IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

162 გვერდი V « < 158 159 160 161 > »   
Reply to this topicStart new topic
> მართლმადიდებლობა თუ ფსევდო მართლმადიდებლობა
marine
პოსტი Jul 10 2020, 01:58 PM
პოსტი #3171


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,715
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მართლმადიდებლობა ჭეშმარიტი რელიგიაა, რადგან იგი ერთარსება ღმერთის - მამის, ძის და სულიწმინდის, წმინდა სამების მადიდებელია. ჩვენ, ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლებსა და აღმსარებლებს, გვწამს ერთი ღმერთი - დაუსაბამო, უხილავი, შეუდგენელი, მარტივი, ყოვლად კეთილი, სახიერი, უცვლელი, გარდაუქმნელი, ყოვლის კეთილად წინაგანმგებელი და შემამტკიცებელი, სამ ღვთაებრივ პირში - მამაში, ძესა და სულიწმინდაში გაბრწყინებული, გამოცისკრებული, როგორც წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი აღმოიტყვის: "მარტივო, სრულო, სამმზეო, ერთცისკროვნებაო".

თავად სიტყვა "მართლმადიდებლობა" სიმართლის დიდებას, მის აღსარებას ნიშნავს. ჭეშმარიტება არ შეიძლება იყოს მრავალი. როგორც ერთ ურდულს არ შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა გასაღები, ასევე ვერც სასუფევლის კარს მოვარგებთ "რწმენის სხვა გასაღებს", თუ არა მართლმადიდებლობას, რომელიც სამგვამოვანი ღმერთის, წმინდა სამების აღმსარებელი რელიგიაა."

/დავით სურგულაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 10 2020, 02:10 PM
პოსტი #3172


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,715
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მამა პორფირე ათენელი (+1991) ამბობდა: "ჭეშმარიტება მართლმადიდებლობაშია. მე ეს ღვთის მადლი განვიცადე და ვიცი. უამრავი სინათლეა, რომელიც თვალს გჭრის, მაგრამ ჭეშმარიტი ნათელი მათგან მხოლოდ ერთია".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 10 2020, 10:15 PM
პოსტი #3173


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,715
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მართლმადიდებლობა სულიერი, პიროვნული სრულყოფის რელიგიაა. აქედან გამომდინარე, მართლმადიდებლობაში მორწმუნის მოვალეობანი სულიერი სრულყოფის საშუალებაა."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 10 2020, 10:27 PM
პოსტი #3174


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,715
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381




"კილიკიის ქალაქ ეგოვიდან 50 კილომეტრის მოშორებით ორი მოსაგრე ბერი მოღვაწეობდა. ისინი ერთმანეთის მახლობლად ცხოვრობდნენ. ერთი მართლმადიდებელი იყო, მეორე კი უკეთური სევერის მიმდევარი (მწვალებელი სევერი უარყოფდა სხეულთა მკვდრეთით აღდგომას, შესაბამისად, უფალი იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის ჭეშმარიტებასაც). მწვალებლობაში ჩავარდნილი ბერი ყოველნაირად ცდილობდა ბრალი დაედო მართლმადიდებელი ბერისთვის. ცრუ ხმებსაც უვრცელებდა, რათა ხალხს დაეგმო ჭეშმარიტი სარწმუნოების მიმდევარი და მას და მის მწვალებლურ სწავლა-მოძღვრებას მიმხრობოდა.

ერთ დღეს მართლმადიდებელმა ბერმა სევერის მწვალებლობის მიმდევარს შეუთვალა - შენი ზიარების ნაწილი გამომიგზავნე, რათა მე, ცოდვილი, ვეზიაროო. მწვალებელმა იფიქრა, ჩემს აღმსარებლობაზე მოექცაო და თხოვნა სიხარულით შეუსრულა. როდესაც მართლმადიდებელმა ბერმა მწვალებლის ძღვენი მიიღო, იქ მყოფი ხალხის თანდასწრებით საკვირველი რამ ჩაიდინა: "ცეცხლზე რკინის ჭურჭელი შედგა და გაავარვარა. შემდეგ მასში მწვალებელი ბერის მიერ გამოგზავნილი ზიარების ნაწილი ჩადო. ყველამ თვალნათლივ დაინახა, რომ ის დაიწვა და უკვალოდ გაქრა. ამის შემდეგ მართლმადიდებელმა ბერმა ხელახლა გაავარვარა ცეცხლზე რკინის ჭურჭელი და მასში მართლმადიდებლური წესით აღსრულებული ზიარების ნაწილი ჩადო. გავარვარებული ჭურჭელი გაცივდა, წმინდა ძღვენი კი მრთელი და დაუზიანებელი დარჩა. ამ სასწაულით უფალმა კიდევ ერთხელ თვალნათლივ დაანახა ადამიანებს მართლმადიდებლური სარწმუნოების ჭეშმარიტება."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 18 2020, 08:24 PM
პოსტი #3175


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,715
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„როგორც ისრაელი წარმოუდგენელი იყო, ძველი აღთქმის სჯულის გარეშე, ისევე წარმოუდგენელია დღეს საქართველო მართლმადიდებლობის გარეშე... ერთადერთი მართლმადიდებლობაა, რომელიც ამბობს, რომ წმინდანობის განმსაზღვრელი არ არის წესებისა და კანონების ზედმიწევნით შესრულება, და ამით კარგ ადამიანად ქცევა, არამედ მართლმადიდებლობაა როცა შენ და ღმერთს გაქვთ პიროვნული ურთიერთობა, როცა შენ მოიაზრები განღმრთობილის სულიერ ნაწილად...““
დეკ. თეოდორე (გიგნაძე)


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 23 2020, 02:40 PM
პოსტი #3176


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,715
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მე ჩემი ჩინელი მართლმადიდებლის ლოცვამ მომაქცია..."

"ამ ადამიანს უილიამი ჰქვია, მაგრამ ასე თითქმის არავინ იცნობს – იქ, სადაც მოინათლა, მართლმადიდებლური სახელი – ვასილი – დაარქვეს და მგონი, თავადაც დაავიწყდა, თუ რა ერქვა მანამდე.

ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს – ვინ არ დაუახლოვდება გულღია, კეთილ და მხიარულ კაცს, რომელსაც ხუმრობაც ეხერხება და ნებისმიერ ღრმა და ძალიან სერიოზულ თემებზე ფიქრი და საუბარიც.

ვასილი თან ამერიკელია, თან – იაპონელი, – აღნაგობა, თვალისმომჭრელი "ჰოლივუდური" ღიმილი და ახოვანება ამერიკელი მამისაგან იმემკვიდრევა, წვრილი თვალები და სახის ნაკვთები კი – იაპონელი დედისაგან, ხოლო როდესაც ეკითხებიან, სადაური ხარო, დაუყოვნებლივ პასუხობს: - მართლმადიდებელიო.

ათ წელზე მეტი იქნება, რაც მოიქცა და ეს გადაწყვეტილება არცთუ იოლად მიიღო: - როგორც ყოველ მაძიებელ სულს სჩვევია, მანაც დიდხანს ეძება საკუთარი თავი, მერე ოჯახშიც აიშალა ყველაფერი – დედა ალთას წავიდა, მამა – ბალთას და თვითონ, ამ ოჯახის ერთადერთმა შვილმა, გადაწყვიტა, რომ ყველაფერი უნდა გამოეცადა... მოკლედ, ხან სახლიდან გარბოდა, ხან სასმელს ეძალებოდა, ეწეოდა, ხანაც კაზინოში თამაშობდა... ბოლოს ამ თამაშ-თამაშში ისე ჩავარდა უზარმაზარ ვალებში, გონზე მოსვლაც ვეღარ მოასწრო... შემთხვევითი სამუშაოებით გაჰქონდა თავი და სწორედ ამ დროს გაიცნო ერთი პატარა, გაძვალტყავებული ჩინელი მისთვის ძალიან უცნაური და არაჩინური სახელით "მიხაილა". უილიამის ახალი ნაცნობი მართლმადიდებელი აღმოჩნდა და პირველად მისგან გაიგო ის, რამაც მართლმადიდებლობამდე მიიყვანა. პირველად მიხაილა მიჰყვა კალიფორნიის ბერძნულ მართლმადიდებლურ ტაძარში, შემდეგ თავად გაუჩნდა იქ სიარულის სურვილი – საეკლესიო გალობას უსმენდა, მლოცველებს აკვირდებოდა... მერე, დიდი მარხვისას მოინათლა კიდეც – ერთმა ბერძენმა გოგონამ მონათლა...

ცხოვრება ისე აეწყო, რომ ნათლობიდან ცოტა ხანში იაპონიაში, დედასთან მოუხდა გამგზავრება, სადაც პატარა იაპონური ქალაქის მახლობლად მართლმადიდებლური ტაძარი აღმოაჩინა და იქ დაიწყო სიარული, - მართალია, ტაძრამდე დიდი გზა ჰქონდა, - ჯერ ველოსიპედით უწევდა სიარული, შემდეგ – მატარებლით, მერე კი – ავტობუსით, მაგრამ მაინც დადიოდა, ცოტა ხანში სტიქაროსნადაც გაამწესეს...

იაპონიაში დიდხანს არ დარჩენილა – განათლების მისაღებად ისევ ამერიკაში მოუწია დაბრუნება. იქაურ მართლმადიდებლურ ტაძართა შორის ყველაზე მეტად სან-ფრანცისკო-ნიკოლსკი შეუყვარდა, სადაც მედავითნეობდა, გალობდა და ძველ სლავურსაც დაეუფლა... ვასილს, საერთოდ, ასეთი ბუნება აქვს – ყველაფერს ადვილად და სიღრმისეულად ითვისებს, ჰოდა, ერთ დღესაც ხელში ფერადი ბროშურა - "წმიდა სამების სერგის ლავრა" ჩაუვარდა...

- სული შემეხუთა ტაძრის სილამაზით და ჯერაც გაუაზრებელი სურვილით... რუსეთში მომინდა წასვლა, მაგრამ ამის თქმა ადვილი იყო, გაკეთება კი – ძალიან ძნელი... დედაჩემი კატეგორიულად შემეწინააღმდეგა – თვითონ ადრე პროტესტანტი იყო, მერე – ბუდისტი, მამაჩემი, მართალია, მხარს მიჭერდა, მაგრამ არც ისე აქტიურად...

- როგორ მიხვედი ამ სურვილამდე?

- ერთ საღამოსაც ძალიან დიდხანს ვიხეტიალე, დიდხანს ვიფიქრე, დროა, საბოლოოდ გავერკვე, რა უნდა ვაკეთო-მეთქი, იმ დროს მღვდლობა უკვე მინდოდა, მაგრამ სად უნდა მესწავლა? იაპონიაში კი არსებობს სასულიერო სემინარია, მაგრამ იქ ძალიან ცოტა მართლმადიდებელია, ამერიკაში ბევრი რუსი მართლმადიდებელი ემიგრანტი ცხოვრობს, მაგრამ ისინი პროტესტანტების დიდი ზეწოლის ქვეშ არსებობენ... მოკლედ, როგორმე სასწავლებლად რუსეთში უნდა წავსულიყავი და ასეც მოხდა – სასულიერო აკადემია იქ დავამთავრე... თავიდან ენა საერთოდ არ ვიცოდი, მაგრამ მალე შევისწავლე, იმიტომ, რომ ძალიან ჯიუტი და მიზანდასახული ვარ, იქაური მეგობრებიც დამეხმარნენ, თავი რომ მერჩინა, ხან ექსკურსიამძღოლად ვმუშაობდი, ხან – სასადილოში, თან სულ ვკითხულობდი სასულიერო ლიტერატურას... ძალიან კი გამიჭირდა იქაურ უმზეო და ცივ კლიმატში ცხოვრება... ერთ წელიწადში რუსულს სრულყოფილად დავეუფლე, მერე ბერძნულის სწავლა დავიწყე, ახლა კი, როდესაც თქვენს ულამაზეს მიწაზე მოვხვდი, ქართულის სწავლის დიდი სურვილიც გამიჩნდა, ის კი არა, შეიძლება, სულაც თქვენთან დავრჩე...

- რამდენი ხნით ჩამოხვედი?

- სამწუხაროდ, სულ ორი დღით, მაგრამ თბილისში რამდენიმე ტაძრის ნახვა მაინც მოვასწარი... არ იცით, რომ ძალიან მადლიანი ქვეყანა გაქვთ? უცხოელისათვის, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის, ეს ძალიან თვალშისაცემია – სიძველის, მადლის და დიდი წარსულის სუნს მაშინვე იგრძნობ, საოცარი განცდაა... ისე, ქუჩაში ბევრი მიყურებდა გაოცებით, ალბათ, ვეღარ გაეგოთ, ამერიკელი ვიყავი თუ იაპონელი...

- ისე, შენ როგორ გგონია, რომელი ხარ?

- მართლმადიდებელი, რომელიც, იმედია, უფლისთვის სათნოს ცხოვრებას შეძლებს."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 26 2020, 08:47 PM
პოსტი #3177


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,715
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჩვენი ერი გადაშენებას მართლმადიდებლობამ გადაარჩინა"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 10 2020, 10:26 PM
პოსტი #3178


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,715
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჩვენს წინაპრებს რომ მრავალი ჭირისა და განსაცდელის მიუხედავად, არ დაეცვათ მართლმადიდებლური სარწმუნოება, დღეს ქვეყანაზე აღარც ჩვენი ენა იქნებოდა და აღარც ჩვენი სახელი".

/წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 16 2021, 10:31 PM
პოსტი #3179


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,715
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ნეტარები ვართ ჩვენ, მართლმადიდებელი ქრისტიანები, რადგან ღვთის წყალობის ქვეშ ვცხოვრობთ"

/ღირსი სილუანე ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 12 2021, 11:03 PM
პოსტი #3180


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,715
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მართლმადიდებლობა ყველა დროში თანამედროვე რელიგიაა, მაგრამ მართლმადიდებლები ჩამოვრჩებით!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 20 2021, 05:06 PM
პოსტი #3181


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,715
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში მყოფი ადამიანები სწორი გზით მიემართებიან ზეციური იერუსალიმისაკენ ანუ ცათა სასუფევლისკენ; ამქვეყნიური ცხოვრების ოკეანეში ისინი იმ ნავით მიცურავენ, რომლის მესაჭეც თვით ქრისტეა; ისინი კი, ვინც ეკლესიის გარეთ იმყოფებიან, ერთი ფიცრით ცდილობენ ამ ზღვის გადაცურვას, და, ვაი რომ განწირულნი არიან დასაღუპად, რადგან ეს შეუძლებელია".

/ღირსი ბარსანუფი ოპტინელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 24 2021, 06:03 PM
პოსტი #3182


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,715
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ყურადღება მიავქციე აი რას: მართლმადიდებლობას მხოლოდ ეგოისტები გაურბიან. თავმდაბალი ადამიანი მართლამდიდებლობას არასოდეს ტოვებს"

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 24 2021, 08:10 PM
პოსტი #3183


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,715
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მართლმადიდებლობა ცოცხალ ღმერთთან კავშირის ერთადერთი საშუალებაა"

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 25 2021, 05:58 PM
პოსტი #3184


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,715
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მართლმადიდებლობა არ არის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო რელიგია, მაგრამ ქრისტიანული ცხოვრების შინაგანი წესის გამოვლენით, არაერთი ამერიკელი მოქალაქე ხდება სამოციქულო ეკლესიის წევრი. აღარაფერს ვამბობთ ცენტრალური აფრიკის მთელ რიგ სახელმწიფოებზე, სადაც მართლმადიდებლობა შავკანიან მოსახლეობაში პროცენტულად ყველაზე მზარდი კონფესიაა"

/დეკ. თეიმურაზ თათარაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 25 2021, 06:20 PM
პოსტი #3185


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,715
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მართლმადიდებლობა - მზის სხივია, დედამიწაზე მოფენილი. იგი ყველასთვის ანათებს, თუმცა ყველა ვერ ნათდება მისით, რამეთუ ვინ სარდაშია, ვინ სარკმელს ახშობს, ვინ თვალებს ხუჭავს"

/მღვდელი ანდრია დუდჩენკო/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 10 2022, 08:03 PM
პოსტი #3186


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,715
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მართლმადიდებლურად ფიქრი იოლია, მაგრამ იმისათვის, რომ მართლმადიდებლურად იცხოვრო, აუცილებელია შრომა".

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 11 2022, 05:47 PM
პოსტი #3187


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,715
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სამწუხაროდ, ხშირად მხოლოდ "მართლმადიდებლის" სახელს ვატარებთ და მართლმადიდებლური ცხოვრებით არ ვცხოვრობთ"

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 4 2022, 09:40 PM
პოსტი #3188


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,715
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მართლმადიდებლობა არ ეყრდნობა მეცნიერებას, რის გაკეთებასაც თანამედროვე კათოლიციზმი და პროტესტანტობა მოითხოვენ. ის ფილოსოფიური ინტერპრეტაციებისათვის უცხოა".

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 16 2022, 12:03 PM
პოსტი #3189


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,715
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მართლმადიდებლობა არ არის აღმოსავლეთის ეკლესიის "ეროვნულ-კულტურული კუთვნილება". მართლმადიდებლობა არის ეკლესიის შინაგანი თვისება, სამოციქულო ხანიდან მომავალი სარწმუნოებრივი სწავლების, საღვთისმსახურო და იერარქიული წყობის შენარჩუნება"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 17 2022, 02:28 PM
პოსტი #3190


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,715
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ასეთ ურთულეს დროში ერთადერთი ჩვენი ხსნა, როგორც ყოველთვის, არის ჩვენი სარწმუნოება!"

/მეუფე შიო (მუჯირი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

162 გვერდი V « < 158 159 160 161 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th September 2025 - 06:04 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი