![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
მატასი |
![]()
პოსტი
#401
|
![]() თამ... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,614 რეგისტრ.: 10-November 06 მდებარ.: dedamiweli :) წევრი № 440 ![]() |
მგონი ხიბლში კი არა, ბოლო დონის ფანატიკოსია
![]() მგონი მათ უფრო მეტად ასეთ რაღაცეების შიში აქვთ ვიდრე უფლის ![]() -------------------- მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე... "ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..." |
ბექა |
![]()
პოსტი
#402
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,748 რეგისტრ.: 26-October 06 წევრი № 333 ![]() |
ამას წინათ ჩემმა ერთმა ახლობელმა მორწმუნემ სახლში მხატვრული ლიტერატურა პრაქტიკულად გაანადგურა,თიტქმის ყველა წიგნი,სასულიერო ლიტერატურის გარდა,ყველა დაწვა ![]() არ ვიცი ამაზე რა რეაქცია უნდა მქონდეს.. ![]() რომ იცოდეს რომ პლასტიკური ბარათი მაქვს ალბათ გაგიჟდება.... დას სუნამოს დასხმას უკრძალავს.. მოკლედ ამ ადამიანის ეშინიათ და ზურგს უკან საშინლად განიკითხავენ... ![]() პრინციპში ყველა ის,ეგრეთ წოდებული,შიში ახასიათებს რაც თქვენ ჩამოთვალეთ და იცით რაა,ძალიან ბევრი მის გამო ბრკოლდება... ვატყობ რომ ეს მართლა დიდი პრობლემააა... არ ვიცი რა ვქნაა..არადა გული შემტკივა ჩემი ძლიან ახლობელია ![]() ერიჰაააა ვაი ვაი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
ზებედე |
![]()
პოსტი
#403
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
ამ სიას დაემატა
1. შტრიხ კოდების 2. მსოფლიო საიდუმლო შეთქმულების 3. საიდენტიფიკაციო ნომრების 4. შელოცვების 5. კათოლიკურ ტაძრებში შესვლის 6. ტელევიზორის 7. კომპიუტერის 8. ზღვაზე "სიშიშვლის" 9. ცეკვის 10. სპორტის 11. პირველ იანვარს ახალი წლის აღნიშვნის 12. მუსიკის მოსმენის 13. მოძღვართან შეუთანხმებელი ფიქრის 14. ახალი სტილის კალენდრის 15. კონცერტებზე სიარულის 16. ბალეტზე და ოპერაში წასვლის 17. დენ ბრაუნის კრეტინობის ყურების 18. ჰარი პოტერის კითხვის 19. ინსტრუმენტზე დაკვრის 20. საერო წიგნების კითხვის 21. ერში მცხოვრებ ღვთისმეტყველ პროფესორთა მიმართ (მაგ: ა. ოსიპოვი,ა. კურაევი, ე. ჭელიძე და სხვები) და უკვე 22. მეცნიერების მიმართ, მეცნიერთა არამართლმადიდებლური მრწამსის გამო 23. მრუშობის ჩადენის, არა იმიტომ, რომ ეს პირველ რიგში ჯვარს აცვამს ქრისტეს და მერე ვნებს სულს, არამედ, შიში პირველი პარტნიორის შვილების შესაძლო გაჩენისა 24. პირად ლოცვაში ვინმეს მოხსენიების 25. ეკუმენიზმში მონაწილე სასულიერო პირების მიმართ შიში და ზიზღი (ვგულისხმობ მათგან ლოცვა კურთხევის აღების შიშს და მათთან საუბარს) 26. საერო ხელისუფლების ლოცვებში მოხსენიების 27. სუნამოს დასხმის -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
S a l l y |
![]()
პოსტი
#404
|
![]() infinity... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 9,631 რეგისტრ.: 11-September 06 მდებარ.: Sallylandia წევრი № 182 ![]() |
მაეასი კატასტროფულ ხიბლშია საბრალო, როგორც ეტყობა, მისთვის რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ერთ ერთი წამალი სულიერად დაცემა იქნება, რომ მიხვდეს და შეიგრძნოს სიმდაბლე და საკუთარი უღირსება... მეც მგას ვფიქრობ,მაგრან წარმოიდგინე,მთელი დღე სახლში ზის ადამიანი,არც ტელს უყურებს არც არსად გადის,ზის და კითხულობს სასულიერო შინაარსის წიგნებს.. ყველას ირგვლივ უფალზე ესაუბრება და თანაც ისეთი აღტყინებით შეგშურდება... ოჯახში ტელევიზორის ჩართვისა ეშინიათ...პრეზინენტს თუ მოკრა თვალი იქვე გამოგართვევინებს... ![]() და მიდი ახლა შენ და ასეთ ადამიანს უთხარი რამე,ან კიდევ რომც უთხრა და ამხილო რომ ხიბლშია ალბათ გაგიჟდეა,ალბათ კი არა დარწმუნებული ვარ გაგიჟდება ან რაღაც საშინელებას ჩაიდენს,თავის დროზე ძალიან ფიცხი ადამიანი იყო ![]() -------------------- Я хочу безумно жить: Всё сущее - увековечить, Безличное - вочеловечить, Несбывшееся - воплотить! I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best.. |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#405
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
მაეასი
ციტატა პრეზიდენტს თუ მოკრა თვალი იქვე გამოგართვევინებს ![]() ![]() და ერთი ვაკის ეკლესიაში მისვლას მიკრძალავდა (!!!) მანდ სატანის მოციქული (ღმერთო შეგვინდე) შევარდნაძე შევიდა და ტაძარი წაბილწულიაო.... ![]() ღმერთმა დალოცოს და ზეგარდამო კურთხევა მისცეს ჩვენ პრეზიდენტს! -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
ზებედე |
![]()
პოსტი
#406
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
მაეასი
ვისი მრევლია ხომ ვერ მეტყვი? -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
თამარი_ცქნაფო |
![]()
პოსტი
#407
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 ![]() |
თამარი ეხლა ხომ გაიგე, მერე იტყვი ეს ფორუმი ვერ მშველისო ![]() ![]() ![]() უკაცრავად, მაგრამ დიდ უაზრობას მეუბნებით ახლა. გადამეტებულიი არ ვარგა არაფერი, თორემ.. ეგრე გადამეტებული ყველაფერი, თვით კარგიც კი - მავნეა -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
KAIROS |
![]()
პოსტი
#408
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ახლა ერთი რამ მინდა გაჩვენოთ, რაღაც ეს რასაც გაჩვენებთ არ გავს მხოლოდ ტექნიკურ შეცდომას...
საუკეთესო ქართულ საეკლესიო საიტზე http://orthodoxy.wanex.net/lotsvani/fsalmunebi.htm ვნახეთ ასეთი რამ... ჯერ გავიხსენოთ, რომ დილის ლოცვებში არის სამშობლოს და ხელისუფლების მოსახსენებელი: "მოიხსენე, უფალო, ღვთივდაცული ერი ჩვენი და მეუფება მისი, გარე-შეზღუდენ მპყრობელობანი მათნი, დაუმორჩილენ ქვეშე ფერხთა მათთა ყოველი მტერნი და მბრძოლნი მათნი, შთაუთხენ გულთა შინა მათთა კეთილი და მშვიდობა წმიდისა ეკლესიისათვის და ყოვლისა ერისა შენისა და მიეც მათ მშვიდობა და დაწყნარება, რათა მყურდოებასა შინა მათსა დაწყნარებული ცხოვრება გვაქუნდეს, მართლითა სარწმუნოებითა და კეთილმსახურებითა ვსცხოვრობდეთ. (მეტანია) და ნახეთ ახლა მისი შეცვილი ვარიანტი ფსალმუნების კითხვის წესში: "უფალო, ყოვლისა მპყრობელო, მეუფეო ძალთაო, მოიხსენე სასუფეველსა შენსა, აცხოვნე, აკურთხე და მართლმადიდებლურ ეკლესიაში გააერთიანე ღვთივდაცული ერი ჩვენი და სრულიად საქართველო, სულით თვისით აღამაღლენ, განაძლიერენ, განამტკიცენ, განამრავლენ, აღავსენ იგი ყოვლითა კეთილითა, შეზღუდე გარემპყრობელობანი მათნი, დაუმორჩილენ ქვეშე ფერხთა მათთა ყოველნი მტერნი და მბრძოლნი მათნი, რათა დაწყნარებული ცხოვრება გვქონდეს, მართლითა სარწმუნოებითა და კეთილმსახურებითა ვცხოვრობდეთ (მეტანია). არამარტო არაგრამატიკულად და არალოგიკურად ჟღერს:" ერი ჩვენი და სრულიად საქართველო, სულით თვისით აღამაღლენ, განაძლიერენ, განამტკიცენ, განამრავლენ, აღავსენ იგი ყოვლითა კეთილითა, შეზღუდე გარემპყრობელობანი მათნი"... "იგი"დან "მათზე" გადახტომა გამოიწვია ვიღაცის თვითნებურმა ქმედებებმა , დილის ლოცვებიდან მეორე ნახევარი თითქმის უცვლელადაა აღებული,მხოლოდ იქ სადაც ერის ხელისუფლებაზე ვლოცულობთ და ვამბობთ :"რათა მყურდოებასა შინა მათსა დაწყნარებული ცხოვრება გვაქუნდეს..." ამ ახალ ვარიანტში, ასეთი ცვლილებით გვხდება :" რათა დაწყნარებული ცხოვრება გვქონდეს", იმდენად აშკარაა აქ ვიღაცის ცვლიბები, იმდენად ნათლად მოჩანს თეთრი ძაფით ნაკერი, რომ გიჩნდება ადამიანს კითხვა, რა ფსალმუნებში ერის ხელისუფლება არ უნდა მოვიხსენოთ? რა არ იყო საკმარისი გვეთქვა, ისე როგორც დილის ლოცვებში გვიწერია:"მოიხსენე, უფალო, ღვთივდაცული ერი ჩვენი და მეუფება მისი"? იცით თუ არა, ასეთი უპასუხისმგებლო და თვითნებური ქმედების შემდეგ, რამდენი ვეღარ ლოცულობს ფსალმუნებისას საქართველოს საერო ხელისუფლებაზე? მარტო მე გეტყვით მინიმუმ 40-60 (!) და ყველა ემიგრანტი! შეიძლება საიტის ავტორებმა ვერც შეამჩნიეს ეს შეცდომა, შეიძლება რომელიღაც წიგნიდან პირდაპირ გადმოიღეს ეს "წესი", ხოლო ის წიგნი, რომელიმე პოლიტიკურად აგზნებადი პირების მიერ იყო გამოშვებული, სადაც არ მოეწონათ ხელისუფლების ლოცვებში მოხსენება და ეს ცვლილებები შეიტანეს, რამაც შეცდომაში შეიყვანა ვებ-გვერდი და შესაბამისად ყველა, ვინც ამ კითხის წესით ისარგებლა, განსაკუთრებით ემიგრნატები... სამწუხაროა... კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
giusha |
![]()
პოსტი
#409
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 27 რეგისტრ.: 25-December 06 წევრი № 743 ![]() |
მაეასი,
ეგ ადამიანი ცოდოა. აშკარაა რომ სერიოზული პრობლემები აქვს, სანამ თვითონ არ გაიაზრებს ალბატ ასე იქნება. შეიძლება შეპყრობილიცაა, არც ეგაა გამორიცხული. მოკლედ რთული სიტუაციაა. ![]() ისე რაც შეეეხება სიას, ეგ ყველა პუნქტი სრული სერიოზულობით არის აქ გამოქვეყნებული? ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#410
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა ეგ ყველა პუნქტი სრული სერიოზულობით არის აქ გამოქვეყნებული ხედავ რამე არასერიოზულს? -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#411
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
KAIROS
მგონი დავწერე ამ ფორუმზე სადღაც, თუმცა ისევ გავიმეორებ (რადგან სიტყვამ მოიტანა), რომ დეკანოზ ზაქარია მაჩიტაძის რედაქტორობით გამოიცა ახალი სამღვდელო კონდაკი, სადაც რუსეთის იმპერიის გავლენით შემოსულ სლავურ ლიტურგიკულ ტრადიციას ჩაენაცვლა ისევ ძველქართული და სწორედ იმ კონდაკში, საერო ხელისუფლებაზე წარმოსათქმელი მუხლი ასეთია: ღვთივდაცულისა ერისა ჩვენისა კეთილმსახურისა მთავრისა (სახელი), კეთილმორწმუნე მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
missis_kartveli |
![]()
პოსტი
#412
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,142 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: tbilisi წევრი № 684 ![]() |
სუნამოს დასხმა ცოდვა თუ იყო, არ ვიცოდი ![]() როგორ სუნამოს დასხმა არ შეიძლება? მე რამდენადაც ვიცი, ერთერთმა მოძღვარმაც იქადაგა და ადრე წავიკითხე კიდევაც, რომ მღვდლები ამბობდნენ, სუნამოთი "აყროლება" არ შეიძლება რომ ყურადღება მიიქციოო, თორემ ნაზი სურნელის ფრქვვა შეიძლებაო. ზოგს გონია რადგანაც ეკლესიაში დადის მოუწესრიგებელმა უნდა იაროსო, ზოგიერთი მოდის ისეთი საკუთარ თავს ყურადღებას საერთოდ არ აქცევსო, ასეც არშეიძლებაო, ქალმა თავსაც უდნა მიხედოს, და ცოტა სუნამოც უნდა დაისხასო, ზომიერების ფარგლებში ყველაფერი შეიძლებაო. |
თამარი_ცქნაფო |
![]()
პოსტი
#413
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 ![]() |
როგორ სუნამოს დასხმა არ შეიძლება? მე რამდენადაც ვიცი, ერთერთმა მოძღვარმაც იქადაგა და ადრე წავიკითხე კიდევაც, რომ მღვდლები ამბობდნენ, სუნამოთი "აყროლება" არ შეიძლება რომ ყურადღება მიიქციოო, თორემ ნაზი სურნელის ფრქვვა შეიძლებაო. ზოგს გონია რადგანაც ეკლესიაში დადის მოუწესრიგებელმა უნდა იაროსო, ზოგიერთი მოდის ისეთი საკუთარ თავს ყურადღებას საერთოდ არ აქცევსო, ასეც არშეიძლებაო, ქალმა თავსაც უდნა მიხედოს, და ცოტა სუნამოც უნდა დაისხასო, ზომიერების ფარგლებში ყველაფერი შეიძლებაო. აჰა, გენაცვალე, მაგას ვამბობ მეც! ![]() -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
S a l l y |
![]()
პოსტი
#414
|
![]() infinity... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 9,631 რეგისტრ.: 11-September 06 მდებარ.: Sallylandia წევრი № 182 ![]() |
აჰა, გენაცვალე, მაგას ვამბობ მეც! ![]() თამარ,არავის უთქვამს არ შეიძლებაო ![]() სწორედ მაგას ვამბობთ,რომ ამაში ცუდი არაფერია ![]() მაეასი ვისი მრევლია ხომ ვერ მეტყვი? მგონი არ ღირს... თავად მოძღვერი ალბათ ვერ ხედავს ამას...შეიძლება ამაზე შემედავოთ,მაგრამ ვიცი რასაც ვამბობ ![]() -------------------- Я хочу безумно жить: Всё сущее - увековечить, Безличное - вочеловечить, Несбывшееся - воплотить! I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best.. |
S a l l y |
![]()
პოსტი
#415
|
![]() infinity... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 9,631 რეგისტრ.: 11-September 06 მდებარ.: Sallylandia წევრი № 182 ![]() |
მოკლედ,ამ სიას რომ გადავხედავ ის ადამიანი მიდგას ხოლმე თვალწინ...
ისე,იქნებ მოგეპოვებათ ამ ყველაფრის შესახებ რაიმე მასალა,წმინდა მამების და სასულიერო პირების ნაშრომები,განსაკუთრებით შტრიხკოდების და მსოფლიო შეთქმულების შესახებ,ეს ადამიანი ამით ძალიან დაინტერესებულია და სულ ამას ჩამჩიჩინებს იქნებ რამე კონტრარგუმენტები გაქვთ რითიც შევეცდები ცოტა დავაშოშმინო... -------------------- Я хочу безумно жить: Всё сущее - увековечить, Безличное - вочеловечить, Несбывшееся - воплотить! I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best.. |
ზებედე |
![]()
პოსტი
#416
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
მგონი არ ღირს... თავად მოძღვერი ალბათ ვერ ხედავს ამას...შეიძლება ამაზე შემედავოთ,მაგრამ ვიცი რასაც ვამბობ ![]() ჰო, არაა საჭირო მოძღვრის ვინაობა... შეიძლება ხვდება, შეიძლება ჯერ ვერც ამჩნევს, მაგრამ ხიბლის განკურნება არც ისე იოლია... მოკლედ,ამ სიას რომ გადავხედავ ის ადამიანი მიდგას ხოლმე თვალწინ... ისე,იქნებ მოგეპოვებათ ამ ყველაფრის შესახებ რაიმე მასალა,წმინდა მამების და სასულიერო პირების ნაშრომები,განსაკუთრებით შტრიხკოდების და მსოფლიო შეთქმულების შესახებ,ეს ადამიანი ამით ძალიან დაინტერესებულია და სულ ამას ჩამჩიჩინებს იქნებ რამე კონტრარგუმენტები გაქვთ რითიც შევეცდები ცოტა დავაშოშმინო... სჯობს უფალს მიანდო ეგ ყველაფერი, მთლად არ გააგიჟო, შეიძლება არ დამეთანხმოთ მაგრამ ასეთი ადამიანის განკურნება მოხდეს ეკლესიას "დროებით დაშორდეს", ანუ დაეცეს და მიხვდეს რომ არაა ისეთი ძლიერი მორწმუნე როგორიც ჰგონია მისი თავი, მაგ: ტელევიზორის არ ყურება, სუნამოს არ დასხმა, საერო წიგნების დაწვა, მუსიკის არ მოსმენა...უნდა შეიგრძნოს საკუთარი უღირსება და... -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
giusha |
![]()
პოსტი
#417
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 27 რეგისტრ.: 25-December 06 წევრი № 743 ![]() |
ერთი კითხვა მაქვს თუ შეიძლება.
თუ სწორედ გავიგე ეს სია , რომელი 27 პუნქტისაგან შედგება ცოდვათა ცამონათვალია. და ამ ქმედებებს არ ახორციელებთ და ასევე ნივთებთანაც კონტაქტი არ გაქვთ. სწორედ მესმის? |
ზებედე |
![]()
პოსტი
#418
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
სიას დაემატა ფსევდომართლმადიდებლური აზროვნების ნაყოფი, ეს არაა შიში, პირიქით, ეს არის სერიოზული პრობლემა რომელიც ახასიათებს ფსევდომართლმადიდებლებს და ამას ჰქვია ყველანაირი, ანუ არ გაარჩიო ღვთისგანაა თუ ეშმაკისგან სიზმარ-სასწაულის დაჯერება
28. ყველანაირი სიზმრების და სასწაულების დაჯერება, ვგულისხმობ დაუკვირვებლობას, ღვთისგანაა თუ ეშმაკისგანაა (შიშს არ ვგულისხმობ, პირიქით, ვინც მხოლოდ სიზმრებით და სასწაულებითაა მოხიბლული) -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
kato_Bato |
![]() ![]()
პოსტი
#419
|
![]() Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 ![]() |
სიას დაემატა ფსევდომართლმადიდებლური აზროვნების ნაყოფი, ეს არაა შიში, პირიქით, ეს არის სერიოზული პრობლემა რომელიც ახასიათებს ფსევდომართლმადიდებლებს და ამას ჰქვია ყველანაირი სიზმარ-სასწაულის დაჯერება 28. ყველანაირი სიზმრების და სასწაულების დაჯერება (შიშს არ ვგულისხმობ, პირიქით, ვინც სიზმრებით და სასწაულებითაა მოხიბლული) ჰო, მე ძალიან მეშინია სასწაულების, რომელიც რატომღაც მართალი მგონია, არადა სულ ტყუილია ყველაფერი ![]() -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
ზებედე |
![]()
პოსტი
#420
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
ჰო, მე ძალიან მეშინია სასწაულების, რომელიც რატომღაც მართალი მგონია, არადა სულ ტყუილია ყველაფერი ![]() ეკა, მე არ მიგულისხმია რომ ყველა სასწაული ტყუილია, და საერთოდ არ უნდა დავუჯეროთთქო, მე ვიგულისხმე იმ ხალხზე რომელთაც მაგ: სანთლის (ქარის, ნიავის შედეგად) ჩაქრობაც სასწაული ჰგონიათ, და ყველაფერს ბრმად იჯერებენ, ქუთაისში ნათესავი მიყვებოდა მის სასწაულებზე რომ ის ხშირად არის "ზეცაში", ნახულობს წმინდანებს, ესაუბრება მათ, ჯოჯოხეთიც ნახა... ესიზმრება იმქვეყნიური სავანეები, და "ენით ვერ აღწერს" იქაურობას...ცოტა რომ ჩავეძიე და კითხვები დავუსვი მერე დაიწყო მღვდლების ლანძღვა, და ისიც გავიგე როცა უნდა მარხულობს როცა უნდა არა, ანუ მარხვაში ხანდახან ხორცსაც ჭამს მერე რა მოხდა თურმე ![]() -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th June 2025 - 07:18 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი