IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

162 გვერდი V « < 95 96 97 98 > »   
Reply to this topicStart new topic
> მართლმადიდებლობა თუ ფსევდო მართლმადიდებლობა
athos
პოსტი Feb 12 2008, 05:28 PM
პოსტი #1911


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



ისე, წმინდანებზე პავლე მოციქულიც ლაპარაკობდა smile.gif

16. მაგრამ ისინი უკეთესი, ესე იგი, ზეციური სამშობლოსაკენ ილტვოდნენ. ამიტომ ღმერთსაც არ რცხვენია მათ ღმერთად იწოდებოდეს, რადგანაც თვითონ განუმზადა ქალაქი მათ.

17. რწმენით შესწირა აბრაამმა, გამოცდის ჟამს, ისააკი; აღთქმა რომ ჰქონდა მიღებუღი, მიტომაც შესწირა მხოლოდშობილი,

18. რომელზედაც ითქვა: „ისააკის მიერ იწოდება შენი მოდგმა“.

19. რადგანაც სწამდა, რომ ღმერთს მკვდრეთით აღდგენის ძალაც შესწევს. ამიტომაც იყო, რომ შეწირული უკანვე მიიღო, როგორც ნიმუში.

20. რწმენით აკურთხა ისააკმა იაკობი და ესავი მომავლისათვის.

21. რწმენით აკურთხა სათითაოდ მომაკვდავმა იაკობმა იოსების ძენი, და თავის კვერთხზე დაყრდნობილმა თაყვანი სცა ღმერთს.

22. რწმენით მოიხსენია იოსებმა აღსასრულისას ისრაელის ძეთა გამოსვლა და ბრძანება გასცა თავისი ძვლების თაობაზე.

23. რწმენით მალავდნენ მოსეს მშობლები დაბადებიდან სამი თვის განმავლობაში, რადგანაც ხედავდნენ ყრმის სიკეთეს და არ შეუშინდნენ მეფის ბრძანებას.

24. რწმენით იყო, რომ მოსემ, როცა წამოიზარდა, უარი თქვა ფარაონის ასულის ძედ წოდებულიყო,

25. და ღვთის ხალხთან ერთად ტანჯვა ამჯობინა მცირე ხნით ცოდვილ განცხრომას.

26. ქრისტესავით გმობა უფრო დიდ სიმდიდრედ მიიჩნია, ვიდრე ეგვიპტის მთელი სიმდიდრე, რადგანაც ხედავდა საზღაურს.

27. რწმენით დატოვა ეგვიპტე და არ შეუშინდა მეფის რისხვას, რადგანაც მტკიცე იყო, როგორც მხილველი უხილავისა.

28. რწმენით აღასრულა პასექი და სისხლის პკურება, რათა პირმშოთა მომსრველს ხელი ვერ ეხლო მათ პირმშოთათვის.

29. რწმენით გადავლეს მეწამული ზღვა, როგორც ხმელეთი, ხოლო ეგვიპტელები, იგივე რომ დააპირეს, უფსკრულს დაინთქნენ.

30. რწმენით დაემხო იერიხონის გალავანი შვიდდღიანი ალყის შედეგად.

31. რწმენით იყო, რომ ურჩებთან ერთად არ დაიღუპა მეძავი რააბი, რომელმაც მშვიდთბით მიიღო მსტოვარნი.

32. მეტი რაღა ვთქვა? რადგანაც დრო არ მეყოფა გედეონის, ბარაკის, სამსონის, იეფთაეს, დავითის, სამუელისა და წინასწარმეტყველთა ამბის სათხრობად,

33. რწმენით რომ ამარცხებდნენ სამეფოებს, აღასრულებდნენ სიმართლეს, იღებდნენ აღთქმას, პირს უკრავდნენ ლომებს,

34. შრეტდნენ ცეცხლის ძალას, თავს აღწევდნენ მახვილის პირს, ძლიერდებოდნენ უძლერებისგან, მძლავრობდნენ ომში, აოტებდნენ უცხოთა ლაშქარს.

35. ქალებს აღმდგარნი უბრუნდებოდნენ თავიანთი მკვდრები, სხვები კი ეწამებოდნენ და უარს ამბობდნენ გამოხსნაზე, რათა გამხდარიყვნენ უკეთესი აღდგომის ღირსნი.

36. სხვებმა დაითმინეს გმობა და გვემა, სხვებმა კი - ბორკილები და დილეგი.

37. იყვნენ ჩაქოლილნი, შუაზე გადახერხილნი, ხმლით განგმირულნი, ცხვრისა თუ თხის ტყავებით მოარულნი, გაჭირვებულნი, ურვილნი, ძვირხილულნი (რომელთა ღირსიც არ იყო ქვეყანა),

38. უდაბნოებსა თუ კლდე-ღრეში მოხეტენი, მღვიმეებსა და ნაპრალებს შეფარებულნი.



--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Feb 12 2008, 05:29 PM
პოსტი #1912


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ისე, წმინდანებზე პავლე მოციქულიც ლაპარაკობდა


კანუდოს მოგიხაზეეეს laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი Feb 12 2008, 05:30 PM
პოსტი #1913


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



sergi_glaxa
ციტატა
ეს ვინ დაწერა?

მხევალი ნინოს კომენტარი დავაციტატე წინა გვერდიდან...

ციტატა
ეს ქრისტიანებისადმი მიმართვაა ხომ?

რატომ გახდა საჭირო?

yes.gif

უფლისადმი შიშს ვერ ვხედავ დისკუსიაში და ამიტომ პატარა შენიშვნა დავწერე yes.gif

არ უნდა დაგვავიწყდეს რომ უფალი არ არის რიგითი ადამიანი და მასზე საუბრისას უნდა ვიფრთხილოდ, რადგან ჩვენ უგუნურებს რაიმე ისეთი არ წამოგვცდეს უფლისადმი რაც შეურაცხყოფს მას. მისდამი შიშით უნდა ვისაუბროთ ისიც თუ ამის საჭიროებაა. უბრალოდ და სახუმაროდ კი დასაგმობია უფალზე საუბარი.

მესამე მცნება: არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა..

დისკუსია არ გადავზარდოთ ამაო საუბარში და ფუჭ ლაპარაკში yes.gif smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 12 2008, 05:31 PM
პოსტი #1914


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ეკატერინე
გაიხარე 2kiss.gif

ეგ სულ აღარ გამახსენდა


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Feb 12 2008, 05:37 PM
პოსტი #1915


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



თათარაშვილი
ციტატა
მხევალი ნინოს კომენტარი დავაციტატე წინა გვერდიდან...


აააა..ოკ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Feb 12 2008, 05:53 PM
პოსტი #1916


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(მნათე @ Feb 12 2008, 06:29 PM) *

კანუდოს მოგიხაზეეეს laugh.gif



რატომ? მე ოდნავ სხვაზე ვსაუბრობ...

პავლე მოციქული არაფერ სხვაზე არ საუბრობდა გარდა ქრისტესი - მისივე სიტყვების პერეფრაზირება იყო: არავის ვიცნობ, გარდა ქრისტესი და ისიც აღმდგარისა.

ერთიცაა: პავლე მოციქულების ტექსტები სავსეა ქრისტეზე საუბრით - რაც რაოდენობითაც აჭარბებს ერთი რიგით მაინც ნებისმიერი წმინდანის ხსენებას


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Feb 12 2008, 09:06 PM
პოსტი #1917


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



კანუდოსელი
ციტატა
პავლე მოციქული არაფერ სხვაზე არ საუბრობდა გარდა ქრისტესი - მისივე სიტყვების პერეფრაზირება იყო: არავის ვიცნობ, გარდა ქრისტესი და ისიც აღმდგარისა.



რაღაცას არასწორედ ვამტკიცებთ.

მე მგონი აქ საუბარი არ არის იმაზე საერთოდ უნდა ახსენო თუ არა წმინდანები ან მოციქულები, მე გმონი შენც იერარქიაზე საუბრობდი და არამხოლოდ ქრისტეს ხსენებაზე. ხოდა რაღაც წინააღდეგობაში ხომ არ მოვდივართ ტქო.

კანუდოსელი
ციტატა
ღმერთი->მოციქულები->წმინდანები


და საერთოდ სად ფსევდო და განსახილველი საკითხი. ამბიონიდან ვინმე ქადაგებს ამ საკითხზე?


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 13 2008, 03:57 AM
პოსტი #1918


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
თეოფანე დაყუდებული იცი რას ურჩევს მრევლს?
თუ ლოცვანის კითხვისას მოგივიდა სულიერი განცდა, რომ გინდა შენით თქვა - გაჩერდი და გააგრძელე შენი სიტყვებით ლოცვაო.

უძლიერესი სიტყვებია!
ციტატა
იტალიის ხსენებისას ბარის გახსენება პირველ რიგში, როცა არსებობს რომი - უამრავი მოციქულის სისხლით მორწყული

ნამდვილად!
ციტატა
თუ ქრისტეს საჭირო გააზრება ვერ მოხდება, მისი არსებითი მნიშვნელობაც მკაცრი ბიძიას პლადფორმაზე გაქვავდება და "ქრისტე შენს ქმედებებში" - იქნება დაბღვერილი, ულაზათო, 200-იან სკვნილ ახონხლილი და უსიყვარულო სახე... რომელიც მუდამ მზად არის ტუჩები მოპრუწოს და უზნეო გიწოდოს

რატომ ქოლავთ ამ 17 წლის დიდ ბიჭს? smile.gif
იდეაში ხშირად მართლაც ასეა, და სწორედ ასეთი სახეები აქვთ ასეთი ქრისტეს გულში მქონეთ, "კოკასა შინა რაცა დგას..." ვის გულშიც ქრისტე ნათელია, მოწყალე და სიყვარული, ეს იღვრება მათი ქმედებებიდანაც... სადაც ზიზღი და აგრესიაა, იქ სიყვარულის ღმერთისათვის ადგილი არ რჩება...

და ბოლოს გვერდითა თემიდან:

ციტატა
შვილი არ აგებს პასუხს მშობლების ცოდვებზე.


ნუ უკვე მერამდენედ აწყდები ამ წარმართულ იდეას მართლმადიდებელთა ნაშრომებში, ვფიქრობ ეს უნდა შევიტანოთ შიშებში!

წინაპართა ( ან სხვათა) ცოდვების გამო პასუხებისგების შიში!

ბევრი შიში საშიშია-თი;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 13 2008, 06:11 AM
პოსტი #1919


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



27. საკუთარი სიტყვებით ლოცვების წარმოთქმის (არსებობს მოსაზრება, რომ მადლი აქვს მხოლოდ ან უფრო დიდი მადლი აქვს დაწერილ ლოცვებს და აჯობებს ისინი წაიკითხო თუნდაც ბრმად, ვიდრე შენი სიტყვებით თქვა რაც მართლა სულიდან ამოსულია)


მე ხშირად ვლოცულობ საკუთარი სიტყვებით და უფრო ემოციურად. არ ვიცი რატომ, მხოლოდ მაშინ მდის სინანულის ცრემლი, როცა უფალს "პირდაპირ" ვესაუბრები sad.gif რატომაა მერე "აკრძალული", თუ მე ამით უფრო ვგრძნობ უფლის სიახლოვეში ყოფნას? sad.gif

სერგი-გლახა ,

სერჟ, რა არის იცი, მე მიჭირს სხვა ენაზე "გულიანი" ლოცვა, თუნდაც კარგად ვფლობ იმ ენას, ქართულად მაინც სხვაა. ახლა წასული რომ ვიყავი, ისე ჰეკტიკურად წავედი, რომ ლოცვების წიგნი დამრჩა, იქ კი ვნახე მათ ენაზე ლოცვების წიგნი,მაგრამ თან იმ განსაცდელში რაღაც მაინც სხვა იყო sad.gif რაღაც აკლდა ლოცვას, ნოუთბუკი მქონდა წაღებული და ბედზე რამდენიმე ლოცვა იქ მეწერა, რაც ზეპირად არ ვიცი, ისინი ამოვიწერე, ინტერნეტი არ იყო, რომ საიდანღაც გადმომეწერა, დანარჩენებს კი ჩემი სიტყვებით ვლოცულობდი. ჩემთვის ქართულად ლოცვა მაინც სხვაა...

პ.ს. ისე, ძველტაჯიკური ენა მე ვიცი, იგივე დარი,სპარსულია თითქმის biggrin.gif

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Feb 13 2008, 11:34 AM
პოსტი #1920


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



KAIROS
ციტატა
რატომ ქოლავთ ამ 17 წლის დიდ ბიჭს?
იდეაში ხშირად მართლაც ასეა, და სწორედ ასეთი სახეები აქვთ ასეთი ქრისტეს გულში მქონეთ, "კოკასა შინა რაცა დგას..." ვის გულშიც ქრისტე ნათელია, მოწყალე და სიყვარული, ეს იღვრება მათი ქმედებებიდანაც... სადაც ზიზღი და აგრესიაა, იქ სიყვარულის ღმერთისათვის ადგილი არ რჩება...


კარგი ეხლა კაიროს, შენც მაბრაზებ უკვე.
გამაგებინეთ რატომ იმსახურებს მუდმივად ტაშს ამ ფორუმზე ვინმეს ანომალური სახის დახატვა? თუ კარგი ტქვი რამე ფანატი ხან, ან უეკეთეს სემთხვევაში მიკერძოებბული. თუ ვინმე გაბძღენძილი და გაბოროტებუილი სახით დახატე მქუხარე ოვაციები და მაღლი შეფასების ღირსი ხდები.

დარწმუნებული ვარ წინა პოტსები წაიკითხე, იქ საუბარი არ იყო ანომალიაზე, იომ ეს თქვა


ციტატა
საჭიროა ქრისტე უფრო მეტად ჩანდეს ქმედებაში
. ამაზე უნდა ყოფილიყო საუბარი და არა ამოჩემებულ ფრაზებზე,რაც გაბოროტტებულ მრევლსა და გაბღენძილ სასულიერო პირებს ეხებათ.

მე მგონი სხვა საუბარი უკვე აღარც შეგვიძლია,ხოდა ვტრიალებთ კარუსელზე. ვინ იცისეგებ ჩვენ ვგავართ იმ გაბღენძილ, გაბოროტებულ კაცს ხელზე სკვნილი, რომ აქვს შემოხვეული და თავი მაგარი რომ ჰგონია ამ დროს ცარიელი სიტყვებია სიყვარულის გარეშე.

ციტატა
ამ თემას კითხულობს 5 მომხმარებელი (მათ შორის 0 სტუმარი და 4 დამალული წევრი)
1 წევრი: თემო


რა ამბავია აქ?smile.gif


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Feb 13 2008, 12:09 PM
პოსტი #1921


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ამ ეტაპისთვის ასე გამოიყურება სია იმისა, თუ რისი "შიში" წარმოუდგენია ზოგიერთ მართლმადიდებელს მართლმადიდებლობის ნორმად:

1. შტრიხ კოდების
2. მსოფლიო საიდუმლო შეთქმულების
3. საიდენტიფიკაციო ნომრების
4. შელოცვების
5. კათოლიკურ ტაძრებში შესვლის
6. ტელევიზორის (აპელირება რომელიღაც "სტარეცის " "გამოცხადებაზე")
7. კომპიუტერის (მასში ვითომდა 666-ის არსებობის გამო)
8. ზღვაზე სიარულის, "სიშიშვლის" გამოჩენის საბაბით
9. ცეკვის (წარმართული გადმონაშთის)
10. სპორტის (წარმართული გადმონაშთის)
11. ახალი სტილის კალენდრის და პირველ იანვარს ახალი წლის აღნიშვნის
12. მუსიკის მოსმენის (შესრულების), კონცერტებზე, ბალეტზე, ოპერაში და სხვ. სიარულის
13. მოძღვრის კურთხევისადმი გააზრებული მორჩილების (მონასტრული ტიპიკონის ხისტად გადმოტანის მოტივით)
14. დენ ბრაუნის კრეტინობის კითხვის და ეკრანიზაციის ყურების
15. ჰარი პოტერის კითხვის
16. საერო წიგნების კითხვის აუცილებელი კურთხევის გარეშე
17. სუნამოს დასხმის, თანამედროვე ჩაცმულობის და გალამაზების შიში (წარმართული გადმონაშთის მოტივით)
18. ღვთისმსახურების ენის მიზანშეწონილი რეფორმის მიმართ "შიში", (იკვეთება ენის საკრალიზაციის ნიშნებიც)
19. უპირობოდ ნებისმიერი ტიპის იუმორის
20. გოგონებში შარვლის ჩაცმის (მკვიდრდება აზრი, რომ შარვლის არჩაცმა მართლმადიდებლობაა)
21. ეკლესიაში სკამების დადგმის - მსახურებისას ერისკაცთათვის ჯდომის
22. ეროვნული (ერთი ნაწილისთვის) და არაეროვნული (მეორე ნაწილისთვის) კუთვნილების ქრისტიანობასთან შეუსაბამობის შიში
23. მარხვის პერიოდში ცოლ-ქმრული ურთიერთობის - ანუ ითვლება, რომ ამგვარი ურთიერთობა უპირობოდ უარსაყოფია და ეწინააღმდეგება მართლმადიდებლობას
24. ნებისმიერი წყობის, გარდა მონარქიისა (ეს პუნქტი არ შევიდოდა, რომ არა ამ უკანასკნელის ნორმად წარმოჩენის მცდელობა)
25. "ბეჭდების მბრძანებლის" კითხვის ან ეკრანიზაციის ყურების
26. VIII მსოფლიო კრების (რომელიც რატომღაც ანტიქრისტეს მიმდევრების იქნება და აი მის შემდეგ ჩატარდება ჭეშმარიტი კრება)
27. საკუთარი სიტყვებით ლოცვების წარმოთქმის (არსებობს მოსაზრება, რომ მადლი აქვს მხოლოდ ან უფრო დიდი მადლი აქვს დაწერილ ლოცვებს და აჯობებს ისინი წაიკითხო თუნდაც ბრმად, ვიდრე შენი სიტყვებით თქვა რაც მართლა სულიდან ამოსულია)

და უკვე
28. წინაპართა ( ან სხვათა) ცოდვების გამო პასუხებისგების შიში




ბოლო პუნქტისთვის მცირე განმარტება:
ეს უნქტი არ გულისხმობს პირველქმნილი ცოდვის მოვლენას, არამეტ, ზოგადად წინაპრის ცოდვის გამო შვილის დასჯას.
აი რას ამბობს იერემია:
Книга пророка Иеремии, глава 31
29 В те дни уже не будут говорить: "отцы ели кислый виноград, а у детей на зубах оскомина",
30 но каждый будет умирать за свое собственное беззаконие
; кто будет есть кислый виноград, у того на зубах и оскомина будет.

იმედია კანონისტი არ შემოვა თავისი კათოლიკური biggrin.gif სწავლებით, რომ ახლა აღარ ეთვლება ადამიანებს ეს ცოდვადო, თორე წინაპრების ცოდვების (რომლებიც არ იწვევენ პირდაპირ რაიმე დაავადებას) გამო შეიძლება ფიზიკური ნაკლი მიიღოსო


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Feb 13 2008, 12:13 PM
პოსტი #1922


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



კანუდოსელი
ციტატა
28. წინაპართა ( ან სხვათა) ცოდვების გამო პასუხებისგების შიში




ეს ხალხს აქვს ამის სიში ზაზა, სხვათა შორის ხშირად სვავენ კითხვებს და მოძღვრებიც მოთმინებით პასუხობენ.

ამ თემაში ის იწერება, რაც საკურთხეველიდან იქადაგება.

გავედი ეხლა ვიმუშავო, თორემ შიში მერე ნახე გაუკეთებელი საქმეები, რომ დამრჩება.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თემო
პოსტი Feb 13 2008, 12:18 PM
პოსტი #1923


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 1,357
რეგისტრ.: 30-May 07
წევრი № 2,053



[quote name='კანუდოსელი' date='Feb 13 2008, 10:09 AM' post='258563']
ამ ეტაპისთვის ასე გამოიყურება სია იმისა, თუ რისი "შიში" წარმოუდგენია ზოგიერთ მართლმადიდებელს მართლმადიდებლობის ნორმად:

"შიში" _ ბრჭყალებში იქნებ განმარტო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Feb 13 2008, 12:21 PM
პოსტი #1924


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



მხევალი ნინო
ციტატა
გავედი ეხლა ვიმუშავო, თორემ შიში მერე ნახე გაუკეთებელი საქმეები, რომ დამრჩება.


გიხილავ აქ ისევ 2 წუთში wink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Feb 13 2008, 12:29 PM
პოსტი #1925


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



მხევალი ნინო
რამდენიც გინდა იმდენი ფაქტია, როდესაც ამ სისულელეს ამბიონიდან ქადაგებენ

თემო
ეგ ჩემთვისაა "შიში" მათთვის ნამდვილი შიშია და დაბრკოლების ლოდი


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 13 2008, 12:31 PM
პოსტი #1926


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



კანუდოსელი
ციტატა
ეს პუნქტი არ გულისხმობს პირველქმნილი ცოდვის მოვლენას, არამედ, ზოგადად წინაპრის ცოდვის გამო შვილის დასჯას

ამ ჩანაწერის სასტიკი წინააღმდეგი ვარ, რადგან ის პირდაპირ კავშირშია ძველ აღთქმაში ჩარჩენასთან, რადგან არ გვესმის რა არის სასჯელი.

დროებით ამოიღე და აქ გავაგრძელოთ:
http://church.ge/index.php?s=&showtopic=36...ndpost&p=258578


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Feb 13 2008, 12:33 PM
პოსტი #1927


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(კანონისტი @ Feb 13 2008, 01:31 PM) *

კანუდოსელი

ამ ჩანაწერის სასტიკი წინააღმდეგი ვარ, რადგან ის პირდაპირ კავშირშია ძველ აღთქმაში ჩარჩენასთან, რადგან არ გვესმის რა არის სასჯელი.

დროებით ამოიღე და აქ გავაგრძელოთ:
http://church.ge/index.php?s=&showtopic=36...ndpost&p=258578


ეს პუნქტი იქნება იქამდე სანამ, ასეთი ჩარჩენა იქადაგება ამბიონიდან

შენი მიდგომა რომ ხეიბარი იმიტომაა რომ მშობელი ცოდვილია - არა სრული განმარტებაა...
ცოდვა რომელიც არ იწვევს ფიზიკურ დაავადებას (არა მრუშობა და სხვა) არ გამოიწვევს არც შვილის დაავადებას, ამიტომ შვილი ხეიბარი იმიტომ დაიბადა რომ მშობელია ცოდვილი - არის არასწორი ფორმულირება

თანაც გავიხსენოთ კიდევ როგორ მიმართავს ღმერთი ხალხს: "მოგკითხავთ" ე.ი. ეს უბრალოდ ხეიბრობა არხეიბრობა არაა...
ჩემი თემაც ეხება სწორედ იმას, რომ ამბიონიდან იქადაგება, სასულიერო პირების მიერ არაერთი პუბლიკაციაც ქვეყნდება და იქადაგება, რომ: თაობებს მოეკითხება წინაპართა გამო.


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Feb 13 2008, 12:35 PM
პოსტი #1928


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



კანონისტი
ციტატა
ჩანაწერის სასტიკი წინააღმდეგი ვარ, რადგან ის პირდაპირ კავშირშია ძველ აღთქმაში ჩარჩენასთან,


რა ჩარჩენა გრეხია?
აბა ანაფორები ძველი აღთქმიდან არ მოდის?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 13 2008, 12:41 PM
პოსტი #1929


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



კანუდოსელი
ციტატა
ცოდვა რომელიც არ იწვევს ფიზიკურ დაავადებას (არა მრუშობა და სხვა) არ გამოიწვევს არც შვილის დაავადებას, ამიტომ შვილი ხეიბარი იმიტომ დაიბადა რომ მშობელია ცოდვილი - არის არასწორი ფორმულირება

მიზეზი შეიძლება არამატერიალურიც იყოს... აქ პრინციპზეა საუბარი

კარგად იცი ჩვენი მღვდელმთავარი, რომელმაც ამ ხარისხში მყოფმა მოიყვანა ცოლი და პირველი შვილი შარშან მოუკვდა. ეს შესაძლებელია თუ არა ყოფილიყო მის სამხილებლად?
თუ დიახ, რატომ?
თუ არა, რატომ?


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Feb 13 2008, 12:44 PM
პოსტი #1930


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(კანონისტი @ Feb 13 2008, 01:41 PM) *

თუ დიახ, რატომ?
თუ არა, რატომ?


ცოტა ზედმეტებში გადადიხარ....
მე არ ვიცი არც დიახ და არც არა


მე ერთი ვიცი რაც ზემოთ წერია....და სამხილებლად მოკლა შვილი - რა უაზრობაა....ღმერთი პროკურორი არაა...არ ვიცი, მე არ მგონია იმიტომ რომ: каждый будет умирать за свое собственное беззаконие


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

162 გვერდი V « < 95 96 97 98 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd September 2025 - 08:11 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი