![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
guest |
![]()
პოსტი
#2171
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
მხევალი ნინო
ციტატა მე მგონი არაერთხელ დაიწერა, რომ განმარტებებთან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ნინო, რა არ მესმის იცი? ამტკიცებ, რომ თურმე ვიღაცას ეშინია და კანკალებს, მერე ამბობ ამ ციტატას, რას ნიშნავს "სიფრთხილე" განმარტებების მიმართ? შენ შენი საკუთარი აზრი გაგაჩნია ამაზე? იქნებ გაგვანდო და სულ ფობიებით ნუ ამკობთ სხვების პოსტს კაცო, მოსაწყენი გახდა უკვე. იქნება ჩიპი რაცაა, ბევრმა სახელი რომ არ იცოდა მისი, სხვას უშუალო შეხება ქონდა მასთან და გაითვალისწინეთ ეს, რომ არავინ არ ასველებს საცვალს ჩიპის ხსენებაზე. ბევრის პოსტი კი აქ შიშებს და ფობიებს ახსენებს, საიდან მოიტანეთ? ამავე დროს კითხვა: შენ გაქვს სურვილი რომელიმე უცხო სხეული, როგორც ჩიპი რომ კანის ქვეშ გაიკეთო? ან მოგეწონება , რომ გეცვას მაიკა 666 ნიშნებით, ან ბაფომეტის გამოსახულებით, ან სახლში დაგიკიდოს ვინმემ თხისთავიანი ლუციფერის "სურათი" (ანუ ისეთი, როგორც მას ჩვეულებრივ კაბალისტ-სატანისტები გამოხატავენ)? მოგინდება ამის გაკეთება? გთხოვ მიპასუხე პირდაპირ და არა ისე, რომ ეს კაიროსმა ასე თქვა, არა, შენ რას ფიქრობ ის თქვი: მოგინდება თუ არა? და თუ არა, მაშინ სხვას ნუღარ მოუწოდებთ არარასებული შიშის ამოსაფხვრელად. ან საერთოდ საიდან გაჩნდა ეს ტენდენცია, რომ ნებისმიერი აზრი შიშად იწოდოს არ მესმის. პ.ს. შიში სხვაა და მოუწონლობა სხვა. პ.ს.ს. მგონი, ამ თემაში საკითხი დგას იმაზე, თუ რა იქადაგება შეცდომით. ეს თქვენ იცით, მე არა, მე არ ვარ მანდ და სადაც ვარ, იქ შიშებს არ გვინერგავენ, არამედ სიყვარულს, დათმენას, სიკეთის სურვილს, ეკლესიაში საერთოდ არ მსმენია არც რიცხვებზე და არც ჩიპებზე,15 წლის მანძილზე მინიმუმ.... ამიტომაც არ მესმის, რატომ ხდება ჩაციკლული ლაპარაკი შიშებზე. |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#2172
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
კაიროსს და ყველას აქვს უფლება დააფიქსიროს მისი აზრი, ჩემი პატივისცემის მიუხედავად, მე საკუთარი გამაჩნია და ამას ქვია ყოველგვარი კონტროლის მიუღებლობა, რამეთუ ვიცი რაა კონტროლი და არანაირად ამ მსურს ვიყო მუდმივ შმონში. ამას ვამბობ პირადი გამოცდილებიდან. სხვა არ მაინტერესებს. მე არ მივიჩნევ მართებულად ისიც ორგანიძმში რაიმე ზონდების შეყვანას, ვისაც ევასება - ეს მისი საქმეა და მოიწონოს, მე ეს არ MIშლის ხელს ჩემი განწყობილება შევიცვალო. ნანა, კაიროსი და მეც დარწმუნებული იყავი ამ აზრში გეთანხმებიან. ჩვენ სხვა საკითხზე ვსაუბრობთ, რა კითხვა უნდა იმას, რომ კონტროლი ამ დონეზე არ შეიზლება. ამ საკითხში, რაც შენ ახსენე არც მე და არც კაიროსი არ დავობენ. მე ვდაობ სხვა რამეზე: კონტროლის მისტიფიცირებაზე, რომ მის უკან ანტიქრისტე იმალება. არაფერი არაა გამორიცხული, მათ შორის არც ეს, მაგრამ ვინაიდან აპოკალიფსი ბოლომდე განიმარტება მისი აღსრულების დროს, წინასწარ თქმა თუ რომელი სცენარით განვითარდება ჟამის მსვლელობა ბოლო ჟამისკენ - ზუსტად არავინ არ იცის ჯერ, მათ შორის ეკლესიამაც. ამიტომ ნუ ვიჩქარებთ ნაადრევი დასკვნები გავაკეთოთ, ის ჟამი ისეთი საშინელი უნდა იყოს, რომ რჩეულნიც ცდუნდებან - ამ სიტყვებში (რაც ეკლესიის მიერ მიღებულ სწავლებად ითვლება) დიდი აზრია ძალიან და ეს ნიშნავს რომ ცდუნება იქნება ძალიან ფაქიზად შემოსული. ეკლესიამ კი თავისი სიტყვა თქვა არაერთგზის, როდესაც დააფიქსირა აზრი შტრიხ კოდებთან და სადაზღვევო ნომრებთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მომყავს მოსკოვის საპატრიარქოს სინოდალური კრების განჩინება: Распространенное в среде некоторых православных христиан представление о том, что "антихрист еще не явился, а печати уже ставят", или что существует некая "предпечать", противоречит церковному учению о явлении антихриста აქ საუბარია იმაზე, რომ ნიშნის მიღება ანტიქრისტეს მოსვლამდე არაქრისტიანული წარმოდგენაა На вопрос о том, утрачивает ли христианин свое имя, принимая ИНН, мы можем ответить словами архимандрита Иоанна (Крестьянкина): "Дорогие мои, как мы поддались панике - потерять свое христианское имя, заменив его номером? Но разве это может случиться в очах Божиих? Разве у Чаши жизни кто-то забудет себя и своего небесного покровителя, данного в момент крещения? ცნობილი "სტარეცის" იოანე კრესტიანკინზე აპელირებით, აქ საუბარია იმაზე, რომ ადამიანი არანაირად არ კარგავს თავის სახელს, როდესაც ის რაღაც ნომრით რეგისტრირდება - ასეთი აზრიც არსებობს В "Основах социальной концепции Русской Православной Церкви" (III.5) говорится, что в случае, если государство понуждает граждан ко греху, Церковь может призвать к гражданскому неповиновению. Однако эти слова из деяния Юбилейного Архиерейского Собора 2000 года говорят о Церкви, а не об отдельных священнослужителях или мирянах, самочинно дерзающих говорить от имени Церкви. აქ საუბარია იმაზე, რომ თუ ეკლესიის წინააღმდეგ გამოდის სახელმწიფო, მაშინ ეკლესიას აქვს უფლება დაუმორჩილებლობა გამოაცხადოს, ოღონდ (აღნიშნავს განჩინება) ეს ეხება ეკლესიას და არა კონკრეტულ ღვთისმსახურს, რომელიც ეკლესიის სახელით ქადაგებსო Совершенно неприемлемыми являются факты передачи клириками и монашествующими своих обращений в средства массовой информации и органы государственной власти, что подчас имеет характер неприкрытого давления на Священноначалие. Таковым мы напоминаем 11-е правило Сардикийского Собора: "Аще который епископ, или пресвитер, или вообще кто-либо из клира без соизволения и грамот от епископа области, и наипаче от епископа митрополии, дерзнет пойти к царю: таковой да будет отрешен აქ საუბარია იმაზე, რომ მრავალი ღვთისმსახური უკვე ინტერვიუებსაც იძლევა..., თუმცა აღნიშნავს კრება - სარდიკიის კრების 11-ე კანონის თანახმად ასეთი ქმედება ისჯება განკვეთით. და ასე შემიძლია გავაგრძელო უკუნითი უკუნისამდე...ამიტომ ვისაც არ უდა ეკლესიის ხმას უსმინოს, ეს მისი საქმეა, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ეკლესია თავად თვლის სხვაგვარად და არა ისე, როგორც თვლიან შტრიხომანები. სხვათაშორის, ტოტალური კონტროლი ცალსახად მიუღებელია და ამას აღნიშნული კრებაც ამბობს: Так, нельзя отрицать опасность использования различных технологий для установления системы тотального контроля, для нарушения тайны личной жизни и для давления на религиозный и мировоззренческий выбор личности. ამაზე მეტი იქ არც არის, მხოლოდ ის, რომ ეს შეიძლება გამოყენებული იქნას იმ ძალის (ანტიქრისტეს) მიერ, მაგრამ ის ძალა ყველაფერს გამოიყენებს...ესეც "ფაქტია" და ამიტომ ეკლესია ძალიან ზომიერია ამ საკითხში....ეკლესია "ზედმეტი ფრენისკენ ცაში" თავს იკავებს -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
guest |
![]()
პოსტი
#2173
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
კანუდოსელი
ციტატა ნანა, კაიროსი და მეც დარწმუნებული იყავი ამ აზრში გეთანხმებიან. ჩვენ სხვა საკითხზე ვსაუბრობთ, რა კითხვა უნდა იმას, რომ კონტროლი ამ დონეზე არ შეიზლება. ამ საკითხში, რაც შენ ახსენე არც მე და არც კაიროსი არ დავობენ. გასაგებია , ზაზა და გასაგებიც იყო, შენი და თუნდაც კაიროსის აზრიც, მაგაზე არც არაფერი დამიწერია. უბრალოდ, ტენდენციური გახდა, რომ არ მოწონება , რაც კონტროლის გამო იშვება, რატომღაც ექვივალენტური ხდება შიშის და ვამბობ: რომ არ მოგწონდეს, არ ნიშნავს გეშინოდეს. თორემ ეს რაც აქ დაწერე რუსულად, ეგ ადრეც გეწერა და წავიკითხე, გარდა ამისა, ჩემი მოძღვრის სიყტვებიც, პირადად ვკითხე მას და არა ქადაგების დროს, ზუსტად იგივეს ამბობს: რომ დედა ეკლესია იქნება პირველი, ვინც ამას შეამჩნევს. უბრალოდ გამიგეთ ხალხო, რომ არ მომწონს ასე ყველა პოსტის მერე რომ შიშები მიუთითოს მავანმა. |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#2174
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
staywhite
შენ თუ შიშების კატეგორიაში არ გადიხარ, ეს არ ნიშნავს, რომ სხვა არ გადის...დამიჯერე ამ ფობიამ მიიღო ტოტალური ხასიათი ეკლესიის წიაღში...იმდენად ტოტალური, რომ მოსკოვის საპატრიარქომ სპეციალური კრებაც მიუძღვნა ამ საკითხს. ამიტომ მე როდესაც ვამბობ ფობიებზე, მაინცა და მაინც შენს თავზე ნუ მიიღებ, აკი გითხარი, მეც ვეწინააღმდეგები კონტროლს, მე ნამდვილ ფობიაზე ვსაუბრობ, რაც სერიოზული პრობლემაა ეკლესიაში. -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2175
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა ამიჯერე ამ ფობიამ მიიღო ტოტალური ხასიათი ეკლესიის წიაღში...იმდენად ტოტალური, რომ მოსკოვის საპატრიარქომ სპეციალური კრებაც მიუძღვნა ამ საკითხს. ნამდვილად და ვფიქრობ ჩვენმა ეკლესიამაც დროა რაიმე მსგავსი განცხადება მიიღოს.. -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
guest |
![]()
პოსტი
#2176
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
ციტატა მეც ვეწინააღმდეგები კონტროლს, მე ნამდვილ ფობიაზე ვსაუბრობ, რაც სერიოზული პრობლემაა ეკლესიაში. მითხარით , მაინტერესებს რაში გამოიხატება ეს ფობია? მართლა მაინტერესებს , იმიტომ რომ გასაგები მიზეზის გამო არ ვარ თვალთმხილველი და არ ვიცი. არ ყიდულობს ხალხი შტრიხკოდიან საქონელს, არ ღებულობს ელექტრონულ კარტებს თუ რაში ჩანს ეს შიში? ნიშნისმოგება არ მიყვარს იცით თქვენ მაინც, ხოდა მართლა მაინტერესებს. |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#2177
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
მითხარით , მაინტერესებს რაში გამოიხატება ეს ფობია? მართლა მაინტერესებს , იმიტომ რომ გასაგები მიზეზის გამო არ ვარ თვალთმხილველი და არ ვიცი. არ ყიდულობს ხალხი შტრიხკოდიან საქონელს, არ ღებულობს ელექტრონულ კარტებს თუ რაში ჩანს ეს შიში? ნიშნისმოგება არ მიყვარს იცით თქვენ მაინც, ხოდა მართლა მაინტერესებს. არიან სასულიერო პირები, ვინც უკრძალავენ შტრიხკოდებიანი ნაწარმის ქონას და მაგალითად საჭმელის კურთხევას კრძალავენ თუ შესაბამის ნაწარმს აქვს ეს კოდი - ამ მიზნით კოდიანი ქაღალდის მოხსნას ურჩევენ მრევლს - რაღაც მაგიაში და უცნაურ რიტუალში გადადის უკვე ეს სისულელე -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2178
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა კოდიანი ქაღალდის მოხსნას ურჩევენ მრევლს - რაღაც მაგიაში და უცნაურ რიტუალში გადადის უკვე ეს სისულელე ეგრეა კი, შტრიხის გავლენა თურმე ქაღალდის ახევით მორჩა ![]() ნან, ეს კამათი შენ არ გეხება, ნუ ნერვიულობ, ეგ შიგა საეკლესიო პრობლემებია... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
guest |
![]()
პოსტი
#2179
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
არიან სასულიერო პირები, ვინც უკრძალავენ შტრიხკოდებიანი ნაწარმის ქონას და მაგალითად საჭმელის კურთხევას კრძალავენ თუ შესაბამის ნაწარმს აქვს ეს კოდი - ამ მიზნით კოდიანი ქაღალდის მოხსნას ურჩევენ მრევლს - რაღაც მაგიაში და უცნაურ რიტუალში გადადის უკვე ეს სისულელე გასაგებია, მადლობთ ![]() ![]() ციტატა ნან, ეს კამათი შენ არ გეხება, ნუ ნერვიულობ, ეგ შიგა საეკლესიო პრობლემებია... კაიროს, მე რომ არ მეხება ვიცი, მაგრამ არ ვიცოდი ამ ამბების შEსახებ და ვერ ვიგებდი, რატომ ერქვა "ფობია" , თორემ მე როგორ შემეხება, ისიც აქ, უშტრიხოდ პურს ვერ იყიდი და ქაღალდის მოცილება კი აზრად არ მომივიდიდა ისეც ... |
დათიკო |
![]()
პოსტი
#2180
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 ![]() |
ციტატა უშტრიხოდ პურს ვერ იყიდი და ქაღალდის მოცილება კი აზრად არ მომივიდიდა აუ, თქვენ მორჩილი ანასტასი უნდა ნახოთ. ![]() ვინც არ იცნობთ ბევრი დაგიკარგავთ ![]() მამა რაფელთან ერთAდ ცხოვრობს ![]() დიდი ფლომასტერით დადის და რასაც ყიდულობს შტრიხ კოდებს უშლის ხოლმე ![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#2181
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
გასაგებია, მადლობთ ![]() ![]() არც ამ ფორუმის არეალია გამონაკლისი - მამა ანდრიამ "გვირჩია" ერთხელ ასეთი რამ, მამა პაისიზე დაყრდნობით... -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
abo |
![]()
პოსტი
#2182
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 ![]() |
ციტატა დიდი ფლომასტერით დადის და რასაც ყიდულობს შტრიხ კოდებს უშლის ხოლმე აი ესაა ფობია და არა ის, ამხილო მაგ არაკაცების აზრები თუ მოქმედებები, რასაც მე და რამდენიმე უზერი "ბედავს". და თუ გაბედვა შიშია, მაშინ ჩემს პოსტებს ნუ გამოეხმაურებით. -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#2183
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
აი ესაა ფობია და არა ის, ამხილო მაგ არაკაცების აზრები თუ მოქმედებები, რასაც მე და რამდენიმე უზერი "ბედავს". და თუ გაბედვა შიშია, მაშინ ჩემს პოსტებს ნუ გამოეხმაურებით. აგერ ზემოთ ეკლესიის განჩიენბა დევს და ამხილეთ რამდენიც გენებოთ...რა უფრო მნიშვნელოვანია ჩემი ან თქვენი აზრი, თუ ეკლესიის აზრი გამოტანილი კრებითი სისავსის გზით? -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
abo |
![]()
პოსტი
#2184
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 ![]() |
კანუდოსელი
ციტატა აგერ ზემოთ ეკლესიის განჩიენბა დევს და ამხილეთ რამდენიც გენებოთ...რა უფრო მნიშვნელოვანია ჩემი ან თქვენი აზრი, თუ ეკლესიის აზრი გამოტანილი კრებითი სისავსის გზით? კანუდოს მაგ ეკლესიის აზრი წაკითხული მაქვს და ვეთანხმები კიდეც მაგრამ მაგი ჩემი პოსტების საწინააღმდეგოდ არ გამოდგება, ვინაიდან მე არსად არ ვამტკიცებ იმას რასაც მაგენი განიხილავენ. ქართულად კომენტარები კი გაქვს გაკეთებული, მაგრამ რუსული ვიცი და დედანსაც ვგებულობ. აბა მითხარი მათი საწინააღმდეგო რა ვთქვი აქ არგუმენტად რომ მოგყავს მაგ განჩინება? ნუ იბნევი კაცო... აი რამე თქვი და წყნარად განვიხილოთ... ჯერ მხოლოდ ერთი საკითხი, შემდეგ რომ ამოვწურავთ - მეორე, და ა.შ. კაი ავიღოთ შენი პირველი კომენტარი შტრიხკოდების შესახებ- მე ვყიდულობ შტრიხკოდიან რამეებს და სულაც არ მეშინია მისი აქაც ავღნიშნე ციტატა აი ესაა ფობია და არა ის, ამხილო მაგ არაკაცების აზრები თუ მოქმედებები მეთანხმები ამაში? ან გამოვდივარ გაბჩინების წინააღმდეგ? ციტატა აქ საუბარია იმაზე, რომ ადამიანი არანაირად არ კარგავს თავის სახელს, როდესაც ის რაღაც ნომრით რეგისტრირდება - ასეთი აზრიც არსებობს მეც ვეთანხმები რომ ნომრით ადამიანის მოხსენიება შეიძლება თუმცა არასასიამოვნოა ჯარშიც იხსენიებენ მასე ისიც ვიცი რომ ეს არ ნიშნავს მეორედ მოსვლას , მაგრამ მისკენ მიდრეკაა. ციტატა აქ საუბარია იმაზე, რომ თუ ეკლესიის წინააღმდეგ გამოდის სახელმწიფო, მაშინ ეკლესიას აქვს უფლება დაუმორჩილებლობა გამოაცხადოს, ოღონდ (აღნიშნავს განჩინება) ეს ეხება ეკლესიას და არა კონკრეტულ ღვთისმსახურს, რომელიც ეკლესიის სახელით ქადაგებსო ეს ისედაც ყველამ იცის და ყველა ეთანხმება მათ შორის მეც. და მე ეკლესიის სახელით ნამდვილად არ ვსაუბრობ. და არც დასკვნები გამომაქვს რომ მეორედ მოსვლაა-" მძლეველის" მრევლი კი არა ვარ. მაგრამ იმ აზრს კი გამოვხატავ რომ კატასტროფული სიჩქარით მივექანებით მაქეთ და რომ ბოლო ჟამი გვიახლოვდება (ჟამი რამდენია შენ განსაზღვრე) ციტატა აქ საუბარია იმაზე, რომ მრავალი ღვთისმსახური უკვე ინტერვიუებსაც იძლევა..., თუმცა აღნიშნავს კრება - სარდიკიის კრების 11-ე კანონის თანახმად ასეთი ქმედება ისჯება განკვეთით. კი ბატონო განკვეთონ ( თუმცა იმასაც გააჩნია რას ამბობს ამ ინტერვიუში ) ამის საწინააღმდეგო სადმე რამე ვთქვი? ციტატა და ასე შემიძლია გავაგრძელო უკუნითი უკუნისამდე... მეც ვიცი რომ შეგიძლია, მაგრამ მაგენი ხომ ჩემ აზრს არცერთი არ ეწინააღმდეგება არგუმენტულად? და რა ვტქვი ტყუილი ან არასწორი ის გამაგებიე. ციტატა "ზედმეტი ფრენისკენ ცაში" და არც ეს გამკვირვებია იმიტომ რომ მასე ზოგად ცინიკურ აზრებს და ცოტა გამკილავსაც, უარგუმენტო ადამიანები ისვრიან. რაც შენ ხშირად გახასიათებს სხვისი დამცირების მიზნით, სხვა რომ არ დაგრჩენია და რა ქნა აღარ იცი. მე კარგი ვიფრენ და შეიძლება ზედმეტსაც და სწორი ვიქნები მაინც, შენ ბრძანდებოდე ბატონო აქ ძირს მძიმედ, ასემც გიქნია მასტერის სავარძელში დამჯდარხარ. -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
KAIROS |
![]()
პოსტი
#2185
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა ნ ბრძანდებოდე ბატონო აქ ძირს მძიმედ, ასემც გიქნია მასტერის სავარძელში დამჯდარხარ. აი ეს წაშალე აბო ბატონო, და კიდევ აქ ისე სჩანს, რომ უბრალოდ იმიტომ კამათობთ, რომ იკამათოთ, თორემ ლამის ყველაფერში დაეთანხმე კანუდოსას, და იმიტომ ხომ ეკამათები კანუდოსა რომაა? დაწყნარდით ახლა და თემას ნუ გადაუხვევთ ![]() -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
abo |
![]()
პოსტი
#2186
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 ![]() |
ციტატა რომ უბრალოდ იმიტომ კამათობთ, რომ იკამათოთ, ნამდვილად არა კაიროს სულ არ მინდა მასთან კამათი მაგრამ ჩემს აზრს რომ გამოვხატავ და არასწორად მეტაკება აი თვით უწყობს გაუგებრობას ხელს. მაშ შენ მაინც ამიხსენი და თუ დამიკოპირებ მთლად კარგი ჩემი პოსტებიდან რომელი მონაკვეთი ეწინააღმდეგება მაგ განჩინებას.ან თუ არ ეწინააღმდეგება რატომ იღლის თავს? თუ მიწვევს სხვა საკითხი შემომთავაზოს აქ ხომ მართალი ვარ . -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
abo |
![]()
პოსტი
#2187
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 ![]() |
თუ უარგუმენტოდ ვბრუტუნებ?
-------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
KAIROS |
![]()
პოსტი
#2188
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა თუ უარგუმენტოდ ვბრუტუნებ? ![]() ![]() -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
abo |
![]()
პოსტი
#2189
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 ![]() |
KAIROS
ეს ისეთი თემებია ძალაუნებურად მოგვიწევს ამ საკითხებთან შეხება. ხოდა იმიტომ მომაქვს ფაქტები. თუ დააკვირდები მე კომენტარებს ძალიან ძუნწად ვატან, თან მხოლოდ იქ სადაც 100% მართალი ვარ. აბა მაკიაველს კომენტარი არ ჭირდებოდა? კანუდოსამ დიდი თავმომწონედ რომ დამიდვა იქ წინ? მასონებში? თავიდან კი გავჩერდი მოვერიდე გამწვავდება საუბარითქო და, მერე კი ნამეტან ცინიზმს ვერ ვიტან და... ციტატა ზედმეტი გადამეტებული ყურადღება ეთმობა იმას, რაც არ არის არანაირად რაიმე ანტიქრისტესი ანტიქრისტესი არ არის, სწორია , მაგრამ მისი თესლი კი არის რაზეც მერე თვით აპირებს ამობრძანებას. -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
KAIROS |
![]()
პოსტი
#2190
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა მაგრამ მისი თესლი კი არის რაზეც მერე თვით აპირებს ამობრძანებას. აი რა არი და რა არა, ეკლესიას აცალე მეთქი, ამას ვიძახი ორი დღეა უკან და არ მისმენ, ეკლესიამ თავად არ იცის, რა თესლზე ამოვა და როგორ და შენ საიდან იცი? შევეშვათ რა იმათ რაც არ ვიცით... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2025 - 10:38 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი