![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#1561
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
solomony
ციტატა ვიფიქრე მაგრამ ამ წინადადებაში რა იგულისხმება ვერ მივხვდი ორიოდ სიტყვით განვავრცობ ჩემს მიერ დაწერილ სიტყვებს, უფრო სწორად სხვის მიერ წარმოთქმულ და ჩემს მიერ აქ მოტანილს. რა ვიგულისხმე ქრისტესადმი პანიკურ შიშში? ციტატა "დასაბამი სიბრძნისა შიში ღვთისა" ეს გასაგებია, ამაში არავინ გედავება. მართლაცდა დასაბამი სიბრძნისა შიშია უფლისა, მაგრამ ვიცით კი რა იგულისხმება ამ ადგილას შიშში. მეტყვის ნებისმიერი თქვენგანი რომ ეს წინადადება პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ. რა თქმა უნდა არა, უმრავლესობას მიგვაჩნია რომ აქ იგულისხმება ის შიში, რაც უნდა ახლდეს დანაშაულით გამოწვეულ საზღაურს, ანუ ჩაიდინე ცოდვა და შესაბამისად შენ დაისჯები, ამიტომ გვეშინია ჩვენ ცოდვის ცადდენის იმიტომ რომ ტავი არ გვიკრან ჯოჯოხეტში... მაგრამ ესაა ქრისტიანობა, ამას ასწავლის სიყვარულის რელიგია? დავესესხები ერთ წმინდა მამას, რომელიც ზემოთ აღწერილ მდგომარეობას განიხილავს როგორც ყველაზე დაბალ მდგომარეობას ქრისტიანობისას. იგივე წმინდა მამის აზრით მეორე საფეხური იმის შეგნებაა, რომ სიბოროტის ჩადენა ეს ცუდია და არ შეიძლება, ეწინააღმდეგება ცხოვრებისეულ კანონებეს და მესამე საფესური ესაა ის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი ფიქრობს არ ჩავიდინო ცოდვა, რადგან მე ამით უფლის სიყვარულს დავაკლდები, ანუ ამ შემთხვევაში ცოდვის არ ჩადენა უფლისადმი სიყვარულის დაკარგვიდან გამომდინარეობს და არა დასჯის შიშისაგან. დიახ ეს იგულისხმება ამ სიტყვებში "დასაბამი სიბრძნისა არის შიში უფლისა", რომ გეშინია არ დაკარგო უფლის სიყვარული. ჩვენი პრობლემა ხშირად უფლისადმი არასწორ დამოკიდებულებაშია, მის არასწორად აღქმაშია. მახსენდება მისი უწმინდესობის უცნაური სიტყვები: "უფალი პატარა ბავშვივითაა, პატარა რომ გააბრაზო, მეორე წუთში აღარ ახსოვს ეს წყენა და იმავე განწყობით გეთამაშება, რა განწყობაც მანამდე ქონდაო, ასევეა უფალი, რაც არ უნდა აწყენინო, ის მაინც კეთილგანწყობილია ჩვენდამი და მუდმივად ზრუნავს ჩვენი კეთილდღეობისათვისო". ეს სიტყვები თითქოს უცნაურად ჟღერს, მაგრამ ძალიან სწორი დამოკიდებულებაა. ასევე მახსენდება მიტროპოლიტ ანტონ სუროჟელის მიერ აღწერილი ერთი ამბავი, როდესაც ის შევიდა ტაძარში და დაინახა ადამიანი, რომელიც მაცხოვრის ხატს უყურებდა, მოძღვარი შეეკითხა "ხატმწერი ხომ არ ხარ ასე რომ შეჰყურებ ამ ხატსო" არაო, უპასუხა ამ ადამიანმა, "აბა უბრალოდ მოყვარული ხომ არ ხარ და იმიტომაც ადევნებ თვალს ამ ხატსო" კვლავ შეეკითხა მოძრვარი". მან ამჯერადაც უარყოფითი პასუხი მიიღო. "მაშ რატომ უყურებთ ასე დაჟინებითო" მესამეტაც შეეკითხა მოძღვარი, და მიიღო საოცარი პასუხი "მე უყურებ ამ ხატს (მისი მეშვეობით უფალს), ის მე მიყურებს და კარგად ვართ ასე"... განა ეს არაა ქრისტიანობა? გიყვარდეს უფალი, შენს მეგობრად, შენს ყოველდღიურ თანამგზავრად აღიქვამდე მას, როგორც არ გვინდა ვაწყენინოთ ჩვენს ახლო მეგობარს, ასევე ვცდილობდეთ (უმეტესად) არ ვაწყენინოთ მას, ის რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს ჩვენთვის... დღეს კი რას ვხედავთ: ადამიანი რომ არ აზიარონ ეკლესიაში, შეიძლება თვითმკვლელობით დაასრულოს სიცოცხლე, მარხვაა და მხოლოდ საკვებზე ვართ ორიენტირებული, პროდუქტზე რარაც ხაზები ახატია და პანიკაში ვარდებით,... შეგნებულად აღარ ჩამოვთვლი იმას რა ც უკივ ჩამოთვლილია ზემოთ. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#1562
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
afxazi
ციტატა უფალი პატარა ბავშვივითაა, პატარა რომ გააბრაზო, მეორე წუთში აღარ ახსოვს ეს წყენა და იმავე განწყობით გეთამაშება, რა განწყობაც მანამდე ქონდაო, ასევეა უფალი, რაც არ უნდა აწყენინო, ის მაინც კეთილგანწყობილია ჩვენდამი და მუდმივად ზრუნავს ჩვენი კეთილდღეობისათვისო". რა საყვარელი სიტყვებია... -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1563
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
"უფალი პატარა ბავშვივითაა, პატარა რომ გააბრაზო, მეორე წუთში აღარ ახსოვს ეს წყენა მართლა კარგი სიტყვებია.. ჩემი ბიჭი იცი როგორ აღიქვამს იესოს შობას, ამას წინათ გვეუბნება: იესო ჩემს გულში რომ დატეულიყო, იმიტომ გახდა პატარა ბავშვიო ![]() მოკლედ ბავშვები უფრო კარგად იგებენ რწმენას, ვიდრე ჩვენ -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#1564
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
კანუდოსელი
ციტატა მოკლედ ბავშვები უფრო კარგად იგებენ რწმენას, ვიდრე ჩვენ ![]() -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
afxazi |
![]()
პოსტი
#1565
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
კანუდოსელი
ციტატა მოკლედ ბავშვები უფრო კარგად იგებენ რწმენას, ვიდრე ჩვენ ხოდა გავხდეთ ბავშვები, განა ქრისტიანობის მთავარი იდეა ეს არაა. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
ნათია |
![]()
პოსტი
#1566
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 ![]() |
afxazi
ციტატა ხოდა გავხდეთ ბავშვები, განა ქრისტიანობის მთავარი იდეა ეს არაა ეგრე ადვილია მერე.. ? ![]() -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
afxazi |
![]()
პოსტი
#1567
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
ნათია
ციტატა ეგრე ადვილია მერე.. ? შენ წარმოიდგინე და ძალიან ადვილია. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1568
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ნათია შენ წარმოიდგინე და ძალიან ადვილია. კი მარა ძმაო, ზოგს თუ არ დაუღეჭე, პირდაპირ გაიგებენ და ემანდ ტიტლიკანა არ იტანტალონ ![]() -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
afxazi |
![]()
პოსტი
#1569
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
კანუდოსელი
ციტატა ემანდ ტიტლიკანა არ იტანტალონ ![]() ![]() ![]() -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#1570
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
კანუდოსელი
ციტატა პირდაპირ გაიგებენ და ემანდ ტიტლიკანა არ იტანტალონ გველო ![]() ან ენამოჩლექით არ ისაუბრონ,ასე მაგალითად : ,,მამაომ მითა -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
მნათე |
![]()
პოსტი
#1571
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა პირდაპირ გაიგებენ თუ პირდაპირ გაგებაა, მაშინ კვერცხები უნდა დადონ და ისისინონ ![]() ![]() ![]() -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
afxazi |
![]()
პოსტი
#1572
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
ჰე რა გჭირთ ამიტომ დავწერე ეს ყოველივე.
-------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
Lenus |
![]()
პოსტი
#1573
|
![]() ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 ![]() |
QUOTE ჰე რა გჭირთ ამიტომ დავწერე ეს ყოველივე. შენ დაიწყე აფხაზ ![]() სიტყვა ძალიან მომეწონა. მე მგონი ასევე საყურადღებოა რომ ქრისტიანები არ გადავვარდეთ მეორე უკიდურესობაში, ანუ ფამილიარობაში ღმერთთან ურთიერთობისას, როდესაც კრძალულებას და თუნდაც ცოდვის ჩადენის შიშს საერთოდ ვერ ვგრძნობთ. ამ აზრზე დამაყენა სცეტიცხოვლის ერთ ერთი მცირე თაღის ფრესკამ სადაც ქრისტე წარბშეყრილია გამოსახული. ძალიან მეუცხოვა და როგორც მე გულისხმავჰყავი, სწორედ ასეთი "ფამილიარობის" აღსაკვეთად უდა იყოს ასეთი ფრესკა დაწერილი... შენი აზრი მაინტერესბს... -------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1574
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
მე მგონი ასევე საყურადღებოა რომ ქრისტიანები არ გადავვარდეთ მეორე უკიდურესობაში, ანუ ფამილიარობაში ღმერთთან ურთიერთობისას, როდესაც კრძალულებას და თუნდაც ცოდვის ჩადენის შიშს საერთოდ ვერ ვგრძნობთ. შუალედი ოქროა, ამიტომაც უნდა იფხიზლოს კაცმა -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
afxazi |
![]()
პოსტი
#1575
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
Lenus
ციტატა მე მგონი ასევე საყურადღებოა რომ ქრისტიანები არ გადავვარდეთ მეორე უკიდურესობაში რა თქმა უნდა ლენუს, არცერთუ უკიდურესობა არაა გამართლებული, ალბათ მიხვდებით რაზეც გავაკეთე აქ აქცენტი. მე ვფოქრობ რომ ადამიანებს უფრო მეტი თავისუფლება გვჭირდება: "სცანთ ჭეშმარიტება და ჭეშმარიტეგა გაგატავისუფლებთ თქვენ". ქრისტიანობა მუდმივი, ყოველდრიური ზრდის რელიგიაა, კითხვის დასმის, ინტერესის და არა ცაკეტილობის და ერთ ადგილას გაყინვის, ანუ შინაარსობრივი რელიგიაა ქრისტიანობა, უნდა იცოდე რა გწამს. ედიშერ ჭელიძემ ერთხელ ლექციაზე ასეტი რამ თქვა: "როდესაც ლოცვას წარმოვთქვავთ და არ გვესმის მისი შინაარსი, ანუ მხოლოდ ზეპირად, არა შინაარსის გარეშე ვოცულობთ, სწორედ ესაა მაგია (არ შეგეშინდეთ ეხლა ამას რომ ვამბობ), ანუ ჩვენ რასაც ვაკეთებტ ქრისტიანობაში კარგად გააზრებული უნდა გვქონდეს და იმიტომ კი არ უნდა ვაკეთებდეთ ასე რომ ვიღაცამ გვითხრა. მე ძალიან მიყვარს პავლე მოციქულის რომაელტა მიმართ ეპისტოლე, სადაც ნათლადაა წარმოჩენილი მთავარი აქცენტი ქრისტიანობისა. ქრისტიანას ერთადერთი მთავარი მიზანი უნდა ამოძრავებდეს, არ დაკარგოს უფლის სიყვარული. იცხოროს მოყვასისათვის და გაამრავლოს უფლის ტალანტები. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
Lenus |
![]()
პოსტი
#1576
|
![]() ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 ![]() |
QUOTE რა თქმა უნდა ლენუს, არცერთუ უკიდურესობა არაა გამართლებული აფხაზ. თუ უფრო დავაზუსტებთ, მე მინდოდა მეთქვა, რომ მოწყალე, გადამრენელი ღმერთი ბევრგანაა გამოსახული, აღწერილი, გადმოცემული. განრისხებული ღმერთი კი არც ისე ბევრგან და მგონი ამ უკიდურესობაში ჩავარდნა, შესაბამისად, უფრო ადვილი მგონია (მე პირადად). მოდი გავიხსენოთ, ფამილიარული დამოკიდებლება ჩვენი საკურთხეველში, ტაძარში, მაპატიეთ ყველამ და ჩემზე წარუშლელეი შთაბეჭდილება დატოვა სამების ტაძარში პირველმა და ერთადერთმა შსვლამ ჯერჯერობით... ალბათ ხვდებით, რატომაც. აი, ამაზე თუ ვამახვლებთ ისეთივე ძალით და ინტნსივბით და მონდომებით ყურადღებას, როგროც, ღმერთის ნუ გეშინიათ-ზე. აქვე ერთ წიგნში აღწერილი ამბავი მახსნედება, როდესაც სახლიდან წასული ქმარი ღამით მოულოდნელად უკან მობრუნდა და ცოლმა კარი არ გაუღო, (ზედმეტ სიფრთხილეზე იყო იგავივით, თუ ნამდვილი ამბავი აღწერილი ), შეიძლება ყაჩაღი ხარ და ჩემი ქრმის ხმის მიბაძვით მაღებინებ კარსო. რომ გათენდა და დათქმულ დროზე გააღო კარი ქმარმა სიფრთხილე შეუქოო. ამითი მკითხველისთვის მაგალითი იყო აღწერილი ღვთისა და ადამიანის ურთიერთობაში. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ღვთის მონებიც ვართ, მიუხედავად იმისა, რომ ღმერთმა მეგობრობა აღგვითქვა. და სიფრთხილეს იმდენად არ მოგვკთხავს (ჩემი აზრით) ღმერთი, რამდენადაც ფამილიარობასა და ჯეროვანი პატივისცემის უქონლობას. რაც შეეხება ლოცვას, მართალი ხარ, მაგრამ მე ერთმა ბერმა მითხრა ადრე, როცა არ გესმის ლოცვა, მორჩილებად მაინც აღასრულეო და მორჩილებას შეიწირავს ღმერთიო. -------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
afxazi |
![]()
პოსტი
#1577
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
Lenus
ციტატა ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ღვთის მონებიც ვართ ამაში ვერ დაგეთანხმები, იქიდან გამომდინარე რომ უფალი ცხადად ამბობს სახარებაში "თქვენ აღარ ხართ მონებიო". სწორად გამიგეთ რასაც ვწერ. ქრისტიანობა ეს არის სიყვარულის რელიგია, ანუ აქ ყველაფერი სიყვარულიდან გამომდინარეობს და არა იქიდან რომ ასე წერია. ანუ პირვლ რიგში ღმერთი სიყვარულია და მერე კანონი და არა პირიქით. მე სიკეთეს ვაკეთებ რატომ? იმიტომ რომ საზღაური მივიღო? ეს ხომ ანგარებაა. სიკეთეს ვაკეთებ იმიტომ რომ მიყვარს უფალი, მიყვარს მოყვასი და მინდა შევასრულო ის რაც უფალმა მითხრა: "ერთმანეთის სიმძიმე იტყვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული". არ ვაკეთებ ბოროტებას იმიტომ რომ არ მინდა ვაწყენინო უფალს და შესაბამისად არ მინდა მის სიყვარულს განვეშორო, არ მინდა ვაწყენინო ჩემს უახლეს მეგობარს, მან რომელმაც სიცოცხლე მიბოძა, არ მინდა ვაწყენინო მას ვინც მუდამ ზრუნავს ჩემთვის. განრისხებული უფლის სახე. ალბათ ყველა მიხვდება რომ უფალი არ რისხდება. ის რაც ბიბლიის მრავალ ადგილასაა აღწერილი ეს მხოლოდ ბიბლიის ენაა, ადამიანტათვის გასაგები. ესეცაა, უფალი არავის არ სჯის. "წყალობასა და სამართალსა გაქებდე შენ უფალო" ამბობს ფსალმუნთა მღაღადებელი. და რა იგულისხმება ამ სიტყვებში. დიახ უფალი მოწყალეა და სამართლიანი, უფალი ყველას უწვდის დახმარების ხელს, ყველაზე გარდამოევლინება მადლი სულისა წმიდისა, არავინ არაა მეტი, არავინ არაა ნაკლები, ყველანი თანასწორნი ვართ მის წინაშე. მაგრამ რა ხვდება ჩვენგან ამ მადლს, გამოწვდილ ხელს, ესაა მეორე საკითხი. ამის მიხედვიტაა უფალი სამართლიანი, რომ მის მადლს მიმღები იღებს, არ მიმღები კი ვერ იღებს, რადგან უფალთან არაა მიკერძოება, როგორც ამბობს პავლე მოციქული. მიმღები უფალთანაა, არ მიმღები კი შორსაა მისგან სწორედ ამ არ მიღების გამო. კეთილი საქმეები კი არ გვაცხოვნებს, არამედ (აქ გამორიცხვა არ იგულისხმება) არამედ სიყვარული უფლისა, მისი წყალობა. ან ბოროტი საქმეები კი არ გვაკუთვნებს ჯოჯოხეთს, არამედ უსიყვარულობა უფლისა, ანუ მისგან განშორება (ამ შემტხვევაშიც არ იგულისხმება გამორიცხვა). ეს არ ეწინააღმდეგება იაკობ მოციქულის სიტყვებს, რომელიც ამბობს "რწმენა საქმის გარეშე მკვდარიაო", ეს ორი განუყოფელია, ერთია "რწმენა საქმით და საქმე რწმენით". -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1578
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
afxazi
გეთანხმები ყველაფერში....ჩემი ინკარნაცია ხარ აშკარად ![]() -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
თამარი_ცქნაფო |
![]()
პოსტი
#1579
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 ![]() |
afxazi გეთანხმები ყველაფერში....ჩემი ინკარნაცია ხარ აშკარად ![]() ჰეჰ ![]() -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
Lenus |
![]()
პოსტი
#1580
|
![]() ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 ![]() |
QUOTE ამაში ვერ დაგეთანხმები, იქიდან გამომდინარე რომ უფალი ცხადად ამბობს სახარებაში "თქვენ აღარ ხართ მონებიო". კი ბატონო, გეთანხმები - მაგრამ მაშინ ეს სიტყვებიც უნდა განვმარტოთ: "უფალო მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, ნუგეშინისმცემელ მექმენ და შემინდევ მე უღირსსა მონასა შენსა რაოდენიცა, ვითარცა კაცმან, ვჰსცოდენ დღეს ნებსით და უნებლიეთ, მეცნიერებით და უმეცრებით, აღტაცებულობისაგან, უკრძალველობისაგან და დიდისა მცონარებისაგან, და უდებებისა ჩემისა. " ასევე: უფალო, იესუ ქრისტე, ძეო და სიტყვაო ღვთისა ცხოველისაო, შემიწყალე მე უღირსი ესე მონა შენი, და განფხვარ გონებისა ჩემისაგან გული-სიტყვა უჯერო და ვნებული, რომელი ეგე კურთეულ-ხარ უკუნითი უკუნისამდე,ამინ. ასევე: გინათუ ლოცვაი ჩემი უდებ-ვჰყავ, ანუ სხვა რაიმე ბოროტი მიქმნიან და არა მახსოვან, უფალო, შემიწყალე და შემინდევ მე უღირსსა და უხმარსა მონასა შენსა, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, ასევე: ზესთამბძოლისა ჩემისათვის და მოღვაწისა უძლეველისა, ვითარცა შენ მიერ ხსნილნი განსაცდელთაგან სამადლობელსა აღვსწერთ ღვთისმშობელო ქალწულო, შენდა მომართ მონანი შენნი, არამედ ვითარცა გაქუს ძლიერება უბრძოლველი, ყოველთაგან ვნებათა განმათავისუფლენ ჩვენ, რათა გიგალობდეთ შენ, კურთხეულო, გიხაროდენ სძალო უსძლოო. ასევე: მოიხსენენ, უფალო, ნაყოფის მომრთმეველნი და კეთილის მოქმედნი წმიდათა ეკლესიათა შენთანი და მიეც მათ საცხოვნებელი თხოვაი მათი, და ცხორება საუკუნო. მომიხსენენ, უფალო, ჩვენცა მდაბალნი და ცოდვილნი და უხმარნი მონანი შენნი და განანათლე გონებანი ჩვენნი ნათლითა მეცნიერებისათა, სვლად გზასა მცნებათა შენთასა ეს ბრალოდ მხოლოდ საღამოს ოლცვებიდან, მერწმუნე რამე ხელვნურ წინააღდეგობას არ ვაგებ, რაც გამახსენდა ზეპირად, და რაც არა, იმათ მოძებნას მგონი აზრი არ აქვს. თუ შეგიძლია ეს ამიხსნა, ეს ლოცვები სახარებასთან წინააღდეგობაშჲ მოდის? დიდი მადლობა წინასწარ. QUOTE გეთანხმები ყველაფერში....ჩემი ინკარნაცია ხარ აშკარად აუ აფხაზ, რა გაგიმართლააა .. ![]() -------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th June 2025 - 01:01 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი