![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
ზებედე |
![]()
პოსტი
#581
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
ახალი შიში: ბასილ კობახიძის რაიმე სახის დახმარება -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#582
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ახალი მარგალიტი შეემატა ამ სიას,
მართლმადიდებლებს დღეს ეშინიათ: 1. შტრიხ კოდების 2. მსოფლიო საიდუმლო შეთქმულების 3. საიდენტიფიკაციო ნომრების 4. შელოცვების 5. კათოლიკურ ტაძრებში შესვლის 6. ტელევიზორის 7. კომპიუტერის 8. ზღვაზე "სიშიშვლის" 9. ცეკვის 10. სპორტის 11. პირველ იანვარს ახალი წლის აღნიშვნის 12. მუსიკის მოსმენის 13. მოძღვართან შეუთანხმებელი ფიქრის 14. ახალი სტილის კალენდრის 15. კონცერტებზე სიარულის 16. ბალეტზე და ოპერაში წასვლის 17. დენ ბრაუნის კრეტინობის ყურების 18. ჰარი პოტერის კითხვის 19. ინსტრუმენტზე დაკვრის 20. საერო წიგნების კითხვის 21. ერში მცხოვრებ ღვთისმეტყველ პროფესორთა მიმართ (მაგ: ა. ოსიპოვი,ა. კურაევი, ე. ჭელიძე და სხვები) და უკვე 22. მეცნიერების მიმართ, მეცნიერთა არამართლმადიდებლური მრწამსის გამო 23. მრუშობის ჩადენის, არა იმიტომ, რომ ეს პირველ რიგში ჯვარს აცვამს ქრისტეს და მერე ვნებს სულს, არამედ, შიში პირველი პარტნიორის შვილების შესაძლო გაჩენისა 24. პირად ლოცვაში ვინმეს მოხსენიების 25. ეკუმენიზმში მონაწილე სასულიერო პირების მიმართ შიში და ზიზღი (ვგულისხმობ მათგან ლოცვა კურთხევის აღების შიშს და მათთან საუბარს) 26. საერო ხელისუფლების ლოცვებში მოხსენიების 27. სუნამოს დასხმის 28. თანამედროვე ჩაცმულობის და გალამაზების შიში, განსაკუთრებით გოგონებში 29. ყოველგვარი "საეჭვო " ნიშან-სიმბოლოების, ხუთქიმიანი (თუნდაც ექვსქიმიანის) ვარსკლავის შიში, ( ჯადოქრების თემა), 666 რიცხვის შიში და ა.შ. 30. ესქატომანია, ეს უფრო შიში კი არა მანიაა, ამაზე ცალკე თემაზე გავხსნი... 31. რომის პაპის "დაბადების დღის" მილოცვის შიში 32. თანამედროვე ქართულ ენაზე აღვლენილი წირვა-ლოცვის პანიკური შიში 33. შეყვარებულლის ამბორის 34. არა კაც კვლის - მცნების აღსრულების 35. პამპერსების გამოყენების და 36. ადამიანების დახმარების, რომლებიც არ არიან კარგ დამოკიდებულებაში ეკლესიასთან -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
თამარი_ცქნაფო |
![]()
პოსტი
#583
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 ![]() |
ეეე, 23 პუნტქი?
![]() ![]() -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
Sotiris |
![]()
პოსტი
#584
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 ![]() |
[quote name='კანუდოსელი' date='Jun 19 2007, 05:44 PM' post='113418']
ახალი მარგალიტი შეემატა ამ სიას, [/quote] მგონი ზოგიერთები მტრის ხატის შექმნას ცდილობენ, მაგრამ უფრო კარიკატურა გამოსდით. [quote]მართლმადიდებლებს დღეს ეშინიათ: 1. შტრიხ კოდების 2. მსოფლიო საიდუმლო შეთქმულების 3. საიდენტიფიკაციო ნომრების[/quote] ეს სამი პუნქტი ერთად შეიძლება განიხილოს კაცმა. მართლმადიდებლებს კი არ ეშინიათ შტრიხ-კოდების, არამედ შეშფოთებას გამოთქვამენ მათთან დაკავშირებულ ერთ ძნელად ასახსნელ რამეზე, რაც კარგადაა ნაჩვენები აი ამ მეცნიერულ გამოკვლევაში ("შტრიხკოდი და რიცხვი 666"), რომელიც ათონის წმ. მთის წმ. გრიგოლის მონასტრის მამაების მიერაა დაწერილი. ბუნებრივია, თუ ვინმე წმ. გრიგოლის მონასტრის მამებს არ ეთანხმება, მაშინ მათი ნაშრომი ნაბიჯ-ნაბიჯ, მეცნიერულად უნდა უარყოს. ზუსტად იგივე ხდება გლობალიზაციაზეც, გაზრდილ პირად კონტროლზე და ა.შ. შიში პირიქით იმათ აქვთ, ვინც ამ საკითხებზე საუბარს ან ფიქრს თავს არიდებს. მამა პაისი ათონელს არ ერიდებოდა. [quote]4. შელოცვების[/quote] ზოგს, როგორც ჩანს, პროტესტანტებივით შელოცვის შესაძლო ქმედითობისა არ სჯერა (რაც ღმრთის დაშვებით ხდება ცხადია). [quote]5. კათოლიკურ ტაძრებში შესვლის[/quote] სალოცავად შესვლა ცხადია ეშინიათ. [quote]6. ტელევიზორის 7. კომპიუტერის[/quote] ეს ორი შეიძლება ერთად განვიხილოთ. ჩემი პირადი გამოცდილებაა, რომ ზოგიერთის მიერ ამ ფორუმზე "უბნელესებად" გამოცხადებულ პირებსაც კი არ ეშინიათ კომპიუტერის ან ტელევიზორს, და სხვებზე რა საუბარია საერთოდ. კომპიუტერი ან ტელევიზორი ცხადია შეიძლება ცდუნების საშუალებაც გახდეს, და თუ ვინმე მოერიდება კიდეც მათ, ეს ფსევდომართლმადიდებლად აქცევს მას? თუ სახარებაში წერია, რომ ცხონებისთვის კომპიუტერია აუცილებელი? ![]() [quote]8. ზღვაზე "სიშიშვლის"[/quote] ახლიდან ვდებ ოქროპირის ტექსტს, რომელიც უკვე დავდე (ერთი ამდენი უწერია კიდევ, მაგრამ ახლა სათარგმნელად არ მცალია): და თითქოს საკმარისი არ იყო წინა დღე, მაგრამ მომდევნო დღესაც, როდესაც საჭირო იყო წინა უშჯულოებისგან დასვენება, შენ კვლავ წახვედი სანახაობაზე, კვამლიდან ცეცხლში გადახტი, საკუთარი თავი სხვა, უსაშინლეს უფსკრულში გადაჩეხე. მოხუცებმა თავისი ჭაღარა შეარცხვინეს, ახალგაზრდებმა საკუთარი ახალგაზრდობა დააყენეს საფრთხის ქვეშ, მამებმა, მიიყვანეს რა იქ საკუთარი შვილები, ყველაზე უბიწო ასაკიდან შთააგდეს უშჯულოების უფსკრულში. არ შეცდება ის, ვინც იტყვის, რომ ესენი მამები კი არა, შვილების მკვლელები არიან, რომლებიც უშჯულოებით ღუპავენ მათგან ნაშობთა სულებს. სენ იტყვი, რა უშჯულობაა აქ? მაგრამ სწორედ ამიტომ ვარ მწუხარე, რომ ავად ხარ და არ იცი რომ ავად ხარ, არ ეძებ ექიმს. სიძვით ხარ აღსავსე და კითხულობ, რა უშჯულოებაა? განა არ გსმენია ქრისტეს სიტყვები: ყოველი, რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულისთქუმად მისა, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თჳსსა? მაგრამ რა მოხდება, იტყვი შენ, თუ მე გულისთქმის გარეშე შევხედავ მას? მაგრამ როგორ უნდა შეძლო ჩემი ამაში დარწმუნება? ვინც თავს არ იკავებს რომ შეხედოს, არამედ ასეთ გულმოდგინებას იჩენს ამაში, როგორ შეუძლია მას შეხედვის შემდეგ დარჩეს სუფთა? განა შენი სხეული ქვაა? შენ ხორცით ხარ შემოსილი, კაცობრივი ხორცით, რომელიც ჩალაზე უფრო ძლიერად აღეგზნება ვნებისგან. და რატომ ვლაპარაკობ მარტო სანახაობებზე? ხშირად მოედანზეც, შეგვხვდება რა ქალი, უხერხულად ვგრძნობთ თავს და ვიბნევით, ხოლო შენ ზიხარ ზემოთ, სადაც ამდენი სტიმულია უხამსობისთვის, ხედავ მეძავ ქალს რომელიც გამოდის თავდაუბურველი, უსირცხვილოდ, ოქროს ტანსაცმელში შემოსილი, რომელიც ნაზ და მაცდუნებელ მოძრაობებს ასრულებს, მრუშულ სიმღერებს და გარყვნილ ლექსებს მღერის, ბილწ სიტყვებს ამბობს და ისეთ უხამსობებს ჩადის, რომ შენ, მაყურებელო, წარმოიდგენ რა მას გონებაში, თვალებს ხრი. როგორ ბედავ თქმას, რომ არაფერ ადამიანურს არ განიცდი? განა შენი სხეული ქვაა? განა იგი რკინაა? არ დავცხრები ამის გამეორებისგან. განა შენ უფრო კეთილმოყვარე ხარ, ვიდრე ის დიდი და ღირსი ხალხი, ვინც ერთი ასეთი შეხედვის გამო დაეცა? არ გესმის, რას ამბობს სოლომონი? ვის შეუძლია უბეში აიღოს ცეცხლი და ტანსაცმელი არ დაეწვას? შესაძლებელია ცხელ ნაკვერცხალზე სიარული ფეხების დაწვის გარეშე? აქვე შეიძლება ზოგადად ქუჩაში უმსგავსოდ ჩაცმულთა ხსენებაც და ა.შ. მე ამაზე კომენტარს არ გავაკეტებ, თავად არკვიეთ ოქროპირთან ვინაა რკინის და ვინ - ქვის. [quote]9. ცეკვის[/quote] უმსგავსო როკვის და ვნებად ქცეული ცეკვის - უეჭველად (ჰეროდია გავიხსენოთ?). თუ ვინმეს ცეკვის და გართობის გარეშე ცხოვრება შეუძლია (მოთხოვნა არა აქვს უბრალოდ) - ქება და დიდება მას, მეტი სულიერი სრულყოფილებისკენ ნაბიჯი გადაუდგია. [quote]10. სპორტის[/quote] აი ასეთი სპორტი თქვენთვის შეინახეთ. ახლა ცხადი არ არის ზებედე-კანუდოსელმა რა იგულისხმეს სპორტის შიშში, მაგრამ ეჭვი მაქვს ის, რის შესახებაც ოქროპირი წერს. [quote]11. პირველ იანვარს ახალი წლის აღნიშვნის [/quote] იგულისხმება ღრეობა და ზოგადად მარხვისთვის შეუფერებელი ქცევა? [quote]12. მუსიკის მოსმენის [/quote] ეს მე-19 პუნქტთან ერთად უნდა განიხილოს კაცმა (19. ინსტრუმენტზე დაკვრა). მუსიკა მუსიკას გააჩნია, რაც გამოჩნდა კიდეც ერთ-ერთ გვერდით თემაში როკის განხილვისას. ამაზე დამატებით კონცერტებზე სიარულის შესახებ მუხლში ვისაუბრებ. [quote]13. მოძღვართან შეუთანხმებელი ფიქრის[/quote] ამის დამწერი რაზე ფიქრობდა და რას გულისხმობდა, არ ვიცი. ისე კი შეფარულად იგრძნობა დაუმორჩილებლობისკენ მოწოდება (შეიძლება ვცდები), იმიტომ რომ რაღაც გროტესკული და უაზრო რამე იწერება. [quote]14. ახალი სტილის კალენდრის [/quote] ახალი სტილის არავის ეშინია, იმიტომ რომ ყველა იყენებს საერო საქმეებისთვის, ამიტომ ეს მუხლი თავიდანვე უაზრობაა. ახალი სტილი არ მოსწონთ ეკლესიისთვის. სულ ეს არის. რატომ არაა ახალი სტილი საჭირო ეკლესიისთვის, ეს ცალკე საკითხია. [quote]15. კონცერტებზე სიარულის 16. ბალეტზე და ოპერაში წასვლის [/quote] მუსიკის შესახებ ჩემის აზრით კარგად წერია მღვდელმონაზონ ლაზარე გნატივის სტატიაში "ღირსი ბარსანოფი ოპტინელი და მუსიკალური კულტურა", რომელიც რეალურად წმ. ბარსანოფის შეხედულებების გადმოცემას წარმოადგენს. სტატია შეგიძლიათ ამ ფაილში ნახოთ, გვ. 345-351 (დრო არ მაქვს რომ ვთარგმნო, თუ ვინმე თავის თავზე აიღებს, მადლს იზამს). ისე მე იცით რა მიკვირს, აი ზოგ ხალხს სულ არა აქვს მოთხოვნა მუსიკას უსმინოს ან კონცერტებზე იაროს, უბრალოდ არ უყვარს და ვერ აფასებს (ასეთი ბევრია, არა?). დავაძალოთ რომ იარონ? ![]() [quote]17. დენ ბრაუნის კრეტინობის ყურების 18. ჰარი პოტერის კითხვის[/quote] დენ ბრაუნის წიგნი ღმრთისგმობაა. ვერაფერს ვხედავ დასაძრახს იმაში, რომ ზოგიერთს არ სურს მისი წიგნის წაკითხვა ან მის მიხედვით გადაღებული ფილმის ყურება. ახლა ისიც ფსევდომართლმადიდებლობა და შიშია, თუ ვინმეს არ სურს უყუროს, ვთქვათ, როგორ წვავს ვინმე ბარბაროსი ხატს? ან ბილწავს ეკლესიას? ღმრთის შეურაცხყოფა არ არის ესეც? ჰარი პოტერიც აშკარად შორს დგას მართლმადიდებლობისგან მოოკულტო ხასიათის გამო და ა.შ. მე ის მიკვირს, რომ ამ შიშების იდენტიფიცირების ნაცვლად რატომ არ დაწერენ ზოგიერთები ამ ორი წიგნის შინაარსიან განხილვას, მითუფრო, რომ სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებში ეს მრავალმა მოიმოქმედა? არარელიგიურ ან ფორმალურად რელიგიურ ხალხს კითხვები უჩნდება და რა შეუძლია მათ შესთავაზოს დღეს საქართველოს ეკლესიამ ისეთი, რაც მათს ინტელექტუალურ დონეს დააკმაყოფილებდა? [quote]20. საერო წიგნების კითხვის [/quote] ჩავბჟირდი. სკოლის სახელმძღვანელოები ისე რა კატეგორიაში გადის? [quote]21. ერში მცხოვრებ ღვთისმეტყველ პროფესორთა მიმართ (მაგ: ა. ოსიპოვი,ა. კურაევი, ე. ჭელიძე და სხვები)[/quote] "სხვები" ვინაა? ![]() [quote]და უკვე 22. მეცნიერების მიმართ, მეცნიერთა არამართლმადიდებლური მრწამსის გამო[/quote] ჰო, დედამიწა ბრტყელია და ოთხ დიდ სპილოზე დგას ![]() [quote]23. მრუშობის ჩადენის, არა იმიტომ, რომ ეს პირველ რიგში ჯვარს აცვამს ქრისტეს და მერე ვნებს სულს, არამედ, შიში პირველი პარტნიორის შვილების შესაძლო გაჩენისა [/quote] ხო, რავი, ამის აზრს ვერ ვხვდები. ზოგს შეიძლება მრუშობის საერთოდ არ ეშინია. [quote]24. პირად ლოცვაში ვინმეს მოხსენიების[/quote] ხო, მაგალითად ვისი? სულიერად ავადმყოფების? [quote]25. ეკუმენიზმში მონაწილე სასულიერო პირების მიმართ შიში და ზიზღი (ვგულისხმობ მათგან ლოცვა კურთხევის აღების შიშს და მათთან საუბარს) [/quote] პაროდიას წერთ ვინმეზე, თუ რაა? უპს, ისე მგონი მაგ შიში მამა პაისისაც ჰქონდა (ეს ზიზღი რა ოსტატურად მიაკერა გუჯა-ზებედე-ეკემენისტ-orthodox 82-მა), რომელიც სიცოცხლის ბოლო წლებში ასეთ ხალხს შეძლებისდაგვარად გაურბოდა. ![]() [quote]26. საერო ხელისუფლების ლოცვებში მოხსენიების[/quote] ხო, ნუ ლენინი აცხოვნეო, ესეც დასაშვებია. [quote]27. სუნამოს დასხმის 28. თანამედროვე ჩაცმულობის და გალამაზების შიში, განსაკუთრებით გოგონებში[/quote] სუნამოს დასხმაში იგულისხმება, იპრიტის სიმძლავრის სუნამოს დასხმა, თანამედროვე ჩაცმულობაში იგულისხმება 4/5-ით შიშვლად სიარული და გალამაზებაში 80000 დოლარის ჯამური ღირებულების მქონე 3 პლასტიკური ოპერაცია ტაილანდში ![]() ვახ, აცალეთ ხალხს ისეთებად ყოფნა, როგორებიც უნდათ იყვნენ. [quote]29. ყოველგვარი "საეჭვო " ნიშან-სიმბოლოების, ხუთქიმიანი (თუნდაც ექვსქიმიანის) ვარსკლავის შიში, ( ჯადოქრების თემა), 666 რიცხვის შიში და ა.შ.[/quote] ოოო, თუ არ "გეშინია", მკლავზე და შუბლზე უნდა ამოიტვიფროთ და ჰერი-ჰერი ![]() [quote]30. ესქატომანია, ეს უფრო შიში კი არა მანიაა, ამაზე ცალკე თემაზე გავხსნი...[/quote] ნუ ისევ რაღაც გროტესკზე დავდივართ რა. [quote]31. რომის პაპის "დაბადების დღის" მილოცვის შიში [/quote] კარგი, აგერაა პატრიარქ ალექსის მიერ რომის პაპისთვის გაგზავნილი ერთი წერილი, რომელშიც ბოლო აბზაცს განვიხილავთ (სხვა წერილებიც ეგეთ სტილში ბოლოვდება): Я также желаю Вашему Святейшеству доброго здоровья и призываю обильную помощь Господа для исполнения Вами высокого дела руководства римско-католической церковью. მე აგრეთვე ვუსურვებ თქვენს უწმიდესობას ჯანმრტელობას და ვითხოვ უფლის უხვ წყალობას თქვენს მიერ რომაულ-კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელობის მაღალი საქმის აღსასრულებლად. მოკლედ ღმრთის მადლი შეგეწიოს ერეტიკული ეკლესიის ხელმძღვანელობაშიო. გარდა ამისა, მოდი კვლავ პატრიარქ ალექსის მიერ რუსეთის მთავარ რაბინ ბერლ ლაზარისადმი მილოცვის ტექსტსაც გავეცნოთ. 31 мая Святейший Патриарх Московский и всея Руси Алексий II направил поздравление Главному раввину России Берл Лазару по случаю 40-летия со дня рождения: Главному раввину России, члену Президиума Межрелигиозного совета России и Межрелигиозного совета Содружества Независимых Государств Берлу Лазару Досточтимый Брат! Сердечно поздравляю Вас с 40-летием. Отрадно видеть, что Вы встречаете расцвет телесных сил в качестве одного из ведущих религиозных лидеров России и всего Содружества Независимых Государств. С глубоким удовлетворением хотелось бы отметить ставшее традиционным миротворческое сотрудничество между нами и выразить надежду на его продолжение. Желаю Вам крепости телесной и духовной, мира, радости и успехов в трудах на благо Вашей паствы. + АЛЕКСИЙ, ПАТРИАРХ МОСКОВСКИЙ И ВСЕЯ РУСИ Текст Патриаршего поздравления на приеме в Московском еврейском общинном центре, посвященный 40-летнему юбилею главного раввина России, 31 мая зачитал и вручил юбиляру заместитель председателя Отдела внешних церковных связей Московского Патриархата епископ Егорьевский Марк. საწყისი მიმართვა, "ღრმად პატივცემულო ძმაო" გვაფიქრებინებს, რომ მართლმადიდებლებმა რაბინი ლაზარი უნდა განვიხილოთ როგორც ეპისკოპოსი ![]() საქმე იმაში კი არაა, რომ გამარჯობა-გაგიმარჯოს დონის წერილის გაგზავნა არ შეიძლება (ეს ცხადია შეიძლება), არამედ იმაში, რომ ამ წერილების დაწერისას დასაშვებ ზღვარს გადავდივართ. [quote]32. თანამედროვე ქართულ ენაზე აღვლენილი წირვა-ლოცვის პანიკური შიში[/quote] ამაზე უკვე დაიწერა, თუმცა რამდენიმე მომენტი არ იქნა ნახსენები: თარგმნა უნდა მოხდეს ბერძნულიდან. ამ საქმის კვალიფიციურად შემსრულებელი საქართველოში არცთუ ბევრია, და მდომებელი კი საერთოდ არაა მგონი. ამიტომაა უკვე ეს ფანტაზია. ტექსტების ახლიდან თარგმნა ქართულად ექვივალენტურია ქართული საგალობლების მელოდიების დავიწყების არქივში ჩაბარებისა, არადა ზოგიერთს რომ კითხო გიჟდება ქართულ გალობაზე. გარდა ამისა, ბერძნული ტექსტების ზოგადი სტილი ძველ ქართულში კარგად ჯდება, ხოლო ახალ ქართულში პრიმიტიული უაზრობა გამოვა, მაგალითად დაახლოებით ასეთი: გავაღებ ჩემს პირს, ავივსები ჰაერით და ღმრთისმშობლისთვის გალობას დავიწყებ. ტექსტის საღმრთისმეტყველო სირთულეს ახალქართულზე თარგმნით არაფერი ეშველება და მნათეს ტერმინისა არ იყოს, მემწვანილეებს როგორც მანამდე არ ესმოდათ არაფერი, ისე ვერ გაიგებენ ახლაც (აი მარიამის დადებული ძლისპირი მიეცით და ნახეთ). გაუგებარი საღმრთისმეტყველო ტერმინები ისევ იქ დარჩება. მასე ბავშვებსაც არ ესმით ბევრი რამე, მაგრამ ზოგიერთი მსახურებაში ჩვენზე უკეთ მონაწილეობს და გონება არ დაურბის თხასავით იქეთ-აქეთ. [quote]33. შეყვარებულლის ამბორის[/quote] აუ, რა ამაღლებული სიტყვა - ამბორი გამოიყენეს. მოდი ეფთჳმე მთწამიდელის მცირე სჯულისკანონიდან დავწერ (ფსევდო)-ბასილი დიდის ერთ კანონს: უკუეთუ სხუასა თანა კოცნითა და ურთიერთას მიახლებითა შეემთხჳოს შეგინებაჲ, ოთხმეოც დღე უზიარებელ იყვნენ ორნივე და ზემოწერილსა მას კანონსა დღითი-დღჱ აღასრულებდენ და პურსა და წყალსა და მხალსა უმგბარსა ანუ ცერცუსა ჭამდენ უღჳნოდ და უზეთოდ. უკუეთუ კულა ჴელისმიყოფაჲ და კოცნაჲ იქმნას და დაცემაჲ დინებისაჲ არა შეემთხჳოს, მ დღე ოდენ აღასრულონ კანონი, ვითარცა ჴელითდაცემისაჲ. ახლა აქ სხვა რამეებზეც არის საუბარი, მაგრამ კოცნაც ფიგურირებს (და მაინცდამაინც უბიწო კოცნა არ იგულისხმება შუბლზე, ვგონებ ![]() [quote]34. არა კაც კვლის - მცნების აღსრულების[/quote] აუ, ეს ვერ გავიგე. კაცის მოკვლაზეა თუ არმოკვლაზეა საუბარი? [quote]35. პამპერსების გამოყენების[/quote] ვახ. [quote]და 36. ადამიანების დახმარების, რომლებიც არ არიან კარგ დამოკიდებულებაში ეკლესიასთან [/quote] ზედმეტად გაპრიმიტიულება ხდება ისევ სიტუაციის. მოკლედ მე იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ ზოგიერთს არ ეშინია ზედაპირული მსჯელობების და უაზრო და არარეალური რაღაცეების თქმის. ეუფ, რამხელა პოსტინგი გამოვიდა. -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#585
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
Sotiris
მე ჩემეულ კომენტარს დავდებ.... უპირველესად, ვერ გავიგე რა შიშზეა საუბარი ზოგადად? თემას ერქვა მართლმადიდებლობა თუ ფსევდომართლმადიდებლობა, სადაც ვაპირებდით განგვეხილა ის უაზრო წეს-ჩვეულებები, რომლებსაც მართლმადიდებლობას "მიაწერს" სჯულში ჩაუხედავი მრევლი (და ეს კარგი საქმე იქნებოდა) და უცებ იქცა შიშების თემად. რა შუაშია შიშები? დავუშვათ და ავიღოთ სატანისტური რიტუალი. მართლმადიდებელი მას ხომ კატეგორიულად არ უნდა დაესწროს? რაა ახლა ეს? შიში? თუ სჯულის აღსრულება? შიში ქრისტიანს მხოლოდ უფლის უნდა ჰქონდეს! "დასაბამი სიბრძნისა არს შიში ღვთისა", ამიტომ ნებისმიერი სხვა ვინმეს/რამის შიში უკვე თავადაა ფსევდომართლმადიდებლობა, მაგრამ ის, რომ ქრისტიანი რაღაც-რაღაცეებს უნდა მოერიდოს, ეს ცხადია. ამიტომ ამ კონტექსტში განვიხილოთ: მოვერიდოთ თუ არა: 1. შტრიხ კოდების ჯერ-ჯერობით მოსარიდებელი და საშიში არაფერი აქვს. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ შტრიხკოდებით ხდება შეგუება 666-ისადმი, მისი გაუბრალოება, რომ ერთ დღესაც ასევე "უბრალოდ" მივიღოთ ანტიქრისტეს ბეჭედი, თორემ შტრიხ-კოდს საშიში არაფერი აქვს 2. მსოფლიო საიდუმლო შეთქმულების ესეც ზოგადი ფრაზაა. ის ისტერია, რომ ყველაფერს მასონები მართავენ და აი, ახლა ამ წამს მე რომ ამას ვკრეფ უხილავი მასონები მიყურებენ ![]() 3. საიდენტიფიკაციო ნომრების ესეც წინა ორის კონტექსტშია განსახილველი 4. შელოცვების თუ შელოცვის მართლმადიდებელს ეშინია, ეს ცუდია. უნდა იცოდეს, რომ შელოცვას (თუკი ის მართლაც ბოროტის მსახურის მიერაა აღსრულებული) ძალა აქვს, მაგრამ აღმსარებლისა და მაზიარებლის წინაშე ეშმაკის ყოველი მანქანება განქარდება 5. კათოლიკურ ტაძრებში შესვლის აქაც მიზეზია დასადგენი, რატომ შევდივართ იქ და რისი "გვეშინია". მე პირადად ბევრ არამართლმადიდებლურ ტაძარში შევსულვარ და ამაში პრობლემა არაფერია, მაგრამ თუკი ეს შეუსვლელობა იმითაა გამოწვეული, რომ იქ რაღაც "მოგივა" ![]() ![]() 6. ტელევიზორის 7. კომპიუტერის ტექნიკის შიში აბსურდია. განსაკუთრებით კომპიუტერის. მაგრამ რაც შეეხება ტელევიზორს, მისი ყურება ცხადია შერჩევით უნდა მოხდეს. თუკი ვინმე მიიჩნევს, რომ ეს ორი ტექნიკური მოწყობილობა ეშმაკეულია, ცხადია, ეს ფსევდომართლმადიდებლობაა. ისე კი, ორივე ძალიან ფიტავს ადამიანს და თუკი ვინმე შეძლებს, მათდამი ჯანსაღი დამოკიდებულების პირობებში თავი მოარიდოს, ამაში ცუდი არაფერია. ოღონდ ამას "ბნელეთის ძალებთან ბრძოლის" ![]() 8. ზღვაზე "სიშიშვლის" რად უნდა ზღვა, ქუჩაშიც იაროს შიშველი!!! ![]() ![]() 9. ცეკვის ქართულ ეროვნულ ცეკვას "საშიში" და არამართლმადიდებლური არაფერი აქვს. რაც შეეხება უხამს როკვას, იგი ძალიან "უხდება" ქრისტიანს... 10. სპორტის ესეც განუმარტებელია. ფიზიკურ ვარჯიშს ეკლესია არ კრძალავს, ყველა წმინდა მხედარი ვინც გვყავს, ფიზიკურად მნიშვნელოვნად ვარჯიშობდა. ეს შიში თუ ფსევდომართლმადიდებლობა რა მიზეზით და ვის გამო ჩაიწერა, არ ვიცი..... 11. პირველ იანვარს ახალი წლის აღნიშვნის ახალი წელი არის საერო დღესასწაული და მას აღვნიშნავთ მაშინ, როცა ამას დაადგენს საერო მთავრობა. იმის გათვალისწინებით, რომ 1 იანვარს არის საშობაო მარხვა, ახალი წლის აღნიშვნაც შედარებით მოკრძალებული უნდა იყოს (მე ახალ წელს 1 იანვარს აღვნიშნავ) 12. მუსიკის მოსმენის ესეც განუმარებელია. რა მუსიკის? სატანისტური ტექსტების მქონე თუ გოგი დოლიძის? ან თუნდაც ევროპული სიმღერების (ადამიანური ტექსტითა და მელოდიით)? 13. მოძღვართან შეუთანხმებელი ფიქრის ფიქრის შეთანხმება მოძღვართან რბილად რომ ვთქვათ, სასაცილოა. მაგრამ მნიშვნელოვან საქმეზე მისგან კურთხევის აღება მეეჭვება ფსევდომართლმადიდებლობა იყოს. ხოლო კურთხევის აღებისთვის, ნოტარიუსივით ჩვენი გადაწყვეტილება კი არ უნდა დავამტკიცებინოთ, მასაც უნდა ვკითხოთ აზრი და ისე ვიმოქმედოთ 14. ახალი სტილის კალენდრი ეს სახელობით ბრუნვაში რატომაა? რისი შიში? ახალი სტილის კალენდრის? თუ ამ სტილის მქონე ადგილობრივი ეკლესიების? და სად შიში, ეკლესიაში? საშიში აქ არაფერია, ჩვენი ქრისტესმიერი ძმები და დები ამ კალენდარს იყენებენ, არც იმის მტკიცებაა საჭირო, რომ თურმე ძველი სტილი აცხონებს ადამიანს ![]() 15. კონცერტებზე სიარულის 16. ბალეტზე და ოპერაში წასვლის თუ მასში ქრისტიანობის საწინააღმდეგო არაფერია, პრობლემა არ არის. თავად პატრიარქიც არაერთხელ გვინახავს მსგავს კონცერტებზე გავაგრძელებ....... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#586
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
კანონისტი
ციტატა ნოტარიუსივით ჩვენი გადაწყვეტილება კი არ უნდა დავამტკიცებინოთ, მასაც უნდა ვკითხოთ აზრი და ისე ვიმოქმედოთ ![]() ეს მომეწონა. ციტატა მაგალითად დაახლოებით ასეთი: გავაღებ ჩემს პირს, ავივსები ჰაერით და ღმრთისმშობლისთვის გალობას დავიწყებ. ტექსტის საღმრთისმეტყველო სირთულეს ახალქართულზე თარგმნით არაფერი ეშველება და მნათეს ტერმინისა არ იყოს, მემწვანილეებს როგორც მანამდე არ ესმოდათ არაფერი, ისე ვერ გაიგებენ ახლაც (აი მარიამის დადებული ძლისპირი მიეცით და ნახეთ). გაუგებარი საღმრთისმეტყველო ტერმინები ისევ იქ დარჩება. მასე ბავშვებსაც არ ესმით ბევრი რამე, მაგრამ ზოგიერთი მსახურებაში ჩვენზე უკეთ მონაწილეობს და გონება არ დაურბის თხასავით იქეთ-აქეთ. სოტირის და დათოს ბოლო პოსტების წაკითხვისას თავი იუმორისტულ საღამოზე მეგონა, ცრემლებამდე მაცინეთ. ცოტ-ცოტა რაღაცაში ვერ დავეთანხმე, მაგრამ აქვს ამ ბავშვებსბ იუმორის გრძნობა და რა ვქნათ... -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#587
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
ციტატა მაგალითად დაახლოებით ასეთი: გავაღებ ჩემს პირს, ავივსები ჰაერით და ღმრთისმშობლისთვის გალობას დავიწყებ ეს ძველი ქართულით თქვით რა, ვერაფრით ვერ გადავთარგმნე, ვერც მივხვდი რომელია. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#588
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
მხევალი ნინო
ნოტარიუსის გარდა, კიდე გაგეციან რამეზე? ![]() ციტატა ცოტ-ცოტა რაღაცაში ვერ დავეთანხმე მაინც? თქვი და საინტერესო დისკუსია გამოვა.... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#589
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
[quote][quote]4. შელოცვების[/quote]
ზოგს, როგორც ჩანს, პროტესტანტებივით შელოცვის შესაძლო ქმედითობისა არ სჯერა (რაც ღმრთის დაშვებით ხდება ცხადია).[/quote] ვერ გავიგე... [quote]18. ჰარი პოტერის კითხვის[/quote][/quote] [quote][quote]11. პირველ იანვარს ახალი წლის აღნიშვნის [/quote] იგულისხმება ღრეობა და ზოგადად მარხვისთვის შეუფერებელი ქცევა?[/quote] მე მგონი აქ ახალი წელის აღნიშვნა პირდაპირი გაგებით იგულისმებოდა. მე პირადად სულ არ მიყვარს ახალი წლის შეხვედრა, რაღაც არ მხიბლავს ეს დღესასწაული, თუმცა ნაძვის ხის აწყობას ვერავინ მასწრებს ![]() [quote][quote]10. სპორტის[/quote][/quote] -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#590
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
მხევალი ნინო
ანუ სოტირისთან გქონია დასაზუსტებელი... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#591
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
კანონისტი
ციტატა ანუ სოტირისთან გქონია დასაზუსტებელი... ეგრე გამოდის, ციტატა გავაღებ ჩემს პირს, ავივსები ჰაერით და ღმრთისმშობლისთვის გალობას დავიწყებ ეს გადააძველქართულედ რა -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#592
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
სოტირის, ნუ შენს ამპლუაში ხარ რა
![]() რომ არ მოსცხო ჩირქი პატრიარქს არ შეგიძლია ხოლმე, ახლა ალექსისაც გადასწვდი.... მიზეზი მარტივია: აზროვნებას არ მიგაჩვიეს, ან შეგაშინეს, რომ გეაზროვნა და ხედავ იმას, რაც არ არის იმ წერილში და უტიფრადაც აცხადებ პატრიარქზე: ზღვარს გადავიდაო.... პ.ს. მაგარი ტესტია ეს თემა, ვინც იმ სიის წინააღმდეგ გამოდის ხოლმე, ხშირად "იძულებულია" მაღალ იერარქებზე განახორციელოს თავდასხმა, რაზეც სრულიად არ წუხს, ხოლო მამა რაფაელ კარელინის მიმართ ჩემი ტკბილი სიტყვები ძლიერ არ მოსწონს.... რატომ უნდა მომეწონოს მისი აზრები, როდესაც იგი ისეთ მუტანტებს ზრდის, რომლებიც შენსავით ცილს სწამებენ პატრიარქებს? -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
KAIROS |
![]()
პოსტი
#593
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა რომ არ მოსცხო ჩირქი პატრიარქს არ შეგიძლია ხოლმე, ახლა ალექსისაც გადასწვდი ნამდვილად, ეგ იყო, სულ დიპტიხის მიხედვით ლანძღა პატრიარქები ეკუმენიზმში და რატომღაც პატრიარქი ალექსი გამორჩა, და აი, მაინც არ გამოტოვა ![]() აფერუმ სიბეჯითეს! ეეჰით, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
marine |
![]()
პოსტი
#594
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,703 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#595
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
marine
ციტატა ახალი ხელმოწერა გაქვს, კაიროს? არა, სიტუაციიდან გამომდინარე იშვიათად იცვლება ხოლმე ტრადიციული "იხარეთ, კაიროსი!" მაგალითად: "ეეჰით, კაიროსი!", "მდაათი, კაიროსი!" და ა.შ. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#596
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
გავაღებ ჩემს პირს, ავივსები ჰაერით და ღმრთისმშობლისთვის გალობას დავიწყებ. შენნაირი უნიჭო თუ თარგმნის მაგ ადგილებს - რა თქმა უნდა, აჯობებს არ თარგმნოს -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
Sotiris |
![]()
პოსტი
#597
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 ![]() |
მიზეზი მარტივია: აზროვნებას არ მიგაჩვიეს, ან შეგაშინეს, რომ გეაზროვნა ციტატა რატომ უნდა მომეწონოს მისი აზრები, როდესაც იგი ისეთ მუტანტებს ზრდის, რომლებიც შენსავით ცილს სწამებენ პატრიარქებს? შენნაირი უნიჭო თუ თარგმნის მაგ ადგილებს - რა თქმა უნდა, აჯობებს არ თარგმნოს შენც რა სოტირისი დაგემართა კაცო? ![]() ციტატა მაგრამ შენ ქართული და რუსული რომ არ იცი ეს ცალსახაა.... ციტატა ამიტომ არ გინდა ახლა ახტომა, დაწყნარდი და დაისვენე, შეტევები ნუ დაგეწყო ციტატა გითხარი, ამოისუნთქე, უკვე თვეზე მეტი გავიდა, პიტკინი გემუქრება -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#598
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
![]() პ.ს. სოტირის არ იდარდო, ჩრდილოეთიდან მზე კიდევ ამო(გი)ვა ![]() -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
giogio |
![]()
პოსტი
#599
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 52 რეგისტრ.: 21-June 07 წევრი № 2,259 ![]() |
Sotiris მე ჩემეულ კომენტარს დავდებ.... უპირველესად, ვერ გავიგე რა შიშზეა საუბარი ზოგადად? თემას ერქვა მართლმადიდებლობა თუ ფსევდომართლმადიდებლობა, სადაც ვაპირებდით განგვეხილა ის უაზრო წეს-ჩვეულებები, რომლებსაც მართლმადიდებლობას "მიაწერს" სჯულში ჩაუხედავი მრევლი (და ეს კარგი საქმე იქნებოდა) და უცებ იქცა შიშების თემად. რა შუაშია შიშები? დავუშვათ და ავიღოთ სატანისტური რიტუალი. მართლმადიდებელი მას ხომ კატეგორიულად არ უნდა დაესწროს? რაა ახლა ეს? შიში? თუ სჯულის აღსრულება? შიში ქრისტიანს მხოლოდ უფლის უნდა ჰქონდეს! "დასაბამი სიბრძნისა არს შიში ღვთისა", ამიტომ ნებისმიერი სხვა ვინმეს/რამის შიში უკვე თავადაა ფსევდომართლმადიდებლობა, მაგრამ ის, რომ ქრისტიანი რაღაც-რაღაცეებს უნდა მოერიდოს, ეს ცხადია. ამიტომ ამ კონტექსტში განვიხილოთ: მოვერიდოთ თუ არა: 1. შტრიხ კოდების ჯერ-ჯერობით მოსარიდებელი და საშიში არაფერი აქვს. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ შტრიხკოდებით ხდება შეგუება 666-ისადმი, მისი გაუბრალოება, რომ ერთ დღესაც ასევე "უბრალოდ" მივიღოთ ანტიქრისტეს ბეჭედი, თორემ შტრიხ-კოდს საშიში არაფერი აქვს 2. მსოფლიო საიდუმლო შეთქმულების ესეც ზოგადი ფრაზაა. ის ისტერია, რომ ყველაფერს მასონები მართავენ და აი, ახლა ამ წამს მე რომ ამას ვკრეფ უხილავი მასონები მიყურებენ ![]() 3. საიდენტიფიკაციო ნომრების ესეც წინა ორის კონტექსტშია განსახილველი 4. შელოცვების თუ შელოცვის მართლმადიდებელს ეშინია, ეს ცუდია. უნდა იცოდეს, რომ შელოცვას (თუკი ის მართლაც ბოროტის მსახურის მიერაა აღსრულებული) ძალა აქვს, მაგრამ აღმსარებლისა და მაზიარებლის წინაშე ეშმაკის ყოველი მანქანება განქარდება 5. კათოლიკურ ტაძრებში შესვლის აქაც მიზეზია დასადგენი, რატომ შევდივართ იქ და რისი "გვეშინია". მე პირადად ბევრ არამართლმადიდებლურ ტაძარში შევსულვარ და ამაში პრობლემა არაფერია, მაგრამ თუკი ეს შეუსვლელობა იმითაა გამოწვეული, რომ იქ რაღაც "მოგივა" ![]() ![]() 6. ტელევიზორის 7. კომპიუტერის ტექნიკის შიში აბსურდია. განსაკუთრებით კომპიუტერის. მაგრამ რაც შეეხება ტელევიზორს, მისი ყურება ცხადია შერჩევით უნდა მოხდეს. თუკი ვინმე მიიჩნევს, რომ ეს ორი ტექნიკური მოწყობილობა ეშმაკეულია, ცხადია, ეს ფსევდომართლმადიდებლობაა. ისე კი, ორივე ძალიან ფიტავს ადამიანს და თუკი ვინმე შეძლებს, მათდამი ჯანსაღი დამოკიდებულების პირობებში თავი მოარიდოს, ამაში ცუდი არაფერია. ოღონდ ამას "ბნელეთის ძალებთან ბრძოლის" ![]() 8. ზღვაზე "სიშიშვლის" რად უნდა ზღვა, ქუჩაშიც იაროს შიშველი!!! ![]() ![]() 9. ცეკვის ქართულ ეროვნულ ცეკვას "საშიში" და არამართლმადიდებლური არაფერი აქვს. რაც შეეხება უხამს როკვას, იგი ძალიან "უხდება" ქრისტიანს... 10. სპორტის ესეც განუმარტებელია. ფიზიკურ ვარჯიშს ეკლესია არ კრძალავს, ყველა წმინდა მხედარი ვინც გვყავს, ფიზიკურად მნიშვნელოვნად ვარჯიშობდა. ეს შიში თუ ფსევდომართლმადიდებლობა რა მიზეზით და ვის გამო ჩაიწერა, არ ვიცი..... 11. პირველ იანვარს ახალი წლის აღნიშვნის ახალი წელი არის საერო დღესასწაული და მას აღვნიშნავთ მაშინ, როცა ამას დაადგენს საერო მთავრობა. იმის გათვალისწინებით, რომ 1 იანვარს არის საშობაო მარხვა, ახალი წლის აღნიშვნაც შედარებით მოკრძალებული უნდა იყოს (მე ახალ წელს 1 იანვარს აღვნიშნავ) 12. მუსიკის მოსმენის ესეც განუმარებელია. რა მუსიკის? სატანისტური ტექსტების მქონე თუ გოგი დოლიძის? ან თუნდაც ევროპული სიმღერების (ადამიანური ტექსტითა და მელოდიით)? 13. მოძღვართან შეუთანხმებელი ფიქრის ფიქრის შეთანხმება მოძღვართან რბილად რომ ვთქვათ, სასაცილოა. მაგრამ მნიშვნელოვან საქმეზე მისგან კურთხევის აღება მეეჭვება ფსევდომართლმადიდებლობა იყოს. ხოლო კურთხევის აღებისთვის, ნოტარიუსივით ჩვენი გადაწყვეტილება კი არ უნდა დავამტკიცებინოთ, მასაც უნდა ვკითხოთ აზრი და ისე ვიმოქმედოთ 14. ახალი სტილის კალენდრი ეს სახელობით ბრუნვაში რატომაა? რისი შიში? ახალი სტილის კალენდრის? თუ ამ სტილის მქონე ადგილობრივი ეკლესიების? და სად შიში, ეკლესიაში? საშიში აქ არაფერია, ჩვენი ქრისტესმიერი ძმები და დები ამ კალენდარს იყენებენ, არც იმის მტკიცებაა საჭირო, რომ თურმე ძველი სტილი აცხონებს ადამიანს ![]() 15. კონცერტებზე სიარულის 16. ბალეტზე და ოპერაში წასვლის თუ მასში ქრისტიანობის საწინააღმდეგო არაფერია, პრობლემა არ არის. თავად პატრიარქიც არაერთხელ გვინახავს მსგავს კონცერტებზე 100% ყოჩაღ -------------------- ღმერთმა დაგლოცოთ
ღმერთს ებარებოდეთ |
Sotiris |
![]()
პოსტი
#600
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 ![]() |
![]() პ.ს. სოტირის არ იდარდო, ჩრდილოეთიდან მზე კიდევ ამო(გი)ვა ![]() მართლმადიდებლებს უკვე აღმოგვიბრწყინდა სიმართლის მზე. თუ ეს შენთვის სიახლეა, შეგიძლია შობის ტროპარს გაეცნო და გაიგებ ვიზეა საუბარი (ჟამნი, გვ. ტით; სადღესასწაულო, გვ. ფპგ). -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th June 2025 - 09:24 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი