IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

162 გვერდი V « < 78 79 80 81 > »   
Reply to this topicStart new topic
> მართლმადიდებლობა თუ ფსევდო მართლმადიდებლობა
მნათე
პოსტი Jan 25 2008, 03:32 PM
პოსტი #1571


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
პირდაპირ გაიგებენ


თუ პირდაპირ გაგებაა, მაშინ კვერცხები უნდა დადონ და ისისინონ laugh.gif laugh.gif laugh.gif



--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jan 25 2008, 03:40 PM
პოსტი #1572


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ჰე რა გჭირთ ამიტომ დავწერე ეს ყოველივე.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Jan 25 2008, 03:57 PM
პოსტი #1573


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



QUOTE
ჰე რა გჭირთ ამიტომ დავწერე ეს ყოველივე.

შენ დაიწყე აფხაზ wink.gif
სიტყვა ძალიან მომეწონა.

მე მგონი ასევე საყურადღებოა რომ ქრისტიანები არ გადავვარდეთ მეორე უკიდურესობაში, ანუ ფამილიარობაში ღმერთთან ურთიერთობისას, როდესაც კრძალულებას და თუნდაც ცოდვის ჩადენის შიშს საერთოდ ვერ ვგრძნობთ.

ამ აზრზე დამაყენა სცეტიცხოვლის ერთ ერთი მცირე თაღის ფრესკამ სადაც ქრისტე წარბშეყრილია გამოსახული. ძალიან მეუცხოვა და როგორც მე გულისხმავჰყავი, სწორედ ასეთი "ფამილიარობის" აღსაკვეთად უდა იყოს ასეთი ფრესკა დაწერილი...

შენი აზრი მაინტერესბს...


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jan 25 2008, 04:11 PM
პოსტი #1574


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(Lenus @ Jan 25 2008, 04:57 PM) *

მე მგონი ასევე საყურადღებოა რომ ქრისტიანები არ გადავვარდეთ მეორე უკიდურესობაში, ანუ ფამილიარობაში ღმერთთან ურთიერთობისას, როდესაც კრძალულებას და თუნდაც ცოდვის ჩადენის შიშს საერთოდ ვერ ვგრძნობთ.



შუალედი ოქროა, ამიტომაც უნდა იფხიზლოს კაცმა


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jan 25 2008, 04:15 PM
პოსტი #1575


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Lenus
ციტატა
მე მგონი ასევე საყურადღებოა რომ ქრისტიანები არ გადავვარდეთ მეორე უკიდურესობაში

რა თქმა უნდა ლენუს, არცერთუ უკიდურესობა არაა გამართლებული, ალბათ მიხვდებით რაზეც გავაკეთე აქ აქცენტი. მე ვფოქრობ რომ ადამიანებს უფრო მეტი თავისუფლება გვჭირდება: "სცანთ ჭეშმარიტება და ჭეშმარიტეგა გაგატავისუფლებთ თქვენ".

ქრისტიანობა მუდმივი, ყოველდრიური ზრდის რელიგიაა, კითხვის დასმის, ინტერესის და არა ცაკეტილობის და ერთ ადგილას გაყინვის, ანუ შინაარსობრივი რელიგიაა ქრისტიანობა, უნდა იცოდე რა გწამს.

ედიშერ ჭელიძემ ერთხელ ლექციაზე ასეტი რამ თქვა: "როდესაც ლოცვას წარმოვთქვავთ და არ გვესმის მისი შინაარსი, ანუ მხოლოდ ზეპირად, არა შინაარსის გარეშე ვოცულობთ, სწორედ ესაა მაგია (არ შეგეშინდეთ ეხლა ამას რომ ვამბობ), ანუ ჩვენ რასაც ვაკეთებტ ქრისტიანობაში კარგად გააზრებული უნდა გვქონდეს და იმიტომ კი არ უნდა ვაკეთებდეთ ასე რომ ვიღაცამ გვითხრა.

მე ძალიან მიყვარს პავლე მოციქულის რომაელტა მიმართ ეპისტოლე, სადაც ნათლადაა წარმოჩენილი მთავარი აქცენტი ქრისტიანობისა.

ქრისტიანას ერთადერთი მთავარი მიზანი უნდა ამოძრავებდეს, არ დაკარგოს უფლის სიყვარული. იცხოროს მოყვასისათვის და გაამრავლოს უფლის ტალანტები.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Jan 25 2008, 05:10 PM
პოსტი #1576


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



QUOTE
რა თქმა უნდა ლენუს, არცერთუ უკიდურესობა არაა გამართლებული


აფხაზ.

თუ უფრო დავაზუსტებთ, მე მინდოდა მეთქვა, რომ მოწყალე, გადამრენელი ღმერთი ბევრგანაა გამოსახული, აღწერილი, გადმოცემული. განრისხებული ღმერთი კი არც ისე ბევრგან და მგონი ამ უკიდურესობაში ჩავარდნა, შესაბამისად, უფრო ადვილი მგონია (მე პირადად).

მოდი გავიხსენოთ, ფამილიარული დამოკიდებლება ჩვენი საკურთხეველში, ტაძარში, მაპატიეთ ყველამ და ჩემზე წარუშლელეი შთაბეჭდილება დატოვა სამების ტაძარში პირველმა და ერთადერთმა შსვლამ ჯერჯერობით...

ალბათ ხვდებით, რატომაც.

აი, ამაზე თუ ვამახვლებთ ისეთივე ძალით და ინტნსივბით და მონდომებით ყურადღებას, როგროც, ღმერთის ნუ გეშინიათ-ზე.

აქვე ერთ წიგნში აღწერილი ამბავი მახსნედება, როდესაც სახლიდან წასული ქმარი ღამით მოულოდნელად უკან მობრუნდა და ცოლმა კარი არ გაუღო, (ზედმეტ სიფრთხილეზე იყო იგავივით, თუ ნამდვილი ამბავი აღწერილი ), შეიძლება ყაჩაღი ხარ და ჩემი ქრმის ხმის მიბაძვით მაღებინებ კარსო. რომ გათენდა და დათქმულ დროზე გააღო კარი ქმარმა სიფრთხილე შეუქოო.

ამითი მკითხველისთვის მაგალითი იყო აღწერილი ღვთისა და ადამიანის ურთიერთობაში. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ღვთის მონებიც ვართ, მიუხედავად იმისა, რომ ღმერთმა მეგობრობა აღგვითქვა. და სიფრთხილეს იმდენად არ მოგვკთხავს (ჩემი აზრით) ღმერთი, რამდენადაც ფამილიარობასა და ჯეროვანი პატივისცემის უქონლობას.

რაც შეეხება ლოცვას, მართალი ხარ, მაგრამ მე ერთმა ბერმა მითხრა ადრე, როცა არ გესმის ლოცვა, მორჩილებად მაინც აღასრულეო და მორჩილებას შეიწირავს ღმერთიო.


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jan 25 2008, 05:36 PM
პოსტი #1577


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Lenus
ციტატა
ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ღვთის მონებიც ვართ

ამაში ვერ დაგეთანხმები, იქიდან გამომდინარე რომ უფალი ცხადად ამბობს სახარებაში "თქვენ აღარ ხართ მონებიო".

სწორად გამიგეთ რასაც ვწერ. ქრისტიანობა ეს არის სიყვარულის რელიგია, ანუ აქ ყველაფერი სიყვარულიდან გამომდინარეობს და არა იქიდან რომ ასე წერია. ანუ პირვლ რიგში ღმერთი სიყვარულია და მერე კანონი და არა პირიქით.

მე სიკეთეს ვაკეთებ რატომ? იმიტომ რომ საზღაური მივიღო? ეს ხომ ანგარებაა. სიკეთეს ვაკეთებ იმიტომ რომ მიყვარს უფალი, მიყვარს მოყვასი და მინდა შევასრულო ის რაც უფალმა მითხრა: "ერთმანეთის სიმძიმე იტყვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული".

არ ვაკეთებ ბოროტებას იმიტომ რომ არ მინდა ვაწყენინო უფალს და შესაბამისად არ მინდა მის სიყვარულს განვეშორო, არ მინდა ვაწყენინო ჩემს უახლეს მეგობარს, მან რომელმაც სიცოცხლე მიბოძა, არ მინდა ვაწყენინო მას ვინც მუდამ ზრუნავს ჩემთვის.

განრისხებული უფლის სახე. ალბათ ყველა მიხვდება რომ უფალი არ რისხდება. ის რაც ბიბლიის მრავალ ადგილასაა აღწერილი ეს მხოლოდ ბიბლიის ენაა, ადამიანტათვის გასაგები. ესეცაა, უფალი არავის არ სჯის.

"წყალობასა და სამართალსა გაქებდე შენ უფალო" ამბობს ფსალმუნთა მღაღადებელი. და რა იგულისხმება ამ სიტყვებში. დიახ უფალი მოწყალეა და სამართლიანი, უფალი ყველას უწვდის დახმარების ხელს, ყველაზე გარდამოევლინება მადლი სულისა წმიდისა, არავინ არაა მეტი, არავინ არაა ნაკლები, ყველანი თანასწორნი ვართ მის წინაშე. მაგრამ რა ხვდება ჩვენგან ამ მადლს, გამოწვდილ ხელს, ესაა მეორე საკითხი. ამის მიხედვიტაა უფალი სამართლიანი, რომ მის მადლს მიმღები იღებს, არ მიმღები კი ვერ იღებს, რადგან უფალთან არაა მიკერძოება, როგორც ამბობს პავლე მოციქული.

მიმღები უფალთანაა, არ მიმღები კი შორსაა მისგან სწორედ ამ არ მიღების გამო.

კეთილი საქმეები კი არ გვაცხოვნებს, არამედ (აქ გამორიცხვა არ იგულისხმება) არამედ სიყვარული უფლისა, მისი წყალობა. ან ბოროტი საქმეები კი არ გვაკუთვნებს ჯოჯოხეთს, არამედ უსიყვარულობა უფლისა, ანუ მისგან განშორება (ამ შემტხვევაშიც არ იგულისხმება გამორიცხვა).

ეს არ ეწინააღმდეგება იაკობ მოციქულის სიტყვებს, რომელიც ამბობს "რწმენა საქმის გარეშე მკვდარიაო", ეს ორი განუყოფელია, ერთია "რწმენა საქმით და საქმე რწმენით".


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jan 25 2008, 05:39 PM
პოსტი #1578


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



afxazi

გეთანხმები ყველაფერში....ჩემი ინკარნაცია ხარ აშკარად biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jan 25 2008, 05:44 PM
პოსტი #1579


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(კანუდოსელი @ Jan 25 2008, 06:39 PM) *

afxazi

გეთანხმები ყველაფერში....ჩემი ინკარნაცია ხარ აშკარად biggrin.gif

ჰეჰ biggrin.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Jan 25 2008, 06:08 PM
პოსტი #1580


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



QUOTE
ამაში ვერ დაგეთანხმები, იქიდან გამომდინარე რომ უფალი ცხადად ამბობს სახარებაში "თქვენ აღარ ხართ მონებიო".


კი ბატონო, გეთანხმები - მაგრამ მაშინ ეს სიტყვებიც უნდა განვმარტოთ:

"უფალო მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, ნუგეშინისმცემელ მექმენ და შემინდევ მე უღირსსა მონასა შენსა რაოდენიცა, ვითარცა კაცმან, ვჰსცოდენ დღეს ნებსით და უნებლიეთ, მეცნიერებით და უმეცრებით, აღტაცებულობისაგან, უკრძალველობისაგან და დიდისა მცონარებისაგან, და უდებებისა ჩემისა. "

ასევე:

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო და სიტყვაო ღვთისა ცხოველისაო, შემიწყალე მე უღირსი ესე მონა შენი, და განფხვარ გონებისა ჩემისაგან გული-სიტყვა უჯერო და ვნებული, რომელი ეგე კურთეულ-ხარ უკუნითი უკუნისამდე,ამინ.

ასევე:

გინათუ ლოცვაი ჩემი უდებ-ვჰყავ, ანუ სხვა რაიმე ბოროტი მიქმნიან და არა მახსოვან, უფალო, შემიწყალე და შემინდევ მე უღირსსა და უხმარსა მონასა შენსა, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან,

ასევე:

ზესთამბძოლისა ჩემისათვის და მოღვაწისა უძლეველისა, ვითარცა შენ მიერ ხსნილნი განსაცდელთაგან სამადლობელსა აღვსწერთ ღვთისმშობელო ქალწულო, შენდა მომართ მონანი შენნი, არამედ ვითარცა გაქუს ძლიერება უბრძოლველი, ყოველთაგან ვნებათა განმათავისუფლენ ჩვენ, რათა გიგალობდეთ შენ, კურთხეულო, გიხაროდენ სძალო უსძლოო.

ასევე:

მოიხსენენ, უფალო, ნაყოფის მომრთმეველნი და კეთილის მოქმედნი წმიდათა ეკლესიათა შენთანი და მიეც მათ საცხოვნებელი თხოვაი მათი, და ცხორება საუკუნო. მომიხსენენ, უფალო, ჩვენცა მდაბალნი და ცოდვილნი და უხმარნი მონანი შენნი და განანათლე გონებანი ჩვენნი ნათლითა მეცნიერებისათა, სვლად გზასა მცნებათა შენთასა

ეს ბრალოდ მხოლოდ საღამოს ოლცვებიდან, მერწმუნე რამე ხელვნურ წინააღდეგობას არ ვაგებ, რაც გამახსენდა ზეპირად, და რაც არა, იმათ მოძებნას მგონი აზრი არ აქვს.

თუ შეგიძლია ეს ამიხსნა, ეს ლოცვები სახარებასთან წინააღდეგობაშჲ მოდის?

დიდი მადლობა წინასწარ.



QUOTE
გეთანხმები ყველაფერში....ჩემი ინკარნაცია ხარ აშკარად


აუ აფხაზ, რა გაგიმართლააა .. smile.gif


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jan 25 2008, 06:20 PM
პოსტი #1581


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Lenus
ციტატა
თუ შეგიძლია ეს ამიხსნა, ეს ლოცვები სახარებასთან წინააღდეგობაშჲ მოდის?

დიდი მადლობა წინასწარ.

რა თქმა უნდა არ მოდის წინააღმდეგობაში, ეს ხომ შეუძლებელია.

მოდით რეალურად შევხედოთ, რა არის მონა. ეს ნიშნავს რომ ხარ ვირაცის თყვეობის ქვეშ, ანუ შენ მას ეკუთვნი, ანუ ნება შენი (მონიჭებუი უფლისაგან) ვერ რეალიზდება, გამომდინარე იქიდან, რომ ვერ აკეტებ იმას რაც შენ გინდა, არამედ აკეთებ იმას რაც სხვას უნდა, შენს ბატონს.

გავიხსენოთ რა მდგომარეობაში იყო ადამიანი ქრისტეს მოსვლამდე, ის იყო მონა ცოდვისა, პირდაპირი გაგებიტ მონა, რადგან მას არ შეეძლო თავი დაეხსნა ამ ცოდვის მონობისაგან, ანუ როგორც მონას არ შეუძლია თავი დაიხსნას ტავისი ბატონისაგან, თუკი მას არ მიეცემა ე.წ. "განტევების სიგელი", აი ასე იყო ადამიანი მონა ცოდვისა, რომ რაც არ უნდა გაეკეთებინა, როგორც არ უნდა ეცხოვრა, მოსეს რჯულს არ შეეძლო ხსნა მოეტანა მისთვის.

დედამიწაზე მოვიდა უფალი, განაქარვა ცოდვა დაარღვია ეს დამაბრკოებელი კედელი, ზღუდე, უფალსა და ადამიანს შორს და გვითხრა თქვენ არარ ხართ მონები ცოდვისა, თქვენ ხართ თავისუფლები ამ საშინელი სენისგან...

ლენუს მოდი ჩავუღრმავდეთ შენს მიერ მოყვანილ ამ ციტატებს სხვადასხვა ლოცვებიდან, განა შეიძლება ითქვას რომ აქ იგულისხმება პირდაპირი გაგებით მონობა. რა ჩანს აქ: მიმართვა უფლისადმი: "მომიხსენე უფალო მე, შენი მორჩილი (და როდის ხდება ადამიანი მორჩილი, როცა შენს ნებას უმორჩილებ უფალს, ანუ სთხოვ უფალს რომ გასწავლოს ცხოვრების წარმართვის გზა, რადგან შენ მარტოს არ შეგიძლია ამის გაკეთება.

ანუ აქ ხდება ე.წ. სინერგია, ღვთისა და ადამიანის ნების შეერთება.

როცა მეგობარს ვთხოვ რაიმე ისეთს რაც მე არ შემიძლია მარტოს გავაკეთო, განა ეს ნიშნავს რომ მე მისი მონა ვარ?


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Jan 25 2008, 06:29 PM
პოსტი #1582


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



QUOTE
ლენუს მოდი ჩავუღრმავდეთ შენს მიერ მოყვანილ ამ ციტატებს სხვადასხვა ლოცვებიდან, განა შეიძლება ითქვას რომ აქ იგულისხმება პირდაპირი გაგებით მონობა. რა ჩანს აქ: მიმართვა უფლისადმი: "მომიხსენე უფალო მე, შენი მორჩილი (და როდის ხდება ადამიანი მორჩილი, როცა შენს ნებას უმორჩილებ უფალს, ანუ სთხოვ უფალს რომ გასწავლოს ცხოვრების წარმართვის გზა, რადგან შენ მარტოს არ შეგიძლია ამის გაკეთება.


ბოდიში შენთან და პირდაპირი გაგებით მონობა არც მე მიგულისხმია.
გეთანხმები რასაც ამბობ, მაგრამ ჩვენ ჩვენი მხრიდან არ უნდა დაგვავიწყდეს ეს "მოწიწება", განა უფალი გვთვლის მონად, მაგრამ განა ჩვენ თავი უნდა გავუყადროთ...

შეიძლება არ გეთანხმები წვრილმანებში, მაგრამ ძირითადად იგივე აზრია... იგივე ეხება სიტყვა "რისხვასაც"... სხვათაშორის.

ასე, რომ აქ ორმაგი დამოკიდებულებაა ამ სინერგიაში. (ჩემი აზრით ).

პანიკური შიში რომ გამოიწვიოს, ისეთ მონობაზე რასაკვირველია არც ვფიქრობ smile.gif smile.gif


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jan 25 2008, 06:32 PM
პოსტი #1583


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



კიდევ ერთი მომენტია:

ეგვიპტიდან ებრაელთა გამოსვლისას უფალი ეუბნება აღთქმულ ერს:

Я Господь, Бог твой, Который вывел тебя из земли Египетской, из дома рабства; да не будет у тебя других богов пред лицем Моим." (Исх 20:1).

ანუ მონად განცხადება ნიშნავს, რომ ჩვენ ვუპირისპირდებით იმ მონობას და ვართ ღმერთის ხელში და არა მონობის ხელში - დაპირისპირებაა ნების საწინააღმდეგო მონობასთან იმისა, როდესაც, როგორც დაწერა აფხაზმა - შენი ნებით მიდიხარ უფალთან - ეს მიწიერი მონობა არაა, ანუ ის, როგორც გვგონია ჩვენ ყოფითი ცხოვრებიდან...

შმემანს აქვს მაგარი წიგნი "ავტორიტეტი და თავისუფლება ეკლესიაში" - ამ თემაზეა


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jan 25 2008, 06:36 PM
პოსტი #1584


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



კანუდოსელი
ციტატა
შმემანს აქვს მაგარი წიგნი "ავტორიტეტი და თავისუფლება ეკლესიაში" - ამ თემაზეა

ეს სტატიები ჟურნალ "არჩევანში" ქვეყნდებოდა, მაქვს წაკითხული და მართლა კარგი რამაა.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jan 25 2008, 06:37 PM
პოსტი #1585


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(afxazi @ Jan 25 2008, 07:36 PM) *

კანუდოსელი

ეს სტატიები ჟურნალ "არჩევანში" ქვეყნდებოდა, მაქვს წაკითხული და მართლა კარგი რამაა.


ქართულად თუ იყო არ მეგონა...ძალიან კარგია


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jan 25 2008, 06:38 PM
პოსტი #1586


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



კანუდოსელი
ციტატა
ქართულად თუ იყო არ მეგონა...ძალიან კარგია

ჰო თარგმნიდნენ, ცუდტან ერთად ბევრ კარგ რამეაც აქვეყნებდნენ.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Jan 25 2008, 08:41 PM
პოსტი #1587


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



QUOTE
ეს მიწიერი მონობა არაა, ანუ ის, როგორც გვგონია ჩვენ ყოფითი ცხოვრებიდან


რათქმა უნდა, ეს არ მგონია ვინმეს აზრადაც მოსვლოდეს, ისევე როგროც "მეგობრის" მიწიერი განსაზღვრება.

და მაინც, მონას ვუწოდებთ თავს ლოცვებში და სპარტაკისნაირი მონების თუ არა, რაღაც მთლად დაძმაკაცებული "ათითუდიც" არ ივარგებს მგონი.

ეს იყო სულ.


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jan 28 2008, 02:37 PM
პოსტი #1588


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ამ ეტაპისთვის ასე გამოიყურება სია იმისა, თუ რისი "შიში" წარმოუდგენია ზოგიერთ მართლმადიდებელს მართლმადიდებლობის ნორმად:

1. შტრიხ კოდების
2. მსოფლიო საიდუმლო შეთქმულების
3. საიდენტიფიკაციო ნომრების
4. შელოცვების
5. კათოლიკურ ტაძრებში შესვლის
6. ტელევიზორის (აპელირება რომელიღაც "სტარეცის " "გამოცხადებაზე")
7. კომპიუტერის (მასში ვითომდა 666-ის არსებობის გამო)
8. ზღვაზე სიარულის, "სიშიშვლის" გამოჩენის საბაბით
9. ცეკვის (წარმართული გადმონაშთის)
10. სპორტის (წარმართული გადმონაშთის)
11. ახალი სტილის კალენდრის და პირველ იანვარს ახალი წლის აღნიშვნის
12. მუსიკის მოსმენის (შესრულების), კონცერტებზე, ბალეტზე, ოპერაში და სხვ. სიარულის
13. მოძღვრის კურთხევისადმი გააზრებული მორჩილების (მონასტრული ტიპიკონის ხისტად გადმოტანის მოტივით)
14. დენ ბრაუნის კრეტინობის კითხვის და ეკრანიზაციის ყურების
15. ჰარი პოტერის კითხვის
16. საერო წიგნების კითხვის აუცილებელი კურთხევის გარეშე
17. სუნამოს დასხმის, თანამედროვე ჩაცმულობის და გალამაზების შიში (წარმართული გადმონაშთის მოტივით)
18. ღვთისმსახურების ენის მიზანშეწონილი რეფორმის მიმართ "შიში", (იკვეთება ენის საკრალიზაციის ნიშნებიც)
19. უპირობოდ ნებისმიერი ტიპის იუმორის
20. გოგონებში შარვლის ჩაცმის (მკვიდრდება აზრი, რომ შარვლის არჩაცმა მართლმადიდებლობაა)
21. ეკლესიაში სკამების დადგმის - მსახურებისას ერისკაცთათვის ჯდომის
22. ეროვნული (ერთი ნაწილისთვის) და არაეროვნული (მეორე ნაწილისთვის) კუთვნილების ქრისტიანობასთან შეუსაბამობის შიში
23. მარხვის პერიოდში ცოლ-ქმრული ურთიერთობის - ანუ ითვლება, რომ ამგვარი ურთიერთობა უპირობოდ უარსაყოფია და ეწინააღმდეგება მართლმადიდებლობას
24. ნებისმიერი წყობის, გარდა მონარქიისა (ეს პუნქტი არ შევიდოდა, რომ არა ამ უკანასკნელის ნორმად წარმოჩენის მცდელობა)
25. "ბეჭდების მბრძანებლის" კითხვის ან ეკრანიზაციის ყურების



არასახარბიელო სიტუაციაა ნამდვილად...
ადგილი აღარ რჩება ქრისტესთვის ამდენი სუროგატის ადგილზე

მგონი "ძალიან" მოდაშია არასწორი ქრისტიანობის ამბიონიდან ქადაგება, როდესაც ქადაგება მიდის ყველაფერზე, გარდა ქრისტესი - ზემოთ ჩამოთვლილი მაგალითებიც სწორედ ამბიონიდან იღებს მხარდაჭერას სამწუხაროდ


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jan 28 2008, 02:41 PM
პოსტი #1589


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



კანუდოსელი
ციტატა
25. "ბეჭდების მბრძანებლის" კითხვის ან ეკრანიზაციის ყურების

კაი რა... მითხარი ვის ეშინია "ბეჭდების მბრძანებელის" ყურების?! rolleyes.gif smile.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jan 28 2008, 02:43 PM
პოსტი #1590


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა( გიორგი @ Jan 28 2008, 03:41 PM) *

კანუდოსელი

კაი რა... მითხარი ვის ეშინია "ბეჭდების მბრძანებელის" ყურების?! rolleyes.gif smile.gif



რას ამბობ - წარმართულ კულტურას აფუძნებს

შესაბამის თემაშიც კი დაწერეს, რომ მოძღვრისგან გაეგონათ, რომ ეს წიგნი ოკულტური ხასიათის იყო


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

162 გვერდი V « < 78 79 80 81 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd September 2025 - 02:13 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი