![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
მარიამი |
![]()
პოსტი
#221
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
QUOTE რატომ პორნო ფილმებს არ კრძალავენ? თრილერებს, საშინელებებს, სატანურ ფილმებს? ინტერნეტს? ინტერნეტი რა შუაშია ვერ ვხვდები, მაგრამ სხვა ყველაფრის მიმართ ეკლესიის უარყოფითი დამოკიდებულება ათასჯერ დაფიქსირებულია უკვე. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#222
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
![]() ![]() შენზე საერთოდ არ მაქვს საუბარი და საკუთარ თავზე ნუ ღებულობ ![]() ჰოდა მოწოდება რომ იყო, კურთხევად ნუ აღვიქვამთ მაინცდამიაინც და გადაწყვეტილება ყველამ დამოუკიდებლად მიიღოს...არ ვართ ცხვრის ფარა, ვართ ქრისტიანები, არა ყურმოჭრილი მონები, არამედ ქრისტეს რაინდებად ვითვლებით და რაინდებად იმიტომ, რომ ქრისტეს სახელს ვიცავთ (იდეაში მაინც) და ვატარებთ ხალხის წინ და შესაბამისად ამავე ხალხის წინ მშიშრებად არ უნდა გამოვჩნდეთ, რომ ერთი დეგენერატი უნიჭო მწერლის და კიდევ უფრო უნიჭო რეჟისორის გადაღებულმა ფილმმა ასე დაგვაშინოს და ეგზალტირებული ხალხისგან შემდგარი მიტინგები გავმართოთ -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მარიამი |
![]()
პოსტი
#223
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
ჰოდა მოწოდება რომ იყო, კურთხევად ნუ აღვიქვამთ მაინცდამიაინც და გადაწყვეტილება ყველამ დამოუკიდებლად მიიღოს...არ ვართ ცხვრის ფარა, ვართ ქრისტიანები, არა ყურმოჭრილი მონები, არამედ ქრისტეს რაინდებად ვითვლებით და რაინდებად იმიტომ, რომ ქრისტეს სახელს ვიცავთ (იდეაში მაინც) და ვატარებთ ხალხის წინ და შესაბამისად ამავე ხალხის წინ მშიშრებად არ უნდა გამოვჩნდეთ, რომ ერთი დეგენერატი უნიჭო მწერლის და კიდევ უფრო უნიჭო რეჟისორის გადაღებულმა ფილმმა ასე დაგვაშინოს და ეგზალტირებული ხალხისგან შემდგარი მიტინგები გავმართოთ სხვათაშორის, როცა ეს მოწოდება მოვისმინე, პირველად არგუმენტებით დავინტერესდი და მათი მოსმენის შემდეგ არანაირი სურვილი არ გამჩენია მაგ ფილმის ყურების. და სულაც არ ვგრძნობ თავს ცხვრის ფარის ნაწილად ![]() მე უფრო სხვა რამე მაფიქრებს: დღეს საზოგადოების დიდ ნაწილს სახარება არც კი წაუკითხავს და რა ქრისტეს მხედარზე და რაინდზეა საუბარი. წარმოიდგინეთ ახლა, ადამიანი, რომელსაც არანაირი წარმოდგენა არა აქვს ქრისტეზე, რა შთაბეჭდილებას იღებს ამ ფილმიდან მასთან დაკავშირებით? პირველ შთაბეჭდილებას ხომ დიდი გავლენა აქვს? მით უმეტეს, როცა ის ვიზუალური და შთამბეჭდავი ფორმითაა მოწოდებული. ამას დაამატეთ საზოგადოების არაჯანსაღი ინტერესი სკანდალური ინფორმაციებისადმი და მათი ადვილად დაჯერებისადმი მიდრეკილება და კიდევ ბევრი ფსიქოლოგიური ფაქტორი... და შედეგად მივიღებთ, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც სულაც არ დებენ თავს ”ქრისტეს მხედრობაზე” და ძალიან ზედაპირული ან ნულოვანი ცოდნა გააჩნიათ სარწმუნოებაში, ამ ფილმს არ უნდა უყურონ, რომ არ დაზიანდნენ. და ეკლესია ვალდებულია, რომ გააფრთხილოს საზოგადოება, როცა წინ ასეთ საცდურს უდებენ. თუმცა ძალადობა და ”ქვის სროლა” მართლმადიდებლობაში გამართლებული მეთოდი არასდროს ყოფილა და ყველაფერი ნორმის ფარგლებში უნდა მოხდეს, რომ უკუშედეგი არ მივიღოთ. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#224
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
სხვათაშორის, როცა ეს მოწოდება მოვისმინე, პირველად არგუმენტებით დავინტერესდი და მათი მოსმენის შემდეგ არანაირი სურვილი არ გამჩენია მაგ ფილმის ყურების. და სულაც არ ვგრძნობ თავს ცხვრის ფარის ნაწილად ![]() მე უფრო სხვა რამე მაფიქრებს: დღეს საზოგადოების დიდ ნაწილს სახარება არც კი წაუკითხავს და რა ქრისტეს მხედარზე და რაინდზეა საუბარი. წარმოიდგინეთ ახლა, ადამიანი, რომელსაც არანაირი წარმოდგენა არა აქვს ქრისტეზე, რა შთაბეჭდილებას იღებს ამ ფილმიდან მასთან დაკავშირებით? პირველ შთაბეჭდილებას ხომ დიდი გავლენა აქვს? მით უმეტეს, როცა ის ვიზუალური და შთამბეჭდავი ფორმითაა მოწოდებული. ამას დაამატეთ საზოგადოების არაჯანსაღი ინტერესი სკანდალური ინფორმაციებისადმი და მათი ადვილად დაჯერებისადმი მიდრეკილება და კიდევ ბევრი ფსიქოლოგიური ფაქტორი... და შედეგად მივიღებთ, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც სულაც არ დებენ თავს ”ქრისტეს მხედრობაზე” და ძალიან ზედაპირული ან ნულოვანი ცოდნა გააჩნიათ სარწმუნოებაში, ამ ფილმს არ უნდა უყურონ, რომ არ დაზიანდნენ. და ეკლესია ვალდებულია, რომ გააფრთხილოს საზოგადოება, როცა წინ ასეთ საცდურს უდებენ. თუმცა ძალადობა და ”ქვის სროლა” მართლმადიდებლობაში გამართლებული მეთოდი არასდროს ყოფილა და ყველაფერი ნორმის ფარგლებში უნდა მოხდეს, რომ უკუშედეგი არ მივიღოთ. მე მორწმუნე ხალხზე ვამბობ და არა იმათზე, თუმცა მათთანაც ასეთი კატეგორიული არ ვიქნებოდი თუნდაც იმ მიზეზით, რომ ისინი თუ ეკლესიაში არ არიან, ე.ი. ჩვენი ხმა მათთვის ავტორიტეტი არაა, ამიტომ უნდა ელაპარაკო მათ იმ ენაზე, რაც მათ ესმით. სხვა ენაზე საუბარი,გამოვა გაფუჭებული ტელეფონით საუბარი. არ ვიქნეოდი თითის ქნევით სწორედ მათდამი სიყვარულის გამო...უნდა აუხსნა ისე, რომ მაქსიმალურად გასაგები იყოს მათთვის შენი ახსნილი და არა წმინდა მამების ენით, რაც ბევრ მართლმადიდებელს არ ესმის წესიერად. დაიკო გამოსავალი მოწოდებებში კი არაა, არამედ უპირველეს ყოვლისა მართლმადიდებლობის სწორად გაგებაში მართლმადიდებლების მიერ, რაც ფსევდო რაღაცეების გადაგდებას მოითხოვს, ეს ერთი და მეორეც მართლმადიდებლობის ქადაგებაში...ქადაგებაში ყველგან, ქუჩებში, სახლებში, შინ, გარეთ....არა მარტო ტაძრებში, სადაც ზოგს ქუდი რომ შეუგდო იქ არ შევა, ის არ შევა, შენ მიდი მასთან, როგორც მოციქულნი აკეთებდნენ, არ გამოვა დამოწაფება, არაფერი, მომქცევი მაინც ღმერთია და არა მისიონერი. -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მარიამი |
![]()
პოსტი
#225
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
მე მორწმუნე ხალხზე ვამბობ და არა იმათზე, თუმცა მათთანაც ასეთი კატეგორიული არ ვიქნებოდი თუნდაც იმ მიზეზით, რომ ისინი თუ ეკლესიაში არ არიან, ე.ი. ჩვენი ხმა მათთვის ავტორიტეტი არაა, ამიტომ უნდა ელაპარაკო მათ იმ ენაზე, რაც მათ ესმით. სხვა ენაზე საუბარი,გამოვა გაფუჭებული ტელეფონით საუბარი. ვერ ვიტყვი, რომ თუ ადამიანი ეკლესიაში არ დადის, ეკლესიის ხმა მისთვის ავტორიტეტული არაა. ჩემს ახლობლობაში ბევრი სწორედ საწინააღმდეგოს მაგალითად გამოდგება: არ დადიან, მაგრამ ძალიან დიდ ავტორიტეტად მიაჩნიათ ეკლესია და საპატრიარქო. კიდევ კარგი ![]() მორწმუნეებზე კი ვიტყოდი, რომ ყველას (აბსოლუტურად) უნდა გააჩნდეს არგუმენტები, როცა საწინააღმდეგოდ მოაზროვნეს ესაუბრება. მაგრამ ამ არგუმენტებისთვის ფილმის ყურება აუცილებელი სულაც არაა. ჩემთვის სრულიად საკმარისი იყო მისი ძირითადი შინაარსის გაგება, რომ უკვე თავისით მომიზღვავდა არგუმენტები გონებაში. აქ ხომ კონკრეტული ფრაზების გარჩევა არაა საჭირო, ძირითადი იდეის ცოდნა სრულიად საკმარისია. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#226
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
მართალი ხარ
-------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მარიამი |
![]()
პოსტი
#227
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
QUOTE არ ვიქნეოდი თითის ქნევით სწორედ მათდამი სიყვარულის გამო...უნდა აუხსნა ისე, რომ მაქსიმალურად გასაგები იყოს მათთვის შენი ახსნილი და არა წმინდა მამების ენით, რაც ბევრ მართლმადიდებელს არ ესმის წესიერად. ამის პასუხად შემიძლია გითხრა, რომ რამდენიმე ადამიანმა ჩემთან საუბრის შემდეგ გადაიფიქრა მაგ ფილმის სანახავად წასვლა. ანუ შემძლებია მშვიდობიანად და გასაგებად ახსნა ![]() QUOTE დაიკო გამოსავალი მოწოდებებში კი არაა, არამედ უპირველეს ყოვლისა მართლმადიდებლობის სწორად გაგებაში მართლმადიდებლების მიერ, რაც ფსევდო რაღაცეების გადაგდებას მოითხოვს, ეს ერთი და მეორეც მართლმადიდებლობის ქადაგებაში...ქადაგებაში ყველგან, ქუჩებში, სახლებში, შინ, გარეთ....არა მარტო ტაძრებში, სადაც ზოგს ქუდი რომ შეუგდო იქ არ შევა, ის არ შევა, შენ მიდი მასთან, როგორც მოციქულნი აკეთებდნენ, არ გამოვა დამოწაფება, არაფერი, მომქცევი მაინც ღმერთია და არა მისიონერი. კი ბატონო ![]() -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#228
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ამის პასუხად შემიძლია გითხრა, რომ რამდენიმე ადამიანმა ჩემთან საუბრის შემდეგ გადაიფიქრა მაგ ფილმის სანახავად წასვლა. ანუ შემძლებია მშვიდობიანად და გასაგებად ახსნა ![]() კი ბატონო ![]() აი მეც მანდ ვარ, თორე კი არ გაძალებთ იმ უნიჭობის ყურებას, რომლის ნახვისას ერთი სული მქონდა როდის მორჩებოდა ![]() ![]() პრიმიტივიზმია მოკლედ დღევანდელი სუბკულტურა და რა შუაშია აქ დენ ბრაუნი, რომელიც ერთი ჭანჭიკია ამ "კულტურის" და გალაშქრება სწორედ ამ კოკა-კოლის კულტურის წინააღმდეგაა საჭირო და არა ჭანჭიკის წინააღმდეგ... -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#229
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
კანუდოსელი
ციტატა ზუსტად ისევე, როგორც უყურებდნენ ქრისტეს გაშოლტვას და დამცეირებას თავის დროზე დარწმუნებული ვარ ღვთისმშობელი საშინლად იტანჯებოდა, როცა თავისი შვილის ტანჯვას უყურებდა. შენ იქ სატანჯველად წახვედი? არ მგონია უფლის დამცირება და ტანჯვის ყურება სიამოვნების მიღების წყარო იყოს. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
დათიკო |
![]()
პოსტი
#230
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 ![]() |
miss_kartveli
ციტატა არ გეთანხმები... იმიტომ რომ ამხელა ამბავი რომ არ ატეხილიყო ამ ფილმის გაშვებას აპირებდნენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში... და საკმაოდ დიდი წარმატებითაც მიდიოდა თუ არა მრევლის აქტიურობა... ეკლესიას გამოუვიდა ის, რომ ჩაიშალა ამ ფილმის ჩვენება, 1 თვის მაგივრად 2 კვირა ძლივს გასტანა სეანსმა.. ბოლო ჩვენებაზე კი სულ რაღაც 12 კაცი ყოფილა მგონი... რუსთაველის კინო=ტეათრი ვალებში გადავარდა. ეგ იმიტომ კი არ მოხდა რომ მრევლმა იაქტიურა, არამედ იმიტომ რომ კრეტინული კინოა, გათვლილი ფულის გაკეთებისთვის. ყველაზე ურწმუნო მეგობრებმაც კი მითხრეს რომ ასეთი სისულელე მეორე არ გვინახავსო. რაც შეეხება ”მრევლის აქტიურობას” ასეთ საკითხებზე შესანიშნავი მაგალითია შარაძის და ბასილის ”აქტიურობა” ამ დარგში. მაგენის წყალობით იეღოველებმა უდიდეს პოპულარობას მიაღწიეს. ახლა ერთიოც გაჩუმებულია და მეორეც, სადღა არიან იეღოველები, ვინმეს ახსენდება? არადა დრო იყო ყოველდღე ტელევიზორში იყვნენ გამოჭიმულნი და ყველას პირზე ეკერა საწყალი უმცირესობის შევიწროება და მართლმადიდებელი ფუნდამენტალისტების პარპაში. ყველას საყურადღებოდ ვიძახი, ბრძოლა კამათით, გზების გადაკეტვებით, ჯვრების თავში რტყმით არაა მართლმადიდებლური გზა. მართლმადიდებლური გზა არის მისიონერობა, საკუთარი მაგალითით გზის ჩვენება, სიყვარული და სათნო დამოკიდებულება ისეთ ხალხთან ვინც გზას არის აცდენილი. მავანი ვერ იტანს ეკლესიას, მღვდელს? სამაგიეროდ შენ აიტანე ის, თბილად მოეპყარი და დღეს თუ არა ხვალ ის ადამიანი დაფიქრდება რა არის სწორი გზა. გზის გადაკეტვა და პროტესტი კი ჰარი პოტერის უზომოდ დარეკლამების შედეგს გამოიღებს და უკურეაქცია იქნება მხოლოდ. მაგ ფილმებზე და წიგნებზე გაცილებით მკრეხელური და საშინელიფილმები და წიგნები არსებობს (მარტო რუსთაველზე რომ გაიარო წიგნები სადაც იყიდება გული გაგისკდება), მაგრამ მასამდე არ მიდის (მადლობა ღმერთს).. საკმარისია ერთი კაცი გამოვიდეს ტელევიზორით და ეს წიგნი საჯაროდ დახიოს, რამ ჩათვალე ზუსტად ერთ დღში ამ წიგნის უზომო რაოდენობა გაიყიდება. ასე რომ სანამ ვინმე თავში ჯვარს ჩავარტყამთ მოდით დავფიქრდეთ რას მოგვიტანს ეს. უკაცრავად სიტყვა გამიგრძელდა... |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#231
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ჯიგარი ხარ
![]() -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
გლახა |
![]()
პოსტი
#232
|
-------- ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 ![]() |
დათიკო
ციტატა რაც შეეხება ”მრევლის აქტიურობას” ასეთ საკითხებზე შესანიშნავი მაგალითია შარაძის და ბასილის ”აქტიურობა” ამ დარგში. მაგენის წყალობით იეღოველებმა უდიდეს პოპულარობას მიაღწიეს. მართალია... ციტატა სადღა არიან იეღოველები ეჰ ჩემო დათიკო..სადღა აღარ არიან....ყველგან.. ციტატა მართლმადიდებლური გზა არის მისიონერობა, საკუთარი მაგალითით გზის ჩვენება, სიყვარული და სათნო დამოკიდებულება ისეთ ხალხთან ვინც გზას არის აცდენილი. მეორე კაცი ხარ ამ ფორუმზე ვინც ამას ამბობს...გაგიმარჯოს ![]() |
დათიკო |
![]()
პოსტი
#233
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 ![]() |
გლახა
ციტატა ეჰ ჩემო დათიკო..სადღა აღარ არიან....ყველგან.. კი რაოდენობა იმდენივეა რაც იყო (მეტი თუ არა) მაგრამ მასე რომ გაგრძელებულიყო დამერწმუნე გაცილებით მეტი თაყვანისმცემელი გამოუჩნდებოდა. მარტო შარაძის სიძულვილით კინაღამ მეც იეღოველი გავხდი (შემინდოს უფალმა) ![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#234
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
-------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#235
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
კანუდოსელი
[quote]ჰოდა მოწოდება რომ იყო, კურთხევად ნუ აღვიქვამთ მაინცდამიაინც და გადაწყვეტილება ყველამ დამოუკიდებლად მიიღოს...არ ვართ ცხვრის ფარა, ვართ ქრისტიანები, არა ყურმოჭრილი მონები, არამედ ქრისტეს რაინდებად ვითვლებით და რაინდებად იმიტომ, რომ ქრისტეს სახელს ვიცავთ (იდეაში მაინც) და ვატარებთ ხალხის წინ და შესაბამისად ამავე ხალხის წინ მშიშრებად არ უნდა გამოვჩნდეთ, რომ ერთი დეგენერატი უნიჭო მწერლის და კიდევ უფრო უნიჭო რეჟისორის გადაღებულმა ფილმმა ასე დაგვაშინოს და ეგზალტირებული ხალხისგან შემდგარი მიტინგები გავმართოთ ------- მე იმ მსახიობების არ მიკვირს, რომლებიც მაგ ფილმში მონაწილეობენ. ანუ ვგულისხმობ მათი სარწმუნოებიდან გამომდინარე. სარწმუნოებას ხელტათმანებივით იცვლიან. ხან რას ირგებენ ხან რას. მათთვის ცხადია სულერთია ქრისტეც და ღვთისმშობელიც. ანუ მათი ფილმით დაამცირებენ თუ არა. უბრალოდ მე შენი პოზიცცია მაინტერესებს რატომ წახვედი? უბრალოდ, როგოც ადამიანს ჩვეულებრივ მოქალაქეს, მაინტერსებს შენი წასვლის მიზეზი. მე ჩემი დამოკიდებულება იმით გამოვხატე, რომ არ წავედი, დამოკიდებულება ფილმის შინაარისიდან გამომდინარეობდა არა არა ვინმეს მოწოდებინდა და ქუჩაში გამოსვლის გამო. ერთ მაგალისთს მოგიყვები, ცოტა გადაუხვევ, მაგრამ მაინც. რამოდენიმე თვის უკან ტელევიზორში რუსეთზე იუმორისტულ გადაცემას ვუყურებდი, ხომ იცი პეტროსიანი და აშ, რომ ჰყავთ ასეთი სტილის იყო. გამოვიდა ერთი შტერი რუსი და ტავის კომიკურ ტექსტში ძალიან დამამცირებლად მოიხსენია ქართველები და ბოლოდ, როგორც მივხვდი გაზით დახრჩობაც კი გვისურვა. იცი რა ? ძალიან შეურაცყოფილი და ნაწყენი ვიყავი. დარბაზი გაიგუდა სიცილით. ეს გადაცემა რამოდენიმეჯერ განმეორდა. მე , როგოც ქართველი ამ გადაცემას ვეღარ ვნახავდი, არ შემეძლო ამ შეურაცყოფის მოსმენა და ვერც იმ იუმორისტის სხვა გამოსვლებს ვეღარ ვუსმენ. აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ ჩემთვის ამ ფილმის ყურება შეურაცყოფა და ტკივილი იქნებოდა. ვიღაც , გაურკვეველი რჯულის ამერიკელი, რომელიც ერთ რელიგიაზე ვერ რჩება 10 წელი ჩემს ღმერთს და ღვთისმშობელს აყენებს შეურაცყოფას. მე შენ შეურაცყოფისთვის არ დაგიწერე ის ზემოთა ფრაზა ღვთისმშობელზე, უბრალოდ მაინტერესებს, რატომ წახვედი, შენი დაამოკიდებულება, ჩემი გითხარი. გთხოვ, მიპასუხე. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
მარიამი |
![]()
პოსტი
#236
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
ახლა რა ვიფიქრე:
1. თუ ეკლესია მოუწოდებს რამეს საწინააღმდეგოდ (ქვის სროლაზე არ ვამბობ), რეკლამა გამოდის ![]() 2. თუ ეკლესია არაფერს იტყვის რაიმე საშინელ მოვლენაზე, გლახასნაირები (უკაცრავად გლახა ![]() ერთი ანეგდოტის არ იყოს ”რა ქნას პეპელამ”? ![]() უფრო სერიოზულად რომ დავსვათ კითხვა: აბა როგორ უნდა მოვიქცეთ, იმის შიშით, რეკლამა არ გამოგვივიდესო, არაფერი ვთქვათ? არავის არ ვეკამათები, მართლა წამომეჭრა ეს კითხვა და თქვენი აზრი მაინტერესებს. პ.ს. ხაზს ვუსვამ კიდევ ერთხელ, რომ არაა საუბარი ძალადობაზე, არამედ მოწოდებაზე. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#237
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ახლა რა ვიფიქრე: 1. თუ ეკლესია მოუწოდებს რამეს საწინააღმდეგოდ (ქვის სროლაზე არ ვამბობ), რეკლამა გამოდის ![]() 2. თუ ეკლესია არაფერს იტყვის რაიმე საშინელ მოვლენაზე, გლახასნაირები (უკაცრავად გლახა ![]() ერთი ანეგდოტის არ იყოს ”რა ქნას პეპელამ”? ![]() უფრო სერიოზულად რომ დავსვათ კითხვა: აბა როგორ უნდა მოვიქცეთ, იმის შიშით, რეკლამა არ გამოგვივიდესო, არაფერი ვთქვათ? არავის არ ვეკამათები, მართლა წამომეჭრა ეს კითხვა და თქვენი აზრი მაინტერესებს. პ.ს. ხაზს ვუსვამ კიდევ ერთხელ, რომ არაა საუბარი ძალადობაზე, არამედ მოწოდებაზე. თქმის ფორმა ძალიან მნიშვნელოვანია: ერტ შემთხვევაში პავლე მოციქულმა სამოსი შემოიხია, მეორე შემთხვევაში სიყვარულლით მიმართა-უცნობ ღმერთს გახარებთო-მისიონერის გზა ყოველთვის ვიწრო გზაზე სიარულია -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
გლახა |
![]()
პოსტი
#238
|
-------- ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 ![]() |
მარიამი
ციტატა ახლა რა ვიფიქრე: ვიცი რომ ეს ყველაფერი არ არის რაც შენ იფიქრე მაგრამ, ან ვერ მიხვდი რას ვამბობ, ან არ გინდა მიხვდე...მე უფრო ბოლო მგონია... ციტატა უფრო სერიოზულად რომ დავსვათ კითხვა: აბა როგორ უნდა მოვიქცეთ, იმის შიშით, რეკლამა არ გამოგვივიდესო, არაფერი ვთქვათ? როგორ ჩემო მარიამ და ზემოთ დათიკომ მისიონერობა ახსენა... იცი ყველა ტაძრის კედლებში ვერ მოვა და ვე რმოისმენს..უფრო სწორად არ მოვა... ციტატა 1. თუ ეკლესია მოუწოდებს რამეს საწინააღმდეგოდ (ქვის სროლაზე არ ვამბობ), რეკლამა გამოდის საწინააღმდეგოც არის და საწინააღმდეგოც... მეტი ქადაგებაა საჭირო ტაძრის გარეთ... ბირჟაზეც, ქუჩაშიც... ქადაგება სხვაა და :თქვე ესეტებო თქვე ისეტებო სხვა... ციტატა . თუ ეკლესია არაფერს იტყვის რაიმე საშინელ მოვლენაზე, გლახასნაირები (უკაცრავად გლახა ) ბრალს სდებენ, რომ ეკლესია არაფერს ამბობს. მაგალითად, იხ. გლახას ერთ-ერთი პოსტი ამ თემაში. ეკლესიამ საჭიროა თავის დროზე თქვას სათქმელი და არა მაშინ, როდესაც ურემი ამობრუნდება... თანაც ეკლესიურად, ქრისტიანულად... |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#239
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
მე იმ მსახიობების არ მიკვირს, რომლებიც მაგ ფილმში მონაწილეობენ. ანუ ვგულისხმობ მათი სარწმუნოებიდან გამომდინარე. სარწმუნოებას ხელტათმანებივით იცვლიან. ხან რას ირგებენ ხან რას. მათთვის ცხადია სულერთია ქრისტეც და ღვთისმშობელიც. ანუ მათი ფილმით დაამცირებენ თუ არა. უბრალოდ მე შენი პოზიცცია მაინტერესებს რატომ წახვედი? უბრალოდ, როგოც ადამიანს ჩვეულებრივ მოქალაქეს, მაინტერსებს შენი წასვლის მიზეზი. ...მე , როგოც ქართველი ამ გადაცემას ვეღარ ვნახავდი, არ შემეძლო ამ შეურაცყოფის მოსმენა და ვერც იმ იუმორისტის სხვა გამოსვლებს ვეღარ ვუსმენ. აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ ჩემთვის ამ ფილმის ყურება შეურაცყოფა და ტკივილი იქნებოდა. ვიღაც , გაურკვეველი რჯულის ამერიკელი, რომელიც ერთ რელიგიაზე ვერ რჩება 10 წელი ჩემს ღმერთს და ღვთისმშობელს აყენებს შეურაცყოფას. მე შენ შეურაცყოფისთვის არ დაგიწერე ის ზემოთა ფრაზა ღვთისმშობელზე, უბრალოდ მაინტერესებს, რატომ წახვედი, შენი დაამოკიდებულება, ჩემი გითხარი. გთხოვ, მიპასუხე. მართალი ხარ, მაგრამ ყველა წყვეტს თვითონ, შენი გადაწყვეტილება შენი პოზიციიდან აბსოლუტურად მართალია. ჩემი წასვლის მიზეზი იყო 1. კიდევ ერთხელ დავრწმუნებულიყავი დღევანდელი კოკა-კოლის "კულტურის" არსებობაში თვალნათლივ 2. მქონოდა სწორი არგუმენტირებული პასუხი და პასუხი მათეული ენით (თუმცა ჩემთვის პიროვნულად აბსოლუტურად მიუღებელით) იმათთვის, ვინც "მოხიბლულია" მაგ "ნაწარმოების" დიდი მეცნიერული ფუნდამენტით. გლახასნაირები საზოგადოებას ყოფ: გლახასნაირებად და არა გლახასნაირებად? მგონი ვერაა მთლად ეს სწორი მიდგომა -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მარიამი |
![]()
პოსტი
#240
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
გლახა
იცი შენ ჩემი აზრები მაგაზე და არ გიპასუხებ რა... ![]() -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 08:01 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი