IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

162 გვერდი V « < 85 86 87 88 89 > »   
Reply to this topicStart new topic
> მართლმადიდებლობა თუ ფსევდო მართლმადიდებლობა
იოანა
პოსტი Feb 8 2008, 09:02 PM
პოსტი #1721


აკურთხევს სული ჩემი უფალსა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,554
რეგისტრ.: 23-July 06
წევრი № 5



ციტატა(მნათე @ Feb 8 2008, 06:21 PM) *

ოხ, გაწმინდეს ახლა მინარეთებიდან და მოარგეს ქრისტიანობას laugh.gif

და როდესაც ვიკითხავთ, რა წმიდა წყალზე ლაპარაკობთო - კვლავ თევზების აქეთ-იქით ცურვას დაუბრუნდებიან laugh.gif


ჩვენთვის ხილულად თევზით იწყება ეგ სასწაული.


--------------------
თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი...
------------------------------------------------------
აზროვნება სულის თვისებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Feb 8 2008, 09:07 PM
პოსტი #1722


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



იოანა
მე ვერ გავიგე ისე თევზებზე. სად არიან ეს თევზები? და რატომ არის განსაკუთრებული მათი იქ ყოფნა?


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იოანა
პოსტი Feb 8 2008, 09:09 PM
პოსტი #1723


აკურთხევს სული ჩემი უფალსა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,554
რეგისტრ.: 23-July 06
წევრი № 5



ციტატა(k@the @ Feb 8 2008, 07:07 PM) *

იოანა
მე ვერ გავიგე ისე თევზებზე. სად არიან ეს თევზები? და რატომ არის განსაკუთრებული მათი იქ ყოფნა?


ერთი თევზია ტაძრის საკურთხევლის ქვეშ, რომელიც აგებული ნაკადულის თავზე და გარეთ გამოდის მხოლოდ სიკვდილის წინ, არჩევს ერთ თევზს, შეჰყავს საკურთხევლის ქვეშ, რომელიც მას შემდეგ იქიდან არ გამოდის. თვითონ კი გამოდის და კვდება.


--------------------
თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი...
------------------------------------------------------
აზროვნება სულის თვისებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Feb 8 2008, 09:14 PM
პოსტი #1724


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(იოანა @ Feb 8 2008, 06:09 PM) *

ერთი თევზია საკურთხევლის ქვეშ და გარეთ გამოდის მხოლოს სიკვდილის წინ, არჩევს ერთ თევზს, შეჰყავს საკურთხევლის ქვეშ, რომელიც მას შემდეგ იქიდან არ გამოდის. თვითონ კი გამოდის და კვდება.

blink.gif
სად ხდება ეგ ამბავი?
კარგად ვერ გავიგე მაინც. unsure.gif საკურთხევლის ქვეშ წყალია? და რამდენი ხანია რაც ეგეთი რამ შემჩნეულია?


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იოანა
პოსტი Feb 8 2008, 09:16 PM
პოსტი #1725


აკურთხევს სული ჩემი უფალსა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,554
რეგისტრ.: 23-July 06
წევრი № 5



ციტატა(k@the @ Feb 8 2008, 07:14 PM) *

blink.gif
სად ხდება ეგ ამბავი?
კარგად ვერ გავიგე მაინც. unsure.gif საკურთხევლის ქვეშ წყალია? და რამდენი ხანია რაც ეგეთი რამ შემჩნეულია?


წინა პოსტი დავარედაქტირე smile.gif

წალკაში, დედათა და მამათა მონასტერია იქვე და კიდევ სხვა ტაძარიც არის.
ტაძარი აგებულია პატარა ნაკადულის თავზე.
მგონი დიდი ხანია, არ ვიცი ზუსტად.


--------------------
თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი...
------------------------------------------------------
აზროვნება სულის თვისებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Feb 8 2008, 09:47 PM
პოსტი #1726


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(იოანა @ Feb 8 2008, 10:09 PM) *

ერთი თევზია ტაძრის საკურთხევლის ქვეშ, რომელიც აგებული ნაკადულის თავზე და გარეთ გამოდის მხოლოდ სიკვდილის წინ, არჩევს ერთ თევზს, შეჰყავს საკურთხევლის ქვეშ, რომელიც მას შემდეგ იქიდან არ გამოდის. თვითონ კი გამოდის და კვდება.

blink.gif blink.gif იოანა, ეგ ვინ გითხრა?! როგორ იჯერებ ამ ყველაფერს? ის თევზი ძალიან კარგადაც გამოდის, კარგი რა! blink.gif blink.gif

მართლა უიმეეე რა ohmy.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იოანა
პოსტი Feb 8 2008, 09:54 PM
პოსტი #1727


აკურთხევს სული ჩემი უფალსა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,554
რეგისტრ.: 23-July 06
წევრი № 5



ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Feb 8 2008, 07:47 PM) *

blink.gif blink.gif იოანა, ეგ ვინ გითხრა?! როგორ იჯერებ ამ ყველაფერს? ის თევზი ძალიან კარგადაც გამოდის, კარგი რა! blink.gif blink.gif

მართლა უიმეეე რა ohmy.gif


ბერებმა გვითხრეს.

მოკლედ, მოვიძიე ის ლინკი, სადაც ამ თევზებზე მიწერია.

http://church.ge/index.php?s=&showtopic=51...findpost&p=2199



ქარიშხალია მოსალოდნელი...



--------------------
თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი...
------------------------------------------------------
აზროვნება სულის თვისებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Feb 8 2008, 09:55 PM
პოსტი #1728


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



და რატო არ არის სულერთი მე მჯერა თუ არა კალმახების ისტორია მათვის ვისაც ეს ამბავი არ ჯერა ? : )


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Feb 8 2008, 09:59 PM
პოსტი #1729


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



იოანა
ლილიანა
ვაიმე, ხალხო, რას მეუბნბეით? ის კალმახი მშვენივრად გამოდის, ჩემი მეგობარი ხელითაც კი მოეფერა, ცოცხალი მოწმეა ბიჭი, ვასკას ხელი მოვკიდეო, მერე იძახდა. მოიცა და ის ლეგენდა არ გსმენიათ, დედალ-მამალი რომაა? რა საოცარია, ყოველდღიურად ხდება ამ ისტორიის გადასხვაფერება, თუ რა არის ეს?


მდაა....

დააკვირდით რა: ნებისმიერი პატერიკი, რომელიც ახსენებს ცხოველსა თუ ფრინველს, არასდროს ამბობს, რომ სასწაულს ახდენენ ისინი ან წმინდანები არიან, პირიქით, ისინი ყოველთვის ფიგურირებენ წმინდანთან ერთად, ეს წმინდანია მადლის მატარებელი და არა ცხოვეი თუ ფრინველი....


wink.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Feb 8 2008, 10:01 PM
პოსტი #1730


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



ამიხსნას ვინმემ რატო ენიჭება ესეთი დიდი მნიშვნელობაა ამ ყველაფერს და რწმენის ხარისხს განსაზღვრავს თუ ?

თამარი_ცქნაფო
საერთოდ არ ვიცი მე კალმახების ისტორია და არც ის ვიცი როდის გამოდიან და როდის შედიან და მათ წმინდანობაზე საუბარი ხო აზრადაც არ მომსვლია უბრალოდ მიჩდება კითხვა ვისიმე ემოციას თუ ეს ამბავი უხდება სიამოვნებს და იჯერებს ტრაგედია ?


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Feb 8 2008, 10:03 PM
პოსტი #1731


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(ლილიანა @ Feb 8 2008, 11:00 PM) *

ამიხსნას ვინმემ რატო ენიჭება ესეთი დიდი მნიშვნელობაა ამ ყველაფერს და რწმენის ხარისხს განსაზღვრავს თუ ?

ვერ ხედავ, განსაზღვარსო და biggrin.gif biggrin.gif

გაოგნებული ვარ რა. სულ უფრო და უფრო გადასხვაფერებული ამბები მესმის ამ კალმახებზე biggrin.gif

ციტატა(ლილიანა @ Feb 8 2008, 11:01 PM) *

ამიხსნას ვინმემ რატო ენიჭება ესეთი დიდი მნიშვნელობაა ამ ყველაფერს და რწმენის ხარისხს განსაზღვრავს თუ ?

თამარი_ცქნაფო
საერთოდ არ ვიცი მე კალმახების ისტორია და არც ის ვიცი როდის გამოდიან და როდის შედიან და მათ წმინდანობაზე საუბარი ხო აზრადაც არ მომსვლია უბრალოდ მიჩდება კითხვა ვისიმე ემოციას თუ ეს ამბავი უხდება სიამოვნებს და იჯერებს ტრაგედია ?

wink.gif ტრაგედიაა აბა რაა biggrin.gif კალმახების გამოსვლა-არგამოსვლით რომ განისაზღვრება სიწმინდე!

ტრაგედია ისაა, ასეთი აღქმა რომ გვაქვს wink.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Feb 8 2008, 10:05 PM
პოსტი #1732


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



ხო არ ვიცი მე მხოლოდ რაღაც კეთილი რომანტიზმიიით მეგონა გაჯერებული "კალმახების ისტორია " და აქ თურმე მათ წმინდანობაზეა დავა . მაშინ მე გავჩუმდი


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იოანა
პოსტი Feb 8 2008, 10:31 PM
პოსტი #1733


აკურთხევს სული ჩემი უფალსა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,554
რეგისტრ.: 23-July 06
წევრი № 5



ციტატა(ლილიანა @ Feb 8 2008, 08:05 PM) *

აქ თურმე მათ წმინდანობაზეა დავა . მაშინ მე გავჩუმდი


წმინდანია ადამინი, რომელიც ცხონდება, თევზი ვერ ცხონდება.
სულ სხვა საკითხია რატომ არის გასაკვირი, რომ ღმერთი თავის შექმნილ არსებას ასეთი რაღაცისთვის იყენებს ისევდაისევ ადამინისთვის?


--------------------
თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი...
------------------------------------------------------
აზროვნება სულის თვისებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Feb 8 2008, 10:33 PM
პოსტი #1734


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



ციტატა
სულ სხვა საკითხია რატომ არის გასაკვირი, რომ ღმერთი თავის შექმნილ არსებას ასეთი რაღაცისთვის იყენებს ისევდაისევ ადამინისთვის?

არ მიკვირს smile.gif


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 8 2008, 11:26 PM
პოსტი #1735


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ვეცდები გამოვასწორო, მაკურთხეთ..

მდა... კარგად მეყოლე!

ნინიკო, აი ის ზღაპრები და მითები, ის ფსევდოობა რაზედაც ვწერდი, ნახე , როგორ პატერიკულად ჟღერს, არა?

ციტატა

ერთი თევზია ტაძრის საკურთხევლის ქვეშ, რომელიც აგებული ნაკადულის თავზე და გარეთ გამოდის მხოლოდ სიკვდილის წინ, არჩევს ერთ თევზს, შეჰყავს საკურთხევლის ქვეშ, რომელიც მას შემდეგ იქიდან არ გამოდის. თვითონ კი გამოდის და კვდება.


ახლა უფრო ნათელია როგორ იმოსება ბუნდოვანების საფარველით, ამას კი ერთი ახსნა და შეუვალი წყარო აქვს:

ციტატა
ბერებმა გვითხრეს.


მერე რა , რომ:

ციტატა
ის კალმახი მშვენივრად გამოდის, ჩემი მეგობარი ხელითაც კი მოეფერა, ცოცხალი მოწმეა ბიჭი, ვასკას ხელი მოვკიდეო, მერე იძახდა. მოიცა და ის ლეგენდა არ გსმენიათ, დედალ-მამალი რომაა? რა საოცარია, ყოველდღიურად ხდება ამ ისტორიის გადასხვაფერება


რა მოხდა, შეიძლება შეიცვალოს კიდეც ვარიანტები, მთავარია, ბუნდოვანება და მისტიურობა,
ციტატა
ღმერთი თავის შექმნილ არსებას ასეთი რაღაცისთვის იყენებს

ხოდა მორჩა, არ ჭირდება ახლა ამას გამოიძიება, მერე რა რომ ადრე პატრისტიკაში და მართლმადიდებლურ გამოცდილებაში :
ციტატა
ებისმიერი პატერიკი, რომელიც ახსენებს ცხოველსა თუ ფრინველს, არასდროს ამბობს, რომ სასწაულს ახდენენ ისინი ან წმინდანები არიან, პირიქით, ისინი ყოველთვის ფიგურირებენ წმინდანთან ერთად, ეს წმინდანია მადლის მატარებელი და არა ცხოველი თუ ფრინველი....

რა მოხდა, მცირე ცვლილება, მთავარი ისევ მისტიურობაა, რომელიც ხალხმა გულში დაკარგა და კალმახებში ეძებს და ბუნდოვანება, რომელიც უფრო სიბნელეა, რომელიც მხოლოდ გამეორებას საჭიროებს და მორჩა...

აი ესაა ფსევდო რწმენები, რომელიც ნინიკო, არაა როგორც ხედავ 20 კაცის გამოგონილი, არამედ კალმახოლოგიაცაა შექმნილი, სხვადასხვა ვარიანტით და ერთი ლოზუნგით :" გაუმარჯოს სიბნელეს მეგობრებო, რა იცი შეიძლება მისტიურია, კითხვები და აზროვნება აქ თევზებზე ფიქრისას დატოვეთ, მკრეხელობაა!"

უკვე მართლა საშიშია ეს ყველაფერი,, მით უმეტეს რომ ძალიან ბერვს ეს მითი :
ციტატა
სიამოვნებს და იჯერებს

ნამდვილად ტრაგედიაა ლილიანა. ნამდვილად!

სამწუხაროა_თი;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Feb 9 2008, 01:52 AM
პოსტი #1736


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



იოანა
მადლობა იოანა, წავიკითხე ის პოსტი.


რავი, მგონი იოანას არ უთქვამს კალმახები წმინდანი არიანო და რაა აქ საპრობლემო ისე მე მთლად ვერ მივხვდი... გასაგებია, რომ ადამიანები სასწაულების ძიებაში არ უნდა ვიყოთ. ყველაზე დიდი სასწაული, იესოს მოვლინება მოხდა უკვე. მაგრამ, მგონი უფალს ბევრი სხვა სასწაულიც მოუვლენია ქვეყნად და მაინცადამაინც საუკუნეები არ უნდა იყოს გასული, რაიმე რო ირწმუნო. ახლა, მირონმდენი ხატები როა სასწაული, ხალხი მიდის და ყველა ცდილობს ხელით შეეხონ ამ ხატებს. ვინმე ფიქრობს, რომ ეს ხეა წმინდანი რაზეც ხატია გამოსახული? არ მგონია ასე იყოს. უბრალოდ ადამიანებს უნდათ იქ ილოცონ, ხელით შეეხონ იმ ხატს(ხეს) და ის მადლი უფრო მეტად შეიგრძნონ. ასევე, ვინმეს თუ უნდა კალმახს შეეხოს ხელით, ამით მგონი კალმახთთაყვანისცემა არ ხდება smile.gif. მე მომიტევეთ თუ ვცდებოდე.

ჰოდა რა არის აქ უცნაური? თუ თქვენ იმის თქმა გინდათ, რომ არაფერი ღვთიური სასწაული არაა, იმ წყაროში კალმახების ყოფნაო. კი ბატონო, მგონი არავინ არავის ახვევს თავს ამ ამბავს. მარა ვისაც უნდა ამაში უფლის (! და არა კალმახთა) სასწაული დაინახოს, რაა ისეთი ფანატიკური ან ტრაგიკული, მე არ მესმის. unsure.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 9 2008, 03:32 AM
პოსტი #1737


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



მგონი უნდა ვისაუბროთ რა არის სასწაული, ასე საუბრის გაგრძელება დაძაბავს სიტუაციას, კალმახისტები დარჩებიან კალმახების მხარეს და ანტიკალამხისტები ტყემლის მხარეს smile.gif

ამიტომ ალბათ ჯერ შესაბამისი ლიტერატურა უნდა მოვიპოვოთ, და წავიკითხოთ, მერე ალბათ მირონმდინარე ხატებისა და წყალში მოცურავე კალმახების შედარება არ მოხდება, ხატი სხვაა ქეთი, იგი სარკმელია ზეცაში, მასზე წმიდანნი არიან გამოსახულნი და ხატთა თაყვანისცემით ადამიანი იმ წმიდანთა თაყვანისცემაზე ადის, აქ რა ხდება? არიან თევზი ვასია თუ ვასილი, ჯერ ერთი თევზისათვის წმიდანის სახელის დარქმევა არ მომიწონებია, მერე არის სხვადასხვა ისტორიები, დედალ-მამალი, მარტოდ მყოფი, შვილებიანი, უშვილო და ა.შ. მერე არის კითხვა რატომ არის ის წყალი წმიდა? იმიტომ რომ საკუთხევლის ქვეშაა? ახასიათებს მას წმიდა წყლის თვისებები? როდის მერე ნაკურთხ წყალში თევზებს უშვებდნენ? დავუშვათ რომ თევზი ნაკურთხ წყალშია, ეს ნიშნავს რომ ნაკურთხი თევზია? ან რასა ქვია ნაკურთხი თევზი? რაში გამოიხატება მისი ნაკურთხობა? ის რომ ვიღაცას შეეხო თურმე და ის ვიღაცა თურმე თევზმა განკურნა... მაკურნებელი ცხოველი, ფრინველი... როგორი უცხოა ქრისტიანობისათვის... მოკლედ ეს ყველაფერი არის ძალიან ბუნდოვანი, ძალიან არ ჯდება ქრისტიანულ ღვთისმეტყველებაში
აი ვნახოთ იოანას მონათხრობი:

"სამლოცველოს საკურთხეველი ემთხვევა წყაროს სათავეს, სადაც ბინადრობს მამრი კალმახი, რომელიც მხოლოდ ქვირითობის დროს და სიკვდილის წინ გამოდის გარეთ, სხვა შემთხვევაში მუდამ საკურთხევლის ქვეშ იმყოფება.

ქვირითობის შემდეგ, როცა ლიფსიტები გაჩნდებიან, ნაწილი ლიფსიტებისა მიჰყვება წყლის დინებას, ნაწილი კი აუზში რჩება.

მდედრი კალმახი და უკვე გამორჩეული ლიფსიტები ბინადრობენ აუზში. ისინი არასოდე შედიან საკურთხეველში და არც წყაროს დინებას მიჰყვებიან.

მამრი კალმახი ცოცხლობს 25-28 წელიწადი. სიკვდილის მოახლოებისას გამოდის საკურთხევლიდან, აუზში მობინადრე მამრი ლიფსიტებინად არჩევს ერთს, შეჰყავს საკურთხეველში და ტოვებს მანდ, შემდეგ გამოდის გარეთ და კვდება.

როდესაც მომლოცველები მიდიან, აუზში მობინადრე კალმახები მიმალული ადგილებიდან გარეთ გამოდიან. ჩვენს შემთხვევაში ერთდროულად ოთხი ლიფსიტა გამოვიდა, რამაც ბერებში გაოცება გამოიწვია (როგორც წესი ამდენი ერთად არ გამოდის). ასევე ყველა მომლოცველს ბერების დახმარებით საშუალება ეძლევა ხელი შეახოს საკურთხეველში მობინადრე კალმახს... როგორც ამბობენ ზოგიერთი მომლოცველის წინაშე კალმახი დიდი ხნით ჩერდება და მოფერების საშუალებას აძლევს. ჩვენს შემთხვევაში კი მხოლოდ მოხარშული კვერცხისთვის გამოვიდა საკურთხევლის იმ ნაწილამდე, სადაც ხელის მიწვდენა შეიძლება. თუმცა კი ყველამ მოვახერხეთ კალმახს წამით შევხებოდით. ხელით შეხების შემდეგ კი განვიბანეთ..."

ნუ ახლა აქ მართლაც ზედმეტია კომენტარი, იოანა შეიძლება გამიბრაზდეს, მაგრამ ცხოველთა სამყაროს მსგავსი ლამის დაყუდებული ბერების დონეზე აყვანა და საკრალიზაცია, მართლაც მოვლენაა მართლმადიდებლობაში!

ბერი მამრი, რომელიც თურმე სულ საკურთხეველშია, და სხვა მდედრები თურმე იქ არ შედიან, ამ ლიტურგიკის შესანიშნავ მცოდნე კალმახებს, თურმე დინასტიური მმართველობაც ქონიათ, თურმე გამოდის ირჩევს ერთს, ალბათ ვინც "მსახურებისათვისაა" მზად, ან "მადლია" მასზე ან რავი რაღაც ჰოლი კალმახური ინტიუციით და ლევიტელური მსახურებისათვის მიყავს, თურმე სადაც 28 წელი ცხვირი არ უნდა გამოყოს გარეთ, ეგ რომ სისულელეა, ეგ აშკარაა ის ვასკაც უნახავთ გარეთ გამოსული; არჩევითობა თურმე მარტო მამრებში არ ხდება, არც მდედრებია ყველა "ღირსი" და ნაწილი ტოვებს ადგილს, აი ისინი კი ვინც რჩებიან, ლიტურგიკაც შესანიშნავად იციან, ამ კალამხურ მონასტერს არ ტოვებენ, ამქვეყნიურ დინებას არ მიყვებიან, საკურთხეველში არ შედიან და სხვა დიდი მისიაც აქვთ - სასწაულებს ახდენენ; თურმე დიდი დაკვირვებები ხდება მოხარშულ კვერცხებზე ერთი გამოვა თუ ოთხი და თუ ოთხი გამოვიდა, რომელიც კალმახურ-მონასტრული წესით თურმე არ ხდება, მაშინ ბერებსაც უხარიათ და მოხარშული კვერცხების გულდათუთქულ პატრონებსაც, იგივე მოხარშულ კვერცხზე თუ ვასკამაც გამოყო თავი დიდი ამბავია, მხოლოდ გამორჩეულ მომლოცველებს აძლევს ვასკა მოფერების საშუალებებს, სხვებს წამიერ ბედნიერებას შეაგრძნობინებს, მაგრამ თურმე საკურთხეველს მაინც არ გამოცდება ( მეტი ვასკას და ამ ზღაპრების გამომგონს რა ვუთხარი მე), ხოდა და მერე თუ მოხდა ეს "ჩაკალმახებული სასწაული" აუცილებელი ფინალი განბანვა და ამდენი სასწაულების მერე დადგება ვიღაც კანუდოსა და კაიროსა და შეიტანენ ეჭვს smile.gif

ეეეჰ.ით;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Feb 9 2008, 03:43 AM
პოსტი #1738


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



smile.gif მე ბოდიში. არ უნდა შემედარებინა ცხადია მირონმდინარე ხატი კალმახებისთვის. რაღაც სხვაგვარად წარმოვიდგინე ყველაფერი, რაოდენობებზე და მოხარშულ კვერცხზე არც გამიმახვილებია ყურადღება...


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Feb 9 2008, 12:41 PM
პოსტი #1739


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



როდის ვითევზაოთ? laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Feb 9 2008, 01:25 PM
პოსტი #1740


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



მნათე
ციტატა
მგონი უნდა ვისაუბროთ რა არის სასწაული, ასე საუბრის გაგრძელება დაძაბავს სიტუაციას, კალმახისტები დარჩებიან კალმახების მხარეს და ანტიკალამხისტები ტყემლის მხარეს

როგორც ეტყობა მნათე ორივე მხარესაა, კალმახისაც და ტყემლისაც, უკვე სათევზაოდ იწევს biggrin.gif
-------------
ისე ეს ამბავი ჯერ კიდევ საქართველოში რომ ვცხოვრობდი მაშინ მაქვს გაგებული, ნამეტანი დაუჯერებელი და უცნაური მომეჩვენა, ბერები კი მართლა ამტკიცებენ სიმართლეაო.

კი ცხოვრობენ კამლახები იმ აუზში, მაგრამ ასეთი სასწაულის რა მოგახსენოთ, მაინცდამაინც არ მჯერა


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

162 გვერდი V « < 85 86 87 88 89 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th June 2025 - 10:51 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი