინსტიტუტის გაუქმებას, და ამის თაობაზე ღმერთის პასუხს:
1. მეფ. თავი 8

7. და უფალმან რქუა მას: ისმინე სიტყუაჲ ერისა მაგის, რამეთუ არა შენ შეურაცხ-გყვეს, არამედ მე, ვინათგან იყავ მათ ზედა მეფედ.

8. ყოველთა ზედა საქმეთა თჳსთა, ვინათგან მოვიყვანნეთ იგინი ეგჳპტით ვიდრე დღევანდელად დღედმდე, რამეთუ დამიტევეს მე და მსახურებდეს კერპთა უცხოთა, ეგრეცა შენ გიყვეს.

9. აწ შენ ისმინე მათი; აღთქმა დავდვა მათ შორის და უთხრა წესი და სამართალი სამეფო, რომელი მეფობდეს მაგათ ზედა.

10. და უთხრა სამოველ ყოველი იგი სიტყუაჲ ღმრთისა ერსა მას, რომელნი ითხოვდეს მისგან მეფესა.

11. და რქუა მათ: ესე წესი არს მეფისა, რომელი მეფობდეს თქუენ ზედა: მიგიხუნეს შვილნი თქუენნი და ყვნეს მჴედრებად, რომელნიმე მეეტლედ და წინამოცორვალად,

12. და რომელნიმე დაადგინნეს ათასისთავად და ასისთავად, მჴნველად და მომკალად, და მწველელად და მეზუერედ, და ყუნეს მათგანნი რომელიმე ჯაჭჳსმოქმედად და საჭურველისა.

13. და ასულნი თქუენნი მიგიხუნეს და ყვნეს საცხებელისმგბოლველ და მექოთნედ და მეპურე.

14. და მიგიღოს ყანები და ვენაჴები თქუენი და ზეთისხილები კეთილ-კეთილი და ნაყოფიერი, და მისცეს იგი მონათა თჳსთა.

15. და ნაყოფისაგანი ყანათა და ვენაჴთა თქუენთა ათეული მიიღოს, და მისთა საჭურისთათჳს და მონათა.

16. მონანი და მჴევალნი თქუენნი, მროწეულნი და კარაულნი და ჴარნი თქუენნი მოგიხუნეს და დაადგინნეს საქმესა მას სამეფოსა.

17. და საცხოვართა თქუენთა ათეული მიიღოს და იყვნეთ თქვენ მონად და მსახურად.

18. და ღაღადებდით მეფისა მის, და არა ისმინოს თქუენი უფალმან, რამეთუ თქუენ თჳთ გამოირჩიეთ მეფე.

19. და არა უნდა ერსა მას სმენად სიტყუაჲ იგი სამოველისა. მაშინ რქუეს მას: არა ეგრე არს, არამედ დაადგინე ჩუენ ზედა მეფე

20. და მორჩილ ვიყუნეთ მისა, ვითარცა სხუანი ნათესავნი და განგვიკითხევდეს ჩუენ მეფე და ბრძოდეს მტერთა ჩუენთა.

21. მაშინ ისმინა სამოველ სიტყუაჲ იგი მათი და უთხრა ყოველი უფალსა.

22. და რქუა უფალმან სამოველს: ისმინე მათი და დაადგინე მათ ზედა მეფე, რათა მეფობდეს მათ ზედა! და გამოვიდა სამოველ და უბრძანა ერსა მას: წარვედით თქუენთჳს ქალაქად!

უფალს არ უნდოდა შეცვლა, მაგრამ ადამიანის ნებას სცა პატივი....

ახლა თუ გინდა გაიოზს დაუჯერე, მარა მე მირჩევნია წმინდა წერილს დავუჯერო biggrin.gif


ამას მიაქციე ყურადღება:
18. და ღაღადებდით მეფისა მის, და არა ისმინოს თქუენი უფალმან, რამეთუ თქუენ თჳთ გამოირჩიეთ მეფე.


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jan 24 2008, 03:23 PM
პოსტი #1449


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



marine
ციტატა

გარედან ზემოქმედება პრეზიდენტზე (გაყვანილზე) უფრო ადვილია, ვიდრე პარლამენტზე და განსაკუთრებით მეფეზე. მეფე ისედაც დაბადებულია მეფედ, პირველ კაცად და არ სჭირდება ფული და პიარი, უცხოელების დახმარება ხელისუფლებაში მოსასვლელად. იგი ტრადიციულ წრეებში (სამეფო ოჯახი, ეკლესია, ეროვნული უნივერსიტეტი, ეროვნული სამხედრო აკადემია) იზრდება და, ამგვარად, სისხლში მოსდგამს ეთნიკურ-კულტურული ინტერესების დაცვა ნაციისა, ღიად თუ ფარულად. თან მისი ხელისუფლება შეზღუდულია, კონსტიტუციურია.“




დავით ულუს და დავით ნარინს გააგხსენებ. ორივს მეფობა უნდოდა, მათ გამო საქართველო გაიყო... ასეთი რამ პრეზიდენტობის გამოც არ მომხდარა... სხვა მეფეებს აღარ გავიხსენებ.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 24 2008, 03:29 PM
პოსტი #1450


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,703
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(კანუდოსელი @ Jan 24 2008, 03:19 PM) *

მარინე შესაძლებელია მოგწონდეს მონარქია მრავალი მიზეზით, მაგრამ ის გამოაცხადო მართლმადიდებლობის ნორმად ესაა შეცდომა.



ჩვენ პატრიარქმა მოგვცა კურთხევა კონსტიტუციური მონარქიისა და სწორედ ესაა ყველაზე სწორი არჩევანი დღევანდელი საქართველოსთვის. ჩვენს ქვეყანაში პრეზიდენტის პოსტის არსებობამ არანაირი სიკეთე არ მოიტანა, ამიტომ ჯობია პატრიარქს დაუჯეროს ერმა.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jan 24 2008, 03:33 PM
პოსტი #1451


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(marine @ Jan 24 2008, 04:29 PM) *

ჩვენ პატრიარქმა მოგვცა კურთხევა კონსტიტუციური მონარქიისა და სწორედ ესაა ყველაზე სწორი არჩევანი დღევანდელი საქართველოსთვის. ჩვენს ქვეყანაში პრეზიდენტის პოსტის არსებობამ არანაირი სიკეთე არ მოიტანა, ამიტომ ჯობია პატრიარქს დაუჯეროს ერმა.



ეს სულ სხვა საკითხია, ანუ შემოთავაზებაა პატრიარქის (კურთხევა არაა), თუმცა არა რაიმე მისტიფიცირების საბაბით, არამეტ მისი თვალსაზრისით, რომელსაც ზოგი იზიარებს (შენ), ზოგიც არა (მე).

ჩემი პოსტინგი ეხება მონარქიის, როგორც ქრისტიანობის თვალსაზრისით ერთადერთი სისტემის გამოცხადების საკითხს.

სხვათა შორის მსაჯულთა პერიოდი, რომელიც ებრაელმა ერმა ღვთის წინააღმდეგ წასვლით შეცვალა მეფით, იყო ერთგვარი საპარლამენტო სისტემის პირველსახე.

მე პირადად მივესალმები ამ სისტემას - ჯერ ერთი იმიტომ, რომ ის ღმერთის ნება იყო და მეორეც - მართლაც მიმაჩნია უფრო ოპტიმალურად


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 24 2008, 03:36 PM
პოსტი #1452


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,703
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(კანუდოსელი @ Jan 24 2008, 03:33 PM) *

ეს სულ სხვა საკითხია, ანუ შემოთავაზებაა პატრიარქის (კურთხევა არაა), თუმცა არა რაიმე მისტიფიცირების საბაბით, არამეტ მისი თვალსაზრისით, რომელსაც ზოგი იზიარებს (შენ), ზოგიც არა (მე).

ჩემი პოსტინგი ეხება მონარქიის, როგორც ქრისტიანობის თვალსაზრისით ერთადერთი სისტემის გამოცხადების საკითხს.



პატრიარქი ერს ყოველთვის საუკეთესოს ურჩევს. ზოგი თუ არ იზიარებს, მისი პრობლემაა.

რაც შეეხება მონარქს, მე ვსაუბრობ საქართველოს მაგალითზე.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jan 24 2008, 03:38 PM
პოსტი #1453


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(marine @ Jan 24 2008, 04:36 PM) *

პატრიარქი ერს ყოველთვის საუკეთესოს ურჩევს. ზოგი თუ არ იზიარებს, მისი პრობლემაა.



პატრიარქი შეუმცდარია?


ციტატა
რაც შეეხება მონარქს, მე ვსაუბრობ საქართველოს მაგალითზე.


და საქართველოს მონარქი არ მოიაზრება ბიბლიურ ტექსტში?
თუ გაუქმდა ბიბლია?


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 24 2008, 03:39 PM
პოსტი #1454


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,703
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(კანუდოსელი @ Jan 24 2008, 03:37 PM) *

პატრიარქი შეუმცდარია?


პატრიარქი პაპი არაა, ჩვენ კი კათოლიკები არ ვართ, რომ მის შეუმცდარობაზე ვისაუბროთ.

მაგრამ ღმერთმა დიდი წყალობა მოიღო ქართველ ერზე, რომ მისი სახით ბრძენზე-ბრძენი ერის წინამძღოლი გამოგვირჩია.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jan 24 2008, 03:40 PM
პოსტი #1455


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(marine @ Jan 24 2008, 04:39 PM) *

პატრიარქი პაპი არაა, ჩვენ კი კათოლიკები არ ვართ,


ამიტომ ნება მიბოძეთ არ დავეთანხმო და ეს (არდათანხმება) პრობლემად არ გამოვაცხადო biggrin.gif

marine
ჩემი პოსტინგი სადაც ბიბლიიდან ამონარიდი დავდე წაიკითხე?
ეთანხმები თუ არა?


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 24 2008, 03:44 PM
პოსტი #1456


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,703
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(კანუდოსელი @ Jan 24 2008, 03:40 PM) *

ამიტომ ნება მიბოძეთ არ დავეთანხმო და ეს (არდათანხმება) პრობლემად არ გამოვაცხადო biggrin.gif

marine
ჩემი პოსტინგი სადაც ბიბლიიდან ამონარიდი დავდე წაიკითხე?
ეთანხმები თუ არა?


ეს შენი ნებაა გჯერა თუ არა, რომ პატრიარქი ბრძენია. ასეთი რამ რწმენის ხარისხზეა დამოკიდებული.


რაც შეეხება ბიბლიას, ვერაფერს დავპოსტავ, რადგან კომპეტენტური არ ვარ და ვაღიარებ, რომ ბიბლიის განმარტებები ნაკლებად ვიცი, იაღოველობას კი ვერ დავიწყებ, როგორც შენ, როცა ამტკიცებდი რომ ომში ქართველი მამაკაცი არ უნდა წავიდეს, რადგან ცოდვაა ომში კაცის კვლა.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jan 24 2008, 03:48 PM
პოსტი #1457


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(marine @ Jan 24 2008, 04:44 PM) *

იაღოველობას კი ვერ დავიწყებ, როგორც შენ,


ცოტა წესიერად ისაუბრე


ციტატა(marine @ Jan 24 2008, 04:44 PM) *

როცა ამტკიცებდი რომ ომში ქართველი მამაკაცი არ უნდა წავიდეს,

ასეთი რამ არ დამიწერია


ციტატა(marine @ Jan 24 2008, 04:44 PM) *

ცოდვაა ომში კაცის კვლა.


ამას ახლაც ვამბობ, მაგრამ ომში წასვლაზე ცილს ნუ მწამებ შენმა გაზდამ და კიდევ ერთხელ: იეღოველობა არ მიხსენო, თორე პასუხს მიიღებ სერიოზულს და მერე არ გეწყინოს ემანდ


ციტატა
ასეთი რამ რწმენის ხარისხზეა დამოკიდებული.


ამან დაგლიჯა biggrin.gif - რომელი საზომით ზომავ რწმენას?, თან რატომღაც გამოგდის, რომ შენი ჩემსაზე მეტია (არ ვდაობ), მარა რაღაც სხვა სახელი ეწოდება ამას მართლმადიდებლურ ასკეტიკაში


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 24 2008, 03:51 PM
პოსტი #1458


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,703
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(კანუდოსელი @ Jan 24 2008, 03:48 PM) *

ცოტა წესიერად ისაუბრე
ასეთი რამ არ დამიწერია
ამას ახლაც ვამბობ, მაგრამ ომში წასვლაზე ცილს ნუ მწამებ შენმა გაზდამ და კიდევ ერთხელ: იეღოველობა არ მიხსენო, თორე პასუხს მიიღებ სერიოზულს და მერე არ გეწყინოს ემანდ
ამან დაგლიჯა biggrin.gif


არ მესმის რატომ ღიზიანდები ასე ადვილად, ზაზა და უარყობ იმას, რასაც ჩემს განყოფილებაში საჯაროდ ამტკიცებდი.

რაც შეეხება წესიერად საუბარს, სჯობს შენს ლექსიკონს გადახედო.

ციტატა(კანუდოსელი @ Jan 24 2008, 03:48 PM) *

რომელი საზომით ზომავ რწმენას?


პატრიარქისადმი სიყვარულის საზომით.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jan 24 2008, 03:53 PM
პოსტი #1459


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(marine @ Jan 24 2008, 04:50 PM) *

სჯობს შენს ლექსიკონს გადახედო.



მისმინე მარინე, ჯერ ერთი გადახედე რას ვწერდი და მეორეც, იეღოველი არ მიწოდოთქო, გესმის? mad.gif
თორე მერე ნახე შენ ლექსიკონები

ციტატა(marine @ Jan 24 2008, 04:51 PM) *

პატრიარქისადმი სიყვარულის საზომით.


გაზომე და შენი ჩემსაზე მეტია? biggrin.gif

მამმა მია - ასეთი თავდაჯერება არსად მინახავს biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 24 2008, 03:53 PM
პოსტი #1460


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,703
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(კანუდოსელი @ Jan 24 2008, 03:51 PM) *

მისმინე მარინე, ჯერ ერთი გადახედე რას ვწერდი და მეორეც, იეღოველი არ მიწოდოთქო, გესმის? mad.gif
თორე მერე ნახე შენ ლექსიკონები


მოხარული ვარ, რომ იეღოველად არ თვლი თავს.

იმედი მაქვს ჩემი შეხედულება გამიქარწყლდება შენი ჭეშმარიტად მართლმადიდებლური შინაარსის პოსტებით.

იმედია აღარ დამემუქრები smile.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

162 გვერდი V « < 71 72 73 74 75 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th June 2025 - 10:04 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი