![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
kato_Bato |
![]()
პოსტი
#2141
|
![]() Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 ![]() |
თათარაშვილი
ციტატა რაც შეეხება "კონტრაქტის დარღვევას", ვერ გავიგე ჩიპმიღებულმა ადამიანმა შეიძლება ეს ჩიპი რომ ამოიღოს ხელიდან ან შუბლიდან და ანტიქრისტეს მიუგდოს უკან? ![]() აღარ მინდა შენთან თამაშიო? ![]() -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
თათარაშვილი |
![]()
პოსტი
#2142
|
![]() გამვლელი მემბერი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 ![]() |
|
natia84 |
![]()
პოსტი
#2143
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 19 რეგისტრ.: 26-May 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 4,919 ![]() |
kato_Batoგამარჯობათ, გუშინ რეკლამას ვუყურე, ყველა შედი მაღაზიასი , ბარსი და ფულს იხდიან იცი როგორ? გამყიდვლის ხელის გულტთან ახლოს მიაქვს თავისი ხელის გული, ასე ხდება ყველგან გადახდა, თან ქართული რეკლამაა, გული გამისკდა მეტქი უკვე ბიოჩიპის რეკლამას აკეთებენ ესე იგი ტბილიში შემოვიდა უკვე ტქო, მაგრამ ბოლოს თქვეს პლასტიკური ბარათით ისარგებლეთო. მაინც რა საწირო იყო ისეთი რეკლამა თოთქოს ბიოჩიპები ქონდათ ხალხს ჩადგმული.მემგონი მოვესწრებით მაგ პერიოდს
თათარაშვილითუ ჩაიდგი ვეღარ ამოირე, დაგიჩირქდება.თან მაგის ჩადგმის მერე ეგრევე ეჩმაკს სცემ თაყვანსო. ეგრე არაა??? |
leluka |
![]()
პოსტი
#2144
|
![]() ♥-ლელუკა-♥ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,677 რეგისტრ.: 24-January 07 წევრი № 907 ![]() |
natia84
ციტატა kato_Batoგამარჯობათ, გუშინ რეკლამას ვუყურე, ყველა შედი მაღაზიასი , ბარსი და ფულს იხდიან იცი როგორ? გამყიდვლის ხელის გულტთან ახლოს მიაქვს თავისი ხელის გული, ასე ხდება ყველგან გადახდა, თან ქართული რეკლამაა, გული გამისკდა მეტქი უკვე ბიოჩიპის რეკლამას აკეთებენ ესე იგი ტბილიში შემოვიდა უკვე ტქო, მაგრამ ბოლოს თქვეს პლასტიკური ბარათით ისარგებლეთო. მაინც რა საწირო იყო ისეთი რეკლამა თოთქოს ბიოჩიპები ქონდათ ხალხს ჩადგმული.მემგონი მოვესწრებით მაგ პერიოდს მეც ეგ უნდა დამეწერა.... მეთქი რა უბედურებაა თქო... -------------------- ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
|
natia84 |
![]()
პოსტი
#2145
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 19 რეგისტრ.: 26-May 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 4,919 ![]() |
leluka
შენც ნახე ეგ რეკლამა? |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2146
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა ერ დაარღვევს კი არა არ დაარღვევს, იმიტომ რომ ამის სურვილი არ ექნება და არც ნება. იგი დაჩიპულ დარობოტებული, თავისუფლება დაკარგული ზომბი იქნება.მისი ნება "მოკარნახე უფროსზე" იქნება დამოკიდებულ. ეჰ, აბო, მასე ხომ საერთოდ უდანაშაულო გამოდის ადამიანი? ან მხოლოდ ის "დანაშაული" აქვს, რომ ჩიპი მიიღო, და მორჩა, არც სინანული უშველის, არც დაფიქრება არც არაფერი , ეს არაა ქრისტიანობა ჩემო კარგო , თუ კი ვინმე იქნება იძულებით მართვადი, მიუხედავად იმისა, მან აქამდის შეიძლება გააკეთა მცდარი არჩევანი თუ არა, მაინც მას არ მოეკითხება მის საქციელზე პასუხი, სწორედ იმიტომ რომ ზომბია და მართგვადი და არა ნებით თავისუფალი... არ არის ეგ ესქატოლოგია, არამედ ესქატომანია ციტატა დეტერმინიზირებული იქნება მისი ნება.... თუკი ვინმეს ექნება ნება შეზღუდული მას პასუხიც არ მოეთხოვება...ნუ წერთ საოცრებებს... მართლა ახალ დოგმატი გამოდის ![]() ციტატა ახალი დოგმატი გვაქვს მისაღები: ჩიპმიღებული ადამიანურ არჩევანს წყვეტს, იგი აღარ არის მოაზროვნე. ეგ ისე არ ახალია, ძველია, ადრე ეკლესიაში იყო მაგაზე კამათი, ვინც უარყო ქრისტე და შემდეგ შიენანა, მივიღოთ თუ არაო, ეკლესიამ უპირობოდ თქვა, რომ ნებისმიერ ადამიანს ვიდრე არის ხორში აქვს ნების თავისუფლება და სინანულის ძალა, და თუკი ვინმეს ნების ტავისუფლება წართემული აქვს, მას არ მოეთხოვება არაფეზე პასუხი.. აი აქედან ვიაზროვნოთ, ანუ ქრისტიანული აზროვნებიდან, და არა რაღაც საეჭვო თეოლოღუმენბზე აგებული უფრო საეჭვო თეორებიდან... იხარეთ; კაიროსი! პ.ს. შევეშვათ ჩიპოფობიას და გადავიდეთ მამებზე! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
leluka |
![]()
პოსტი
#2147
|
![]() ♥-ლელუკა-♥ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,677 რეგისტრ.: 24-January 07 წევრი № 907 ![]() |
ციტატა leluka შენც ნახე ეგ რეკლამა? კი -------------------- ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
|
constantine |
![]()
პოსტი
#2148
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 139 რეგისტრ.: 8-December 07 წევრი № 3,380 ![]() |
ციტატა ერ დაარღვევს კი არა არ დაარღვევს, იმიტომ რომ ამის სურვილი არ ექნება და არც ნება. იგი დაჩიპულ დარობოტებული, თავისუფლება დაკარგული ზომბი იქნება.მისი ნება "მოკარნახე უფროსზე" იქნება დამოკიდებულ. არ ვიცი ბიბლიაში წერია თუ გაიკეთებს ვსო .. და ეხა ფსევდო თუ ჩვენი მართმადიდებლობა რას ამბობს მაგას რა მნიშვნელობა აქ? ღმერთი გეუბნება არ მიიღოო და. |
afxazi |
![]()
პოსტი
#2149
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
constantine
ციტატა ღმერთი გეუბნება არ მიიღოო და. ჩიპი არ მიიღოო? -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
თათარაშვილი |
![]()
პოსტი
#2150
|
![]() გამვლელი მემბერი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 ![]() |
ციტატა არ ვიცი ბიბლიაში წერია თუ გაიკეთებს ვსო .. ბიბლიაში წერია ანტიქრისტეს ბეჭდის შესახებ. და ის ბიომეტრული ჩიპი რომელიც დღეს ვრცელდება, ჯერ არავინ იცის რა არის. რა თქმა უნდა თავისთავად, ძალიან არასასიამოვნოა, რადგან გავს ბიბლიაში აღწერილ ნიშანს (ხელში ჩაყენების შესახებ), და მართლაც საეჭვო რამ არის, თუმცა ასე ხელაღებით არ შეიძლება ითქვას რომ ეს ანტიქრისტეს ბეჭედია... ეს ჯერ არ ვიცით, თუმცა უდარდელად ცხოვრებაც არ იქნება ჩვენი მხრიდან კარგი... შეიძლება არის კიდეც, ან წინამორბედია... მარა არ ვიცით და სჯობს ამაზე ბევრი არ ვიკამათოთ... |
constantine |
![]()
პოსტი
#2151
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 139 რეგისტრ.: 8-December 07 წევრი № 3,380 ![]() |
ციტატა ჩიპი არ მიიღოო? არა ეგრე არ წერია.. მარა რავი სხვა რა უნდა იყის.. მაგას რომ დავანებოთ თავი 24 საათის განმავლობაში ვიღაცა რომ მითვალთვალებდეს ნაღდად არ მინდა.. |
afxazi |
![]()
პოსტი
#2152
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
constantine
ციტატა არა ეგრე არ წერია.. მარა რავი სხვა რა უნდა იყის.. არ არის სწორი მიდგომა ეს. და ეს იმიტომ რომ მართლმადიდებლური სწავლების სიღრმისეულ არსს არ ვიცნობთ (ვერ დავიკვეხნი მე რომ მე ვიცნობ მას ძალიან კარგად, მაგრამ რაღაცა ვიცი). იოანე მოციქულის "გამოცხადება" ანუ იგივე აპოკალიფსი ყველაზე რთული წიგნია ახალ აღთქმაში, რთული იმ გაგებით რომ ძალიან ალეგორიული წიგნია. სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა რომ ეს წიგნი ყველაზე გვიან მოხვდა ახალი აღთქმის კანონიკურ წიგნთა სიაში, ანუ რამდენიმე საუკუნის განმავლობაში მიდიოდა მსჯელობა იმის შესახებ იყო თუ არა ეს წიგნი კანონიკური, ანუ ნამდვილად ეკუთვნოდა თუ არა მოციქულს. დაშესაბამისად ქართულადაც ყველაზე გვიან ითარგმნა ახალი აღთქმის წიგნთა შორის. ანუ ეს ყველაფერი მეტყველებს ეკლესიის სიფრთხილეზე, რომელმაც მრავწლიანი, რამდენიმესაუკუნოვანი მსჯელობისა და განხილვის შემდეგ მიიჩნია რომ ეს წიგნი მართლაც მოციქულს ეკუთვნის. მიუხედავად ამისა ამ წიგნის როგორც ასეთი სიღრმისეულ განმარტებას ძალიან ბევრი დიდი მამა ერიდებოდა და ამ წიგნზე შესაბამსიად განმარტებები ძალიან ნაკლებია. ვისაც წაუკთხავს დავუშვათ ესაია წინასწარმეტყველის წიგნი ძველი აღთქმიდან, რომელიც სავსეა ქრისტეზე წინასწარმეტყველებით, თუკი იმ ადგილების განმარტება არ წაუკითხავს, ვერ მიხვდება თუკი წინასწარმეტყველება ნამდვილად ქრისტეზეა. ანუ რის თქმა მინდა. ამ მიკრო ჩიპების გაიგივება იოანეს გამოცხადებაში ნახსენებ ბეჭედთან ყოვლად გაუმართლებელია და მიუღებელი. ვინაიდან ჯერ ეს ერთი ვერავინ ვერ ითყვის იმას დაზუსტევით რომ იქ ნახსენები ბეჭედი ნამდვილად მატერიალური სახისაა, შეიძლება ითქვას რომ ეს ასე არაა და რატომ? მართლმადიდებლური სწავლება მიიჩნევს რომ ადამიანს აქვს აბსოლუტურად თავისუფალი ნება, და სწორედ ამ თავისუფალი ნებიდან გამომდინარეა აღიარება ქრისტესი, ან მისი უარყოფა და რაზეც დამყარებულია სწავლება ადამიანის განღმრთობის შესახებ, ანუ როგორც ერთ-ერთი თანამედროვე ღვთისმეტყველი ვ. ლოსკი ამბობს რომ აღიარო ღმერთი უნდა იყო მისი უარყოფის მდგომარეობაში. ესაა მტავარი იდეა ადამიანის თავისუფლებისა. ანუ ქრისტეს აღიარება ესაა აბსოლუტურად შეგენებული, გათავისებული, გაცნობიერებული მდგომარეობა და მას არაფერი აქვს საერთო ძალადაობასთან, ანუ ღმერთი არავის არ აძალებს მის აღიარებას. აქედან გამომდინარე, მისი უარყოფაც თავისუფალი ნებიდან გამომდინარეა. თუკი ჩვენ დავუშვებთ რომ თუკი ადამიანს ჩიპს გაუკეთებენ და მან არ იცის რომ თურმე ეს ბეჭედია ანტიქრისტესი და მას ატყუებენ და მორწმუნეც რომ იყოს და ქრისტეს აღიარებდეს არაფერი ეშველება, რადგან ის მოატყუეს და მოტყუებით დააგმობინეს ქრისტე (ეს საერთოდ პარადოქსია) აღმოვჩნდებით ძალიან დიდ გაუკუღმართებაში და ღმერთს დავადანაშაულებთ (გაუცნობიერებლად) იმაში რომ თურმე მის მორწმუნეს ათყუებდნენ და ჯოჯოხეთისთვის იმეტებდნენ (და მან არაფერი არ იცოდა და პირიქით მას ეჯერა რომ ქრისტეს აღიარებდა და ჭეშმარიტების გზით მიდიოდა) და მან კი არ უშველა მას. არ ვიცი სწორად ჩამოვაყალიბე თუ არა, მაგრამ ეს კი დაზუსტებით შემიძლია ვთქვა რომ ქრისტეს აღიარება, ისევე როგორც მისი უარყოფა (შეიძლება მისი უარყოფა სიტყვით არ იყოს რომ ვიღაცამ თქვას მე ქრისტეს უარვყოფო, თუმცა ასეთებიც არიან, არამედ როგორც დღესაც ხდება მისი საქმეებიდან გამომდინარე, ქცევებიდან გამომდინარე.) აბსოლუტურად თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული და იმის დაშვება რომ მოტყუებით ადამიანს ქრისტე დააგმობინეს ბოდიშით მაგრამ ძალიან სისსულელეა. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#2153
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
არა ეგრე არ წერია.. მარა რავი სხვა რა უნდა იყის.. მაგას რომ დავანებოთ თავი 24 საათის განმავლობაში ვიღაცა რომ მითვალთვალებდეს ნაღდად არ მინდა.. მე მგონი ჩიპი კი არ არის მტავარი, არამედ საქმე. ანუ სენი საქმით არ უნდა ემსახურო ბოროტს, თუ ემსახურები, ზუსტად ეს არის მისი ბეჭდის მიღება, გინდა ჩიპით, გინდა მის გარეშე. საქმე ჩიპში კი არა, ნების დამოღცილებაშია. რაც შეეხება ასე ,,საშიშ,, ჩიპს, მას აქვს დადებითი და უარყოფით მხარეებიც და რატომღაც ვფიქრობ, რომ ის უფრო გამოგონილია ჩვენი უსაფრთხოებისათვის, ვიდრე ბოროტი საქმისთვის. ჩიპის გამოყენების დროს, არ დაკარგავ ფულს, არ გაგქურდავენ. თუ არ გინდა ვინმე გითვალთავლებდეს (ტუმცა ჩიპით ეს რამდენად შესაძლებელია არ ვიცი), სამაგიეროდ, ნებრიმიერი დაამიანის მოტაცება გახდება სეუძლ;ებელი, რადგან დაფიქსირდება მისი ადგილსამყოფელი და აშ. ასე რომ ტყუილად გვეშინია ჩიპის და მტავარი ჩვენი საქმის ბოროტისადმი მორჩილებაზე არა ვფიქრობთ. არ ჰქონდა ლენინის ჩიპი, მაგრამ საქმით იყო ანტიქრისტე, ისე როგორც ძალიან ბევრი ცნობილი და დიდი პიროვნება. აღა მაჰმად ხანზე მეტი ბოროტის მორჩილი ვიქნები, ჩიპი რომ გავიკეთო? მე მგონი უაზრო პანიკაა ჩიპზე. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
besik |
![]()
პოსტი
#2154
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 196 რეგისტრ.: 27-January 08 წევრი № 3,769 ![]() |
ამას წმიდა სამღვდელოება აჯობებდა... აჭარბებთ, მართლმადიდებლობას საკუთარი თავი არ ამოუწურავს და იგი ამ ქვეყნად ამას ვერასდროს მოახერხებბს! არც წმიდა მამებს მიუღიათ მაქსიმუმი... სულიწმიდის ქმედება ახლა, აქ, ამ წუთას ხორციელდება, არ შეიძლება ადამიანის შემოქმედებითი პროცესი, მუდმივ ცვალებადობასთან საერთო დამოკიდებულება ჩაახშო ტყუილით - რომელიც ამბობს: ყველაფერი ამოიწურა, აღარ არსებობს გადაჭრის ახლებური გზები, აღარ არსებობს ახლებური რეალობა, რომლის მოქცევაც დაგჭირდებოდათ ქრისტიანებო... და ზოგადად, "მივბაძოთ წმიდა მამებს"... ტყუილია! არც ერთ წმიდა მამას არასდროს უთქვამს უარი ახლებური, მისი თანამედროვე რეალობის შემეცნებაზე, ისინი პირველები ეუფლებოდნენ მეცნიერებას, ისინი ცდილობდნენ ყოველი ახალი მეთოდის, აღმოჩენისა და ფასეულობის გაქრისტიანებას, მათ სწორ დანახვას... არასდროს არც ერთ წმიდა მამას უარი არ უთქვამს ფეხი აეწყო დროის ცვლილებისთვის და კონკრეტულ ადამიანებს, კონკრეტული რეალობის გათავისების მთელ მოცულობაში დალაპარაკებოდა იმაზე, რაც მათ ეკუთვნით! დიახ, მათ ეკუთვნით ქრისტე, მათ ეკუთვნით სიმართლე! ის არ არის მხოლოდ ჩვენი, ის მათიცაა, ჩვენ რატომღაც ვცდილობთ მათ ჯერ შუა საუკუნეები შევაჩეჩოთ და შემდგომ მოვაქციოთ... რატომ? იმიტომ რომ ჩვენ შესანიშნავად ვიცით როგორ უნდა მოვიქცეთ შუა საუკუნეებში, (მამებმა გვანახეს) მაგრამ აზრზე არ ვართ, როგორ გავუმკლავდეთ თანამედროვე პრობლემატიკას! რატომ? იმიტომ რომ ხელმოცარულები ვართ, იმიტომ, რომ გავაღმერთეთ წარსული და უარი ვთქვით დაგვეცარიალებინა აწმყო პროსტატებისგან, იზოლაციონიზმისგან, რომელიც იმ დროში (რომლის მაგალითად მოყვანას ვიცი არ დამზარდებიან) გარემო პირობების შემოქმედება იყო და არა ქრისტეს ნების... აი ამაშია საქმე, აბსტრაგირებული "წმიდა მამების" შეჩეჩებით იწყება და მთავრდება ჩვენი სულიერი შემოქმედება, არც ერთი ჩვენგანი არ ცდილობს ემსგავსოს მას... ჩვენ მხოლოდ ტრფობა და ფშვინვიერი ღლაბურცი გვეხერხება, ჩვენ მხოლოდ ქრისტეს კომპეტენციის მორგება გვიყვარს... ჩვენ ფეხებზე გვკიდია ყველა სხვა... ჯიშ-ჯილაგიზმი და ადათმონობა გვიყვავის, აი ჩვენი რეალობა ![]() აი ამაშია საქმე, წმიდა მამების მსგავსი რომ გახდე, ჯერ უნდა გაერკვე სად ხარ, ქრისტე არ დასრულებულა, ყოველ დროში მას ახლებური შემეცნების საყრდენები სჭირდება, ქრისტე ვეღარ დარჩება სკამზე მჯდომ მეფედ ადამიანთა წარმოდგენებში, ეს მხოლოდ იმ დროის წარმოდგენის უფლებამოსილება იყო, რომელშიც მეფეები არსებობდნენ... განა ქრისტე იცვლება, იცვლება გარემო და სწორი წარმოდგენები მისდამი... რა არის ამაში ასეთი გასაოცარი, როდემდე უნდა დაქროდეს ბიზანტიური აჩრდილი ჩვენს სულებში, მოოოორჩა! დამთავრდა ბიზანტია! XXI-საუკუნეა, ხალხს შველა სჭირდება, ეპისკოპოსთა აქტიურობა ახლაა საჭირო! რაც ზემოთ ვიგულისხმე ,ამას მაშინ მიხვდები ,როცა ყველა სტატიას წაიკითხავ.ტყუილს მე არა ვწერ ბევრისაგან განსხვავებით,ცნობისათვის. ვინ ახსენა ,რომ მართლმადიდებლობამ თავის მისია ამოწურა.წმიდა მამებმა უდიდესი შრომის ,ღვაწლის სისხლისა და ცრემლის ფასად ,უფლის მოძღვრების განუხრელი დაცვით,რომელიც მსოფლიო ეკლესიათა კრებებმა დაადგინა, უფლისაგან მიიღეს უმთავრესი რამ-ადამიანის სასუფეველში შეყვანა.ამაზეა საუბარი.სასუფევლისაკენ მიმავალი გზა ერთადერთია.რომელიც თავად უფალმა გაიარა და გაუკვალა კაცობრიობას თავისი წმიდა ცხოვრებით.მძიმე ჯვრის უდრტვინველად ტარებით,მოთმინებით,მოყვასისა დმი უანგარო სიყვარულით და თავგანწირვით.აჩვენა,რომ ამ გზით უნდა ვიდოდეს ყველა,ვისაც სურს სულის გადარჩენა და ცხონება. ეს გზა გაიარეს წმიდა მამებმა,უფლის შემწეობით და საკუთარი გამოცდილებით ამ გზაზე ამოიცნეს მტრის ყველა ხრიკი,ჩვენთვის წარმოაჩინეს,რაც ადამიანში შინაგანია,შეისწავლეს უხილავი სულიერი ბრძოლა,მადლმოსილი შეგონების შუქით გაანათეს სულიერი ცხოვრების მთელი გზა,გარდუვალად დაადგინეს ეკლესიის სწავლება,რომლის თანახმადაც ადამიანის შინაგანი ჩამოყალიბების პროცესი თანდათან მიდის,და დიდ შრომას და მოთმინებას ითხოვს.ხოლო,როცა ვამბობთ,რომ ახალი სულიერი ღირებულებები უნდა შევქმნათ,უმჯობესი იქნება ჯერ სულიერების იმ დონეს მივაღწიოთ,რაც მათი გამოცდილებით გადმოგვეცა,ამის შემდეგ ვიფიქროთ სიახლეზე,ისიც იმ შემთხვევაში ,თუ ძირითად სულიერ ღირებულებებს დავიცავთ.მაგრამ დღეს რა ხდება? იმ მოტივით,რომ ბევრი რამ მოძველდა და დროს ვერ უწყობს ფეხს,გვტვაზობენ სულ სხვა,მართლმადიდებლური სარწმუნოებისათვის სრულიად უცხო ''ღირებულებებს''.მე არ გამოვრიცხავ,რომ შესაძლოა გულით უნდოდეთ რომ რაღაც კარგი შემოიტანონ,მაგრამ ეს ხდება ჩვენი ეკლესიის გვერდის ავლით,დაკნინების,ლანძღვის ,მისთვის ''დრომოჭმულობის'',''ჩამორჩენილობის'' იარლიყის მიწებების ხარჯზე.არა მგონია ბატონებო, ეს კარგი ქცევა იყოს.თუკი ჩვენ მართლმადიდებლებად მივიჩნევთ თავს,მეტი მოკრძალება და პატივისცემა უნდა გამოვიჩინოთ ჩვენი ეკლესიის მიმართ იმით,რომ არ ვეცადოთ მართლმადიდებლური ეკლესიის ჩარჩოებიდან გამოსვლას,ჩვენი უპირველესი მოვალეობაა დავემორჩილოთ ჩვენს ეკლესიას,ჩვენს პატრიარქს ,მის მიერ დადგინებულ სასულიერო პირებს,მათ ჩვენზე უკეთ იციან ,ჩვენი სულებისათვის რა სულიერი საზრდოც არის საჭირო .გვახსოვდეს ყველაზე უმთავრესი რისთვისაც ვიღწვით,არის ის,რომ ვიხსნათ ჩვენი სულები დაღუპვისაგან .ამას მაშინ შევძლებთ უფლის წყალობით,როცა ჩვენს ეკლესიას დავუბრუნდებით და აღარ ვეცდებით ,გამოვიდეთ ჩვენს ეკლესიურ მოღვაწეებზეუფრო დიდი ღირებულებების შემქმნელები და შემოქმედნი. რაც მე შემეხება ,არ ''ვღლაბუცობ'' და არც ჩემს ეკლესიაზე ,მის მოღვაწეებზე უფრო მეტ ღირებულების შემქმნელად მივიჩნევ თავს,არც ადათობას ვაიგივებ ეკლესიასთან.ვთვლი,რომ ჩვენი წინამძღოლი,ყოველთვის იყო,არის და ყოველთვის იქნება ჩვენი ეკლესია,ყოველთვის მისი მორჩილი ვიქნები,მან ჩემზე უკეთ იცის,როგორც უნდა მიწინამძღვროს.ღმერთმა მისი მფარველობა არასოდეს მოგვაკლოს. -------------------- გულგრილობა ჩვენი ეპოქის ყველაზე დიდი მტერია.გავუთბოთ ერთმანეთს გულები.
უფლის მოყვარული სულმაღალი ადამიანი მტერსაც კი დაიმოყვრებს სიკეტით და მოწყალე გულით.სულ და გულგაციებული კი მოყვარესაც მტრად მოიკიდებს როგორც არუნდა თვლიდეს თავის თავს უფლის მოყვარულათ. skype=besobesiki1 |
orthodox-georgia |
![]()
პოსტი
#2155
|
![]() ---- ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,373 რეგისტრ.: 13-May 08 მდებარ.: იქ წევრი № 4,815 ![]() |
kato_Batoგამარჯობათ, გუშინ რეკლამას ვუყურე, ყველა შედი მაღაზიასი , ბარსი და ფულს იხდიან იცი როგორ? გამყიდვლის ხელის გულტთან ახლოს მიაქვს თავისი ხელის გული, ასე ხდება ყველგან გადახდა, თან ქართული რეკლამაა, გული გამისკდა მეტქი უკვე ბიოჩიპის რეკლამას აკეთებენ ესე იგი ტბილიში შემოვიდა უკვე ტქო, მაგრამ ბოლოს თქვეს პლასტიკური ბარათით ისარგებლეთო. მაინც რა საწირო იყო ისეთი რეკლამა თოთქოს ბიოჩიპები ქონდათ ხალხს ჩადგმული.მემგონი მოვესწრებით მაგ პერიოდს მეც ვნახე ეგ რეკლამა და სანამ ბოლოში გავიდა კინაღამ ინფარქტმა დამარტყა. -------------------- ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)
ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან. ღმერთს ებარებოდეთ! პატივისცემით თქვენი orthodox-georgia 20.01.2012 |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#2156
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
orthodox-georgia
ციტატა მეც ვნახე ეგ რეკლამა და სანამ ბოლოში გავიდა კინაღამ ინფარქტმა დამარტყა. რატომ? რისი შეგეშინდა? -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
guest |
![]()
პოსტი
#2157
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
ციტატა რატომ? რისი შეგეშინდა? ჯერ კიდევ უცნობი სისაძაგლის ... ადამიანის სხვეულში რა უნდა უცხო სხეულს?!!! |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2158
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა ჯერ კიდევ უცნობი სისაძაგლის ... ადამიანის სხვეულში რა უნდა უცხო სხეულს?!!! ეგ სხვაა და ანტიქრისტეს ბეჭედი კიდევ სხვა, თორემ უცხო სხეულების მეტი რა გვინახავს ადამიანის სხეულში? ჩადგმული აპარატები და გადანერგული ორგანოები, ე.წ. "პროტეზები" და ა.შ. აქ უბრალოდ არ ესმით არსი რაა ანტიქრისტეს ბეჭედისა, ისაა საკუთარი თავის თავისუფალი ნების სხვისი ძალდატანების გარეშე ( და რაიმე ჩიპმოქმედების გარეშე) ანტიქრისტესადმი დამორჩილება მისი მსახურება გონებით ( ნიშანი შუბლზე) და საქმით ( ნიშანი მარჯვენა ხელზე) ... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#2159
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
staywhite
ციტატა ჯერ კიდევ უცნობი სისაძაგლის ... ადამიანის სხვეულში რა უნდა უცხო სხეულს?!!! ამაზე მე მგონი კაიროსმა გაგცა პასუხი ნან. გარდა ამისა, ტუ ის ,,უცხო სხეული,, არაფერს გიშავებს და პირიქით გიცავს, გაძარცვისგან, ფულის დაკარგვისგან, მოტაცებისგან, ნუთუ მაინც იმსახურებს სისაძაგლის წოდებას? მე მგონი ასეთი დამოკიდებულება, ზუსტადაც რომ მის საწინააღმდეგოდ მიმართული რეკლამისგან მოდის და არა თავად ამ მცირე ელემენტისაგნ, რომელიც არაფერს აშავებს. ვაშავებთ ჩვენ, ჩვენი საქმეებით და არა ჩვენს მიერ გამოგონილი ერთი ციდა ჩიპი, რომელიც გადახდის გამარტივებას უწყობს ხელს. კარგი რა ნანა, რად უნდოდა ლენინს ჩიპი, დაანგრია და გაანადგურა რელიგია და რამდენი ადამინის სული დაღუპა. ეს არის ანტიქრისტე, იმიტომ რომ საქმით იყო მისი მსახური. რად უნდა ეხლა მაგას დამატებით ჩიპი და საკრედიტო ბარათი? მის გარეშე ცუდად დაუმროჩილა ტავისი ნება და თავის სამქე ბოროტს? -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
constantine |
![]()
პოსტი
#2160
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 139 რეგისტრ.: 8-December 07 წევრი № 3,380 ![]() |
ეგ გასაგებია მარა აი ეს რაღას ნიშნავს.. გამოცხადება იონე ღმთისმეტყველისა თავი 13,
17. და ვერავინ იყიდის ან გაყიდის რასმე, გარდა იმისა, ვისაც აქვს ნიშანი , ან სახელი მხეცისა, ან მისი სახელის რიცხვი. 18. აქაა სიბრძნე, ვისაც აქვს გონება, გამოთვალოს მხეცის რიცხვი, ვინაიდან ესაა რიცხვი კაცისა; და რიცხვი მისი ექვსას სამოცდაექვსი. კითქვა: 1. მე ვერ ვიყიდი თუ არ დავემსგავსები ლენინს ან ცუდი ტიპი არ ვიქნები? მსახური თუ არ ვიქნები მისი? 2. 666 რაღა შუაშია მაშინ? |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th June 2025 - 01:52 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი