IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

162 გვერდი V « < 105 106 107 108 109 > »   
Reply to this topicStart new topic
> მართლმადიდებლობა თუ ფსევდო მართლმადიდებლობა
მხევალი ნინო
პოსტი May 22 2008, 11:18 AM
პოსტი #2121


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



კანუდოსელი
ციტატა
თქვა ეს და დააწკაპუნა კომპიუტერის კლავიატურის ღილაკზე



ნამეტანი მარტივად უყურებ საკIთხს ბატონო კანუდოსელო , არადა ანტიქრისტეს ხელში ხარlaugh.gif


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი May 22 2008, 11:20 AM
პოსტი #2122


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



death
ციტატა

მაგრა პრიმიტიულადაა სია შედგენილი

რას იზამ, თავად ეს საკითხია პრიმიტიული და მისი ზედმეტად დახვეწა არაა საჭირო biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 22 2008, 12:26 PM
პოსტი #2123


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,713
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(besik @ May 21 2008, 04:10 PM) *

ამიტომ ყველა დაუფიქრდეს ,როდესაც მართლმადიდებელ სარწმუნოებაზე საუბრობს ,უდიდესი სიფრთხილით მოეკიდოს მას.ნუ გახდება იარაღი უფლის და კაცობრიობის დაუძინებელი მტრის.ნუ გაისვრის ხელს ამ სიბინძურეში,თორემ მართლმადიდებლობას უფალი იცავს და ბოროტი ვერ დაანგრევს მას ვერასოდეს ,ხოლო ისინი კი,ვინც ამ სისაძაგლეში მიიღებს მონაწილეობას,ამისათვის სასტიკად მოეკითხება.ვისაც უფლის სწამს, მის წმიდანებსაც პატივს სცემს და მოწიწებით ეპყრობა და ეჭვი არ შეაქვს მათ სანდოობაში,არც ცინიკურად მსჯელობენ მათზე,არც მათი გადმოცემებისა და გამოცხადების სანდოობაში ეპარებათ ეჭვი.ხოლო ვინც ასე ცუდად მოეპყრობა მათ,ძალიანაც რომ იძახონ კარგი გვინდა და ამიტომ ვიმაღლებთ ხმასო და ამით შეიძლება ვინმეც აცდუნონ,უფლის რისხვას ვერსად დაემალებიან.
გაგაძლიეროთ უფალმა.


გაგახაროს უფალმა ამ ჭეშმარიტი სიტყვებისთვის mpua.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი May 22 2008, 03:23 PM
პოსტი #2124


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(death @ May 21 2008, 02:02 AM) *

მჭიდრო კავშირები დაამყაროს სხვა ეკლესიებთან, არამარტო მართლმადიდებლებთან. გამოიჩინოს ცოდა მეტი რელიგიური პლურალიზმი, შეეცედოს მიიღოს დასავლური ფასეულობები, ..... რადგან თანამედროვე განათლებული მოძღვარი შესძლებს თანამედროვე საზოგადოებაში სწორ ორინეტირებას, როგორც ახალგაზრდობის ისევე მთლიანად მოსახლეობის ეკლესიაში მოზიდვის კუთხით.


ისე მართლმადიდებლურმა ეკლესიამ როგორ უნდა მიიღოს დასავლური ფასეულობები მე არ მესმის ???

ამასთან შენ ამბობ რომ ყველაფერი ეს ეკლესიას დაეხმარება იმაში რომ მრევლი მოიზიდოსო

როგორ გგონია ეკლესიისთვის მთავარი ჭეშმაროტების ქადაგება უნდა იყოს თუმდაც ამ ჭეშმარიტებსა ორი კაცი

გამოყვეს, თუ რაღაც სიყალბეების რასაც ბევრი პროტესტანტული ეკლესია ქადაგებს და ამით მილიონობით ადამიანი

მოიზიდოს და მილიარდები ჩარიცხოს ეკლესიის ანგარიშზე?! (მორმონების მაგალითი ჩემზე უკეთ მოგეხსენება)


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nana_007
პოსტი May 22 2008, 05:50 PM
პოსტი #2125


I need a hero...
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 642
რეგისტრ.: 9-April 08
წევრი № 4,509



ციტატა
შენ უბრალოდ ინფორმაციისთვის წერ ამას, თუ თავადაც ეთანხმები? rolleyes.gif



სერჟ smile.gif

ეშმაკს თუ სასიკეთოდ გამოიყენებ და პა ხოდუ რქებსაც წაატეხავ თლა უკეთესი ...


--------------------
Мне, как сказку, приговор читал судья,
А за окнами вовсю апрель свистел,
Говорили, что эта та статья
Мне начертит номерочек на кресте...

Am I pretty -then cut me in the face... Am I stronger -break my neck in disgrace...
Am I smarter - kill me and eat my brain...Am I braver- kill me and eat my heart...

Geadelt ist, wer Schmerzen kennt
Vom Feuer das in Lust verbrennt ,
Ein Funkenstoss in ihren Schoss,
Ein heisser Schrei : "Feuer frei"!

Когда счастье моё мусорами разбито...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
death
პოსტი May 22 2008, 06:57 PM
პოსტი #2126


A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003



ციტატა(sable @ May 22 2008, 03:23 PM) *

ისე მართლმადიდებლურმა ეკლესიამ როგორ უნდა მიიღოს დასავლური ფასეულობები მე არ მესმის ???

ამასთან შენ ამბობ რომ ყველაფერი ეს ეკლესიას დაეხმარება იმაში რომ მრევლი მოიზიდოსო

როგორ გგონია ეკლესიისთვის მთავარი ჭეშმაროტების ქადაგება უნდა იყოს თუმდაც ამ ჭეშმარიტებსა ორი კაცი

გამოყვეს, თუ რაღაც სიყალბეების რასაც ბევრი პროტესტანტული ეკლესია ქადაგებს და ამით მილიონობით ადამიანი

მოიზიდოს და მილიარდები ჩარიცხოს ეკლესიის ანგარიშზე?! (მორმონების მაგალითი ჩემზე უკეთ მოგეხსენება)


დასავლური ღირებულებების მიღებაში არ ვგულისხმობ დოგმატურ ცვლილებებს smile.gif აქ ვგულისხმობ ცოტა მეტ რელიგიურ პლურალიზმს.

ეკლესიისთვის მართლაც მთავარია ჭეშმარიტების ქადაგება, მაგრამ მარიამის უბიწოდ არ ჩასახვით და სულიწინდის მამიდან გამომავლობით ხალხს ეკლესიაში ვერ მოიზიდავ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ გვყავდეს განათლებული სამღვდელოება, რომელიც თანამედროვე ღირებულბების და აზროვნებიდან გამომდინარე მოახერხებს ქრისტიანობის ქადაგებას და ადამიანების ეკლესიაში მოზიდვას.

რაც შეეხება მორმონებს, სამეთვალყურეო კოშკის "რაინდებს" smile.gif და სხვა მისთანებს, ამაში გეთანხმები. მაგრამ კათოლიკები, ლუთერანები და ევანგელისტები ნამდვილად არ არიან არც ფულის "ჩამრიცხავები" და არც მსგავსი "ქრისტიანები". ამიტომ მათთან ნორმანული ურთიერთობის დამყარება აუცილებელია. მითუმეტეს, როდესაც ამდენი რამე გვაერთიანებს ამ გარყვნილებისა და სულიერი თუ მორალური დეგრადირების ხანაში.


--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი May 22 2008, 07:49 PM
პოსტი #2127


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



ციტატა
მაგრამ კათოლიკები, ლუთერანები და ევანგელისტები ნამდვილად არ არიან არც ფულის "ჩამრიცხავები" და არც მსგავსი "ქრისტიანები". ამიტომ

IPB-ს სურათი
მინდოდა უკომენტაროდ დამეწერა, მაგრამ იმ ჯვარს მაინც ვერ ვგებულობ რატომაა თავდაყირა.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი May 22 2008, 08:14 PM
პოსტი #2128


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



მნათე
შენ უკვე დიდი ბიჭი ხარ და მაინც ვერ დაგასერიოზულეთ კაცო biggrin.gif
synodia-ამ ნათლად ამიხსნა:
ბატონო აბო, გიპასუხებთ, რატომაა პაპის უკან ჯვარი თავდაყირა.
პაპი პეტრე მოციქულის მემკვიდრედ ითვლება, პეტრე მოციქული კი ჯვარზე თავდაყირა გააკრეს. ამიტომ გადმობრუნებული ჯვარი ხშირად ამ მოციქულის სიმბოლოდ ითვლება (პეტრე მოციქულის საფლავზეც, წმ. პეტრეს ტაძარში ასეთი ჯვრებია), ისევე როგორც ანდრიას ჯვარი, რომელსაც X ფორმა აქვს, ანდრია მოციქულის სიმბოლოდ ითვლება.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nana_007
პოსტი May 22 2008, 08:23 PM
პოსტი #2129


I need a hero...
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 642
რეგისტრ.: 9-April 08
წევრი № 4,509



abo,

პეტრეს ჯვრის ვერსია ადრე კაიროსსაც ეწერა სხვა თემაში. მართალი სიდონია, მართლა მასეა.

სატანისტების დაყუდებული ჯვარი ოპტიკურად განსხვავდება პაპის სურათზე ნაჩვენები ჯვრისგან, აქ რომ დააპორწიალებენ სატანისტები,აშკარად სხვანაირია და ისედაც...


პ.ს. სატანისტურად გამოსახული უკუღმა ჯვარი აქ მინახავს მე სხვადასხვა ბეჭდვითი "პროდუქტების" ლოგოებზე, მაგრამ იქ ვერავინ ვერ იტყვის, რომ პეტრეს ჯვარია. სხვა შემთხვევაში თვით კათ. ეკლესია არ გაუკეთებდა ასეთ დოკუ-ებს უარყოფით შეფასებებს.


--------------------
Мне, как сказку, приговор читал судья,
А за окнами вовсю апрель свистел,
Говорили, что эта та статья
Мне начертит номерочек на кресте...

Am I pretty -then cut me in the face... Am I stronger -break my neck in disgrace...
Am I smarter - kill me and eat my brain...Am I braver- kill me and eat my heart...

Geadelt ist, wer Schmerzen kennt
Vom Feuer das in Lust verbrennt ,
Ein Funkenstoss in ihren Schoss,
Ein heisser Schrei : "Feuer frei"!

Когда счастье моё мусорами разбито...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი May 22 2008, 08:35 PM
პოსტი #2130


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



nana_007
ყოველგვარი დაეჭვების გარეშე ვეთანხმები ახსნილს.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
besik
პოსტი May 24 2008, 03:06 PM
პოსტი #2131


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 196
რეგისტრ.: 27-January 08
წევრი № 3,769



[quote name='death' date='May 22 2008, 05:57 PM' post='320151']
[b]დასავლური ღირებულებების მიღებაში არ ვგულისხმობ დოგმატურ ცვლილებებს smile.gif აქ ვგულისხმობ ცოტა მეტ რელიგიურ პლურალიზმს.

ეკლესიისთვის მართლაც მთავარია ჭეშმარიტების ქადაგება, მაგრამ მარიამის უბიწოდ არ ჩასახვით და სულიწინდის მამიდან გამომავლობით ხალხს ეკლესიაში ვერ მოიზიდავ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ გვყავდეს განათლებული სამღვდელოება, რომელიც თანამედროვე ღირებულბების და აზროვნებიდან გამომდინარე მოახერხებს ქრისტიანობის ქადაგებას და ადამიანების ეკლესიაში მოზიდვას.]]]
!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! {{{{{{{{{{ Vფიქრობ მეტად მცდარი ნააზრევია,აქ თანამედროვე განათლება არაფერ შუაშია მართლმადიდებლობის გავრცელებასთან.ყველაზე ცუდი ის არის,რომ დGეს'' თანამედროვე ღირებულების და აზროვნების '' ''ქადაგებით'' უფრო მეტი საფრთხე არსებობს ჭეშმარიტი რწმენისაგან ადამიანის დაშორებისა.ძალიანაც რომ ეცადოს ვინმე, ''თანამედროვე ღირებულებითა და აზროვნებით'' ნამდვილად ვერაფერს შექმნის იმაზე მეტს,რაც საუკუნეების მანძილზე წმიდა მამებმა თავიანთი უდიდესი ღვაწლით,შრომით,სისხლისა და ცრემლის ფასად უფლისაგან მაქსიმალურად მიიღეს ის გამოცდილება,ის ცოდნა,ის სულიერი ძალა,რაც ადამიანს ღმერთთან მიიყვანს.ხოლო დღეს კი რწმენის თვალსაზრისით ბევრად ჩამოვუვარდებით იმ დროინდელ ქრისტიანებს,ისინი თავიანთ ქონებას,სახლკარს,თავიანთ სიცოცხლესაც კი ანაცვლებდნენ უფლისაკენ სწრაფვას,უდიდეს განსაცდელებს,ტანჯვა -წამებას ითმენდნენ უფლის სიყვარულის გამო,ვერავითარი კეთილდღეობა,იმდროინდელი ''ამსოფლიური თანამედროვე ღირებულებები'',ვერავითარი ცდუნება მათ ვერ სძლევდა.აი,სწორედ ამით დაიმკვიდრეს სასუფეველი.დღე კი რა ხდება?იმის მაგივრად ,რომ ჩვენს გადამრჩენელ წმიდა მამათა გამოცდილებით ვიცხოვროთ და ვიღვაწოთ,მივბაძოთ მათ ,რომლებიც თავიანთი სიწმიდით სათნო ეყვნენ უფალს,ასეთ მძიმე ჯვრის ტარებაზე ვდრტვინვართ,შეუძლებლად მივიჩნევთ და მართლმადიდებლობის ''გათანამედროვეობით ''იოლი გზით ვცდილობთ სასუფევლის მოპოვებას.ამით სასუფეველს კი არა ჯოჯოხეთს დაიმკვიდრებს ყველა ,თუკი არ შემობრუნდება და არ დაუბრუნდება იმ ღირებულებას,იმ გზას,რომლითაც უცოდველი უფალი ვიდოდა და ჩვენ კი ცოდვილთ უფრო მეტად გვმართებს რომ არ გადავუხვიოთ იმ გზას,რომლითას 2000წელია მართლმადიდებლობა გადის.ღმერთმა მოგვცეს ძალა,რათა დავითმინოთ განსაცდელი და ვიწრო კარიბჭით შევაღოთ სასუფევლის კარი.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.


--------------------
გულგრილობა ჩვენი ეპოქის ყველაზე დიდი მტერია.გავუთბოთ ერთმანეთს გულები.
უფლის მოყვარული სულმაღალი ადამიანი მტერსაც კი დაიმოყვრებს სიკეტით და მოწყალე გულით.სულ და გულგაციებული კი მოყვარესაც მტრად მოიკიდებს როგორც არუნდა თვლიდეს თავის თავს უფლის მოყვარულათ.
skype=besobesiki1
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
animani
პოსტი May 24 2008, 04:02 PM
პოსტი #2132


Ann
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 143
რეგისტრ.: 16-May 08
წევრი № 4,841



ციტატა(cxz @ May 20 2008, 02:58 PM) *

მე ვიძახი კოდირება როგორ ხდებათქო ანუ მანქანურ ენაზე როგორ იცერება ეს ყველაფერი მანქანაში ხომ უნდა არსებობდეს ამის რაგაც სქემა როგორ მუშაობს და რამე აბა როგორ ასკვნი რომ არ არისო 666?

http://www.av1611.org/666/barcode.html
http://www.translate.ru/url/tran_url.asp?l...5&psubmit2.y=15

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია animani: May 24 2008, 04:26 PM
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი May 26 2008, 02:21 PM
პოსტი #2133


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



besik



ბესიკ თანამედროვე აზროვნება როგორ გესმის საინტერესოა. შენ ფიქრობ ტანამედროვე აზროვნება არ მოცავს
ციტატა
წმიდა მამათა გამოცდილებით ვიცხოვროთ და ვიღვაწოთ,მივბაძოთ მათ ,რომლებიც თავიანთი სიწმიდით სათნო ეყვნენ უფალს,
ამას?


საინტერესოა შენეული განმარტება ტანამედროვე აზროვნების.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი May 26 2008, 02:39 PM
პოსტი #2134


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
არის მნიშვნელოვანი, რომ გვყავდეს განათლებული სამღვდელოება


ამას წმიდა სამღვდელოება აჯობებდა...

ციტატა
უფლისაგან მაქსიმალურად მიიღეს ის გამოცდილება,ის ცოდნა,ის სულიერი ძალა,რაც ადამიანს ღმერთთან მიიყვანს.


აჭარბებთ, მართლმადიდებლობას საკუთარი თავი არ ამოუწურავს და იგი ამ ქვეყნად ამას ვერასდროს მოახერხებბს! არც წმიდა მამებს მიუღიათ მაქსიმუმი... სულიწმიდის ქმედება ახლა, აქ, ამ წუთას ხორციელდება, არ შეიძლება ადამიანის შემოქმედებითი პროცესი, მუდმივ ცვალებადობასთან საერთო დამოკიდებულება ჩაახშო ტყუილით - რომელიც ამბობს: ყველაფერი ამოიწურა, აღარ არსებობს გადაჭრის ახლებური გზები, აღარ არსებობს ახლებური რეალობა, რომლის მოქცევაც დაგჭირდებოდათ ქრისტიანებო... და ზოგადად, "მივბაძოთ წმიდა მამებს"...

ტყუილია! არც ერთ წმიდა მამას არასდროს უთქვამს უარი ახლებური, მისი თანამედროვე რეალობის შემეცნებაზე, ისინი პირველები ეუფლებოდნენ მეცნიერებას, ისინი ცდილობდნენ ყოველი ახალი მეთოდის, აღმოჩენისა და ფასეულობის გაქრისტიანებას, მათ სწორ დანახვას... არასდროს არც ერთ წმიდა მამას უარი არ უთქვამს ფეხი აეწყო დროის ცვლილებისთვის და კონკრეტულ ადამიანებს, კონკრეტული რეალობის გათავისების მთელ მოცულობაში დალაპარაკებოდა იმაზე, რაც მათ ეკუთვნით! დიახ, მათ ეკუთვნით ქრისტე, მათ ეკუთვნით სიმართლე! ის არ არის მხოლოდ ჩვენი, ის მათიცაა, ჩვენ რატომღაც ვცდილობთ მათ ჯერ შუა საუკუნეები შევაჩეჩოთ და შემდგომ მოვაქციოთ... რატომ? იმიტომ რომ ჩვენ შესანიშნავად ვიცით როგორ უნდა მოვიქცეთ შუა საუკუნეებში, (მამებმა გვანახეს) მაგრამ აზრზე არ ვართ, როგორ გავუმკლავდეთ თანამედროვე პრობლემატიკას! რატომ? იმიტომ რომ ხელმოცარულები ვართ, იმიტომ, რომ გავაღმერთეთ წარსული და უარი ვთქვით დაგვეცარიალებინა აწმყო პროსტატებისგან, იზოლაციონიზმისგან, რომელიც იმ დროში (რომლის მაგალითად მოყვანას ვიცი არ დამზარდებიან) გარემო პირობების შემოქმედება იყო და არა ქრისტეს ნების...

აი ამაშია საქმე, აბსტრაგირებული "წმიდა მამების" შეჩეჩებით იწყება და მთავრდება ჩვენი სულიერი შემოქმედება, არც ერთი ჩვენგანი არ ცდილობს ემსგავსოს მას... ჩვენ მხოლოდ ტრფობა და ფშვინვიერი ღლაბურცი გვეხერხება, ჩვენ მხოლოდ ქრისტეს კომპეტენციის მორგება გვიყვარს... ჩვენ ფეხებზე გვკიდია ყველა სხვა...

ჯიშ-ჯილაგიზმი და ადათმონობა გვიყვავის, აი ჩვენი რეალობა a075.gif

აი ამაშია საქმე, წმიდა მამების მსგავსი რომ გახდე, ჯერ უნდა გაერკვე სად ხარ, ქრისტე არ დასრულებულა, ყოველ დროში მას ახლებური შემეცნების საყრდენები სჭირდება, ქრისტე ვეღარ დარჩება სკამზე მჯდომ მეფედ ადამიანთა წარმოდგენებში, ეს მხოლოდ იმ დროის წარმოდგენის უფლებამოსილება იყო, რომელშიც მეფეები არსებობდნენ... განა ქრისტე იცვლება, იცვლება გარემო და სწორი წარმოდგენები მისდამი... რა არის ამაში ასეთი გასაოცარი, როდემდე უნდა დაქროდეს ბიზანტიური აჩრდილი ჩვენს სულებში, მოოოორჩა! დამთავრდა ბიზანტია! XXI-საუკუნეა, ხალხს შველა სჭირდება, ეპისკოპოსთა აქტიურობა ახლაა საჭირო!


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
death
პოსტი May 26 2008, 03:00 PM
პოსტი #2135


A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003



მნათე

ციტატა
ამას წმიდა სამღვდელოება აჯობებდა...


რა თქმა უნდა. მაგრამ დღევანდელ პიროვბებში ეგ თითქმის შეუძლებელია. ხოლო სულიერებსთან შეხამებული განათლება კი უფრო მრავლის მომტანი იქნება

ბესიკ

ციტატა
Vფიქრობ მეტად მცდარი ნააზრევია,აქ თანამედროვე განათლება არაფერ შუაშია მართლმადიდებლობის გავრცელებასთან.ყველაზე ცუდი ის არის,რომ დGეს'' თანამედროვე ღირებულების და აზროვნების '' ''ქადაგებით'' უფრო მეტი საფრთხე არსებობს ჭეშმარიტი რწმენისაგან ადამიანის დაშორებისა.ძალიანაც რომ ეცადოს ვინმე, ''თანამედროვე ღირებულებითა და აზროვნებით'' ნამდვილად ვერაფერს შექმნის იმაზე მეტს,რაც საუკუნეების მანძილზე წმიდა მამებმა თავიანთი უდიდესი ღვაწლით,შრომით,სისხლისა და ცრემლის ფასად უფლისაგან მაქსიმალურად მიიღეს ის გამოცდილება,ის ცოდნა,ის სულიერი ძალა,რაც ადამიანს ღმერთთან მიიყვანს.ხოლო დღეს კი რწმენის თვალსაზრისით ბევრად ჩამოვუვარდებით იმ დროინდელ ქრისტიანებს,ისინი თავიანთ ქონებას,სახლკარს,თავიანთ სიცოცხლესაც კი ანაცვლებდნენ უფლისაკენ სწრაფვას,უდიდეს განსაცდელებს,ტანჯვა -წამებას ითმენდნენ უფლის სიყვარულის გამო,ვერავითარი კეთილდღეობა,იმდროინდელი ''ამსოფლიური თანამედროვე ღირებულებები'',ვერავითარი ცდუნება მათ ვერ სძლევდა.აი,სწორედ ამით დაიმკვიდრეს სასუფეველი.დღე კი რა ხდება?იმის მაგივრად ,რომ ჩვენს გადამრჩენელ წმიდა მამათა გამოცდილებით ვიცხოვროთ და ვიღვაწოთ,მივბაძოთ მათ ,რომლებიც თავიანთი სიწმიდით სათნო ეყვნენ უფალს,ასეთ მძიმე ჯვრის ტარებაზე ვდრტვინვართ,შეუძლებლად მივიჩნევთ და მართლმადიდებლობის ''გათანამედროვეობით ''იოლი გზით ვცდილობთ სასუფევლის მოპოვებას.ამით სასუფეველს კი არა ჯოჯოხეთს დაიმკვიდრებს ყველა ,თუკი არ შემობრუნდება და არ დაუბრუნდება იმ ღირებულებას,იმ გზას,რომლითაც უცოდველი უფალი ვიდოდა და ჩვენ კი ცოდვილთ უფრო მეტად გვმართებს რომ არ გადავუხვიოთ იმ გზას,რომლითას 2000წელია მართლმადიდებლობა გადის.ღმერთმა მოგვცეს ძალა,რათა დავითმინოთ განსაცდელი და ვიწრო კარიბჭით შევაღოთ სასუფევლის კარი.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.


მცადრი არაა უბრალოდ ვერ შენ ვერ გაიგე რისი თქმა მინდოდა.

თანამედროვე აზროვნებით და ღირებულებებით ვერავინ იმის მეასედსაც შერ შექმნის, რაც თავის დროზე წმინდა მამებმა შექმნეს.

სასუფეველს ვერ დავიმკვიდრებთ იოლი გზით, რადგან ქრისტიანობა არაა სოციალური იდეოლოგია შენს გემოზე რომ ატრიალო. ის რაც იყო 2000 წლის წინ, იგივეა დღესაც.

თუ რატომ და რა კუთხით ვთვლი მნიშვნელოვნად თანამედროვე ღირებულებებს, ამაზე აღარაფერს ვიტყვი, რადგან ამაზე უკვე უამრავჯერ ვისაუბრე. რაც შეგილია ჩემს სხვა პოსტებში იხილო.


--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
orthodox-georgia
პოსტი May 26 2008, 11:21 PM
პოსტი #2136


----
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,373
რეგისტრ.: 13-May 08
მდებარ.: იქ
წევრი № 4,815



ციტატა(KAIROS @ Nov 10 2006, 08:51 PM) *

საქმე, ჩემო კარგო, იმ ცნობილი აპოკალიფსური სიმბოლოს "მხეცის ნიშნის" შეცვლილ და უცნაურ განმარტებასთან გვაქვს, მარჯვენა ხელი და შუბლი; სიმბოლო თუ ბუკვალური გაგება? იქნებ ორივე ერთად?
1) თუკი სიმბოლოა, გასაგებია, ანტიქრისტეს საბოლოო მორჩილება გონებით და საქმით
2) თუკი ბუკვალურია-მაშინ გამოდის, რომ ადამიანები, რომლებიც ამ ნიშანს მიიღებენ, მაშინვე წარწყმედულები არიან, რაჟამს ეს რაღაც ნიშანი ( თუ ჩიპი, როგორც გინდათ), მიიღეს, მაგრამ ეს არ მოდის თანხმობაში, მართლმადიდებლური სოტიოროლოგიასთან, რადგან ყოველ ხორცში მყოფს აქვს შენანების შანსი და საშუალება, აქედან ცხონებისაც, აქედან შეიძლება ადამიანები, ბოლო პერიოდშიც კი მოექცნენ, მაშინ ვინ არიან "დაღდასმულები"? ისინი ვინც გონებითაც დაემორჩილნენ ანტიქრისტეს და მისი მსახურები გახდნენ, ამიტომ არა მგონია რაიმე ფიზიკურ-მატერიალური განსხვავება ქონდეთ ( ძვალზე დასხივებული კოდები თუ ჩადობილი ჩიპები...), არამედ თავისუფალი პიროვნული არჩევანით დამონებულები იქნებიან სატანას...
...

და მათი პიროვნული არჩევანი ფიზიკურად გამოხატული იქნება ამ ჩიპის ნებაყოფლობით მიღებაში. ამით ისინი "კონტრაქტს" გააფორმებენ სატანასთან


--------------------
ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)

ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან.

ღმერთს ებარებოდეთ!

პატივისცემით თქვენი orthodox-georgia
20.01.2012
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 27 2008, 02:13 AM
პოსტი #2137


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ფიზიკურად გამოხატული იქნება ამ ჩიპის ნებაყოფლობით მიღებაში. ამით ისინი "კონტრაქტს" გააფორმებენ სატანასთან

ისევ ჩიპები sad.gif მერე იმ კონტრაქტს ვერ დაარღვევენ? ე.ი. ვინც ჩიპს მიიღებს მას ნება აღარ აქვს თუ როგორაა საქმე?


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი May 27 2008, 02:27 AM
პოსტი #2138


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა

ისევ ჩიპები მერე იმ კონტრაქტს ვერ დაარღვევენ? ე.ი. ვინც ჩიპს მიიღებს მას ნება აღარ აქვს თუ როგორაა საქმე?


ახალი დოგმატი გვაქვს მისაღები: ჩიპმიღებული ადამიანურ არჩევანს წყვეტს, იგი აღარ არის მოაზროვნე.


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი May 27 2008, 03:35 AM
პოსტი #2139


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



KAIROS
ციტატა
მერე იმ კონტრაქტს ვერ დაარღვევენ? ე.ი. ვინც ჩიპს მიიღებს მას ნება აღარ აქვს თუ როგორაა საქმე?

ვერ დაარღვევს კი არა არ დაარღვევს, იმიტომ რომ ამის სურვილი არ ექნება და არც ნება. იგი დაჩიპულ დარობოტებული, თავისუფლება დაკარგული ზომბი იქნება.მისი ნება "მოკარნახე უფროსზე" იქნება დამოკიდებულ.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი May 27 2008, 08:06 AM
პოსტი #2140


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



ციტატა(KAIROS @ May 27 2008, 01:13 AM) *

ისევ ჩიპები sad.gif მერე იმ კონტრაქტს ვერ დაარღვევენ? ე.ი. ვინც ჩიპს მიიღებს მას ნება აღარ აქვს თუ როგორაა საქმე?


დეტერმინიზირებული იქნება მისი ნება....

რაც შეეხება "კონტრაქტის დარღვევას", ვერ გავიგე ჩიპმიღებულმა ადამიანმა შეიძლება ეს ჩიპი რომ ამოიღოს ხელიდან ან შუბლიდან და ანტიქრისტეს მიუგდოს უკან? IPB-ს სურათი

სასაცილოა IPB-ს სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

162 გვერდი V « < 105 106 107 108 109 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th June 2025 - 07:34 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი