![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
guest |
![]()
პოსტი
#2161
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
ციტატა ამაზე მე მგონი კაიროსმა გაგცა პასუხი ნან. კაიროსს და ყველას აქვს უფლება დააფიქსიროს მისი აზრი, ჩემი პატივისცემის მიუხედავად, მე საკუთარი გამაჩნია და ამას ქვია ყოველგვარი კონტროლის მიუღებლობა, რამეთუ ვიცი რაა კონტროლი და არანაირად ამ მსურს ვიყო მუდმივ შმონში. ამას ვამბობ პირადი გამოცდილებიდან. სხვა არ მაინტერესებს. მე არ მივიჩნევ მართებულად ისიც ორგანიძმში რაიმე ზონდების შეყვანას, ვისაც ევასება - ეს მისი საქმეა და მოიწონოს, მე ეს არ MIშლის ხელს ჩემი განწყობილება შევიცვალო. |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#2162
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
constantine ციტატა 17. და ვერავინ იყიდის ან გაყიდის რასმე, გარდა იმისა, ვისაც აქვს ნიშანი , ან სახელი მხეცისა, ან მისი სახელის რიცხვი. მე მგონი არაერთხელ დაიწერა, რომ განმარტებებთან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ჩიპი შეიძლება ბოლო, ტექნიკური ხასიათის ნაბიჯი იყოს ანტიქრისტეს ბეჭდის მისაღებად. ნუ ჩვენ თუ მაინც და მაინც გვინდა რომ ჩიპის გარეშე არ დარჩეს მეორედ მოსვლა და ანტიქრისტე, მაშინ ჯერ ჩვენი ქმედებით და თავისუფალი ნებით უნდა დავემორჩილოთ ბოროტს, ანუ ბოროტი საქმეების აღსრულებით, რომ მერე მიიღო ეს ავადსახსენებლი ჩიპი, ასე ვტქვათ საჩუქრად, მაგალიტად პურის საყიდლად ![]() მთავარი ჩვენი ნებაა, ტორემ ანქტისრისტეს გამეფებამდეც შეიძლება ბორიტის მსახური გახდე, როგორც ეს ლენინმა და სხვებ,ა მოახერხეს. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
guest |
![]()
პოსტი
#2163
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
ციტატა მთავარი ჩვენი ნებაა, ტორემ ანქტისრისტეს გამეფებამდეც შეიძლება ბორიტის მსახური გახდე, როგორც ეს ლენინმა და სხვებ,ა მოახერხეს. სწორედაც, ნინო , მართალი ხარ. ჩიპი იქნებ იმ სახით, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია იმ დროს არც იყოს, მაგრამ ზოგადად ნებისმიერ საგანს, რომელიც აძლიერებს პიროვნებებზე კონტროლს და ამით ზღუდავს ადამიანის თავისუფლებას, ეს ჩემთვის მიუღებელი და გამაღიზიანებელია. თორემ ის საქმე, რაც მე აქამდე მიკეთებია, ელექტრონიკის გარეშე წარმოუდგენელია... |
constantine |
![]()
პოსტი
#2164
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 139 რეგისტრ.: 8-December 07 წევრი № 3,380 ![]() |
არა გასაგებია პროსტა და ვერავინ იყიდის ან გაყიდის რასმე, ეს რომ წერია მგონია მსგავსი რაღაცა ინქნება.. (ანუ გაიკეთებ ან ჩაინერგავ) შეიძლება ჩიპი არაა..
Digital Angel ქვია ფირმას ვინც ეს შექმნა. |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2165
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ესქატოლოგიაზე როცა ვსაუბრობთ სჯობს მამებით ვისაუბროთ უფრორე ვიდრე საკუთარი აზრებით ან ემოციებით...
ციტატა იქნებ ანტიქრისტეს მოსვლამდე, კიდევ ბევრი რამ გამოიგონონ და ეს ჩიპი სათვლელი ჩოთქივით მოძველებული იყოს იმ დროსითვის. ამიტომ, მგონი სულ ტყუილად ვესხმით ტავს და გვეშინია. მთავარი ჩვენი ნებაა, ტორემ ანქტისრისტეს გამეფებამდეც შეიძლება ბორიტის მსახური გახდე, როგორც ეს ლენინმა და სხვებ,ა მოახერხეს. გონიერი დაკვირვებაა ![]() მინდა შეგახსენოთ, რომ ამ ბოლო წლებამდე იყო ე.წ. ბორიას სექტა, რომელიც არ ღებულობდა საბჭოთა პასპორტებს, რატომ? ნუ ახლა იქ სატანური სიმბოლოებიაო, იქ ფერია ეშმაკისო, აქ ესო და ა.შ. იდიოტიზმები, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ სურათზე როცა ბეჭედს არტყამენ სულ შუბლზე და მარჯვენა მხარეს მოდისო ![]() ![]() აი ნახეთ, რამხელა კომიკურ სიტუაციაში შეიძლება ჩავარდეს კაცი, თუ ეკლესიის მოსმენის ნაცვლად, საკუთარ აზრებს აყვება... ასე რომ, ფრთხილად ცოტა განმარტებებთან! იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#2166
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ჩიპომანებს ალლაჰუ აქბარ
![]() -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
guest |
![]()
პოსტი
#2167
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
კანუდოსელი
ციტატა ალლაჰუ აქბარ არა, შეითან ი რეჯებ - უნდა გეთქვა ![]() ჩიპებთან ყოველდღე გვაქვს საქმე, აქ მითუფრო. ჩიპი მხოლოდ მიმოქცევის საშუალებების რეგულირებისთვის არ არის, არამედ თითქმის ყველა ელექტრონულ მოწყობილობას გააჩნია ეგ, მონაცემების შენახვა ე.წ. სტიკები, თუნდაც ფოტოაპარატი, ნებისმიერი დიგიტალური ხელსაწყო თითქმის. უამრავი სამსახურია, სადაც შესვლა-გამოსვლის დროს კარტა უნდა გაატარო საკუთარი მონაცემების შემცველი და რა ვიცი კიდევ რამდენი რამ, რომლის გარეშეც დღეისათვის ნორმალიზებული ყოველდღიურობა თიტქმის გამორიცხულია. მაგრამ სხეულში რომელიმე მათგანის შეყვანა ნამდვილად ზედმეტია და არც აუცილებელია იმ მიზნებისთვის, რასაც სხვა სახის ჩიპები მშვენივრად აკეთებენ. რაც შეეხება კონტროლის გაადვილებას ჩიპების მეშვეობით, ეს დიდი ხანია მოქმედებაშია, მთელი სადაზვერვო სამსახურები მაგ მეთოდით მუშაობს, არსებობს მობილურის, სახლის ტელეფონის, მანქანის თუ სულერთია რის დასაინსტალებელი მოწყობილობა, ე.წ. spy- მოწყობილობა, რომლის სახელიც თვით ამბობს რა მიზანს ემსახურება. ესენი კი შესაბამისი სამსახურების გარდა ნებისმიერს, ვისაც ჯიბე საშუალებას აძლევს აქვს უფლება შეიძინოს და გამოიყენოს. სხეულში ჩატანებული ჩიპი კი სხვა "საქმეებთან" ერთად პიროვნებას ხდის არათავისუფალს, მუდმივი კონტროლის ქვეშ მყოფს, მუდამ თანმხლებს (თუ ვინმეს დასჭირდა მისი შემოწმება). ეს კი საზიზღარი შეგრძნებაა და არავის არ ვუსურვებ, მაგ შემთხვევაში პირადობა იკარგება და ხდები არა პერსონა არამედ პერსონალი. ესაა ძალიან ცუდი... არსებობს კონტროლის ფობიაც ისე და მას გერმანულად "verfolgungswahn" ქვია და თარგმანში სხვა არაფერია , თუ არა სდევნის სიგიჟე... |
xornabujeli |
![]()
პოსტი
#2168
|
![]() giorgi ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,304 რეგისტრ.: 24-July 07 მდებარ.: Zveli Tbilisi. წევრი № 2,509 ![]() |
![]() ლოცვა ბოროტისაგან დასახსნელი უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, გვიხსენ ჩვენ მოახლებულისა ღმრთივშერისხულისა და ბოროტისა ეშმაკისა ანტიქრისტეს ხიბლისაგან და ყოველთა მისთა მაცდურებისაგან. დაიფარე ჩუენი სულიერი მამა, მოძღუარი (სახელი) და ჩუენ ყოველნი სულიერნი შვილნი მისნი და ყოველნი მახლობელნი ქრისტიანენი ყოვლისაგან ვერაგისა ანტიქრისტეს და ყოველთა მისთა საცდურთაგან და ნუ მოგუცემ ჩუენ, უფალო, რაითა გუეშინოდეს ეშამკისა ჩუენზედა მოწევნულისა ამაოისა შიშისაგან უმეტეს შიშისა ღმრთისა, რაითა არა განგიდგეთ შენ და წმიდასა შენსა მართლმადიდებელსა ეკლესიასა. მოგუეც ჩუენ, უფალო, ძალა წამებად და სიკუდილად სახელისათვის შენისა და წმიდისა შენისა მართლმადიდებელისა ეკლესიისათვის და არა მივიღოთ ბეჭედი იგი ანტიქრისტესი და არა თაყუანის-ვსცეთ მას. არამედ მოგუეც ჩუენ, უფალო, დღე და ღამე ცრემლნი ცოდვათა ჩუენთათვის და შეგვიწყალენ ჩუენ დღესა მას საშინელსა სამსჯავროისა შენისსა, ამინ. -------------------- "Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
---------------------------------------------- "აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს." ''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული! ''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!" ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- "Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always." |
besik |
![]()
პოსტი
#2169
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 196 რეგისტრ.: 27-January 08 წევრი № 3,769 ![]() |
besik ბესიკ თანამედროვე აზროვნება როგორ გესმის საინტერესოა. შენ ფიქრობ ტანამედროვე აზროვნება არ მოცავს ამას? საინტერესოა შენეული განმარტება ტანამედროვე აზროვნების. ამის პასუხი ჩემს პოსტებშია.შეგიძლია გადახედო. -------------------- გულგრილობა ჩვენი ეპოქის ყველაზე დიდი მტერია.გავუთბოთ ერთმანეთს გულები.
უფლის მოყვარული სულმაღალი ადამიანი მტერსაც კი დაიმოყვრებს სიკეტით და მოწყალე გულით.სულ და გულგაციებული კი მოყვარესაც მტრად მოიკიდებს როგორც არუნდა თვლიდეს თავის თავს უფლის მოყვარულათ. skype=besobesiki1 |
besik |
![]()
პოსტი
#2170
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 196 რეგისტრ.: 27-January 08 წევრი № 3,769 ![]() |
კაიროსს და ყველას აქვს უფლება დააფიქსიროს მისი აზრი, ჩემი პატივისცემის მიუხედავად, მე საკუთარი გამაჩნია და ამას ქვია ყოველგვარი კონტროლის მიუღებლობა, რამეთუ ვიცი რაა კონტროლი და არანაირად ამ მსურს ვიყო მუდმივ შმონში. ამას ვამბობ პირადი გამოცდილებიდან. სხვა არ მაინტერესებს. მე არ მივიჩნევ მართებულად ისიც ორგანიძმში რაიმე ზონდების შეყვანას, ვისაც ევასება - ეს მისი საქმეა და მოიწონოს, მე ეს არ MIშლის ხელს ჩემი განწყობილება შევიცვალო. გეთანხმები ნანა.საერთოდ კი ადამიანი ასე იოლად არ უნდა მიუდგეს ამ საკითხს,ამისკენ მოგვიწოდებს წმიდა მამათ ა გადმოცემები.მათ ჩვენზე უკეთ დაინახეს ის საფრთხე ,რომელიც უფალმა მატ გაუცხადა. მცირედმორწმუნეობა,თვითიმედო ნება და დაუდევრობა,აი,ეს არის უპირველესი მტერი,რომელიც კედლად აქვს წინ აფარებული ადამიანს და არ აძლევს საშუალებას მას რეალობა დაინახოს. დღეს რა ხდება?ყველა სიმართლეს'' ქადაგებს'',ყველა მართალია,საკუთარი ''მიდგომით''.სინამდვილეში კი სიმართლე ერთია.ამ სიმართლეს უნდა ჩავებღაუჭოთ,უკუვაგდოთ ცრუსიმართლეები,რომელთა შემოჩეჩებასაც ცდილობენ.ამით არ ვამბობ,რომ მხოლოდ ჩემი დაიჯეროთ.არა და არა.ამისათვის უნდა იხელმძღვანელოთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ეკლესიის სწავლებით.თქვენი მოძღვრის მითითებების შესაბამისად და არავის სხვას,როგორი ლამაზადაც არ უნდა ჟღერდესმათი სიტყვები.ოღონდ მთავარია,ეკლესიის სწავლებაში ეჭვი არ შეიტანოთ,როცა რაღაც გჯერა მისი სწავლებიდან და რაღაც არა, ეს რწმენა არ იქნება,ამით ნუ შევურაცხყოფთ უფალს.ბოლომდე მივენდოთ მას და იგი გამოგვიყვანს ამ სიბნელიდან და ღმერთთან მიგვიყვანს. -------------------- გულგრილობა ჩვენი ეპოქის ყველაზე დიდი მტერია.გავუთბოთ ერთმანეთს გულები.
უფლის მოყვარული სულმაღალი ადამიანი მტერსაც კი დაიმოყვრებს სიკეტით და მოწყალე გულით.სულ და გულგაციებული კი მოყვარესაც მტრად მოიკიდებს როგორც არუნდა თვლიდეს თავის თავს უფლის მოყვარულათ. skype=besobesiki1 |
guest |
![]()
პოსტი
#2171
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
მხევალი ნინო
ციტატა მე მგონი არაერთხელ დაიწერა, რომ განმარტებებთან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ნინო, რა არ მესმის იცი? ამტკიცებ, რომ თურმე ვიღაცას ეშინია და კანკალებს, მერე ამბობ ამ ციტატას, რას ნიშნავს "სიფრთხილე" განმარტებების მიმართ? შენ შენი საკუთარი აზრი გაგაჩნია ამაზე? იქნებ გაგვანდო და სულ ფობიებით ნუ ამკობთ სხვების პოსტს კაცო, მოსაწყენი გახდა უკვე. იქნება ჩიპი რაცაა, ბევრმა სახელი რომ არ იცოდა მისი, სხვას უშუალო შეხება ქონდა მასთან და გაითვალისწინეთ ეს, რომ არავინ არ ასველებს საცვალს ჩიპის ხსენებაზე. ბევრის პოსტი კი აქ შიშებს და ფობიებს ახსენებს, საიდან მოიტანეთ? ამავე დროს კითხვა: შენ გაქვს სურვილი რომელიმე უცხო სხეული, როგორც ჩიპი რომ კანის ქვეშ გაიკეთო? ან მოგეწონება , რომ გეცვას მაიკა 666 ნიშნებით, ან ბაფომეტის გამოსახულებით, ან სახლში დაგიკიდოს ვინმემ თხისთავიანი ლუციფერის "სურათი" (ანუ ისეთი, როგორც მას ჩვეულებრივ კაბალისტ-სატანისტები გამოხატავენ)? მოგინდება ამის გაკეთება? გთხოვ მიპასუხე პირდაპირ და არა ისე, რომ ეს კაიროსმა ასე თქვა, არა, შენ რას ფიქრობ ის თქვი: მოგინდება თუ არა? და თუ არა, მაშინ სხვას ნუღარ მოუწოდებთ არარასებული შიშის ამოსაფხვრელად. ან საერთოდ საიდან გაჩნდა ეს ტენდენცია, რომ ნებისმიერი აზრი შიშად იწოდოს არ მესმის. პ.ს. შიში სხვაა და მოუწონლობა სხვა. პ.ს.ს. მგონი, ამ თემაში საკითხი დგას იმაზე, თუ რა იქადაგება შეცდომით. ეს თქვენ იცით, მე არა, მე არ ვარ მანდ და სადაც ვარ, იქ შიშებს არ გვინერგავენ, არამედ სიყვარულს, დათმენას, სიკეთის სურვილს, ეკლესიაში საერთოდ არ მსმენია არც რიცხვებზე და არც ჩიპებზე,15 წლის მანძილზე მინიმუმ.... ამიტომაც არ მესმის, რატომ ხდება ჩაციკლული ლაპარაკი შიშებზე. |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#2172
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
კაიროსს და ყველას აქვს უფლება დააფიქსიროს მისი აზრი, ჩემი პატივისცემის მიუხედავად, მე საკუთარი გამაჩნია და ამას ქვია ყოველგვარი კონტროლის მიუღებლობა, რამეთუ ვიცი რაა კონტროლი და არანაირად ამ მსურს ვიყო მუდმივ შმონში. ამას ვამბობ პირადი გამოცდილებიდან. სხვა არ მაინტერესებს. მე არ მივიჩნევ მართებულად ისიც ორგანიძმში რაიმე ზონდების შეყვანას, ვისაც ევასება - ეს მისი საქმეა და მოიწონოს, მე ეს არ MIშლის ხელს ჩემი განწყობილება შევიცვალო. ნანა, კაიროსი და მეც დარწმუნებული იყავი ამ აზრში გეთანხმებიან. ჩვენ სხვა საკითხზე ვსაუბრობთ, რა კითხვა უნდა იმას, რომ კონტროლი ამ დონეზე არ შეიზლება. ამ საკითხში, რაც შენ ახსენე არც მე და არც კაიროსი არ დავობენ. მე ვდაობ სხვა რამეზე: კონტროლის მისტიფიცირებაზე, რომ მის უკან ანტიქრისტე იმალება. არაფერი არაა გამორიცხული, მათ შორის არც ეს, მაგრამ ვინაიდან აპოკალიფსი ბოლომდე განიმარტება მისი აღსრულების დროს, წინასწარ თქმა თუ რომელი სცენარით განვითარდება ჟამის მსვლელობა ბოლო ჟამისკენ - ზუსტად არავინ არ იცის ჯერ, მათ შორის ეკლესიამაც. ამიტომ ნუ ვიჩქარებთ ნაადრევი დასკვნები გავაკეთოთ, ის ჟამი ისეთი საშინელი უნდა იყოს, რომ რჩეულნიც ცდუნდებან - ამ სიტყვებში (რაც ეკლესიის მიერ მიღებულ სწავლებად ითვლება) დიდი აზრია ძალიან და ეს ნიშნავს რომ ცდუნება იქნება ძალიან ფაქიზად შემოსული. ეკლესიამ კი თავისი სიტყვა თქვა არაერთგზის, როდესაც დააფიქსირა აზრი შტრიხ კოდებთან და სადაზღვევო ნომრებთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მომყავს მოსკოვის საპატრიარქოს სინოდალური კრების განჩინება: Распространенное в среде некоторых православных христиан представление о том, что "антихрист еще не явился, а печати уже ставят", или что существует некая "предпечать", противоречит церковному учению о явлении антихриста აქ საუბარია იმაზე, რომ ნიშნის მიღება ანტიქრისტეს მოსვლამდე არაქრისტიანული წარმოდგენაა На вопрос о том, утрачивает ли христианин свое имя, принимая ИНН, мы можем ответить словами архимандрита Иоанна (Крестьянкина): "Дорогие мои, как мы поддались панике - потерять свое христианское имя, заменив его номером? Но разве это может случиться в очах Божиих? Разве у Чаши жизни кто-то забудет себя и своего небесного покровителя, данного в момент крещения? ცნობილი "სტარეცის" იოანე კრესტიანკინზე აპელირებით, აქ საუბარია იმაზე, რომ ადამიანი არანაირად არ კარგავს თავის სახელს, როდესაც ის რაღაც ნომრით რეგისტრირდება - ასეთი აზრიც არსებობს В "Основах социальной концепции Русской Православной Церкви" (III.5) говорится, что в случае, если государство понуждает граждан ко греху, Церковь может призвать к гражданскому неповиновению. Однако эти слова из деяния Юбилейного Архиерейского Собора 2000 года говорят о Церкви, а не об отдельных священнослужителях или мирянах, самочинно дерзающих говорить от имени Церкви. აქ საუბარია იმაზე, რომ თუ ეკლესიის წინააღმდეგ გამოდის სახელმწიფო, მაშინ ეკლესიას აქვს უფლება დაუმორჩილებლობა გამოაცხადოს, ოღონდ (აღნიშნავს განჩინება) ეს ეხება ეკლესიას და არა კონკრეტულ ღვთისმსახურს, რომელიც ეკლესიის სახელით ქადაგებსო Совершенно неприемлемыми являются факты передачи клириками и монашествующими своих обращений в средства массовой информации и органы государственной власти, что подчас имеет характер неприкрытого давления на Священноначалие. Таковым мы напоминаем 11-е правило Сардикийского Собора: "Аще который епископ, или пресвитер, или вообще кто-либо из клира без соизволения и грамот от епископа области, и наипаче от епископа митрополии, дерзнет пойти к царю: таковой да будет отрешен აქ საუბარია იმაზე, რომ მრავალი ღვთისმსახური უკვე ინტერვიუებსაც იძლევა..., თუმცა აღნიშნავს კრება - სარდიკიის კრების 11-ე კანონის თანახმად ასეთი ქმედება ისჯება განკვეთით. და ასე შემიძლია გავაგრძელო უკუნითი უკუნისამდე...ამიტომ ვისაც არ უდა ეკლესიის ხმას უსმინოს, ეს მისი საქმეა, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ეკლესია თავად თვლის სხვაგვარად და არა ისე, როგორც თვლიან შტრიხომანები. სხვათაშორის, ტოტალური კონტროლი ცალსახად მიუღებელია და ამას აღნიშნული კრებაც ამბობს: Так, нельзя отрицать опасность использования различных технологий для установления системы тотального контроля, для нарушения тайны личной жизни и для давления на религиозный и мировоззренческий выбор личности. ამაზე მეტი იქ არც არის, მხოლოდ ის, რომ ეს შეიძლება გამოყენებული იქნას იმ ძალის (ანტიქრისტეს) მიერ, მაგრამ ის ძალა ყველაფერს გამოიყენებს...ესეც "ფაქტია" და ამიტომ ეკლესია ძალიან ზომიერია ამ საკითხში....ეკლესია "ზედმეტი ფრენისკენ ცაში" თავს იკავებს -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
guest |
![]()
პოსტი
#2173
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
კანუდოსელი
ციტატა ნანა, კაიროსი და მეც დარწმუნებული იყავი ამ აზრში გეთანხმებიან. ჩვენ სხვა საკითხზე ვსაუბრობთ, რა კითხვა უნდა იმას, რომ კონტროლი ამ დონეზე არ შეიზლება. ამ საკითხში, რაც შენ ახსენე არც მე და არც კაიროსი არ დავობენ. გასაგებია , ზაზა და გასაგებიც იყო, შენი და თუნდაც კაიროსის აზრიც, მაგაზე არც არაფერი დამიწერია. უბრალოდ, ტენდენციური გახდა, რომ არ მოწონება , რაც კონტროლის გამო იშვება, რატომღაც ექვივალენტური ხდება შიშის და ვამბობ: რომ არ მოგწონდეს, არ ნიშნავს გეშინოდეს. თორემ ეს რაც აქ დაწერე რუსულად, ეგ ადრეც გეწერა და წავიკითხე, გარდა ამისა, ჩემი მოძღვრის სიყტვებიც, პირადად ვკითხე მას და არა ქადაგების დროს, ზუსტად იგივეს ამბობს: რომ დედა ეკლესია იქნება პირველი, ვინც ამას შეამჩნევს. უბრალოდ გამიგეთ ხალხო, რომ არ მომწონს ასე ყველა პოსტის მერე რომ შიშები მიუთითოს მავანმა. |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#2174
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
staywhite
შენ თუ შიშების კატეგორიაში არ გადიხარ, ეს არ ნიშნავს, რომ სხვა არ გადის...დამიჯერე ამ ფობიამ მიიღო ტოტალური ხასიათი ეკლესიის წიაღში...იმდენად ტოტალური, რომ მოსკოვის საპატრიარქომ სპეციალური კრებაც მიუძღვნა ამ საკითხს. ამიტომ მე როდესაც ვამბობ ფობიებზე, მაინცა და მაინც შენს თავზე ნუ მიიღებ, აკი გითხარი, მეც ვეწინააღმდეგები კონტროლს, მე ნამდვილ ფობიაზე ვსაუბრობ, რაც სერიოზული პრობლემაა ეკლესიაში. -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2175
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა ამიჯერე ამ ფობიამ მიიღო ტოტალური ხასიათი ეკლესიის წიაღში...იმდენად ტოტალური, რომ მოსკოვის საპატრიარქომ სპეციალური კრებაც მიუძღვნა ამ საკითხს. ნამდვილად და ვფიქრობ ჩვენმა ეკლესიამაც დროა რაიმე მსგავსი განცხადება მიიღოს.. -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
guest |
![]()
პოსტი
#2176
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
ციტატა მეც ვეწინააღმდეგები კონტროლს, მე ნამდვილ ფობიაზე ვსაუბრობ, რაც სერიოზული პრობლემაა ეკლესიაში. მითხარით , მაინტერესებს რაში გამოიხატება ეს ფობია? მართლა მაინტერესებს , იმიტომ რომ გასაგები მიზეზის გამო არ ვარ თვალთმხილველი და არ ვიცი. არ ყიდულობს ხალხი შტრიხკოდიან საქონელს, არ ღებულობს ელექტრონულ კარტებს თუ რაში ჩანს ეს შიში? ნიშნისმოგება არ მიყვარს იცით თქვენ მაინც, ხოდა მართლა მაინტერესებს. |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#2177
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
მითხარით , მაინტერესებს რაში გამოიხატება ეს ფობია? მართლა მაინტერესებს , იმიტომ რომ გასაგები მიზეზის გამო არ ვარ თვალთმხილველი და არ ვიცი. არ ყიდულობს ხალხი შტრიხკოდიან საქონელს, არ ღებულობს ელექტრონულ კარტებს თუ რაში ჩანს ეს შიში? ნიშნისმოგება არ მიყვარს იცით თქვენ მაინც, ხოდა მართლა მაინტერესებს. არიან სასულიერო პირები, ვინც უკრძალავენ შტრიხკოდებიანი ნაწარმის ქონას და მაგალითად საჭმელის კურთხევას კრძალავენ თუ შესაბამის ნაწარმს აქვს ეს კოდი - ამ მიზნით კოდიანი ქაღალდის მოხსნას ურჩევენ მრევლს - რაღაც მაგიაში და უცნაურ რიტუალში გადადის უკვე ეს სისულელე -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2178
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა კოდიანი ქაღალდის მოხსნას ურჩევენ მრევლს - რაღაც მაგიაში და უცნაურ რიტუალში გადადის უკვე ეს სისულელე ეგრეა კი, შტრიხის გავლენა თურმე ქაღალდის ახევით მორჩა ![]() ნან, ეს კამათი შენ არ გეხება, ნუ ნერვიულობ, ეგ შიგა საეკლესიო პრობლემებია... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
guest |
![]()
პოსტი
#2179
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
არიან სასულიერო პირები, ვინც უკრძალავენ შტრიხკოდებიანი ნაწარმის ქონას და მაგალითად საჭმელის კურთხევას კრძალავენ თუ შესაბამის ნაწარმს აქვს ეს კოდი - ამ მიზნით კოდიანი ქაღალდის მოხსნას ურჩევენ მრევლს - რაღაც მაგიაში და უცნაურ რიტუალში გადადის უკვე ეს სისულელე გასაგებია, მადლობთ ![]() ![]() ციტატა ნან, ეს კამათი შენ არ გეხება, ნუ ნერვიულობ, ეგ შიგა საეკლესიო პრობლემებია... კაიროს, მე რომ არ მეხება ვიცი, მაგრამ არ ვიცოდი ამ ამბების შEსახებ და ვერ ვიგებდი, რატომ ერქვა "ფობია" , თორემ მე როგორ შემეხება, ისიც აქ, უშტრიხოდ პურს ვერ იყიდი და ქაღალდის მოცილება კი აზრად არ მომივიდიდა ისეც ... |
დათიკო |
![]()
პოსტი
#2180
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 ![]() |
ციტატა უშტრიხოდ პურს ვერ იყიდი და ქაღალდის მოცილება კი აზრად არ მომივიდიდა აუ, თქვენ მორჩილი ანასტასი უნდა ნახოთ. ![]() ვინც არ იცნობთ ბევრი დაგიკარგავთ ![]() მამა რაფელთან ერთAდ ცხოვრობს ![]() დიდი ფლომასტერით დადის და რასაც ყიდულობს შტრიხ კოდებს უშლის ხოლმე ![]() |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th June 2025 - 01:57 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი