![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
guest |
![]()
პოსტი
#2441
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
ციტატა როდესაც ეკლესიაში უბრალოდ ვდგევართ .. მარტო შარვლიანი არ ფანტავს ჩვენს ყურადღებას.... ზოგადად, რომ ეკლესიაში შესაბამისად ჩაცმული უნდა მივიდეს ქალი, ამაზე ხომ მსჯელობაც ზედმეტია. ვეთანხმები სანდროს, მე მინახავს ეკლესიაში კაცები თან წინ მდგომ სუპერ-მინი-კაბიან ქალს რომ მიშტერებოდნენ (! კაცები მაინც), თუმცა იმ ქალს ლამის საცვალი უჩანდა. ზედმეტი სიშიშვლე, ან გამოკვართულობა არა თუ ეკლესიაში, ისედაც არ არის მისაღები. ჩემი აზრით, რა ვიცი...თუმცა მაინც არ უნდა განვიკითხოთ, უკიდურეს შემთხვევაში ტაქტიანი მინიშნება შეიძლება, თუ მიიღო რა თქმა უნდა. ზემოთხსენებულ ქალს რომ სხვა ქალებმა ტრაპეზის დროს კუთხეში მოკრძალებით მიუთითეს კაბის ექსტრემალურ სიმოკლეზე, პასუხი ასეთი იყო: თქვენ გშურთ ჩემი ლამაზი ფიგურა და ფეხები რომ მაქვსო... ასე რომ, ალბათ არაფრის თქმა აჯობებს. |
leluka |
![]()
პოსტი
#2442
|
![]() ♥-ლელუკა-♥ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,677 რეგისტრ.: 24-January 07 წევრი № 907 ![]() |
ციტატა ზოგადად, რომ ეკლესიაში შესაბამისად ჩაცმული უნდა მივიდეს ქალი გეთანხმები... მაგრამ გააჩნია ადამიანს... თუ ის მიჩვეულია მინი იუბკებს და ა.შ ის ეკლესიაშიც ასე შეინავარდებს... მე მაინც ვიტყვი რომ ყველაფერი ადამიანზე და მის აზროვნებაზეა დამოკიდებული... სადღაც აქ დაწერეს აღარ მახსოვს რომელ თემაში.. მგონი აქ... თქვენ რა გგონიათ კაბები რომ გაცვიათ და წვივები ახსენეს.. თქვენ რა გგონიათო... ხოდა ამას ჯობია გეცვას "ჩაფართხუნებული" შარვალი .. მარა ამასაც ეკიდება ზოგი... ეჰ მთავარია გულში რა გვიდევს და თავში ... ჯერ მაგია მისახედი... -------------------- ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
|
guest |
![]()
პოსტი
#2443
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
გეთანხმები... მაგრამ გააჩნია ადამიანს... თუ ის მიჩვეულია მინი იუბკებს და ა.შ ის ეკლესიაშიც ასე შეინავარდებს... მე მაინც ვიტყვი რომ ყველაფერი ადამიანზე და მის აზროვნებაზეა დამოკიდებული... სადღაც აქ დაწერეს აღარ მახსოვს რომელ თემაში.. მგონი აქ... თქვენ რა გგონიათ კაბები რომ გაცვიათ და წვივები ახსენეს.. თქვენ რა გგონიათო... ხოდა ამას ჯობია გეცვას "ჩაფართხუნებული" შარვალი .. მარა ამასაც ეკიდება ზოგი... ეჰ მთავარია გულში რა გვიდევს და თავში ... ჯერ მაგია მისახედი... მასეა, ლელ, თუ ვინმე "რამეს" ეძებს , ის ჩადრშიც მიაგნებს ![]() ![]() ისე, მე სულ კოჭებამდე კაბები მაქვს ძირითადად და ხანდახან კიბეზე ლამის ვიმტვრევი ![]() |
ზვარე |
![]()
პოსტი
#2444
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 286 რეგისტრ.: 15-February 08 წევრი № 3,936 ![]() |
მასეა, ლელ, თუ ვინმე "რამეს" ეძებს , ის ჩადრშიც მიაგნებს ![]() ჰრქუა იესუ მოწაფეთა თჳსთა: შეუგვანებელ არს საცთურისა არა მოსლვაჲ, ხოლო ვაჲ, ვისგან მოვიდეს! უადვილეს არს მისა, უკუეთუმცა ლოდი ვირით საფქველისაჲ ზედა ედვა ქედსა მისსა და შთავრდომილ იყო ზღუასა, ვიდრე არა დაბრკოლებად ერთსა ამას მცირეთაგანსა . (ლკ. 17. 1-2) და რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთაგანი მორწმუნეთაჲ ჩემდა მომართ, უმჯობეს არს მისა გამო-თუმცა-იბა ქედსა მისსა წისქჳლის ქვაჲ ვირით საფქველი და შთავარდა ზღუასა. (მრკ. 9.42) და რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთა ამათგანი ჩემდა მომართ მორწმუნეთაჲ, უმჯობეს არს მისა, დამო-თუ-იკიდოს წისქჳლი ვირით საფქველი ქედსა და დაინთქას იგი უფსკრულსა ზღჳსასა. ვაჲ სოფლისა ამის საცთურთა მათგან, რამეთუ უნებლიადცა მომავალ არიან საცთურნი; ხოლო ვაჲ მის კაცისა, რომლისაგან მოვიდეს საცთური. (მთ. 18. 6-7) ------------------------------------------------------------------------- ისე რა ვიცი, ყველაფერს ზომა-წონა სჭირდება. არსებობს ბევრი ისეთი გრძელი კაბა, რაც უფრო მეტადაა საცდური ვიდრე მოკლე კაბა ან შარვალი. რა ჩემი გადასაწყვეტია ვინ რას ჩაიცვამს..... მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის ცოტა თავშეკავება ალბათ მაინც საჭიროა. მამაკაცი შორტებში მოეწონებოდა ვინმეს ეკლესიაში? თავშეკავება მართლაც კარგია, ისე კი მთავარი გულია........ აბა რავიცი, რავიცი................... -------------------- მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
|
მნათე |
![]()
პოსტი
#2445
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა ტელევიზორი და კომპიუტერი გაძლევს ინფორმაციას,მაგრამ ვაი რომ ზოგჯერ ამ კარგის ძებნაში ხშირად ცუდშ შევეფეთებით და მოწყვეტაც არ გვინდა მისგან გეთანხმები, მაგრამ მკურნალობა ვერ დაიწყება განრიდებისადმი მიდრეკილებით, ადამიანის ცნობიერება უნდა გავარჯიშდეს, გათავისუფლდეს, სითამამე შეიძინოს - რათა დამოწმების დროს არ დაიბნეს და სხვაც არ დააბრკოლოს, ჩემი აზრით მრევლმა უნდა იცოდეს ყოველივე ის, რაც მძლავრად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე... პიროვნებას ღრმად უნდა განემარტოს სახარება, მის წინაშე უნდა წარმოჩინდეს ეკლესიური ცნობიერების არა მხოლოდ ერთი მხარე, არამედ გლობალური სურათი, სადაც ადამიანს აღარ ექნება სურვილი გამოიტანოს არაეკლესიური დასკვნები... თუ მაინდამაინც სუსტ ბუნებაზე ვაპელირებთ, შეგახსენებთ, რომ ნებისმიერი ნაბიჯი ცდუნების გამომხატველია, ხოლო ცდუნებას ჩვენ არა მხოლოდ არ ვუშინდებით, ვცდილობთ იგი დავჯაბნოთ... ამ მხრივ ტელევოზიროს ყურებაც არ არის გამონაკლისი (თუმც გამოგიტყდებით მისთვის დრო საერთოდ არ მრჩება) ის დღეს მნიშვნელოვანი საინფორმაციო წყაროა.. რაც შეეხება კინოხელოვნების მდაბიურ წარმონაქმნებს, ჩემი აზრით ქრისტიანის სულიერი კულტურა სწორედ ამ უაზრობას უნდა უცხადებდეს ბოიკოტს და არა ტელევიზორს, ან კომპიუტერს.. -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
orthodox-georgia |
![]()
პოსტი
#2446
|
![]() ---- ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,373 რეგისტრ.: 13-May 08 მდებარ.: იქ წევრი № 4,815 ![]() |
ზოგადად, რომ ეკლესიაში შესაბამისად ჩაცმული უნდა მივიდეს ქალი, ამაზე ხომ მსჯელობაც ზედმეტია. ვეთანხმები სანდროს, მე მინახავს ეკლესიაში კაცები თან წინ მდგომ სუპერ-მინი-კაბიან ქალს რომ მიშტერებოდნენ (! კაცები მაინც), თუმცა იმ ქალს ლამის საცვალი უჩანდა. ზედმეტი სიშიშვლე, ან გამოკვართულობა არა თუ ეკლესიაში, ისედაც არ არის მისაღები. ჩემი აზრით, რა ვიცი...თუმცა მაინც არ უნდა განვიკითხოთ, უკიდურეს შემთხვევაში ტაქტიანი მინიშნება შეიძლება, თუ მიიღო რა თქმა უნდა. ზემოთხსენებულ ქალს რომ სხვა ქალებმა ტრაპეზის დროს კუთხეში მოკრძალებით მიუთითეს კაბის ექსტრემალურ სიმოკლეზე, პასუხი ასეთი იყო: თქვენ გშურთ ჩემი ლამაზი ფიგურა და ფეხები რომ მაქვსო... ასე რომ, ალბათ არაფრის თქმა აჯობებს. +1 -------------------- ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)
ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან. ღმერთს ებარებოდეთ! პატივისცემით თქვენი orthodox-georgia 20.01.2012 |
guest |
![]()
პოსტი
#2447
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
მამა არჩილმა სურათის სახით დადო სტატია ქალის ცაცმულობის შესახებ. მაგრამ იქ ერთმა გარემოებამ მიიპყრო ყურადღება: აქცენტი არის გადატანილი ქართველი ქალის ჩაცმულობაზე და მართლმადიდებლობაზე. მომიტევეთ, მაგრამ მიჩნდება კითხა, რამეთუ მე საქართველოში არ ვარ და ჩემი ოჯახის წევრი ქალები სერბები არიან, ასევე მართლმადიდებლები (მეტად წესიერად და ლამაზად ჩაცმულები და არა ვინმე დისკო-ქვინები), ამიტომ მინდა ვიკითხო: რატომ მახვილდება ყურადღება ქართველობაზე, თუ ეს მთლიანად მართლმადიდებლური გაგებაა? განა მართლმადიდებლობას ეროვნება გააჩნია? ანდა თვით მამა პაისი რომ წერს (მე მომწონს ეს სტატია, გაუგებრობა რომ ავიცილო, აქვე დავსზენ) ამ თემის ირგვლივ, ნუთუ მხოლოდ ქართველ ქალებს გულისხმობს? ის ხომ ბერძენი იყო ყველაფერს რომ ტავი დავანებოთ? მოკლედ, ძალიან დავიბენი და ცოტატიც გავკვირდი, რომ მომინდეს და ჩემს სულიერ დებს, რომლებიც არაქართველები არიან ამ სტატიის შესახებ მოვუთხრო, რა ვუთხრა, ქართველებს ეკუთვნის მხოლოდ მეთქი? ვიმედოვნებ გამიგეთ რისი თქმა მინდა
![]() პ.ს. ჩემი მოძღვარი სერბია და იგივეს მასწავლის, რასაც ამას ქართველი იზამდა, ის არ მაცალკევებს მისი მრევლისგან, პირიქით ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2448
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
NAN. დააზუსტე რას გულისხმობ
![]() -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
guest |
![]()
პოსტი
#2449
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
იქ ვერ ვაკოპირებ, სურატად დევს, შევეცდები აბა გადმოვწერო.
http://church.ge/index.php?showtopic=4316&...00entry331776 "ზოგიერთი თანამედროვე ქართველი ქალის ბუნებასა და ჩაცმულობას შეუსაბამობა არსებობს. ქართველი ქალი თავისი ბუნებით წესიერია,პატიოსანია,მასში საუკუნეების მანძილზეა ჩადუღაბებული ზნეობრივი ქცევა. ტანსაცმელი კი (მიმბაძველობიის გამო) ზოგჯერ ურცხვი ქალისა აცვია.".... და ასე გრზელდება, სტატიის სატაურია "ქრისტიანი ქალის ჩაცმულობა" და ამან დამაბნია, რა შუაშია ქართველ ქალზე აქცენტი, რა, წესიერი მართლმადიდებელი ქალი სხვა ეროვნებაში არაა? რა ვიცი აბა ... |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2450
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა რა შუაშია ქართველ ქალზე აქცენტი ნუ ქართველებს ესაუბრება და იმიტომ, ახლა აქ რომ იყვნენ მაგალითად სხვა ერის ხალხი დიდი რაოდენობით დაიწერებოდა ქრისტიანი... საერთოდ იქ რომ წერია ქალმა არ ჩაიცვას მამაკაცისო, მაგაზე იმდენი დაიწერა , რომ მეტი არ შეიძლება, სულაც არ იცვამს ქალი მამაკაცის შარვალს, იცვამს ქალისას, როგორც შოტლანდიელი სულაც არ იცვამს ქალის კაბას, იცვამს კაცისას, ისევე როგორც ბერი ( სას. პირი ) იცვამს კაცის კაბას და ა.შ . ანუ იქ საუბარია ზოგადად ქრისტიანის ჩაცმაზე და აქცენტით უფრო ეფექტის გასასძლიერებლადაა, ამავდროულად გასათვალისწინებელია ტრადიცია და კულტურა... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
guest |
![]()
პოსტი
#2451
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
KAIROS
აგაშენა ღმერთმა, თორემ "დავიზმენდი" რაღაცნაირად ![]() ![]() |
saria-giorgi |
![]()
პოსტი
#2452
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 407 რეგისტრ.: 4-July 07 მდებარ.: q.walenjixa წევრი № 2,386 ![]() |
გეთანხმები, მაგრამ მკურნალობა ვერ დაიწყება განრიდებისადმი მიდრეკილებით, ადამიანის ცნობიერება უნდა გავარჯიშდეს, გათავისუფლდეს, სითამამე შეიძინოს - რათა დამოწმების დროს არ დაიბნეს და სხვაც არ დააბრკოლოს, ჩემი აზრით მრევლმა უნდა იცოდეს ყოველივე ის, რაც მძლავრად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე... პიროვნებას ღრმად უნდა განემარტოს სახარება, მის წინაშე უნდა წარმოჩინდეს ეკლესიური ცნობიერების არა მხოლოდ ერთი მხარე, არამედ გლობალური სურათი, სადაც ადამიანს აღარ ექნება სურვილი გამოიტანოს არაეკლესიური დასკვნები... თუ მაინდამაინც სუსტ ბუნებაზე ვაპელირებთ, შეგახსენებთ, რომ ნებისმიერი ნაბიჯი ცდუნების გამომხატველია, ხოლო ცდუნებას ჩვენ არა მხოლოდ არ ვუშინდებით, ვცდილობთ იგი დავჯაბნოთ... ამ მხრივ ტელევოზიროს ყურებაც არ არის გამონაკლისი (თუმც გამოგიტყდებით მისთვის დრო საერთოდ არ მრჩება) ის დღეს მნიშვნელოვანი საინფორმაციო წყაროა.. რაც შეეხება კინოხელოვნების მდაბიურ წარმონაქმნებს, ჩემი აზრით ქრისტიანის სულიერი კულტურა სწორედ ამ უაზრობას უნდა უცხადებდეს ბოიკოტს და არა ტელევიზორს, ან კომპიუტერს.. სწორედ,რომ დიდი მამები(რაც წამიკითხავს),განრიდებას ურჩევენ არა მხოლოდ იმ სისტემისაგან რაც მის სულს აზიანებს(გავითვალისწინოტ რომ იმ ხანად ტელევიზორი და კომპიუტერი საერთოდ არ არსებობდა,ეს არის მოგვიანო ხანის წარმონაქმნი),არამედ იმისგანაც რაც ლოცვას მოგწყვიტავს. ადამიანის ბუნებამ ცოდვის შედეგად დეგრადაცია განიცადა და შესაძლებელია ვთქვათ,რომ საჭიროებს უკვე მასში არსებული ცოდვებისგან თავისუფლებას,ამისთვის კი საჭიროა ლოცვით,ცხოვრებისეულ ამაოებისგან განთავისუფლება,ამის გარეშე რეალურად ვერ შეაფასებს ადამიანი მასში არსებულ ცოდვის სიბინძურეს.ამიტომაც ჩვენ ვხედავთ უმეტესი მორწმუნეთაგანი რითი ''იხიბლება.'' მრავალი მაგალითის მოყვანა შეიძლება ჩემო კარგო.გეთანხმები,რომ საინფორმაციო წყაროა,მაგრამ შენ თუ დააკვირდი ინფორმაციისთვის ნაკლებად იყენებს ადამიანი ამ საშუალებას.არ ვთვლი საჭიროდ ჩამოვთვალო მიზეზები,თუ რატომ სწყურია ადამიანს ტელევიზორი მისთვის,რატომ არის მეორე ''მე''. ასევე ადამიანს,მითუმეტეს ახალგაზრდებს ვერ დააჯენ და სამ გვერდ ვერ წააკითხებ,რისი ბრალია ეს ყველაფერი?ნუთუ ყველაფერ თელევიზორი და კომპიუტერი გვაწვდის?აქ სხვა რამ,ხომ არ იმალება?ტელევიზორი ყველაფერს შეენაცვლა,სახლი-სამეძაო სახლად გვიქცია(სამეძაო ფილმების ყურებას ვგულისხმობ),ასევე თეათრად ვაქციეთ და ა.შ. ჩვენს გულში ჩავიხედოთ და ვთქვათ,მართლა რისთვის გვჭირდება ეს საშუალება და ნამდვილად ვიყენებთ მას მხოლოდ ინფორმირების მიზნით!? -------------------- [indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
|
natia. |
![]()
პოსტი
#2453
|
![]() natia ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 431 რეგისტრ.: 28-May 08 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4,929 ![]() |
-------------------- მიუტევე და მოგეტევება; არ განიკითხო და არ განიკითხები; სასუფეველი შორის თქვენსა არს; იხარეთ ორსავე სოფელსა შინა
|
saria-giorgi |
![]()
პოსტი
#2454
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 407 რეგისტრ.: 4-July 07 მდებარ.: q.walenjixa წევრი № 2,386 ![]() |
შეიძლება მრავალჯერ ითქვა,მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი.
თავდაპირველად სამოსი საერთოდ არ არსებობდა.ამის საჭიროება დაცემის შემდეგ გახდა,როდესაც სირცხვილის გრძნობა დაეუფლათ ადამს და ევას ერთმანეთისა და ღმრთის მიმართ.როგორც წმიდა წერილიდან ჩვენთვის ცნობილია ღმერთმა ისინი ტყავის შესამოსლით ''შემოსა''.შემდგომ ნელ-ნელა განვითარებასთან ერთად იცვლებოდა კაცისა და ქალის სამოსი,ერთმანეთისაგან სხვაობდა მათი შესამოსელი.შარვალი იმ პერიოდში არ არსებობდა,მაგრამ კაბას ჩვენ დღეს რასაც ვხედავთ ქალების ჩაცმულობაში ანალოგი არ მოეპოვება.შარვლები გვიანდელი ''ნაწარმია'',ხოლო რაც შეეხება შემოსვას,დაუშვებლად მიაჩნია ბევრ მამას,რადგანაც როგორც მოკლე კაბა,ასევე შარვალიც მისი შინაგანი მდგომარეობისა და უკომპლექსობის მაჩვენებელია,რაც ქრისტიანისთვის საშიშია. რაც გინდა დაარქვი შარვალი თუ კაბა,რომელიც გამომწვევია და სხეულს არ ფარავს,როგორც საჭიროა ისე. ღმერთმა მაპატიოს ამის თქმისთვის,მაგრამ ვიტყვი:''თქვენ შეძლებდით შარვლიანი ღმრთისმშობლის ხატის წინ ლოცვას,ან საერთოდ თუ წარმოგიდგენიათ,რომელიმე წმიდა დედა შარვალში. თუ მათთვის შეუფერებელი იყო,რატომ არის ჩვენთვის შესაფერისი?იმიტომ ხომ არა,რომ ეს ჩვენ სულიერ მდგომარეობას შეეფერება? ღმრთის წინაშე ნამდვილად წარმოიდგინე,რომ წარდგე შენი თავი შარვალში მოგეწონება?გოგოებს ვეკითხები?თუ არა მაშინ,რატომ კადნიერდები და მის სახლში რატო შედიხარ და საერთოდ არ გრცხვენია ქუჩაში მასეთი სტილით სიარული?ღმერთი განა ყველგან არ იმყოფება? -------------------- [indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
|
KAIROS |
![]()
პოსტი
#2455
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა ''თქვენ შეძლებდით შარვლიანი ღმრთისმშობლის ხატის წინ ლოცვას,ან საერთოდ თუ წარმოგიდგენიათ,რომელიმე წმიდა დედა შარვალში. კაი ახლა სარია ბატონო ნუ ურევ, რატომ ვერ უნდა ილოცოს ქალმა თუნდაც შარვალში ღვთისმშობლის წინ? ან რაა წარმოუდგენელი იმაში რომ ვინმე წმიდას გულით შარვალი ეცვეს? შე აშენებული მარიამ ეგვიპტელს საერთოდ არაფერი არ ეცვა და რა შუაშია ახლა ეგ? შეეშვით ამ შარვალოფობიას! ციტატა მოკლე კაბა,ასევე შარვალიც ამათი გათანაბრება საკითხის სრულიად მცდარი მხრივ წარმოდგენას ნიშნავს, გაიგეთ გასაგებად, რომ ქრისტიანობა კრძალავს გარყვნილებას და არა ჩაცმულობის რაიმე სტილს, თუ იგი თავშივეა არა მიუღებელი, მაგალითად ზედმეად მოკლე კაბა, შარვალი კი როცა ნორმალურ შარვალაზეა საუბარი, ზუსტად ისეა გათვლილი როგორც სააჭიროა და არ ვართ ახლა ჩვენ 50-იან წლებში, არავინ ბრკოლდება ახლა ჯინსის შარვალის ჩაცმის გამო, ვიმეორებ არ ვგულისხმობ ისეთ გამონაკლისს, როცა ზედმეტად უხამსია ჩასაცმელი, მაგრამა ქ ხომ უხამსობაზეა საუბარი და არა სტილზე? ანუ უხამსი შეიძლება კაბაც იყოს და შარალიც, როგორც ნორმალური ერთიც და მეორეც... ნუ ვაბნევთ ხალხს, ამ ფსევდოფობიებით! ციტატა საერთოდ იქ რომ წერია ქალმა არ ჩაიცვას მამაკაცისო, მაგაზე იმდენი დაიწერა , რომ მეტი არ შეიძლება, სულაც არ იცვამს ქალი მამაკაცის შარვალს, იცვამს ქალისას, როგორც შოტლანდიელი სულაც არ იცვამს ქალის კაბას, იცვამს კაცისას, ისევე როგორც ბერი ( სას. პირი ) იცვამს კაცის კაბას და ა.შ . პ.ს. ტელევიზორის ირგვლივ დაწერილ ლაფსუსებზე მნათე დაგიწერს... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#2456
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
თქვენ შეძლებდით შარვლიანი ღმრთისმშობლის ხატის წინ ლოცვას,ან საერთოდ თუ წარმოგიდგენიათ,რომელიმე წმიდა დედა შარვალში. შენ შეძლებ შარვალში გამოწყობილი იესოს ხატის წინაშე ლოცვას? - აბა ამაზე მიპასუხე... პ.ს. თუ გაიჭედე, არ ინერვიულო, ეგეთებიც ხდება ხოლმე ![]() -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#2457
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
ციტატა თქვენ შეძლებდით შარვლიანი ღმრთისმშობლის ხატის წინ ლოცვას,ან საერთოდ თუ წარმოგიდგენიათ,რომელიმე წმიდა დედა შარვალში ვერაფერი არგუმენტია, გიო.... ზოგი იმასაც ამტკიცებს უწვეროდ სიარული მამაკაცისთვის ცოდვააო, მაგრამ წმ. გიორგი და წმ. დიმიტრი თესალონიკელი ავიწყდებათ, რომლებიც სწორედ რომ სამსახურებრივი მოთხოვნის გამო არ ატარებდნენ წვერს... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
saria-giorgi |
![]()
პოსტი
#2458
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 407 რეგისტრ.: 4-July 07 მდებარ.: q.walenjixa წევრი № 2,386 ![]() |
[quote name='KAIROS' date='Jun 4 2008, 11:03 AM' post='331958']
[quote]კაი ახლა სარია ბატონო ნუ ურევ, რატომ ვერ უნდა ილოცოს ქალმა თუნდაც შარვალში ღვთისმშობლის წინ? ან რაა წარმოუდგენელი იმაში რომ ვინმე წმიდას გულით შარვალი ეცვეს? შე აშენებული მარიამ ეგვიპტელს საერთოდ არაფერი არ ეცვა და რა შუაშია ახლა ეგ? შეეშვით ამ შარვალოფობიას![/quote] ჩემო კარგო შენ,თუ გახსოვს მარიამ ეგვიპტელი უდაბნოში ცხოვრობდა და თან მისი ცხოვრება ადამიანებთან კონტაკტური არ იყო,გამონაკლისი სახე ყოველთვის არის,შენ თუ ნახე მარიამ ეგვიპტელის ხატი,რომელშიც შესამოსლის გარეშეა?ხოლო როდესაც მასთან ეპისკოპოსი მივიდა,თუ გახსოვს რა უთხრა და რითი შემოსა? თუ სირცხვილის გრძნობა და მარიამ ეგვიპტელის საზომს მიარწიეს შეუძლიათ შარვლით ილოცონ.მაგრამ მას შარვალი არ ემოსა.თმებით იფარებოდა მისი სხეული.[b][u]წმიდა ონოფრევ შიშველი დადიოდა,მაშ ჩვენც ვიაროთ[/ [quote]ამათი გათანაბრება საკითხის სრულიად მცდარი მხრივ წარმოდგენას ნიშნავს, გაიგეთ გასაგებად, რომ ქრისტიანობა კრძალავს გარყვნილებას და არა ჩაცმულობის რაიმე სტილს, თუ იგი თავშივეა არა მიუღებელი, მაგალითად ზედმეად მოკლე კაბა, შარვალი კი როცა ნორმალურ შარვალაზეა საუბარი, ზუსტად ისეა გათვლილი როგორც სააჭიროა და არ ვართ ახლა ჩვენ 50-იან წლებში, არავინ ბრკოლდება ახლა ჯინსის შარვალის ჩაცმის გამო, ვიმეორებ არ ვგულისხმობ ისეთ გამონაკლისს, როცა ზედმეტად უხამსია ჩასაცმელი, მაგრამა ქ ხომ უხამსობაზეა საუბარი და არა სტილზე? ანუ უხამსი შეიძლება კაბაც იყოს და შარალიც, როგორც ნორმალური ერთიც და მეორეც... ნუ ვაბნევთ ხალხს, ამ ფსევდოფობიებით! პ.ს. ტელევიზორის ირგვლივ დაწერილ ლაფსუსებზე მნათე დაგიწერს... [/quote] შეგიძლიათ დაწეროთ ჩემო კარგო,მაგრამ შარვალი და კარგი ვის უნახავს გოგოსთვის.სამეძაო სახლი და კარგი არსებობს?ეს ცუდი შედარებაა,მაგრამ მოვიყვანე მაინც.თუ სტილს არ კრძალავს,ვიაროთ თავშლით,კაბებით,მაღალი ჩექმებით,სად წერია რომ არ ვიაროთ გოგოს ჩექმებით? სტილი მოქმედებს სულზე,რაც გაცვია მისი შესაბამისი სულიერებაც გაქვს ადამიანს.შეიძლება გემოსოს ბისონი ან ძონძი,მაგრამ იყო სულიერი,ეს იკნება კონკრეტულზე საუბარი,როდესაც სოგადზე ვსაუბრაბთ ბატონო კაიროს არ შეიძლება ვიმსჯელოთ კონკრეტულზე.ზოგადად შარვალი არის მაჩვენებელი სულის სიშიშვლისა.მაშინ შორტებმაც რა დააშავა?ქალებს ესეც ხომ აცვიათ?რა განსხვავებაა? -------------------- [indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
|
კანონისტი |
![]()
პოსტი
#2459
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
saria-giorgi
ზემოთ დავწერე და შენც გკითხავ, მამაკაცისთვის წვერის გაპარსვა რამდენად მისაღებად მიგაჩნია? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#2460
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
saria-giorgi
ციტატა შეგიძლიათ დაწეროთ ჩემო კარგო,მაგრამ შარვალი და კარგი ვის უნახავს გოგოსთვის.სამეძაო სახლი და კარგი არსებობს?ეს ცუდი შედარებაა,მაგრამ მოვიყვანე მაინც.თუ სტილს არ კრძალავს,ვიაროთ თავშლით,კაბებით,მაღალი ჩექმებით,სად წერია რომ არ ვიაროთ გოგოს ჩექმებით? ჩემო გიორგი, როცა ექსკურსიაზე მიდიხარ მტაში, დამიჯერე კაბით წასვლა მეტი დამაბრკოლებელია სხვებისთვის, ვიდრე შარვლით. ზამთარში მაგრად რომ იყინები, შარვალი მეტად კომპფორტულია, ვიდრე კაბა. ბოლოს და ბოლოს გაციებისგან გიცავს. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 07:54 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი