![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
elibo |
![]()
პოსტი
#1971
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 22 რეგისტრ.: 26-April 08 წევრი № 4,669 ![]() |
ციტატა რა პრინციპით ჯდება ეს წინასწარმეტყველება ფსევდო-სიაში? ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ანტიქრისტე მართლა მოვა? და თუ მოვა, რა გასაკვირია ცრუ-კრებაც ჩაატაროს... მგონია, რომ მარიამმა სწორად დასვა საკითხი. არ შეიძლება რაიმე, თუნდაც უმნიშვნელო საკითხზე ნაჩქარევი გადაწყვეტილების გამოტანა. ჯერ სათანადოდ უნდა შევისწავლოთ წყაროები და ლიტერატურა. რაც შეეხება VIII მსოფლიო კრებას. ვიცით, რომ ნიკეის VII მსოფლიო კრების წმიდა მამებისგან მომდინარეობს აზრი იმის თაობაზე, რომ კანონიერი მადლმოსილი მსოფლიო კრება მეტი აღარ გაიმართებოდა. რომ ნიკეაში გაიმართა ჳ და ასევე ნიკეაში გაიმართა საბოლოო მსოფლიო კრება. აქედან გამომდინარეობს აზრი, რომ თუკი იქნება კრება, იგი ვერ იქნება კანონიკური და მადლმოსილი. წმიდა თეოდორე სტუდიელი თავის 24-ე ეპისტოლეში (თეოქტისტე იღუმენისადმი) ნათლად აღნიშნავს, რომ: <<საეკლესიო კრება ეს არ არისო მხოლოდ უბრალო შეკრება ეპისკოპოსებისა და სამღვდელოებისა>>, თუნდაც ეს იყოს უმრავლესობის შეკრება. რომ მადლმოსილი საეკლესიო კრება უნდა შესდგეს <<სახელითა უფლისათა>>, წმიდა საეკლესიო განწესებებისა და მშვიდობის დასამყარებლად... ბოლო ჟამს კი მართლაც არ იქნება ხელსაყრელი დრო იმისათვის, რომ წმიდა მსოფლიო კრება გაიმართოს. ისტორიიდან ვიცით, რომ მსოფლიო საეკლესიო კრებების გამართვა მხოლოდ კეთილმსახური მეფეების ხელშეწყობით გახდა შესაძლებელი. ის უხსენებელი კი კეთილმსახური ნამდვილად არ იქნება. შეგახსენებთ ასევე ვლადიმერ სოლოვიოვის ესქატოლოგიურ შრომას, რომელიც <<სამი საუბრის>> სახელით არის ცნობილი. მასში გამოთქმულია ვარაუდი, რომ ის უხსენებელი, მსოფლიო ძლიერების მოპოვების შემდეგ, მოიწვევს ყველა სარწმუნოების გაერთიანებულ კრებას, რომელიც როგორც ჩანს, იერუსალიმში გაიმართება, და ყველას შესთავაზებს ერთ სამწყსოდ გაერთიანებას, ერთი სულიერი მწყემსის - ანუ მისი მფარველობის ქვეშ. იგი ყოველმხრივ მფარველობას აღუთქვამს ქრისტიანებს, მაგრამ ქრისტიანები არ მიიღებენ მის წინადადებას და სწორედ ამის შემდეგ დაიწყებს იგი ქრისტიანთა დევნას. სწორედ ეს დევნულ;ება იქნება ყველაზე სასტიკი, რაც კი დღემდე ქრისტიანობას გადაუტანია ![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1972
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ასეთი შეხედულება არსებობს ასეთი შეხედულება არსებობს, ოღონდ მას მართლმადიდებლურ ტრადიციასთან და გადმოცემასთან არაფერი საერთო არა აქვს. -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მარიამი |
![]()
პოსტი
#1973
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
ასეთი შეხედულება არსებობს, ოღონდ მას მართლმადიდებლურ ტრადიციასთან და გადმოცემასთან არაფერი საერთო არა აქვს. საიდან მოდის აბა? ფაქტია, რომ წინასწარმეტყველებაა. მაინტერესებს, ვისი წინასწარმეტყველებაა. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
კანონისტი |
![]()
პოსტი
#1974
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
მნათე
ციტატა მთავარ ხატსა და ამბიონს შორის გავლა რომ არ შეიძლება, ამაზე რას იტყვით? პირადად მე, ხშირად გამიჩერებია ადამიანი და მითქვამს, რომ ასე გადასვლა არ შეიძლება... მამებსაც არაერთხელ უთქვამთ... ვ ჩომ ძელა? როდესაც ღვთისმსახურება მიმდინარეობს და მღვდელმსახური დგას შუა ტაძარში, მაშინ არ უნდა გაიარო მხოლოდ. თუმცა, ეს ეთიკის სფეროდან უფროა, ვიდრე ლიტურგიკის ვაკის სამებაში, როცა ბევრია ხალხი (აღდგომას, შობას), ანალოღიას საერთოდ ვიღებთ და მრევლი ზედ ამბიონთან დგას და აგი რაფერ გამოვა? ![]() -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
elibo |
![]()
პოსტი
#1975
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 22 რეგისტრ.: 26-April 08 წევრი № 4,669 ![]() |
ციტატა ასეთი შეხედულება არსებობს, ოღონდ მას მართლმადიდებლურ ტრადიციასთან და გადმოცემასთან არაფერი საერთო არა აქვს. <<ოხ ღმერთო ჩემო, სულ ძილი, ძილი>>... რას არა აქვს არავითარი საერთო მართლმადიდებლურ ტრადიციასთან და გადმოცემასთან?!!! 1. ანტიქრისტე გაბატონდება მთელ მსოფლიოში 2. ის იქნება ერთდროულად, როგორც პოლიტიკური, ისე რელიგიური ლიდერი. 3. ის ბრძოლას დაუწყებს ქრისტიანებს და დამარცხდება ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაში - ბჭენი ჯოჯოხეთისანი ქრისტეს სხეულს ვერ მოერევიან. არის თუ არა ეს მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება? - რა თქმა უნდა არის. გაოცებული ვარ. არ ვიცი რატომ მიგაჩნია დაუჯერებლად ის, რომ ანტიქრისტეს ხელშეწყობით გაიმართება მსოფლიო კრება. თვალი გადავავლოთ ეკლესიის ისტორიას. ამაში მოულოდნელი და დაუჯერებელი არაფერი არ არის. პირიქით, უცნაური სწორედ ის იქნება, თუკი ანტიქრისტე ამას არ გააკეთებს. და აი რატომ: იყო არიოზობა, ნესტორიანობა, მონოფიზიტობა, ხატმებრძოლობა... იყო ერესები და განდგომილება ღმრთისგან. შეეცადნენ თუ არა ეს ერეტიკოსები, რომ დაეპყროთ მართლმადიდებელი ეკლესია? - შეეცადნენ, თანაც ძალიან ბევრს! გამართეს თუ არა ერეტიკოსებმა მსოფლიო კრებები, რომლებიც შემდეგ არამადლმოსილად გამოაცხადა მართლმადიდებელმა ეკლესიამ? - გამართეს! რატომ გამართეს? - იმიტომ ჩემო კეთილო, რომ მხოლოდ მსოფლიო საეკლესიო კრებას აქვს ლეგიტიმური უფლება მიიღოს დოგმატური განჩინებები ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის სახელით. ვერც ერთი ცალკე აღებული ავტოკეფალური ეკლესიის სინოდი ვერ შესცვლის და ვერც ჩაანაცვლებს მსოფლიო სინოდის სარწმუნოებრივ განწესებებს. ეს არის კანონიკური აქსიომა! არავის აქვს უფლება მსოფლიო საეკლესიო კრების ალტერნატივად გამოაცხადოს თავი. მართლმადიდებელი ქრსიტიანებისთვის ეს ასეა! ამიტომ, ვინც მოინდომებს თავისი ეგრეთ წოდებული ახალი ჭეშმარიტიტება დააკანონოს ეკლესიაში როგორც სარწმუნოება (და ანტიქრისტე სწორედ ამას შეეცდება), მან ეს აუცილებლად მსოფლიო კრებაზე უნდა გააკეთოს! არცერთ სხვა კრებას, არცერთი ავტიკეფალური ეკლესიის კრებას, არა აქვს კანონიკური უფლება თითონ გამოაცხადოს თავისი თავი მსოფლიო კრებად. უფრო მეტიც. ავტოკეფალურ ეკლესიას იმის კანონიკური უფლებაც კი არა არვს, რომ სხვა რომელიმე ავტოკეფალური ეკლესიის სახელით იმოქმედოს ან ჩაერიოს მის საშინაო საქმეებში მის უნებართვოდ. მითუმეტეს არ შეუძლია რომელიმე ავტოკეფალური ეკლესიის სინოდს სხვა ავტოკეფალური ეკლესიების თანხმობის გარეშე, მხოლოდ თვითონ შემოიღოს და დააკანონოს რაიმე ახალი სარწმუნოებრივი დოგმატური განწესება. ეს იქნება უფლებამოსილების უხეში გადამეტება. მოკლედ, მსოფლიო საეკლესიო კრება არის ერთადერთი და შეუცვლელი უმაღლესი საეკლეიო ორგანო, რომელსაც აქვს კანონიკური უფლებამოსილება განსაზღვროს ერთი წმიდა კათოლიე და სამოციქულო ეკლესიის სარწმუნოება. სწორედ ამიტომ გამართეს ეგრეთ წოდებული მსოფლიო კრებები არიოზელებმა 341 წელს ქ. ანტიოქიაში მონოფიზიტებმა 449 წელს ეფესოში ხატმებრძოლებმა 754 წელს კონსტანტინეპოლში სხვა მიზანი მათ არ ამოძრავებდათ გარდა ერთისა - მათი სარწმუნოებრივი დანაშაული, მათი შეცოდება სარწმუნოების წინაშე, მათი განდგომილება ღმრთისაგან მთელი მსოფლიოსთვის კანონად დაეწესებინათ. სწორედ ასეთი მიზანი ექნება ანტიქრისტესაც და ერთადერთი კანონიკური გზა ამ მიზნის მისაღწევად არის მსოფლიო კრების გამართვა! ქრისტიანებმა არ შეიწყნარეს ერეტიკოსების მიერ გამართული მსოფლიო კრებები და გამოაცხადეს ისინი არაწმიდა კრებებად, არამადლმოსილ კრებებად, ავაზაკთა კრებებად. ეკლესიის მამები ნათლად განგვიმარტავენ და გვასწავლიან, რომ მადლმოსილი წმიდა საეკლესიო კრება ეს არ არის ეპისკოპოსების უბრალოდ შეკრება. იმისათვის, რომ მსოფლიო კრება იყოს ლეგიტიმური, ის უნდა აკმაყოფილებდეს მკაცრად განსაზღვრულ კანონიკურ მოთხოვნილებებს. ყველაზე დიდი ერეტიკოსის - ანტიქრისტეს მიერ მოწვეული კრება, ისევე, როგორც უწინდელი ერეტიკოსების მიერ მოწვეული მსოფლიო კრებები, ვერ იქნება კანონიკური. ის იქნება არამადლმდილი, რადგან გატიალების სიბილწე მართალია დაჯდება წმიდა ადგილზე, მაგრამ იგი წმიდა საეკლესიო განწესებების უგულებელმყოფელი იქნება. იგი სიბილწე იქნება და მას უმცირესი ნაწილიც არ ექნება ეკლესიის სიწმიდეში. ამიტომ იქნება ის მსოფლიო კრება, რომელსაც მისთვის გამართავენ, არაწმიდა, არამადლმოსილი და წმიდა სარწმუნოებრივი და კანონიკური განწესებების უარმყოფელი ავაზაკთა მსოფლიო კრება. სწორედ ელემენტარული კანონიკური მოთხოვნების დარღვევის გამო მართლმადიდებელმა აღმოსავლეთმა არ აღიარა კანონიკურ მადლმოსილ წმიდა მსოფლიო კრებებად ლიონის 1274 წლის და ფერარა-ფლორენციის 1438-39 წლების კრებები. მიუხედავად იმისა, რომ ლიონშიც, ფერარაშიც და შემდეგ ფლორენციაში მართლმადიდებელმა ეკლესიამ თავისი წარმომადგენლები გაგზავნა, როგორც მსოფლიო საეკლესიო კრებებზე. მიუხედავად ამისა მართლმადიდებელმა ეკლესიამ არ აღიარა ეს კრებები წმიდა მსოფლიო კრებებად, რადგან მათი მუშაობის დროს თავი იჩინა მეტად სერიოზულმა კანონიკურმა დარღვევებმა. ლიონის კრებაზე მართლმადიდებელ დელეგატებს აზრის უბრალო გამოთქმის უფლებაც კი არ ჰქონდათ. მართალია ფლორენციაში მართლმადიდებლებს მიეცათ აზრის გამოთქმის საშუალება, მაგრამ ვინაიდან კრებამ აშკარად უსამართლოდ გადაწყვიტა სარწმუნოებრივი საკითხები, ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა არ მოაწერა ხელი მის განჩინებებს. ამიტომ არც ეს კრება არ არის მადლმოსილი წმიდა მსოფლიო კრება. ისტორიული ფაქტები პირდაპირ ღაღადებენ, რომ ყველა დიდი ერესი და განდგომილება სწორედ მსოფლიო საეკლესიო კრებით ცდილობს თავისი თავის დაკანონებას. და რატომ გგონია რომ ამას არ გააკეთებს ანტიქრისტე? რა ანტიქრისტე ერეტიკოსი არ იქნება? იგი არ იქნება გატიალების სიბილწე? იგი არ აღზევდება და არ დაჯდება წმიდა ადგილზე? იგი არ იქნება მსოფლიო აპოსტასიის - დიდი განდგომილების პირმშო? რა არის აქ ისეთი, რასაც არ გვასწავლის მართლმადიდებელი ეკლესია. - არ იქნება მაშინ ყველაზე უფრო დიდი განდგომილება, რაც კი კაცობრიობის ისტორიაში ყოფილა? - არიოზელების, ხატმებრძოლებისა თუ სხვა ერეტიკოსების განდგომილება პატარა ბავშვურ თამაშად გამოჩნდება ანტიქრისტეს სრულყოფილ ბოროტებასთან შედარებით. თუ ისინი ცდილობდნენ მსოფლიოში დაეკანონებინათ მათი შეცოდება სარწმუნოების წინააღმდეგ, შენ რა, მართლა ფიქრობ რომ ანტიქრისტე ამას არ შეეცდება? გიმეორებ, ეკლესია დანამდვილებით გვასწავლის, რომ იგი გახდება მსოფლიოს მბრძანებელი. და ერთადერთი ლეგიტიმური გზა იმისთვის, რომ მან ოფიციალურად დაიქვემდებაროს მართლმადიდებელი ეკლესია, ეს არის სწორედ მსოფლიო საეკლესიო კრების მიერ შესაბამისი სარწმუნოებრივი განჩინების მიღება. თუ შენ ეს დაუჯერებლად მიგაჩნია (უბრალოდ გაოცებული ვარ, რატომ) მაშინ ორიდან ერთი მაინც აუცილებლად უნდა დაასაბუთო: 1) ანტიქრისტე არ გაბატონდება მთელ მსოფლიოში ან 2) მსოფლიო საეკლესიო კრების გარეშე და მის დაუკითხავად ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის სარწმუნოების განსაზღვრების ლეგიტიმური უფლება აქვს სხვა ვინმეს. ორივე პუნქტი იმდენად აფსურდულია, ღრმად ვარ დარწმუნებული, არც ერთს არ ჩაეჭიდები. ხოლო რაკიღა ორჯერ ორი ოთხია. ამიტომ მოგიწევს შეაჯამო ეს ორი მიზეზი და სულ ელემენტარული მიზეზ-შედეგობრივი ლოგიკური შედეგი აღიარო - სწორედ ამ ორი მიზეზის გამო ანტიქრისტეს სხვა გზა უბრალოდ არ ექნება, რომ არ გამართოს მსოფლიო კრება. მას საამისო ძალაც ექნება და შესაძლებლობებიც, ისევე, როგორც ამას აკეთებდნენ საერო ხელისუფალთა მხარდაჭერით გათავხედებული ერეტიკოსები. ანტიქრისტესაც ექნება საერო ხელისუფლება. მაგრამ იგი აუცილებლად დარჩება ხელმოცარული, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ეკლესიას ვერ მოერევიან! |
მარიამი |
![]()
პოსტი
#1976
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
მნათე როდესაც ღვთისმსახურება მიმდინარეობს და მღვდელმსახური დგას შუა ტაძარში, მაშინ არ უნდა გაიარო მხოლოდ. თუმცა, ეს ეთიკის სფეროდან უფროა, ვიდრე ლიტურგიკის ვაკის სამებაში, როცა ბევრია ხალხი (აღდგომას, შობას), ანალოღიას საერთოდ ვიღებთ და მრევლი ზედ ამბიონთან დგას და აგი რაფერ გამოვა? ![]() მე მითხრა მოძღვარმა, როცა აღსავლის კარი ღიაა, მაშინ არ გაიაროო და დახურული როცაა, მაშინ შეგიძლიაო. თუმცა შუა ლოცვის დროს მითხრა და მიზეზები ვეღარ ვკითხე. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
cxz |
![]()
პოსტი
#1977
|
![]() გიორგი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 234 რეგისტრ.: 23-April 08 წევრი № 4,634 ![]() |
სტალინზე თემის გახსნამ და საუბარმა მისი როლის შესახებ მართლმადიდებლლობაში, წარმოაჩინა ერთი "სენი" (რომელიც შეიძლება არც ეკუთვნოდა თემის ავტორს, არამეტ რამდენიმე იუზერს, რომელთა აპელიება ხდებოდა მოძღვრებზე), რომელიც საკმაოდ ზოგადი მოვლენა აღმოჩნდა და რუსეთის ეკლესიაში უკვე მოძრაობადაც ჩამოყალიბდა, ამიტომ უპრიანად მიმაჩნია ერთი ფსევდო კატეგორიაც დაემატოს სიას იმისა, თუ რისი "შიში" წარმოუდგენია ზოგიერთ მართლმადიდებელს მართლმადიდებლობის ნორმად: 1. შტრიხ კოდების 2. მსოფლიო საიდუმლო შეთქმულების 3. საიდენტიფიკაციო ნომრების 4. შელოცვების 5. კათოლიკურ ტაძრებში შესვლის 6. ტელევიზორის (აპელირება რომელიღაც "სტარეცის " "გამოცხადებაზე") 7. კომპიუტერის (მასში ვითომდა 666-ის არსებობის გამო) 8. ზღვაზე სიარულის, "სიშიშვლის" გამოჩენის საბაბით 9. ცეკვის (წარმართული გადმონაშთის) 10. სპორტის (წარმართული გადმონაშთის) 11. ახალი სტილის კალენდრის და პირველ იანვარს ახალი წლის აღნიშვნის 12. მუსიკის მოსმენის (შესრულების), კონცერტებზე, ბალეტზე, ოპერაში და სხვ. სიარულის 13. მოძღვრის კურთხევისადმი გააზრებული მორჩილების (მონასტრული ტიპიკონის ხისტად გადმოტანის მოტივით) 14. დენ ბრაუნის კრეტინობის კითხვის და ეკრანიზაციის ყურების 15. ჰარი პოტერის კითხვის 16. საერო წიგნების კითხვის აუცილებელი კურთხევის გარეშე 17. სუნამოს დასხმის, თანამედროვე ჩაცმულობის და გალამაზების შიში (წარმართული გადმონაშთის მოტივით) 18. ღვთისმსახურების ენის მიზანშეწონილი რეფორმის მიმართ "შიში", (იკვეთება ენის საკრალიზაციის ნიშნებიც) 19. უპირობოდ ნებისმიერი ტიპის იუმორის 20. გოგონებში შარვლის ჩაცმის (მკვიდრდება აზრი, რომ შარვლის არჩაცმა მართლმადიდებლობაა) 21. ეკლესიაში სკამების დადგმის - მსახურებისას ერისკაცთათვის ჯდომის 22. ეროვნული (ერთი ნაწილისთვის) და არაეროვნული (მეორე ნაწილისთვის) კუთვნილების ქრისტიანობასთან შეუსაბამობის შიში 23. მარხვის პერიოდში ცოლ-ქმრული ურთიერთობის - ანუ ითვლება, რომ ამგვარი ურთიერთობა უპირობოდ უარსაყოფია და ეწინააღმდეგება მართლმადიდებლობას 24. ნებისმიერი წყობის, გარდა მონარქიისა (ეს პუნქტი არ შევიდოდა, რომ არა ამ უკანასკნელის ნორმად წარმოჩენის მცდელობა) 25. "ბეჭდების მბრძანებლის" კითხვის ან ეკრანიზაციის ყურების 26. VIII მსოფლიო კრების (რომელიც რატომღაც ანტიქრისტეს მიმდევრების იქნება და აი მის შემდეგ ჩატარდება ჭეშმარიტი კრება) 27. საკუთარი სიტყვებით ლოცვების წარმოთქმის (არსებობს მოსაზრება, რომ მადლი აქვს მხოლოდ ან უფრო დიდი მადლი აქვს დაწერილ ლოცვებს და აჯობებს ისინი წაიკითხო თუნდაც ბრმად, ვიდრე შენი სიტყვებით თქვა რაც მართლა სულიდან ამოსულია) 28. წინაპართა ( ან სხვათა) ცოდვების გამო პასუხებისგების შიში და 29. სტალინის გამოცხადება ტირანად და არა მართლმადიდებლობის ბურჯად მე შენს აზრს არ ვეტანხმები შენ რომ იზახი ისე ბევრი იძახის რა მერე ექვსიანია უბრალო რიცხვი მამა პაისს უცერია და მგონი უბრალო პიროვნება არ უნდა იკოს მე ცაკიტხული მაქ შტრიხკოდს როგორ აგიქვამს კომპიუტერი და იქ არის ზუსტადაც 666 მაგრამ იმას რა მნიშვნელობა აქვს რომ კომპიუტერი როგორ აგიქვამს აქ საინტერესო ის არის რომ სკანერი სკანირების დროს გადაყავს სამ 6 ანუ 666 და ესე აგიქმება ეგ შტრიხ კოდი ორი ზოლიტ როა გამოყოფილი და არ იცვლება არასდროს ეგ არის დამცავი ზოლი და ადამიანის პირადი ნომერი ცჰაიცერება ზუსტადაც ამ სამ 6-----6------6 შორის და მაგაზე ბევრია დაცერილი და ცამიკიტხია ერტი ამბავი რუსეტში მოხდა მგონი სასამარტლო გაიმარტა ამ ტემასტან დაკავშირებით იქ იქნა მოცვეული კომპიუტერების და ტექნოლოგიების ეხპერტი ტუ სცორად მახსოვს და კიტხვაზე არის ტუ არა შტრიხ კოდში სამი 6 მან უპასუხა რომ არისო და კიტხვაზე რატომ ვერ უპასუხა ალბატ ვიგაცეებმა მოინდომეს ეგრეო და როცა მოიტხოვა მოსამარტლემ საბუტები მტავრობიდან შტრიხ კოდტან დაკავშირები რა არის და რა ეცერა მაგაზე დოკუმენტაცია ერთი ამბავი ატყდა მერე მაინც მოიტანეს და მაგ დოკუმენტს ეცერ გრიფით საიდუმლო რას ფიქრობ ამაზე ნეტავ ა? რა ამდენი დამტხვევა შეიზლება ბუნებაში არსებობდეს შემტხვევიტი არაფელია საშიში ის არის რომ ზოგიერთი ამს სასაცილოდ უყურებს და იძახის რა არის კაცო რომ გეშინიათ ეხლა ხომ 21 საუკუნეა იმხიარულეტ სიხარული არ ნისჰნავს გაერტე და ამის მსგავსი შეიზლება ზოგი ზედმეტად არის შეშინებული იმიტ რომ ეკლესიაში არ დადის და როგორ მოიქცეს არ იცის მაგრამ რომ ეშინია ეს ცუდი არ არის მგონი და როგორც მამები იძახდნენ გააფრთხილეთ ყველა და უტხარიტო და მერე ისე არ აღმოჩნდეს რომ მოვა აღსასრულის დრო ზოგი გმერტმა დაიცვას გაიკეტებ მაგ ჩიპსაც და სხვა რამეს და მერე იტყვიან ვაი მე ეგ რა ვქენი რატომ არ დავიჯერე...... და კიდე ამ საკიტხზე სპეციალისტებსაც აქვტ ნატქვამი ბევრი რამე ამიტომ ამის დაჯერება ტუ არ სჰეიზლება მაშინ ბევრი რამის დაჯერებაც არ შეიზლება ამიტომ ეგრე ზერელეტ შეხედვაც არ არის სცორი მგონი ღვტის შიში ცუდი არ უნდა იკოს ![]() ![]() -------------------- HTTP://ASKETI.YOU.GE | !!! უყურეთ ღმერთსა რაუყოს მტერსა !!!
----------------------------------------------------------------------------------------------- ღმერთო, შენ მიშველე მე, შემეწიე, მომმადლე, დამლოცე, მიხსენი განსავდელისაგან. ---------------------- წინ წინაპრებისაკენ. ---------------------- ქრისტეს ლაშქარი მოფრინდა ხელთ ეპყრათ ხმალნი ცეცხლისა, მუსრი გაავლეს ბოროტს და გაუმარჯვეს კეთილსა ამინ. |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#1978
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
მნათე როდესაც ღვთისმსახურება მიმდინარეობს და მღვდელმსახური დგას შუა ტაძარში, მაშინ არ უნდა გაიარო მხოლოდ. თუმცა, ეს ეთიკის სფეროდან უფროა, ვიდრე ლიტურგიკის ვაკის სამებაში, როცა ბევრია ხალხი (აღდგომას, შობას), ანალოღიას საერთოდ ვიღებთ და მრევლი ზედ ამბიონთან დგას და აგი რაფერ გამოვა? ![]() ამაზე კაიროსის პოსტი მახსენდება(მე მგონი მისი იყო და როგორც მახსოვს ასე თქვა, ნუ ზუსტად ვიცი არ ცამქოლავს ![]() ანუ, კაიროსმა ტქვა, რომ ეს არის რუსული ეკლესიის ტრადიცია და როგორც მახოვს ამბიონი შუაში დაიდგა ხალხის გასამიჯნად, ანუ იმის გამო, რომ ხალხი დამდგარიყო ზუსტად ამბიონის უკან, მე მგონი წინ მეფე იდგა (ტუ სწორედ მახსოვს) და ხალხს რომ ის არ სეეწუხებონა (იმედია ძალიან არ ავურიე, მე ესე მახსოვს) -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1979
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
elibo
ციტატა არ ვიცი რატომ მიგაჩნია დაუჯერებლად ის, რომ ანტიქრისტეს ხელშეწყობით გაიმართება მსოფლიო კრება ჯერ ერთი მე ამ საკითხზე არ ვსაუბრობ, მე ვსაუბრობ, იმაზე,რომ VIII კრება ჩატარდება ანტიქრისტეს ფსევდო კრების შემდეგ ისე არც ეგაა ცალსახა, რომ ანტიქრისტე მოიწვევს კრებას cxz აი ეს წინადადება ციტატა მაგრამ რომ ეშინია ეს ცუდი არ არის სადაც 666-ებზე ამბობ და ეს ციტატა მგონი ღვტის შიში ცუდი არ უნდა იკოს აშკარად წინააღმდეგობაშია... 1. იქნებ ჩამოყალიბდე ვისი გეშინია 666-ის თუ ღვთის 2. ცოტა ქართულს თუ დახვეწავ, საერთოდ ავშენდებით და მთავარი 3. სანამ ამხელა პოსტს დაწერ, ჯერ წინა გვერდები გადაათვალიერე მაინც -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
ჰ ა რ ი რ ა |
![]()
პოსტი
#1980
|
![]() გ ი ო რ გ ი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 348 რეგისტრ.: 4-May 07 მდებარ.: ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო, ქალაქი რუსთავი წევრი № 1,834 ![]() |
სტალინზე თემის გახსნამ და საუბარმა მისი როლის შესახებ მართლმადიდებლლობაში, წარმოაჩინა ერთი "სენი" (რომელიც შეიძლება არც ეკუთვნოდა თემის ავტორს, არამეტ რამდენიმე იუზერს, რომელთა აპელიება ხდებოდა მოძღვრებზე), რომელიც საკმაოდ ზოგადი მოვლენა აღმოჩნდა და რუსეთის ეკლესიაში უკვე მოძრაობადაც ჩამოყალიბდა, ამიტომ უპრიანად მიმაჩნია ერთი ფსევდო კატეგორიაც დაემატოს სიას იმისა, თუ რისი "შიში" წარმოუდგენია ზოგიერთ მართლმადიდებელს მართლმადიდებლობის ნორმად: 1. შტრიხ კოდების 2. მსოფლიო საიდუმლო შეთქმულების 3. საიდენტიფიკაციო ნომრების 4. შელოცვების 5. კათოლიკურ ტაძრებში შესვლის 6. ტელევიზორის (აპელირება რომელიღაც "სტარეცის " "გამოცხადებაზე") 7. კომპიუტერის (მასში ვითომდა 666-ის არსებობის გამო) 8. ზღვაზე სიარულის, "სიშიშვლის" გამოჩენის საბაბით 9. ცეკვის (წარმართული გადმონაშთის) 10. სპორტის (წარმართული გადმონაშთის) 11. ახალი სტილის კალენდრის და პირველ იანვარს ახალი წლის აღნიშვნის 12. მუსიკის მოსმენის (შესრულების), კონცერტებზე, ბალეტზე, ოპერაში და სხვ. სიარულის 13. მოძღვრის კურთხევისადმი გააზრებული მორჩილების (მონასტრული ტიპიკონის ხისტად გადმოტანის მოტივით) 14. დენ ბრაუნის კრეტინობის კითხვის და ეკრანიზაციის ყურების 15. ჰარი პოტერის კითხვის 16. საერო წიგნების კითხვის აუცილებელი კურთხევის გარეშე 17. სუნამოს დასხმის, თანამედროვე ჩაცმულობის და გალამაზების შიში (წარმართული გადმონაშთის მოტივით) 18. ღვთისმსახურების ენის მიზანშეწონილი რეფორმის მიმართ "შიში", (იკვეთება ენის საკრალიზაციის ნიშნებიც) 19. უპირობოდ ნებისმიერი ტიპის იუმორის 20. გოგონებში შარვლის ჩაცმის (მკვიდრდება აზრი, რომ შარვლის არჩაცმა მართლმადიდებლობაა) 21. ეკლესიაში სკამების დადგმის - მსახურებისას ერისკაცთათვის ჯდომის 22. ეროვნული (ერთი ნაწილისთვის) და არაეროვნული (მეორე ნაწილისთვის) კუთვნილების ქრისტიანობასთან შეუსაბამობის შიში 23. მარხვის პერიოდში ცოლ-ქმრული ურთიერთობის - ანუ ითვლება, რომ ამგვარი ურთიერთობა უპირობოდ უარსაყოფია და ეწინააღმდეგება მართლმადიდებლობას 24. ნებისმიერი წყობის, გარდა მონარქიისა (ეს პუნქტი არ შევიდოდა, რომ არა ამ უკანასკნელის ნორმად წარმოჩენის მცდელობა) 25. "ბეჭდების მბრძანებლის" კითხვის ან ეკრანიზაციის ყურების 26. VIII მსოფლიო კრების (რომელიც რატომღაც ანტიქრისტეს მიმდევრების იქნება და აი მის შემდეგ ჩატარდება ჭეშმარიტი კრება) 27. საკუთარი სიტყვებით ლოცვების წარმოთქმის (არსებობს მოსაზრება, რომ მადლი აქვს მხოლოდ ან უფრო დიდი მადლი აქვს დაწერილ ლოცვებს და აჯობებს ისინი წაიკითხო თუნდაც ბრმად, ვიდრე შენი სიტყვებით თქვა რაც მართლა სულიდან ამოსულია) 28. წინაპართა ( ან სხვათა) ცოდვების გამო პასუხებისგების შიში და 29. სტალინის გამოცხადება ტირანად და არა მართლმადიდებლობის ბურჯად მაიცა და შენ გინდა თქვა რომ აქ მოყვანილი პაქტები პსევდო მართმადიდებლობაა? მართალია ბევრი ისეთი პრიმიტიული რამე წერია აქ რომ ყურადღების გამახვილება არ ღირს მაგრამ არის საკითხები რომელიც ყველა ქრისტიანმა ადამიანმა უნდა შეასრულოს. კანუდოსელი ციტატა 25. "ბეჭდების მბრძანებლის" კითხვის ან ეკრანიზაციის ყურების ეს ჩემს საყურადღებოდ არის? ![]() ![]() ![]() არ ღირდა დროის ხარჯვად. -------------------- . . .
|
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1981
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ჰ ა რ ი რ ა
ციტატა არის საკითხები რომელიც ყველა ქრისტიანმა ადამიანმა უნდა შეასრულოს გისმენთ ![]() -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
ჰ ა რ ი რ ა |
![]()
პოსტი
#1982
|
![]() გ ი ო რ გ ი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 348 რეგისტრ.: 4-May 07 მდებარ.: ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო, ქალაქი რუსთავი წევრი № 1,834 ![]() |
კანუდოსელი
მხევალი ნინო მისმინეთ ![]() 1 პუნქტი რომ გოგებისთვის შარვლის ჩაცმა თურმე ეს ჩვეულებრივი ამბავი ყოფილა და არანაირი ცუდი ამაში არ უნდა დავინახოთ 2 პუნქტი ჰარი პოტერის წაკითხვისა. შენნაირ ადამიანს შეუძლია ეს თავისუფლად წაიკითხოს რადგან ჩახედული ხარ რელიგიურ საკითხებში მაგრამ მინდა შეგახსენოთ რომ ამ წიგნის წამკითხველების 99 პეროცენტი ბავშვები არიან 3 პუნქტი რომ წინაპრების ცოდვების არ უნდა გვეშინოდეს. ჩვენ ადამ და ევას ცოდვას ახლა ვიმკით და ანუ ჩვენზეც ვრცელდება წინაპრების ცოდვა აქედან დასკვნა ისაა რომ ზუსტადაც უნდა გვეშინოდეს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათ გამოსასწორებლად. (მართალია ცოტა აბდაუბდად მიწაერია მარა 17 წლის ბაღანისთვის არა უშავს. იმედია აზრს გაიგებთ) -------------------- . . .
|
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#1983
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
ჰ ა რ ი რ ა
ციტატა 2 პუნქტი ჰარი პოტერის წაკითხვისა ესე იგი შენნაირ ადამიანს შეუძლია ეს თავისუფლად წაიკითხოს რადგან ჩახედული ხარ რელიგიურ საკითხებში მაგრამ მინდა შეგახსენოთ რომ ამ წიგნის წამკითხველების 99 პეროცენტი ბავშვები არიან 1. არ დაიჯერო რომ ბავშვები წიგნებს კიტხულობენ. 2. არ დაიჯერო რომ ჰარი პოტერს უფრო ცუდი შედეგი ექნება ბავშვთა ფსიქოლოგიის ცამოყალიბებეაზე, ვიდრე სერიალებს,( სადაც ვინ ვის ირთავს, ვინ ვისგან რას აჩენს და აშ რთული გასარჩევია )ან იმ ფილმებს და და წიგნებს რაც დღეს მოდაშია. 3. არ მითხრა რომ ბავშვობაში ჯადოქრებზე და ჯადოსნურ ჯოხზე არაფერი წაგიკითხია. 4. ნუ გაეშინია ჰარი პოტერის, არ ღირს ეს წიგნი ამდენა დარდად. შენ მაინც წაიკითხე, ციტატა 17 წლის არ არის საშიშიბაღანისთვის ![]() -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
ჰ ა რ ი რ ა |
![]()
პოსტი
#1984
|
![]() გ ი ო რ გ ი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 348 რეგისტრ.: 4-May 07 მდებარ.: ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო, ქალაქი რუსთავი წევრი № 1,834 ![]() |
ჰ ა რ ი რ ა 1. არ დაიჯერო რომ ბავშვები წიგნებს კიტხულობენ. 2. არ დაიჯერო რომ ჰარი პოტერს უფრო ცუდი შედეგი ექნება ბავშვთა ფსიქოლოგიის ცამოყალიბებეაზე, ვიდრე სერიალებს,( სადაც ვინ ვის ირთავს, ვინ ვისგან რას აჩენს და აშ რთული გასარჩევია )ან იმ ფილმებს და და წიგნებს რაც დღეს მოდაშია. 3. არ მითხრა რომ ბავშვობაში ჯადოქრებზე და ჯადოსნურ ჯოხზე არაფერი წაგიკითხია. 4. ნუ გაეშინია ჰარი პოტერის, არ ღირს ეს წიგნი ამდენა დარდად. შენ მაინც წაიკითხე, არ არის საშიში ![]() წიგნის როგორ უნდა მეშინოდეს მე მეშინია იმ დამღუპველი ზემოქმედებისა რომელიც მას აქვს ბავშვებზე შეიძლება მე რომ წავიკითხო არაფერი არ მოხდეს იმიტომ რომ ცოტა დიდი ვარ მარა 10 წლის ბავშვი რომ ამას წაიკითხავს მის ფსიქოლოგოას ეს დიდ დარტყმას მიყენებს რაც შეეხება სერიალებს გეთანხმები რომ დიდ ზიანს აყენებს არა მარტო ბავშვებს არამედ მოზარდებსაც. -------------------- . . .
|
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#1985
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
ჰ ა რ ი რ ა
ციტატა წიგნის როგორ უნდა მეშინოდეს მე მეშინია იმ დამღუპველი ზემოქმედებისა რომელიც მას აქვს ბავშვებზე შეიძლება მე რომ წავიკითხო არაფერი არ მოხდეს იმიტომ რომ ცოტა დიდი ვარ მარა 10 წლის ბავშვი რომ ამას წაიკითხავს მის ფსიქოლოგოას ეს დიდ დარტყმას მიყენებს რაც შეეხება სერიალებს გეთანხმები რომ დიდ ზიანს აყენებს არა მარტო ბავშვებს არამედ მოზარდებსაც. ამ დარტყმებზე სადმე წაიკითხე, შედეგი გაქვს ნანახი თუ შენი აზრია? საერთოდ ეს წიგნი გაქვს წაკიტხული? -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
ჰ ა რ ი რ ა |
![]()
პოსტი
#1986
|
![]() გ ი ო რ გ ი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 348 რეგისტრ.: 4-May 07 მდებარ.: ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო, ქალაქი რუსთავი წევრი № 1,834 ![]() |
ჰ ა რ ი რ ა ამ დარტყმებზე სადმე წაიკითხე, შედეგი გაქვს ნანახი თუ შენი აზრია? საერთოდ ეს წიგნი გაქვს წაკიტხული? ამ წიგნის განმარტება მაქვს წაკითხული მეუფე იობის კურთხევითაა ის წიგნი გამოსული და უამრავი ფაქტია მოყვანილი იმისა თუ რა ზიანი მიაყენა კონკრეტულ ადამიანებს. -------------------- . . .
|
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#1987
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
ჰ ა რ ი რ ა
ციტატა ამ წიგნის განმარტება მაქვს წაკითხული მეუფე იობის კურთხევითაა ის წიგნი გამოსული და უამრავი ფაქტია მოყვანილი იმისა თუ რა ზიანი მიაყენა კონკრეტულ ადამიანებს. კონკრეტულ ადამიანს ზიანი ამ წიგნმა კი არა, სამმა მუშკეტერმამ შეიძლება მიაყენოს. მე მგონი ამ წიგნის მიმართ ასეთი აჟიოტაჟის ატეხა, უბარლოდ ცრუ განგაშია. მე პირადად არა ტუ კონკრეტულ ადამიანს,ა რამედ მთლიანად ტაობას რა ზიანს აყენებს დაბალი დონის სიუჯეტის მქონე სერიალები, სადაც ლამისაა მამა შვილი ცოლად მოიყვანოს და ესეც სიწმინდედ გამოაცხადონ , იმას უფრო დავწერდი, სხვას რომ ტავი დავანებოთ. ამ წიგნის არც ზეცამდე აყვანა და არც ჯოჯოხეთამდე დაცემა არაა სწორი. წაიკითხე და ტავად დარწმუნედები. ფილმიც ნახე, მშვენიერი ფანტასტიკაა. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
მარიამი |
![]()
პოსტი
#1988
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
ციტატა ჯერ ერთი მე ამ საკითხზე არ ვსაუბრობ, მე ვსაუბრობ, იმაზე,რომ VIII კრება ჩატარდება ანტიქრისტეს ფსევდო კრების შემდეგ და რატომ არ შეიძლება მართლაც ასე მოხდეს? -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
nana_007 |
![]()
პოსტი
#1989
|
![]() I need a hero... ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 642 რეგისტრ.: 9-April 08 წევრი № 4,509 ![]() |
ციტატა 2. მსოფლიო საიდუმლო შეთქმულების ეს როგორ უნდა გავიგოთ: რომ გამორიცხულია ასეთი რამის არსებობა თუ შიშები არაა საჭირო? თუ ანტიქრისტე "საჭიროდ" ჩათვლის, რატომ არ შეიძლება შეთქმულების მომზადებაც დაიწყოს? შიში კი ნამდვილად არ უნდა იყოს აუცილებელი, ვინც ქრისტეს სამწყოს ეკუთვნის. მე ვერ დავიჯერებ, რომ მასონერიის ამბები მხოლოდ ლეგენდაა და ოდნავი სიმართლის კენჭიც არ ურევია. მთელი მსოფლიო, რელიგიის, ეროვნების, ისტორიის მიუხედავად ამხელა "ზღაპარში" არ მიიღებდა მონაწილეობას. კაი სულის რომ არ არიან, ეს ცხადზე ცხადია. ისე, მარიამის შეკითხვისპასუხი მეც მაინტერესებს... -------------------- Мне, как сказку, приговор читал судья,
А за окнами вовсю апрель свистел, Говорили, что эта та статья Мне начертит номерочек на кресте... Am I pretty -then cut me in the face... Am I stronger -break my neck in disgrace... Am I smarter - kill me and eat my brain...Am I braver- kill me and eat my heart... Geadelt ist, wer Schmerzen kennt Vom Feuer das in Lust verbrennt , Ein Funkenstoss in ihren Schoss, Ein heisser Schrei : "Feuer frei"! Когда счастье моё мусорами разбито... |
marine |
![]()
პოსტი
#1990
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,698 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
სამწუხაროა, რომ ყველაფერს მარტივი თვალით ვუწყებთ ყურებას.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2025 - 02:22 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი