IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

162 გვერდი V « < 35 36 37 38 > »   
Reply to this topicStart new topic
> მართლმადიდებლობა თუ ფსევდო მართლმადიდებლობა
მხევალი ნინო
პოსტი Jul 3 2007, 01:08 PM
პოსტი #711


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



გლახა
ციტატა
რა ბრზნული გამოსვლები გაქვს ხოლმე ფუტკარში გიმუსავია ოდესმე? დაუკბენიხარ ფუტკრებს?




ნუ შენ ვერ შეგედრები, ეხლა მითხარი სანთლის დანთებასტან რა კავშირი აქვს ფუტკარს? არ გვინდოდეს ეხლა ტექნოლოგიის ახსნა, მე სედეგს ვამბობ, თაფლის სანთელი, რომელიც გაცილებით სასიამოვნოდ იწვის როგორც სუნის სახით,ვიდრე პარაფინის

გლახა
ციტატა
ვერ გავიგე ჩტო ტა




მჯერა


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jul 3 2007, 01:11 PM
პოსტი #712


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



გაბრიელ ეპისკოპოსის ქადაგებიდან:

ერთხელ, უფალი ჩვენი იესო ქრისტე მოწაფეებითურთ თვისით იყო იერუსალიმის ტაძარსა შინა და დაინახა, რომ ერთმა გლახაკმა ქვრივმა დედაკაცმა დასდვა შესაწირავად ეკლესიიასა ორი მწვლილი, ანუ ორი ფარა, მაშინ როდესაც იქავე მდიდარნი შესწირვიდენ დიდ-ძალს ფულსა. მაცხოვარმან მიიქცა და უთხრა მოწაფეთა თვისთა: ჭეშმარიტად გეტყვი თქვენ, რამეთუ ქვრივმან ამან გლახაკმან უმეტეს ყოველთასა შესწირა. რამეთუ, ამათ ყოველთა ნამეტნავისაგან მათისა დასდვეს შესაწირავსა ამასა ღმრთისასა, ხოლო ამან ნაკლულევანებისაგან თვისისა ყოველი, რაიცა აქვნდა საცხოვრებელი შესწირა. ამ მოკლე მოთხრობისაგან გამოდის ის სანუგეშო ჭეშმარიტება, რომელ ღმერთი მოწყალების თვალით უყურებს ყოველსა გულ-წრფელსა და ერთ-გულსა შესაწირავსა, რაც გინდა მწვლილი იყოს იგი, მაშასადამე ყოველსა ღვთის მოყვარესა კაცსა უნდა უყვარდეს შეწირვა ღვთისა და მსახურება ნაყოფისაგან თვისისა.

სხვათა შესაწირავთა და მსახურებათ შორის, რომლითა ქრისტიანე კაცს შეუძლია დაამტკიცოს თვისი ერთგულება და სასოება ღმერთზე, ძველთაგანვე მიღებულ არს ანთება ეკლესიაში წინაშე ხატთა წმინდა სანთლისა. რას ნიშნავს ეს ჩვეულება? რას მოასწავებს წინაშე ხატისა ანთებული სანთელი? როგორადაც ახსნიან წმინდანი მამანი, როდესაც კაცი სანთელს აღანთებს წინაშე ხატისა, ამით იგი ხილულითა ნივთითა გამოუცხადებს ღმერთსა, რომელ მისი გულიც და სულიც არის ანთებული ერთგულებითა, სიყვარულითა და სასოებითა ღვთისადმი. ყოველთა შორის ურიცხვთა ქვეყნიერთა ნივთიერებათა, განგებ გამორჩეულ არს წმინდა სანთელი ძღვნათ ღვთისა, მისთვის რომელ იგი არის შედგენილი ტკბილისა და კეთილ სუნნელისა მასალისაგან, ესე იგი, თაფლისაგან, რომელსა ფუტკარი შეკრებს სხვათა და სხვათა ყვავილთაგან, მაშასადამე იგი არის, ყოველ ნივთთა შორის უმშვენიერესი და უწმინდესი. გარნა, მეორე მნიშვნელობაც აქვს ანთებულს სანთელს. იგი ანათლებს და ათბობს გარემოს თვისსა, მაშასადამე იგი გამოხატავს მადლსა სულისა წმინდისასა, რომელი ერთბაშად ათბობს და ანათლებს გულსა კაცისასა. მაშასადამე კარგს და კარგის მომასწავებელს ძღვენს მიართმევს ის კაცი ღმერთსა, რომელიც ეკლესიაში აღანთებს სანთელსა. გარნა ესრეთსა ღვთის მსახურებასა და შეწირვასა აქვს მეორე კერძო, რომელიც უფრო დიდს ფასს და მნიშვნელობას აძლევს მას, რომელზედაც ახლა უნდა ვსთქვათ ჩვენ მოკლედ.

წმინდა სანთლის ანთებით მსახურება და შეწირვა ღვთისადმი მით არის კარგი, რომელ, პირველად, იგი შეუძლია აღასრულოს ყოველმა კაცმა. ესე იგი, არა თუ მდიდარმა და შეძლებულმა, არამედ თვით უღარიბესმა. როგორადაც თავიდგანვე მოყვანილი მაგალითი გვიმტკიცებს, ღმერთი უყურებს არა რაოდენობასა შესაწირავისასა, არამედ ერთგულებასა შემწირველისასა. მეორედ, იმ ფულით, რომელიც რჩება ეკლესიაში გაყიდული სანთელისაგან, მრავალი ფრიად პატიოსანი და ღვთის სათნო საქმე სრულდება. იქნება შენ, ძმაო, არც კი გიფიქრია ამაზე და არც კი იცი, რა კეთდება იმ ფულით, რომელიც შემოვა ეკლესიაში სანთლის გაყიდვისაგან? ამისთვის საჭიროდ ვრაცხ ახლა მოკლედ აღგიხსნა შენ.



--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Jul 3 2007, 01:18 PM
პოსტი #713


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



afxazi
იმ ქვრივმა რატომ არ აანთო სანთელი? smile.gif

ციტატა
მეორედ, იმ ფულით, რომელიც რჩება ეკლესიაში გაყიდული სანთელისაგან, მრავალი ფრიად პატიოსანი და ღვთის სათნო საქმე სრულდება. იქნება შენ, ძმაო, არც კი გიფიქრია ამაზე და არც კი იცი, რა კეთდება იმ ფულით, რომელიც შემოვა ეკლესიაში სანთლის გაყიდვისაგან? ამისთვის საჭიროდ ვრაცხ ახლა მოკლედ აღგიხსნა შენ.


იცით სანთელთან არანაირი გართულება არ მაქვს, პირიქით მომწონს კიდეც. რაღაც სასიამოვნო აურას ჰქმნის ტაძარში, მაგრამ შესაწირი ისეც შეიძლება გაკეთდეს. ხომ დგას ნებაყოფლობითი შესაწირავის ყუთები? ხოდა პირდაპირ "ბეზ სანტელი"..სანლები კი უფასოდ დაურიგონ...




მხევალი ნინო
ციტატა
აბა ზუსტად, ეხლა თქვენ იქ ერთად შეგყრით და მერე გაშველებას მოვუნდები, წარმომიდგენია ეს ქორწილი შევა ისტრიაში, როგორც ყველაზე სისხლიანი


ნენაააა, წარმოვიდგინე იქ რა ამბები წავა.


რას ამბობ smile.gif იქ ფორუმი ვიღას ეხსომება smile.gif წავა "დრახკადუბარა" jump.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jul 3 2007, 01:19 PM
პოსტი #714


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



გლახა
ციტატა
სანლები კი უფასოდ დაურიგონ...




ჩემს ეკლესიაში ზუასტად ას იყო, ეხლა დროებით შეცვალა ეს წესი, წირვაზე გვირიგბდნენ. ეხლაც არავინ ყიდის, პირდაპირ მიხვალ ცააგდებ ფულს და აიღებ, რამდენსაც გინდა.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 3 2007, 01:20 PM
პოსტი #715


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(marine @ Jul 3 2007, 01:05 PM) *

რა არის ამაში მართლაც სადაო, უკვე არ ვიცი..

ამაში არის სადავო ის რომ, კანუდოსელს შედგენილი აქვს სია რაღაც ფსევდო-შიშების და ფსევდო მართლმადიდებლობის გამოვლინებების. ამ სიაში ამჟამად 36 პუნქტია, ახლა აპირებდნენ 37-ე ჩაემატებინათ ეკლესიის გარეთ სანთლის ყიდვის შიში, რაც სულაც არაა აქ ჩასამატებელი. სანთლის ყიდვა ყველგან შეიძლება, მაგრამ კარგად იყო ახსნილი თუ რატომ ენიჭება უპირატესობა ეკლესიაში სანთლის ყიდვას. აი, სწორედ ამ სიაზეა დავა. ამ სიაში მე სხვა პუნქტებიც არ მომწონს, მაგალითად ამოსაღებია ან დასახვეწია: 1,3,23,28,29 და 33 პუნქტები.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Jul 3 2007, 01:23 PM
პოსტი #716


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



მხევალი ნინო
ციტატა
ჩემს ეკლესიაში ზუასტად ას იყო, ეხლა დროებით შეცვალა ეს წესი, წირვაზე გვირიგბდნენ. ეხლაც არავინ ყიდის, პირდაპირ მიხვალ ცააგდებ ფულს და აიღებ, რამდენსაც გინდა.

აი ეგ კარგია.
რაიონებში სულ მაგაზე ბრაზობენ ხალხი მღვდლები აკეტებენ ფულს ანთლებითო...რატომ ისე არ გვირიგებენო...ღმერთისა გვწამს მღვდლისა დანახვაც არ გვინდაო ...
სხვათაშორის ამას წინათ სოფელში მივდიოდი და გზაში ასეთ საუბარს შევესწარი: ორნი ერთ ახალგაზრდა კაცზე საუბრობდნენ, რომელსაც ცოლი უნდა მოეყვანა. ხარჯები ჩამოთვალეს ქორწილისა და მოიხსენიეს მღვდლისათვის მისაცემი ფულიც....საწყალ ბიჭს ძალიან ძვირი დაუჯდებაო...
მეორე კაცმა შესთავაზა ჩემ ნათესავ მღვდელთან მივალ და ვთხოვ უფასოდ დასწეროს ჯვარიო...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Jul 3 2007, 01:28 PM
პოსტი #717


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



აღარ ვნახო ოფტოპიკები თორემ მოვიტანე საპონი mad.gif

ხალხო, შიში ერთია და არცოდნა მეორე.

ამ ფორუმზე თქვენი ჩხუბის ურო მეშინია ვიდრე გარეთ "ნაკურთხი" სანთლების და ზღვაზე სამი ძაფით შეკერილი კუპალნიკით სიარულის (ახლა დამხატავს მაინც laugh.gif)

ხომ შეიძლება ადამიანურად ახსნათ რატომ არ შეიძლება ან რტომ არ უნდა დავიჯეროთ ესა თუ ის ხალხში გავრცელებული "ამბავი".

რომ დასვამთ შეკითხვას და ვინმე ისეთ გეტყვით კარგი ჩასავლები რომაა, ისეთ ამბავს აუტეხთ ცხოვრებაში ვერ გამოვა მდგომარეობიდან, რა ვქნათ ახლა ყველა თქვენნაირი ჭკვიანი თუ არაა?
აუხსენით ადამიანურად არ შეიძლება?
ვნახავ კიდე ამისთანა ცინიკურ და "შენ უვიცო" პოსტებს და მიგიშლით სუყველას, თქვენი შიშებიანად.


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jul 3 2007, 01:30 PM
პოსტი #718


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



kato_Bato
მოდი, ასე ვქნათ:

რახან თემა კანუდოსელმა გახსნა, მანვე განმარტოს, რას მოიზარებს სიტყვაში - ფსევდომართლმადიდებლობა?

ამის განმარტებაზე შევთანხმდეთ და მერე თითოეულ საკითხზე ასე ვიმსჯელოთ


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
shore
პოსტი Jul 3 2007, 01:32 PM
პოსტი #719


შორენა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 379
რეგისტრ.: 4-June 07
მდებარ.: BATUMI-vagoni-TBILISI
წევრი № 2,099



უი დედა აქ რა ამბავია გაჩაღებული!

ასეთი ხოცვის საგანი თუ გახდა რაღა ვუთხარი ("ფუი"-მეთქი აღარ ვიტყვი მთლად!) ასეთ დანთებულ სანთელს და გაღებულ მოწყალებას რაა! ასე თქვენი 5 და 10 თეთრი არც ტაძარს ააშენებს და არც იმ გაჭირვებულს გამოუვსებს მუცელს (ბოდიშით ასეთი ცუდი გამოთქმისთვის, მაგრამ...) wink.gif biggrin.gif


--------------------

დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება

შეუძლებელ კაცთათვის შესაძლებელია ღვთისათვის
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Jul 3 2007, 01:32 PM
პოსტი #720


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



მე როცა რამე არ ვიცი, არ ნიშნავს რომ ფსევდო მართლმადიდებელი ვარ, ეს ნიშნავს რომ არ ვიცი.
ხოდა ამიხსენი და თუ დამიმტკიცებ და კიდე არ დაგიჯერებ მერე დამიძახე რაც გინდა.

გასაგებია? mad.gif

ამდენი ღრიანცელით და უსიყვარულო დამოკიდებულებით, მშობელი ვერ არჯულებს შვილს და უფალი არ გვექცევა და ჩვენ გვინდა ერთმანეთი მოვაქციოთ?


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 3 2007, 01:32 PM
პოსტი #721


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(kato_Bato @ Jul 3 2007, 01:28 PM) *

ვნახავ კიდე ამისთანა ცინიკურ და "შენ უვიცო" პოსტებს და მიგიშლით სუყველას, თქვენი შიშებიანად.

ძალიან კმაყოფილი ვიქნები. მართლა ეგრე უნდა მოხდეს. ფორუმზე არ უნდა ვწერდეთ სულ ოდნავ შეურაცმყოფელ სიტყვებსაც კი. ასევე ზღვარი უნდა დავიჭიროთ ცინიზმსა და იუმორს შორის. არ შეიძლება ულოგიკოდ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზების გამომწვევი კომენტარები. მაქსიმალურად კორექტულები უნდა ვიყოთ და ერთმანეთს გული არ ვატკინოთ.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jul 3 2007, 01:56 PM
პოსტი #722


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(კანონისტი @ Jul 3 2007, 01:30 PM) *

რახან თემა კანუდოსელმა გახსნა, მანვე განმარტოს, რას მოიზარებს სიტყვაში - ფსევდომართლმადიდებლობა?



ფსევდო მართლმადიდებლობა არის ის, რაც არაა მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების, ეგზეგეტიკის, ზნეობის ნაწილი და ასეთად ცხადდება


ისე გამიკვირდა ამდენი ხანია ეს თემა გახსნილია და ახლა მეკითხებიან მის განმარტებაზე...
კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მე არ ვეხები ფსევდომართლმადიდებლებს, არამედ ფსევდომართლმადიდებლობას, ანუ სწავლებას


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იოანა
პოსტი Jul 3 2007, 02:02 PM
პოსტი #723


აკურთხევს სული ჩემი უფალსა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,554
რეგისტრ.: 23-July 06
წევრი № 5



ციტატა(კანუდოსელი @ Jul 3 2007, 02:56 PM) *

კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მე არ ვეხები ფსევდომართლმადიდებლებს, არამედ ფსევდომართლმადიდებლობას, ანუ სწავლებას


ამ თემაში დღეს რა ხდება არ ვიცი, ჯერ არ წამიკითხავს, მაგრამ მაინტერესებს ვინც ასეთ სწავლებას მისდევს ის არ გამოდის ფსევდომართლმადიდებელი?


--------------------
თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი...
------------------------------------------------------
აზროვნება სულის თვისებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Jul 3 2007, 02:02 PM
პოსტი #724


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



კანუდოსელი
ციტატა
კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მე არ ვეხები ფსევდომართლმადიდებლებს, არამედ ფსევდომართლმადიდებლობას, ანუ სწავლებას


ეს ძალიან ხშირად არ ჩანს ჩემო ზაზა wink.gif


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jul 3 2007, 02:12 PM
პოსტი #725


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(იოანა @ Jul 3 2007, 02:02 PM) *

ამ თემაში დღეს რა ხდება არ ვიცი, ჯერ არ წამიკითხავს, მაგრამ მაინტერესებს ვინც ასეთ სწავლებას მისდევს ის არ გამოდის ფსევდომართლმადიდებელი?



კაცმა მოიპარა

და

კაცი ქურდია

არც მთლად ერთნაირი და იდენტური გაცხადებებია

ციტატა(kato_Bato @ Jul 3 2007, 02:02 PM) *

კანუდოსელი
ეს ძალიან ხშირად არ ჩანს ჩემო ზაზა wink.gif



ეს თემის სათაურში ჩანს
ეს ჩემს მიერ მოყვანილ ახსნებში ჩანს
ეს ... დავიღალე უკვე რამდენ რამეში ჩანს

და თუ გინდა დაინახო ის, რასაც არ ვწერ, კი ბატონო....უბრალოდ საწყენი იქნება და მეტი არაფერი
პ.ს.
თუ რამე არ მოგწონს კონკრეტულად მკითხე


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 3 2007, 02:18 PM
პოსტი #726


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,697
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა( გიორგი @ Jul 3 2007, 01:20 PM) *

ახლა აპირებდნენ 37-ე ჩაემატებინათ ეკლესიის გარეთ სანთლის ყიდვის შიში, რაც სულაც არაა აქ ჩასამატებელი.


მართლაც არაა საჭირო მაგის ჩამატება და საერთოდ ცნება "ეკლესიის გარეთ სანთლის ყიდვის შ ი შ ი" გადაჭარბებულია..


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იოანა
პოსტი Jul 3 2007, 02:29 PM
პოსტი #727


აკურთხევს სული ჩემი უფალსა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,554
რეგისტრ.: 23-July 06
წევრი № 5



ციტატა(კანუდოსელი @ Jul 3 2007, 03:12 PM) *

კაცმა მოიპარა

და

კაცი ქურდია

არც მთლად ერთნაირი და იდენტური გაცხადებებია


პირველი ფაქტია და მეორე განკითხვაო. მგონი ერთხელ ასე ახსენი, მაგრამ მე მოვიპარე და ქურდად ვთვლი თავს და ვრჩები სანამ არ მოვინანიებ.
ანუ სანამ იმ ფსევდომართლმადიდებლურ სწავლებებს მისდევს ადამიანი მანამ ფსევდომართლმადიდებელია, არა?
როგორ შეიძლება არასწორ სწავლებას მისდევდე და შენ ტვითონ მართალი იყო?


--------------------
თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი...
------------------------------------------------------
აზროვნება სულის თვისებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jul 3 2007, 02:32 PM
პოსტი #728


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(იოანა @ Jul 3 2007, 02:29 PM) *

პირველი ფაქტია და მეორე განკითხვაო. მგონი ერთხელ ასე ახსენი, მაგრამ მე მოვიპარე და ქურდად ვთვლი თავს და ვრჩები სანამ არ მოვინანიებ.
ანუ სანამ იმ ფსევდომართლმადიდებლურ სწავლებებს მისდევს ადამიანი მანამ ფსევდომართლმადიდებელია, არა?
როგორ შეიძლება არასწორ სწავლებას მისდევდე და შენ ტვითონ მართალი იყო?



მე არ მაინტერესებს ადამიანების განკითხვა....მე მაინტერესებს სწავლების თანადობა მართლმადიდებლობასთან
შენ თუ მოიპარე არც გავხსნი ამაზე თემას biggrin.gif მაგრამ საკმარისია ამ ფაქტს მართლმადიდებლობა უწოდო - დარწმუნებული იყავი თემის ადგილს დაიკავებ smile.gif

იმედია ახლა მიხვდი რასაც ვამბობ მე


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იოანა
პოსტი Jul 3 2007, 02:36 PM
პოსტი #729


აკურთხევს სული ჩემი უფალსა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,554
რეგისტრ.: 23-July 06
წევრი № 5



ციტატა(კანუდოსელი @ Jul 3 2007, 03:32 PM) *

მე არ მაინტერესებს ადამიანების განკითხვა....მე მაინტერესებს სწავლების თანადობა მართლმადიდებლობასთან


მესმის და ძალიან კარგი smile.gif

უბრალოდ, როცა ადამინს ეუბნებიან ის, რასაც შენ მისდევ ფსევდომართლმადიდებლობა არისო, ლოგიკურად უჩნდება კითხვა ე.ი. მე ფსევდომართლმადიდებელი ვარო... არც თუ ულოგიკოა მგონი...



--------------------
თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი...
------------------------------------------------------
აზროვნება სულის თვისებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Jul 3 2007, 02:45 PM
პოსტი #730


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



კანუდოსელი
ციტატა
ეს თემის სათაურში ჩანს
ეს ჩემს მიერ მოყვანილ ახსნებში ჩანს
ეს ... დავიღალე უკვე რამდენ რამეში ჩანს

და თუ გინდა დაინახო ის, რასაც არ ვწერ, კი ბატონო....უბრალოდ საწყენი იქნება და მეტი არაფერი
პ.ს.
თუ რამე არ მოგწონს კონკრეტულად მკითხე



სათაურში ჩანს კარგი რამეები, მაგრამ აქ ლაპარაკი და კამათი არის ხოლმე, ცუდად, ცუდი ემოციით.

ეს ეხება ყველას:
ვიღაცას გაუჩნდება იდეა, _ასე რომ იყოს?
მეორე ეტყვის: _არა, ეს ეწინააღმდეგება, მე როგორც ვიცი, მართლმადიდებლურ სწავლებას.
მერე ახტება დახტება პირველი, ეტყვის: _"უი, შენ არაფერიც არ გცოდნია"_ და გაიქცევა და შიშებში ჩაამატებს.
რა წესია?
როცა რამე არ ვიცი, უნდა ამიხსნა, თუ ჩვენს ფორუმსაც გავითვალისწინებთ, ცოტა + მაგას სიყვარული.
და არ უნდა მითხრა, რომ მე რომ ასე ვფიქრობ, ასეთი ვარ, საერთოდ არ უნდა მოხდეს პიროვნებამდე კამათის დაყვანა.


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

162 გვერდი V « < 35 36 37 38 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd September 2025 - 08:31 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი