IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

162 გვერდი V « < 107 108 109 110 > »   
Reply to this topicStart new topic
> მართლმადიდებლობა თუ ფსევდო მართლმადიდებლობა
constantine
პოსტი May 27 2008, 01:07 PM
პოსტი #2151


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 139
რეგისტრ.: 8-December 07
წევრი № 3,380



ციტატა
ჩიპი არ მიიღოო?


არა ეგრე არ წერია.. მარა რავი სხვა რა უნდა იყის..

მაგას რომ დავანებოთ თავი 24 საათის განმავლობაში ვიღაცა რომ მითვალთვალებდეს ნაღდად არ მინდა..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი May 27 2008, 02:11 PM
პოსტი #2152


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



constantine
ციტატა
არა ეგრე არ წერია.. მარა რავი სხვა რა უნდა იყის..

არ არის სწორი მიდგომა ეს. და ეს იმიტომ რომ მართლმადიდებლური სწავლების სიღრმისეულ არსს არ ვიცნობთ (ვერ დავიკვეხნი მე რომ მე ვიცნობ მას ძალიან კარგად, მაგრამ რაღაცა ვიცი).

იოანე მოციქულის "გამოცხადება" ანუ იგივე აპოკალიფსი ყველაზე რთული წიგნია ახალ აღთქმაში, რთული იმ გაგებით რომ ძალიან ალეგორიული წიგნია. სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა რომ ეს წიგნი ყველაზე გვიან მოხვდა ახალი აღთქმის კანონიკურ წიგნთა სიაში, ანუ რამდენიმე საუკუნის განმავლობაში მიდიოდა მსჯელობა იმის შესახებ იყო თუ არა ეს წიგნი კანონიკური, ანუ ნამდვილად ეკუთვნოდა თუ არა მოციქულს. დაშესაბამისად ქართულადაც ყველაზე გვიან ითარგმნა ახალი აღთქმის წიგნთა შორის.

ანუ ეს ყველაფერი მეტყველებს ეკლესიის სიფრთხილეზე, რომელმაც მრავწლიანი, რამდენიმესაუკუნოვანი მსჯელობისა და განხილვის შემდეგ მიიჩნია რომ ეს წიგნი მართლაც მოციქულს ეკუთვნის. მიუხედავად ამისა ამ წიგნის როგორც ასეთი სიღრმისეულ განმარტებას ძალიან ბევრი დიდი მამა ერიდებოდა და ამ წიგნზე შესაბამსიად განმარტებები ძალიან ნაკლებია.

ვისაც წაუკთხავს დავუშვათ ესაია წინასწარმეტყველის წიგნი ძველი აღთქმიდან, რომელიც სავსეა ქრისტეზე წინასწარმეტყველებით, თუკი იმ ადგილების განმარტება არ წაუკითხავს, ვერ მიხვდება თუკი წინასწარმეტყველება ნამდვილად ქრისტეზეა.

ანუ რის თქმა მინდა. ამ მიკრო ჩიპების გაიგივება იოანეს გამოცხადებაში ნახსენებ ბეჭედთან ყოვლად გაუმართლებელია და მიუღებელი. ვინაიდან ჯერ ეს ერთი ვერავინ ვერ ითყვის იმას დაზუსტევით რომ იქ ნახსენები ბეჭედი ნამდვილად მატერიალური სახისაა, შეიძლება ითქვას რომ ეს ასე არაა და რატომ? მართლმადიდებლური სწავლება მიიჩნევს რომ ადამიანს აქვს აბსოლუტურად თავისუფალი ნება, და სწორედ ამ თავისუფალი ნებიდან გამომდინარეა აღიარება ქრისტესი, ან მისი უარყოფა და რაზეც დამყარებულია სწავლება ადამიანის განღმრთობის შესახებ, ანუ როგორც ერთ-ერთი თანამედროვე ღვთისმეტყველი ვ. ლოსკი ამბობს რომ აღიარო ღმერთი უნდა იყო მისი უარყოფის მდგომარეობაში. ესაა მტავარი იდეა ადამიანის თავისუფლებისა. ანუ ქრისტეს აღიარება ესაა აბსოლუტურად შეგენებული, გათავისებული, გაცნობიერებული მდგომარეობა და მას არაფერი აქვს საერთო ძალადაობასთან, ანუ ღმერთი არავის არ აძალებს მის აღიარებას.

აქედან გამომდინარე, მისი უარყოფაც თავისუფალი ნებიდან გამომდინარეა. თუკი ჩვენ დავუშვებთ რომ თუკი ადამიანს ჩიპს გაუკეთებენ და მან არ იცის რომ თურმე ეს ბეჭედია ანტიქრისტესი და მას ატყუებენ და მორწმუნეც რომ იყოს და ქრისტეს აღიარებდეს არაფერი ეშველება, რადგან ის მოატყუეს და მოტყუებით დააგმობინეს ქრისტე (ეს საერთოდ პარადოქსია) აღმოვჩნდებით ძალიან დიდ გაუკუღმართებაში და ღმერთს დავადანაშაულებთ (გაუცნობიერებლად) იმაში რომ თურმე მის მორწმუნეს ათყუებდნენ და ჯოჯოხეთისთვის იმეტებდნენ (და მან არაფერი არ იცოდა და პირიქით მას ეჯერა რომ ქრისტეს აღიარებდა და ჭეშმარიტების გზით მიდიოდა) და მან კი არ უშველა მას.

არ ვიცი სწორად ჩამოვაყალიბე თუ არა, მაგრამ ეს კი დაზუსტებით შემიძლია ვთქვა რომ ქრისტეს აღიარება, ისევე როგორც მისი უარყოფა (შეიძლება მისი უარყოფა სიტყვით არ იყოს რომ ვიღაცამ თქვას მე ქრისტეს უარვყოფო, თუმცა ასეთებიც არიან, არამედ როგორც დღესაც ხდება მისი საქმეებიდან გამომდინარე, ქცევებიდან გამომდინარე.) აბსოლუტურად თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული და იმის დაშვება რომ მოტყუებით ადამიანს ქრისტე დააგმობინეს ბოდიშით მაგრამ ძალიან სისსულელეა.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი May 27 2008, 02:17 PM
პოსტი #2153


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ციტატა(constantine @ May 27 2008, 12:07 PM) *

არა ეგრე არ წერია.. მარა რავი სხვა რა უნდა იყის..

მაგას რომ დავანებოთ თავი 24 საათის განმავლობაში ვიღაცა რომ მითვალთვალებდეს ნაღდად არ მინდა..



მე მგონი ჩიპი კი არ არის მტავარი, არამედ საქმე. ანუ სენი საქმით არ უნდა ემსახურო ბოროტს, თუ ემსახურები, ზუსტად ეს არის მისი ბეჭდის მიღება, გინდა ჩიპით, გინდა მის გარეშე. საქმე ჩიპში კი არა, ნების დამოღცილებაშია.

რაც შეეხება ასე ,,საშიშ,, ჩიპს, მას აქვს დადებითი და უარყოფით მხარეებიც და რატომღაც ვფიქრობ, რომ ის უფრო გამოგონილია ჩვენი უსაფრთხოებისათვის, ვიდრე ბოროტი საქმისთვის. ჩიპის გამოყენების დროს, არ დაკარგავ ფულს, არ გაგქურდავენ. თუ არ გინდა ვინმე გითვალთავლებდეს (ტუმცა ჩიპით ეს რამდენად შესაძლებელია არ ვიცი), სამაგიეროდ, ნებრიმიერი დაამიანის მოტაცება გახდება სეუძლ;ებელი, რადგან დაფიქსირდება მისი ადგილსამყოფელი და აშ. ასე რომ ტყუილად გვეშინია ჩიპის და მტავარი ჩვენი საქმის ბოროტისადმი მორჩილებაზე არა ვფიქრობთ.

არ ჰქონდა ლენინის ჩიპი, მაგრამ საქმით იყო ანტიქრისტე, ისე როგორც ძალიან ბევრი ცნობილი და დიდი პიროვნება. აღა მაჰმად ხანზე მეტი ბოროტის მორჩილი ვიქნები, ჩიპი რომ გავიკეთო? მე მგონი უაზრო პანიკაა ჩიპზე.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
besik
პოსტი May 27 2008, 04:20 PM
პოსტი #2154


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 196
რეგისტრ.: 27-January 08
წევრი № 3,769



ციტატა(მნათე @ May 26 2008, 01:39 PM) *

ამას წმიდა სამღვდელოება აჯობებდა...
აჭარბებთ, მართლმადიდებლობას საკუთარი თავი არ ამოუწურავს და იგი ამ ქვეყნად ამას ვერასდროს მოახერხებბს! არც წმიდა მამებს მიუღიათ მაქსიმუმი... სულიწმიდის ქმედება ახლა, აქ, ამ წუთას ხორციელდება, არ შეიძლება ადამიანის შემოქმედებითი პროცესი, მუდმივ ცვალებადობასთან საერთო დამოკიდებულება ჩაახშო ტყუილით - რომელიც ამბობს: ყველაფერი ამოიწურა, აღარ არსებობს გადაჭრის ახლებური გზები, აღარ არსებობს ახლებური რეალობა, რომლის მოქცევაც დაგჭირდებოდათ ქრისტიანებო... და ზოგადად, "მივბაძოთ წმიდა მამებს"...

ტყუილია! არც ერთ წმიდა მამას არასდროს უთქვამს უარი ახლებური, მისი თანამედროვე რეალობის შემეცნებაზე, ისინი პირველები ეუფლებოდნენ მეცნიერებას, ისინი ცდილობდნენ ყოველი ახალი მეთოდის, აღმოჩენისა და ფასეულობის გაქრისტიანებას, მათ სწორ დანახვას... არასდროს არც ერთ წმიდა მამას უარი არ უთქვამს ფეხი აეწყო დროის ცვლილებისთვის და კონკრეტულ ადამიანებს, კონკრეტული რეალობის გათავისების მთელ მოცულობაში დალაპარაკებოდა იმაზე, რაც მათ ეკუთვნით! დიახ, მათ ეკუთვნით ქრისტე, მათ ეკუთვნით სიმართლე! ის არ არის მხოლოდ ჩვენი, ის მათიცაა, ჩვენ რატომღაც ვცდილობთ მათ ჯერ შუა საუკუნეები შევაჩეჩოთ და შემდგომ მოვაქციოთ... რატომ? იმიტომ რომ ჩვენ შესანიშნავად ვიცით როგორ უნდა მოვიქცეთ შუა საუკუნეებში, (მამებმა გვანახეს) მაგრამ აზრზე არ ვართ, როგორ გავუმკლავდეთ თანამედროვე პრობლემატიკას! რატომ? იმიტომ რომ ხელმოცარულები ვართ, იმიტომ, რომ გავაღმერთეთ წარსული და უარი ვთქვით დაგვეცარიალებინა აწმყო პროსტატებისგან, იზოლაციონიზმისგან, რომელიც იმ დროში (რომლის მაგალითად მოყვანას ვიცი არ დამზარდებიან) გარემო პირობების შემოქმედება იყო და არა ქრისტეს ნების...

აი ამაშია საქმე, აბსტრაგირებული "წმიდა მამების" შეჩეჩებით იწყება და მთავრდება ჩვენი სულიერი შემოქმედება, არც ერთი ჩვენგანი არ ცდილობს ემსგავსოს მას... ჩვენ მხოლოდ ტრფობა და ფშვინვიერი ღლაბურცი გვეხერხება, ჩვენ მხოლოდ ქრისტეს კომპეტენციის მორგება გვიყვარს... ჩვენ ფეხებზე გვკიდია ყველა სხვა...

ჯიშ-ჯილაგიზმი და ადათმონობა გვიყვავის, აი ჩვენი რეალობა a075.gif

აი ამაშია საქმე, წმიდა მამების მსგავსი რომ გახდე, ჯერ უნდა გაერკვე სად ხარ, ქრისტე არ დასრულებულა, ყოველ დროში მას ახლებური შემეცნების საყრდენები სჭირდება, ქრისტე ვეღარ დარჩება სკამზე მჯდომ მეფედ ადამიანთა წარმოდგენებში, ეს მხოლოდ იმ დროის წარმოდგენის უფლებამოსილება იყო, რომელშიც მეფეები არსებობდნენ... განა ქრისტე იცვლება, იცვლება გარემო და სწორი წარმოდგენები მისდამი... რა არის ამაში ასეთი გასაოცარი, როდემდე უნდა დაქროდეს ბიზანტიური აჩრდილი ჩვენს სულებში, მოოოორჩა! დამთავრდა ბიზანტია! XXI-საუკუნეა, ხალხს შველა სჭირდება, ეპისკოპოსთა აქტიურობა ახლაა საჭირო!

რაც ზემოთ ვიგულისხმე ,ამას მაშინ მიხვდები ,როცა ყველა სტატიას წაიკითხავ.ტყუილს მე არა ვწერ ბევრისაგან განსხვავებით,ცნობისათვის.
ვინ ახსენა ,რომ მართლმადიდებლობამ თავის მისია ამოწურა.წმიდა მამებმა უდიდესი შრომის ,ღვაწლის სისხლისა და ცრემლის ფასად ,უფლის მოძღვრების განუხრელი დაცვით,რომელიც მსოფლიო ეკლესიათა კრებებმა დაადგინა, უფლისაგან მიიღეს უმთავრესი რამ-ადამიანის სასუფეველში შეყვანა.ამაზეა საუბარი.სასუფევლისაკენ მიმავალი გზა ერთადერთია.რომელიც თავად უფალმა გაიარა და გაუკვალა კაცობრიობას თავისი წმიდა ცხოვრებით.მძიმე ჯვრის უდრტვინველად ტარებით,მოთმინებით,მოყვასისა
დმი უანგარო სიყვარულით და თავგანწირვით.აჩვენა,რომ ამ გზით უნდა ვიდოდეს ყველა,ვისაც სურს სულის გადარჩენა და ცხონება. ეს გზა გაიარეს წმიდა მამებმა,უფლის შემწეობით და საკუთარი გამოცდილებით ამ გზაზე ამოიცნეს მტრის ყველა ხრიკი,ჩვენთვის წარმოაჩინეს,რაც ადამიანში შინაგანია,შეისწავლეს უხილავი სულიერი ბრძოლა,მადლმოსილი შეგონების შუქით გაანათეს სულიერი ცხოვრების მთელი გზა,გარდუვალად დაადგინეს ეკლესიის სწავლება,რომლის თანახმადაც ადამიანის შინაგანი ჩამოყალიბების პროცესი თანდათან მიდის,და დიდ შრომას და მოთმინებას ითხოვს.ხოლო,როცა ვამბობთ,რომ ახალი სულიერი ღირებულებები უნდა შევქმნათ,უმჯობესი იქნება ჯერ სულიერების იმ დონეს მივაღწიოთ,რაც მათი გამოცდილებით გადმოგვეცა,ამის შემდეგ ვიფიქროთ სიახლეზე,ისიც იმ შემთხვევაში ,თუ ძირითად სულიერ ღირებულებებს დავიცავთ.მაგრამ დღეს რა ხდება? იმ მოტივით,რომ ბევრი რამ მოძველდა და დროს ვერ უწყობს ფეხს,გვტვაზობენ სულ სხვა,მართლმადიდებლური სარწმუნოებისათვის სრულიად უცხო ''ღირებულებებს''.მე არ გამოვრიცხავ,რომ შესაძლოა გულით უნდოდეთ რომ რაღაც კარგი შემოიტანონ,მაგრამ ეს ხდება ჩვენი ეკლესიის გვერდის ავლით,დაკნინების,ლანძღვის ,მისთვის ''დრომოჭმულობის'',''ჩამორჩენილობის'' იარლიყის მიწებების ხარჯზე.არა მგონია ბატონებო, ეს კარგი ქცევა იყოს.თუკი ჩვენ მართლმადიდებლებად მივიჩნევთ თავს,მეტი მოკრძალება და პატივისცემა უნდა გამოვიჩინოთ ჩვენი ეკლესიის მიმართ იმით,რომ არ ვეცადოთ მართლმადიდებლური ეკლესიის ჩარჩოებიდან გამოსვლას,ჩვენი უპირველესი მოვალეობაა დავემორჩილოთ ჩვენს ეკლესიას,ჩვენს პატრიარქს ,მის მიერ დადგინებულ სასულიერო პირებს,მათ ჩვენზე უკეთ იციან ,ჩვენი სულებისათვის რა სულიერი საზრდოც არის საჭირო .გვახსოვდეს ყველაზე უმთავრესი რისთვისაც ვიღწვით,არის ის,რომ ვიხსნათ ჩვენი სულები დაღუპვისაგან .ამას მაშინ შევძლებთ უფლის წყალობით,როცა ჩვენს ეკლესიას დავუბრუნდებით და აღარ ვეცდებით ,გამოვიდეთ ჩვენს ეკლესიურ მოღვაწეებზეუფრო დიდი ღირებულებების შემქმნელები და შემოქმედნი.
რაც მე შემეხება ,არ ''ვღლაბუცობ'' და არც ჩემს ეკლესიაზე ,მის მოღვაწეებზე უფრო მეტ ღირებულების შემქმნელად მივიჩნევ თავს,არც ადათობას ვაიგივებ ეკლესიასთან.ვთვლი,რომ ჩვენი წინამძღოლი,ყოველთვის იყო,არის და ყოველთვის იქნება ჩვენი ეკლესია,ყოველთვის მისი მორჩილი ვიქნები,მან ჩემზე უკეთ იცის,როგორც უნდა მიწინამძღვროს.ღმერთმა მისი მფარველობა არასოდეს მოგვაკლოს.


--------------------
გულგრილობა ჩვენი ეპოქის ყველაზე დიდი მტერია.გავუთბოთ ერთმანეთს გულები.
უფლის მოყვარული სულმაღალი ადამიანი მტერსაც კი დაიმოყვრებს სიკეტით და მოწყალე გულით.სულ და გულგაციებული კი მოყვარესაც მტრად მოიკიდებს როგორც არუნდა თვლიდეს თავის თავს უფლის მოყვარულათ.
skype=besobesiki1
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
orthodox-georgia
პოსტი May 27 2008, 06:33 PM
პოსტი #2155


----
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,373
რეგისტრ.: 13-May 08
მდებარ.: იქ
წევრი № 4,815



ციტატა(natia84 @ May 27 2008, 11:53 AM) *

kato_Batoგამარჯობათ, გუშინ რეკლამას ვუყურე, ყველა შედი მაღაზიასი , ბარსი და ფულს იხდიან იცი როგორ? გამყიდვლის ხელის გულტთან ახლოს მიაქვს თავისი ხელის გული, ასე ხდება ყველგან გადახდა, თან ქართული რეკლამაა, გული გამისკდა მეტქი უკვე ბიოჩიპის რეკლამას აკეთებენ ესე იგი ტბილიში შემოვიდა უკვე ტქო, მაგრამ ბოლოს თქვეს პლასტიკური ბარათით ისარგებლეთო. მაინც რა საწირო იყო ისეთი რეკლამა თოთქოს ბიოჩიპები ქონდათ ხალხს ჩადგმული.მემგონი მოვესწრებით მაგ პერიოდს

მეც ვნახე ეგ რეკლამა და სანამ ბოლოში გავიდა კინაღამ ინფარქტმა დამარტყა.


--------------------
ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)

ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან.

ღმერთს ებარებოდეთ!

პატივისცემით თქვენი orthodox-georgia
20.01.2012
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი May 27 2008, 07:04 PM
პოსტი #2156


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



orthodox-georgia
ციტატა
მეც ვნახე ეგ რეკლამა და სანამ ბოლოში გავიდა კინაღამ ინფარქტმა დამარტყა.



რატომ? რისი შეგეშინდა?


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი May 27 2008, 07:37 PM
პოსტი #2157


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ციტატა
რატომ? რისი შეგეშინდა?


ჯერ კიდევ უცნობი სისაძაგლის ... ადამიანის სხვეულში რა უნდა უცხო სხეულს?!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 27 2008, 07:47 PM
პოსტი #2158


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ჯერ კიდევ უცნობი სისაძაგლის ... ადამიანის სხვეულში რა უნდა უცხო სხეულს?!!!

ეგ სხვაა და ანტიქრისტეს ბეჭედი კიდევ სხვა, თორემ უცხო სხეულების მეტი რა გვინახავს ადამიანის სხეულში? ჩადგმული აპარატები და გადანერგული ორგანოები, ე.წ. "პროტეზები" და ა.შ.
აქ უბრალოდ არ ესმით არსი რაა ანტიქრისტეს ბეჭედისა, ისაა საკუთარი თავის თავისუფალი ნების სხვისი ძალდატანების გარეშე ( და რაიმე ჩიპმოქმედების გარეშე) ანტიქრისტესადმი დამორჩილება მისი მსახურება გონებით ( ნიშანი შუბლზე) და საქმით ( ნიშანი მარჯვენა ხელზე) ...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი May 27 2008, 07:52 PM
პოსტი #2159


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



staywhite
ციტატა
ჯერ კიდევ უცნობი სისაძაგლის ... ადამიანის სხვეულში რა უნდა უცხო სხეულს?!!!



ამაზე მე მგონი კაიროსმა გაგცა პასუხი ნან. გარდა ამისა, ტუ ის ,,უცხო სხეული,, არაფერს გიშავებს და პირიქით გიცავს, გაძარცვისგან, ფულის დაკარგვისგან, მოტაცებისგან, ნუთუ მაინც იმსახურებს სისაძაგლის წოდებას? მე მგონი ასეთი დამოკიდებულება, ზუსტადაც რომ მის საწინააღმდეგოდ მიმართული რეკლამისგან მოდის და არა თავად ამ მცირე ელემენტისაგნ, რომელიც არაფერს აშავებს.

ვაშავებთ ჩვენ, ჩვენი საქმეებით და არა ჩვენს მიერ გამოგონილი ერთი ციდა ჩიპი, რომელიც გადახდის გამარტივებას უწყობს ხელს.

კარგი რა ნანა, რად უნდოდა ლენინს ჩიპი, დაანგრია და გაანადგურა რელიგია და რამდენი ადამინის სული დაღუპა. ეს არის ანტიქრისტე, იმიტომ რომ საქმით იყო მისი მსახური. რად უნდა ეხლა მაგას დამატებით ჩიპი და საკრედიტო ბარათი? მის გარეშე ცუდად დაუმროჩილა ტავისი ნება და თავის სამქე ბოროტს?


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
constantine
პოსტი May 27 2008, 08:09 PM
პოსტი #2160


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 139
რეგისტრ.: 8-December 07
წევრი № 3,380



ეგ გასაგებია მარა აი ეს რაღას ნიშნავს.. გამოცხადება იონე ღმთისმეტყველისა თავი 13,

17. და ვერავინ იყიდის ან გაყიდის რასმე, გარდა იმისა, ვისაც აქვს ნიშანი , ან სახელი მხეცისა, ან მისი სახელის რიცხვი.

18. აქაა სიბრძნე, ვისაც აქვს გონება, გამოთვალოს მხეცის რიცხვი, ვინაიდან ესაა რიცხვი კაცისა; და რიცხვი მისი ექვსას სამოცდაექვსი.


კითქვა:

1. მე ვერ ვიყიდი თუ არ დავემსგავსები ლენინს ან ცუდი ტიპი არ ვიქნები? მსახური თუ არ ვიქნები მისი?

2. 666 რაღა შუაშია მაშინ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი May 27 2008, 08:15 PM
პოსტი #2161


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ციტატა
ამაზე მე მგონი კაიროსმა გაგცა პასუხი ნან.


კაიროსს და ყველას აქვს უფლება დააფიქსიროს მისი აზრი, ჩემი პატივისცემის მიუხედავად, მე საკუთარი გამაჩნია და ამას ქვია ყოველგვარი კონტროლის მიუღებლობა, რამეთუ ვიცი რაა კონტროლი და არანაირად ამ მსურს ვიყო მუდმივ შმონში. ამას ვამბობ პირადი გამოცდილებიდან. სხვა არ მაინტერესებს. მე არ მივიჩნევ მართებულად ისიც ორგანიძმში რაიმე ზონდების შეყვანას, ვისაც ევასება - ეს მისი საქმეა და მოიწონოს, მე ეს არ MIშლის ხელს ჩემი განწყობილება შევიცვალო.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი May 27 2008, 08:18 PM
პოსტი #2162


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715





constantine
ციტატა
17. და ვერავინ იყიდის ან გაყიდის რასმე, გარდა იმისა, ვისაც აქვს ნიშანი , ან სახელი მხეცისა, ან მისი სახელის რიცხვი.



მე მგონი არაერთხელ დაიწერა, რომ განმარტებებთან ფრთხილად უნდა ვიყოთ.

ჩიპი შეიძლება ბოლო, ტექნიკური ხასიათის ნაბიჯი იყოს ანტიქრისტეს ბეჭდის მისაღებად. ნუ ჩვენ თუ მაინც და მაინც გვინდა რომ ჩიპის გარეშე არ დარჩეს მეორედ მოსვლა და ანტიქრისტე, მაშინ ჯერ ჩვენი ქმედებით და თავისუფალი ნებით უნდა დავემორჩილოთ ბოროტს, ანუ ბოროტი საქმეების აღსრულებით, რომ მერე მიიღო ეს ავადსახსენებლი ჩიპი, ასე ვტქვათ საჩუქრად, მაგალიტად პურის საყიდლადsmile.gif))))))) ხომ გესმის, ეს შეიძლება იყოს უკანასკნელი ნაბიჯი , ისიც ტექნიკური ხასიათის, რომ ვტქვათ პური იყიდო, მაგრამ ნების დამორჩილების გარეშე ამ ბეჭდის მიღება არ ნიშნავს, სატანის ნიშნის მიღებას. ამაშია სხვაობა და ეს სხვაობაა მნიშვნელოვანი. ამასთან, იქნებ სულ სხვა რამეა ნაგულისმევი და არა ეს უბედური ჩიპი. იქნებ ანტიქრისტეს მოსვლამდე, კიდევ ბევრი რამ გამოიგონონ და ეს ჩიპი სათვლელი ჩოთქივით მოძველებული იყოს იმ დროსითვის. ამიტომ, მგონი სულ ტყუილად ვესხმით ტავს და გვეშინია.



მთავარი ჩვენი ნებაა, ტორემ ანქტისრისტეს გამეფებამდეც შეიძლება ბორიტის მსახური გახდე, როგორც ეს ლენინმა და სხვებ,ა მოახერხეს.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი May 27 2008, 08:54 PM
პოსტი #2163


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ციტატა
მთავარი ჩვენი ნებაა, ტორემ ანქტისრისტეს გამეფებამდეც შეიძლება ბორიტის მსახური გახდე, როგორც ეს ლენინმა და სხვებ,ა მოახერხეს.


სწორედაც, ნინო , მართალი ხარ.

ჩიპი იქნებ იმ სახით, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია იმ დროს არც იყოს, მაგრამ ზოგადად ნებისმიერ საგანს, რომელიც აძლიერებს პიროვნებებზე კონტროლს და ამით ზღუდავს ადამიანის თავისუფლებას, ეს ჩემთვის მიუღებელი და გამაღიზიანებელია. თორემ ის საქმე, რაც მე აქამდე მიკეთებია, ელექტრონიკის გარეშე წარმოუდგენელია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
constantine
პოსტი May 27 2008, 08:58 PM
პოსტი #2164


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 139
რეგისტრ.: 8-December 07
წევრი № 3,380



არა გასაგებია პროსტა და ვერავინ იყიდის ან გაყიდის რასმე, ეს რომ წერია მგონია მსგავსი რაღაცა ინქნება.. (ანუ გაიკეთებ ან ჩაინერგავ) შეიძლება ჩიპი არაა..


Digital Angel ქვია ფირმას ვინც ეს შექმნა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 28 2008, 03:34 AM
პოსტი #2165


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ესქატოლოგიაზე როცა ვსაუბრობთ სჯობს მამებით ვისაუბროთ უფრორე ვიდრე საკუთარი აზრებით ან ემოციებით...

ციტატა
იქნებ ანტიქრისტეს მოსვლამდე, კიდევ ბევრი რამ გამოიგონონ და ეს ჩიპი სათვლელი ჩოთქივით მოძველებული იყოს იმ დროსითვის. ამიტომ, მგონი სულ ტყუილად ვესხმით ტავს და გვეშინია.

მთავარი ჩვენი ნებაა, ტორემ ანქტისრისტეს გამეფებამდეც შეიძლება ბორიტის მსახური გახდე, როგორც ეს ლენინმა და სხვებ,ა მოახერხეს.


გონიერი დაკვირვებაა smile.gif

მინდა შეგახსენოთ, რომ ამ ბოლო წლებამდე იყო ე.წ. ბორიას სექტა, რომელიც არ ღებულობდა საბჭოთა პასპორტებს, რატომ? ნუ ახლა იქ სატანური სიმბოლოებიაო, იქ ფერია ეშმაკისო, აქ ესო და ა.შ. იდიოტიზმები, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ სურათზე როცა ბეჭედს არტყამენ სულ შუბლზე და მარჯვენა მხარეს მოდისო biggrin.gif sad.gif

აი ნახეთ, რამხელა კომიკურ სიტუაციაში შეიძლება ჩავარდეს კაცი, თუ ეკლესიის მოსმენის ნაცვლად, საკუთარ აზრებს აყვება... ასე რომ, ფრთხილად ცოტა განმარტებებთან!

იხარეთ;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი May 28 2008, 03:36 AM
პოსტი #2166


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ჩიპომანებს ალლაჰუ აქბარ biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი May 28 2008, 04:51 AM
პოსტი #2167


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



კანუდოსელი

ციტატა
ალლაჰუ აქბარ


არა, შეითან ი რეჯებ - უნდა გეთქვა biggrin.gif

ჩიპებთან ყოველდღე გვაქვს საქმე, აქ მითუფრო. ჩიპი მხოლოდ მიმოქცევის საშუალებების რეგულირებისთვის არ არის, არამედ თითქმის ყველა ელექტრონულ მოწყობილობას გააჩნია ეგ, მონაცემების შენახვა ე.წ. სტიკები, თუნდაც ფოტოაპარატი, ნებისმიერი დიგიტალური ხელსაწყო თითქმის. უამრავი სამსახურია, სადაც შესვლა-გამოსვლის დროს კარტა უნდა გაატარო საკუთარი მონაცემების შემცველი და რა ვიცი კიდევ რამდენი რამ, რომლის გარეშეც დღეისათვის ნორმალიზებული ყოველდღიურობა თიტქმის გამორიცხულია. მაგრამ სხეულში რომელიმე მათგანის შეყვანა ნამდვილად ზედმეტია და არც აუცილებელია იმ მიზნებისთვის, რასაც სხვა სახის ჩიპები მშვენივრად აკეთებენ.

რაც შეეხება კონტროლის გაადვილებას ჩიპების მეშვეობით, ეს დიდი ხანია მოქმედებაშია, მთელი სადაზვერვო სამსახურები მაგ მეთოდით მუშაობს, არსებობს მობილურის, სახლის ტელეფონის, მანქანის თუ სულერთია რის დასაინსტალებელი მოწყობილობა, ე.წ. spy- მოწყობილობა, რომლის სახელიც თვით ამბობს რა მიზანს ემსახურება.
ესენი კი შესაბამისი სამსახურების გარდა ნებისმიერს, ვისაც ჯიბე საშუალებას აძლევს აქვს უფლება შეიძინოს და გამოიყენოს.

სხეულში ჩატანებული ჩიპი კი სხვა "საქმეებთან" ერთად პიროვნებას ხდის არათავისუფალს, მუდმივი კონტროლის ქვეშ მყოფს, მუდამ თანმხლებს (თუ ვინმეს დასჭირდა მისი შემოწმება). ეს კი საზიზღარი შეგრძნებაა და არავის არ ვუსურვებ, მაგ შემთხვევაში პირადობა იკარგება და ხდები არა პერსონა არამედ პერსონალი. ესაა ძალიან ცუდი...

არსებობს კონტროლის ფობიაც ისე და მას გერმანულად "verfolgungswahn" ქვია და თარგმანში სხვა არაფერია , თუ არა სდევნის სიგიჟე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xornabujeli
პოსტი May 28 2008, 09:35 AM
პოსტი #2168


giorgi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,304
რეგისტრ.: 24-July 07
მდებარ.: Zveli Tbilisi.
წევრი № 2,509



smile.gif ჩიპისგანაც და ეშმაკის სხვა საცდურთაგანაც, ეს ლოცვა დაგვიცვავს და დაგვიფარავს,თუ ყოველთვის ფხიზლად ვიქნებით...

ლოცვა ბოროტისაგან დასახსნელი

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, გვიხსენ ჩვენ მოახლებულისა ღმრთივშერისხულისა და ბოროტისა ეშმაკისა ანტიქრისტეს ხიბლისაგან და ყოველთა მისთა მაცდურებისაგან. დაიფარე ჩუენი სულიერი მამა, მოძღუარი (სახელი) და ჩუენ ყოველნი სულიერნი შვილნი მისნი და ყოველნი მახლობელნი ქრისტიანენი ყოვლისაგან ვერაგისა ანტიქრისტეს და ყოველთა მისთა საცდურთაგან და ნუ მოგუცემ ჩუენ, უფალო, რაითა გუეშინოდეს ეშამკისა ჩუენზედა მოწევნულისა ამაოისა შიშისაგან უმეტეს შიშისა ღმრთისა, რაითა არა განგიდგეთ შენ და წმიდასა შენსა მართლმადიდებელსა ეკლესიასა. მოგუეც ჩუენ, უფალო, ძალა წამებად და სიკუდილად სახელისათვის შენისა და წმიდისა შენისა მართლმადიდებელისა ეკლესიისათვის და არა მივიღოთ ბეჭედი იგი ანტიქრისტესი და არა თაყუანის-ვსცეთ მას. არამედ მოგუეც ჩუენ, უფალო, დღე და ღამე ცრემლნი ცოდვათა ჩუენთათვის და შეგვიწყალენ ჩუენ დღესა მას საშინელსა სამსჯავროისა შენისსა, ამინ.


--------------------
"Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
----------------------------------------------
"აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს."

''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული!

''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!"
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
"Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
besik
პოსტი May 28 2008, 12:58 PM
პოსტი #2169


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 196
რეგისტრ.: 27-January 08
წევრი № 3,769



ციტატა(მხევალი ნინო @ May 26 2008, 01:21 PM) *

besik
ბესიკ თანამედროვე აზროვნება როგორ გესმის საინტერესოა. შენ ფიქრობ ტანამედროვე აზროვნება არ მოცავს ამას?
საინტერესოა შენეული განმარტება ტანამედროვე აზროვნების.

ამის პასუხი ჩემს პოსტებშია.შეგიძლია გადახედო.


--------------------
გულგრილობა ჩვენი ეპოქის ყველაზე დიდი მტერია.გავუთბოთ ერთმანეთს გულები.
უფლის მოყვარული სულმაღალი ადამიანი მტერსაც კი დაიმოყვრებს სიკეტით და მოწყალე გულით.სულ და გულგაციებული კი მოყვარესაც მტრად მოიკიდებს როგორც არუნდა თვლიდეს თავის თავს უფლის მოყვარულათ.
skype=besobesiki1
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
besik
პოსტი May 28 2008, 01:56 PM
პოსტი #2170


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 196
რეგისტრ.: 27-January 08
წევრი № 3,769



ციტატა(staywhite @ May 27 2008, 07:15 PM) *

კაიროსს და ყველას აქვს უფლება დააფიქსიროს მისი აზრი, ჩემი პატივისცემის მიუხედავად, მე საკუთარი გამაჩნია და ამას ქვია ყოველგვარი კონტროლის მიუღებლობა, რამეთუ ვიცი რაა კონტროლი და არანაირად ამ მსურს ვიყო მუდმივ შმონში. ამას ვამბობ პირადი გამოცდილებიდან. სხვა არ მაინტერესებს. მე არ მივიჩნევ მართებულად ისიც ორგანიძმში რაიმე ზონდების შეყვანას, ვისაც ევასება - ეს მისი საქმეა და მოიწონოს, მე ეს არ MIშლის ხელს ჩემი განწყობილება შევიცვალო.

გეთანხმები ნანა.საერთოდ კი ადამიანი ასე იოლად არ უნდა მიუდგეს ამ საკითხს,ამისკენ მოგვიწოდებს წმიდა მამათ ა გადმოცემები.მათ ჩვენზე უკეთ დაინახეს ის საფრთხე ,რომელიც უფალმა მატ გაუცხადა. მცირედმორწმუნეობა,თვითიმედო
ნება და დაუდევრობა,აი,ეს არის უპირველესი მტერი,რომელიც კედლად აქვს წინ აფარებული ადამიანს და არ აძლევს საშუალებას მას რეალობა დაინახოს.
დღეს რა ხდება?ყველა სიმართლეს'' ქადაგებს'',ყველა მართალია,საკუთარი ''მიდგომით''.სინამდვილეში კი სიმართლე ერთია.ამ სიმართლეს უნდა ჩავებღაუჭოთ,უკუვაგდოთ ცრუსიმართლეები,რომელთა შემოჩეჩებასაც ცდილობენ.ამით არ ვამბობ,რომ მხოლოდ ჩემი დაიჯეროთ.არა და არა.ამისათვის უნდა იხელმძღვანელოთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ეკლესიის სწავლებით.თქვენი მოძღვრის მითითებების შესაბამისად და არავის სხვას,როგორი ლამაზადაც არ უნდა ჟღერდესმათი სიტყვები.ოღონდ მთავარია,ეკლესიის სწავლებაში ეჭვი არ შეიტანოთ,როცა რაღაც გჯერა მისი სწავლებიდან და რაღაც არა, ეს რწმენა არ იქნება,ამით ნუ შევურაცხყოფთ უფალს.ბოლომდე მივენდოთ მას და იგი გამოგვიყვანს ამ სიბნელიდან და ღმერთთან მიგვიყვანს.


--------------------
გულგრილობა ჩვენი ეპოქის ყველაზე დიდი მტერია.გავუთბოთ ერთმანეთს გულები.
უფლის მოყვარული სულმაღალი ადამიანი მტერსაც კი დაიმოყვრებს სიკეტით და მოწყალე გულით.სულ და გულგაციებული კი მოყვარესაც მტრად მოიკიდებს როგორც არუნდა თვლიდეს თავის თავს უფლის მოყვარულათ.
skype=besobesiki1
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

162 გვერდი V « < 107 108 109 110 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th September 2025 - 08:37 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი