IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

162 გვერდი V « < 114 115 116 117 118 > »   
Reply to this topicStart new topic
> მართლმადიდებლობა თუ ფსევდო მართლმადიდებლობა
orthodox-georgia
პოსტი May 29 2008, 10:56 PM
პოსტი #2301


----
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,373
რეგისტრ.: 13-May 08
მდებარ.: იქ
წევრი № 4,815



ციტატა(თათარაშვილი @ May 29 2008, 10:46 PM) *


ბიოჩიპები, რომ არასასიამოვნოა ეს ყველას გვესმის, ნამდვილად არ მომწონს კომპანია Digital Angel ის პროდუქცია, და ბევრი რამ შეიძლება პარალელი გაივლოს, თუმცა ასე ხელაღებით იმის ლაპარაკი რომ მაინცდამაცინ ეს ანტიქრისტეს ბეჭედია, მგონი არ ღირს, შეიძლება წინამორბედია, შეიძლება არის კიდეც, მაგრამ ჩვენ გვმართებს არა ფანატიზმი და პანიკა, არამედ სიფხიზლე 2kiss.gif

ხოდა ჩვენც ვფხიზლობთ, შეძლებისდაგვარად biggrin.gif


--------------------
ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)

ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან.

ღმერთს ებარებოდეთ!

პატივისცემით თქვენი orthodox-georgia
20.01.2012
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი May 29 2008, 11:01 PM
პოსტი #2302


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



ხოდა გოგონებმაც ჩაიცვან ხომ ისე და თან ეკლესიაში დაგიდგენ წინ დემოკრატიაა კაცო და რას ვერჩით ხომ?მაგის შესახებ კი არ იტყვის კანოდოსა რამეს ჩიპებს აქცევს ყურადღებას რაც მახარებელმა ბეჭდის სახელით წარმოგვიდგინა . და რატომ აკეთებენ ჩიპებსაც მაინდამაინც მარჯვენა ხელზე ან შუბლზე?რატომ არავინ კითხულობს? და მიხვდებით რომ ის ჩიპი (და არა ას, ახლანდელი ) და ბეჭედი ერთი და იგივეა.

ჩიპების მსურველებს შემიძლია მისამართი მივცე სადაც გაუკეთებენ...


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი May 29 2008, 11:05 PM
პოსტი #2303


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



abo
ციტატა
ვერც წარმოიდგენდა ასეთ სიტყვას თუ არა კანუდოსელისთვის დაწერდა საკუთრად ამ სიტყვას მაგი რომ გაჩერებულიყო.

smile.gif
ციტატა
გახსოვს შენ რომ გითხრა ვახ რა თემა გაგიფუჭესო?

მახსოვს... yes.gif
ოღონდ ის KAIROS იყო "კაბალისტიკა, მასონები და ესქატლოგიის" თემაში.
ციტატა
მარა ბეჭედი რომელიც უნდა მიიღო სხვა რაა თუ არა მაგ ჩიპი?

ვერ დაგეთანხმებით იმიტომ, რომ არ ვიცით რეალურად როგორ იქნება საქმე. უშუალოდ ეკლესია არ ადასტურებს, რომ ელექტრონული "მიკროჩიპები" იოანეს გამოცხადებებში ნაწინასწარმეტყველები "ბეჭედია."

ზოგადად შეიძლება წააგავდეს სიმართლეს, რომ თუ მაინცდამაინც ელექტონული მიკროჩიპები არა, რაიმე ფორმით არსებული ელექტრონული კონტროლის სისტემა მართლაც გამოდგეს "ანტი-ქრისტეს ბეჭედი", მაგრამ ეს არავინ იცის. ძველ დროშიც ძალიან "საეჭვოდ" ჩანდა ყოველი სიახლე, ცალკეული სასულიერო მოღვაწეები უარყოფითად ხვდებოდნენ და ანტი-ქრისტეს ბეჭედის წინამორბედად მიიჩნევდნენ პასპორტების შემოღებას, საკრედიტო ბარათებს, ელექტრონულ საშვებს და ა.შ.

ყველაფერი, რაც ადამიანის იდენტიფიკაციასთან, დანომვრასთან და სოციალური მოქმედებების კონტროლთან კავშირშია ყოველთვის შეიძლება მიიჩნიო ანტი-ქრისტეს პოტენციურ ბეჭედად.

რაღაც კუთხით შემხედვარეს, თუ ძალიან ჩაუღრმავდები ასოციაციებს, შეიძლება მართლაც გეგონოს, რომ მიკროჩიპები ანტი-ქრისტეს ბეჭედია, მაგრამ რეალურად ასე არაა საქმე... no.gif პირველი პასპორტის და დანომრილი ფასიანი ქაღალდების მოჭრა მაშინდელი თანამედროვეებისთვის ძალიან წააგავდა "ბეჭედს". პირდაპირ კავშირში იყო ვაჭრობასთან, ყიდვა-გაყიდვასთან და ადამიანის იდენტიფიკაცისთან, მანამდე მსგავსი პრეცენდენტი არ არსებობდა. აბა, წარმოიდგინეთ მაშინდელი ადამიანის ფიქრები, მაგრამ დღეს უკვე 150-200 წელია გასული მაგ ამბებიდან და არავითარი ანტი-ქრისტე არ გამოჩენილა.

აი, ამბობენ რომ მიკროჩიპებიო, ვაჭრობაო, მარჯვენა ხელი და შუბლიო... ალბათ მოგეხსენებათ რომ ბევრი წმინდა მამა და მათ შორის იოანე ოქროპირიც ელოდებოდნენ ქვეყნის აღსასრულს მრავალი საუკუნის წინათ, ამჯერად არ მინდა იმაზე გავამახვილო ყურადღება, რომ ისინი შეცდნენ, არამედ მებადება სხვაგვარი კითხვა: თუ იოანეს გამოცხადებები ასე ნათლად მიუთითებს, რომ ანტი-ქრისტეს ბეჭედი არის მიკროჩიპი ანდა რაიმე მსგავსი ტიპის სავაჭრო კონტროლის მექანიზმი, მაშინ სად იყო "მიკროჩიპები" გასულ საუკუნეებში ანუ იოანეს გამოცხადებების მაგ სიტყვები როგორ გაიგეს? რა ჩათვალეს დღევანდელი მიკროჩიპების ექვივალენტად იმ წმინდა მამებმა?

არ არის ასე მარტივად საქმე. no.gif
შეიძლება მრავალი ათასი წელი გავიდეს და არავითარი ქვეყნის აღსასრული, არც ანტი-ქრისტე და არც მისი "ბეჭედი" არ გამოჩნდეს. "ბეჭედი" კი სულ სხვა რამ გამოდგეს, აბსოლუტურად სხვა რამ, იმდენად სხვა რამ, რომ როგორც ადრეულ საუკუნეებში ვერავინ წარმოიდგენდა მიკროელექტრო ტექნოლოგიების არსებობას და მათ "ბეჭედობას", დღეს ჩვენც ვერ წარმოვიდგინოთ თუ რა შეიძლება იყოს ის.


ციტატა
მაგას გონია უკვე მიღებული აქვს და მაგის ნაცვლად ვიღაც მამამთავარი მასტერი მეპაექრება.

smile.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი May 29 2008, 11:15 PM
პოსტი #2304


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



abo
ციტატა
ხოდა გოგონებმაც ჩაიცვან ხომ ისე და თან ეკლესიაში დაგიდგენ წინ დემოკრატიაა კაცო და რას ვერჩით ხომ? მაგის შესახებ კი არ იტყვის კანოდოსა

რასაც ქვია გ. დოჩანაშვილის ავოიე biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი May 29 2008, 11:35 PM
პოსტი #2305


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



გიორგი
ციტატა
ზოგადად შეიძლება წააგავდეს სიმართლეს, რომ თუ მაინცდამაინც ელექტონული მიკროჩიპები არა, რაიმე ფორმით არსებული ელექტრონული კონტროლის სისტემა მართლაც გამოდგეს "ანტი-ქრისტეს ბეჭედი", მაგრამ ეს არავინ იცის.

რა თქმა უნდა გიო მასე ვვარაუდობ მეც და არა ვამტკიცებ. ის რამე რასაც გააუკეთებენ მე მას ჩიპს კი არა მხეცის ნიშანს უძახი და სწორიც ვარ აუცილებლად იქნება ამ ჩიპისმაგვარი მაკონტროლებელ აღსარიცხ დასაღუპ გამანადგურებელ მხეცისნიშნული რამ რასაც გაუკეთებენ აღნიშნულ ადგილზე რად უნდა ამას ეკლესიის დადგენილება? მაშ აღარ ვიწამოთ ღვთისმშობლის ქალწულობა და ა.შ. სხვა გადმოცემული სასწაულ წინასწარმეტყველებები.

მე მას ჩიპს პირობითად ვეძახი

რომელიც ამჟამინდელი გრადაციაქმნილი ჩიპი გინდა 666 ან სიკდილი დაარქვი

გიორგი
ციტატა
ყველაფერი, რაც ადამიანის იდენტიფიკაციასთან, დანომვრასთან და სოციალური მოქმედებების კონტროლთან კავშირშია ყოველთვის შეიძლება მიიჩნიო ანტი-ქრისტეს პოტენციურ ბეჭედად.

არა ბეჭდად არამედ ბეჭდის წინაპირობად.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი May 29 2008, 11:36 PM
პოსტი #2306


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(abo @ May 29 2008, 11:32 PM) *

რომელიც ამჟამინდელი გრადაციაქმნილი ჩიპი გინდა 666 ან სიკდილი დაარქვი

ანუ ტერმინოლოგიური პრობლემა ყოფილა თქვენთან კამათი და არა კონკრეტულად ჩიპების თემაზე?
ანუ თქვენ თავად ჩიპს არ გულისხმობდით, როგორც ასეთს,არამეტ იმ ნამდვილ ნიშანს უწოდებთ ჩიპს?


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი May 29 2008, 11:39 PM
პოსტი #2307


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



და მაგი დემოკრატიაა ხომ?

კანუდოსელი
არა ზაზ აბა მე ახლანდელ ჩიპს რას ვერჩი სხვათა შორის 3 ჩიპი სხვადასვა მნიშვნელობის ყობელთვის თან ვატარებ და ღამეც თანა მაქვს. მარა დაჩიპული კი არა ვარ ძმა.. და არც მეშინია.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი May 29 2008, 11:40 PM
პოსტი #2308


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(abo @ May 29 2008, 11:39 PM) *

და მაგი დემოკრატიაა ხომ?

კანუდოსელი
არა ზაზ აბა მე ახლანდელ ჩიპს რას ვერჩი სხვათა შორის 3 ჩიპი სხვადასვა მნიშვნელობის ყობელთვის თან ვატარებ და ღამეც თანა მაქვს. მარა დაჩიპული კი არა ვარ ძმა.. და არც მეშინია.

თუ ასეა, მაშინ რატომ ასე პირდაპირ არ დაწერეთ ადრევე? ანუ თქვენ უშვებთ, რომ ის შეიძლება ჩიპი არც იყოს? არამეტ სრულიად სხვა რამ?


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი May 29 2008, 11:50 PM
პოსტი #2309


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



abo
ციტატა
რა თქმა უნდა გიო მასე ვვარაუდობ მეც და არა ვამტკიცებ.

ნეიტრალურ მკითხველს სხვაგვარი შთაბეჭდილება დარჩება თქვენს ნაწერს რომ გაეცნობა.
ციტატა
ის რამე რასაც გააუკეთებენ მე მას ჩიპს კი არა მხეცის ნიშანს უძახი

ნუ, ეს "გამოცხადებებშიც" წერია, მაგრამ საკითხი იმაში მდგომარეობს რომ სულაც არაა სავალდებულო ეს მხეცის ნიშანი (თუნდაც რაიმე ფორმით) და ბატონობა ძალიან მოახლოებული იყოს. შესაძლებელია "ბეჭდები" კაცობრიობას დაესვას კიდევ 3000 წლის შემდეგ, 51-ე საუკუნეში, სულ სხვა ტიპის მექნიზმით.

არსებული ელექტრონული კონტროლის სისტემები და მათი დანერგვა შეიძლება ზუსტად ისე ჩაბარდეს წარსულს, როგორც პასპორტების, ობლიგაციების, ბანკნოტების და ელ. საშვების ინოვაციური დანერგვის ვნებათაღელვა.

ვერავინ იტყვის მოახლოებულია თუ არა "ბოლო ჟამი". ეს ყველაფერი, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება ტყუილი დაძაბული ფონია, რადგან გვაქვს ერთის მხრივ პრეცენდენტები, რომ მრავალი წმინდანი შეცდა ბოლო ჟამის ამოცნობაში და ცალსახად არავინ არ გამოდგება ავტორიტეტად, მეორეს მხრივ კი გვაქვს ეკლესიის სწავლება, რომ არავინ უწყის ჟამი აღსასრულისა ანუ შეიძლება წინ ურიცხვი საუკუნეა დარჩენილი, არამც თუ წელი...
ციტატა
მაშ აღარ ვიწამოთ ღვთისმშობლის ქალწულობა და ა.შ. სხვა გადმოცემული სასწაულ წინასწარმეტყველებები.

ღვთისმშობლის ქალწულობა, როგორ გაუთანაბრდა ჩიპებს ვერ გავიგე...

ვილაპარაკოთ ფაქტებით, შეცდა იოანე ოქროპირი? შეცდა... მაშ, ყველა სხვა შეიძლება შეცდეს, მითუმეტეს, რომ საეკლესიო კრებას არ დაუფიქსირებია საკუთარი აზრი "ჩიპებსა" და ანტი-ქრისტეს ბეჭედს შორის კავშირზე.
ციტატა
მე მას ჩიპს პირობითად ვეძახი

ეს მკითხველს დააბნევს.

მიკროელექტრო ჩიპი არის კონკრეტული მინიატურული ზომის მოწყობილობა, რომელსაც გააჩნია მიკრო ელექტრომაგნიტური დისკი, რომელზედაც შრეებში ძაბვის სხვაობით იწერება ინფორმაცია ორობით სისტემაში და მასთან დაკავშირებული უკაბელო კავშირით ინფორმაციის გადაცემა ხდება სივრცეში.

მას გააცნია აგრეთვე ელექტრობატარეა, რომელიც იმუხტება გარემოს კინეტიკური ენერგიის სხვაობით მიღებული ენერგიით ანუ ტემპერატურით.

ეს არის და ეს.

თუ, სიტყვაზე 67-ე საუკუნეში ადამიანი გამოიგონებს ისეთ ხელსაწყოს, რომელიც ტვინის ელექტრონული იმპულსების კორექტირებას შეძლებს და ადამიანს იმას "გააფიქრებინებს" და გააკეთებინებს რაც ამ აპარატურის მართვის პულტთან მყოფ ძალას სურს და ასე და ამგვარად მოახდენს ადამიანების სრულ კონტროლს ეს ვერანაირად ვერ ჩაითვლება მიკროჩიპად.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი May 29 2008, 11:57 PM
პოსტი #2310


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



კანუდოსელი
ძმუ მე იმ ჯანდაბაზე ვსაუბრობ მახარებელი რომ ახსენებს და მე მას ალეგორიულად ვარქმევ ჩიპს მისი პოტენციური მსგავსების გამო იმ სიგლახავესთან. თუ გინდა იპიჩ დავარქვათ რომელის 666 -ით არის ნახსენები იმ ადგილზე.აბა სხვა რა დავარქვა ისე გავს იმ ავადსახსენებელს. და მითუმეტეს მისი შემქმნელები მასში 666-ის არსებობას ადასტურებენ.აქ მე შტრიხკოდებზე და საყოფაცხოვრებო ჩიპებზე არ ვსაუბრობ აი შპრიცით რომ აკეთებენ დღესაც თუმცა არც ისაა 666 იმიტომ რომ სრულყოფილი არაა ჯერ და მისი კვება ჟერ დახვეწილი არაა.თუმცა ამაზე მუშაობა მიდის და წარმატებითაც. ხომ იცი რომ იმ მხეცის ჩიპს( ფუ ისევ ჩიპს ვახსენებ არა იპიჩ) მუდმივი კვება უნდა ქონდეს.. იცი კი იცი იმიტომ რომ მე ვგრძნობ რომ იცი . და მე ტყუილად მეპაექრები .

გიორგი
ციტატა
შესაძლებელია "ბეჭდები" კაცობრიობას დაესვას კიდევ 3000 წლის შემდეგ, 51-ე საუკუნეში, სულ სხვა ტიპის მექნიზმით.

რა თქმა უნდა გიო მე არვამბობ რომ არიქა ახლაათქო ეს ისე მომახვიეს რომ ვამბობ. არსად არ ვწერ მაგას.

ციტატა
არსებული ელექტრონული კონტროლის სისტემები და მათი დანერგვა შეიძლება ზუსტად ისე ჩაბარდეს წარსულს, როგორც პასპორტების, ობლიგაციების, ბანკნოტების და ელ. საშვების ინოვაციური დანერგვის ვნებათაღელვა.

რა თქმა უნდა მაგრამ ამ გადასახედიდან ნათელია მათი ნათესაობა.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი May 29 2008, 11:59 PM
პოსტი #2311


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



abo
ციტატა
კი ბატონო ორობითი სისტემაა, მაგრამ მაგ 2 ციფრით არა თუ ფონტები, არამედ თხისთავიანი ბაფომენტი თუ რა საზიზღრობაა და 666-ც გამოისახება , საკითხს თუ არ გააუბრალოვებ და ვითომ აქ არაფერიო კარგს იზამ, გამიგე კანუდოს?

აბა ეს მე ვარ?
აქ აშკარად არ გულისხმობდით რაღაც მომავალ მოვლენას, არამეტ კონკრეტულად შტრიხ კოდებზე საუბრობდით


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი May 30 2008, 12:03 AM
პოსტი #2312


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



ციტატა
თუ, სიტყვაზე 67-ე საუკუნეში ადამიანი გამოიგონებს ისეთ ხელსაწყოს, რომელიც ტვინის ელექტრონული იმპულსების კორექტირებას შეძლებს და ადამიანს იმას "გააფიქრებინებს" და გააკეთებინებს რაც ამ აპარატურის მართვის პულტთან მყოფ ძალას სურს და ასე და ამგვარად მოახდენს ადამიანების სრულ კონტროლს ეს ვერანაირად ვერ ჩაითვლება მიკროჩიპად.

ოოოეს უკვე ფინალთან და კომპრომისთან მიგვიყვანს კი ბატონო და მას რა ერქმევა თუ არა 666 ? გვერდით კი რამე სახელი მიუმატოთ ან სულაც არ ჭირდება . მაგი კანუდოსს მეს უთხარი რომ მას პირობითად უწოდებ ჩიპს რომელიც დღევანდელი კონტროლის სისტემის გაუმჯობესებული ვარიანტი იქნება.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი May 30 2008, 12:09 AM
პოსტი #2313


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



abo
ციტატა
უკვე ფინალთან და კომპრომისთან მიგვიყვანს

კარგია, თუ რაიმე ამ თემაში კომპრომისთან მიგვიყვანს ვინღა ჩივის რაიმეს... smile.gif
ციტატა
დღევანდელი კონტროლის სისტემის გაუმჯობესებული ვარიანტი იქნება.

ცოტა უხერხულია, რომ ტექნოლოგიას, რომელიც პირობითად 30 საუკუნის შემდეგ იქნება (ანუ გაცილებით შორეულ მომავალში ვიდრე დღევანდელობაა ქრისტეშობისგან დაშორებული) დღევანდელის გაუმჯობესებული ვარიანტი უწოდო.

ეს იგივეა რომ ამერიკულ მრავალჯერადი გამოყენების რაკეტოპლან Shuttle Atlantis-ს ურემის გაუმჯობესებული ვარიანტი უწოდო. smile.gif

უბრალოდ ვთქვათ, რომ ოდესმე ანტი-ქრისტე გაბატონდება, შეიძლება ისეთი ფორმითაც, რომელიც ჩვენი ფანტაზიების მიღმაა.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი May 30 2008, 12:10 AM
პოსტი #2314


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



კანუდოსელი
ციტატა
კი ბატონო ორობითი სისტემაა, მაგრამ მაგ 2 ციფრით არა თუ ფონტები, არამედ თხისთავიანი ბაფომენტი თუ რა საზიზღრობაა და 666-ც გამოისახება , საკითხს თუ არ გააუბრალოვებ და ვითომ აქ არაფერიო კარგს იზამ, გამიგე კანუდოს?

აქ მე შტრიხკოდზე გამოსახულ ან არგამოსახულ ( ამბობენ კიო და ამტკიცებენ კიდეც მაგის სპეცები) 666-ზე ვამბობდი ვინაიდან იქ შენ ამბობდი რომ კომპში ორობითი სისტემაა და 666 როგორ წაიკითხავსო. ზუსტად მახსოვს მაგ მომენტი. არც ვაპირებდი ჩარევას მაგრამ შენი არგუმენტი რომ მყარი არ იყო იმიტომ ვამბობ მაგას და რა არ არის სწორი?


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი May 30 2008, 12:22 AM
პოსტი #2315


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



გიორგი
ამ ჩიპებიდან იმ იპიჩამდე დიდი სხვაობა არაა გიო მაგის ფაქტებიც ხომ დაიდვა? მაგ რაკეტას და ურემს შორის შეფარდება ისეთია როგორის იპიჩ-ს და ობლიგაციას შორის . მაგრამ ობლიგაციიდან რაკეტამდე სულ მცირე დრო გვაშორებს. თუმცა ეს არ ნიშნავს რომ არიქა მალე იქნებაო მაგას ალბათ ჩვენ ვერ მოვესწრებით მე განსაკუთრებით. თუმცა ისე სწრაფად ვითარდება მოვლენები გამორიცხულიც არაფერია. მაგ კაფსულას ც.ნ.ს.-ზე მართული ზემოქმედების უნარი აკლია და ვსიო რა რჩება ბეჭდამდე?მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი დრო ჭირდება გველმა კუდი პირში ჩაიდოს მიმხვედრი მიხვდება. და იმასაც რომ მაგ საკითხებზე კარგა ბლომად ვიცი.და როდის ჩაიდებს არავინ იწყის. მაგრად კი ჩქარობს ისე.
მაგის ნიშნებია წყლის ამღვრევა ტიბეტში ირანში ერაყსა და ავღანეთში, სერბეთში და კავკასიაში .
რუსეთის დეგენერატი მთავრობა... უხ...
ცოტა ჩინეთი ასწორებს...ძნელი დასადებია ბეჭებზე...


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი May 30 2008, 12:30 AM
პოსტი #2316


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



abo
ციტატა
მაგ კაფსულას ც.ნ.ს.-ზე მართული ზემოქმედების უნარი აკლია და ვსიო რა რჩება ბეჭდამდე?

ვინ იცის რა არის ბეჭედი?
იქნებ ძალიან-ძალიან ბევრი რჩება... რადგან ეგ "კაფსულა" სულ სხვა რამეა იქნებ და ბეჭდის რეალური სახე კი იმდენად შორეულ მომავალშია, რომ წარმოდგენაც კი არ ძალუძს ჩვენს ინტელექტს ამ ეტაპზე.
ციტატა
მაგას ალბათ ჩვენ ვერ მოვესწრებით მე განსაკუთრებით.

იქნებ მომავალი 4000 თაობაც ვერ მოესწრება?
ციტატა
როდის ჩაიდებს არავინ იწყის. მაგრად კი ჩქარობს ისე.

თუ არავინ იცის როდის ჩაიდებს, მაშინ თქვენ საიდან იცით, რომ ჩქარობს...

ან იქნებ ეს "სიჩქარე" ძალიან ფარდობითია და ჩქარობს და ასე 5000 წელიწადში მოახრეხრებს?

ბოლო ჟამის მოახლოებაზე ლაპარაკი უფრო მეტად პანიკის შედეგია ვიდრე რაიმე რეალური საფრთხის.

ეგრე მთელი "ახალი აღთქმა" სწავლებაა ბოლო ჟამის პერიოდის შესახებ, მაგრამ აგერ უკვე 2000 წელი გავიდა, ვინ იცის გავიდეს კიდევ 2-ჯერ მეტი...


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი May 30 2008, 12:34 AM
პოსტი #2317


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



გიორგი
ციტატა
უბრალოდ ვთქვათ, რომ ოდესმე ანტი-ქრისტე გაბატონდება, შეიძლება ისეთი ფორმითაც, რომელიც ჩვენი ფანტაზიების მიღმაა.

მთლად ნუ გაასაკრალურებ ამ ამბავს წერია მაგი ბიბლიაში. თან ოქროპირიც კარგად ხსნის. ცდებაო ამბობთ ოქროპირიო. მახარებლებიც ადამიანები იყოო. რა კაცო თქვენ რამეში ხომ არ გეპარებათ ეჭვი?


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი May 30 2008, 12:35 AM
პოსტი #2318


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



abo
ციტატა
მთლად ნუ გაასაკრალურებ ამ ამბავს წერია მაგი ბიბლიაში.

ბიბლიაში არც დრო და არც ფორმა არ წერია. დანარჩენს ცხადია ვეთანხმები.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი May 30 2008, 12:49 AM
პოსტი #2319


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



გიორგი
გიო მე აბსოლუტურად გეთანხმები ყველაფერში და ჩემი აზრიც ასეთია.
4000 ბევრი მეჩვენება თუმცა უფრო მეტიც არაა გამორიცხული და ის კაფსულა როგორი იქნება , დაახლოებით იმიტომ ვიცი რომ იმ დროს რა მოვალეობაც უნდა შეასრულოს მაგ დასაწვავმა (დაახლოებით), ის ვიცი მეც და ყველამ.

გიორგი
ციტატა
ბიბლიაში არც დრო და არც ფორმა არ წერია. დანარჩენს ცხადია ვეთანხმები.

მოვალეობა წერია გიო და რამხელა და როგორი იქნება მაგას ვინ გაიგებს ძმაო. დალახვროს ეშმაკმა მაგ ეშმა ( ხარაკირი biggrin.gif )

ვსიო კანუდოსას ახალი ნიკი მოუგონე "მშფოთვარე" არ შეიძლება არ აგაშფოთოს პაექრობისას. biggrin.gif tongue.gif ზაზა არ გეწყინოს გიცნობ და ახლობლად გთვლი.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xornabujeli
პოსტი May 30 2008, 02:04 AM
პოსტი #2320


giorgi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,304
რეგისტრ.: 24-July 07
მდებარ.: Zveli Tbilisi.
წევრი № 2,509



ციტატა(დათიკო @ May 28 2008, 10:19 PM) *

აუ, თქვენ მორჩილი ანასტასი უნდა ნახოთ. biggrin.gif
ვინც არ იცნობთ ბევრი დაგიკარგავთ biggrin.gif
მამა რაფელთან ერთAდ ცხოვრობს biggrin.gif
დიდი ფლომასტერით დადის და რასაც ყიდულობს შტრიხ კოდებს უშლის ხოლმე biggrin.gif

smile.gif ნანახი მყავს მრავალჯერ,და ხშირად ვნახულობ ხოლმე სიონში.
მაქვს ეგ ბედნიერება ვიცნობდე მის, "უმაღლესობას " biggrin.gif
მე არ მინახავს,მაგრამ სტიქაროსნებმა მითხრეს:კანდელისთვის ზეთის "ბოთლებს," არ შეარჩინა არცერთ, ეტიკეტს შტრიხ კოდიო...


--------------------
"Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
----------------------------------------------
"აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს."

''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული!

''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!"
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
"Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

162 გვერდი V « < 114 115 116 117 118 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th June 2025 - 05:14 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი