IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

162 გვერდი V « < 24 25 26 27 28 > »   
Reply to this topicStart new topic
> მართლმადიდებლობა თუ ფსევდო მართლმადიდებლობა
გლახა
პოსტი Mar 8 2007, 11:13 AM
პოსტი #501


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



ყოველთვის მაკვირვებს ერთი რამ, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ყველა მთავრობასთან კარგად არის: გამსახურდიასთანაც, შევარდნაძესთანაც კარგად იყო, სააკაშვილთანაც...

მე არ მახსენდება ქართველ სასულიერო პირებს (საპატრიარქოს წარმომადგენლებს) ხმა აღემაღლებინათ შევარდნაძის დროს დანაშაულობების წინააღმდეგ, კერძოდ: რატომ არ ილაშქრებდნენ საპატრიარქოს წარმომადგენლები მაშინ ზენიტში მყოფი კორუფციის წინააღმდეგ, სახელდობრ: კორუმპირებული ლექტორების, პარლამენტარებისა და მაღალჩინოსნებიოს წინააღმდეგ, ქუჩაში ყაჩაღებად ქცეული მილიციის თანამშრომლების წინააღმდეგ, რომლებიც ყოველ ორ ნაბიჯზე ძარცვავდნენ მდიდარ თუ ღარიბ მძღოლებს, კაზინოების წინააღმდეგ, ბორდელების წინააღმდეგ უამრავი უზნეობისა და უსამართლობის წინაღმდეგ...

არავისთვის არ არის უცხო რომ პოლიტიკა დიდად იყენებს რელიგიას...
და პირიქით..მათ მართებთ ერთმანეტის "ზაკაზების" შესრულება...
ერთმანეთზე ისინი ცუდს არასოდეს იტყვიან...

დღესაც: სასულიერო პირები ნაკლებად იღებენ ხმას ქვეყანაში მიმდინარე ისეთ მოვლენებზე როგორიც არის ყველასათვის ცნობილი მკვლელობები, კორუმპირებული გარიგებები...
სამაგიეროდ ისინი ილაშქრებენ კონტრაცეპტივების რეკლამების წინააღმდეგ, რომელიმე კინოთეატრში ამა თუ იმ ფილიმის გაშვებაზე და ა.შ...

ესეც უნდა გაგეკეთებინათ, მაგრამ არც ის უნდა დაგვიწყებოდათ

მე ესეც ფსევდო მართლმადიდებლობად მიმაჩნია, რამეთუ ნამდვილი მართლმადიდებლობის მოვალეობა იქნება სათანადო ფორმებით ამხილოს ყველა უღმერთობა და უსამართლობა, მიუხედავად იმისა თუ ვინ არის მთავრობაში...
მაგრამ ასე იყო ოდითგან და არც მგონია ოდესმე გამოსწორდეს ეს სიტუაცია.. სამწუხაროდ....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iako
პოსტი Mar 8 2007, 01:47 PM
პოსტი #502


ნონა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 926
რეგისტრ.: 19-August 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 83



მე ამ საკითხთან ჩემს მოსაზრებას დავაფიქსირებ გლახა.
ხშირად ვსვამდი კითხვას ამის შესახებ ჩემს თავთან. ილია მეორეს საშობაო ეპისტოლეში ნათლად აქვს თავისი პოზიცია დაფიქსირებული დღევანდელობასთან დაკავშირებით. წინადადებს შორის აზრის წაკითხვაა საჭირო.
ამას გარდა ჩვენ ხომ არ ვიცით რა საუბრები წარმოებს საპატრიარქოს და მთავრობის წარმომადგენლებს შორის კულისებს მიღმა.
ჩემი ინფორმაციით ჩვენმა მთავრობამ უკვე საკმაოდ დაკარგა ნდობა და ავტორიტეტი მოსახლეობაში და უკმაყოფილება სულ უფორ და უფრო იმატებს. საპატრიარქოს აშკარა წინააღმდეგობები ცეცხლზე ნავთის დანთებას დაემსგავსება და სახელმწიფო დადგება რევოლუციის საფრთხეს ქვეშ, ამ მგომარეობას სასწრაფოდ გამოიყენებენ ის ძალები რომლებიც უკვე დიდი ხნის ჩასაფრებული არეულობას ელოდებიან რომ ასპარეზზე გამოჩნდნენ. არა მგონია ჩვენ კიდევ ერთი რევოლუციის გადატანა შEვძლოთ.
დღეს ყოველ დაუფიქრებელ ნაბიჯს შEიძლება გამოუსწორებელი შედეგი მოყვეს.
აშკარა მხილებას ჩვენი ხალხი ჯერ კიდევ ვერ შეგუებია და ეს დაპირისპირების კერა უფორ იქნება მთავრობას და რელიგიის წარმომადგენლებს შორის, ვიდრე გონზე მოსვლა და ამასაც მოსახლეობა არა გამოსასწორებლად მოწოდებად აღიქვამს, არამედ მოწოდებად დაუმორჩილებლობისკენ.
ეკლესია როგო გგონია თავის პოზიციას არ აფიქსირებს ყოველდღე უფლის გზაზე სიარულის მოწოდებით.
თიეული ჩვენგანი უნდა გამოფხიზლდეს და თვითონ ეცადოს შეიტანოს წვლილი სახელმწიფოს აღმშენებლობაში. სახელმწიფო ჩვენით და ჩვენნაირი ადამიანებისგან შედგება.
ხშირად მეც გამიკითხია ჩვენი მთავრობა, მაგრამ ვართ კი ჩვენ თვითონ უშეცდომო და ვასრულებთ კი ჩვენს მოვალეობას ყოველთვის პირნათლად? სხვას რომ ვთხოვთ.
თითოეულმა ადამიანმა საკუთარი თავიდან უნდა დაიწყოს შEცვლა უკეთEსობისკენ და შემდეგ სხვას მოვთხოვოთ.


--------------------
რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Mar 9 2007, 10:23 AM
პოსტი #503


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



გლახა
ციტატა
მე არ მახსენდება ქართველ სასულიერო პირებს (საპატრიარქოს წარმომადგენლებს) ხმა აღემაღლებინათ შევარდნაძის დროს დანაშაულობების წინააღმდეგ, კერძოდ: რატომ არ ილაშქრებდნენ საპატრიარქოს წარმომადგენლები მაშინ ზენიტში მყოფი კორუფციის წინააღმდეგ, სახელდობრ: კორუმპირებული ლექტორების, პარლამენტარებისა და მაღალჩინოსნებიოს წინააღმდეგ, ქუჩაში ყაჩაღებად ქცეული მილიციის თანამშრომლების წინააღმდეგ, რომლებიც ყოველ ორ ნაბიჯზე ძარცვავდნენ მდიდარ თუ ღარიბ მძღოლებს, კაზინოების წინააღმდეგ, ბორდელების წინააღმდეგ უამრავი უზნეობისა და უსამართლობის წინაღმდეგ...



მე ვეთანხმები იაკოს, პატრიაქრი ყოველთვის აფიქსირებს ტავის პოზიციას ქადაგებებში, სხვა ქმედება ალბათ არ იქნება გამართლებული. კონკრეტული ადამიანის წინააღმდეგ საპატრიარქო ალბათ მხოლოდ უკიდურეს სიტუაციაში უნდა გამოვიდეს, ვინაიდან ეს უკვე ღია დაპირისპირება იქნება, რაც კარგ შედეგს არ მოუტანს არც ეკლესიას და არც ხალხს. ამასთან, დაპირისპირება ყოველთვის უნდა იყოს საფუძვლიანი. უფრო სწორედ, როცა პიროვნებას კონკრეტულს ბრალს დებ კორუფციაში ამის მტკიცებულება უნდა გაგაჩნდეს. წარმომიდგენია, საპატრიარქო, რომ გამოვიდეს კონკრეტული პიროვნების წინააღმდეგ და ამხილოს იგი კორუფციაში რა შედეგი მოყვება ამას ... თქვენ თვითონ წარმოიდგინეთ. პატრიარქი ქადაგებს და სწავლის, გამგონმა გაიგონოს, საპატრიარქო პოლიტიკაში ვერ ჩაერთვება, ამამს ერის გახლეჩა და ეკლესიის განადგურება მოჰყვება. ამასთან, ვფიქრობ, რომ ესეთი გამოსვლა არც არის საპატრიარქოს საქმე.



--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზურა
პოსტი Mar 9 2007, 12:15 PM
პოსტი #504


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 72
რეგისტრ.: 3-January 07
წევრი № 783



მშვიდობა თქვენდა!


ციტატა(გლახა @ Mar 8 2007, 10:13 AM) *
ყოველთვის მაკვირვებს ერთი რამ, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ყველა მთავრობასთან კარგად არის: გამსახურდიასთანაც, შევარდნაძესთანაც კარგად იყო, სააკაშვილთანაც...

რადგანაც ქრისტეს ეკლესია სიყვარულში შეიცნობა (როგორც მაცხოვარმა გვასწავლა),
მე კიდევ ის გამოკვირდებოდა, რომ სხვაგვარად ყოფილიყო smile.gif


***

აი ამის წამკითხავს კი მხოლოდ ერთი აზრი გამოჩნდა:
(ასე ვთქვათ, კრიტიკა კეთილი განძრახვით smile.gif)
ციტატა(გლახა @ Mar 8 2007, 10:13 AM) *
მე არ მახსენდება ქართველ სასულიერო პირებს (საპატრიარქოს წარმომადგენლებს) ხმა აღემაღლებინათ შევარდნაძის დროს დანაშაულობების წინააღმდეგ, კერძოდ: რატომ არ ილაშქრებდნენ საპატრიარქოს წარმომადგენლები მაშინ ზენიტში მყოფი კორუფციის წინააღმდეგ, სახელდობრ: კორუმპირებული ლექტორების, პარლამენტარებისა და მაღალჩინოსნებიოს წინააღმდეგ, ქუჩაში ყაჩაღებად ქცეული მილიციის თანამშრომლების წინააღმდეგ, რომლებიც ყოველ ორ ნაბიჯზე ძარცვავდნენ მდიდარ თუ ღარიბ მძღოლებს, კაზინოების წინააღმდეგ, ბორდელების წინააღმდეგ უამრავი უზნეობისა და უსამართლობის წინაღმდეგ...
...სასულიერო პირები ნაკლებად იღებენ ხმას ქვეყანაში მიმდინარე ისეთ მოვლენებზე როგორიც არის ყველასათვის ცნობილი მკვლელობები, კორუმპირებული გარიგებები...
სამაგიეროდ ისინი ილაშქრებენ კონტრაცეპტივების რეკლამების წინააღმდეგ, რომელიმე კინოთეატრში ამა თუ იმ ფილიმის გაშვებაზე და ა.შ...

ამის დამწერი (ზოგადად და არა კონკრეტული პიროვნება) აზრზე არ არის საერთოდ რას წარმოადგენს
ქრისტეს ეკლესია და რაშია მისი დანიშნულება.

არ მიიღოთ საწყენად smile.gif
სიყვარულისა და მშვიდობის ღმერთმა დაგლოცოს ძმაო ქრისტეში.








p.s.
რომმა თუ ჭეშმარიტება იურიდიულ ჩარჩოებში მოაქცია, ხოლო ჩარჩოთა სიდიდე საკუთარი საზომით გაზომა,
და რაზეც თავის დროზე დასავლეთელმა ქრისტიანმა სამართლიანი პროტესტი გამოთქვა...
სამაგიეროდ, თავისი რაციონალიზაციითა და შესაბამისად პრიმიტიზმით -
(რადგანაც დაცემის გამო მკვეთრად განსაზღვრული აღთქმა/შესაძლბლობის მქონე ადამიანის
რაციონალური გაგება პრიმიტიზმია და მეტი არაფერი)

ამ პროტესტის გამომთქმელმა იმდაგვარ კომიქსებში დახატა ჭეშმარიტება,
რომ კარიკატურის საპატიო წოდებაზეც ვერ გაჩავს.

დღეს თუ შემთხვევით, დასავლეთ ქრისტიანთა რომელიმნე ვეებერთელა კონფერენციაზე,
ყრილობაზე ან მაგდაგვარზე მოხვდებით...
უშველებელ თავებიან მქადაგებელთა ლამაზი ''რეჩებით'' მოიხიბლებით:
(დღის წესრიგშია)
- როგორ ვებრძოლოთ სიღარიბეს ?!
როგორ ვებრძოლოთ დედამიწაზე მძვინვარე გაჭირვებას ?!
როგორ აღმოიფხვრას: ავადმყოფობა, შიმშილობა... სიკვდილიანობა!?
ერთი სიტყვით, მიზანი ერთია - დედამიწაზე სამოთხის აშენება!!! rolleyes.gif

აქ!
აქ.... ააქ!
და არა იქ!
იქ.... სადღაც იქ!

და ამ დროს ივიწყებენ, რომ ქრისტეს ჭეშმარიტების გზას მიზნამდე მივყავართ რომელიც იქაა და არა აქ.


გეყო სასტუმროსა და შენი ოთახის შელამაზებაზე ფიქრი;
მირჩიეთ როგორ ვებრძოლო არა: სიღარიბეს, შიმშილს, ავადმყოფობას, სიკვდილს, ცრემლსა და
წუთისოფლისეულ ფასეულობებზე წუხილს ...
არამედ - როგორ ვებრძოლო ჩემ დაცემულ ბუნებას?!
როგორ ვებრძოლო ვნებებს?!
''გადარჩი და შენს ირგვლივ ასობით გადარჩება''



IPB-ს სურათი

უბრალოდ ინფორმაციისათვის:
ნახატი (და არა ხატი) ატარებს სწავლება/აღმზრდელურ ხასიათს,
რომელიც უმთავრესად განკუთვნილია ბერ/მონაზვრებისათვის და
რის გამოც მსგავს სიუჟეტს შევხვდებით მონასტერებსა და კელიებში


უფალო შეგვიწყალე!


--------------------
The God became the person, that the person became the god.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Mar 9 2007, 12:23 PM
პოსტი #505


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



ზურა
სალამი ზურა

ციტატა
რადგანაც ქრისტეს ეკლესია სიყვარულში შეიცნობა (როგორც მაცხოვარმა გვასწავლა),
მე კიდევ ის გამოკვირდებოდა, რომ სხვაგვარად ყოფილიყო


მართლა? პირველად გავიგე wink.gif


ციტატა
ამის დამწერი (ზოგადად და არა კონკრეტული პიროვნება) აზრზე არ არის საერთოდ რას წარმოადგენს
ქრისტეს ეკლესია და რაშია მისი დანიშნულება.


მაგის მეტი სადარდებელი არ მოგცა ღმერთმა...მთავარია შენ (და ზოგადად ვინც მასე ფიქრობს) იყო აზრზე wink.gif

რაც მე ზეომოთ დავწერე ყველას კარგად მოეხსენება და ახლა რაც გინდა ამტკიცე ჩემო ზურიკო..

პ.ს. იმედია რისხვას არ მომაწევ smile.gif

ციტატა
დღეს თუ შემთხვევით, დასავლეთ ქრისტიანთა რომელიმნე ვეებერთელა კონფერენციაზე,
ყრილობაზე ან მაგდაგვარზე მოხვდებით...
უშველებელ თავებიან მქადაგებელთა ლამაზი ''რეჩებით'' მოიხიბლებით:
(დღის წესრიგშია)
- როგორ ვებრძოლოთ სიღარიბეს ?!
როგორ ვებრძოლოთ დედამიწაზე მძვინვარე გაჭირვებას ?!
როგორ აღმოიფხვრას: ავადმყოფობა, შიმშილობა... სიკვდილიანობა!?
ერთი სიტყვით, მიზანი ერთია - დედამიწაზე სამოთხის აშენება!!!


მაგ კონფერენციებზე პირადად ვყოფილვარ და მაგ ადამიანების (ვინც აყვავების სახარებას ქადაგებს და კიდევ მთელ რიგ სიცრუეს , რომელიც ლამაზი ფერებით არის დახატული....)"დაუძინებელი მტერი " ვარ smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Mar 9 2007, 12:24 PM
პოსტი #506


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ზურა


smile.gif


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზურა
პოსტი Mar 9 2007, 12:58 PM
პოსტი #507


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 72
რეგისტრ.: 3-January 07
წევრი № 783



ციტატა(გლახა @ Mar 9 2007, 11:23 AM) *
სალამი ზურა

სალამს ვერ გგკადრებ... გამარჯობა ძმაო. smile.gif


ციტატა(გლახა @ Mar 9 2007, 11:23 AM) *
- რადგანაც ქრისტეს ეკლესია სიყვარულში შეიცნობა.
- მართლა? პირველად გავიგე wink.gif


... მაგის მეტი სადარდებელი არ მოგცა ღმერთმა...მთავარია შენ (და ზოგადად ვინც მასე ფიქრობს) იყო აზრზე wink.gif

.... რაც მე ზეომოთ დავწერე ყველას კარგად მოეხსენება და ახლა რაც გინდა ამტკიცე ჩემო ზურიკო..

პ.ს. იმედია რისხვას არ მომაწევ smile.gif


რისხვა?
რაიზე ძამია?
ნამდვილად არ მესმის, რა საჭიროა ისედაც დასახიჩრებულ სულზე კიდევ ერთი ჭრილობა დავისვა...

განა შენ გინახავს, რომ პალატაში ერთი ავადმყოფი მეორე ავდმყოფს დასცინოდეს?
მესმის... გითანაგრძნობ... მეცოდები...

უფალმა დაგლოცოს!


მხევალი ნინო
ახლოდან გამარჯობა და გკოცნი დაო smile.gif
მადლობა უფალს.


--------------------
The God became the person, that the person became the god.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Mar 9 2007, 01:05 PM
პოსტი #508


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



ზურა
ციტატა
სალამს ვერ გგკადრებ... გამარჯობა ძმაო.

რათა? sad.gif

ციტატა
რისხვა?
რაიზე ძამია?
ნამდვილად არ მესმის, რა საჭიროა ისედაც დასახიჩრებულ სულზე კიდევ ერთი ჭრილობა დავისვა...

განა შენ გინახავს, რომ პალატაში ერთი ავადმყოფი მეორე ავდმყოფს დასცინოდეს?
მესმის... გითანაგრძნობ... მეცოდები...



უფალმა დაგლოცოს!


unsure.gif sad.gif

შენც დაგლოცოს უფალმა, მეც ..და ყველა დაგვლოცოს !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზურა
პოსტი Mar 9 2007, 01:44 PM
პოსტი #509


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 72
რეგისტრ.: 3-January 07
წევრი № 783



ციტატა(გლახა @ Mar 9 2007, 12:05 PM) *

ზურა

რათა? sad.gif


პირადულია;
უფრო ზუსტად კი, ჩემ პიროვნებასა და მაგ სიტყვას შორის შავი კატების ჯოგმა ჩაიქროლა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ძველ ვირტუალურ მეგობრებს ისიც კი ახსოვთ, როგორ ვებრძოდი და თემებსაც კი ვხსნიდი მის დასამარცხებლად...


გკოცნი smile.gif
სიმართლეს ვიტყვი და გთხოვ ყურადღება არ მიაქციო თუ ოდესმე (ძველად)
ჩემი სულელობის გამო, მკაცრი ტონი გამომსვლია - მერწმუნე უნებლიედ მომსვლია და
არასოდეს მქონია სურვილი ვინმე განმესაჯა და მითუმეტეს გული მეტკინებინა...

თუმცა ... ხშირად ვაკეთებ იმას რაც არ მსურს და რაც მძულს sad.gif
ცოდვის მონა ვარ.... ეეხხ პავლე პავლე, ვიცი რომ არ ვიმსახურებთ,
მაგრამ გთხოვ სიტყვა შეგვაწიე ჩვენ მხსნელთან...

წმინდათა მამათა ლოცვითა ჩვენითა, უფალო იესო ქრისტევ, შეგვიწყალე ჩვენ ცოდვილნი sad.gif





--------------------
The God became the person, that the person became the god.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთა
პოსტი Mar 9 2007, 03:22 PM
პოსტი #510


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,637
რეგისტრ.: 28-July 06
მდებარ.: tel-aviv
წევრი № 22



iako
ციტატა
ხშირად მეც გამიკითხია ჩვენი მთავრობა, მაგრამ ვართ კი ჩვენ თვითონ უშეცდომო და ვასრულებთ კი ჩვენს მოვალეობას ყოველთვის პირნათლად? სხვას რომ ვთხოვთ.
თითოეულმა ადამიანმა საკუთარი თავიდან უნდა დაიწყოს შEცვლა უკეთEსობისკენ და შემდეგ სხვას მოვთხოვოთ.



იაკო სრულიად გეთანხმები მეც, რაც სეხება გლახა აკლესიას თავისი აზრი გაჩნია კიდევაც ამ მთავრობის შესახებ და ასევე წინანდლებზე გაჩნდა მაგრამ პოლიტაში ღიათ არ არევიან და ჩემის აზრით კარგსაც შვებიან .


--------------------
http://www.youtube.com/user/shotka84tube
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Mar 9 2007, 06:33 PM
პოსტი #511


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



ზურა
ციტატა
გკოცნი
სიმართლეს ვიტყვი და გთხოვ ყურადღება არ მიაქციო თუ ოდესმე (ძველად)
ჩემი სულელობის გამო, მკაცრი ტონი გამომსვლია - მერწმუნე უნებლიედ მომსვლია და
არასოდეს მქონია სურვილი ვინმე განმესაჯა და მითუმეტეს გული მეტკინებინა...

თუმცა ... ხშირად ვაკეთებ იმას რაც არ მსურს და რაც მძულს
ცოდვის მონა ვარ....


დაივიწყე smile.gif
მეც მაპატიე....
მეც ხშირად ვაკეთებ იმას რაც არ მსურს...რას ვიზამთ ცოდვილი ადამიანები ვართ sad.gif

დაგლოცოს უფალმა ცისამ და მიწისამ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 9 2007, 09:06 PM
პოსტი #512


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ზურა,

კეთილი იყოს შენი დაბრუნება, იმედია საღვთისმეტყველო თემებში გიხილავთ smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზურა
პოსტი Mar 9 2007, 09:41 PM
პოსტი #513


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 72
რეგისტრ.: 3-January 07
წევრი № 783



ციტატა(KAIROS @ Mar 9 2007, 08:06 PM) *

ზურა,
კეთილი იყოს შენი დაბრუნება, იმედია საღვთისმეტყველო თემებში გიხილავთ smile.gif


უფალმა დაგლოცოს ძმაო smile.gif

რაც შეეხება ჩემ აქტიურობას... ნამდვილად მიჭირს პასუხის გაცემა.

რაც დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ცოდნა ოკეანეში მოტივტივე კუნძულია;

რაც უფრო მეტი ვიცი მით უფრო დიდია ჩემი კუნძული, რადგან
რაც უფრო იზრდება ცოდნა, მით უფრო იზრდება კუნძულიც,
და თითქოს რაც უფრო იზრდება კუნძული, მით უფრო მყარად უნდა ვგრძნობდე თავს...
თუმცა...
უცოდინარეობა - სანაპირო ზოლია, რომელიც ხმელეთს ყოფს წყლისაგან.
რაც უფრო დიდია ხმელეთი, მით უფრო დიდია სანაპირო ზოლი,
რაც უფრო იზრდება ჩემი კუნძული, მით უფრო იზრდება მისი სანაპირო ზოლიც
და რაც უფრო იზრდება სანაპირო ზოლი, მით უფრო არამყარედ ვგრძნობს თავს...
ანუ როგორც კეთილი სოკრატე იტყოდა: ''მე ვიცი ის, რომ არც არაფერი არ ვიცი'' ...


ვერიდები, რომ ასეთ დღეებში (დისკუსიებში) უნებლიედ ვინმეს გული ვატკინო და
კიდევ უფრო დავიმძიმო ჩემო ცოდვილი სული... ისედაც მოსვენებას არ მაძლევს აზრი,
რომ ნამდვილად არ ვიმსახურებ ქრისტეს მადლს, რომელსაც განუწყვეტლივ ვგრძნობ...
გასაჭირი რა სანატრებელია, თუმცა მაგ დროს ალბათ თავს უფრო კარგად ვგრძნობ,
რადგანაც ვიცი, რომ მეტის ღირსი არა ვარ...

უფალო შეგვიწყალე.




--------------------
The God became the person, that the person became the god.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 9 2007, 09:50 PM
პოსტი #514


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



მესმის, ზურაბ, მარხვის განწყობილებას იშვიათად იპოვი მართლაც ფორუმის ბევრ თოფიქში, შეგვინდოს უფალმა!

მაგრამ ვფიქრობ, სიკეთის კეთება და ის რაც იცი იმის გამოთქმა და გავრცელება, მარხვას არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს, თუმცა სადღაც მართალი ხარ, ცოდნას და კუნძულს რაც შეეხება, სწორი იყო ის დიდი კაცი, რომ მიხვდა, რომ მხოლოდ ის იცოდა, რომ არაფერი იცოდა...

მოკლედ, როცა გესიამოვნება და ჩათვლი საჭიროდ, გაგვიხარდება შენი ხილვა თეოლოგიურ კამათებში!

მარხვის მადლი გეწეოდეს!

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Mar 9 2007, 11:28 PM
პოსტი #515


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ახალი "შიში" - ახალი აღთქმის წაკითხვა, რომელიც გამოცემულია ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტის მიერ, ილია 2 ლოცვა კურთხევით...

ზოგიერთი ფანატიკოსის აზრით არამართებული ყოფილა "ახალი აღთქმის" წაკითხვა, არაკანონიკურობის გამო, მხოლოდ "ახალი აღთქუმაი" (ძველქართული) უნდა ვიკითხოთ...


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
d.p
პოსტი Mar 10 2007, 03:54 AM
პოსტი #516


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,115
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 763



ციტატა
რაც დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ცოდნა ოკეანეში მოტივტივე კუნძულია;

რაც უფრო მეტი ვიცი მით უფრო დიდია ჩემი კუნძული, რადგან
რაც უფრო იზრდება ცოდნა, მით უფრო იზრდება კუნძულიც,
და თითქოს რაც უფრო იზრდება კუნძული, მით უფრო მყარად უნდა ვგრძნობდე თავს...
თუმცა...
უცოდინარეობა - სანაპირო ზოლია, რომელიც ხმელეთს ყოფს წყლისაგან.
რაც უფრო დიდია ხმელეთი, მით უფრო დიდია სანაპირო ზოლი,
რაც უფრო იზრდება ჩემი კუნძული, მით უფრო იზრდება მისი სანაპირო ზოლიც
და რაც უფრო იზრდება სანაპირო ზოლი, მით უფრო არამყარედ ვგრძნობს თავს...


ვაა ეგ სიტყვები მეცნობა - ვისია?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sapa inca
პოსტი Mar 10 2007, 04:28 AM
პოსტი #517


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 11
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,290



სალამი...საინტერესო და აქტუალური თემაა..შევეცდები ჩემი აზრი გამოვთქვა საკითხზე..პირველი რამდენიმე გვერდი და ბოლომდე ვეღარ ჩავედი, მაგრამ ვატყობ საუბარმა თემას გადაუხვიე ტრადიციისამებრ... რაც შეეხება მათ ვისაც კომპიუტერის და ტელევიზორის და ა.შ. 'ეშინიათ' - ჩემის აზრით ყველაფერი დედამიწაზე თავისი არსით კარგიც და ცუდიც ერთდროულადაა...მააგლითად ტელევიზორი - უამრავი სისულელეა შიგ, მაგრამ კარგიცაა რაღაც, მთავარია შენ კარგი ნახე და ცუდს ნუ შეხედავ და ტელევიზორიც არაპერს 'დაგიშავებს' ..იგივე კომპიუტერი.. ანუ როგორც შენ მას იყენებ ისე ძემოქმედებს იგი შენზე..

ერთმა ადამიანმა შენიშვნა მომცა როდენის 'კოცნის' გამო... გარყვნილება და საზიზღობააო.. ერთი არსება კიდევ ბეთჰოვენს არ უსმენს მისი აღვირახსნილი ცხოვრების გამო და ამტკიცებს ჯოჯოხეთშიაო..ზოგიც ვან გოგს უარყოფს რადგან მან თავი მოიკლა და ასე შემდეგ..უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება...

ეს ჩემის აზრით ფანატიზმიაა..მეტისმეტია და არასაჭირო.. გამომწვევი მიზეზეის თუ მიზეზების დადგენა რთულია, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზთაგანი ჩემის აზრით არის 'დაშტამპულად' ფიქრი და აზროვნებაა..'დაშტამპული' გაანთლება და ერუდიციაა..

აი ჩემი 'მოკრძალებული' აზრიკოც..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 10 2007, 11:22 PM
პოსტი #518


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ერთი არსება კიდევ ბეთჰოვენს არ უსმენს მისი აღვირახსნილი ცხოვრების გამო და ამტკიცებს ჯოჯოხეთშიაო..



რკინის არგუმენტია biggrin.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზურა
პოსტი Mar 10 2007, 11:46 PM
პოსტი #519


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 72
რეგისტრ.: 3-January 07
წევრი № 783



ციტატა(d.p @ Mar 10 2007, 02:54 AM) *
ვაა ეგ სიტყვები მეცნობა - ვისია?


კარგი გამარჯობა,

ნამდვილად ვერ ვიხსენებ... მემგონი როდისღაც, სადღაც, რაღაც მიახლოებული იდეა ან აზრი ამოვიკითხე,
რის მერეც გარკვეულწილად გავაშალაშინე ჩემებურ ყაიდაზე biggrin.gif

ყოველ შემთხვევაში სოკრატეს არ აკუთვნის და არც მის მოსწავლეს (პლატონს) და არც მის მოსწავლეს (არისტოტელეს) ანუ ანტიკური არაა.
სოკრატე თავისი განთქმული ცინიზმით ამატებდა: ''მე ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი... სხვებმა კი ესეც არ იციან'' biggrin.gif

ალბათ უფრო მოდერნულ დროში მივაგენი ''კუნძულის'' იდეას...


--------------------
The God became the person, that the person became the god.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
d.p
პოსტი Mar 11 2007, 01:37 AM
პოსტი #520


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,115
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 763




ზურა

მემგონი გამახსენდა - მართლაც მოდერნულ დროში მიაგენი smile.gif მაგის ავტორია ჯონ უილერი - 20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფიზიკოსი ( პრინციპში ეხლაც ცოცხალია ) - გრავიტაციის და ზოგადი ფარდობითობის თეორიის მამა smile.gif გენიალური კაცია.

We live on an island surrounded by a sea of ignorance. As our island of knowledge grows, so does the shore of our ignorance.
John A. Wheeler

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

162 გვერდი V « < 24 25 26 27 28 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th June 2025 - 08:20 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი